Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'ფრინველი'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 7 results

  1. რამდენიმე ხნის წინ კახეთში წავედით სანადიროდ
  2. მოგეხსენებათ სამცხე ჯავახეთში წყალმცურავებზე ნადირობის სეზონი იხსნება 10 სექტემბერს. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, საიტის წევრებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ახალქალაქში სანადიროდ. გეგმა იყო ასეთი: დილით უნდა გვენადირა იხვის გადაფრენაზე (პერელიოტზე) ხოლო გადაფრენის დასრულების შემდეგ გადავსულიყავით მწყერზე სანადირო სავარგულებში. ეკიპაჟი შედგებოდა 5 წევრისგან და 2 ჩვენი ოთხფეხა მეგობრისგან. მაშ ასე სანადიროდ გახლდით: სოსო წილოსანი - სოსო თქვენი მონამორჩილი მე, თაზო ჩხაიძე - თაზო გიორგი ჩიტაიშვილი - ჩიტო გიორგი ოქროპირიძე - მოჩვენება მინდია თედორაია - lebo-kurali ძაღლები: გერმანული იაგდტერიერი - დუჩე ინგლისური პოინტერი - ბუბუ მანქანა: Toyota 4runner მოკლედ, გათენებამდე მივედით იხვზე სანადირო ადგილებში. ადგილები ნაცნობი იყო რადგან წინა წლებში ხშირად ვსტუმრობდით ამ სავარგულებს. შესაბამისად დიდი დროც არ დაგვჭირვებია სანადირო პოზიციების შესარჩევად და გაფაციცებით და გულის ფანცქალით დაველოდეთ გათენებას. ტემპერატურა იყო -2 გრადუსი. ცა ნახევრად ღრუბლიანი, ნიავის გარეშე. ამიტომ ცოტა წინასწარი მოლოდინები გაგვინელდა მაგრამ გეგმა არ შეგვიცლია... გაისმა პირველი სროლა და დაიწყო გულმა ბაგაბუგი. დაიწყეს წყალმცურავებმაც მოძრაობა და დაახლოვებით 15 წუთიანი სროლების შემდეგ დაწყნარდა არემარე... როგორც ვვარაუდობდით მოლოდინი გამართლდა და ჩვენი საერთო მონაგარი იყო 3 ცალი პატარა იხვი და 1 ცალი მელოტა. როცა იხვის ადგილებიდან გამოსვლა დავაპირეთ ჭაობიან ადგილებში გავიარეთ და როგორც ველოდით დაიწყო ყველაზე აზარტული ნადირობა. ჭაობიდან ამოდიოდა: ჭოვილო, ჩიბუხა, ჭყიამპო და წყლის ღალღა. რამდენიმე წარმატებული სროლის შემდეგ გავეშურე მანქანისკენ და ჩემი პოინტერი ჩამოვიყვანე სასწრაფოდ და გავაგრძელეთ ერთ რიგად ნადირობა. იყო ბევრი სახალისო მომენტი, ბევრი ლამაზი სროლის სანახაობა და მიუხედავად სიცივისა, ძაღლის გულმოდგინედ მუშაობა. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ჩვენმა ნანადირევმა შეადგინა 15 ცალამდე ჭაობის ფრინველი ამოვედით მანქანასთან და ტრადიციულად გავშალეთ, ლამაზი სუფრა. 3-3 ჭიქით ერთმანეთს მოვეფერეთ. უფალი ვადიდეთ და გადავედით მწყერის სავარგულების მოსასინჯად. 90% ით ვვარაუდობდით რომ ყინვების გამო მწყერი არ იქნებოდა მაგრამ გულდასაწყვეტი რომ არ ყოფილიყო გადამოწმება ვარჩიეთ. სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინები გამართლდა და მწყერი საერთოდ არ შეგვხვდა. შემდეგ ვნახეთ სხვა მონადირეებიც და იმათთმაც იგივე გვითხრეს რომ ერთი ცალიც არ მოუკლავთ და საბოლოვოდ დავრწმუნდით რომ მწყერზე აზრი არ ჰქონდა სიარულს. დავიწყეთ იხვზე უკეთესი ადგილების ძებნა და გახსენება. ბევრი არც დაგგვიანია როცა მივადექით ერთ ერთ ჩვენს საყვარელ ტყეს სადაც სუფრას ვშლიდით ხოლმე. ხოდაა წავიდა აქაც სამზადისი... სანამ მე და გიო სუფრას ვშლიდით. მინდია და სოსო გართული იყო დილის ნადირობით გამოწვეული ემოციების გაზიარებებით. ცოტა დავლიეთ. დალი და ოჩოპინტრეც ვადღეგრძელეთ და დავისვენეთ სუფთა ჰაერზე