Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'სტენდი'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 3 results

  1. მონადირეთა და მეთევზეთა საიტInadire.Ge – ს ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება ღია, არაოფიციალური ტურნირი სასტენდო სროლის სახეობა სპორტინგში, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სრულწლოვან პირს. ტურნირი ეძღვნება ანტიბრაკონიერულ მოძრაობას. უსაფრთხოების წესები ● თოფებს ვკეტავთ მხოლოდ სასროლ პოზიციაზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ; ● ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე იმოძრავებენ ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ. ● ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად იკრძალება და ისჯება დისკვალიფიკაციით. ● სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიწყნარე ● აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება. ● სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა ● დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი. ● ვაზნა თოფში ჩაიდება სასროლ პოზიციაზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ ● ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით. თოფები და ვაზნები ყველა მონაწილე ვალდებულია წარსდგეს 12 კალიბრის გლუვლულიანი თოფით, რომლის ლულის სიგრძე არ იქნება 66 სანტიმეტრზე ნაკლები. ყველა მონაწილეს ადგილზე დაურიგდება 28 გრამიანი 10 ნომერი ვაზნები; შეჯიბრის ჩატარების თარიღი და ადგილი შეჯიბრი გაიმართება 2016 წლის 10 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზებზე იქნება აღნიშვნები, რათა მონაწილეებს გაუდავილდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლა. მონაწილეების რეგისტაცია და შეჯიბრიში მონაწილების საფასური ტურნირზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა ზრდასრულ ადამიანს. ადგილები შეზღუდულია და მაქსიმუმი რაოდენობა არის 30-35 მონაწილე. მონაწილეობის საფასური შეადგენს 40 ლარს (ორმოცი ლარი). აქედან 30 ლარი დაეთმობა 30 სროლას და 10 ლარი საპრიზო ფონდს. პირველი ეტაპი: რეგისტრაციის მსურველმა მონაწილემ სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, პირადი ნომერი, და საკონტაქოტო მობილურის ნომერი უნდა ჩაწეროს ქვემოთ მოცემულ რეგისტრაციის ფორმაში და დააჭიროს “რეგისტრაციას” რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირი არ არის ბოლომდე რეგისრტირებული ტურნირზე იმიტომ რომ გასავლელია მეორე ნაბიჯიც. მეორე ეტაპი: ეს ეტაპი არის ანგარიშწორება. რეგისტრირებულმა მონაწილემ 1 ივლისამდე (1 ივლისი ბოლო ვადაა მაგრამ რაც უფრო მალე მოახერხებს ჩარიცხვას მით უკეთესი) უნდა ჩარიცხოს თანხა ჩვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ამის შემდგომ მონაწილე დარეგისტრიდება ტურნირზე და მითითებულ მობილურის ნომერზე მიუვა კოდი რომლის საშუალებით შეეძლება საიტზე შევიდეს და გადამოწმოს საბოლოვოდ რეგისტრირებული ხალხის სია. ყურადღება!!! რეგისტრაცია იწყება ამ განცხადების გამოქვეყნებისთანავე და ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ივლისი. ტურნირზე რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა შეზღუდული არ არის ანუ საიტზე შეუძლია ყველამ გაიაროს რეგისტრაცია და გადალახოს პირველი ნაბიჯი მაგრამ გაითვალისწინეთ ტურნირზე დაიშვება ის 30-35 მონაწილე რომლებიც უფრო ადრე დაასრულებენ ორივე ეტაპს (რეგისტრაციას საიტზე და თანხის ჩარიცხვასაც) მაგალითად: ამ ბმულის საშუალებით საიტზე გაიარა რეგისტრაცია და წამოსვლის სურვილი გამოთქვა 100 მა წევრმა, ტურნირზე მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ მათ ვინც აღმოჩნდება პირველი 30-35 წევრი რომლებიც გაივლის რეგისტრაციის ბოლო ეტაპსაც ანუ ჩარიცხავს ტურნირში მონაწილეობის საფასურს 40 ლარს. ესეიგი რეგისტრაციის გავლის შემდეგ რაც უფრო მალე მოახერხებთ თანხის ჩარიცხვას მით უკეთესი. ეს იმიტომ რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და არ გვინდა გადასცდეს 30-35 მონაწილეს რათა ღონისძიებამ ჩაიაროს უფრო ორგანიზებულად, უსაფრთხოების წესების უფრო დიდი დოზის დაცვით და სხვა მრავალი მიზეზის გამო. ანგარიშსწორება ანუ როგორ უნდა გავიაროთ მეორე (ბოლო) ეტაპი როცა უკვე გაივლით რეგისტრაციას ამ ბმულზე და დარჩენილი გექნებათ მეორე ეტაპი, ანუ თანხის ჩარიცხვა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის მიხედვით. 1) ანგარიშსწორება ბანკის საშუალებით შეგიძლიათ ჩარიცხოთ TBC ბანკის საშუალებით. ანგარიშის ნომერი: GE27TB7136645063600047 მიმღები: თამაზ ჩხაიძე დანიშნულება: დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და პირადი ნომერი 2) ანგარიშსწორება Emoney – ის საშუალებით შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ჩვენს Emoney – ს ანგარიშზე. სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან უნდა შეხვიდეთ ელექტრონულ საფულეში ან ანგარიშებში და ჩარიცხოთ იქედან. ანგარიშის ნომერი: 388927131 მიმღები: Inadire.Ge – ტურნირი სპორტინგში ყურადღება!!! დააკვირდით აუცილებლად უნდა დააწეროს მიმღების გრაფაში ( Inadire.Ge – ტურნირი სპორტინგში) ჩარიცხვის შემდეგ შეინახეთ ქვითარი აუცილებლად და დაგვიკავშირდით მაშინვე რომ ჩავინიშნოთ ვის მიერ მოხდა თანხის ჩარიცხვა. 3) ანგარიშსწორება პირდაპირ ხელზე გადახდის საშუალებით. თუ ვერ მოახერხებთ ზემოთ მოყვანილი მაგალითების საშუალებით თანხის ჩარიცხვას 1 ივლისს, 21:00 საათზე სანამ რეგისტრაცია დასრულდება შეკრება მოხდება ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე და შეგეძლებათ მოხვიდეთ და იქ გადაიხადოთ თანხა. ყურადღება!!! კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს პირველი 30 წევრი რომლებიც გადალახავს ორივე ეტაპს. გაითვალისწინეთ უმჯობესია თუ 1 ივლისს არ დაელოდებით რომ არ შეივსოს ადგილები. თუ 