Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'სროლა'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 11 results

  1. იხვზე ნადირობა პლასმასის ფიტულებით და მისი სწორი განლაგება წყალზე და ადგილის შერჩევა წლის ამ პერიოდში ფრინველზე მონადირესათვის ძირითადად სანადირო ობიექტს იხვი წარმოადგენს რადგან ფრინველებს შორის მწყერის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით არის გავრცელებული. გარდა რაოდენობისა იხვი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება. მისი ნაწილი ადგილობრივია ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუდობს და მრავლდება ხოლო ნაწილი კი გადამფრენი. იხვზე ნადირობას საკმაოდ მიმზიდველს ხდის ის გარემოაბა რომ საჭიროა საკმაო გამძლეობა, სპორტული ჟინი, გამოცდილება და ცოდნა. წარმატების შემთხვევაში ნადავლიც სოლიდურია (დათვს და გერეულ ღორს ნუ შეადარებთ სოლიდურობით), ამიტომ ნადირობის ამ სახეობით საკმაოდ ბევრი და მათ შორის ბევრი დამწყები მონადირე არის დაინტერესებული. მიუხედავად იხვის, და ტბების სიმრავლისა იხვის მოპოვება მაინც საკმაოდ რთულ საქმედ ითვლება, რადგან ფრინველის ეს სახეობა გამოირჩევა სიფრთხილით, ძირითადად გვხვდება რთულად მისასვლელ (დაჭაობებულ) ადგილებში, რაც ართულებს იხვზე ნადირობას. ამის გამო საკმაოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს ცოდნაზე. იხვზე ნადირობის რამოდენიმე წესი არსებობს. მიპარვით ნადირობა დილის ან ღამის გადაფრენისას ჩასაფრება. დღის მანძილზე ჩასაფრებით სატყუარათი ნადირობა. ნავიდან ნადირობა ამ პოსტში განვიხილავთ იხვზე ნადირობის ერთ-ერთ ჩასაფრებით და სატყუარათი ნადირობის წესს, თავისებურებებს და ისეთ წვრილმან დეტალებს რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს ხოლო სინამდვილეში კი მთელი საიდუმლო ამ დეტალებშია. საკუთარი პრაქტიკიდან მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე წლის წინ ამ დეტალებიდან ზოგი რამ არ ვიცოდი, ზოგს ვუგულებელყოფდი და ზოგის რამის შესრულება უბრალოდ მეზარებოდა. შედეგი მაინც იყო და ნადირობიდან ხელცარიელი არ ვბრუნდებოდი მაგრამ თუ ყველაფერს ზედმიწევნით დაიცავთ აღმოაჩენთ რომ უკეთესი შედეგიც შეიძლება. სატყუარა ანუ პლასმასის ან ხის შეღებილი იხვების სწორი შერჩევა. არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი სახეობის იხვის სატყუარა, კარგია თუ 2 ან 3 სახეობის სხვადასხვა სატყუარა გექნებათ, ასევე სასურველია თუ იხვის გარდა გექნებათ ერთი ქედანის სატყუარაც რომელსაც იქვე შორიახლოს ხეზე განათავსებთ და 2 ცალი ყანჩის ან წეროს მაკეტი, რომელსაც იხვებისგან 15 ან 20 მეტრის მოშორებით განათავსებთ შედარებით გამოსაჩენ ადგილზე. ასეთ შემთხვევაში გადამფრენი იხვი შორიდანვე ხედავს ხეზე მოთავსებულ ფრინველს, შემდეგ ხედავს ყანჩებს და ბოლოს ხედავს ტბაში ჩამჯდარ იხვს, ეს ყველაფერი ერთად გაცილებით ადუნებს ფრინველის, ეს ყველაფერი ერთად ფრინველის აფიქრებინებს რომ იმ ტერიტორიაზე საფრთხე არ არსებობს, ადუნებს ყურადღებას და გუნდი მშვიდად ეშვება სხვა იხვების გვერდით დასაჯდომად. კამუფლირება შენიღბვა. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი რომელზეც პირადად მე ხშირად მეზარებოდა ბევრი დროის დახარჯვა (რამოდენიმე კამიშის რეროს ამოვიფარებდი და სულ ეგ იყო). სინამდვილეში ამ დროს ხდება საპირისპირო, კამიში ჩვენ გვიზღუდავს მხედველობის არეს ხოლო იხვისათვის არც ისე რთულად შესამჩნევი ვხდებით. ამიტომ მხოლოდ კამუფლირებული ჩასაცმელი საკმარისი არ არის, ტანსაცმელზე ზემოდან სასრველია მივამაგროდ წვრილი ხმელი ჭაობის ბალახი ან ამ ბალახებისაგან წინასწარ დამზადებული ბადე გადავიცვათ, გარეშემო კამიშის რეროებისაგან მოვაწყოთ რაც შეიძლება ხშირი ფარდა. აუცილებელია კამუფლირებული ნაჭრით დავიფაროთ სახე რადგან თეთრი სახე, სიცივისა და 100 გრამი არყისაგან ოდნავ აწითლებული ლოყები ძალიან იოლად შესამჩნევია ფრინველისათვის. სასურველია იარაღის, განსაკუთრებით ლულის შეფუთვა. რადგან ჩვენს მიერ ზეთით გაპოხილი და გაპრიალებული ლულები კარგად ჩანს შორიდან. უმოძრაობა. უმნიშვნელოვანესია, პირადად მე ბევრჯერ შევხვედრივარ და მინახავს როდესაც შორს იხვების გუნდ შენიშნავენ განსაკუთრებით ახალბედა მონადირეები იწყებენ მომზადებას სროლისათვის (დადგებიან მოხერხებულ პოზაში, მოიმარჯვებენ თოფს) ეს ერთ-ერთი გავრცელებული და ისეთი შეცდომაა რომელიც ფრინველს იშვიათად რომ გამორჩეს. ასეთი შემთხვევების უმეტესობა მთავრდება იმით რომ ფრინველი არც კი უახლოვდება მონადირეს სასროლ მანშილზე ხოლო მონადირე კი მოხერხებულ პოზაში მდგარი გააყოლებს ფრინველს თვალს და ვერც კი მიხვდება რატომ არ ისურვა იხვების გუნდმა მის ცხვირთან ჩამოჯდომა. ამიტომ როდესაც ფრინველის გუნდს შენიშნავთ თუნდაც კილომეტრის მანძილზე, ნუ ეცდებით ზედმეტი მოძრაობების გაკეთებას, განსაკუთრებით მერე ნუ დაიწყებთ დამალვას. უმჯობესია გაჩერდეთ უძრავად, გაყინული (ქუდის გასწორებაც კი ზედმეტი მოძრაობაა) ხოლო როდესაც გუნდი სასროლ მანძილზე მოგიახლოვდებათ მერე შეიცვალეთ მდგომარეობა და მომენტალურად გადადით სასროლ პოზიციაში. ასევე აუცილებელია გვქონდეს საყვირი, სასტვენი რომელსაც ჩაბერავ და იხვის ხმას გამოსცემს (მანოკი). სატყუარების სწორად განლაგება გარემოს და ამინდის მიხედვით სატყუარების სწორი განლაგება წყალზე საჭიროებს ცოდანს, მაგრამ კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა ეს ცოდნა წერილობით გადმომეცა და მომეყოლა პოსტში. ბევრი ფიქრის და ძიების შემდეგ ვიპოვე მარტივი გამოსავალი. ერთ-ერთ რუსულ საიტზე მივაგენი სურათებს რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ სამალავი, სამალავთან მიმართებაში განალაგოდ სატყუარები და იცოდეთ რომელი მხრიდან ელოდოთ ფრინველს. იხვი არასოდეს არ ჯდება პირდაპირ. ჯერ ფრინველი წრეს აკეთებს წინასწარ შერჩეულ ადგილზე ხოლო თუ სიტუაცია მოეწონა და ჩათვალა