შემდეგ გავემზადეთ და გავეშურეთ ახალი სანადირო ადგილებისკენ. ნადირობის დროს სურათების გადასაღებად ნამდვილად ვერ მოვიცალეთ მაგრამ შემდეგისთვის აუცილებლად ვეცდებით ამ პროცესის დროსაც დავტოვოთ სამახსოვრო კადრები... რამდენიმე საათში დავბრუნდით მანქანასთან ხელდამშვენებულები და ჩვენს ნანადირევს შევმატეთ: 12 ცალი მელოტა, 3 იხვი და 2 ჩიბუხა. ცოტა დავსველდი და გამოვიცვალე თუ არა ნანადირევზე ფოტოების გადაღება არ დაგგვიწყებია. ცოტა ვიპოზიორეთ ამასობაში მოსარამოვდა და გავეშურეთ საღამოს პერელიოტზე გასამაგრებელ ადგილებზე. შებინდდა თუ არა გაისმა პირველი სროლა მინდიას მხრიდან რასაც მოყვა 20 წუთიანი ზალპი. გაუთავებელი შეძახილები "მოვხსენი" და გახარებული გულები... სამწუხაროდ რამის პერელიოტის შემდეგ ფოტოები არ გადაგვიღია. ღამის ნადირობაზე შევმატეთ 2 ხაზარული (გარეული იხვი) და 2 იც ფართოცხვირა... სამწუხაროდ ყველა ვერ ვიპოვეთ და ისე მოგვიწია წამოსვლა... მადლობა ღმერთს ამ დღისთვის. რაც მთავარია მშვიდობით სახლებში დაბრუნებისთვის. ჩვენი საიტის წევრებს და მკითხველებს მინდა ვუთხრა... საიტის არსებობის პირველივე წუთიდან ვცდილობთ რაც შეიძლება სწორი ნადირობის კულტურა შევინარჩინოთ და ვებრძოლოთ ბრაკონიერობას. თავისუფლად შეიძლება "ფარის" და "მანოკის" გარეშე ლამაზი ნადირობის მოწყობა და სუფთა სინდისით (სხვა მონადირეებთან და ბუნებასთანც) სახლში დაბრუნება. იყო ბევრი სახალისო და კარგი მომენტი რაც მხოლოდ ბუნებაში ყოფნის დროს შეიძლება მიიღოს ადამიანმა. მოკლედ, არ დაგვირღვევია არცერთი კანონი, არ გადაგვიჭარბებია ლიცენზიით დაშვებულ რაოდენობას და გამოვეშურეთ სახლებისკენ. მინდა გისურვოთ პირველ რიგში მშვიდობით დაბრუნება სახლებში და მინიმუმ იგივე ემოციებით დატვირთული და ბედნიერი დღე რაც ჩვენ გადაგვხდა თავს. გთხოვთ გაითვალისწინოთ. წალკის და ახალქალაქ-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გარდა ჯერჯერობით იხვზე ნადირობის სეზონი არ გახსნილა!!! პატივისცემით: თაზო ჩხაიძე
  3. მარჯანი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება თითქმის ყველგან, ვერტიკალურად აღწევს 3050 მ-მდე ზ.დ. მეტწილად გვხვდება მთის ტყეებში, უღრან ტყეს ერიდება. უმეტესად ბინადრობს ტყის სანაპირო ზონაში, საიდანაც სარჩოს საძებრად იჭრება ველებსა და მინდვრებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. ზოგჯერ კვერცხებს დებს ყვავის, კაჭკაჭის ან რომელიმე მტაცებელი ფრინველის მიტოვებულ ბუდეში. მაისის დამლევს დებს 3-4 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 28 დღემდე. კრუხად ხანგამოშვებით ჯდება მამალიც. საკვებს შეადგენენ ფრინველები, რომელთაც მეტწილად იჭერს ფრენის დროს. მარჯნის სახე აერთიანებს რამდენიმე ქვესახეს. რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მარჯანი - Falco subbuteo subbuteo
  4. ფსოვი

    ფსოვი - Haliaetus albicilla - Орлан-белохвост ფსოვი, რომელიც ცნობილია თეთრკუდა არწივის სახელითაც, ვრცელდება ევროპაში, გარდა პირინეის ნახევარკუნძულისა, აზიაში, ჩრდ. აფრიკასა და ს. - დ. გრენლანდიაზე. საქართველოს ფარგლებში ფსოვი გვხდება თითქმის ყველგან მობინადრე ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ - მდე. ბუდეს იკეთებს ხეზე, ზოგჯერ კლდის ნაპრალში, ზღვებისა და ტბების სანაპიროებზე, მდინარეთა ხეობებში. მარტში დებს 1 – 3 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 32 დღემდე. საკვებს შეადგენენ თევზები. იგი ჭამს აგრეთვე ძაღლებს, კატებს, მღრნელებსა და ფრინველებს, ზოგჯერ ქვეწარმავლებსაც. ცნობილია ფსოვის რამდენიმე ქვესახე. რომელთაგან საქართველოში გვხდება ჩვეულებრივი ფსოვი - Haliaeetus albicilla albicilla გასადიდებლად შეგიძლიათ დააჭიროთ სურათს, ასევე მოუსმინოთ ფსოვის ხმას
