Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

 

1aab7e42a8bc.jpg

 

ИЖ-58 არის ორლულიანი შიდაჩახმახიანი იარაღი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით 12, 16, 20 და 28 ყალიბისა. მოდელი შემუშავებულია პუგაჩოვის ხელმძღვანელობით. გამოდიოდა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში დიდი პარტიებით 58 წლიდან დღემდე(რამდენიმე მოდიფიკაციით). უდიდესი უმრავლესობა გამოშვებულია 12 და 16 ყალიბისა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ნავარაუდევი იყო მისი სარეწაო მნიშვნელობით 20 და 28 ყალიბის გამოშვება. სერიულად 28 ყალიბის გამოშვება არ მომხდარა. 1987 წლიდან მოდელი შეცვლილია ИЖ-43-ით.

ИЖ-58-20_ 20 ყალიბის იარაღი(თოფი). სერიულად იწარმოებოდა 1958 წლის ბოლოდან 1960 წლამდე. სახსნელი ლულებით(50À მარკის ფოლადი), სიგრძით 675მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულები შეერთებულია დასაწყისში(სახაზინო შეერთება) სარტყელით, ხოლო შემდეგ ორთავე მხრიდან შედუღებულია(ავტორი აღნიშნავს_,,სპაიანნი” მირჩილული). არხების დიამეტრი 15,5+-0.25მმ. ლულა და სავაზნე ქრომირებულია. ლულების პარაბოლური შევიწროებით, მარჯვენა ლულა ნახევრადჩოკი, მარცხენა ჩოკი. ნორმალური დოზირების ვაზნებით მისროლისას 35 მეტრში აჩვენა სიბურჯღლე 45 და 55% შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულამ. თოფის წონა 2,7-2,9 კგ.

ИЖ 58-16_16 ყალიბის თოფი. იწარმოებოდა 1960 წლიდან 1970 წლამდე. ლულების სიგრძე 720მმ, წონა 3,2 კგ-მდე. არხების დიამეტრი 17,0+-0.25მმ. კონდახი პისტოლეტური ან ინგლისური. დამცველი არაავტომატური.

ИЖ 58М-12_12 ყალიბის თოფი შემუშავებულია 1970 წელში 16 ყალიბის თოფის ბაზაზე და იწარმოებოდა სერიულად 1971-1976 წლებში. ლულის სიგრძე 720-730 მმ, არხების დიამეტრი 18,2+-0.2მმ. მაქსიმალური საექსპლოატაციო წნევა 750კგს/სმ2. ჩოკისა და ნახევარჩოკის შემთხვევაში სიბურჯღლე შეადგენს 50-55 და 60-65%-ს. ორთავე სახის კონდახით; წონა 3,2-3,3 კგ. დაყენებული აქვს ჩვეულებრივი ფორმის თამასა(პლანკა). ამ მოდელის 12 ყალიბის თოფებზე დამცველი არაავტომატურია.

ИЖ-58МА და ИЖ-58МАЕ 12 და 16 ყალიბის თოფები შეიქმნა 1977 წელს ИЖ-58M-ის ბაზაზე. ИЖ-58M-ზე დაყენებულია ავტომატური მცველი, რომელიც ირთვება თოფის გადახსნისას; ИЖ-58M-ზე დამატებულია მცველთან ერთად ვაზნების ატომატური ამომგდები ე.წ. ეჟექტორი. დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები იდენტურია ИЖ-58M-ის. იწარმოებოდა ძირითადად 1976-1986 წლებში.

ИЖ-58M-20М_ 20 ყალიბის თოფი განკუთვნილია ,,მაგნუმის” ვაზნისათვის(ვაზნის სიგრძე 76მმ). იწარმოებოდა 1979 წლიდან ძირითადად საექსპორტოდ, თუმცა ხან და ხან გამოჩნდებოდა გაყიდვაშიც(ადგილზე). ლულის სიგრძე_670-680მმ, წონა 3.3 კგ-მდე, სავაზნის სიგრძე 76,2მმ. ამ თოფში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტანდარტული ვაზნებიც 70მმ სიგრძის(ნაწილობრივ ეკარგება სიბურჯღლე).