რომ საფრთხე არ ემუქრება ამის შემდეგ ჯდება წყალზე. იხვი დასაჯდომად ყოველთვის შემოდის ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, არასოდეს ფრინველი არ ჯდებაისე რომ ქარი გვერდიდან ან ზურგიდან უბერავდეს ფრინველს. მოფრენილი ფრინველი ჯდება სატყუარებიდან მოშორებით, შეათვალიერებს გარემოს და მერე მიცურდება სატყუარასთან ახლოს. დიდი ხნის ჩამჯდარ გუნდში რომელიც მიახლოებულია კამიშს და გართულია საკვების მოპოვებაში აუცილებლად შეიმჩნევა ერთი იხვი რომელიც ჩამჯდარია ძირითადი გუნდისაგან ოდნავ მოშორებით შედარებით ღია ადგილზე და აკვირდება ტერიტორიას. ეს ყარაული იხვია რომლის აფრენას აუცილებლად მოყვება მთელი გუნდის აფრენა. თუ ფრინველის გუნდი დიდია ის აუცილებლად რამოდენიმე ნაწილად გაიყოფა, ხშირ შემთხვევაში დაჯდება რამოდენიმე, დანარჩენი გუნდი კიდევ ერთ წრეს გააკეთებს და მერე დაეშვება დასაჯდომად. ნებისმიერ შემთხვევაში თუ საფარი კარგად გაქვთ მოწყობილი და გუნდის ნაწილი ჯდება სროლას ნუ იჩქარებთ, დაელოდეთ მთლიანი გუნდის ჩაჯდომას. ხოლო როდესაც საფარი არ გფარავთ ბოლომდე მაშინ იხვი არცერტ შემთხვევაში არ ჩაჯდება და თქვენ პირველივე სასრლი მომენტი უნდა გამოიყენოთ. საფარის შერჩევისას გაითვალისწინეთ თუ რომელი ხელით გეხერხებათ სროლა. თუ თქვენ მარჯვენა მხარიდან ისვრით მაშინ შეხედეთ ქარის მიმართულებას და საფარი ისე შეარჩიეთ რომ ფრინველი თქვენი მარცხენა მხრიდან შემოდიოდეს ხოლო თუ მარცხენა მხარიდან ისვრით პირიქით. ამის შემდეგ განალაგეთ სატყუარები. თუ რამოდენიმე სახის სატყუარა გაქვთ შეეცადეთ მათი ძირითადი ნაწილი სახეობების მიხედვით ცააწყოთ, თითოეული ჯიშის სატყუარები ერთ გუნდათ, ხოლო გუნდები ერთმანეთთან ახლოს განათავსეთ ან რამოდენიმე გუნდათ გაყავით. თუ ცოცხალი სატყუარა გყავთ ის მოათავსეთ ყარაული იხვის პოზიციაზე, ძირითადი გუნდიდან გამოყოფილათ. წეროს ან ყანჩის სატყუარა მოაათავსეთ იხვების გუნდისაგან მოშორებით ისეთ ადგილზე რომ კარგად ჩანდეს შორი მანძილიდან. ამ ყველაფერში ცოტას ეს ფოტოებიც დაგეხმარებათ. იხვის სატყუარების განლაგება.სურ.1 . . იხვის სატყუარების განლაგება.სურ.2 . . გისურვებთ წარმატებულ ნადირობას. .
  2. რამდენიმე ხნის წინ კახეთში წავედით სანადიროდ
  3. მობილჩოკები და მინაფრენზე სროლა გაფრენილ სამიზნეზე სროლის შედეგიანობა პირველ რიგში მონადირის ოსტატობაზეა დამოკიდებული .ეს არის თოფის ხმარების ჩვევა, სროლის დისტანციის ზუსტი განსაზღვრის უნარი და სამიზნის სიჩქარისა და საჭირო წინსწრების სწორი შეფარდება. მოუხერხებელი თოფიდან ზუსტი სროლა ძალიან ძნელია , ხოლო მსროლელის აღნაგობაზე და მის სროლის მანერაზე მორგებული თოფიდან ____ გაცილებით ადვილი , არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება საჭირო ზომის ჩოკის შერჩევას, რაც მონადირის სროლის უნარის სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს. №1 ცხრილში (35მმ სამიზნის დიამეტრი 750მმ) მოყვანილია საფანტის სიმჭიდროვისა და გაშლის ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტის შეფარდებითი სიდიდეები , რაც ჩოკის ზომებზეა დამოკიდებული(12ყალიბი)(ცხრ.1) ლულის არხისა და გარეთა პროფილის შესრულების ხარისხის მიხედვით ერთნაირი ჩოკების მქონე თოფების მოხვედრა ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთიდაიგივე ზომის ჩოკებიანი ლულები ,რომლებსაც სხვადასხვა სიგრძე ,წონა, კედლების სისქე და ლულის არხის განსხვავებული პროფილი აქვთ, ერთნაირ მოხვედრას ვერ უზრუნველყოფენ. ამ მაჩვენებელზე ჩოკის ფორმა და სიგრძეც მოქმედებს. მოკლე ჩოკი ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტს ზრდის. ამავე შევიწროების ,მაგრამ გრძელი და მდორე გადასვლების ჩოკი ამ მონაცემს ამცირებს . ამ დროს მოხვედრის სიმჭიდროვის პროცენტული მაჩვენებელი იგივე დარჩება ,მაგრამ საფანტი სამიზნის ფართობზე უფრო თანაბრად განაწილდება. ერთ ჩოკში საფანტიც განსხვავებულ მიხვედრას მოგვცემს,0,75მმ ჩოკში საფანტის თანდათანობით გამსხვილება დაახლოებით 5-10%_ით მეტ სიმჭიდროვეს იძლევა. 1მმ და მეტი ჩოკი მსხვილი საფანტით საწინააღმდეგო შედეგს იძლევა ---სიმჭიდროვე და სხვა პარამეტრები მცირდება. მაგრამ თუ ლულის არხიდან ჩოკში გარდამავალი კონუსი საკმაოდ გრძელი და მდორეა , ხსენებული განსხვავება არც თუ ისე შესამჩნევია. შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ შედეგს მოგვცემს სისტემა „ თოფი-ვაზნა“ ჩოკური შევიწროების ცვალებადობისა და გამოყენებულ ტყვია -წამალთან მიმართებაში. ამას ზუსტად თოფის ტესტირების შემდეგ გავიგებთ.ამ შემთხვევაში №7 საფანტისათვის 750მმ დიამეტრის 100 უჯრედიანი სამიზნე უნდა ავიღოთ , ხოლო უფრო მსხვილი საფანტის შემთხვეაში, იგივე დიამეტრის 16 უჯრედიანი სამიზნე ჯობია. თუ საფანტით სროლის კლასიკური შეხედულებას დავეყრდნობით სროლის ზონა 4 ნაწილად იყოფა (ცხრ.2) 1- ზონა, სადაც საფანტის სიმჭიდროვე ძალიან დიდიადა სროლა არ შეიძლება. 2- სროლის სრული მონაკვეთი- 750მმ სამიზნეზე 100%-იანი მოხვედრა. 3- სროლის იდეალური მონაკვეთი, 4- დასაშვები სროლის მონაკვეთი , სადაც 750მმ წრეში დაახლოებით 50% საფანტი ხვდება (ცხრ.2) ეს ცხრილები სროლის რაციონალური ზონების გარდა , მოხვედრის სიმჭიდროვეზე დამოკიდებულ სროლის მანძილებს გვაჩვენებს. ეს ცხადია , უფრო თეორიულ ხასიათს ატარებს და მკაცრად განსაზღვრულ პრაქტიკულ რეკომენდაციას არ წარმოადგენს, რადგან გარკვეულ დისტანციაზე სროლის ეფექტურობა პირველ რიგში საფანტის ზომითა და მისი მიზანში მოხვედრის საბოლოო სიჩქარით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, საფანტის ყველაზე პოპულარული მანძილი იქნება : № 7 საფანტი-30-35მ. #5 საფანტი -40-45მ. № 1 საფანტი-45050მ. № 2 ცხრილის მიხედვით , წვრილი საფანტისათვის ეს იქნება ჩოკი 0,25მმ (გაუმჯობესებული ცილინდრი), ხოლო საშუალო და მსხვილი საფანტისათვის -- ჩოკი 0,5მმ (ნახევარჩოკი). აქ მთავარი ის არ არის ,რომ ხსენებული ჩოკები რაციონალური სროლის ზონებს აფართოებენ და მნიშვნელოვნად აადვილებენ გაფრენის სამიზნეზე სროლას . ჩოკური შევიწროება მოხვედრის სიმჭიდროვე % ცენტრში შეჯგუფების კოეფი იციენტი 0.00მმ 0,00მმ 30-35% 1,0 0,25მმ 0.25მმ 40-45 1,5 0.5მმ 0.5მმ 50=55 2,0 0,75მმ 0.75მმ 55=60 2,5 1,00მმ 1.00მმ 60-70 3,0 1,25მმ 1.25მ 75-85 3,5 ცხრილი № 1. ჩოკი მმ 1 ზონის სიგრძე 2 ზონის სიგრძე 3 ზონის სიგრძე 4 ზონის სიგრძე 0,25მმ 0-13მ 13-18მ 18-28მ 28-35მ 0,50 მმ 0-12მ 19-24მ 24-38მ 38-47მ 1,00 მმ 0-22მ 22-27მ 27-45მ 45-54მ ცხრილი № 2, გაფრენილ სამიზნეზე პრაქტიკული სროლის შემთხვევაში რას უნდა ვითხოვდეთ სისტემისაგან „თოფი-ვაზნა“ ? რადგან ჩვენი სტატიის თემა ჩასახრახნი ჩოკებია, სწორი იქნება, თუ ამ მასალაში, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე თოფებს ვიგულისხმებთ, რომლებსაც მობილჩოკების გარდა 76მმ სავაზნეები აქვთ. ეს არამარტო მოხმარებულ ტყვია -წამლის რიგის გაფართოების საშუალებას ,არამედ სისტემა „თოფი-ვაზნა“- საგან სწრაფად მოძრავ სამიზნეზე თითქმის აუცდენელი სროლის გარანტიას იძლევა. თუ ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტზე ვილაპარაკებთ, ეს არის 1,5-2,0 და 50% სიმჭიდროვე. № 7 საფანტისათვის და 100 უჯრიან სამიზნეზე განაწილების სითანაბრე 90%. არ შეიძლება ყურადღების გარეშე დარჩეს თოფის ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა მოხვედრის მუდმივი ერთგვაროვნება, როცა საფანტის მოხვედრის სიმჭიდროვე და გაჭრის ძალა , განაწილების სითანაბრე და ცენტრში შეჯგუფება ერთნაირ მეტეოპირობებში დაახლოებით თანაბარია, ყოველივე ეს ლულისა და მობილჩოკების მაღალი ხარისხის გარდა ,ვაზნების ხარისხზეც არის დამოკიდებული. ისეთ ფრინველზე, როგორიცაა ტყის ქათამი, მწყერი, ჭაობის ფრინველები, გნოლი, გაფრენილი იხვი, № 7 საფანტზე უფრო მსხვილი არახელსაყრელია. სტანდარტული ვაზნის „32გრ“ საფანტის რაოდენობა 50% -იანი მოხვედრის შემთხვევაში დაზიანების ზონის დასაფარად სრულიად საკმარისია და დამიზნებაში დაშვებულ მცირე შეცდომებსაც ასწორებს. მძიმე ვაზნების გამოყენების შემთხვევაში 40-50% სიმჭიდროვე სრულად საკმარისია. ასეთი გასროლა სამიზნეზე იმდენივე საფანტს მიიტანს, რასაც უფრო მჭიდრო მოხვედრის სტანდარტული (32გრ) ვაზნა.ამასთან ერთად გაშლის წრის პერიფერიული ზონაც უფრო მჭიდროდ დაიფარება, რასაც გაფრენილზე სროლის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის , თუ რამდენად ეთიკურია პატარა ფრინველზე თითქმის მისივე წონის საფანტის სროლა, ყველა მონადირემ თავდ უნდა გაარკვიოს. მსხვილ საფანტს როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მოკლე გადასვლებიანი ძლიერი ჩოკები არ „უყვარს“. გრძელი ნახევარჩოკიდან № 1 ან № 0 საფანტი მიზანს ისევე მჭიდროდ მოხვდება , როგორც № 7 ძლიერი ჩოკიდან -- 1-1,2მმ. ეს კი შორს , მაგალითად ბატზე სროლისას უპირატესობას იძლევა .მონადირემ უნდა იცოდეს , რომ საფანტის ზომის ზრდასთან ერთად მოხვედრის სიმჭიდროვე იზრდება. ოღონდ იმ შემთხვევაში , თუ ჩოკის ზომა 0,7-0,75 არ აღემატება. შევიწროების ზომისა და სიგრძის , აგრეთვე ლულის არხის დიამეტრის ცვალებადობის მიხედვით, ეს პარამეტრებიც იცვლება. „მეავტომატეებს“, რომელსაც ჩასახრახნი ჩოკების კრებული აქვთ ,თქვენი არჩევანი 0,4-0,5 მმ-ზე შეაჩერეთ . 76მმ სავაზნის მქონე თოფს თუ 36 გრ. საფანტს ისვრით, რომელიც უზრუნველყოფს უპრობლემო გადატენვას , ეს ჩოკი პრაქტიკულად უნივერსალს გახდის. ამ წერილს სარეკომენდაციო-სადისკუსიო ხასიათი აქვს. გაფრენილ სამიზნეზე სროლის თავისებურებებზე ყველა მონადირეს თავისი შეხედულება აქვს. მიუხედავად ამისა , მრავალწლიანი სტაჟის მქონე მონადირეებმაც კი ზოგჯერ თავისი ჩვევებისა და შეხედულებების „რევიზია“ უნდა მოახდინოს. სტატია მომზადა დ.ურუშაძემ http://inadire.ge/ -ისთვის ჟურნალი " ნადირობიდან"
  4. სასანაგრე სტენდი სასანგრე სტენდზე სამიზნეები მკაცრად ჩვენგან წასულებია. ძირითადი ტრაექტორიებია მარჯვენა მარცხენა და პირდაპირი. იქიდან გამომდინარე რომ სანგარში 15 მაქნაა, თეფშის ტრაექტორია და კუთხეები , ფრენის სიჩქარე , ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სასანგრე სტენდზე ვარჯიში დამახასიატებელია იმ მონადირეებისათვის ვინც მეძებრით ფრინველზე ნადირობითაა გატაცებული . ან ვთქვათ ნავით კამიშებში ნადირობისას.მართალია სანგარიდან ამოფრენილი თეფში სიჩქარე ზედმეტად მაღალია, არცერთი ფრინველი არ აიჭრება მიწიდან ასეთი სისწარფით, აქ კი ორი გზაა ნადირობისათვი მოსამზადებლად: ან უნდა ისწავლოთ დაამსხვრიოთ სწრაფი თეფშები (მაშინ კი გაგიადვილდებათ შედარებით ნელ სიჩქარით მფრინავ ფრინველებზე სროლა) ან უნდა სთხოვოთ სროლის ინსტრუქტორს თეფშის ფრენის სიჩქარე შეანელოს მე ვურჩევდი მაინც მეორე ვარიანტი აერჩიათ. რადგანაც სწრაფად მფრინავი სამიზნე ძალიან განსხვავდება ნელა მფრინავი სამიზნისგან თავისი სპეციპიკით(ნადირობისას სროლის გათვალისწინებით) . ასევე სასარგებლოა ე.წ. მისვლით სროლა, როგორც სპორტის სახეობა დიდი ხანია არ გამოიყენება,მაგრამ ნადირობისათვის მზადებაში ძალიან სასარგებლოა. ამ დროს სმროლელი არ დგას ერთ ადგილზე არამედ გადაადგილდება სანგრის კიდისკენ ანუ ცენტრისკენ თოფით ხელში. მსროლელისათვის უცნობ მომენტში ნებისმიერი ტრაექტორიით გამოჩნდება სამიზნე და სპორცმენი ვალდებულია დააზიანოს იგი. სანადირო სიტუაციის სრული იმიტაციაა.იქიდან გამ,ომდინარე რომ მეძებრით ნადირობისას ხშირად წყვილი ფრინველი უფრინდება მონადირეს, სასურველია სასანგრე სტენდზე დუბლეტ სამიზნეებს მიექცეს ყურადება. მაგრამ ამის გაკეთება მას შემდეგაა შესაძლებელია და სასურველი როდესაც კენტი სამიზნეების ანბანს შესიწავლით. სასანგრეზე მრგვალისაგან განსცხვავებით შესაძლებელია ორი გასროლის გაკეთება ერთ სამიზნეზე. თუ ვინმეს პრობლემა აქვს პირველ სროლასთან დაკავშირებით შეიძლება დახვეწოთ ეს მომენტი .