  5. გარეული იხვი – Anas platyrhynchos – Кряква გარეული იხვი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩ. – დ. აფრიკაში, ეგვიპტეში, ჩრდ. ამერიკაში, გრენლანდიაში. საქართველოს ფარგლებში გარეული იხვი გვხდება მრავალ ადგილას, როგორც მობუდარი ფორმა. ვერტიკალურად ვრცელდება 2200 მ – მდე. ბინადრობს შინაგანი წყალსატევების სანაპიროებზე ზოგჯერ, განსაკუთრებით კი ზამთრობისას, ზღვათა სანაპიროებზეც. ბუდიბის დროს უპირატესობას აძლევს ტყეთა სანაპიროებს, მაღალბალახოვან ადგილებს. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყლის მახლობლად, ბუჩქის ძირას, ტყის ნაყარში და მსგავს ადგილებში. მაისში დებს 6 – 14 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 30 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენს როგორც მეურნეობა, ისე ცხოველები. ეს ფრინველი ჭამს მცენარეთა ნორჩ ყლორტებს, თესლებს, კვირტებს, კენკრას. საკმაო რაოდენობით ანადგურებს როგორც წყლის, ისე ხმელეთის მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებს, გვერდულებს, წყლის ობობებს, ჭიებს. გარეულ იხვს დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. რიგ ადგილებში წარმოებს მისი დამზადება სარეწაო მიზნით. საქართველოში ამ ფრინველზე ნადირობას აქვს სპორტული ხასიათი.
  6. ქვემოთ ჩამოთვლილია ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა სახელები. ეს სახელები არ არის დიალექტურ ენაზე (შეიძლება კუთხეების მიხედვით სხვა სახელებიც ერქვას). სია მოცემულია ანბანის მიხედვით, ცხოველების შემდეგ იწყება ფრინველების დასახელებები. ცხოველთა შვილების სახელები აქლემი – კოზაკი დათვი – ბელი ვეფხვი – ბოკვერი ვირი – ჩოჩორი (წამოზრდილ ვირს მუტრუკი ჰქვია) თხა – თიკანი ირემი – ბიჟიკი კამეჩი – ზაქი კატა – კნუტი კურდღელი – ბაჭია ლომი – ბოკვერი მგელი – ლეკვი მელა – ლეკვი სპილო – სპლიყვი ტურა – ლეკვი ღორი – გოჭი შველი – ნუკრი ციყვი – დღნაშვი ცხენი – კვიცი ცხვარი – ბატკანი ძაღლი – ლეკვი ძროხა – ხბო ჯიქი – ბოკვერი ჯიხვი – ფოთრი ფრინველთა შვილების სახელები არწივი – მართვე ბატი – ღლაპი ბეღურა – ბარტყი ბუ – მართვე ბულბული – ბარტყი გვრიტი – ხუნდი გნოლი – წიწილა გუგული – ბარტყი თოლია – მართვე ინდაური – ჭუკი იხვი – ჭუჭული კაკაბი – წიწილი კაჭკაჭი – ბახალა კოდალა – ბარტყი კოკორინა – წიწილა მერცხალი – ბარტყი მიმინო – ქულა მტრედი – ხუნდი მწყერი – ჩოჩორი როჭო – ლაპი ფარშევანგი – ნამლევი ქათამი – წიწილა ქორი – ქულა ყარყატი – ბარტყი ყვავი – ბახალა ყორანი – ბახალა შაშვი – ბარტყი შევარდენი – ქულა ჩხიკვი – ბარტყი ძერა – ქულა წერო – ბჟიტი ჭილყვავი – ბახალა ხოხობი – ლაპი სხვა არსებათა შვილების სახელები თევზი – ლიფსიტა ლოქო – ღლაბუტა გველი – წიწილი თაგვი – წრუწუნა კუ – კუსანა ფუტკარი – მართვე სურათების უკეთ სანახავად დააჭირეთ სასურველ ფოტოს...

ვიზიტორთა მთვლელები