იჟ-58 ყველა მოდიფიკაცია და ყალიბი ერთად აღებული, გამოსულია 1,3 მილიონი ცალი... 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გაიხარე დევი კარგი და საჭირო ინფორმაციისთვის.

30b254f13449.jpg

ec6db11695a3.jpg
ამ თოფით დავიწყე ნადირობა და ძაან შემაყვარა თავი. ვინმემ რომ აზრი მკითხოს ამ მოდელთან დაკავშირებით შევაფასებდი ასე:
ფასის გათვალისწინებით რომ შევადაროთ ვიტყოდი რომ არის დახვეწილი და საიმედო იარაღი, ლამაზი დიზაინით.  :)

ახლა რომ ვაპირებდე ყიდვას ამ თოფის აუცილებლად ავიღებდი ეჟექტორების გარეშე მოდელს რადგან არ ვარ კმაყოფილი ეჟექტორიანი მოდელით.
ჭრა და საფანტის განაწილება კარგი აქვს. ჩოკები 1 და 0.5 მილიმეტრის სიზუსტით. წრილ ტყვიაზე სამუშაოდ იდეალური ვარიანტია.



f6761a08e1db.jpg0ab7e6970538.jpg0742a2b3e7a6.jpg7b9858773dc8.jpg

dbc180981aa3.jpg273782ac8c37.jpg0fa1003d3073.jpg

აგერ სურათებიც და გასადიდებლად და უკეთ სანახავად დააჭირეთ რომელ სურათსაც გინდათ და გაიხსნება ჩემობატონო :hunter:

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

მეც მქონდა იჯ-58მა ..ორი სეზონი ვინადირე და ცუდს ვერ ვიტყვი ამ თოფზე

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამარჯობათ მეგობრებო ფორუმზე ახალი ვარ და მომწონს ეს გვერდი რაც შეეხება იჟ 58 ტს დგემდე ვსარგებლობ მაგ თოფით და ძალიან კმაოფილი ვარ 1965 წლის გამოშვებაა და ჯერ კიდევ ახალივითაა. ასე რომ კარგი იარაღია...

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება
17 საათის წინ, devi ამბობს:

მეც მქონდა იჯ-58მა ..ორი სეზონი ვინადირე და ცუდს ვერ ვიტყვი ამ თოფზე

 

კი ვიცი შენი თოფი დევო. ჩემი მაე არის ანუ დამატებული ეჟექტორები. ის თუ გახსოვს სპორტინგს რო ვატარებდით და სადღაც 15 დან დაახლოვებით 2-3 გატეხილი თეფში მქონდა სხვისი ნახევრად ავტომატით და მერე შენი თოფი ავიღე და დანარჩენი 15 დან 12 გავტეხე მგონი. 

ისე ვარ ამ იარაღის ბალანსს და დამიზნებას მიჩვეული ხანდახან მგონია რომ მისით ხვდება. ცუდია რომ სტენდზე და ა.შემდეგ ყოველთვის სხვისი თოფით მიწევს სროლა. ჩემი 16 კალიბრის გადამკიდე.  :vinsent: :0073:
 

 

2 წუთის წინ, გოგა 123 ამბობს:

გამარჯობათ მეგობრებო ფორუმზე ახალი ვარ და მომწონს ეს გვერდი რაც შეეხება იჟ 58 ტს დგემდე ვსარგებლობ მაგ თოფით და ძალიან კმაოფილი ვარ 1965 წლის გამოშვებაა და ჯერ კიდევ ახალივითაა. ასე რომ კარგი იარაღია...

კაი გამარჯობა გოგა შენი... :0017:მოხარულები ვართ თუ მოგეწონა ეს გვერდი. შექმნის იდეაც ეს იყო რომ გვქონოდა ყველაზე მრავალფუნქციური და დახვეწილი ფორუმი. 

