Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

დევი

იხვზე ნადირობა პლასმასის ფიტულებით და მისი სწორი განლაგება წყალზე და ადგილის შერჩევა

იხვზე ნადირობა პლასმასის ფიტულებით და მისი სწორი განლაგება წყალზე და ადგილის შერჩევა

 

7b49446d6a9d.jpg

 

 

წლის ამ პერიოდში ფრინველზე მონადირესათვის ძირითადად სანადირო ობიექტს იხვი წარმოადგენს რადგან  ფრინველებს შორის მწყერის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით არის გავრცელებული.  გარდა რაოდენობისა იხვი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.  მისი ნაწილი ადგილობრივია ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუდობს და მრავლდება ხოლო ნაწილი კი გადამფრენი.

იხვზე ნადირობას საკმაოდ მიმზიდველს ხდის ის გარემოაბა რომ საჭიროა საკმაო გამძლეობა, სპორტული ჟინი, გამოცდილება და ცოდნა. წარმატების შემთხვევაში ნადავლიც სოლიდურია (დათვს და გერეულ ღორს ნუ შეადარებთ სოლიდურობით), ამიტომ ნადირობის ამ სახეობით საკმაოდ ბევრი და მათ შორის ბევრი დამწყები მონადირე არის დაინტერესებული.

მიუხედავად იხვის, და ტბების სიმრავლისა  იხვის მოპოვება მაინც საკმაოდ რთულ საქმედ ითვლება, რადგან ფრინველის ეს სახეობა გამოირჩევა სიფრთხილით, ძირითადად გვხვდება რთულად მისასვლელ (დაჭაობებულ) ადგილებში, რაც ართულებს იხვზე ნადირობას. ამის გამო საკმაოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს ცოდნაზე.  

იხვზე ნადირობის რამოდენიმე წესი არსებობს.

  1. მიპარვით ნადირობა
  2. დილის ან ღამის გადაფრენისას ჩასაფრება.
  3. დღის მანძილზე ჩასაფრებით სატყუარათი ნადირობა.
  4. ნავიდან ნადირობა

ამ პოსტში განვიხილავთ იხვზე ნადირობის ერთ-ერთ ჩასაფრებით და სატყუარათი ნადირობის  წესს,  თავისებურებებს და ისეთ წვრილმან დეტალებს რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს ხოლო სინამდვილეში კი მთელი საიდუმლო ამ დეტალებშია.

საკუთარი პრაქტიკიდან მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე წლის წინ ამ დეტალებიდან ზოგი რამ არ ვიცოდი, ზოგს ვუგულებელყოფდი და ზოგის რამის შესრულება უბრალოდ მეზარებოდა. შედეგი მაინც იყო და ნადირობიდან ხელცარიელი არ ვბრუნდებოდი მაგრამ თუ ყველაფერს ზედმიწევნით დაიცავთ აღმოაჩენთ რომ უკეთესი შედეგიც შეიძლება.

სატყუარა ანუ პლასმასის ან ხის შეღებილი იხვების სწორი შერჩევა.
არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი სახეობის იხვის სატყუარა, კარგია თუ 2 ან 3 სახეობის სხვადასხვა სატყუარა გექნებათ, ასევე სასურველია თუ იხვის გარდა გექნებათ ერთი ქედანის სატყუარაც რომელსაც იქვე შორიახლოს ხეზე განათავსებთ და 2 ცალი ყანჩის ან წეროს მაკეტი, რომელსაც იხვებისგან 15 ან 20 მეტრის მოშორებით განათავსებთ შედარებით გამოსაჩენ ადგილზე.  ასეთ შემთხვევაში გადამფრენი იხვი შორიდანვე  ხედავს ხეზე მოთავსებულ ფრინველს, შემდეგ ხედავს ყანჩებს და ბოლოს ხედავს ტბაში ჩამჯდარ იხვს, ეს ყველაფერი ერთად გაცილებით ადუნებს ფრინველის, ეს ყველაფერი ერთად ფრინველის აფიქრებინებს რომ იმ ტერიტორიაზე საფრთხე არ არსებობს, ადუნებს ყურადღებას და გუნდი მშვიდად ეშვება სხვა იხვების გვერდით დასაჯდომად.

