Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'ძაღლი'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 13 results

  1. ანგლო-რუსული ანუ რუსული ჭრელი მდევარი გამოყვანილია რუსეთში მე-19 საუკუნეში რუსული და ინგლისური (ფოქსჰაუნდი და სტეგჰაუნდი) მდევრების შეჯვარებით, ამ ჯიშის სტანდარტი 1925წ მიიღეს. იგი ერთ ერთი საუკეთესო მდევარია და ქართველ მონადირეთა შორის საკმაოდ პოპულარულია, ცხოველის მიმართ ძლიერი ტემპერამენტით და აგრესიით გამოირჩევა, აქვს წმინდა და მძლავრი ხმა, კარგი ყნოსვა და ადვილად იგეშება. გამოიყენება თითქმის ყველა ცხოველზე სანადიროდ (დათვი, მგელი, მელა, ირემი, შველი, კურდღელი და სხვ.). ანგლო-რუსული მდევარი მკვრივი აგებულებისაა, საშუალოზე დიდი ზომის ძაღლია (სიმაღლე მინდაოში ხვადები — 58-68სმ. ძუკნები — 55-65სმ.), ძვლოვანი სისტემა მასიურია, კუნთოვანი სისტემა კარგად განვითარებული, აქვს მოკლე და სწორი ბეწვი კარგად განვითარებული თივთიკით, შეფერილობა თეთრი, წითური და შავი ლაქებით, ლაქების ფორმა და ზომა ცვალებადია ოღონდ მუცელი და ფეხები აუცილებლად თეთრი უნდა იყოს (აღნიშნული მკვეთრი შეფერილობა მას მკაფიოდ გამოარჩევს სანადირო ობიექტისგან,რაც საკმაოდ ხელსაყრელია მონადირისთვის დამიზნების დროს), თავი საშუალო ზომისაა, კბილები თეთრია და ძლიერი, თანკბილვა მაკრატელისებრი. აქვს გაწონასწორებული ხასიათი, თვინიერი და ჭკვიანია, კარგად ეწყობა ბავშვებს, თუმცა გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება გამოავლინოს აგრესია პატრონის მიმართ და ამის გამო ის არ ითვლება იდეალურ კომპანიონად. მისთვის აუცილებელია დიდი ფიზიკური დატვირთვა და ხანგრძლივი სეირნობა.
  2. კურცხაარი - (გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი) ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი და ღო­ნი­ე­რი ძაღ­ლი თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად არ­თმევს ბევრ ამო­ცა­ნას – შე­უძ­ლია და­ე­დევ­ნოს დაჭ­რილ ნა­დირს, მი­აგ­ნოს და პატ­რონს მი­უ­ტა­ნოს . გერ­მა­ნუ­ლი მოკ­ლე­ბეწ­ვი­ა­ნი პო­ინ­ტე­რი მორ­ჩი­ლი და ალერ­სი­ა­ნი, ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლი­ა, ავ­ლენს ისეთ თვი­სე­ბებს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ მო­ნა­დი­რე­ე­ბი. ეს უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­დი­რე ძაღ­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ნა­დირ­ზე, ისე ფრინ­ველ­ზე სა­ნა­დი­როდ. ის წყალ­შიც და ხმე­ლეთ­ზეც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს. გერ­მა­ნუ­ლი პო­ინ­ტე­რე­ბი, მათ შო­რის უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი სახ­ლის პი­რო­ბებს კარ­გად ეგუ­ე­ბი­ან, მაგ­რამ უფ­რო ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რო­ცა გა­რეთ და­ნა­ვარ­დო­ბენ და ბევრს მუ­შა­ო­ბენ. ამ ძაღ­ლის ორი­ვე ტი­პი ჭკვი­ა­ნი, ად­ვი­ლად საწ­ვრთნე­ლი და სან­დოა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი შე­საძ­ლოა ოდ­ნავ აგ­რე­სი­უ­ლი იყოს, რაც ვლინ­დე­ბა მის ჩხუბ­ში სხვა ძაღ­ლებთან. დახვეწილი ბეწვის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, გერ­მა­ნული მოკ­ლე­ბეწ­ვი­ანი პო­ინტერის ბეწვი ხში­რად ვარ­ცხნეთ და გაწ­მინ­დეთ პირ­სა­ხო­ცის ნაჭ­რით ან ზამ­შით. მონაცემები წარმოშობა - ევროპა მთავარი დანიშნულება - ნადირობა ტემპერამენტი - სანდო, გამჭრიახი სიც. ხანგრძლივობა - 12-17 წელი მოვლა - მუდმივი ვარცხნა ვარჯიში - რეგულარული მოდარაჯე - კარგი ხვადი 62-66 სმ. 25-32 კგ ძუ 58-63 სმ 20-27 კგ კუ­დი აჭრიან და­ახ­ლო­ე­ბით სიგრძის ორ მე­ხუ­თე­დს. ბეწ­ვი მოკ­ლე, სქე­ლი და წყალ­გა­უმ­ტა­რი, შა­ვი ან ღვიძ­ლის­ფე­რი, რო­მელ­შიც შე­რე­უ­ლია თეთ­რი ლა­ქე­ბი, წინ­წკლე­ბი, ან­და დათრთვილულია. თათები კომ­პაქ­ტუ­რი და მრგვა­ლი, ძლი­ე­რი, დი­დი და სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით. ფე­ხე­ბი წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი, და­კუნ­თუ­ლი და ერთმანეთთან ახლოს გან­ლა­გე­ბუ­ლია. უკა­ნა ფე­ხე­ბი – ძლი­ე­რი და მაგ­რად და­კუნ­თუ­ლი. ცხვი­რი დი­დი, ყა­ვის­ფე­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით. ტა­ნი გამ­ხდა­რი და და­კუნ­თუ­ლი, ღონიერი წელით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მი­სი მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რეს რო­გორც ხმე­ლეთ­ზე, ისე წყალ­ში. თვა­ლე­ბი ნუ­ში­სებ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის და მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი. სა­ხე საკ­მა­ოდ გრძე­ლი დრუნჩით. შე­უძ­ლია მთლი­ა­ნი ნა­დავ­-ლის პირ­ში მოქ­ცე­ვა და დიდ მანძილზე ტარება. ვარ­ჯი­ში ამ ენერ­გი­უ­ლი ძაღ­ლის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია . ერ­თგულ­სა და საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად საწ­ვრთნელ გერ­მა­ნულ მოკ­ლე­ბეწ­ვი­ან პოინ­ტერს თავნება ხასიათი აქვს, მაგრამ სწორი წვრთნის შე­დე­გად ეს ძაღ­ლი ოჯა­ხის აქ­ტი­უ­რი წევ­რი ხდე­ბა. რჩევა: არა­საკ­მა­რი­სი მუ­შა­ო­ბით ძაღლი შე­იძ­ლე­ბა და­ით­რგუ­ნოს და ძნე­ლი სა­მარ­თა­ვი გახ­დეს. რო­გორც სხვა ყურ­პარტყუნა ძაღ­ლე­ბი, ისიც მიდ­რე­კი­ლია ყუ­რის ინ­ფექ­ცი­ე­ბის­კენ.
  3. პოლონური მდევარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (უნგრეთი, პოლონეთში, სლოვაკეთში) გავრცელებული ადგილობრივი ჯიშის მდევრები, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ,ე,წ, გარდამავალ ფორმებს მიეკუთვნებიან, მათში კარგად სჩანს როგორც დასავლური ისე აღმოსავლური ანუ რუსული მდევრების სისხლის გავლენა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ამ ტიპის ძაღლები ჩვენშიც გვხვდებოდა, პირველ რიგში პოლონური მდევრების სახით, რომლებიც ძალიან კარგად ნადირობდნენ კურდღელზე, ჰქონდათ მჭექარე ,სასიამოვნო ტემბრის ხმა და ძველი თაობის მონადირეებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მე-19 საუკუნეში 4 ტიპის ადგილობრივ მდევარს გამოჰყოფდნენ: მძიმე ტიპს ,რომელიც გარეგნულად სან-ჰუბერტის ძაღლს ჰგავდა; საკმაოდ დიდი ტანის მდევარს-ოგარს, რომელსაც მაშინ გადაშენება ემუქრებოდა; შედარებით მსუბუქ, ხმელი აღნაგობის სწრაფ პოლონურ მდევარს და პატარა პოლონურ მდევარს. ამათგან პირველი ორი გამოიყენებოდა როგორც კურდღელსა და მელაზე ასევე მგელსა და ტახზე სანადიროდ, ხოლო ორ უკანასკნელს მხოლოდ მელასა და კურდღელზე სანადიროდ იყენებდნენ.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონური მდევრების რიცხოვნობა კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და მხოლოდ რამოდენიმე ენთუზიასტის დიდი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნდა. ერთმანეთში გაითქვიფა განსხვავებული ტიპების სისხლი და ამჟამათ საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში მხოლოდ ერთი ჯიში ოგარია რეგისტრირებული. ოგარი ნამდვილი მონადირე სპორცმენია , მათ ხროვის სახით არ ანადირებენ, მდევარს მოეთხოვება გაჰყვეს და თავი არ დაანებოს თავიდან ნაპოვნ ნადირს მანამდე სანამ მონადირე არ შეიხვედრებს. მიუხედავად იმისა რომ ოგარი საკმაოდ მსხვილი ძაღლია ,ნადირს სწრაფი ტემპით არ დასდევს, ალბად ამიტომაცაა რომ საიმედოდ მიჰყვება კვალს. თანამედროვე სტანდარტის ძირითადი შტრიხებია საერთო შესახედაობა- საშუალო სიმაღლის , მძლავრი აგებულების ძვალმსხვილი ძაღლია. თავი-მძიმე, მაგრამ კეთილშობილური იერით, წაგრძელებული დრუნჩით. წარბსზედა ორდიკალები,კეფის კეხი და შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრად გამოხატული. თვალები-დიდი,ოდნავ ოვალური, წყნარი და მშვიდი გამომეტყველებით, მუქი ყავისფერი. ყურები-საშუალო სიგრძის,ოდნავ დაბლა დაყენებული, თავისუფლად ჩამოკიდებული და ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული. წინა კიდურები-მძლავრი, მსხვილძლოვანი,დაკუნთული.კარგ ად შეკრული თათებით, მუქი ფერის ფრჩხილებით(თუ თითები თეთრია, დასაშვებია თეთრი ფერისაც) მკერდი-ღრმა, ფართო ოვალური ფორმის, მუხლის სახსრამდე დაშვებული. ზურგი-მძლავრი, სწორი, დაკუნთული. კუდი-სახტუნაო სახსრამდე სიგრძის, დაშვებული ,ხმლისებურად მოხრილი, ქვედა მხრიდან შედარებით გრძელი ბეწვით. სიმაღლე-ხვადები 560-650მმ, ძუები 550-600მმ. წყარო: ochopintre.ge
  4. ინგლისური პოინტერი – English Pointer – Английский пойнтер პოინტერი ათლეტური აგებულების, ძალზე მკვირცხლი და ენერგიული მეძებარი ძაღლია. ნადირობისას უაღრესად სწრაფია, როგორი გრუნტიც და მწვანე საფარიც არ უნდა შეხვდეს. ეძებს ფართოდ, დიდ სივრცეზე. მისი სირბილი უკანა კიდურების ღონივრად არეკვნის, გრძელი და ნარნარა კამარების გამო სადოღე ბედაურის რბოლას უფრო ჰგავს. ნაბული განსაკუთრებულად ლამაზი აქვს – სკულპტურული, ყოველთვის დაძაბული. კუდი ნაბულისას გაჭიმულია, ან ოდნავ დაშვებული, კუნთები რელიეფურად დაბურცვილი. მიწას გაკრული ქროლვა და ძირს გართხმული ნაბული ამ ჯიშს არ ახასიათებს. პოინტერი გამოყვანილია ინგლისში, XVII_XVIII საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ იგი პირველი კულტურული ჯიშია, რომლის მთავარი დანიშნულება გახდა მყარი ნაბულით სანადირო ობიექტის ადგილსამყოფელის მითითება (ტო პოინტ – ჩვენება, მინიშნება). საწყის მასალად იყენებდნენ “ნაბულის მქონე” ესპანურ და იტალიურ ძაღლებს, აგრეთვე ფრანგულ ბრაკებსაც, რომლებიც თავადვე იყვნენ ესპანური და იტალიური წარმომავლობის. მერე და მერე სხვა სისხლებიც შეურიეს: მელისმდევრების _ ფოქსჰაუნდების, სეტერების, მწევრების _ გრეიჰაუნდების და ვინ იცის, კიდევ რისა. ყოველ შემთხვევაში, ამ 150 წლის წინ, როცა ინგლისში პირველი გამოფენები ტარდებოდა, პოინტერი თითქმის თანამედროვე სახის კეთილაღნაგ ჯიშად იყო უკვე ჩამოყალიბებული. ეს არის მცირე ისტორია პოინტერის შესახებ. თუ გსურთ მისი აგებულების შესახებ დაწვრილებითი აღწერა წაიკითხოთ, დააჭირეთ ამ ბმულს რომელიც გადაგიყვანთ ჩვენი საიტის წინა გვერდზე პოინტერის სტატიაში სადაც არის გალერეა და დეტალური აღწერა - Inadire.Ge/pointeri/
  5. რამდენიმე ხნის წინ კახეთში წავედით სანადიროდ
  6. უნგრული ვიჯლა \ წარმოშობა: უნგრეთი ვიჟლას გამოყენების სფერო: უნივერსალური თოფით სანდირო ძაღლი, მას მოეთხოვება ნადირობა მინდორში, ტყესა და ჭყალში. ამ ყველაფერს კი ახერხებს თავისი შესანიშნავი ცხვირის, სისწრაფის, მოხდენილი ძებნის უნარით, დაუზარებლად აპორტირებისა და შეუპოვრად ცურვით, რომელსაც იგი ხალისით აკეთებს. ამ ჯიშის ძაღლები დაუბრკოლებლად ეგუებიან ნებისმიერ ბუნებრივ პირობებს... ნადირობის საუკეთესო თვისებებთან ერთად, იქიდან გამომდინარე რომ ნებისმიერ პირობას ადვილად და კარგად ეგუება იგი არის შესანიშნავი კომპანიონი ბინაში. დადებული სურათი FI -ის კლასიფიკაცია: მეშვიდე ჯგუფი(მეძებარი ძაღლები) სექცია პირველი"კონტინენტალური მეძებარი ძაღლები" უნგრული მოკლე ბეწვიანი მეძებარი მომდინარეობს კარპატის მთების აუზში მცხოვრები ნორმანდიელების მონათესავე უნგრული ტომებიდან.ჩანაწერები და გრაფიკული გამოსახულებები ამ ძაღლზე ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეში იქნა აღმოჩენილი., ხოლო მეთვრამეტე საუკუნეში კი კვლავ მოხდა ამ ჯიშის პოპულარიზაცია. ძირითადი მოყვანილობა: საშვალო ზომის, ელეგანტური თოფით სანადირო ძაღლი, დაფარული მოკლე ოქროსფერი ქურქით. იგი არის მშრალი, მჭლე აღნაგობის, რაც მას ხელს უწყობს სილამაზესა და სიძლიერის ჰარმონიულად წარმოჩინებაში. დადებული სურათი ცხვირი: კარგად განვითარებული, ნესტოები დრუნჩთან პროპორციულად განიერი. ფერი ბეწვთან ჰარმონიზირებულად მუქი. დრუნჩი: მსხვილი, ძლიერი ყბებით და მუსკულატურით, ხიდი ცხვირზე პარალელურად სწორი. ტუჩები: თხელი, ლაშები არ უნდა ქონდეს ჩამოკიდებული. ყბა და კბილები: ძლიერი, შესანიშნავად შეკრული ყბები 42 ძლიერი ჯამრთელი კბილით, რომელთა თანყრა მაკრატისებურია. თვალი: საშვალო ზომის ოვალური. ყავისფერი შეფერილობის არმონიზირებული ბეწვთან. კისერი: საშვალო ზომის კარგი მუსკულატურით. ტანი: მინდაო:მკვეთრად გამოხატული მუსკულატურით. წელი: მოკლე, განიერი, კუნთოვანი,სწორი. გავა: განიერი და საკმაოდ გრძელი,მომრგვალებული დაბოლოებით. მკერდი: ღრმა და განიერი კარგი გამოკვეთილი მუსკულატურით. კუდი: კუდი ზის ოდნავ უმნიშვნელოდ დაბლა გავასთან, იმ ქვეყნებში სადაც კანონით არ იკრძალება კუდის ერთი მეორედი უნდა მოეჭრას. კიდურები: წინხედიდან კიდურები სწორი და ერთმანეთის პარალელურიავ ერტიკალურად მყოფი ტანიდან. ძლიერი ძვლით და კარგი მუსკულატურით. მხარი: გრძელი, დახრილი და ბრტყელი. საკმაოდ მშრალი მუსკულატურით. დადებული სურათი წინა კიდურები: გრძელი კარგი მუსკულატურით, ძლიერი ძვლით და არავითარ შემთხვევაში უხეში. თათი: ოდნავ ოვალური, კარგი შესახსრებით, ძლიერი თათის წვერები ძლიერი ყავისფერი ფრჩხილებით. უკანახედიდან კიდურები სწორი და პარალელურია, გვერდ ხედიდან ვერტიკალურად განლაგებული ტანს ქვემოთ, ძლიერი ძვლით და მშრალი მუსკულატურით. კანი: მტკიცე, ყოველგვარი ნაკეცების გარეშე, კარგი პუგმენტაციით. თმა მოკლე და ხშირი, შეხების დროს შესაძლებელია უხეშიც მოგვეჩვენოს. ოდნავ და არა შესამჩნევად გრძელი ბეწვი დასაშვებია კუდზე. შეფერილობა ოქროსფერი მუქი ოქროსფერი.... წითელი ყავისფერი და ღია ფერები დასაშვებია მარა არარეკომენდირებული. ოდ დაბლა გავასთან, იმ ქვეყნებში სადაც კანონით არ იკრძალება კუდის ერთი მეორედი უნდა მოეჭრას. სიმაღლე: ხვადი 58-64სმ ძუ: 54-60სმ. საშუალო წონა: 22-28 კგ.