რაც შეეხება შენს პოსტს, გეთანხმები ჩემთვის დასამიზნებლად და საიმედოობის მხრივ მშვენიერი ვარიანტია. ერთადერთი რაზეც ცოტა პრობლემა შემექმნა ეს მისი ეჟექტორია. სხვა მხრივ მშვენიერი თოფია :371wink:

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

ხო იჯექთორი უნდა დააბალანსო..ახალი უნდა გამოჩარხო და დაისვენებ

ჩემს იჯზე იჟექთორი ერთვებოდა

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

დევი გამოსართავი ჩემსასაც აქვს. ცევიოშია ერთი ღილაკი ჩასაწევი და ეგაა აღარ ამოყრის მარა რო გადახსნის ვაზნები მაინც ოდნავ ამოაქვს, ანუ იმ ზომით არა როგორც უიჟექტორო თოფებზე. 

რუსულს თუ ვიყიდი როდისმე (რათქმაუნდა ძველ რუსულს) უეჭველი ავიღებ მაგის გარეშე მოდელს.

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

შეიდზლება ზამბარა მოჯდა

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

არა ბიჯო სხვა რამეს გეუბნები. როგორ აგიხსნა ახლა აქ. გაჩვენებ მერე...  ზამბარის მოჯდომა/არ მოჯდომა დაკავშირებულია ვაზნების ამოგდების მანძილზე და რეტკად ძაან ეგ რო დაჯდეს. 

რომც იყოს დაჯმდარი, გათიშული როცა გაქვს ეჟექტორი, თოფს რო გადახსნი ვაზნები ხო ამოაქვს (ამოგდების გარეშე) და უეჟექტორო მოდელებზე უფრო შორს გამოაქვს და ადვილი ამოსაღებია. 

გეიგე აბდალა? :friends:

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

მართლაც რომ დახვეწილი ფორუმია კარგია.    ჩემ იჟ 58-ტი იჟექტორის გარეშეა და არ მიქმნის პრობლემას პრაქტიკულად ვხმარობ....

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

ერთი თხოვნა მაქვს თუ ვინმემ იცით სად ვიშოვი იჟ-26 ის გილზების ამოსაღებს გამიტყდა ერთი ცალი, ან თუ ვინმე აკეთებს, წინასწარ დიდი მადლობა.