კამუფლირება შენიღბვა.
ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი რომელზეც პირადად მე ხშირად მეზარებოდა ბევრი დროის დახარჯვა (რამოდენიმე კამიშის რეროს ამოვიფარებდი და სულ ეგ იყო).  სინამდვილეში ამ დროს ხდება საპირისპირო,  კამიში ჩვენ გვიზღუდავს მხედველობის არეს ხოლო იხვისათვის არც ისე რთულად შესამჩნევი ვხდებით.  ამიტომ მხოლოდ კამუფლირებული ჩასაცმელი საკმარისი არ არის, ტანსაცმელზე ზემოდან სასრველია მივამაგროდ წვრილი ხმელი ჭაობის ბალახი ან ამ ბალახებისაგან წინასწარ დამზადებული ბადე გადავიცვათ, გარეშემო კამიშის რეროებისაგან მოვაწყოთ რაც შეიძლება ხშირი ფარდა.
აუცილებელია კამუფლირებული ნაჭრით დავიფაროთ სახე რადგან თეთრი სახე, სიცივისა და 100 გრამი არყისაგან ოდნავ აწითლებული ლოყები ძალიან იოლად შესამჩნევია ფრინველისათვის.
სასურველია იარაღის, განსაკუთრებით ლულის შეფუთვა.  რადგან ჩვენს მიერ ზეთით გაპოხილი და გაპრიალებული ლულები კარგად ჩანს შორიდან.

უმოძრაობა.
უმნიშვნელოვანესია,  პირადად მე ბევრჯერ შევხვედრივარ და მინახავს როდესაც შორს იხვების გუნდ შენიშნავენ განსაკუთრებით ახალბედა მონადირეები იწყებენ მომზადებას სროლისათვის (დადგებიან მოხერხებულ პოზაში, მოიმარჯვებენ თოფს) ეს ერთ-ერთი გავრცელებული და ისეთი შეცდომაა რომელიც ფრინველს იშვიათად რომ გამორჩეს.  ასეთი შემთხვევების უმეტესობა მთავრდება იმით რომ ფრინველი არც კი უახლოვდება მონადირეს სასროლ მანშილზე ხოლო მონადირე კი მოხერხებულ პოზაში მდგარი გააყოლებს ფრინველს თვალს და ვერც კი მიხვდება რატომ არ ისურვა იხვების გუნდმა მის ცხვირთან ჩამოჯდომა.  ამიტომ როდესაც ფრინველის გუნდს შენიშნავთ თუნდაც კილომეტრის მანძილზე,  ნუ ეცდებით ზედმეტი მოძრაობების გაკეთებას, განსაკუთრებით მერე ნუ დაიწყებთ დამალვას.  უმჯობესია გაჩერდეთ უძრავად, გაყინული (ქუდის გასწორებაც კი ზედმეტი მოძრაობაა) ხოლო როდესაც გუნდი სასროლ მანძილზე მოგიახლოვდებათ მერე შეიცვალეთ მდგომარეობა და მომენტალურად გადადით სასროლ პოზიციაში.

ასევე აუცილებელია გვქონდეს საყვირი, სასტვენი რომელსაც ჩაბერავ და იხვის ხმას გამოსცემს (მანოკი). 

 

 

 

 

სატყუარების სწორად განლაგება გარემოს და ამინდის მიხედვით

 

სატყუარების სწორი განლაგება წყალზე საჭიროებს ცოდანს, მაგრამ კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა ეს ცოდნა წერილობით გადმომეცა და მომეყოლა პოსტში.
ბევრი ფიქრის და ძიების შემდეგ ვიპოვე მარტივი გამოსავალი.  ერთ-ერთ რუსულ საიტზე მივაგენი სურათებს რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ სამალავი, სამალავთან მიმართებაში განალაგოდ სატყუარები და იცოდეთ რომელი მხრიდან ელოდოთ ფრინველს.

 

 

 

იხვი არასოდეს არ ჯდება პირდაპირ.  ჯერ ფრინველი წრეს აკეთებს წინასწარ შერჩეულ ადგილზე ხოლო თუ სიტუაცია მოეწონა და ჩათვალა რომ საფრთხე არ ემუქრება ამის შემდეგ ჯდება წყალზე.

იხვი დასაჯდომად ყოველთვის  შემოდის ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, არასოდეს ფრინველი არ ჯდებაისე რომ ქარი გვერდიდან ან ზურგიდან უბერავდეს ფრინველს.  