  7. “მურამ თათი მომხვია და ჩამიხუტა, მათბობდა… მერე ჩამეძინა” – როგორ გადაარჩინა მურამ 6 წლის ლუკა “ეს მართლაც ღვთის სასწაული იყო, ყველაზე დიდი სასწაული, რასაც ცხოვრებაში შევსწრებივარ” “ლუკას პოვნის იმედი ერთი წუთით არ დამიკარგავს, რადგან ვიცოდი, მურა ჰყავდა გვერდით და არაფრით მიატოვებდა. მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით დაგვიბრუნდა” საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ – ელგიზ ქიმაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” პირად გვერდზე სოფელ უზუნთის ტყეში 6 წლის ლუკა ომიაძისდაკარგვისა და პოვნის სულისშემძვრელი ამბავი გაავრცელა. ბავშვი შაბათს, 11 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე გაუჩინარებულა და კვირას, 12 ივნისს, კვლავ 11 საათისთვის უპოვიათ. როდესაც ამბის დაწვრილებით მოსაყოლად ბატონ ელგიზს ტელეფონით დავუკავშირდით, აშკარად ჯერ არ განელებოდა ემოცია: სასწაული იყო ამ ბავშვის გადარჩენა, ნამდვილი სასწაული. თქვენ არ იცით, სად მდებარეობს ეს სოფელიო! უზუნთა საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი ყოფილა, რაჭა-იმერეთის საზღვარზე, შქმერთან ახლოს, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 1600 მეტრის სიმაღლეზე. იმ ღამეს ძალიან ძლიერად უწვიმია და სეტყვაც მოსულა, შესაბამისად, განსაკუთრებით აცივებულა სოფელში… – ბატონო ელგიზ, როგორ აღმოჩნდა 6 წლის ბიჭი ტყეში, რას ამბობდნენ? ელგიზ ქიმაძე: – ეს სოფელი მთლიანად ტყეშია და სახლიც, საიდანაც ბავშვი გავიდა, სოფლის განაპირას, ფაქტობრივად, ტყეში დგას. სულ 5 მოსახლეა იქვე. ლუკა თბილისელი ბავშვია და ბებიას სტუმრად, თავის ძმასთან წამოუყვანია, სოფელ უზუნთაში. ბებიას ბავშვი ოთახში ცოტა ხნით დაუტოვებია და რომ მობრუნებულა, იქ აღარ დახვედრია. სასწრაფოდ დაუწყიათ ძებნა, მეზობლებიც მიშველებიან. ოჯახში 4 ძაღლი ჰყავთ, აქედან ერთ-ერთი, სახელად მურა, გამორჩეულად მეგობრობდა ლუკასთან. ერთად ეძინათ, ერთად თამაშობდნენ და ა.შ. ბავშვის დაკარგვასთან ერთად შენიშნეს, რომ ეზოში არც მურა ჩანდა. ეს ძალიან აიმედებდა ოჯახს. კარგა ხნის შემდეგ, ლუკას და მურას ვერსად რომ ვერ მიაკვლიეს, 112-ზე დაურეკავთ და სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოუძახებიათ. შეტყობინება საჩხერეში საღამოს მოვიდა და ყველანი -სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია, გამგეობის თანამშრომლები ბავშვის საძებნელად წავედით. ამ პერიოდს დაემთხვა ძლიერი წვიმა და სეტყვა. ამასობაში დაღამდა კიდეც და სამძებრო სამუშაოებიც უშედეგო აღმოჩნდა. ერთადერთ იმედად კვლავ მურა გვრჩებოდა, მხოლოდ მას შეეძლო ბავშვამდე მივეყვანეთ, მაგრამ ჯერჯერობით არც ის ჩანდა. მეორე დილითაც იქ ვიყავით, როდესაც ვიღაცამ დაიძახა, ლუკას ძაღლი გამოჩნდაო და მართლაც დავინახეთ, როგორ მორბოდა ტყიდან “გახარებული” მურა კუდის ქიცინითა და ყეფით. ალბათ ხვდებოდა, რომ მისი მეგობარი სამშვიდობოს, უკვე საიმედო ხელში იყო. მალევე გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ხელში აყვანილი, უვნებელი ბავშვი მოჰყავდა. ამხელა კაცი ვარ და… ცრემლები ვერ შევიკავე. ყველანი ამ დღეში ჩავვარდით. – ეს კაცი შემთხვევით წააწყდა ბავშვს? – კაცი მათი თანასოფლელი ყოფილა, ძაღლის ყეფას გაჰყოლია და ასე უპოვია ერთმანეთს ჩახუტებული ლუკა და მურა. ფაქტობრივად, ბავშვი დასაღუპად იყო განწირული, უბრალოდ, სხვა თუ არაფერი, გაიყინებოდა. ბავშვს საჩქაროდ თბილად ჩააცვეს და დააპურეს. რამდენიმე ფოტო იქვე გადავიღე, ჩემი მობილურით, მერე ცალ-ცალკე გადავუღე ლუკასაც და მურასაც. ეს მართლაც ღვთის სასწაული იყო, ყველაზე დიდი სასწაული, რასაც ცხოვრებაში შევსწრებივარ. მოგვიანებით ბატონმა ელგიზმა ლუკას ბებიის ნომერიც გამიგო და სოფელშიც დავრეკე. მინდოდა, თავად ლუკას გავსაუბრებოდი, მაგრამ ბავშვმა დაიმორცხვა, ამიტომ ბებიას ვთხოვე, ლუკას მონათხრობი მოეყოლა. ქეთევან მაჩაიძე: – თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე ვცხოვრობთ. 4 წელიწადია, ზაფხულობით, ყოველ წელიწადს დამყავს ლუკა სოფელში. ძალიან უყვარს აქაურობა. იმ დილით, 10 საათზე ვაბანავე, ლოგინზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორში მულტფილმს უყურებდა. მებავშვისთვის მარწყვის მოსაკრეფად გავედი, რომ დავბრუნდი, ლოგინში აღარ დამხვდა. სახლშიც ვეძებე, შემდეგ იქვე, მდინარისკენაც გავედი, მეზობელთანაც მოვიკითხე, მაგრამ არსად აღმოჩნდა. ხმამაღლა რომ ვეძახდი, ბოლოს გამაგონა, მაგრამ დიდი ტყეა და ვერ მივხვდი, ზუსტად საიდან მოდიოდა ხმა. ლუკა ისეთ ადგილებში გასულა, სადაც არ გავდივართ ხოლმე. მურაც მას გაჰყოლია. იქით კლდეებიცაა და ლუკას ცალი ფეხსაცმელი კლდიდან გადავარდნია. ცალი ფეხსაცმლით გაუგრძელებია გზა. 5 საათს ვეძებდით და მერე საშინელი წვიმა და სეტყვა დაიწყო. როგორც ლუკამ მიამბო, ძაღლი პატარა ხის ქვეშ შემძვრალა, თვითონაც შეჰყოლია და მურა ზემოდან გადაფარებია. მერე მურა პატარა შვლის ნუკრს გაჰკიდებია და ლუკა მარტო დარჩენილა, თუმცა გაწუწული ძაღლი მალე დაბრუნებულა. ლუკას მოკლემკლავიანი მაისური ეცვა და მითხრა, ძალიან შემცივდა, მუცელი მტკიოდა, მშიოდა და ბევრი ვიტირე. ძაღლმა ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამე. შუქს ვხედავდი, თქვენი ხმებიც მესმოდა, მეც გეძახდით, მაგრამ ეტყობა, ვერ გაგონებდით. ვერც მე ვიგებდი, საიდან ისმოდა თქვენი ხმა. ფიჩხებით პატარა სახლი გავაკეთე, მე და მურა შევძვერით, მურამ თათი მომხვია და ჩამიხუტა, მათბობდა. მერე ჩამეძინაო. წინა ღამეს ვერსად მივაკვლიეთ, ჩემი 78 წლის ძმას, გურამსაც კი არ ჩაუმუხლავს. ვინც ლუკა იპოვა, ჩვენი სოფლიდანაა, ოღონდ მოშორებით, სხვა მხარეს ცხოვრობს. მისთვის ნათქვამი მქონდა, დაახლოებით, რომელი მხრიდან მესმოდა ლუკას ხმა და ისიც იქით წასულა. წყალს ამოჰყოლია, სადმე ხომ არ გადავარდაო. დილით ტყიდან ძაღლის ყეფა შემოსმია, მერე ლუკას ხმაც გაუგია, მურა, გაჩერდიო, რომ დაუძახა. ასე უპოვია ბავშვი. ლუკას პოვნის იმედი ერთი წუთით არ დამიკარგავს, რადგან ვიცოდი, მურა ჰყავდა გვერდით და არაფრით მიატოვებდა. მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით დაგვიბრუნდა. ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
  8. გერმანული იაგტერიერი იაგტერიერი ერთერთი ახალგაზრდა ჯიშია ტერიერებს შორის. მისი შექმნის ისტორია დაიწყო გასული საუკუნის ათიანი წლებში, ბავარიაში, მიუნჰენში ფოქტერიერების მოყვარულთა წრეში. საქმე ის არის რომ ამ დროს გერმანია მოიცვა ფოქსტერიერების ბუმმა, სადაც ამ ჯიშის პირველი წარმომადგნელები 1880-იან წლებში შეიყვანეს. ამ ძაღლების პოპულრაობა იმდენა დიდი იყო, რომ დროის მოკლე პერიოდში მათმა რაოდენობამ ძლიერ მოიმატა, ხოლო სელექციური მუშაობის მაღალმა დონემ ის განაპირობა, რომ მალე გერმანია გახდა მაღალხარისხოვანი ფოქსტერიერების ერთერთი უმსხვილესი ექპორტიორი. ამ ჯიშზე დიდი მოთხოვნილება იყო მონადირეთა სორის, რომლებიც მათ იყნებდნენ არა მარტო სოროში, არამედ ჩლიქოსნებზე, კურდღელზე და ფრინველზე სანადიროდაც. მეორე მხრივ ფოქსტერიერმა თავისი ეფექტური შეხედულებითა და ორიგინალური ფორმებით გამოფენები მოყვარულთა გულებიც მოიგო, განსაკუთრები პოპულარული გახდა მისი უხეშბეწვიანი ვარიანტი, აქედან გამომიდინარე თავი იჩინა ჯიშის გავითარების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ტენდენციამ - საგამოფენო ფოქსებია მოშენებისას ყურადღება ექცეოდა მხოლოდ დახვეწილ, უტრირებულ ექსტერიერს, საველე თვისებებს კი დიდად არ დაგიდევდნენ. ხოლო სანადირო ხაზების გამოყვანისას პირიქით. ბუნებრივია ამ ფოქსტერიერების მოყვარულების გაერთიანებებში ზემოხსენებულ ბანაკებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. მიუნჰენელი მონადირეები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი აშენებდნენ თავზე და ფეხებზე უფრო მოკლე ბეწვის მქონე უხეშბეწვიან ფოქსებს. ასეთი შემოსილობა უფრო პრაქტიკული იყო და არ საჭიროებდა ტრიმინგს. გარდა ამისა უპირატესობა ენიჭებოდათ მწარმოებლებს, რომელთა შეფერილობაშიც შავი ფერი სჭარბობდა, რადგან მიღებული აზრის თანახმად მუქი ფერი ნაკლებად გამაღჲზიანებელია ნადირ-ფრინველისათვის, ვიდრე კონტრასტული ჭრელი. ამის შედეგად პირველ მსოფლიო ომამდე, მიუნჰენში ჩამოყალიბდა მაღალი საველე თვისებების მქონე უჴეშბეწვიანი ფოქსტერიერების პოპულაცია, რომელიც დამახასიათებელი ექსტერერული თვისებურებებით გამოირჩეოდა - ძირითადად შავი ფერით და უფრო პრაქტიკული ბეწვის საფარით. ამ საქმის მოთავეები და ენთუზიასტები იყვნენ: ვალტერ ცანგერბერგი, კარლ ერის გრუნელვარდი, ფ. რისი. თავიდან მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საფუძველს ახალი ჯიშის გამოსაყვანად ამზადებდნენ. 1923 წელს ბერლინში, ჰანს გეკის ძაღლსაშენში წმინდა ჯიშის ფოქსტერიერებისაგან შავი შეფერილობის ჟღალ ფორაჯებიანი ლეკვები დაიბადნენ. არასტანდარტული ფერის გამო მათი ჯიშიანად აღიარების არავითარი შანში არ ჰქონდათ.. ეს ამბავი შემთხვევით შეიტყო ცანგენბერგმა და დაუყოვნებლივ შეიძინა მთელი ბუდობა: ორი ხვადი და ორი ძუ, სულ ოთხი ლეკვი. მან ჩათვალა რომ ეს სწორედ ის იყო რაც მას სჭირდებოდა. იგი ერთმანეთზე აჯვარებდა ამ და-ძმებს და რამდენიმე წელში ასეთივე შეფერილობის ფოქსტერიერების ძლიერ იმბრიდირებული ჯიში მიიღო. მომვალ ეტაპზე ამ ძაღლებს პირველ მსოფლიო ომამდე გამოყვანილი, მაღალი სანადირო თვისების მუქი ფოქსების სისხლი შეურიეს. შემდგომში მოშენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მწარმოებლების საველე ღირსებებს და შეფერილობას ენიჭებოდა, ხოლო ჭრელი და თეთრ ლაქებიანი ძაღლები მმკაცრად იცხრილებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა დაპირისპირება სტანდარტული ფოქსტერიერების მომხრეებთან, ამნ კი საბოლოოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ენთუზიასტთა ჯგუფში გაჩენილიყო იდეა, ზემოთხსენებული ტერიერები ახალი ჯიშის სტატუსით მოეშენებინათ. ამავე პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონცეფცია გერმანული სანადირო ტერიერის შესახებ: ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდდამხოლოდ სანადირო, მრავალმხრივი გამოყენების ჯიში, ამასთან მუქი შეფერილობით, არაორიგინალური, სადა ექსტერიერით, რათა თავიდან აეცილებინათ საგამოფენო მოდა და აქედან გამომდინარე ნეგატიური შედეგები. ამ იდეას თანდათან ბევრი მომხრე გამოუჩნდა და უკვე 1926 წელს ცანგერბერგის ინიციატივით გერმანული იაგდტერიერ კლუბი შეიქმნა, ხოლო მომდევნო წელს პირველი გამოფენა-დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 22 ექსპონატმა მიიღო. რადგან სანაშენე მასალის ძირითადი ბირთვი ძალიან ახლო იმბრიდინგის გამოყენებით შეიქმნა და საკმაოდ მწირი გენოფონდი განახლებას საჭიროებდა, ამიტომ 30-იანი წლების დასაწყისში არსებულ ძაღლებს მცირედით ძველინგლისური ჟღალპორაჯებიანი შავი (ბლექ ენდ თენ) ტერიერისა და ველშტერიერის სისხლი შეურიეს. ახალი ჯიში, როგორც ასეთი, 40-იანი წლებისათვის შეიქმნა. მას ახასიათებდა ყველა ის თვისება, რაც ჩაფიქრებული იყო მისი გამოყვანის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ცოტა იაგდტერიერი გადარჩა. ამან ენთუზიასტების ახალი ძალისხმევა მოითხოვა. მათი მომრავლება კვლავ ახლონათესაური დართვების ხარჯზე მოხდა. გერმანული შრომისმოყვარეობისა და მაღალი სელექციური კულტურის