  5. სამწყერე ვაზნები ალბათ გქონით შემთხვევა,როცა მონადირე ნადირობისას თავის წარუმატებლობას ხან თოფსაბრალებს ხან ვაზნებს. გამორიცხული არაა,რომ ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელი შედეგი მართლაც თოფის ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყოს ,მაგრამ ასეთი შემთხვევა უიშვიათესი გამონაკლისია. ვაზნების შემთხვევაში საქმე იმაშია რომ.ქარხნული ვაზნები ყოველთვის საშუალო გათვლებით არის დამზადებული და, საშუალო თოფით საშუალო შედეგს იძლევა ,რომელიც ხშირ შემთხვევაში მონადირეს არ აკმაყოფილებს. რა არის ამისი მიზეზი? მაგ კითხვას რომ ვუპასუხოთ უნდა გავიხსენოთ ,რომ ერთნაირ ლულებიანი თოფები არ არსებობს. ამისი გამოსწერება კი ძალიან ადვილია როცა მონადირე თავად დატენის და რამდენიმე ცდის შემდეგ საკუთარ თოფზე "მორგებულ" ვაზნებს მიიღებს. ვაზნების გაწყობა ძნელი არ არის, თუმცა, გარკვეულ ცოდნასა და აკურატულობას მოითხოვს. პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ დენთი,თუმცა არჩევანი დიდი არ არის.სოკოლი ბაზარზე არ არის გაყიდვაში .დაგვრჩა ორი ვარიანტი უნგრული (REX-2) და ესპანური წარმოების.მათი ბალისტუკირი მახასიტებლები იდენტურია და შემდეგ მაქსიმალურ დოზებზეა გათვლილი: დენთი -1.6გრ, საფანტი-32გრ. რომელი ნომერი საფანტი ვიხმაროთ? მწყრის ჩამოგდება 12 და 11 ნომერითაც შეიძლება, 10 კარგია. მაგრამ ყველას მაინც 9 ნომერი საფანტი ჯობია, რადგან ფრინველს ნაკლები რაოდენობის მარცვალი ხვდება, სამაგიეროდ გამჭოლად გადის და ნაკლებად აზიანებს ნადავლს. თან, მოულოდნელად გადმოფრენილ მტრედზე გვიწევს გასროლა. და კიდევ ერთი, მწყრის სეზონზე შემორჩენილი ვაზნებიტ ტყის ქათამზე ინადიროდ შეგიძლიათ. განვიხილოთ ყველაზე მასობრივი 12 ყალიბის ვაზნების დენთით დატენვის რამოდენიმე ვარიანტი. ყველაზე ნაკლები წვალება ცილინდრულ ლულებიანი თოფებისთვის გამოსადეგი ვაზნების დატენვას სჭირდება. რადგან დენთისა და საფანტის მაქსიმალური დოზების თანაფარდობა ვიცით,ჩვენთვის საჭირო ე.წ. ნახევარმუხტიანი ვაზნების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის ამორჩევა მოგვიწევს: ა. დენთი-1.3გრ; საფანტი-26გრ შედარებით ახლო მანძილზე სასროლად; ბ. დენთი-1.4გრ; საფანტი-28გრ საშუალო მანძილზე სასროლად. ვისაც მხოლოდ ერთი,სასტენდო სრულჩოკებიანი თოფი აქვს,მისთვის ყველაზე მოსახერხებელი დისპერსიული ვაზნებია. შემოგთავაზებთ რამოდენიმე დატენვის ვარიანტს: ა. დენთი-1.4გრ; 30გრ საფანტი მუყაოს ორი საფენით გაყაბით სამ ტოლ (10გრ) ნაწილად,თავზე ც თხელი საფენი დააფარეთ და თავი მუუხვიეთ. ბ. ეს ვარიანტი პირველის (ა) ანალოგიურად მზადდება.განსხვავება მხოლოდ ინაშია ,რომ აქ საფანტი სამი საფენით ოთხ (7.5გრ) თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი. გ. ამ შემთხვევაში 1.4გრ - დენთი და 30გრ- საფანტია საჭირო.ჯერ ჩაყარეთ საფანტის 4/5 ანუ 24 გრსაფანტს დააფარეთ 4-5 მმ -ანი ქეჩის საცობი,და ბოლოს ჩაუმატეთ დარჩენილი 6 გრ საფანტი.დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ. დ. საფანტის ჭურვის 4 ნაწილად გაყოფა შეიძლება მუყაოს ორი თხელი ფირფიტითაც.ფირფიტების სიგანე ზუსტად მასრის შიდა დიამეტრის ტოლი უნდა იყოს,ხოლო მისი სიგრძე უნდა შეარჩიოთ საფანტის ჭურვის სვეტის სიმაღლის მიხედვით.ფირფიტები ცენტრში შუამდე ჩაჭერით და ერთმანეთში ჩასვით.მიიღებთ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ორ ფირფიტას,რომელიც მასრაში მოთავსებიშ შემდეგ ოთხ კამერიან ბუდეს ქმნის.ჩაყარეთ მასში საფანტი დაადეთ საფენი და ტავი მოუხვიეთ. ე. ეს ვარიანტი დ ვარიანტის მსგავსია ,ოღონდ ამ ასემთხვევაში 5 ნაწილად არის გაყოფილი .ჯვარედინ ფირფიტებში ჩაყარეთ საფანტის 2/3(20გრ) დააფარეთ საფენი,ზემოდან დააყარეთ დარჩენილი 10გრ -საფანტი დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ. ასეთი ვაზნების გაწყობა შეგიძლიათ თითბერის მასრებშიც. როცა შინ დამზადებული ვაზნები გაამართლებს და ნადირობას სასიამოვნო პროცესად აქცევს ,მომავალში ვაზნების დატენვა სასიამოვნო და სახალისო პროცესი იქნება თქვენთვის. გისურვებთ წარმატებულ ნადირობას!!! სტატია მოამზადა: დ.ურუშაძემ (სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით)
  6. უსაფრთხოება 1.ყოველთვის ჩათვალეთ რომ იარაღი დატენილია 2. იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მხარეს 3. თითი მოაცილეთ სასხლეტს 4. გადახსენით იარაღი და შეამოწმეთ სავაზნეები 5.იარაღი და ტყვია წამალი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, უცხოებისთვის და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომლად. 6.შენახვისას იარაღის სასხლეტი ბლოკირებული უნდა იყოს სპეციალური საკეტით. იარაღი უნდა ინახებოდეს საკეტის მქონე კარადაში ან ყუთში. 7.იარაღი დატენეთ მხოლოდ სანადირო სექტორში. 8.არ მიიღოთ და არც სხვას არ გადასცეთ დატენილი იარაღი. 9.არ მიაყრდნოთ იარაღი მანქანას, ხეს ან სხვა საგანს. 10.ბარიერზე გადასვლისას ჯერ გადახსნილი იარაღი გადადეთ(მიწაზე) და მერე თქვენ გადადით. 11.კარგად შეაფასეთ სამიზნე სროლამდე. არ ისროლოთ სილუეტის, ჩრდილის ან გაურკვეველი ხმის მიმართულებით. 12.იარაღის დატენვამდე შეამოწმეთ ლულები(განსაკუთრებით ზამთარში, როცა ლულაში თოვლის მოხვედრის შესაძლებლობაა). 13.