მოფრენილი ფრინველი ჯდება სატყუარებიდან მოშორებით, შეათვალიერებს გარემოს და მერე მიცურდება სატყუარასთან ახლოს.

დიდი ხნის ჩამჯდარ გუნდში რომელიც მიახლოებულია კამიშს და გართულია საკვების მოპოვებაში აუცილებლად შეიმჩნევა ერთი იხვი რომელიც ჩამჯდარია ძირითადი გუნდისაგან ოდნავ მოშორებით შედარებით ღია ადგილზე და აკვირდება ტერიტორიას.  ეს ყარაული იხვია რომლის აფრენას აუცილებლად მოყვება მთელი გუნდის აფრენა.

თუ ფრინველის გუნდი დიდია ის აუცილებლად რამოდენიმე ნაწილად გაიყოფა, ხშირ შემთხვევაში დაჯდება რამოდენიმე, დანარჩენი გუნდი კიდევ ერთ წრეს გააკეთებს და მერე დაეშვება დასაჯდომად.  ნებისმიერ შემთხვევაში თუ საფარი კარგად გაქვთ მოწყობილი და გუნდის ნაწილი ჯდება სროლას ნუ იჩქარებთ, დაელოდეთ მთლიანი გუნდის ჩაჯდომას.  ხოლო როდესაც საფარი არ გფარავთ ბოლომდე მაშინ იხვი არცერტ შემთხვევაში არ ჩაჯდება და თქვენ პირველივე სასრლი მომენტი უნდა გამოიყენოთ.

საფარის შერჩევისას გაითვალისწინეთ თუ რომელი ხელით გეხერხებათ სროლა.  თუ თქვენ მარჯვენა მხარიდან ისვრით მაშინ შეხედეთ ქარის მიმართულებას და საფარი ისე შეარჩიეთ რომ ფრინველი თქვენი  მარცხენა მხრიდან შემოდიოდეს ხოლო თუ მარცხენა მხარიდან ისვრით პირიქით.

ამის შემდეგ განალაგეთ სატყუარები.  თუ რამოდენიმე სახის სატყუარა გაქვთ შეეცადეთ მათი ძირითადი ნაწილი სახეობების მიხედვით ცააწყოთ, თითოეული ჯიშის სატყუარები ერთ გუნდათ,  ხოლო გუნდები ერთმანეთთან ახლოს განათავსეთ  ან რამოდენიმე გუნდათ გაყავით.

თუ ცოცხალი სატყუარა გყავთ ის მოათავსეთ ყარაული იხვის პოზიციაზე, ძირითადი გუნდიდან გამოყოფილათ.

წეროს ან ყანჩის სატყუარა მოაათავსეთ იხვების გუნდისაგან მოშორებით ისეთ ადგილზე რომ კარგად ჩანდეს შორი მანძილიდან.

ამ ყველაფერში  ცოტას  ეს ფოტოებიც დაგეხმარებათ.

 

 

 

 

ixvis-satyuarebis-ganlageba-1.jpg
იხვის სატყუარების განლაგება.სურ.1
download-icon.png
 
 
 
 
 

 

.

.

ixvis-satyuarebis-ganlageba-2.jpg
იხვის სატყუარების განლაგება.სურ.2
download-icon.png

.

.

ixvis-satyuarebis-ganlageba-3.jpg

 

ixvis-satyuarebis-ganlageba-4.jpg

 

გისურვებთ წარმატებულ ნადირობას.

.

 

 

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამოხმაურების დასამატებლად დარეგისტრირდით ან შედით სისტემაში

გამოხმაურებლის დასამატებლად აუცილებელი პირობაა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე. შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ წამიერად, Facebook - ის საშუალებით

რეგისტრაცია საიტზე

დარეგისტრირდი საიტზე ან გაიარეთ რეგისტრაცია Facebook - ით და გახდით საიტის სრულფასოვანი წევრი. სულ რამდენიმე წამის საქმეა

რეგისტრაცია

საიტზე შესვლა

უკვე რეგისტრირებული ხართ? გამოიყენეთ შესვლის ღილაკი და შეიყვანეთ თქვენი სახელი/ელ-ფოსტა და პაროლი. ან შედით Facebook - ით წამიერად

საიტზე შესვლა


ვიზიტორთა მთვლელები