გამოისობით ჯიში არა მარტო აღსდგა, არამედ აღორძინდა კიდეც. მისმა პოპულარობამ გერმანიის საზღვრებს გარეთ გააღწია და გავრცელდა მთელს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. დღესდღეობით იაგდტერიერი გერმანული კინოლოგიის ამ საქვეყნოდ აღიარებული ფენომენის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა. ნადირობა იაგდტერიერი პრაქტიკულად ყველა ობიექტზე სანადიროდ გამოდგება, ოღონდ ისეთ პირობებში სადაც მცირე ზომა ხელს არ უშლის მის გამოყენებას, მაგალითად ღრმა თოვლში, სადაც პატარა ტერიერის მოძრაობა და მანევრირება ძლიერ შეზღუდულია. რაც შეეხება სოროში მუშაობას აქ იაგდი აღიარებული ლიდერია - ნადირის მიმართ სიავით იგი ერთი თავით მაღლა დგას სოროს ძაღლების ყველა ჯიშზე. ეს თვისება მას განსაკუთრებით ყოფილ გდრ-ში განუვითარეს, სადაც ბევრი მათგანი მელასთან ან მაჩვთან კონტაქტში შევლისას მომენტალურად გადადიოდა ყელში ან სხვა განსაზღვრულ ადგლიზე მყარ ჩავლებაზე. საერთოდ მელიის დახრჩობა ან დაჯაბნა კარგი იაგდტერიერისთვის სირთულეს არ წარმაადგენს. იაგდი უკომპრომისო და თავგანწირულ ბრძოლას უმართავს თავისზე მძიმე და ძლიერ მოწინააღმდეგეს მაჩვს. ბევრის თანდაყოლილი თვისებაა დამხრჩვალი ან ჯერ კიდევ ცოცხალი ნადავლის სოროდან გამოთრევა. იაგდტერიერს წარმატებით იყნებენ სხვადასხვა ნადირის მოსაპოვებლად-კურდღლით დაწყებული მსხვილი ჩლიქოსნით დამთავრებული, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდუალური ნადირობისას. გამოირჩევა კვალზე მუშაობისადმი მიდრეკილობით, ჯერ აზარტულად ეძებს მას რომელსაც შემდეგ ყეფით მისდევს. სხვათაშორის ეს თჳისება სხვა ტერიერებს არ ახასიათებთ. შესანიშნავი ყნოსვის პატრონი სისხლიან კვალზე მუშაობით ადვილად აგნებს რამდენიმე ასეული მეტრით გადაადგილებულ დაჭრილ ჩლიქოსანს. განსაკუთრებით ეფექტურია გარეულ ღოზე ნადირობისას, სადაც მთლიანად ავლენს მებრძოლ ხასიათს, სიმამაცეს, მოხერხებულობას და ელვისებურ რეაქციას. ამ შემთხვევაში რამდენიმე იაგდს ერთად იყენებენ. ამ ჯიშის ერთ-ერთი სპეციალიზაცია იხვზე მუშაობაცაა. საერთოდ იაგდტერიერს წყლის სიყვარული გენეტიკურადაც აქვს. ცურვით დაუღალავად იკვლევს ლელიანს, ნაპოვნ იხვს იოლად ეწევა და აიძულებს მას აფრინდეს სასროლ მანძილზე. ადვილად სწავლობს წყლიდან აპორტირებას. იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ფრინველის მოსაძებნად და შემდეგში ჩამოგდებულის მოსატანად. იაგდი შეუდარებელია ხშირ, ჯაგნარში სამუშაოდ, სადაც ადვილად არწევს მცირე ზომის გამო და შესანიშნავი უპირატესობა აქვს დიდი ზომის ძაღლებთან. საველე გამოცდები გემანიაში იაგდის სანადირო თვისებების საველე გამოცდებზე აფასებენ, რაც მათი ფართო სპექტრით გამოყენების სპეციფიკას ითვალისწინებს. ახალგაზრდა იაგდტერიერს ისეთი თანდაყოლილი თვისებების ქონა მო ეთხოვება, როგორიცაა ნადირობის მიმართ სიავე, კვალზე ყეფით მიყოლის უნარი და ქყლის სიყვარული, აგრეთვე ძლიერი, გაწონასწორებული ფსიქიკა, რაც შემდგომ მისი მრავალმხრივ ეფექტურად გამოყენების საფუძველს წარმოადგენს.საველე გამოცდებზე წარმატების შემთხვევაში, მფლობელს ძაღლის სანადიროდ გამოყენების უფლება ეძლევა, მათ შორის საუკეთესოებს კი სანაშენედ იყენებენ. გამოცდები ორ ეტაპად ტარდება. პირველი ითვალისწინებს ახალგაზრდა ძაღლების თანდაყოლილ ანუ მემკვიდრეობით მიღებული თვისებების ტესტირებას. ამ დრო მოწმდება: სოროში მ უშაობის ელემენტები, კურდღლის კვალზე მუშაობა, წყალთან დამოკიდებულება, თოფს ხმაზე რეაგირება, მორჩილებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება. ერთი წლის შემდეგ ტარდება მეორე ეტაპი, რაც ითვალისწინებს შემოწმების სრულ კომპლექსს შეფასების უფრო მკაცრი კრიტერიუმებით. ერთხელ უკვე შემოწმებულ დისციპლინებს აქ ემატება: ნადავლის სოროდან გამოთრევა, სისხლიან კვალზე მიყოლა, იხვზე მუშაობა, ღრმა წყლიდან აპორტირება, მოკლული ფრინველის ან ბოცვერის კვალით მოძებნა და აპორტირება. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გაწრთვნილობას და წამყვანთან კონტაქტს. ამ მხრივ იაგდს საკმაოდ სერიოზული პროგრამის ჩაბარება უწევს. არადამაკმაყოფილებელი მორჩილების ან გაწრთვნილობის შემთხვევაში სანადიროდ და საჯიშედ მისი გამოყენება იკრძალება. ხასიათი ათწლეულების მანძილზე სიავეზე ორიენტირებულმა მიზანმიმართულმა სელექციამ დაღი დაასვა იაგდტერიერის ხასიათს. ვის არ ადარებენ მას, ხან კამიკაძეს, ხანაც თავზე ხელაღებულ ვიკინგს. იაგდი გულადი, უშიშარი, თავის თავში დარწმუნებული ძაღლია, შინაგანი ღირსების მქონე, ამაყი და დამოუკიდებელი. ხასიათი მტკიცე აქვს და მკაცრი, ტემპერამენტი ფიცხი და ფეთქებადი, რეაქცია - ელვისებური. მისთვის უცხოა პატრონთან ლაქუცი, მიუხედავად იმისა რომ საოცრად ერთგულია. იაგდს პირდაპირი, თამამი გამოხედვა აქვს და ემოციებს არ მალავს. მუდამ კონცენტრირებული, ჯიშჲსთვის სპეციფიკური სუსხიანი მზერა მის ძლიერ გულში გახედებს და უნებლიე პატივისცემას იწვევს. დაუოკებელმა ტემპერამენტმა და უკომპრომისო, შარიანმა ხასიათმა თანამოძმეებში მას თავგადაკრული მოჩხუბარის რეპუტაცია შესძინა. ძლიერი ყბების წყალობით იგი წარმატებით უმკლავდება თავისზე გაცილებით დიდ ძაღლებს, გასაკვირი არცაა, რომ სხვა ჯიშის სოროს ძაღლებთან შედარებით, იაგდები უფრო ხშირად იღებენ ტრამვებს და იღუპებიან ნადირობის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაგდტერიერის ლეკვობიდან სწორად აღზრდას. იაგდს მკაცრი მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდება. საჭიროა მისი ტემპერამენტისა და ენერგიის მართვა, სასურველ კალაპოტში მიშვება. ამისათჳის კი მისი პიროვნების გაგება და პატივისცემაა აუცილებელი. სამაგიეროდ ამის შემდეგ ადამიანი შეიძენს უერტგულეს, თავდადებულ უანგარო მეგობარს, რომელიც მას ნებაყოფლობით აღიარებს ლიდერად. იაგდის მიმართ დაშვებულია ზერელე, უღიმღამო დამოკიდებულება, ან დასჯის სასტიკი მეთოდები. ამ შემთხვევაში ის შეიძლება უკონტროლო გახდეს, უაზროდ აგრესიული და საზოგადოებისთვის საშიში. თუმცა ასეთი შმეთხვევბი არამარტო არასწორი აღზრდის, ზოგჯერ სელექციონერების ბრალიცაა, რომლებიც არ ბლოკავენ გაუწონასწორებელი, დარღვეული ფსიქიკის მქონე ეგზემპალრების საჯიშედ გამოყენებას. ამიტომ გერმანიში იაგდებს მკაცრად ამოწმებენ ამ პარამეტრის მიხედვით. ექსტერიერი იაგდტერიერის ექსტერიერის ყველა დეტალი პრაქტიკული მიზანშეწონილობითაა ნაკარნახევი. მასში არაფერია დეკორატიული, ფუჭი,ესთეტიკური, რაც მისი გამოყვანისას დასახულ მიზანს სავსებით შეესატყვისება. მიუხედავად იმისა, რომ ჯიში პრაქტიკულად, მთლიანად მოქსტერიერისაგან მოდის, გარეგნულად მისგან აშკარად განსხვავდება, უფრო მეტიც ფოქსისათვის დამახასიათებელი ნიშნები ნაკლად ან ხინჯად ეთვლება. სწორედ ამიტომ იაგდტერიერის ექსტერიერის თავისებურებები განსაკუთრებით ნათლად იკვეთება. ამ უკანასკნელთან შედარების ფონზე, მისგან ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების აღწერით: იაგდს წინაპრისგან განსხვავებით სიმაღლესთან პროპორციაში თავი შედარებით მოკლე აქვს, ქალა უფრო განიერი, ყურებს შორის მეტი მანძილით, გამოხატული ყვრიმალებითა და საღეჭი კუნთებით, ქალაზე ოდნავ მოკლე, უფრო ძლიერი და შევსებული დრუნჩით, მასიური ნიკაპით. ყველაფერი ეს ფოქთან შედარები ყბებს დიდ ძალას და ჩავლების უფრო დიდ სიმტკიცეს განაპირობებს. იაგდს ყურები უფრო დიდი აქვს და დაბალ ხრტილზე უზის.. მცირე ზომის თვალები ბუდეში ღრმათ აქვს ჩასმული, რის გამოც კარგადაა დაცული დაზიანებებისაგან ან მასში მიწის მოხვედრისაგან. გამოირჩევა უფრო ძლიერი აღნაგობით - უკეთ განვითარებული ჩონჩხითა და რელიუფური კუნთებით, შედარებით ფართო მკერდით.. მკერდის გარშემოწერილობა ოპტიმალური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს როგორც დიდი ფიზიკური დატვირთვისათვის აუცილებელი ფილტვების საკმაო მოცულობა, ასევე სოროში თავიფულად გადაადგილება. ეს თავისებურებები იაგდის ფიზიკურ ძალაზე და დიდ ამტანობაზე მიუთითებს. იგი ფოქსისგან განსხვავდება აგრეთვე შედარებით მოგრძო ზურგით და აქედან გამომდინარე წაგრძელებული ფორმატით, მხრის სახსრის უკეტ გამოხატული კუთხითა და გრძელი გავით. ჯიში შედგება მოკლე ბალნიანი და უხეშბალნიანი ძაღლებისაგან, რომლებიც სხვა მხრივ იდენტურები არიან, ექსპერტიზას ერთ რინგზე გადიან და ერთმანეთზე ირთვებიან. ბეწწვის საფარი პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკულ დანიშნულებას, ხისტია, ხშირი გლუვად დაფენილი კარგად განვითარებული თივთიკით, არ საჭიროებს ტრიმინგს. მუცელი და ბარძაყების შიდა ნაწილი კარგად არის შემოსილი. მოკლებალნიანი იაგდის ბეწვი მოკლებეწვიან ფოქსზე უფრო გრძელია. კუდი ფოქსზე უფრო დაბლა აქვს დასმული, უჭირავს არა ვერტიკალურად, არამედ უკან გადახრილად. კუპირების შედეგად უტოვებენ მთლიანი სიგრძჲს ორ მესამედს. ასეთი სიგრძის კუდი უკეთ ასრულებს სახელურის ფუნქციას., რისი საშუალებიტაც მონადირე ძარღლს სოროდან ნადავლის გამოთრევაში ეხმარება. საერთაშორისო (ფცი) სტანდარტის მიხედვით იაგდის სიმაღლე 33-40- სმ-ია. შეფერილობა შავი, მუქი ყავისფერი, ან ნაცრისფერ-შავი, ჟღალი ან ყვითელი ფორაჯებით. მუქი, ნახევრად მუქი, ან ღია ფერის ნიღბით დასაშვებია მომცრო თეთრი ლაქები მკერდზე და თათებზე. საინტერესოა რომ ყოფილ გდრ-ში რომელიც არ იყო ფცი წევრი, საერთაშორისოზე უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებდა, რომლის მიხედვით შავის გარდა სხვა ძირითადი შეფერილობა აკრძალული იყო. იაგდტერიერი საქართველოში ჩვენში ამ ჯიშის პირველი წარმომადგენლები 1986 წელს თბილისში სანადირო ძაღლების გამოფენზა გამოჩნდნენ. რ. ალბუთაშვილმა რუსეთიდან და ბალტიისპირეთიდან შემოყვანილი ორი იაგდტერიერი წარმოადგინა. ჩვენში მონადირეებმმა მალე აუღეს ალღო პერსპექტიულ ჯიშს და სულ რამდენიმე წელში მათმა რაოდენობამ სწრაფად იმატა, როგორც პირველი წყვილის შთამომავლების ისე სხვა შემოყვანილი ეგზემპლარების ხარჯზე. იაგდების პოპულაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს იმ წლებში ცნობილმა ენთუზიასტებმა: მამუკა კაკაბაძემ და ტრაგიკულად დაღუპულმავაჟა ერაძემ. გამოფენებზე ექსპონირებული იაგდების მაქსიმალური რაოდენობა 1990-92 წწ-ში დაფიქსირდა თუმცა მათმა რიცხვმა შემდგომში თანდათან იკლო და ბოლოს თითო-ოროლამდე ჩამოვიდა. სამწუხაროდ იგივე ტენდენცია შიენიშნება საერთოდ სოროს ძაღლებში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამას ჯიშის პოპულარობის დაცემას ნამვილად ვერ დავაბრალებთ, მისი რეიტინგი კვლავ მაღალი რჩება. საქართველოში იაგდების რაოდენობის სიმცირის მიზეზი ის არის, რომ მათი დამკვიდრების საწყისი ეტაპი ქვეყნისათვის რთულ პერიოდს დაემთხვა. ამას დაემატა ახალი ძაღლების იმპორტის შეწყვეტა და გენოფონდის გაღარიბება. ბევრი იაგდი დაიღუპა ნადირობისას, მფლობელების მიერ მისი გამოყენების სპეციფიკის გაუთვალისწინებლობის ან ელემენტარული უსაფრთოების წესების დარღვევის გამო. სოროს ძაღლების გამრავლება - პოპულარიზაციას სერიოზულად აფერხებს აგრეთვე ხელოვნური სოროს არ არსებობა. ბოლო წლებში ისევ განახლდა იაგდების შემოყვანა საქართველოში, ჯერ ჯერობით მხოლოდ რუსეთიდან. მათ შორის არიან საინტერესო ეგზემპლარებიც. იმედი მაქვს რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ახლო მომავალში კვლავ ვიხილავთ მომრვალებულ ჯიშიან იაგდტერიერებს ჩვენში.