თუ ვაზნამ გიმტყუნათ, არ გადახსნათ იარაღი 5 წამის განმავლობაში(შესაძლებელია ნაგვიანები გასროლა), თოფის გადახსნისას სავაზნეები მიმართეთ უსაფრთხო მიმართულებით და არა შენსკენ. 14.პრობლემის შემთხვევაში დაუშვებელია იარაღთან უხეში მანიპულაცია, მითუმეტეს დატენილი იარაღის ლულაში ჩახედვა 15.გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები(მონაცემები ნახეთ ლულაზე ან იარაღის პასპორტში). 16.არ ენდოთ ჩამკეტ ღილაკს. ისევე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, დამცველიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და უკონტროლო გასროლა მოხდეს. 17.კარგად დაათვალიერეთ სივრცე რომელიც სამიზნის უკანაა. 18.წყლის ზედაპირმა ან სხვა მყარმა საგანმა ტყვიის(საფანტის) ტრაექტორიას შეიძლება მიმართულება შეუცვალოს. 19.იარაღთან ურთიერთობის(უსაფრთხოების) საბაზისო წესები გააცანით ოჯახის წევრებს. 20,სასხლეტი ჩაკეტეთ შესაბამისი ბოქლომით 21,იარაღი შეინახეთ კარადაში ან სათავსოში, რომელიც იკეტება 22,ტყვია-წამალი შეინახეთ განცალკავებით 23,თვალყური ადევნეთ ბავშვებსა და მოზარდებს იარაღთან მათი უკონტროლო კონტაქტის თავიდან ასაცილებლად 24,ყოველთვის გააკონტროლეთ ლულების მიმართულება 25,არ დატენოთ იარაღი მანამ სანამ სროლისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არ მოხვდებით 26,წინაღობის გადალახვისას იარაღი გადახსნილი უნდა იყოს 27,თითი მოაცილეთ სასხლეტს 28,მუდმივად გამოიყენეთ ჩამკეტი ღილაკი 29,არ გამოიყენოთ დაზიანებული იარაღი 30,მუდმივად შეამოწმეთ იარაღის გამართულობა 31,პრობლემის შემთხვევაში დაუშვებელია იარაღთან უხეში მანიპულაცია, მითუმეტეს დატენილი იარაღის ლულაში ჩახედვა
  7. სპორტინგი იქიდან გამომდინარე რომ ეს სახეობა შედარებით ახალია ორიოდე სიტყვით გავამახვილოთ ყურადრება იმაზე თუ რას წარმოადგეს სპორტინგი.სპორტინგის მოედანი (ამ შემთხვევაში კომპაკტ ) ესაა დაახლოებით 40/40 მეტრზე კვადრატი. ამ მოედანზე სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა სიმაღლით განთავსებულია მინიმუმ 5-7 სასროლი მანქანა. მაქსიმალური რაოდენობა არაა შეზღუდული. მაგალითისათვის "კუზმინების" სასროლეტზე შენდება 12 აგრეგატიანი მოედანი.პირობითი კვადრატის წინა ხაზზე განთავსებულია 5 სასროლი პოზიცია. სასროლი პოზიციები ზემოთხსენებული სტენდებისაგან გასნხვავებულია, აქაა დამზღვევი ბოძები.(საცეცხლე ჩარჩო) ეს ჩარჩო დამზადებულია უსაფრთხოებისთვის, რადგან ნასროლები შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი მიმართულებით.ყოველი სამიზნე რომელიც კონკრეტული ნომრიდან ამოიჭრება, განასახიერებს გარკვეულ სანადირო ფრინველს თუ ცხოველს. ერთ ერთი საეთი სტენდი მოედნია სურათზე# 3მანქანა Aმრგვალი სტენდის მაღალი ჯიხურის მსგავსია, სადაც თეფში მიფრინავს მარცხნიდან მარჯვნინ.მანქანა Bშემხვედრი სამიზნე იმიტირებს მონადირისაკენ მომფრენ იხვსმანქანა Cსამიზნე სანგრიდან ამოფრინდება თეფში და შორდება მსროლელს. ვარირებული სიჩქარით და ფრენის სიშორით. როგორც უკვე ვთქვით ეს სამიზნე ძალიან სასურველია მეძებრით მონადირეთათვის.მანქანა Dსამიზნე რომელიც მარჯვენა მხრიდან მაღლა ფრინდება, განასახიერებს ხოხობს.მანქანა Eგანტავსებულია ყველაზე მაღალ და შორ ჯიხურში მოედნის მარცხენა მხარეს. შეიძლება განასახიეროს შორი ბატი რომელიც მოდის დასაშვებად , ასევე ხოხობი მარეკის გამორეკილი ტყიდან.მანქანა Fესაა ე.წ. გაქცეული კურდღელი, ამ ჯიხურიდან გამოშვებული სამიზნე მიგორავს გრუნტზე შიგადაშიგ ხტება ხოლმე. კურდღლის სირბილის ტრაექტორია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგიერთ მოედანზე, შეიძლება იყოს სამივე ტრაექტორიის კურდღელი, აი იქ კი სროლის სწავლის მსურველს ეძლევა არჩევის საშუალება ისროლოს მისთვის სასურველი სამიზნეს. ხშირად ნადირობისას გაურკვეველია დაცილების მიზეზი, ნასროლის განმეორება კი , იმავე მანძილზე იმავე კუთხით და იმავე სისწრაფით როგორც ასეთი ამის შესაძლებლობა არასოდეს არა არის. ჩემი რეკომენდაციაა; მიახლოებით დავიმახსოვროთ ყველა მაჩვენებელი და შევარჩიოთ სასროლეთზე ანალოგიური სამიზნე და გავერკვიოთ დაცილების მიზეზებში. ძირითადად როცა მონადირე დაცილების მთელ სერიას აკეთებს , ვთქვათ მაღლა გადმოსულ ბატზე , იგი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას მან უბრალოდ არ იცის სწორი წინსწრება რამდენი სჭირდება, ამ შემთხვევაში დაგვეხმარება სამიზნე E , რამოდენიმე გასროლის შემდეგ დადგინდება წინსწრების სიშორე, რომელიც უნდა დაიმახსოვროს მონადირემ და გამოიყენოს პრაქტიკაში. იგივე ეხება კურდღელს და იხვს, ამოფრთხიალებულ ხოხობს და ა.შ.სხვათაშორის მე შევამჩნიე რომ, ბევრი დამწყები მსროლელი ვისაც უნდა სროლის სწავლა სასროლად მოდიან სპეციალური სპორტული თოფებით, ან ქირაობენ მათ სტენდზე. საკუთარ სანადირო თოფებს კი ტოვებნ სახლში. მე ამას არ ვიზამდი.. თოფის შეჩვევა მისი ბალანსს , მანევრულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.ასევე შესაძლებელია სტენდზე ისროდეთ შესანიშნავად სპორტული ბოკფლინტით , მაგრამ ნუ მოელოდებით იმავეს ნადირობისას ნახევრად ავტომატით.