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამარჯობათ მეგობრებო. ახალი ვარ ფორუმზე და მინდა წვლილი შევიტანო თემის განვითარებაში.მინდა რამოდენიმე სიტყვა დავამატო კლასიკურ დახასიათებას. მაქვს იჟ 58 - მ, უკვე 5 წელია რაც ვნადირობ თითქმის ახალ მდგომარეობაში შევიძინე (თუარჩავთვლით რომ როგორც რუსულ თოფებს ჩვევიათ კონდახის სახელური მასაც გაბზარული ქონდა), მაგრამ სხვა ყველაფერი წესრიგში იყო. მოკლედ რომ ვთქვათ მინდა მინუსებზე და პლიუსებზე გავამახვილო ყურადღება რომელიც ამ თოფთან ურთიერთობაში აღმოვაჩინე. დავიწყებ პლიუსებით... რაც ამ თოფით ვნადირობ სასხლეტზე ნევსის ერთი ფუჭი დარტყმაც არ მახსოვს ვიყენებდი და ვიყენებ როგორც ლატუნის ასევე პოლიეთილენის ვაზნებს, მაგრამ არმახსოვს ერთხელმაინც ემტყუნოს სროლისას. ბალანსსაც ასეთუისე არაუშავს მართალია სავაზნის და ლულის შეერთებასთან მდებარეობს და კლასიკურ შარნირის ღერძის სიახლოვესაც არარის, მაგრამ ასეთუისე არაუშავს და კატასტროფა არაა ამ კლასის და ფასის თოფებთან შედარებით. რაც შეეხება ჩოკებს აქ ყველაფერი ზუსტადაა დაცული და ზუსტად ჯდება სტანდარტში 1,0 მარცხენა ლულა და 0,5 მარჯვენა მილიმეტრის სიზუსტით ( ალბათ იმიტომ რომ სააექსპორტოა). ლულის შიდა პროფილიც კარგადაა დამუშავებული მარჯვენა ლულის სროლისას საფანტის განაწილება ძალიან მომწონს. მწყერზე ნადირობისას ძალიან იშვიათად მიწევს მარცხენა ლულის ხმარება ასეთუისე კარგი მოხვედრით გამოირჩევა მეძებრით ფრინველზე ნადირობისას და თავისუფლად შეიძლება ამ თოფით და შესაბამისი ვაზნებით სასურველი შედეგის მიღწევა. მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ რამეზე, რაც პლიუსად მიმაჩნია ეს არის ზამბარების სიძლიერე და ხარისხი. ზუსტად ორჯერ თუ სამჯერ ნადირობიდან მოსულს წმენდის დამთავრების შემდეგ შენახული თოფი შეყენებულ მდგომარეობაში დამრჩა ანუ დატენილი. (რათქმაუნდა ვაზნების გარეშე).. ესე რამდენი საათი იყო არვიცი არ დამითვლია მაგრამ ფაქტია 1 დღე - ღამის შემდეგ ვნახე მიახლოებით 24 საათის შემდეგ და ესე განმეორდა რამდენიმეჯერ ჩემი უყურადღებობის გამო, მაგრამ საერთოდ არშეუცვლია სიძლიერე და ფისტონის საწირო ძალით ხვდება ეხლაც. ეხლა გადავალ მინუსებზე რაც ამ თოფს მართლაც ბევრიაქვს. დავიწყებ კონდახით. ესეთი საშინელი კონდახი არცერთ თოფზე არმინახავს გარდა იჯ 43 ისა. მისი ზომები არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება და საშუალო გათვლებით გაკეთებულსაც არგავს არვიცი რუსები რა აგებულების ადამიანებისთვის აკეთებდნენ ესე, მაგრამ ფაქტია რომ საშინელებაა. ხანდახან მგონია ფიცარიაქვს კონდახის ნაცვლად....)) პიტჩის ზომები საერთოდ არაა დაცული  მიახლოებითაც კი და განზიდვაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია, რასაც ტოზ 34 ერ - ის კონდახზე ვერ ვიტყვი, რომელიც ძალიან მომწონს განზიდვით და სხვა მახასიათებლებითაც. მარცხენა მხარეს აქვს სალოყე დანამატი, რომელსაც ჩემიაზრით არანაირი მნიშვნელობა არააქვს ამ კონდახისთვის ექნება თუ არა. რაც შეეხება კალაპოტის და კონდახის მიგებას ეს მომრგვალებული ფორმები და ხარისხი რაღაც საშინელებაა.მეტალის ნაწილების დამუშავების ხარისხი ისეთიაქვს, გეგონება ვიღაც "ტოკარმა" ბარგარკის ქვაზე გაჩარხაო. განსაკუთრებით ეს კალაპოტზე შეიმჩნევა. არ მომწონს რომ სასხლეტები ორი თითით უნდა მოქაჩო რო გაისროლოს დაშვების მაჩვენებელი კილოგრამებში დიდიაქვს. და რაც იჟ 58 - ის შემთხვევაში ყველაზე ცუდ თვისებათ მიმაჩნია ესა ტოპ ლევერის ანუ ზედა გამხსნელი ბერკეტის, რაღაც ელვისებური  ცვეთაა 6 საათის მიმართულებით. რაც ალბათ ახალი თოფის ხმარების შემთხვევაში ერთ სეზონში ისე გაიცვითება, რომ ბერკეტი კალაპოტის მარცხნივ კონდახის ხის ნაწილს დაამუშავებს. ეს ყველა თოფზე ხდება, მაგრამ ესეთი სიდიდით არცერთ მოდელზე არ მინახავს. გადახსნის დროს ეს თოფი მუხლზე უნდა გადაიდო და ორი ხელით გადახსნა თორემ ისე უსახურად და ძზნელად იხსნება, რომ დაზიანებაც არაა გამორიცხული მექანიზმის. სავაზნე როგორ ვაზნაზეა გაბურღული ჯერაც ვერ გავიგე. და ბოლოს რამაც ყველაზე მეტად დამაფიქრა ისაა, რომ ცოტახნის წინ წმენდისას შევამჩნიე,  სამიზნე თამასა ამძვრალიაქვს ზუსტად სავაზნის და ლულის შეერთების ადგილის მდებარეობასთან თუმცა კარგად უნდა დააკვირდე, რომ დაინახო. არ მიყვარს იარაღის "წვალება" უაზრო დოზებით და რაღაც საარტილერიო ჭურვის დენთის გამოყენება, ვითომ ეკონომიის მიზნით, პირიქით 34 გრამზე ზემოთ იშვიათად ვხმარობ ვაზნებს, მაგრამ ალბათ კალის უხარისხო მიჩრჩილვის ბრალია. ეს თოფი იჟ -  49,54,26,57 სანადირო თოფების შემდგომ რუსების "გაუმჯობესების" და სანადირო იარაღის "დახვეწის" შედეგია. იჟ - 43 ზე აღარაფერს ვამბობ ეს თოფი საერთოდ რა მოვლენაა, ვერც გავიგე ჩახმახებიანი ჯოხია უფრო ვიდრე თოფი!!.  კიდევ შეიძლება საუბარი, მაგრამ მეტი, არც ამ თოფს არ მოეთხოვება ასერომ  ესაა ჩემი, როგორც მფლობელის მიერ დანახული იჟ - 58 - M... 
 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