1 ივლისამდე 30 მონაწილე ჩარიცხავს თანხას, რეგისტრაცია დაიკეტება და არც თანხის ხელზე გადახდა მოხდება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ტელ: 577 42 67 18 კენჭისყრა კენჭისყრა ჩატარდება 2016 წლის 10 ივლისს 08:15. თითოეული მონაწილე კალათიდან ამოიღებს დახურულ ნომერს, გახსნის და აჩვენებს დამსწრეებს და მთავარ მსაჯს, რომლიც გასაზღვრას თუ მერემდენე გავა იგი სასროლ პიზიციაზე. სასროლი პოზიციის სიახლოვეს იქნება 6 მონაწილე, ხოლო დანარჩენი ოდნავ მოშორებით, სპეციალურ შემოსაზღვრულ ადგილზე, როდესაც პირველი ექვსეული დაასრულებს სროლას, მათ ადგილს დაიკავებს შემდეგი ექვსეული, ხოლო დანარჩენი გადაინაცვლებს სპეციალურად მითითებულ ადგილზე და ასე გაგრძელდება სანა უკნასკნელი მსროლილი არ დაასრულებს ასპარეზობას. შეჯიბრის რეგლამენტი, ქულების დათვლა და გამოარჯვებულის გამოვლენის წესი ასპარეზობა დაიწყება 2016 წლის 10 ივლისს 9:00-ზე. თითოეული მსროლელი განახორცილებეს 30 გასროლას 5 სხვადასხვა პოზიციიდან. პოზიციები დეტალურად დაიდება ტურნირამდე რამდენიმე 1 კვირით ადრე ასპარეზობის დასრულების შემდგომ დაითველბა თითოეული მონაწილის ქულა და დადგინდება პირველი ექვსეული. ფინალურ ეტაპზე გასულ 6 მსროლელს გაუნულდებათ დაგროვილი ქულები და განახორციელებენ 10 გასროლას ორ ეტაპად (5 – 5). იმ შემთხვევაში თუ ვერ დადგინდა პირველი 3 ადგილი ერთნაირი ქულების მქონე მსროლელებში მოხდება გადასროლა მესამე პოზიციიდან პირველ აცილებამდე. ქულა – აცილება თეფში გატეხილად ითველბა თუ იგი მთლიანად დამიტვრევა ან მოსცილდება თვალით ხილული ნატეხი, ამას გასაზრღვრავს მაჯთა კოლეგია, რომელიც შედგება 2 მსაჯისგან და ერთი მთავარი მსაჯისგან. „რაბითის“ შემთხევაში თეფში გატეხილად ითველბა თუ იგი მთლიანად დამიტვრევა ან მოსცილდება თვალით ხილული ნატეხი. გასროლა ჩაითველბა აცილებათ თუ მისი გატეხვა მოხდება სპეციალურად აღნიშული ადგილის იქით, ამას გასაზრღვრავს მსაჯთა კოლეგია, რომელიც შედგება 2 მსაჯისგან და ერთი მთავარი მსაჯისგან. იმ შემთხვევაში, თუ სასხლეტზე გამოკვრის შემდგომ არ მოხდება ვაზნის დეტონაცია მთავარი მსაჯი შეამოწმებს ვაზნას, თუ მაზსე აღინიშნება ნემსის კვალი მსროლელს გადაეცემა ახალი ვაზნა. აღნიშნული შემთხვევის ზედიზედ 3-ჯერ განმეორების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება აცილება. თუ ვაზნაზე ნესის კვალი არ გამოჩნდება გასროლა ჩაითველბა აცილებათ. ნახევრად ავტომატური თოფის შემთხვევაში, გასროლის შემდეგ თუ ვერ მოხერხდა გადატევნა, მსროლელი გასროლას განახორციელებს ხელმეორედ. დუპლეტის სრილს დროს, თუ დაფიქსირდა არ გადატენვა ან არ მოხდა ვაზნის დეტონაცია, დუპლეტი (2 გასროლა) შესრულდება თავიდან მიუხედავად იმისა გატყდა თუ არა რომელიმე სამიზნე. პრეტენზიები იმ შემთხევეაში თუ მონაწილე თვლის, რომ რაიმე დაღვევას აქვს ადგილი უშუალოდ მისი სროლის დროს, იგი ვალდებულია ხელის აწევით ანიშნოს მთავარ მსაჯს აღნიუშნულის შესახებსა სასროლი პოზიციდან გამოსვლის გარეშე, აღნიშნული პრეტენზია განიხილება მსაჯთა კოლეგიის მიერ და დაკმაყოფილდება ან არ დაკმაყოფილდება დასაბუთებულად ახსნის შემდგომ. დაჯილდოება დაჯილდეობა მოხდება შეჯიბრის დასრულების შემდგომ. პირველ სამ ადგლზე გასულ მონაწილეს გადაეცმათ შესაბამისი ყალიბის მედლები, სიგელები, და ფასიანი საჩუქრები. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს სხვა დანარჩენ პრიზებთან ერთად გადაეცემა თასი და სპეციალური ფასიანი საჩუქარი; მონაწილეთა შორის დარიგდება სხვადასხვა პრიზები სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სიგელი Inadire.Ge – ს ტურნირში მონაწილებისთვის. თუ გაქვთ ტურნირში მონაწილეობის სურვილი, შეავსეთ ქვემოთ მოცემული რეგისტრაციის ფორმა ტურნირზე რეგისტრაცია უნდა გადახვიდეთ ამ ბმულზე და შეავსოთ რეგისტრაციისთვის აუცილებელი ველები - http://inadire.ge/sporting/
  2. სასანაგრე სტენდი სასანგრე სტენდზე სამიზნეები მკაცრად ჩვენგან წასულებია. ძირითადი ტრაექტორიებია მარჯვენა მარცხენა და პირდაპირი. იქიდან გამომდინარე რომ სანგარში 15 მაქნაა, თეფშის ტრაექტორია და კუთხეები , ფრენის სიჩქარე , ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სასანგრე სტენდზე ვარჯიში დამახასიატებელია იმ მონადირეებისათვის ვინც მეძებრით ფრინველზე ნადირობითაა გატაცებული . ან ვთქვათ ნავით კამიშებში ნადირობისას.მართალია სანგარიდან ამოფრენილი თეფში სიჩქარე ზედმეტად მაღალია, არცერთი ფრინველი არ აიჭრება მიწიდან ასეთი სისწარფით, აქ კი ორი გზაა ნადირობისათვი მოსამზადებლად: ან უნდა ისწავლოთ დაამსხვრიოთ სწრაფი თეფშები (მაშინ კი გაგიადვილდებათ შედარებით ნელ სიჩქარით მფრინავ ფრინველებზე სროლა) ან უნდა სთხოვოთ სროლის ინსტრუქტორს თეფშის ფრენის სიჩქარე შეანელოს მე ვურჩევდი მაინც მეორე ვარიანტი აერჩიათ. რადგანაც სწრაფად მფრინავი სამიზნე ძალიან განსხვავდება ნელა მფრინავი სამიზნისგან თავისი სპეციპიკით(ნადირობისას სროლის გათვალისწინებით) . ასევე სასარგებლოა ე.წ. მისვლით სროლა, როგორც სპორტის სახეობა დიდი ხანია არ გამოიყენება,მაგრამ ნადირობისათვის მზადებაში ძალიან სასარგებლოა. ამ დროს სმროლელი არ დგას ერთ ადგილზე არამედ გადაადგილდება სანგრის კიდისკენ ანუ ცენტრისკენ თოფით ხელში. მსროლელისათვის უცნობ მომენტში ნებისმიერი ტრაექტორიით გამოჩნდება სამიზნე და სპორცმენი ვალდებულია დააზიანოს იგი. სანადირო სიტუაციის სრული იმიტაციაა.იქიდან გამ,ომდინარე რომ მეძებრით ნადირობისას ხშირად წყვილი ფრინველი უფრინდება მონადირეს, სასურველია სასანგრე სტენდზე დუბლეტ სამიზნეებს მიექცეს ყურადება. მაგრამ ამის გაკეთება მას შემდეგაა შესაძლებელია და სასურველი როდესაც კენტი სამიზნეების ანბანს შესიწავლით. სასანგრეზე მრგვალისაგან განსცხვავებით შესაძლებელია ორი გასროლის გაკეთება ერთ სამიზნეზე. თუ ვინმეს პრობლემა აქვს პირველ სროლასთან დაკავშირებით შეიძლება დახვეწოთ ეს მომენტი .