  9. ბარსის სპრეი bars АГРОВЕТЗАЩИТА НВЦ, რუსეთი შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატი შეიცავს წამლის შემადგენლობაში შედის სინთეტიკური პირეტროიდ პერმეტრინი (0,25%), დამხმარე კომპონენტები: გლიცერინი, მარილის მჟავა, აბუსალათინის ზეთი,გამოხდილი წყალი, იზოპროპილის სპირტი. ჩვენებები: ინსექტოაკარიციდული სპრეი (შპრეყ ინსეცტოაცარიციდაე Bარს) – სამკურნალო საშუალებაა ძაღლებისა და კატების არახნო – ენტომოზების სამკურნალოდ დაპროფილაქტიკასთვის. ფარმაკოლოგიური თვისებები: პერმეტრინი, ხასიათდება სისტმური და კონტაქტური ინსექტოაკარიციდული და ასევე რეპელენტული მოქმედების ფართო სპექტრით. ინსექტოაკარიციდული სპრეი - ბარსი აქტიური ქმედებით გამოირჩევა ტილების, რწყილების, თმისმჭამელი, იქსოდური და სარკოპტიდული ტკიპების მიმართ,რომლებიც კატებისა და ძაღლების პარაზიტებს წარმოადგენენ. ინსექტოაკარიციდულ სპრეის - იყენებენ კატებისა და ძაღლების დასამუშავებლად ენტომოზების, სარკოპტოზის, ნოტოედროზის, იქსოდოიდური ტკიპებითცხოველების დაზიანების დროს და ასევე ცხოველებზე ექტოპარაზიტების თავდასხმისგან თავდასაცავად. მიღების წესი და დოზირება: ცხოველების დამუშავებას ახდენენ სუფთა ჰაერზე ან შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება, გაღებული ფანჯრების (სარკმელების) პირობებში, ცეცხლისგანმოცილებულ ადგილას, საიდანაც წინასწარ გატანილია გალიები დეკორატიული ფრინველებით და თევზებიან აკვარიუმს დაფარებული აქვს თავზე. იმისათვის, რომცხოველმა არ ალოკოს პრეპარატი, მას ალიკაპს აცმევენ ან ყბებს უფიქსირებენ თასმისგან გაკეთებული მარყუჟით. გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, უნდა გვეჭიროს ვერტიკალურად და დავაჭიროთ, ისე რომ აეროზოლის ნაკადი მივმართოთ დასამუშავებელიზედაპირისკენ 20-25 სმ-ის მანძილიდან. მწერების გასანადგურებლად და იქსოიდური ტკიპების ცხოველებზე თავდასხმისაგან დასაცავად, სპრეით მუშავდება ცხოველის მთლიანი სხეული ბალანის ზრდისსაპირისპირო მიმართულებით, ბეწვის მსუბუქად დატენიანებით (როდესაც ცხოველს გრძელი ბეწვი აქვს, იგი ხელით უნდა ავწიოთ). ყურის ნიჟარებისა და მკერდის დამუშავებისას ცხოველს თვალებზე უნდა ავაფაროთ ხელი, და დამუშავება მოვახდინოთ თითების ბოლოებით. მსუბუქი წრიულიმოძრაობით შევაზილოთ თვალებისა და ცხვირის გარშემო, შემდეგ უნდა დამუშავდეს კისერი, სხეული, კიდურები, მუცელი და კუდი. დამუშავებიდან 20 წუთისშემდეგ ცხოველის ბეწვს სავარცხლით ვარცხნიან, რის შემდეგაც მოხსნიან ალიკაპს (ან მარყუჟს). იქსოდური ტკიპების გასანადგურებლად ცხოველის სხეულზე პრეპარატი ესხურება ტკიპას და კანთან მისი მიმაგრების ადგილს (მფრქვევანაზე ერთი დაჭერით). თუ20-30 წუთის მანძილზე ტკიპა თავისით არ ჩამოვარდება, მას პინცეტით ფრთხილად აძრობენ და ანადგურებენ. პროფილაქტიკის მიზნით დამუშავებას ახდენენ მითითების თანახმად, მაგრამ არაუმეტეს 1 დამუშავებისა თვის განმავლობაში მწერების წინააღმდეგ და არაუმეტეს 1დამუშავებისა 14 დღის განმავლობაში იქსოდური ტკიპების წინააღმდეგ (მათი პარაზიტირების პერიოდში). რწყილებით ქვეშაგების განმეორებითი ინვაზიის თავიდან ასაცილებლად, ხდება დამუშავება სპრეით გაანგრიშებით 2 მლ (მფრქვევანაზე ოთხჯერადი დაჭერა)დასამუშავებელ ზედაპირის 1 მ2-ზე. სამი დღის განმავლობაში დაუშვებელია ცხოველის კონტაქტი დამუშავებულ საგნებთან, ხოლო შემდგომ გამოყენებამდე საჭიროამათი გარეცხა სარეცხი საშუალებებით. კატების ნოტოედროზით, ხოლო ძაღლების სარკოპტოზით დაინვაზირების შემთხვევაში პრეპარატს ასხურებენ სხეულის დაზიანებულ უბანზე, რომელიც წინასწარუნდა გასუფთავდეს ფუფხისგან. დასხურება ასევე უნდა მოხდეს მოსაზღვრე ჯანმრთელი კანის 1 სმ. პრეპარატით დამუშავებას აწარმოებენ დაზიანებული ადგილის მსუბუქად დასველებით, 2-4 -ჯერ 7-10 დღის ინტერვალით ცხოველის კლინიკურგამოჯანმრთელებამდე, რომელიც დასტურდება აკაროლოგიური გამოკვლევის ორი უარყოფითი შედეგით. ცხოველებს, რომლებსაც დიდი უბანი აქვთ დაზიანებული, ამუშავებენ ორ ჯერზე 1 დღის ინტერვალით. პრეპარატს ასხურებენ დაზიანებულ ადგილებზე სხეულისჯერ ერთ, შემდეგ მეორე ნახევარზე. ბეწვის საბოლოოდ გაშრობამდე ცხოველს არ უნდა მიეცეს უფლება ალოკოს პრეპარატი, არ შეიძლება მისი მიშვება ცეცხლთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან. გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები და გართულებები სამკურნალო საშუალების გამოყენებისას აღნიშნული ინსტრუქციის დაცვის პირობებში არ აღინიშნებოდა.ინდივიდუალურად ცხოველის პერმეტრინისადმი ზემგრძნობლობის შემთხვევაში და ალერგიული რეაქციების დროს, საჭიროა ინსექტოაკარიციდული სპრეი ბარსისჩამობანა წყლით და საპნით. უნდა შეწყდეს პრეპარატის მოხმარება. უკუჩვენებები: დამუშავებას არ ექვემდებარებიან მაკე, მეძუძური, ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებული ან გამოჯანმრთელების სტადიაში მყოფი ცხოველები, ასევე ლეკვებიდა კნუტები, რომლებსაც არ შესრულებიათ 10 თვე. გამოშვების ფორმა: ინსექტოაკარიციდულ სპრეის - ბარსი უშვებენ დაფასოებულს 100 და 200 მლ ოდენობით პოლიეთილენის ფლაკონებში მექანიკური მფრქვეველი თავებით. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და ცხოველების საკვებისგანგანცალკევებით, 00-დან 300 C-მდე ტემპერატურაზე. ვადა: - 2 წელი.
  10. მდევარის დაგეშვა პირველ რიგში ძაღლი უნდა იყოს შესაბამისი ასაკის რომ დავუწყოთ გეშვა, ეს ასაკი არის 7-8 თვე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ჩვენ მდევარს გეშვას დავუწყებთ მანამდე უნდა იცოდეს საყვირზე მოსვლა ეს მდევარი ძაღლისთვის აუცილებელია. რადგან თუ მან არ იცის საყვირზე მოსვლა შეილება ნადირს ძალიან შორს გაყვეს და დაიკარგის ან სულაც ვინმემ მოიპაროს (ეს ფაქტი ძალიან მოხშირდა საქართველოში და დიდი სირცხვილია) დღესდღეისობით ძალიან ბევრი მონადირე ამას მდევარის ცუდ თვისებას მიაწერენ და ამბობენ რომ, მდევარი ძაღლი იმიტომ არ მოსწონთ რომ შეიძლება დაიკარგოს და გული დაგწყდება კაცსო, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. სწორად გაწვრთნილი და დაგეშილი ძაღლი არასოდეს არ დაგეკარგება. საყვირზე მოსვლა კი შემდეგნაირად უნდა ვასწავლოთ: ავიღოთ რამე სასუსნავი (ძეხვი, ყველი, სოსისი) და სანამ ძაღლს ვაჭმევთ მანამდე საყვირს უნდა ჩავბეროთ, შემდეგ კი უნდა მივცეთ. ასე გავიმეოროთ ყოველ ჭამაზე. 3-4 დღის მერე ძაღლი საყვირის ხმაზე მოვა, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებაშიც უნდა გამოვცადოთ. დილას ადრე მშიერი ძაღლი უნდა გავიყვანოთ ბუნებაში, სასურველია ორმა კაცმა, ძაღლი თქვენმა მეგობარმა უნდა წაიყვანოს თქვენგან 200-300 მეტრის დაშორებით როდესაც თქვენ საყვირს ჩაჰბერავთ თქვენმა მეგობარმა უნდა აუშვას, ძაღლი რომ მოვა უნდა დავასაჩუქროთ და სასუსნავი უნდა ვაჭამოთ. ეს გაკვეთილი უნდა ჩავუტაროთ ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ ძაღლმა უკვე კარგად შეისწავლა საყვირზე მოხმობა, შეგიძლიათ გეშვაც დაუწყოთ. პირველად სასურველია ჩვენი ძაღლი გავაყოლოთ გამოცდილ მდევარ ძაღლებს. ოღონდ უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი ლეკვი გამოცდილი ძაღლისგან კარგ თვისებებსაც გადაიღებს და ამასთანავე ცუდსაც, ამიტომ ეცადეთ, ისეთ ძაღლებთან ერთად არ ატაროთ რომლებიც ძველ კვალს უყეფენ ან კიდევ საერთოდ ტყუილად ყეფენ. ასევე ზოგი მდევარი სანამ ნადირს არ დაინახავს არ ყეფს. გამოცდილ ძაღლებს ლეკვი უნდა გავაყოლოთ 2-3-ჯერ მერე კი სასურველია მარტო დავუწყოთ გეშვა, თორემ შეილება მიეჩვიოს სხვა ძაღლების მიერ ნაპოვნი ნადირის დევნას, რაც კარგი არ არის. მდევარი ისეთ ადგილას უნდა გავიყვანოთ სადაც კურდღლის ნახვის ალბათობა დიდია. როდესაც მდევარი კურდღელს წამოაგდებს და დევნას დაუწყებს კვალზე უნდა მიაძახოთ და გაამხნეოთ "აი!" "აი!". როდესაც ძაღლის ყეფა მიწყნარდება ესე იგი მან კვალი დაკარგა და უნდა დავეხმაროთ კვალის აღდგენაში. სადაც კვალი დაკარგა იქ უნდა შემოვატაროთ ძაღლი 20 მეტრის რადიუსში, ის კვალს გაიახლებს და განაახლებს დევნას. დროთა განმავლობაში ძაღლი მიხვდება კურდღლის ეშმაკობებს, რომ ის კვალს რევს და ისწავლის კვალის გატანას. ასე დაგეშილი ძაღლი ძალიან კარგი მონადირე დადგება და არც დაიკარგება, როცა მიხვდებით რომ, ძაღლი უკვე ნადირს ძალიან შორს გაყვა ამ დროს უნდა მოიხმოთ საყვირით. ნადირის ძაღლის გეშვას დიდი ნერვები და შრომა სჭირდება, მაგრამ უკვე დაგეშილი ძაღლი ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ი.ჩხაიძე რაც მთავარია ლეკვი უნდა იყოს კარგად განვითარებული ფიზიკურად, 7-8 თვის ასაკიდან მივაჩვიოთ ლეკვი ტყეში სეირნობას, არავითარ შემთხვევაში არ დავემალოთ და არ გადავღალოთ თავიდან ნახევარი საათით ორ კვირაში ერთხელ მოვუმატოთ დროს, როდესაც ლეკვი მიაღწევს სასურველ კონდიციებს ანუ ფუზიკურად მოძლიერდება, ცხრა ათი თვის ასაკიდან დავიწყოთ თტყეში დილით ადრე გასვლები კვირაში სამჯერ თუ არა ორჯერ მაინც, სასურველია ისეთ ადგილებში ტარება სადაც არის კურდღლის საბინადრო ადგილები არავითარ შემთხვევაში არ ატაროთ გამოცდილ ძაღლებთან ერთად.
