Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'სწავლება'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 1 result

  1. მდევარის დაგეშვა პირველ რიგში ძაღლი უნდა იყოს შესაბამისი ასაკის რომ დავუწყოთ გეშვა, ეს ასაკი არის 7-8 თვე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ჩვენ მდევარს გეშვას დავუწყებთ მანამდე უნდა იცოდეს საყვირზე მოსვლა ეს მდევარი ძაღლისთვის აუცილებელია. რადგან თუ მან არ იცის საყვირზე მოსვლა შეილება ნადირს ძალიან შორს გაყვეს და დაიკარგის ან სულაც ვინმემ მოიპაროს (ეს ფაქტი ძალიან მოხშირდა საქართველოში და დიდი სირცხვილია) დღესდღეისობით ძალიან ბევრი მონადირე ამას მდევარის ცუდ თვისებას მიაწერენ და ამბობენ რომ, მდევარი ძაღლი იმიტომ არ მოსწონთ რომ შეიძლება დაიკარგოს და გული დაგწყდება კაცსო, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. სწორად გაწვრთნილი და დაგეშილი ძაღლი არასოდეს არ დაგეკარგება. საყვირზე მოსვლა კი შემდეგნაირად უნდა ვასწავლოთ: ავიღოთ რამე სასუსნავი (ძეხვი, ყველი, სოსისი) და სანამ ძაღლს ვაჭმევთ მანამდე საყვირს უნდა ჩავბეროთ, შემდეგ კი უნდა მივცეთ. ასე გავიმეოროთ ყოველ ჭამაზე. 3-4 დღის მერე ძაღლი საყვირის ხმაზე მოვა, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებაშიც უნდა გამოვცადოთ. დილას ადრე მშიერი ძაღლი უნდა გავიყვანოთ ბუნებაში, სასურველია ორმა კაცმა, ძაღლი თქვენმა მეგობარმა უნდა წაიყვანოს თქვენგან 200-300 მეტრის დაშორებით როდესაც თქვენ საყვირს ჩაჰბერავთ თქვენმა მეგობარმა უნდა აუშვას, ძაღლი რომ მოვა უნდა დავასაჩუქროთ და სასუსნავი უნდა ვაჭამოთ. ეს გაკვეთილი უნდა ჩავუტაროთ ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ ძაღლმა უკვე კარგად შეისწავლა საყვირზე მოხმობა, შეგიძლიათ გეშვაც დაუწყოთ. პირველად სასურველია ჩვენი ძაღლი გავაყოლოთ გამოცდილ მდევარ ძაღლებს. ოღონდ უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი ლეკვი გამოცდილი ძაღლისგან კარგ თვისებებსაც გადაიღებს და ამასთანავე ცუდსაც, ამიტომ ეცადეთ, ისეთ ძაღლებთან ერთად არ ატაროთ რომლებიც ძველ კვალს უყეფენ ან კიდევ საერთოდ ტყუილად ყეფენ. ასევე ზოგი მდევარი სანამ ნადირს არ დაინახავს არ ყეფს. გამოცდილ ძაღლებს ლეკვი უნდა გავაყოლოთ 2-3-ჯერ მერე კი სასურველია მარტო დავუწყოთ გეშვა, თორემ შეილება მიეჩვიოს სხვა ძაღლების მიერ ნაპოვნი ნადირის დევნას, რაც კარგი არ არის. მდევარი ისეთ ადგილას უნდა გავიყვანოთ სადაც კურდღლის ნახვის ალბათობა დიდია. როდესაც მდევარი კურდღელს წამოაგდებს და დევნას დაუწყებს კვალზე უნდა მიაძახოთ და გაამხნეოთ "აი!" "აი!". როდესაც ძაღლის ყეფა მიწყნარდება ესე იგი მან კვალი დაკარგა და უნდა დავეხმაროთ კვალის აღდგენაში. სადაც კვალი დაკარგა იქ უნდა შემოვატაროთ ძაღლი 20 მეტრის რადიუსში, ის კვალს გაიახლებს და განაახლებს დევნას. დროთა განმავლობაში ძაღლი მიხვდება კურდღლის ეშმაკობებს, რომ ის კვალს რევს და ისწავლის კვალის გატანას. ასე დაგეშილი ძაღლი ძალიან კარგი მონადირე დადგება და არც დაიკარგება, როცა მიხვდებით რომ, ძაღლი უკვე ნადირს ძალიან შორს გაყვა ამ დროს უნდა მოიხმოთ საყვირით. ნადირის ძაღლის გეშვას დიდი ნერვები და შრომა სჭირდება, მაგრამ უკვე დაგეშილი ძაღლი ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ი.ჩხაიძე რაც მთავარია ლეკვი უნდა იყოს კარგად განვითარებული ფიზიკურად, 7-8 თვის ასაკიდან მივაჩვიოთ ლეკვი ტყეში სეირნობას, არავითარ შემთხვევაში არ დავემალოთ და არ გადავღალოთ თავიდან ნახევარი საათით ორ კვირაში ერთხელ მოვუმატოთ დროს, როდესაც ლეკვი მიაღწევს სასურველ კონდიციებს ანუ ფუზიკურად მოძლიერდება, ცხრა ათი თვის ასაკიდან დავიწყოთ თტყეში დილით ადრე გასვლები კვირაში სამჯერ თუ არა ორჯერ მაინც, სასურველია ისეთ ადგილებში ტარება სადაც არის კურდღლის საბინადრო ადგილები არავითარ შემთხვევაში არ ატაროთ გამოცდილ ძაღლებთან ერთად.

ვიზიტორთა მთვლელები