  3. მრგვალი სტენდი მრგვალი სტენდის მოგონების მიზეზი იყო კიდევაც, ნადირობისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება, სამიზნე რომელიც მოძრაობს მრგვალ სტენდზე შეიძლება იყოს 3 ტიპის, 'ჩვენგან', გვერდითი და შემხვედრი. არის კიდევ VIII ნომერი პრაქტიკულად თავს ზევით, მაგალითისათვის ავიღოთ იხვზე ნადირობის საშემოდგოო გადაფრენა. როგორც ყველაზე გავრცელებული და სროლის თვალსაზრისით ძალიან ძნელი. გავიხსენოთ თუ როგორ იხვებზე გვიწევს სროლა, რათქმაუნდა იხვზე რომელიც მონადირისკენ მოფრინავს, ანუ შემხვედრი ტრაექტორიით. ამისათვის მრგვალ სტენდზე ვარჯიშისას ყურადღება უნდა მიექცეს შემხვედრ სამიზნეებს. შემხვედრი სამიზნეები პრაქტიკულად არის I,II,III,IV,V,VI,VII ნომრები. თუ ვისწავლით მათ დაზიანებას საკმაოდ დარწმუნებით, ჩათვალკეთ რომ 60-70 % თქვენსკენ მომფრენი იხვები თქვენი ნადავლი იქნება, აქვე ავღნიშნავ რომ ამ სტატიაში იგულისხმება სროლის იდეალური გარემო ნადირობისას. კარგი განათებისას, მყარი ნიადაგისას მოსახერხებელი ტანისამოსის პირობებში და ა.შ. რადგან უამრავი ფაქტორი არსებობს რომელიც განასსხვავევბს სროლას სტენდზე და ნადირობისას. მიეჩვიო შებინდებისას სროლას, ან სროლას ნავიდან, ან სროლას მუხლამდე წყალში შეიძლება მხოლოდ ნადირობისას. ვიმეორებ საუბარია ასეთი სროლის ბაზის შექმნაზე. რათმაუნდა ჩვენგან მფრენ სამიზნეებზე სროლა მრგვალ სტენდზე ასევე საჭიროა, მაგრამ მისი გავლა შეიძლება ზერელედ, ისე რომ უამრავი რაოდენობს ვაზნა გამოვიყენოთ უფრო აზრიან და საჭირო ტრაექტორიბზე სასროლად. სროლის შემდეგი ნაწილი მრგვალ სტენდზე არის დუპლეტები. ეს კი ჩემი ღრმა რწმენით სრულიად არაა საჭირო ნადირობისას. ვინმეს უნახავს იხვები შემხვედრი მუმართულებით რომ მოფრინავდნენ ? სადაც ჯერ უნდა ესროლო ჩვენგან მფრინავს შემდეგ ჩვენზე მოსულს ? ასე რომ სტენდზე ვარჯიშისას თამამად შეგვიძლია უარი ვთავქათ დუბლეტებზე. (ნადირობისას დუბპეტებზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბროთ. ) VIII ნომერზე სროლა. თითქოსდა ძალიან გავს საღამოს გადაფრენაზე იხვინჭების ფრენას, როდესაც პატარა სწრაფმა ფრინველმა ლამისაა ქუდი მოგხადოთ თავიდან. მაგრამ ამ პოზიციას აქვს ერთი ძალიან უარყოფითი მხარე, სამიზნე უნდა დაზიანდეს მანამდე ვიდრე თვქენ ზურგს უკან მოექცევა, ანუ უნდა დაზიანდეს მოედნის ცენტრამდე. მაშინ როდესაც ნადირობისას სასურველია ფრინველი გაუშვათ ზურგს უკან და შემდეგ მივაყოლოთ საფანტი. შეიძლება თხოვოთ კიდევაც ინსტრუქტორს, მოგცეთ უფლება ასეთი სროლისა, ეს არ არის აკრძალული ვარჯიშის დროს. მრგვალ სტენდზე სროლა ხდება პოზიციიდან როდესაც თოფი ქამარზე ოდნავ ზემოთ გაქვთ მომარჯვებული. ეს სრულიად უახლოვდება ნადირობის სიტუაციებს. ზოგიერთი დამწყები უგულველყოფს ამ წესს და ისვრის მიბჯენილი თოფით, რადგან ფრიქრობეს რომ დამწყებისთვის ასე უკეთესია ან ადვილია. ეს კი მცდარი მოსაზრებაა. ჯერ ერთი არავინ არ დადის ტყე ტყე მიბჯენილი თოფით ისევე როგორც არავინ ელოდება გადაფრენას მიბჯენილი თოფით. მეორეც ერთი, გვერდითი ხედვით თეფშის აღქმა მარტივად ხდება, როდესაც თოფის კონდახი ცოტათი დაშვებულია. მაგრამ ამ ყოველივეს უნტსრუქტორები თვითონ მოიგიყვებიან სტენდზე.

ვიზიტორთა მთვლელები