რაც შეეხება დუბლეტებს სპორტინგ მოედნებზე ; ჯერ ერთი ნებისმიერ მანქანას შეუძლია მიყოლებით გაისროლოს თეფშები 1-2 წამის ინტერვალით. საკმაოდ ხშირი მოვლენაა როდესაც ერთ ამოფრენილ ფრინველს მოყვება მეორეც. კიდევ და უფრო საინტერესო ვარიანტია როდესაც პირველი გასროლის შემდეგ თოფის ხმაზე აფრინდება მეორე ფრინველი. ბალახიდან ან კამიშებიდან. შესაძლებელია მაგ. კურდღლის გამოვარდნა იმ ადგილიდან სადაც ჩავარდა ჩამოგდებული ფრინველი. მე პირადად სიამოვნებით ვესროდი ორ კურდღელს რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გარბიან , ასეთი რამ ნადირობისას იშვიათია მაგრამ იქნება და რა ხდება....მესტენდურის ყველაზე დიდი შეცდომა ნადირობისას ისაა რომ, სროლის ტექნიკა მთ (და ხანდახან მეც) ერთგვარი აქვთ აი ფრინველზე სროლის ტექნიკა კი სულ სხვაა. მესტენდური მოიგდებს თოფს მხარზე გაუსწრებს სამიზნეს და გამოკრავს ჩახმახს ისე რომ არ ფიქრობს შესწორებებზე. ვინაიდან თეფში მტვრად იქცევა თუ მას ერთი პატარა ნაწილი მოტყდება ის დაზიანებულად ითვლება, აი ნადრიობისას კი საჭიროა ფრიველის სასიკვდილოდ დაზიანება ისე რომ ჩამოგდებული ფრინველი არ იყოს დაჭრილი. მონადირე როგორც ასეთი ცდილობს გაუშვას სამიზნე და მშვიდად აუჩქარებლად დაუმიზნოს , ამას როგორც ასეთი მოყვება თოფის გაჩერება. შედეგად კი დაცილება. ესაა მესტენდურის ხში აცილების მიზეზი.დაახლოებით 20 წლის წინ , მქონდა ბედნიერება მიმეღო მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო შეჯიბრში როგორიცაა სანადრიო ხუთჭიდი. ეს იყო ნამდვილი მზადება ნადირობისათვის. ხუთჭიდში შედიოდა შემდეგი ვარჯიშები, მრგვალი სტენდი 50 სამიზნე, სასანგრე სტენდი 50 სამიზნე, გარეული თხა 100 მეტრი , გაქცეული ტახი ნებისმიერი კალიბრის სანადირო შაშხანა და ბოლოს მფრინავი ხოხობი. ეს უკანასკნელი იყო ყველაზე საინტერესო; მსროლელი დგას 15 მეტრში ღობის წინ, ღობის უკან კი მაღალი ჯიხურია ორი კატაპულტით, ბრძანების შემდეგ ორივე მანქანა ერთდროულად უშვებს თეფშებს, სპორცმენი ვალდებულია წყვილი სროლით დააზიანოს სამიზნე ისე რომ არ გამოცდეს მას ზურგს უკან. მშვენიერი ვარჯიშია იხვის გადაფრენისათვის, მაგრამ ვიდრე აქამდე მივა მსროლეი ის ვალდებულია გაეცნოს მრგვალი სტენდის და კომპაქტ სპორტინგის საწყის ეტაპს.
  8. მრგვალი სტენდი მრგვალი სტენდის მოგონების მიზეზი იყო კიდევაც, ნადირობისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება, სამიზნე რომელიც მოძრაობს მრგვალ სტენდზე შეიძლება იყოს 3 ტიპის, 'ჩვენგან', გვერდითი და შემხვედრი. არის კიდევ VIII ნომერი პრაქტიკულად თავს ზევით, მაგალითისათვის ავიღოთ იხვზე ნადირობის საშემოდგოო გადაფრენა. როგორც ყველაზე გავრცელებული და სროლის თვალსაზრისით ძალიან ძნელი. გავიხსენოთ თუ როგორ იხვებზე გვიწევს სროლა, რათქმაუნდა იხვზე რომელიც მონადირისკენ მოფრინავს, ანუ შემხვედრი ტრაექტორიით. ამისათვის მრგვალ სტენდზე ვარჯიშისას ყურადღება უნდა მიექცეს შემხვედრ სამიზნეებს. შემხვედრი სამიზნეები პრაქტიკულად არის I,II,III,IV,V,VI,VII ნომრები. თუ ვისწავლით მათ დაზიანებას საკმაოდ დარწმუნებით, ჩათვალკეთ რომ 60-70 % თქვენსკენ მომფრენი იხვები თქვენი ნადავლი იქნება, აქვე ავღნიშნავ რომ ამ სტატიაში იგულისხმება სროლის იდეალური გარემო ნადირობისას. კარგი განათებისას, მყარი ნიადაგისას მოსახერხებელი ტანისამოსის პირობებში და ა.შ. რადგან უამრავი ფაქტორი არსებობს რომელიც განასსხვავევბს სროლას სტენდზე და ნადირობისას. მიეჩვიო შებინდებისას სროლას, ან სროლას ნავიდან, ან სროლას მუხლამდე წყალში შეიძლება მხოლოდ ნადირობისას. ვიმეორებ საუბარია ასეთი სროლის ბაზის შექმნაზე. რათმაუნდა ჩვენგან მფრენ სამიზნეებზე სროლა მრგვალ სტენდზე ასევე საჭიროა, მაგრამ მისი გავლა შეიძლება ზერელედ, ისე რომ უამრავი რაოდენობს ვაზნა გამოვიყენოთ უფრო აზრიან და საჭირო ტრაექტორიბზე სასროლად. სროლის შემდეგი ნაწილი მრგვალ სტენდზე არის დუპლეტები. ეს კი ჩემი ღრმა რწმენით სრულიად არაა საჭირო ნადირობისას. ვინმეს უნახავს იხვები შემხვედრი მუმართულებით რომ მოფრინავდნენ ? სადაც ჯერ უნდა ესროლო ჩვენგან მფრინავს შემდეგ ჩვენზე მოსულს ? ასე რომ სტენდზე ვარჯიშისას თამამად შეგვიძლია უარი ვთავქათ დუბლეტებზე. (ნადირობისას დუბპეტებზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბროთ. ) VIII ნომერზე სროლა. თითქოსდა ძალიან გავს საღამოს გადაფრენაზე იხვინჭების ფრენას, როდესაც პატარა სწრაფმა ფრინველმა ლამისაა ქუდი მოგხადოთ თავიდან. მაგრამ ამ პოზიციას აქვს ერთი ძალიან უარყოფითი მხარე, სამიზნე უნდა დაზიანდეს მანამდე ვიდრე თვქენ ზურგს უკან მოექცევა, ანუ უნდა დაზიანდეს მოედნის ცენტრამდე. მაშინ როდესაც ნადირობისას სასურველია ფრინველი გაუშვათ ზურგს უკან და შემდეგ მივაყოლოთ საფანტი. შეიძლება თხოვოთ კიდევაც ინსტრუქტორს, მოგცეთ უფლება ასეთი სროლისა, ეს არ არის აკრძალული ვარჯიშის დროს. მრგვალ სტენდზე სროლა ხდება პოზიციიდან როდესაც თოფი ქამარზე ოდნავ ზემოთ გაქვთ მომარჯვებული. ეს სრულიად უახლოვდება ნადირობის სიტუაციებს. ზოგიერთი დამწყები უგულველყოფს ამ წესს და ისვრის მიბჯენილი თოფით, რადგან ფრიქრობეს რომ დამწყებისთვის ასე უკეთესია ან ადვილია. ეს კი მცდარი მოსაზრებაა. ჯერ ერთი არავინ არ დადის ტყე ტყე მიბჯენილი თოფით ისევე როგორც არავინ ელოდება გადაფრენას მიბჯენილი თოფით. მეორეც ერთი, გვერდითი ხედვით თეფშის აღქმა მარტივად ხდება, როდესაც თოფის კონდახი ცოტათი დაშვებულია. მაგრამ ამ ყოველივეს უნტსრუქტორები თვითონ მოიგიყვებიან სტენდზე.