  11. რისი მანიშნებელია ზაფხულში ძაღლის მოწყენილობა, მადის დაქვეითება და მაღალი ტემპერატურა ტკიპები ძაღლისთვის მეტად საშიშია, რადგან მათ გადააქვთ მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადება. ამიტომ, ტკიპის კბენის შემდეგ, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით საშიშია ისეთი ინვაზიური დაავადება, როგორიცაა, მაგალითად, პიროპლაზმოზი. ამ მეტად საინტერესო და საშიში დაავადების შესახებ მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ. – იქნებ, განუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს პიროპლაზმოზი? – პიროპლაზმა უჯრედშიდა პარაზიტია, რომელიც ტკიპის კბენისას ნერწყვთან ერთად გადაეცემა. პიროპლაზმოზი ბუნებრივი კეროვანი დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ერთუჯრედიანი უმარტივესებით – პიროპლაზმებით. დაავადების გადამტანია ტკიპა. დასნებოვნება ხდება ტკიპის კბენის მომენტში. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია სისხლში შეჭრილი პარაზიტების რაოდენობაზე, ასევე, ცხოველის ასაკზე, მის ზოგად მდგომარეობაზე და მკურნალობის სწორად წარმართვაზე. – როგორ უნდა დავიცვათ ძაღლი ამ არასასიამოვნო ფაქტისგან, ანუ, როგორ უნდა დავამუშაოთ ცხოველი, რომ ეს არ დაემართოს. – ძაღლის დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგოდ უნდა დავიწყოთ ადრე გაზაფხულზე. ეს დრო ხელსაყრელია იმიტომ, რომ, დათბობასთან დაკავშირებით აქტიურდებიან ტკიპები, რომლებიც ითვლებიან პიროპლაზმოზის გადამტანებად. ისინი ცხოვრობენ ხეებზე და იღვიძებენ დათბობისთანავე. მცდარია აზრი, თითქოს ტკიპები ბალახის ამოსვლის შემდეგ აქტიურდებიან. რეალურად, ყველაზე საშიში პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა, რადგან ამ დროს ტკიპები მოშიებულები არიან და სასწრაფოდ ეძებენ საკვებს იმისთვის, რომ შთამომავლობა დატოვონ. ძაღლის ორგანიზმზე მიწებებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ ტკიპები პიროპლაზმოზით აინვაზირებენ ცხოველს. – თუ ტკიპა ძაღლის სხეულზე შევნიშნეთ, ალბათ, უმჯობესია მისი ამოცლა. – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკიპის ხელით ამოცლა, რადგან ამ დროს ტკიპას უვითარდება დამცველობითი რეაქცია და ახდენს მისი ვესტიბულარული აპარატიდან ორგანიზმში სითხის შეშვებას, რომელშიც პარაზიტებია. ან შეიძლება, ცხოველის კანში ჩარჩეს ტკიპის თავი, რაც შემდეგ გამოიწვევს დერმატიტებსა და სხვა მრავალ პრობლემას. – აბა, როგორ უნდა მოვიქცეთ? – ამ დროს საჭიროა სპეციალური საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც ადვილად დააღწევთ თავს აღნიშნულ პრობლემებს. ესენია სპეციალური სპრეები და ანტიპარაზიტული პუდრები. ასევე, ყოველი გასეირნების შემდეგ საჭიროა ცხოველის საგულდაგულო დათვალიერება. თუ ის მოწყენილია, არ იღებს საკვებს და აქვს მაღალი ტემპერატურა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ვეტერინარს. გახსოვდეთ, რომ პიროპლაზმოზი ძალიან საშიში დაავადებაა და ამ დროს, ძაღლის გადასარჩენად ყოველი წუთი ძვირფასია. – საინტერესოა, დაავადებული ძაღლიდან ჯანმრთელ ძაღლს თუ გადაედება პიროპლაზმოზი? – ცხოველის დასნებოვნება ხდება პარაზიტ- მატარებელი ტკიპის კბენისას. დაავადებული ძაღლისგან სხვა ძაღლზე დაავადების გადაცემა არ ხდება. – ადამიანისთვის თუ არის საშიში? – არა, ძაღლის პიროპლაზმოზი ადამიანისათვის არ წარმოადგენს საშიშროებას. – განურჩევლად ყველა ტკიპა საშიშია ცხოველისთვის? – ყველა ტკიპა არაა პარაზიტის გადამტანი. ძაღლს, შეიძლება, 20 ტკიპა მიეკრას და ამათგან არც ერთი არ იყოს პარაზიტის გადამტანი და არ დაასნებოვნოს ძაღლი. მაგრამ საკმარისია, ერთი პარაზიტმატარებელი ტკიპა მოხვდეს და დაასნებოვნოს. თუ ცხოველის სხეულზე ტკიპა აღმოვაჩინეთ ანალიზის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან პირველ დღეს სისხლში პარაზიტი არ ჩანს. – აბა, როგორ უნდა მოვიქცეთ? – აუცილებელია ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში დავაკვირდეთ ცხოველის მდგომარეობას. – პირველი სიმპტომი რა არის? – პირველი სიმპტომებია: ტემპერატურის მომატება 39,0 გრადუსს ზემოთ; ასევე, სისუსტე და მოწყენილობა, გახშირებული და მძიმე სუნთქვა, რაც გამოწვეულია ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობით, ეს კი, თავის მხრივ, განპირობებულია ერითროციტების დაშლით. ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია შარდის ფერი – შარდი ამ დროს მუქი ჩაისფერია; აგრეთვე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, უკანა კიდურების სისუსტე. აღნიშნული სიმპტომების დროს აუცილებელია, დაუყოვნებლივ მივმართოთ ვეტერინარს. – არ შეიძლება, ცხოველს ამ დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია რომ გაუკეთდეს? – თქვენ წარმოიდგინეთ, პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ასევე, არ შეიძლება პიროპლაზმოზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება; დაუშვებელია ლაბორატორიული დიაგნოზის გარეშე პრეპარატების მიცემაც, რადგან აღნიშნული პრეპარატები არანაკლებ ტოქსიკურია. პიროპლაზმოზის მკურნალობა საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. გამოჯანმრთელების შემდეგაც ორგანიზმისთვის ეს დიდი სტრესია და დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არ ყალიბდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სეზონზე ძაღლი, შეიძლება, რამდენჯერმე დაავადდეს. – სულ არანაირი პროფილაქტიკური საშუალება არ არსებობს? – დაავადების პროფილაქტიკისთვის საჭიროა ძაღლი პერიოდულად დავამუშაოთ ისეთი პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით, როგორიცაა ანტიპარაზიტული წვეთები და საყელოები, რათა არ მოხდეს ცხოველის ტკიპებით დაინვაზირება და, შესაბამისად, პიროპლაზმოზის გადატანა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. 2011-08-03 მარიკა ხიდურელი
  12. საკუთარი ადგილის ცნობა როგორც კი სახლში მოიყვანთ ლეკვს, მაშინვე იზრუნეთ მის საკუთარ ადგილზე, სადაც მისი საწოლი იქნება მოთავსებული. ამ წუთიდან დაწყებული პატარამ მხოლოდ ამ ადგილას უნდა დაიძინოს. შესაძლოა, თავიდან რამდენიმე ღამე ლეკვის წკმუტუნმა ძილი დაგიფრთხოთ, მაგრამ არ აყვეთ ემოციებს და არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანოთ თავისი ადგილიდან, მითუმეტეს თქვენ საწოლში. მოგიწევთ ადგეთ და თქვენი ხელით მიიყვანოთ თავის ადგილას. იმისათვის, რომ შეჩვევის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს, კარგი იქნება თუ საწოლ კალათაში დედის ადგილსამყოფელიდან წამოღებულ ნაჭრის ნაწილს ჩაუდებთ. მშობლიური სურნელი დაამშვიდებს ლეკვს, უფრო სწრაფადაც მიეჩვევა თავის ადგილს. სისუფთავე-ჯანმრთელობის გარანტიასისუფთავის სიყვარული – ეს ერთერთია იმ მთავარი წესჩვეულებებიდან, რომელსაც თავიდანვე უნდა მიაჩვიოთ ლეკვი. არასდროს მისცეთ უფლება სახლში მოისაქმოს იქ, სადაც მოესურვება. თავიდან, სანამ ლეკვი სულ პატარაა, შესაძლოა მისცეთ უფლება სახლში გაზეთზე მოისაქმოს, როგორც კი ყველა საჭირო აცრას გაუკეთებთ და გარეთ გაყვანის საშუალება მოგეცემათ, დაიწყეთ პატარის მიჩვევა გარეთ მოსაქმებას. იმისათვის, რომ თქვენი პაატრა უპრობლემოდ მიაჩვიოთ გარეთ მოსაქმებას, როგორც კი შეამჩნევთ „გუბის“ დაყენებას აპირებს, მშვიდად გაიყვანეთ გარეთ. თუ ვერ მოასწარით გაყვანა „გუბის“ დაყენებამდე, მაინც საჭიროა მისი გარეთ გაყვანა. თქვენი ლეკვი ძალიან მალე აითვისებს გაკვეთილებს და მომავალში დროულად მოგთხვოთ ტუალეტს. სახელი კარგად აღზრდილმა ლეკვმა უნდა იცოდეს რა ქვია და საკუთარი სახელის გაგონებაზე რეაგირებას უნდა ახდენდეს. სახლში მისი გამოჩენისთანავე ეცადეთ ხშირად მიმართოთ სახელით, ხოლო როცა სახელის გაგონებაზე თავის თქვენსკენ მობრუნებას დაიწყებს, შეაქეთ, მიეფერეთ და რაიმე სასუსნავით გაუმასპინძლდით. პატარა ძალიან მალე, რამდენიმე დღის განმავლობაში მიეჩვევა თავის სახელს და ყოველ დაძახებაზე დაგეკონტაქტებათ. ჭამის დრო პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ლეკვი თავისი საკუთარი ჯამიდან ჭამას. არავითარი თხოვნები და სასუსნავები, თუ არ მეცადინეობს. აჭამეთ პატარას ერთი და იგივე დროს, არა საერთო მაგიდასთან ან მის გვერდზე, არამედ მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე. კვების რეჟიმთან ამგვარი მიდგომით, თქვენი ლეკვი ეჩვევა დისციპლინას, რომელიც ხელს უშლის მავნე ჩვევების განვითარებას და არ მიცემს უფლებას, საჭმელი მოითხოვოს საერთო სუფრიდან. საყელური რაც არ უნდა ვთქვათ, ქალაქის პირობებში საყელური და გამოსაბმელი თოკი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთებია. აგრესია რომ არ გამოიწვიოს, ლეკვის მიჩვევა საყელურისთვის თანდათანობით უნდა მოხდეს. დაიწყეთ თამაშით. თქვენი ყოველდღიური გართობის დროს შეუმჩნევლად გაუკეთეთ ლეკვს რბილი საყელური, რომელსაც ძალიან არ მოუჭერთ, რათა ლეკვს დისკომფორტი არ შეექმნას. ასეთი გაკვეთილები დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ თამაშისას, და იმეორეთ იქამდე, სანამ საყელური აღარ იქნება ლეკვისთვის უხერხულად ასატანი. როგორც კი თქვენი ლეკვი მიეჩვევა საყელურს გადადით გამოსაბმელი თოკის მიჩვევაზე. თავიდან რბილი თოკი მიაბით საყელურზე, რომელიც უფლებას მიცემს თამაშისას თავისუფლად იკოტრიალოს იატაკზე, რამდენიმე ასეთი გაკვეთილის შემდეგ კი, ხელში დაიჭირეთ გამოსაბმელი თოკი და ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლეთ როგორ მოიქცეს. რაც უფრო ადრე ასწავლით ლეკვს სასარგებლო ჩვეულებებს, მით უკეთესი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი აღსაზრდელისთვის. რაგდანაც ასაკის მატებასთან ერთად, თქვენ გიმცირდებათ მისი კარგად აღზრდის შანსი. ამ დროს კი იგი უსწრაფესად ითვისებს ცუდ ჩვევებს. სისუფთავისადმი შეჩვევა ადრე თუ გვიან (უფრო ადრე), თქვენი ახალი ლეკვი მოისაქმებს იატაკზე. პირველ რიგში, აიღეთ გაზეთი და დადეთ იგი მოსაქმებულ ადგილას, რათა მან შეიწოვოს შარდი. შეინახეთ გაზეთი. შემდეგ აიღეთ ტილო, საპონი და წყალი, გარეცხეთ იატაკი და გაამშრალეთ იგი კარგად. შემდეგ სველი გაზეთის ნაჭერი დადეთ მშრალი გაზეთებისაგან შექმნილ საკმაოდ დიდი მონაკვეთის მოხერხებულ კუთხეში. ყოველთვის, როდესაც მოწმინდავთ ძაღლის მოსაქმებულს, დატოვეთ სველი გაზეთის ერთი ნაჭერი მშრალ გაზეთებზე. ყოველი ზუსტი მოხვედრის შემდეგ აუცილებელია მისცეთ ლეკვს რაიმე გემრიელი. მოხარშული ხორცი ან ქათამი სრულიად შესაფერისი იქნება ამ მიზნისათვის. 10 დღეც არ გავა, და თქვენი მიზანი იქნება მიღწეული! დატოვეთ ლეკვი ღამით. სავარაუდოდ, იგი დაიწყებს ტირილს და ყმუილსაც კი, ზოგიერთი ლეკვი ძალიან ჟინიანია თქვენთან მოახლოების სურვილის თვალსაზრისით. მაგრამ დატოვეთ იგი ღამით მარტო. ეს შეიძლება ჟღერდეს უხეშად, თუმცა ასეთი პროცედურა საუკეთესოა, რაშიც შემდგომში თავად დარწმუნდებით. უბრალოდ მიეცით წკმუტუნის საშუალება: ადრე თუ გვიან იგი დაიღლება.