Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'valdSnepi'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 1 result

  1. მობილჩოკები და მინაფრენზე სროლა გაფრენილ სამიზნეზე სროლის შედეგიანობა პირველ რიგში მონადირის ოსტატობაზეა დამოკიდებული .ეს არის თოფის ხმარების ჩვევა, სროლის დისტანციის ზუსტი განსაზღვრის უნარი და სამიზნის სიჩქარისა და საჭირო წინსწრების სწორი შეფარდება. მოუხერხებელი თოფიდან ზუსტი სროლა ძალიან ძნელია , ხოლო მსროლელის აღნაგობაზე და მის სროლის მანერაზე მორგებული თოფიდან ____ გაცილებით ადვილი , არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება საჭირო ზომის ჩოკის შერჩევას, რაც მონადირის სროლის უნარის სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს. №1 ცხრილში (35მმ სამიზნის დიამეტრი 750მმ) მოყვანილია საფანტის სიმჭიდროვისა და გაშლის ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტის შეფარდებითი სიდიდეები , რაც ჩოკის ზომებზეა დამოკიდებული(12ყალიბი)(ცხრ.1) ლულის არხისა და გარეთა პროფილის შესრულების ხარისხის მიხედვით ერთნაირი ჩოკების მქონე თოფების მოხვედრა ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთიდაიგივე ზომის ჩოკებიანი ლულები ,რომლებსაც სხვადასხვა სიგრძე ,წონა, კედლების სისქე და ლულის არხის განსხვავებული პროფილი აქვთ, ერთნაირ მოხვედრას ვერ უზრუნველყოფენ. ამ მაჩვენებელზე ჩოკის ფორმა და სიგრძეც მოქმედებს. მოკლე ჩოკი ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტს ზრდის. ამავე შევიწროების ,მაგრამ გრძელი და მდორე გადასვლების ჩოკი ამ მონაცემს ამცირებს . ამ დროს მოხვედრის სიმჭიდროვის პროცენტული მაჩვენებელი იგივე დარჩება ,მაგრამ საფანტი სამიზნის ფართობზე უფრო თანაბრად განაწილდება. ერთ ჩოკში საფანტიც განსხვავებულ მიხვედრას მოგვცემს,0,75მმ ჩოკში საფანტის თანდათანობით გამსხვილება დაახლოებით 5-10%_ით მეტ სიმჭიდროვეს იძლევა. 1მმ და მეტი ჩოკი მსხვილი საფანტით საწინააღმდეგო შედეგს იძლევა ---სიმჭიდროვე და სხვა პარამეტრები მცირდება. მაგრამ თუ ლულის არხიდან ჩოკში გარდამავალი კონუსი საკმაოდ გრძელი და მდორეა , ხსენებული განსხვავება არც თუ ისე შესამჩნევია. შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ შედეგს მოგვცემს სისტემა „ თოფი-ვაზნა“ ჩოკური შევიწროების ცვალებადობისა და გამოყენებულ ტყვია -წამალთან მიმართებაში. ამას ზუსტად თოფის ტესტირების შემდეგ გავიგებთ.ამ შემთხვევაში №7 საფანტისათვის 750მმ დიამეტრის 100 უჯრედიანი სამიზნე უნდა ავიღოთ , ხოლო უფრო მსხვილი საფანტის შემთხვეაში, იგივე დიამეტრის 16 უჯრედიანი სამიზნე ჯობია. თუ საფანტით სროლის კლასიკური შეხედულებას დავეყრდნობით სროლის ზონა 4 ნაწილად იყოფა (ცხრ.2) 1- ზონა, სადაც საფანტის სიმჭიდროვე ძალიან დიდიადა სროლა არ შეიძლება. 2- სროლის სრული მონაკვეთი- 750მმ სამიზნეზე 100%-იანი მოხვედრა. 3- სროლის იდეალური მონაკვეთი, 4- დასაშვები სროლის მონაკვეთი , სადაც 750მმ წრეში დაახლოებით 50% საფანტი ხვდება (ცხრ.2) ეს ცხრილები სროლის რაციონალური ზონების გარდა , მოხვედრის სიმჭიდროვეზე დამოკიდებულ სროლის მანძილებს გვაჩვენებს. ეს ცხადია , უფრო თეორიულ ხასიათს ატარებს და მკაცრად განსაზღვრულ პრაქტიკულ რეკომენდაციას არ წარმოადგენს, რადგან გარკვეულ დისტანციაზე სროლის ეფექტურობა პირველ რიგში საფანტის ზომითა და მისი მიზანში მოხვედრის საბოლოო სიჩქარით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, საფანტის ყველაზე პოპულარული მანძილი იქნება : № 7 საფანტი-30-35მ. #5 საფანტი -40-45მ. № 1 საფანტი-45050მ. № 2 ცხრილის მიხედვით , წვრილი საფანტისათვის ეს იქნება ჩოკი 0,25მმ (გაუმჯობესებული ცილინდრი), ხოლო საშუალო და მსხვილი საფანტისათვის -- ჩოკი 0,5მმ (ნახევარჩოკი). აქ მთავარი ის არ არის ,რომ ხსენებული ჩოკები რაციონალური სროლის ზონებს