Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'ixvebze nadiroba'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 2 results

  1. მოგეხსენებათ სამცხე ჯავახეთში წყალმცურავებზე ნადირობის სეზონი იხსნება 10 სექტემბერს. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, საიტის წევრებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ახალქალაქში სანადიროდ. გეგმა იყო ასეთი: დილით უნდა გვენადირა იხვის გადაფრენაზე (პერელიოტზე) ხოლო გადაფრენის დასრულების შემდეგ გადავსულიყავით მწყერზე სანადირო სავარგულებში. ეკიპაჟი შედგებოდა 5 წევრისგან და 2 ჩვენი ოთხფეხა მეგობრისგან. მაშ ასე სანადიროდ გახლდით: სოსო წილოსანი - სოსო თქვენი მონამორჩილი მე, თაზო ჩხაიძე - თაზო გიორგი ჩიტაიშვილი - ჩიტო გიორგი ოქროპირიძე - მოჩვენება მინდია თედორაია - lebo-kurali ძაღლები: გერმანული იაგდტერიერი - დუჩე ინგლისური პოინტერი - ბუბუ მანქანა: Toyota 4runner მოკლედ, გათენებამდე მივედით იხვზე სანადირო ადგილებში. ადგილები ნაცნობი იყო რადგან წინა წლებში ხშირად ვსტუმრობდით ამ სავარგულებს. შესაბამისად დიდი დროც არ დაგვჭირვებია სანადირო პოზიციების შესარჩევად და გაფაციცებით და გულის ფანცქალით დაველოდეთ გათენებას. ტემპერატურა იყო -2 გრადუსი. ცა ნახევრად ღრუბლიანი, ნიავის გარეშე. ამიტომ ცოტა წინასწარი მოლოდინები გაგვინელდა მაგრამ გეგმა არ შეგვიცლია... გაისმა პირველი სროლა და დაიწყო გულმა ბაგაბუგი. დაიწყეს წყალმცურავებმაც მოძრაობა და დაახლოვებით 15 წუთიანი სროლების შემდეგ დაწყნარდა არემარე... როგორც ვვარაუდობდით მოლოდინი გამართლდა და ჩვენი საერთო მონაგარი იყო 3 ცალი პატარა იხვი და 1 ცალი მელოტა. როცა იხვის ადგილებიდან გამოსვლა დავაპირეთ ჭაობიან ადგილებში გავიარეთ და როგორც ველოდით დაიწყო ყველაზე აზარტული ნადირობა. ჭაობიდან ამოდიოდა: ჭოვილო, ჩიბუხა, ჭყიამპო და წყლის ღალღა. რამდენიმე წარმატებული სროლის შემდეგ გავეშურე მანქანისკენ და ჩემი პოინტერი ჩამოვიყვანე სასწრაფოდ და გავაგრძელეთ ერთ რიგად ნადირობა. იყო ბევრი სახალისო მომენტი, ბევრი ლამაზი სროლის სანახაობა და მიუხედავად სიცივისა, ძაღლის გულმოდგინედ მუშაობა. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ჩვენმა ნანადირევმა შეადგინა 15 ცალამდე ჭაობის ფრინველი ამოვედით მანქანასთან და ტრადიციულად გავშალეთ, ლამაზი სუფრა. 3-3 ჭიქით ერთმანეთს მოვეფერეთ. უფალი ვადიდეთ და გადავედით მწყერის სავარგულების მოსასინჯად. 90% ით ვვარაუდობდით რომ ყინვების გამო მწყერი არ იქნებოდა მაგრამ გულდასაწყვეტი რომ არ ყოფილიყო გადამოწმება ვარჩიეთ. სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინები გამართლდა და მწყერი საერთოდ არ შეგვხვდა. შემდეგ ვნახეთ სხვა მონადირეებიც და იმათთმაც იგივე გვითხრეს რომ ერთი ცალიც არ მოუკლავთ და საბოლოვოდ დავრწმუნდით რომ მწყერზე აზრი არ ჰქონდა სიარულს. დავიწყეთ იხვზე უკეთესი ადგილების ძებნა და გახსენება. ბევრი არც დაგგვიანია როცა მივადექით ერთ ერთ ჩვენს საყვარელ ტყეს სადაც სუფრას ვშლიდით ხოლმე. ხოდაა წავიდა აქაც სამზადისი... სანამ მე და გიო სუფრას ვშლიდით. მინდია და სოსო გართული იყო დილის ნადირობით გამოწვეული ემოციების გაზიარებებით. ცოტა დავლიეთ. დალი და ოჩოპინტრეც ვადღეგრძელეთ და დავისვენეთ სუფთა ჰაერზე შემდეგ გავემზადეთ და გავეშურეთ ახალი სანადირო ადგილებისკენ. ნადირობის დროს სურათების გადასაღებად ნამდვილად ვერ მოვიცალეთ მაგრამ შემდეგისთვის აუცილებლად ვეცდებით ამ პროცესის დროსაც დავტოვოთ სამახსოვრო კადრები... რამდენიმე საათში დავბრუნდით მანქანასთან ხელდამშვენებულები და ჩვენს ნანადირევს შევმატეთ: 12 ცალი მელოტა, 3 იხვი და 2 ჩიბუხა. ცოტა დავსველდი და გამოვიცვალე თუ არა ნანადირევზე ფოტოების გადაღება არ დაგგვიწყებია. ცოტა ვიპოზიორეთ ამასობაში მოსარამოვდა და გავეშურეთ საღამოს პერელიოტზე გასამაგრებელ ადგილებზე. შებინდდა თუ არა გაისმა პირველი სროლა მინდიას მხრიდან რასაც მოყვა 20 წუთიანი ზალპი. გაუთავებელი შეძახილები "მოვხსენი" და გახარებული გულები... სამწუხაროდ რამის პერელიოტის შემდეგ ფოტოები არ გადაგვიღია. ღამის ნადირობაზე შევმატეთ 2 ხაზარული (გარეული იხვი) და 2 იც ფართოცხვირა... სამწუხაროდ ყველა ვერ ვიპოვეთ და ისე მოგვიწია წამოსვლა... მადლობა ღმერთს ამ დღისთვის. რაც მთავარია მშვიდობით სახლებში დაბრუნებისთვის. ჩვენი საიტის წევრებს და მკითხველებს მინდა ვუთხრა... საიტის არსებობის პირველივე წუთიდან ვცდილობთ რაც შეიძლება სწორი ნადირობის კულტურა შევინარჩინოთ და ვებრძოლოთ ბრაკონიერობას. თავისუფლად შეიძლება "ფარის" და "მანოკის" გარეშე ლამაზი ნადირობის მოწყობა და სუფთა სინდისით (სხვა მონადირეებთან და ბუნებასთანც) სახლში დაბრუნება. იყო ბევრი სახალისო და კარგი მომენტი რაც მხოლოდ ბუნებაში ყოფნის დროს შეიძლება მიიღოს ადამიანმა. მოკლედ, არ დაგვირღვევია არცერთი კანონი, არ გადაგვიჭარბებია ლიცენზიით დაშვებულ რაოდენობას და გამოვეშურეთ სახლებისკენ. მინდა გისურვოთ პირველ რიგში მშვიდობით დაბრუნება სახლებში და მინიმუმ იგივე ემოციებით დატვირთული და ბედნიერი დღე რაც ჩვენ გადაგვხდა თავს. გთხოვთ გაითვალისწინოთ. წალკის და ახალქალაქ-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გარდა ჯერჯერობით იხვზე ნადირობის სეზონი არ გახსნილა!!! პატივისცემით: თაზო ჩხაიძე
  2. საქართველოში იხვზე ძველი დროიდანვე ნადირობენ სხვადასხვა ხერხით. იხვი გადამფრენი ფრინველია და საქართველოში უმეტესად რუსეთიდან გვესტუმრება ხოლმე ზამთრის დადგომისთანავე. როგორც კი ჩრდილოეთის ყინვები დაიწყება, ტბორებსა და მდინარეებს გაყინავს, იხვი გადაფრენას იწყებს შედარებით თბილი ქვეყნებისკენ. ერთ-ერთ ასეთ ქვეყანად საქართველოს ირჩევს. იხვზე ნადირობა ერთ-ერთი რთული ნადირობაა. ტყეში შესულს სიმშვიდე, თანადგომა, გამძლეობა და ამტანობა ერთმანეთში შერწყმული უნდა ჰქონდეს. ბუნება ღალატს არ პატიობს. ამისათვის სანადიროდ მხოლოდ მათთან დავდივართ, ვისაც თვალდახუჭულიც კი ვენდობით. იხვზე ნადირობა შებინდებისას, დილით გარიჟრაჟზე, ან თეთრი ღრუბლებით დაფარულ მთვარიან ღამეში ხდება. საჭიროა 5 ან 6 ნომერი საფანტით გატენილი ჰილზები, ერთგული მეგობარი ძაღლი, აბგაში მშრალი საგზალი და სასმელი. ტანსაცმელი მჩატე და თბილი, მაღალყელიანი ჩექმა. დღესდღეისობით საქართველოში იხვზე ორი ხერხით ნადირობენ. ლაქაშებსა და ჭილოფში ნაბულით(მეძებარი ძაღლებით) ნადირობაა მიზანშეწონილი. ჭაობებსა და ტყეებში – ადგილის შერჩევითა და დადარაჯებით. იხვზე ნადირობისთვის საქართველოში საუკეთესო სავარგულია პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

ვიზიტორთა მთვლელები