Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ტომი

კანონი მონადირის წინააღმდეგ

მუხლი 3842. ტყვიის შემცველი მასალის აკრძალვა გლუვლულიანი და ხრახნლულიანი თოფებისთვის ტყვიის შემცველი მასალის გამოყენება დასაშვებია 2019 წლის 1 მარტამდე.
 
(შეკითხვა-1: ისეთ რა ზარალს აყენებს ბუნებას 30 გრამიანი ტყვიის სადღაც მიწაში გაფანტულ-ჩაკარგული საფანტი, რასაც არ აყენებს იმავე ტყვიის შემცველი ავტო გამონაბოლქვი, რომელიც პირდაპირი გზით შეისუნთქება როგორც ადამიანის, ასევე ნადირ-ფრინველის მიერ, ან გაბრიკა -ქარხნებისა და საწარმოების მიერ გამონაბოლქვი და მდინარეებში (ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე) ჩანადენი სიბინძურე, ბუნებაში მიმოფანტული ტონობით ცელოფანის პარკები, თუ პლასტიკატის ბოთლები და ა.შ.?...
შეკითხვა-2: სპეციალურად ფოლადის საფანტისთვის მოიგონეს „მაგუმ“ (დაგრძელებული) ვაზნები, რომელშიაც ფოლადის სიმსუბუქის ერთგვარი კომპენსაციის მიზნით ჩადის მეტი საფანტის მარცვალი და ასეთი ვაზნებისათვის გამოიყენება ასევე სპეციალურად მათთვის დამზადებული გაძლიერებულ ლულებიანი თოფები, რომელიც მონადირეთა უმრავლესობას არ გააჩნია... და რა ვქნათ იმათმა, ვისაც ფოლადის საფანტის სასროლი „მაგნუმ“ თოფები არ გაგვაჩნია?...
შეკითხვა-3: ამუშავდება თუ არა ფოლადის საფანტის სამამულო წარმოება, რათა ქართველ სპეკულანტებს არ მიეცეთ უცხოეთიდან შემოტანილი საფანტის მამასისხლად გაყიდვით გამდიდრების საშუალება -(მიზეზი: უცხოეთმა გაგვიძვირა და საბაჟოზე გვატყავებენ...) და გაიყიდება თუ არა სამამულო წარმოების საფანტი ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად?
შეკითხვა-4: სწორედ იმ მიზნით, რომ ტყვიის საფანტის თითიდან გამოწოვილი მავნებლობა დაეყვანათ ნულამდე მოიგონეს და ბუნებაში არსებობს კიდეც ნიკელის გარსიანი ტყვიის საფანტი, რომლის კუთრი წონაც ტყვიის საფანტზე ოდნავ მეტია რაც თავის მხრივ შესანიშნავი ბალისტიკური მაჩვენებლებით ამცირებს ბუნებაში „დაჭრილი“ ნადირ-ფრინველის მომრავლების საფრთხეს (რაც სხვათაშორის მნიშვნელოვნად მეტ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე ტყვიის საფანტი), ამასთან დაკავშირებით რატომ არის კანონპროექტში ჩაწერილი: ტყვიის შემცველი?- იქნებ ეს ვერაგულად ჩადებული სიტყვა „შემცველი“ მოგვეშორებინა, რაც საშუალებას მოგვცემდა ფართოდ გამოგვეყენებინა სწორედ ნიკელირებული ტყვიის საფანტი?... რაც იმ მონადირეებსაც, ვისაც არასაფოლადე თოფები აქვთ მისცემდა ნადირობის თავისუფლებას და არ აიძულებდა მათ გაეყიდათ თავიანთი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირადღირებული ტყვიის საფანტზე მომუშავე თოფები?... ...და კიდევ ერთი იდიოტიზმი: თოფში მხოლოდ ორი ვაზნის არსებობა... ასე რომ მდომებოდა, მაშინ ნახევრად ავტომატს კი არ შევიძენდი, არამედ ორლულიანს და ის მაინც მეცოდინებოდა საჭიროებისას რომელი ლულა უნდა შემერჩია სასროლად, და საერთოდ შენ მოდი და შემიმოწმე მოპოვების ნორმა ხომ არ დამირღვევია და თოფში რამდენი ვაზნა მაქვს რა შენი დიპლიპიტო თავის საქმეა?... გარდა ამისა "დაჭრილი" ობიექტის გაშვება მონადირულ ეთიკას ეწინააღმდეგება და ამიტომაცაა საჭირო ცოტა მეტი ვაზნა... თუ ევროპაში რომ მჭიდში სამი ვაზნაა ნებადართული, ჩვენ რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეები ვართ?...
... ამის გარდა კიდევ არაერთი შენიშვნა მაქვს... ერთი სიტყვით ეს ე.წ. კანონპროექტი ნადირობის აკრძალვის (განსაკუთრებით არაბობოლა მონადირეებისათვის...) ტოლფასია...

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამოხმაურების დასამატებლად დარეგისტრირდით ან შედით სისტემაში

გამოხმაურებლის დასამატებლად აუცილებელი პირობაა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე. შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ წამიერად, Facebook - ის საშუალებით

რეგისტრაცია საიტზე

დარეგისტრირდი საიტზე ან გაიარეთ რეგისტრაცია Facebook - ით და გახდით საიტის სრულფასოვანი წევრი. სულ რამდენიმე წამის საქმეა

რეგისტრაცია

საიტზე შესვლა

უკვე რეგისტრირებული ხართ? გამოიყენეთ შესვლის ღილაკი და შეიყვანეთ თქვენი სახელი/ელ-ფოსტა და პაროლი. ან შედით Facebook - ით წამიერად

საიტზე შესვლა


ვიზიტორთა მთვლელები