  9. სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება, საფანტის და ფინდიხის ნომერაცია, ვაზნის დამზადება ხშირად მონადირე, რომელიც თავადაა დაკავებული საფანტის ჩამოსხმით, დგება კითხვის წინაშე: რა ნომერს შეესაბამება მის მიერ ჩამოსხმული პროდუქტი? ძირითადად გამოყოფენ 15 ნომრის საფანტს: 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 0, 00, 000, 0000. ყველაზე პატარა ზომის 11 ნომერი საფანტის დიამეტრია 1,5მმ და ამის მერე ყოველ შემდგომ ნომერს აქვს დიამეტრი +0,25მმ და აღწევს 5მმ-ს 0000-ის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ადვილია განისაზღვროს თითოეული ნომრის საფანტის დიამეტრი: №11_1,5მმ; №10_1,75მმ; №9_2,0მმ; №8_2,25მმ; №7_2,5მმ; №6_2,75მმ; №5_3,0მმ; №4_3,25მმ; №3_3,5მმ; №2_3,75მმ; №1_4,0მმ; №0_4,25მმ; №00_4,5მმ; №000_4,75მმ; №0000_5,0მმ. გამოყოფენ ფინდიხის 7 ზომას, ესენია: №1-9მმ; №2- 8,5მმ; №3-8მმ; №4-7,5მმ; №4ა-7მმ; №5- 6,5მმ და №5ა-6,2მმ. ამერიკული საფანტის ზომები ორით მეტია ჩვენებურთან შედარებით, კერძოდ, გარდა ჩვენთვის ცნობილი საფანტის ნომრებისა, ამერიკაში გამოდის საფანტი ნომრით 7,5 და 8,5. მათი ზომებიც შესაბამისად 2,375მმ და 2,125მმ-ია. რაში ჭირდებათ ასეთი აბსოლიტრური ზომები ვერ გეტყვით , თუმცა ფაქტია რომ ამზადებენ გარდა ამისა 5/0-ს აღნიშნავენ F-ით; 4/0-ს T-ით 3/0-ს BBB-ით 2/0-ს BB-ით 0-ს კი B-ით. განსხვავებულია ფინდიხის აღნიშვნებიც: 9მმ-იანი აღინიშნება N000-ით(ჩვენთან N1); 8,5მმ-იანი N00-ით(ჩვენთანაც N2); 8მმ-იანი N0-ით(ჩვენთან N3); 7,5მმ-იანი N1-ით(ჩვენთან N4); 7მმ-იანი N2-ით(ჩვენთან N4ა); 6,5მმ-იანი N3-ით(ჩვენთან N5) და 6,2მმ-იანი N4-ით(ჩვენთან N5ა) საფანტის დახარისხების ავკარგიანობის განსაზღვრის მარტივი წესი ამგვარია: 10 გრამს უნდა იწონიდეს კარგი(ზომიერი) სიმაგრის 26 ცალი პირველი ნომრის საფანტი, №3_38 ცალი, №6_ 80ცალი, №7_104ცალი. ამ მაჩვენებლიდან მკვეთრი გადახრა შეიძლება გამოწვეული იყოს საფანტის ზედმეტი სიმაგრით ან სირბილით, ანდა საფანტის ცუდად დახარისხებით(სხვადასხვა დიამეტრი). აქვე აღსანიშნავია, რომ გარედან სპილენძით ან ნიკელით დაფარული საფანტის ეს მაჩვენებელი სავსებით განსხვავებულია. რაც უფრო სწორი ბურთულის ფორმისა და თანაბარი დიამეტრისაა თითოეული საფანტი, რამდენადაც ნაკლებ დეფორმაციას განიცდის იგი თოფის ლულაში გავლისას, იმდენად სრულფასოვანი იქნება თოფის მიტანა. მაგალითად, თანაბარ პირობებში სუფთა ტყვიისაგან დამზადებული საფანტის მიტანის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგარი საფანტისა. თუმცა ზედმეტად მაგარი საფანტიც არასრულფასოვანია. ლულიდან გამოტყორცნის შემდეგ ყველა საფანტი (ისე, როგორც ლულაში) ფრონტალურ სიბრტყეში ერთდროულად კი არ მოძრაობს, არამედ ყოველ ცალკეულ მომენტში ისინი ჰაერში განლაგებული არიან გარკვეული სიგრძითა და სიგანით. საფანტის ამ განლაგების ფორმას `საფანტის კონა~ ეწოდება. თავიდან საფანტებს შორის მანძილი მცირეა, ხოლო შემდეგ იგი თანდათან იზრდება და `საფანტის კონის~ მოცულობაც ანალოგიურად იცვლება, ე.ი დასაწყისში მცირეა, შემდეგ კი ნელ-ნელა იზრდება. `საფანტის კონის~ თავის წინა ნაწილში, 1-1,5 მ-ის სიგრძეზე, მოქცეულია ყოველი ცალკეული მომენტისათვის ჰაერში მოძრავ საფანტთა 80%, ხოლო კუდის ნაწილში, 2-2,5 მ-ის სიგრძეზე _ 20%. საფანტის ჭურვის საწყის სიჩქარეზე (რომელიც ყველაზე მაღალია ლულის ტუჩის ჭრილიდან მცირე მანძილის გავლის შემდეგ) დამოკიდებულია თოფის მიტანის სიმკვეთრე და მუდმივობა. მიტანის სიმკვეთრის ცნებაში იგულისხმება საფანტის სამიზნის სიღრმეში შეჭრა, იმისგან დამოუკიდებლად, მიიღწევა იგი თითოეული საფანტის შედარებით დიდი მასით თუ მისი მოძრაობის მაღალი სიჩქარით. რაც უფრო მეტია საფანტის მასისა და განივი ჭრილის შეფარდების მაჩვენებელი, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს იგი ჰაერის წინააღმდეგობის დასაძლევად. ამის შედეგია ის, რომ მსხვილი საფანტი უფრო დიდ მანძილზე ინარჩუნებს შედარებით მაღალ სიჩქარეს, ვიდრე წვრილი საფანტი. სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება ლულის სიბურჯღლის განსაზღვრისთვის უნდა ავიღოთ 100X100სმ ზომის ქაღალდი და დავხაზოთ მასზე ორი წრე _ A 750მმ და B 250მმ დიამეტრისა (როგორც ნახაზზეა ნაჩვენები). შემდეგ ამ პირობით სამიზნეს ვაკრავთ მშრალი ფიჭვის ფიცარზე (რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ). სამიზნიდან 35 მეტრის მანძილიდან ვისვრით პირობით სამიზნეზე (გასათვალისწინებელია, რომ მართებული შედეგის მისაღწევად ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურაა +15 გრადუსი, უნდა შეირჩეს უქარო და უნალექო ამინდი). შემდეგ ვითვლით დიდ წრეში მოხვედრილი საფანტის რაოდენობას და ვყოფთ ვაზნაში არსებული საფანტის რაოდენობაზე, ვამრავლებთ 100-ზე, რაც შესაბამისად _ შეადგენს ამ ლულის სიბურჯღლის მაჩვენებელს. მაგალითად, გასროლამდე ვაზნაში იყო 550 ცალი საფანტი, გასროლის შემდეგ დიდ წრეში მოთავსდა 250 ცალი, ამ შემთხვევაში ლულის სიბურჯღლე შეადგენს 250/550X100=45%-ს. ასევე შეიძლება განისაზღვროს ლულის ჭრა, ანუ მოხვედრის სიმკვეთრე. იგი იზომება ჭრილობის სიღრმით (სწორედ აქ გამოდგება ზემონახსენები ფიცარი). თუ საფანტის მიერ ფიცარში გაკეთებულ ნახვრეტში (ჭრილობაში) თავსდება