გათენებისას დაელოდეთ, სანამ ლეკვი მოშარდავს, და მხოლოდ ამის შემდეგ აჭამეთ. ლეკვები, ჩვეულებრივ, ტუალეტში გაღვიძებისთანავე, ძილის წინ, საჭმელის ყოველი მიღებისა და ყოველი “ჩუმი საათის” შემდეგ დადიან. “შეცდომათა” რაოდენობის შესამცირებლად, დასვით იგი გაზეთზე უფრო ხშირად პირველი რამდენიმე დღის მანძილზე მანამ, სანამ იგი არ მიხვდება გაზეთების არსებობის არსს. სისუფთავისადმი მიჩვევა – უბრალო რამ არის, თუ ამას სწორად გააკეთებთ. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ საქმე გაქვთ გარდაუვალობასთან. გააფრთხილეთ მისი მოთხოვნილება მანამ, სანამ ამას თავად იზამს. პირველ რამდენიმე შეცდომაზე არაფერი უთხრათ, განსაკუთრებით პირველი 24 საათის მანძილზე. შემდეგ, თუ იგი არ დაგიჯერებთ, მიუთითეთ შეცდომაზე და ჩუმად, მაგრამ მტკიცედ უთხარით: “ფუ!” ამის გაკეთება საჭიროა დამაჯერებლად და მკაცრად. ლეკვი უნდა მიხვდეს, რომ რაღაც ცუდი ჩაიდინა, მაგრამ ძალიან არ შეაშინოთ. ამის გარდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ცემა ან ყვირილი. მოახდინეთ ყველაფრის ორგანიზება ისეთნაირად, რომ მას არ ჰქონდეს ურჩობისა და დასჯის ობიექტად ყოფნის შესაძლებლობა. უფრო ხშირად შეაქეთ იგი კარგი საქციელისათვის და წააქეზეთ. ლეკვის დასჯა მოშარდვის შემდეგ რამდენიმე წუთში სრულიად არაეფექტურია. ამის მიუხედავად, შეიძლება არასასურველ ადგილას მოშარდვის მცედლობების რაოდენობის შემცირება, თუ ყურადღებით უთვალთვალებთ ლეკვს იმ მომენტში, როდესაც იგი დაიწყებს ფუსფუსს და დამახასიათებელი პოზის მიღებას, და ხმამაღლა დაუკრავთ ტაშს. არავითარ შემთხვევაში არ ღირს ძაღლის გაზეთზე დასმა და მისი ხელით დაკავება. ამან შესაძლოა გამოიღოს უკუეფექტი. საჭიროა განსაკუთრებული გულმოდგინეობით გარეცხოთ ყველა ის ადგილი, რომელიც დასვარა ლეკვმა. უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ხალიჩის და თეთრეულის გაფუჭებასთან, არ შეუშვათ ლეკვი საძინებელში, არ დაიძინოთ ლეკვთან ერთად. დადგით რამდენიმე ადგილას ფარდულები, კუთხეებში დააფინეთ ბევრი გაზეთი. სწორედ იმ ადგილას, სადაც ლეკვი ყველაზე ხშირად ისაქმებს. გარკვეული დროით ჩაკეტეთ ლეკვი ერთ ადგილას (უმჯობესია სააბაზანოში) ფარდულით ან იატაკზე დაფენილ გაზეთებთან ერთად. თუ ვერაფერი აიძულებს ლეკვს ისარგებლოს ფარდულით ან გაზეთით, ჩაკეტეთ იგი რამდენიმე დღით გალიაში ან მოათავსეთ ვოლიერში, სადაც იატაკი მთლიანად იქნება დაფარული გაზეთებით. თანდათანობით შეამცირეთ გაზეთებით დაფარული ტერიტორია. 2-3 კვირაში შედეგი უნდა იყოს დადებითი. თანდათანობით შეამცირეთ ფარდულთა და გაზეთების რაოდენობა სხვადასხვა კუთხეში. დაიწყეთ ლეკვის გაშვება ოთახებში, თავიდან იმ ოთახში სადაც მას არასოდეს მოუსაქმავს, შემდეგ კი დანარჩენებში. თუ შეცდომები ისევ დაიწყება, ესე იგი, თქვენ იჩქარეთ და საჭიროა მოქმედება უფრო ნელა, “ნაბიჯ-ნაბიჯ”. სისუფთავის მიჩვევა შეიძლება დაჩქარდეს, თუ 1,5 – 2 თვის ასაკიდან საკვების მიცემის შემდეგ ლეკვის სურვილზე – გააჭუჭყიანოს სახლი – ვუბრძანებთ “არ შეიძლება” და გავიყვანთ მას საცხოვრებელი ადგილიდან. ან მივაჩვევთ, რომ ისარგებლოს სპეციალური ყუთით, რომელშიც ჩაყრილი იქნება სილა. პირველად სილიანი ყუთი საჭიროა დავუდოთ ლეკვს უშუალოდ საფენის სიახლოვეს, რომ ადვილად შეძლოს მისი მოხმარება, ხოლო შემდგომში მოშორებით და უფრო გვიან კართან. ამით ლეკვი ეჩვევა სახლიდან გასვლას, ხოლო როცა წამოიზრდება, სილა შეიძლება მთლიანად ავიღოთ. ლეკვის მიჩვევა ტუალეტისადმი ყოველ ჩვენთაგანს უყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და იცის, რომ სანამ იგი არაა ვაქცინირებული, ქუჩაში ვერ გავასეირნებთ. ამის გამო, ქალაქის მაცხოვრებელს უწევს მისი მიჩვევა ტუალეტისადმი სახლში საჭირო ადგილას. ძალზე წარმატებულია, თუ ლეკვს უკვე ასწავლა დედამ ან მომშენებელმა ქაღალდზე ან მსგავს რამეზე სიარული. მაშინ ახალმა მფლობელმა უბრალოდ უნდა მიადევნოს თვალი იმას, თუ სად მიანიჭებს ტუალეტის გაკეთების უპირატესობას ლეკვი და ეგრევე დადოს იმ ადგილას ქაღალდი. შემდეგ ყურადღებით უნდა მიაქციოთ ყურადღება ლეკვის ქცევას. როგორც წესი, ლეკვი ტუალეტში დადის ძილის, ჭამისა და თამაშის შემდეგ. როდესაც იგი იწყებს ტრიალს ადგილის მოძებნის მიზნით, რათა დაჯდეს – აკურატულად წაიყვანეთ იგი ამისათვის განკუთვნილ ადგილას. მოსაქმების შემდეგ მხიარულად შეაქეთ იგი და გაუმასპინძლდით რაიმე გემრიელობით. თუ თამაშის დროს ლეკვი არასასურველ ადგილას მოისაქმებს, არ ეჩხუბოთ, იგი პატარაა და ასეთი კაზუსების განმეორება შესაძლებელია ქუჩაში სეირნობის დაწყების შემდეგაც. მითუმეტეს თუ თქვენც იმდენად ჩაერთეთ ერთობლივ თამაშში, რომ დაგავიწყდათ მისი ქაღალდზე წაყვანა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ოთხფეხა მეგობრებს, ისევე როგორც ჩვენ, შეიძლება გაუჩნდეთ ფსიქომატიური დაავადებანი (ან ქცევის სერიოზული პათოლოგიები), ხოლო როგორც ცნობილია, მათი წარმოქმნის მიზეზები ჩადებულია ბავშვობაში, და სწორედ მაშინ ფორმირდება მისი ფსიქოლოგიური პროფილი. ასეთგვარად, რაც უფრო დიდი ყურადღებითა და სიყვარულით მივეპყრობით ლეკვს, მით უფრო მარტივი იქნება ახალგაზრდობაში მისი აღზრდის პროცესი, და რაც მთავარია, მით უფრო მეტ ნათელ გრძნობას გაჩუქებთ იგი ცხოვრების მანძილზე. არ უნდა შევწყვიტოთ დელიკატური პროცესი, თუ იგი უკვე დაწყებულია, შეაჩვიეთ საკუთარი თავი მუდმივად გყავდეთ ლეკვი თვალთახედვის არეში და ყოველჯერ შეამოწმეთ, რისთვის გადის ლეკვი ოთახიდან. ეს ასევე დაგეხმარებათ შემთხვევით მივიწყებული ნივთების გადარჩენაში ახალგაზრდა მკვლევარის ბლაგვი კბილებისაგან. მთლად ცუდია, როდესაც ძაღლს ეჩხუბებიან ჩადენილიდან რამდენიმე საათში. ლეკვი შეიძლება ვერ მიხვდეს, თუ კერძოდ რამ გააბრაზა მფლობელი, მაქსიმუმ: იგი შეძლებს პატრონის სიბრაზის დაკავშირებას გროვის არსებობასთან, მაგრამ ორგანიზმის ფუნქციონირების შეცვლა მას არ ძალუძს, ამიტომაც საწყალი ლეკვი ალაგებას მისთვის ერთადერთი არსებული ხერხით დაიწყებს: იგი მას შეჭამს, რაც ბევრისათვის ნაცნობი დაავადების – კაპროფაგიის – წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზია, ის კი ძალიან რთულად ექვემდებარება კორექტირებას. ამ მიჩვევის მოშორება პატრონისათვის ძალზე რთული იქნება. თუ ლეკვი არ იყო შეჩვეული ტუალეტისადმი მომშენებელის მიერ, მაშინ საჭიროა იატაკის ზედაპირის დაფარვა გაზეთებით. გარკვეული დროის შემდეგ გაზეთების დატოვება საჭიროა მხოლოდ ხშირ ადგილებში და თანდათანობით მათი ფართობისა და რაოდენობის შემცირება. შეიძლება გამოვიდეს ისე, რომ ლეკვი ტუალეტში დადის ეგრევე საჭმლის შემდეგ და, გაზეთი, ასეთგვარად, ხვდება სამზარეულოში. საჭირო იქნება რამდენიმე დღის მანძილზე ამ მეზობლობის ატანა და გაზეთის გადაადგილება რამდენიმე სმ-ით სასურველ მხარეს. რამდენიმე კვირაში ლეკვი დაიწყებს სეირნობას. ძალიან ხშირად, როდესაც ლეკვს ახსოვს თუ სად უნდა მოისაქმოს, სეირნობის შემდეგ ყველაფერი სახლში მოაქვს, რათა ქაღალდზე მოისაქმოს. ნუ შეშინდებით. ისეირნეთ მასთან ერთად უფრო დიდხანს, რათა მან ბოლოს მაინც ეზოში ქნას. შეგიძლიათ ასუნინოთ ძაღლს სხვათა გროვები, რათა იგი მიხვდეს, რომ ქუჩაში ასევე შეიძლება ტუალეტში სიარული. ამავე დროს, როდესაც ძაღლი ქუჩაში მოსაქმებას ჯერ კიდევ ეჩვევა, ყოველი ასეთი მოსაქმების შემდეგ აუცილებლად შეაქეთ და აჩუქეთ რაიმე გემრიელობა. ძაღლის ჰიგიენაზე ზრუნვა ძაღლის ჰიგიენისათვის საჭიროა შემდეგი ნივთები: სავარცხელი, უხეში ჯაგრისი, რკინის ჯაგრისი, ქეჩა, შალის ნაჭერი, ბამბა, ჩვარი. სავარცხლით უნდა დაივარცხნოს თმა მისი ზრდის, თავის, კისრისა და კუდის მიმართულებით. შემდეგ კი რკინის ჯაგრისით. მას შემდეგ რაც ეს პროცედურა ჩატარდება, უნდა გაიწმინდოს შალის ნაჭრით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყურის ნიჟარის გასუფთავებას. ჭუჭყს აცილებენ შალის ნაჭრით. თვალების გაწმენდისას უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. ბამბა უნდა დავასველოთ ნელ-თბილი წყლით და ფრთხილად გავუწმინდოთ. ამ დროს ძაღლს თვალები დახუჭული უნდა ჰქონდეს. დამჯერობის, მორჩილების სწავლება; მავნე ჩვევების აღკვეთა მოზარდ ლეკვთან, განსაკუთრებით ხვადთან, ურთიერთობისას, შესაძლებელია წარმოიშვას მცირე კონფლიქტური სიტუაციები, რომლებსაც შემდგომში, სათანადო ღონისძიებების მიღების გარეშე, შეუძლიათ ურთიერთობაში პრობლემების შექმნა. მაგალითად, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი ცდილობს წაართვას ძაღლს სათამაშო ან საკვები, ან უახლოვდება მას იმ მომენტში, როდესაც მას უჭირავს სათამაშო ხახით ან საგანი მის გვერდით დევს – ძაღლი იღრინება, ზოგჯერ კბენასაც კი ცდილობს. ამას ეწოდება – აგრესია ლიდერობისათვის ბრძოლაში. არასწორია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი ქცევა ნორმალურია, რომ ძაღლი უბრალოდ იცავს საკვებს, ან ადგილს, ან რომ ძაღლთან კარგი ურთიერთობა ნიშნავს ყველაფერ იმის შესრულებას, რასაც იგი ითხოვს. აუცილებელია იმთავითვე აღმოფხვრათ ასეთი საქციელი და აჩვენოთ ლეკვს, თუ ვინ არის სახლის პატრონი. საჭიროა მკაცრად დასაჯოთ ძაღლი და დაიწყოთ წვრთნა დამჯერობის შემუშავებაზე. ერთ-ერთ სანაშენეშ იყო ასეთი პრაქტიკა: ლეკვი შეიძინეს 8 თვის ასაკში ოჯახში, სადაც იყვნენ 3 და 5 წლის ბავშვები. ლეკვის საბოლოოდ წაყვანამდე, ქალბატონი ორჯერ მივიდა, რათა უფრო ახლოს გაცნობილიყო ლეკვს. ძაღლს იგი მოეწონა და მეორედ გაცნობისას ლეკვი სიამოვნებით ეჯდა ხელებში და ეთამაშებოდა. სანაშენეში ლეკვი ვერ ხედავდა პატარა ბავშვებს და არც იცოდა მათი არსებობის შესახებ. როდესაც მფლობელმა მიიყვანა იგი ახალ სახლში, ბავშვები ხმაურით მიცვივდნენ მასთან. ლეკვს თავიდან შეეშინდა და მიებღუჯა ნაცნობი ადამიანის ფეხებს. მფლობელმა აიყვანა იგი ხელში და მისი დამშვიდება სცადა. შედეგად ლეკვმა დაუღრინა ბავშვებს. შემდგომში ქალბატონს აუხსნეს მისი არასწორი ქმედებები, რის შემდეგაც ლეკვის ხელში აყვანა ბავშვების გარემოცვაში აღარ ხდებოდა. ბავშვებმა დაიწყეს ლეკვის ყოველდღიური კვება და იგი მიეჩვია მათ, აღარ უღრენდა და უკვე სიამოვნებით ეთამაშებოდა. პატრონის მხრიდან კარგი ქცევისათვის წაქეზებამ და ბავშვების მიმართ აგრესიის გამოვლენისათვის რბილმა დასჯამ გამოიღო დადებითი შედეგები. არ მოექცეთ ძაღლს ისე, როგორც პატარა ბავშვებს! ძაღლი – გროვის წევრია და ემორჩილება ამ გროვის კანონს. პატრონი ყოველთვის გროვის ლიდერია, ძაღლი უნდა იყოს ბოლო ადგილზე. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ძაღლთა მფლობელებს უსიამოვნებებს ანიჭებს – საკვების ან ალერსის მოთხოვნაა. თავიდან ძაღლის მოთხოვნილებას არ მოჰყვება დიდი უსიამოვნებები, მაგრამ ხშირად სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. როდესაც იგი იწყებს ფხაჭვნას, ხმამაღლა ყეფას, ხტუნვას – ეს ძლიერ მოქმედებს ოჯახის წევრების ნერვულ სისტემაზე. თეორიულად ამ პრობლემის გადაჭრა მარტივია. ამისათვის მფლობელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება – არასოდეს მისცეს ძაღლს ის, რისი მიღწევაც სურს მას თხოვნით. ამის გარდა, არ შეიძლება არასასურველი ქმედებების ჩახშობა მისთვის რაიმე ნივთის მიცემით; მაგალითად, ძაღლი ყეფს, როდესაც მთელი ოჯახი მაგიდასთან ზის და სადილობს. არ ღირს ძაღლისათვის სათამაშოს მიცემა მისი გაჩუმების მიზნით. ამგვარად, თქვენ შესაძლოა მხოლოდ განამტკიცოთ ძაღლის მიდრეკილებები. თუ მას არ აქვს ყეფის მოთმინების შესაძლებლობა, პატრონი დამაჯერებლად უნდა ადგეს მაგიდიდან და მკაცრი ხმით გააძევოს ძაღლი “ადგილზე” ან მკაცრად დასაჯოს, რათა იმთავითვე მოაშლევინოს არასასურველი ქცევა. არსებობს არასასურველი ქცევის გადაჩვევის კიდევ ერთი კარგი მეთოდი. უნდა ადგეთ, გახვიდეთ ოთახიდან და დააიგნოროთ ძაღლი. ასეთი ხერხი ერთგვარი რბილი დასჯის ტოლფასია. “ჩემთან!” ბრძანების სწავლება ლეკვისათვის “ჩემთან!” ბრძანების სწავლება საჭიროა უპირველეს ყოვლისა. დაუძახეთ ლეკვს მისი სახელით და დაამატეთ მხიარული ხმით “ჩემთან!” თუ ლეკვი მაშინვე მოვა, მიეცით მას სასუსნავის პატარა გემრიელი ნაჭერი და მოეფერეთ. ქუჩაში ბრძანება უნდა ჟღერდეს ხშირად და მას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს გემრიელი ჯილდო. წაქეზება უნდა ხდებოდეს მაშინვე, რაც ნიშნავს, რომ ბრძანების წარმოთქმისას სასუსნავი ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს პატრონის ხელში. დაჯილდოება საჭიროა არა პატრონთან ნებისმიერი მისვლისათვის, არამედ მხოლოდ ბრძანების შედეგად მისვლის შემთხვევაში. მეორე მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: თუ ძაღლი არ მოდის პატრონის დაძახებაზე, უკანასკნელმა ისე უნდა ქნას, თითქოს მიდის სადმე მის გარეშე. ძაღლს არ უყვარს მარტოობაში დარჩენა და წაჰყვება თავის პატრონს. ამ დროს კვლავ დაუძახეთ და მოსვლისთანავე დააჯილდოვეთ ძაღლი სასუნავის ნაჭერით, შეაქეთ და მოეფერეთ. “ფუ!” ბრძანების სწავლება ლეკვი ყოველთვის შეასრულებს თქვენთვის არასასურველ ქმედებებს და იმისათვის, რომ ისინი ჩვევაში არ გადაეზარდოს, ლეკვმა უნდა იცოდეს ბრძანება “ფუ!” ამ ბრძანებისადმი მიჩვევა საჭიროა 2-თვის ასაკიდან. სხვა ბრძანებების მსგავსად, ძაღლმა ეს ბრძანებაც უნდა შეასრულოს დაუყონებლივ. “ფუ!” ბრძანებას ამბობენ მკვეთრი და მკაცრი ხმით, რომელიც გამოხატავს პატრონის უკმაყოფილებას. ერთდროულად მას მოჰყვება წკეპლის ან სპეციალური მათრახის სუსტი დარტყმა. არ შეიძლება ხელით ან თასმით რტყმა, თქვენი ხელი ლეკვისათვის ხომ ალერსის სიმბოლოა, თასმა კი განკუთვნილია გასასეირნებლად. თუ თქვენ ლეკვს თასმით სცემთ, ვეღარ შეძლებთ ლეკვის გასეირნებას თასმით: ლეკვს შიში გაუჩნდება მის მიმართ. ამ ბრძანების გამომუშავება უნდა იყოს შეხამებული ლეკვისათვის აკრძალული ქმედებების შეჩერებით. მკაცრად და ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს ლეკვს. “ფუ!” ბრძანება – მკვეთრი და მოულოდნელია, ასეთივე უნდა იყოს ფიზიკური ზემოქმედებაც. ლეკვები და ზრდასრული ძაღლები, ჩვეულებრივ, იღებენ მიწაზე არსებულ სხვადასხვაგვარ ნარჩენებს, მაგრამ არა შიმშილის, არამედ თანდაყოლილი მოთხოვნილების გამო. წარსულში ძაღლები საკვებს სწორედ ასეთი ხერხით შოულობდნენ. ნარჩენების აღება იწვევს მძიმე შედეგებს. ამასთან ბრძოლა საჭიროა უკვე ლეკვის ადრეულ ასაკში, ერთდროულად “ფუ!” ბრძანების დამუშავებასთან ერთად ლეკვის გადაჩვევა მიწიდან სხვადასხვაგვარი ნარჩენის აღებისაგან შეიძლება სხვადასხვა ხერხით. მაგალითისათვის: გასეირნების წინ ლეკვისათვის უცნობმა პიროვნებამ დადგენილ ადგილებში საჭიროა დადოს ხორცის რამდენიმე ნაჭერი, რომლებსაც უნდა ეყაროს პილპილი ან სხვა მწარე, მაგრამ უვნებელი წამალი. სეირნობის დროს საჭიროა მოახდინოთ ლეკვისათვის ამ ნარჩენების პროვოცირება: ასეთი “საჩუქარი” ლეკვს ნამდვილად არ მოეწონება. მსგავსი გაკვეთილის განმეორება საჭიროა რამდენიმეჯერ, სატყუარის განთავსების ადგილის, ხარისხისა და გემოს შეცვლით. მეორე ხერხი – თითქმის იგივეა, მაგრამ გემრიელი საკვების მიცემა ხდება მწარე სანელებლების გარეშე. მას ცვლის წკეპლა, რომლითაც პატრონი ურტყავს ლეკვს, თუ ეს უკანასკნელი გემრიელ ნაჭერს იღებს. ამასთან, დარტყმა უნდა შეესაბამებოდეს ძაღლის ზომებს. ერთდროულად წარმოითქმის ბრძანება “ფუ!”. ამკრძალავი ბრძანება, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ძაღლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებისათვის. “გვერდით!” ბრძანების სწავლება 1. ახალგაზრდა ძაღლი, რომელიც თასმას ქაჩავს, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ პატრონმა გამოტოვა ის დრო, როდესაც უნდა გამოეყენებინა წყვეტიანი ჯაჭვი. 2. ძაღლი, რომელმაც სწორად აითვისა გვერდით მოძრაობის ილეთი, წინასწარ უნდა განჭვრიტოს პატრონის ქმედებები. მან იცის, რომ თასმის მსუბუქ მოქაჩვას თან შეიძლება სდევდეს ბრძანება “დაჯექი!” ან ტროტუარის კიდეზე შეჩერება. 3. თუ ძაღლი ცდილობს ჩამორჩენას, მისი ამისაგან გადაჩვევა უნდა მოხდეს წყვეტიანი ჯაჭვის დახმარებით: როდესაც ძაღლი გვერდით იმყოფება, ჯაჭვი თავისუფლად კიდია; ხოლო როდესაც ცხოველი ებჯინება, ჯაჭვი იჭიმება. “დაჯექი!”, “ადგილზე!” ბრძანებების სწავლება 1. ძაღლისათვის ჯდომისა და ადგილზე დარჩენის სწავლება – ძალიან კარგი ილეთია საწყისი წვრთნისას, რომელიც საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მანქანის ქვეშ მოხვედრას და გახდეს მასთან შემდგომი ურთიერთობის საფუძველი. მას შემდეგ, რაც ძაღლს დასვამთ ბრძანებით “დაჯექი!”, მოათავსეთ ხელისგული მისი ცხვირის წინ. 2. ხელების ჩამოუშვებლად მიეცით ბრძანება “ადგილზე!” და დადექით სახით ძაღლის წინ. მაგრად გეჭიროთ თასმა და მზად იყავით მოსაქაჩად, როდესაც ძაღლი მოისურვებს წასვლას. თუ იგი ადგა, დაიწყეთ ყველაფერი თავიდან. 3. როდესაც ძაღლი მიხვდება, თუ რა გსურთ მისგან, დადეთ თასმა და თანდათანობით წადით. არ დაგავიწყდეთ ხელის ჭერა მაღლა, რათა ძაღლი ხედავდეს მას და თან იმეორეთ “ადგილზე” იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს იქნება საჭირო. ილეთის ათვისებასთან ერთად გაზარდეთ დისტანცია. ივარჯიშეთ ცოტა ხანს, რათა არ გადაღალოთ არც ძაღლი და არც საკუთარი თავი. “დაწექი!”, “ადგილზე!” ბრძანებების სწავლება 1. ადგილზე ძაღლის ჯდომისა და დარჩენის შეჩვევის შემდეგ, ადვილია შემდეგ ილეთზე გადასვლა. დასვით ძაღლი და აიძულეთ დაწოლა, წინა თათების წინისაკენ ბიძგით. 2. როდესაც ძაღლი დაწვება, უთხარით ხმადაბლა “დაწექი!” თუ ძაღლი შეეცდება ადგომას, გაიმეორეთ “დაწექი!” და ეგრევე დაუმატეთ “ადგილზე!” – წინა ბრძანების განმტკიცებისათვის. ეცადეთ ძალიან ძლიერ არ უბიძგოთ ძაღლის თათებს. 3. როდესაც ძაღლი დაწვება, დადექით მის პირისპირ და დრუნჩთან ხელის დაჭერასთან ერთად, მიეცით ბრძანება “ადგილზე!”, თუ იგი შეეცდება ადგომას. გადით და განაგრძეთ ჟესტით მკვეთრი სიგნალის მიცემა. “მობრუნდი!” ბრძანების სწავლება 1. როდესაც ძაღლი თქვენს გვერდით მოძრაობს, მსუბუქად მიარტყით თეძოზე, რათა მიიპყროთ ძაღლის ყურადღება და მოაბრუნოთ მარჯვნივ, ამასთან იმეორეთ სიტყვა “გვერდით!” 2. დაიწყეთ თქვენი ძაღლისათვის მარცხნივ და მარჯვნივ მობრუნების სწავლება მხოლოდ მის მერე, რაც იგი დაიწყებს მოძრაობას გვერდით და თქვენი განზრახვების, წინასწარ განჭვრეტას. 3. მარცხნივ მობრუნება უფრო რთულია, რადგანაც თქვენ შესაძლოა მას თათზე დააბიჯოთ ფეხი მისი გვერდით მობრუნებისას. დაიწყეთ შენელებული მოძრაობიდან. “ბარიერი!” ბრძანების სწავლება დაბრკოლებათა გადალახვა. 1. იმისათვის, რომ ასწავლოთ ძაღლს ბარიერებზე გადახტომა, დაიწყეთ მარტივი და უსაფრთხო საშუალებებით – მორით ან დაბალი კედლით. გაუკეთეთ ძაღლს თასმიანი წყვეტიანი ჯაჭვი, მიეცით ბრძანება “დაჯექი!” და გადადით დაბრკოლების მეორე მხარეს. იმისათვის, რომ ძაღლს გადახტომა აიძულოთ, მიარტყით დაბრკოლებას და უბრძანეთ “აპ!” ან “ბარიერი!”. 2. როდესაც ძაღლი ხტება, ჯაჭვი უნდა ეკიდოს თავისუფლად. თუ ძაღლი ჯიუტობს, ნელა მოქაჩეთ იგი, ხოლო როდესაც ის გადალახავს დაბრკოლებას, შეაქეთ ამისათვის. როდესაც ძაღლი თავის თავში დარწმუნდება, გადადით ნახტომებზე თასმის გარეშე და დარჩით იმავე ადგილას, საიდანაც იგი ხტება. “აპორტი!” ბრძანების სწავლება აპორტირება წარმოადგენს ერთ-ერთ ურთულეს ვარჯიშს მიუხედავად გარეგანი სიმარტივისა და ილეთის სირთულის არარსებობისა. სირთულეები: აღგზნებადობისა და შეჩერების მონაცვლეობა შედარებით მცირე დროში. რამდენიმე წუთის მანძილზე ძაღლი განიცდის საწინააღმდეგო მდგომარეობების მკვეთრ და არაერთჯერად ცვლილებას. არასაკმარისად გაწონასწორებული პროცესების მქონე ძაღლისათვის ეს ძალიან სერიოზული გამოცდა ხდება. ლეკვისთვის ადრეულ ასაკში ამ ილეთის სათამაშო მეთოდის სახით გამოყენებით, ჩვენ ვაძლიერებთ აღგზნებადობის პროცესებს, შემდეგ გვიხდება მათი შეკავება, საყოველთაოდ კი ცნობილია, რომ გადაჩვევა ყოველთვის უფრო რთულია სწავლაზე და შედეგი ასეთ შემთხვევაში, უარესი იქნება. ჩვენ ვაბრაზებთ ძაღლს საგნით, “ვაცოცხლებთ” მას. ვამარაგებთ მიმზიდველი სურნელებით, ანუ საგანი გარდაიქმნება “ნადავლად”. სწორედ ამის გამო ირთვება დევნისა და დაჭერის უპირობო პროცესი, მაგრამ მას აქვს ასეთივე უპირობო გაგრძელება – ნადავლის მოკვლა და შეჭმა, სწორედ ამის გამო ხდება ძაღლის თამაში საგანთან, მასთან გაქცევის, დაწოლის, ღრღნის და ა.შ. მისწრაფება. ცხადია, მონადირე ძაღლებს ეს სტადიები მკვეთრად აქვთ გამოკვეთილი. მწევარი ნადავლს იჭერს და კლავს, მაგრამ არ აზიანებს; სეტერი ძებნის და მოაქვს, მაგრამ კლავს მონადირე; ლაიკა ზვერავს ან იწყებს ბრძოლას, მაგრამ არ მოაქვს ან მოაქვს მონადირის მიერ მოკლული ნადირი; მეძებარი მიყვება ნაკვალევს, მაგრამ არ ეხება მოკლულ ცხოველს და ა.შ. ამით ხდება ნადირის დაგლეჯვის და შეჭმის თავიდან აცილება. გონივრულად მიგვაჩნია სპორტული ძაღლის მომზადებისას გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდი, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიციელი ძაღლების წვრთნა გერმანიაში XIX-XX საუკუნეებში, რომელიც რობერტ გერსბახის მიერაა აღწერილი. ლეკვის თამაში ჯოხით, სათამაშოებით, ბურთით და ა.შ აუცილებელია მისი განვითარებისათვის და მათი აკრძალვა სისულელეა, მაგრამ თამაშისას არ შეიძლება სხვა ნებისმიერი სიტყვების გამოყენება, ნორმატიული ბრძანებების გარდა! მაგ. შეიძლება გამოვიყენოთ: “მოიტანე”, “მომაწოდე”, “დაანებე” და ა.შ. მაგრამ არა “აპორტი” და “მომეცი” (ანუ ის ბრძანებები რასაც ვრთნისას ვიყენებთ), რადგანაც ძაღლი ძალზე მჭიდროდ უკავშირებს საკუთარ ქმედებებს ნივთებს; შემთხვევით არ უნდა მოხდეს ძაღლის შეცდომაში შეყვანა არასწორად წარმოთქმული ბრძანებით. ეს წვრთნა რამდენიმე სტადიისაგან შედგება რომელიც თავის მხრივ დაყოფილია ეტაპებად, ანუ დავალებები ძაღლისთვის თანდათან რთულდება. 1 სტადია: ა) ძაღლი საწყის მდგომარეობაშია: ზის ფეხთან. “აპორტის” ბრძანების მიცემისას, ძაღლს უხსნიან ხახას, რისთვისაც მარცხენა ხელით უჭერენ ზედა ტუჩს ეშვებთან, მარჯვენა ხელით კი უდებენ ნივთს, მარცხენა ხელით უჭირავთ ძაღლის ქვედა ყბა, რითაც არ აძლევენ ნივთის გადმოგდების საშუალებას. 