ვინმე ხო ვერმეტყვი სად ვიყიდო იჟ 58 ის ცივიო? 16 კალიბრიანის დაკარგული მაქვს

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამარჯობა მეგობრებო ვინმემ ხო არ იცით სად ვიყიდი იჟ 58 ის ცივიოს 16 კალიბრიანს

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამარჯობა ძამიკო... ცივიოს ნომერს რა უნდა უყო? ანუ ნომრები ხომ არ დაემთხვევა ერთმანეთს... ისე კი ცხოველების ბაზრობა რომ არის იქ გაიარე შეიძლება გადააწყდე

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

მე მეგულება ერტგან მაგისი ცევიო და გაგიგებ ??

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამაეჯობათ ვინმეს თუ გეგულებათ სად შემიძლია ვიყიდო იჟ58 ტის 12 კალიბრის იჟექტორი?

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება
 

გამაეჯობათ ვინმეს თუ გეგულებათ სად შემიძლია ვიყიდო იჟ58 ტის 12 კალიბრის იჟექტორი?

დიღომში ძაღლების ბაზარი სადაც არის მანდ ააქვს ერთს თოფიდ დეტალები და იმასთან იკითხე

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამოხმაურების დასამატებლად დარეგისტრირდით ან შედით სისტემაში

გამოხმაურებლის დასამატებლად აუცილებელი პირობაა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე. შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ წამიერად, Facebook - ის საშუალებით

რეგისტრაცია საიტზე

დარეგისტრირდი საიტზე ან გაიარეთ რეგისტრაცია Facebook - ით და გახდით საიტის სრულფასოვანი წევრი. სულ რამდენიმე წამის საქმეა

რეგისტრაცია

საიტზე შესვლა

უკვე რეგისტრირებული ხართ? გამოიყენეთ შესვლის ღილაკი და შეიყვანეთ თქვენი სახელი/ელ-ფოსტა და პაროლი. ან შედით Facebook - ით წამიერად

საიტზე შესვლა


ვიზიტორთა მთვლელები