აფართოებენ და მნიშვნელოვნად აადვილებენ გაფრენის სამიზნეზე სროლას . ჩოკური შევიწროება მოხვედრის სიმჭიდროვე % ცენტრში შეჯგუფების კოეფი იციენტი 0.00მმ 0,00მმ 30-35% 1,0 0,25მმ 0.25მმ 40-45 1,5 0.5მმ 0.5მმ 50=55 2,0 0,75მმ 0.75მმ 55=60 2,5 1,00მმ 1.00მმ 60-70 3,0 1,25მმ 1.25მ 75-85 3,5 ცხრილი № 1. ჩოკი მმ 1 ზონის სიგრძე 2 ზონის სიგრძე 3 ზონის სიგრძე 4 ზონის სიგრძე 0,25მმ 0-13მ 13-18მ 18-28მ 28-35მ 0,50 მმ 0-12მ 19-24მ 24-38მ 38-47მ 1,00 მმ 0-22მ 22-27მ 27-45მ 45-54მ ცხრილი № 2, გაფრენილ სამიზნეზე პრაქტიკული სროლის შემთხვევაში რას უნდა ვითხოვდეთ სისტემისაგან „თოფი-ვაზნა“ ? რადგან ჩვენი სტატიის თემა ჩასახრახნი ჩოკებია, სწორი იქნება, თუ ამ მასალაში, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე თოფებს ვიგულისხმებთ, რომლებსაც მობილჩოკების გარდა 76მმ სავაზნეები აქვთ. ეს არამარტო მოხმარებულ ტყვია -წამლის რიგის გაფართოების საშუალებას ,არამედ სისტემა „თოფი-ვაზნა“- საგან სწრაფად მოძრავ სამიზნეზე თითქმის აუცდენელი სროლის გარანტიას იძლევა. თუ ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტზე ვილაპარაკებთ, ეს არის 1,5-2,0 და 50% სიმჭიდროვე. № 7 საფანტისათვის და 100 უჯრიან სამიზნეზე განაწილების სითანაბრე 90%. არ შეიძლება ყურადღების გარეშე დარჩეს თოფის ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა მოხვედრის მუდმივი ერთგვაროვნება, როცა საფანტის მოხვედრის სიმჭიდროვე და გაჭრის ძალა , განაწილების სითანაბრე და ცენტრში შეჯგუფება ერთნაირ მეტეოპირობებში დაახლოებით თანაბარია, ყოველივე ეს ლულისა და მობილჩოკების მაღალი ხარისხის გარდა ,ვაზნების ხარისხზეც არის დამოკიდებული. ისეთ ფრინველზე, როგორიცაა ტყის ქათამი, მწყერი, ჭაობის ფრინველები, გნოლი, გაფრენილი იხვი, № 7 საფანტზე უფრო მსხვილი არახელსაყრელია. სტანდარტული ვაზნის „32გრ“ საფანტის რაოდენობა 50% -იანი მოხვედრის შემთხვევაში დაზიანების ზონის დასაფარად სრულიად საკმარისია და დამიზნებაში დაშვებულ მცირე შეცდომებსაც ასწორებს. მძიმე ვაზნების გამოყენების შემთხვევაში 40-50% სიმჭიდროვე სრულად საკმარისია. ასეთი გასროლა სამიზნეზე იმდენივე საფანტს მიიტანს, რასაც უფრო მჭიდრო მოხვედრის სტანდარტული (32გრ) ვაზნა.ამასთან ერთად გაშლის წრის პერიფერიული ზონაც უფრო მჭიდროდ დაიფარება, რასაც გაფრენილზე სროლის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის , თუ რამდენად ეთიკურია პატარა ფრინველზე თითქმის მისივე წონის საფანტის სროლა, ყველა მონადირემ თავდ უნდა გაარკვიოს. მსხვილ საფანტს როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მოკლე გადასვლებიანი ძლიერი ჩოკები არ „უყვარს“. გრძელი ნახევარჩოკიდან № 1 ან № 0 საფანტი მიზანს ისევე მჭიდროდ მოხვდება , როგორც № 7 ძლიერი ჩოკიდან -- 1-1,2მმ. ეს კი შორს , მაგალითად ბატზე სროლისას უპირატესობას იძლევა .მონადირემ უნდა იცოდეს , რომ საფანტის ზომის ზრდასთან ერთად მოხვედრის სიმჭიდროვე იზრდება. ოღონდ იმ შემთხვევაში , თუ ჩოკის ზომა 0,7-0,75 არ აღემატება. შევიწროების ზომისა და სიგრძის , აგრეთვე ლულის არხის დიამეტრის ცვალებადობის მიხედვით, ეს პარამეტრებიც იცვლება. „მეავტომატეებს“, რომელსაც ჩასახრახნი ჩოკების კრებული აქვთ ,თქვენი არჩევანი 0,4-0,5 მმ-ზე შეაჩერეთ . 76მმ სავაზნის მქონე თოფს თუ 36 გრ. საფანტს ისვრით, რომელიც უზრუნველყოფს უპრობლემო გადატენვას , ეს ჩოკი პრაქტიკულად უნივერსალს გახდის. ამ წერილს სარეკომენდაციო-სადისკუსიო ხასიათი აქვს. გაფრენილ სამიზნეზე სროლის თავისებურებებზე ყველა მონადირეს თავისი შეხედულება აქვს. მიუხედავად ამისა , მრავალწლიანი სტაჟის მქონე მონადირეებმაც კი ზოგჯერ თავისი ჩვევებისა და შეხედულებების „რევიზია“ უნდა მოახდინოს. სტატია მომზადა დ.ურუშაძემ http://inadire.ge/ -ისთვის ჟურნალი " ნადირობიდან"

ვიზიტორთა მთვლელები