2-3 წამის შეკავების შემდეგ აძლევენ ბრძანებას “მომეცი”, ძაღლი ხსნის კბილებს და ართმევენ ნივთს. გერსბახი გვირჩევს პირველი ნივთის სახით ძაღლს შევთავაზოთ მწვრთნელის ხელი ტყავის ხელთათამანში. ტყავი ძაღლში არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, ხოლო მწვრთნელი გრძნობს, თუ რამდენად მჭიდროდ უჭირავს ძაღლს იგი. ცხადია, სხვა ვარიანტებიც არის შესაძლებელი, მაგრამ პირველი ნივთი უნდა იყოს ძაღლისათვის სასიამოვნო და არ იწვევდეს მასში ღეჭვის და ყლაპვის სურვილს. აუცილებლად შეინარჩუნეთ პაუზა საგანთან შეხებასა და “მომეცი” ბრძანებას შორის. ბ) ძაღლი ბრძანებაზე აღებს ხახას და იღებს სხვადასხვა ნივთს, უჭირავს ისინი და იძლევა მათ ბრძანებაზე. საჭიროა აღკვეთოთ (ქვედა ყბაზე მსუბუქი მორტყმით) ნივთის დაღეჭვის ან თვითნებურად დაგდების მცდელობა. გ) ხახაში ნივთის გაჩერება მიიყვანება 5 წუთამდე. დ) ძაღლი ხახაში საგანთან ერთად ასრულებს ბრძანებას “გვერდით”, ადგილზე და მოძრაობისას მობრუნებას. ე) ხდება ძაღლის დაძახება შეჩერების პოზიციიდან, იგი ასრულებს ბრძანებას “ჩემთან” ხახაში ნივთთან ერთად. მე-2 სტადია: ა) საგნის მიტანა ძაღლის დრუნჩთან ხდება ისე, რომ “აპორტი” ბრძანების შესრულებისათვის მას მოუწიოს კისრის გამოწევა და ნივთის აღება. ბრძანებას თან სდევს შეჩერება! ბ) ნივთს დებენ ძაღლის წინ. გ) ნივთს აგდებენ ძაღლის წინ. დ) თანდათანობით იზრდება მანძილი და შეჩერება. ამასთან მუდმივად მეორდება გ), დ), ე) ვარჯიშები პირველი სტადიიდან. იცვლება ნივთები, მათი ფორმა, წონა, ფაქტურა. მე-3 სტადია: ა) ნივთს დებენ ისეთ ადგილას, სადაც ძაღლმა იგი სუნის მიხედვით უნდა მოძებნოს (ბალახი, თოვლი და ა.შ.). ბ) ნივთის ძებნა საჭირო სუნით. თავიდან მწვრთნელის ნივთს წინასწარ დებენ (ძაღლმა არ უნდა ნახოს სად) და მცირე ხნის შემდეგ ძაღლი მიჰყავთ და უშვებენ ნივთის ადგილმდებარეობიდან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით. შემდეგ მწვრთნელის ნივთს ასევე წინასწარ ათავსებენ ანალოგიურ ნივთებში. ამასთან შეიძლება საგნების ძებნა და თანმიმდევრული დაყნოსვა სხვადასხვა ნივთებში. როდესაც თანმიმდევრული დაყნოსვა დამუშავებულია ავტომატიზმამდე, შეიყვანება უცხო სუნი; სუნის დიფერენციაცია ხდება ერთადერთი გართულება ძაღლისათვის, და ძაღლს შეუძლია მასზე კონცენტრირება. მხედველობითი კონტაქტი ძაღლთან იმისათვის, რომ ძაღლი კიდევ უფრო მორჩილი იყოს და თვითნებურად რამის გაკეთეას არ შეეჩვიოს, მნიშვნელოვანია მასთან თვალით კონტაქტი. რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი ამ წვრთნის გზებსა და საჭიროებასაც თვალნათელს გახდის. შეაქეთ და გაუმასპინძლით მას, მისი გამოხედვის სანაცვლოდ. მაგალითად, ძაღლი მიდის ბრძანებაზე “გვერდით”, დაინახა მეგობრულად განწყობილი ძაღლები და სურს მათთან თამაში. თუ თქვენ ადრე მას უბრალოდ უშვებდით ბრძანებაზე “ისეირნე”, ახლა შეჩერდდით, დაელოდეთ, როდის შეგხედავთ ძაღლი მოუთმენლად: “რატომ არ მიშვებენ სასეირნოდ, როდის იქნება შესაძლებელი?” და ამ მომენტში, როდესაც დაიჭერს თქვენს გამოხედვას, წაახალისეთ და გაუშვით სასეირნოდ. ანალოგიურად, ჭამის წინ, ბრძანება მიეცით მხოლოდ მისი კითხვითი გამოხედვის შემდეგ. უკეთესი ისიც იქნება, თუ ძაღლს ასწავლით ბრძანებას “შემომხედე”. ძალიან მალე ძაღლი მიხვდება, რომ მხედველობით კონტაქტს მოჰყვება ესა თუ ის სასიამოვნო მოქმედება და მუდმივად შემოგხედავთ თვალებში. ეთამაშეთ, მიეცით დავალებები, მოიფიქრეთ ახალი მოქმედებები, შეუნარჩუნეთ მას თქვენი გამოხედვის მოძებნის მუდმივი სურვილი და მალე თქვენი სეირნობები გახდება სარეკლამო ძაღლის მსგავსი გამოხედვით “რა გსურს, საყვარელო პატრონო?” აქვე გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ მნიშვნელოვანია არ გაზარდოთ დომინანტური ძაღლი, რომლის პირველივე გამოხედვაზე მფლობელი ტოვებს სტუმრებს და მირბის ძაღლის გასართობად, აძლევს მას საკუთარ თეფშს და წევს საწოლის კიდეში, მაშინ, როდესაც ძაღლი მის ბალიშზეა მოწყობილი.
  13. ჭირით ყველა სახის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-5 თვის ასაკის ლეკვი. ძუძუ სწოვის ასაკში ლეკვი იშვიათად ავადდება. ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვი, როგორც წესი არ ავადდება. კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა დედიდან მოცილების შემდეგ. თუ მას ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აუცრიან, ის შეიძლება დაავადდეს. ინფექციის აღმძვრელის წყაროა დაავადებული ცხოველი, რომელიც გამოყოფს ვირუსს გარემოში ინკუბაციის და რეკონვალესცენციის პერიოდში. ვირუსი იმყოფება თვალისა და ცხვირის გამონადენში, ფეკალში და სხვა სეკრეტში ჩვეულებრივად 10-51 დღე. დაავადებამოხდილმა ძაღლმა შეიძლება ვირუსი გამოყოს 3 თვის, ენოტმა-9, სხვა ბეწვიანმა ნადირმა 3-5 თვის განმავლობაში. ჯანმრთელი ცხოველი სნებოვნდება ავადმყოფთან ან დაავადებამოხდილთან ერთად შენახვის პირობებში, დაინფიცირებული საკვების მიღებისას, რესპირაციული გზით და დაგრილებისას. დადგენილია ვირუსის გადაცემის ვერტიკალური გზაც, პლაცენტით-ავადმყოფი დედიდან შთამომავლობაზე. ჭირის ვირუსის გადაცემის ფაქტორია: ჭირის ვირუსით დაინფიცირებული ცხოველის მოვლის საგნები, მომვლელის სპეციალური ტანსაცმელი, საკვები, მწერი, ფრინველი და მღრნელი მარტო მექანიკური გადამტანი კი არ არიან, არამედ შეიძლება მათ ვირუსი გამოყონ ისე, რომ დაავადების ნიშნები არ გამოავლინონ. ბუნებაში ჭირის აღმძვრელის რეჭირით ყველა სახის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-5 თვის ასაკის ლეკვი. ძუძუ სწოვის ასაკში ლეკვი იშვიათად ავადდება. ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვი, როგორც წესი არ ავადდება. კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა დედიდან მოცილების შემდეგ. თუ მას ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აუცრიან, ის შეიძლება დაავადდეს. ინფექციის აღმძვრელის წყაროა დაავადებული ცხოველი, რომელიც გამოყოფს ვირუსს გარემოში ინკუბაციის და რეკონვალესცენციის პერიოდში. ვირუსი იმყოფება თვალისა და ცხვირის გამონადენში, ფეკალში და სხვა სეკრეტში ჩვეულებრივად 10-51 დღე. დაავადებამოხდილმა ძაღლმა შეიძლება ვირუსი გამოყოს 3 თვის, ენოტმა-9, სხვა ბეწვიანმა ნადირმა 3-5 თვის განმავლობაში. ჯანმრთელი ცხოველი სნებოვნდება ავადმყოფთან ან დაავადებამოხდილთან ერთად შენახვის პირობებში, დაინფიცირებული საკვების მიღებისას, რესპირაციული გზით და დაგრილებისას. დადგენილია ვირუსის გადაცემის ვერტიკალური გზაც, პლაცენტით-ავადმყოფი დედიდან შთამომავლობაზე. ჭირის ვირუსის გადაცემის ფაქტორია: ჭირის ვირუსით დაინფიცირებული ცხოველის მოვლის საგნები, მომვლელის სპეციალური ტანსაცმელი, საკვები, მწერი, ფრინველი და მღრნელი მარტო მექანიკური გადამტანი კი არ არიან, არამედ შეიძლება მათ ვირუსი გამოყონ ისე, რომ დაავადების ნიშნები არ გამოავლინონ. ბუნებაში ჭირის აღმძვრელის რეზერვუარია გარეული ცხოველები(განსაკუთრებით ენოტი და მელია), ასევე მაწანწალა ძაღლი. ჭირი შეიძლება აღინიშნოს წლის ყველა დროს, მაგრამ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვლინდება ხშირად ეპიზოოტიის სახით. ძაღლში დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ჭიის ინვაზიის არსებობა, მოციონის უქონლობა და ნათესაური მოშენება, ავიტამინოზი, ცივი ნესტიანი ამინდი, უხარისხო კვება. ძაღლში ბუნებრივი დასნებოვნებისას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 14-21 დღე და მეტი. ბეწვიან ნადირში( მელა, ყარსაღი, წაულა)-9-30 დღე და ზოგჯერ 90 დღე. კლინიკურად ჭირი ვლინდება მრავალფეროვნად, არჩევენ: ფილტვის, ნაწლავის, ნერვულ, კანის და შერეულ ფორმებს. ჭირი შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებურად, მწვავედ, ქვემწვავედ, ქრონიკულად, აბორტულად, ტიპიურად და ატიპიურად. ჭირის “კლასიკური” ფორმისას პირველი ნიშნებია ჩირქიანი კონიუქტივიტი, მშრალი ხველა, რინიტი; ექსუდატი ხმება თვალებსა და ცხვირის გარშემო ქერქის სახით. სხეულის ტემპერატურის ამაღლება (>40°), ცხოველი მოდუნებულია, უარს ამბობს საკვებზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებისას ამას ემატება ღებინება და დიარეა. ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება განვითარდნენ დასენიანებიბიდან 3 კვირაში. ნერვული სიმპტომები (კრუნჩხხვები, მიოკლონუსი, ატაქსია, პარალიჩი) ვითარდება უცაბედად ან თანდათანობით და შეიძლება პროგრესირებდნენ. ძაღლებს, რომლებმაც გადაიტანეს ჭირი, აღენიშნებათ ცხვირისა და თათების ბალიშების ჰიპერკერატოზი, კბილის ემალის განუვითარებლობა. ჭირით ავადმყოფ ძაღლის მკურნალობის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ის , რომ ყველა ქიმიოთერაპიულ საშუალებას არ აქვს ვირუციდული მოქმედება, მაგრამ შეუძლიათ ორგანიზმის ზოგადი ტონუსის ამაღლება და სეკუნდარული ბაქტერიული ინფექციის თავიდან არიდება. ავადმყოფობის დასაწყისში საჭიროა კუნთში კალციუმის გლუკონატის შეყვანა 1-5 მლ. დოზით ცხოველის მასის შესაბამისად.ვიტამინოთერაპია, პროტეინოთერაპია, ინფუზიო-გლუკოზა5%, რინგერი, იზოტონური ხსნარი. პარეზის თავიდან ასაცილებლად ცხოველში შეჰყავთ 0,05%-იანი პროზერინი 1 მლ, კანქვეშ, 10 და მეტი დღის განმავლობაში. ღრმა პარეზის დროს -1%-იანი სტრიქნინის ხსნარი სამკურნალო დოზით. კუნთების დამბლის დროს კარგია მასაჟი, ფიზიოთერაპია. ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია კუნთში 1 მლ ცერებროლიზინის შეყვანა, ყოველდღე, 20-30 დღის განმავლობაში.ზერვუარია გარეული ცხოველები(განსაკუთრებით ენოტი და მელია), ასევე მაწანწალა ძაღლი. ჭირი შეიძლება აღინიშნოს წლის ყველა დროს, მაგრამ შემოდგომაზე და გაზაფხულზე ვლინდება ხშირად ეპიზოოტიის სახით. ძაღლში დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ჭიის ინვაზიის არსებობა, მოციონის უქონლობა და ნათესაური მოშენება, ავიტამინოზი, ცივი ნესტიანი ამინდი, უხარისხო კვება. ძაღლში ბუნებრივი დასნებოვნებისას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 14-21 დღე და მეტი. ბეწვიან ნადირში( მელა, ყარსაღი, წაულა)-9-30 დღე და ზოგჯერ 90 დღე. კლინიკურად ჭირი ვლინდება მრავალფეროვნად, არჩევენ: ფილტვის, ნაწლავის, ნერვულ, კანის და შერეულ ფორმებს. ჭირი შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებურად, მწვავედ, ქვემწვავედ, ქრონიკულად, აბორტულად, ტიპიურად და ატიპიურად. ჭირის “კლასიკური” ფორმისას პირველი ნიშნებია ჩირქიანი კონიუქტივიტი, მშრალი ხველა, რინიტი; ექსუდატი ხმება თვალებსა და ცხვირის გარშემო ქერქის სახით. სხეულის ტემპერატურის ამაღლება (>40°), ცხოველი მოდუნებულია, უარს ამბობს საკვებზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებისას ამას ემატება ღებინება და დიარეა. ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება განვითარდნენ დასენიანებიბიდან 3 კვირაში. ნერვული სიმპტომები (კრუნჩხხვები, მიოკლონუსი, ატაქსია, პარალიჩი) ვითარდება უცაბედად ან თანდათანობით და შეიძლება პროგრესირებდნენ. ავადმყოფობის დასაწყისში საჭიროა კუნთში კალციუმის გლუკონატის შეყვანა 1-5 მლ. დოზით ცხოველის მასის შესაბამისად.ვიტამინოთერაპია, პროტეინოთერაპია, ინფუზიო-გლუკოზა5%, რინგერი, იზოტონური ხსნარი. პარეზის თავიდან ასაცილებლად ცხოველში შეჰყავთ 0,05%-იანი პროზერინი 1 მლ, კანქვეშ, 10 და მეტი დღის განმავლობაში. ღრმა პარეზის დროს -1%-იანი სტრიქნინის ხსნარი სამკურნალო დოზით. კუნთების დამბლის დროს კარგია მასაჟი, ფიზიოთერაპია. ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია კუნთში 1 მლ ცერებროლიზინის შეყვანა, ყოველდღე, 20-30 დღის განმავლობაში.

ვიზიტორთა მთვლელები