კიდევ ერთი იმავე ზომის საფანტი, მაშინ ჭრა დამაკმაყოფილებელია. თუ ორი მოთავსდა, მაშინ _ კარგი, ხოლო თუ ნახვრეტში თავსდება სამი ან მეტი საფანტის ბურთულა, მაშინ ჭრა საუკეთესოა. განისაზღვრება საფანტის დაჯგუფებაც, ანუ ცენტრში კონცენტრაცია (ცდა ტარდება 7 ნომერი საფანტით). აღნიშნული მაჩვენებელი განისაზღვრება ფორმულით d =bX2,5\a, სადაც d დაჯგუფების მაჩვენებელია, b- პატარა წრეში მოთავსებული საფანტის რაოდენობა a_ დიდ წრეში მოთავსებული საფანტის რაოდენობა ; ვაზნის დამზადება შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოზები გაანგარიშებულია სტანდარტული ორლულიანი თოფებისათვის და არა მაგნუმისათვის. ერთ-ერთი ძირითადი ორიენტირი საჭირო საფანტის წონისათვის არის თოფის წონა. აღსანიშნავია, რომ თოფი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წონა არაა ზუსტი. კონკრეტული თოფის ვაზნისათვის საფანტის დასაშვები წონის მაქსიმუმი 12 ყალიბში არის მისი წონის 1/ 96, 16 ყალიბში მისი წონის 1/100, 20 ყალიბში მისი წონის 1/112, 28 ყალიბში მისი წონის 1/136 და 32 ყალიბში მისი წონის 1/148. ამის შემდეგ ვირჩევთ ამ მეთოდით განსაზღვრული მასის ქვემოთ 4 პუნქტს. მაგ. 3 კგ-იანი 12 ყალიბის ორლულიანი თოფის ვაზნისათვის საფანტის ოპტიმალური წონა მოქცეულია 27-დან 31-მდე გრამში(3000გ/ 96= 31; შემდეგი 4 ქვედა წონაა 30, 29, 28 და 27). ამის შემდეგ შეფარდებითი კოეფიციენტის გამოყენებით ვირჩევთ დენთის დასაშვებ ზღვრებს. შეფარდებითი კოეფიციენტი წარმოადგენს საფანტის მასის შეფარდებას დენთის მასასთან. აღნიშნული კოეფიციენტი მოცემულია ნებისმიერი დენთის ტექნიკურ პარამეტრებში. მაგ ,,სოკოლის” შეფარდებითი კოეფიციენტი 12 ყალიბისათვის არის 15-დან 16-მდე, 16 ყალიბისათვის 15,5-დან 17-მდე და 20 ყალიბისათვის 17-დან 19-მდე. დენთი ,,რექსისათვის” შეფარდებითი კოეფიციენტი არის 12 ყალიბში 20-დან 20,7-მდე, 16 ყალიბში 20-დან 21,8-მდე და 20 ყალიბში 21-დან 24,2-მდე. დენთი ,,რექსი" აქ მოვიტან უკვე გაანგარიშებულ დოზებს: 12 ყალიბი -------------- თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,45გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,5გ-მდე. თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,55გ-მდე. თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 29გ-დან 33გ-მდე; ,,რექსი” 1,44გ-დან 1,6გ-მდე. თოფის წონა= 3,3 კგ_საფანტი 30გ-დან 34გ-მდე; ,,რექსი” 1,48გ-დან 1,65გ-მდე. თოფის წონა= 3,4 კგ_საფანტი 31გ-დან 35გ-მდე; ,,რექსი” 1,53გ-დან 1,7გ-მდე. თოფის წონა= 3,5 კგ_საფანტი 32გ-დან 36გ-მდე; ,,რექსი” 1,57გ-დან 1,75გ-მდე. თოფის წონა= 3,6 კგ_საფანტი 33გ-დან 37გ-მდე; ,,რექსი” 1,62გ-დან 1,8გ-მდე. 16 ყალიბი ------------ თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,რექსი” 1,15გ-დან 1,24გ-მდე. თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,რექსი” 1,2გ-დან 1,28გ-მდე. თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 25გ-დან 29გ-მდე; ,,რექსი” 1,25გ-დან 1,33გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,38გ-მდე. თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,42გ-მდე. თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,47გ-მდე. 20 ყალიბი --------------- თოფის წონა= 2,5 კგ_საფანტი 19გ-დან 23გ-მდე; ,,რექსი” 0,9გ-დან 0,95გ-მდე. თოფის წონა= 2,6 კგ_საფანტი 20გ-დან 24გ-მდე; ,,რექსი” 0,95გ-დან 1,0გ-მდე. თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 21გ-დან 25გ-მდე; ,,რექსი” 1,0გ-დან 1,05გ-მდე. თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 22გ-დან 26გ-მდე; ,,რექსი” 1,05გ-დან 1,1გ-მდე. თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,რექსი” 1,1გ-დან 1,15გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,რექსი” 1,15გ-დან 1,2გ-მდე. არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ წონის მიხედვით მოცემულ მაქსიმალურ დოზებს!!! ამის შემდეგ ვამზადებთ თოფის შესაბამისი წონის მიხედვით საკონტროლო ვაზნების 4 სერიას. სულ მზადდება 20 ცალი ვაზნა. მაგ 3,3 კგ წონის 12 ყალიბის თოფის მისროლა უნდა გაკეთდეს 1,48გ დენთიანი 30, 31, 32, 33 და 34 გ საფანტით. შემდეგ 1,53გ-იანი(საფანტი მეორდება რათქმაუნდა), შემდეგ 1,6გ-იანი და ბოლოს 1,65გ-იანი ვაზნებით. მისროლის შედეგების მიხედვით ვირჩევთ საუკეთესო დოზირებას. ბოლოს ცოტას განვმარტავ: თუ მისროლისას ორმა სერიამ აჩვენა დაახლოებით ერთნაირი სიბურჯღლე და დაჯგუფება. მაშინ უმჯობესია არჩეულ იქნას ვაზნების ის ჯგუფი, რომელსაც აქვს ნაკლები შეფარდებითი კოეფიციენტი, რადგან ასეთ ვაზნას აქვს უფრო დიდი ჭრა. დენთი ,,სოკოლი" შეგახსენებთ,რომ ეს წესი მოქმედებს სტანდარტულ(სერიულ) ორლულიან თობებზე დენთისთვის ს ო კ ო ლ ი 1.საფანტის წონა= ლულების წონა/48 2.დენთის წონა= ლულების წონა/48X0.06 მაგალითად:თუ ლულა იწონის 1600 გრამს, მისი ვაზნისთვის საფანტის ოპტიმალური წონა=1600/ 48=33გ. დენთის ოპტიმალური წონა=1600/48X0.06=2გ. კიდევ ერთი შენიშვნა: ჰაერის +10-ზე დაბალი ტემპერატურის დროს მსუბუქი თოფებისათვის(საერთო წონით 3 კგ-მდე) დენთის რაოდენობა უნდა გაიზარდოს 5%-ით,ხოლო უფრო მძიმე თოფებისათვის(საერთო წონით 3 კგ-ზე მეტი) 10%-ით. წყარო.monadire.g.გურულო

ვიზიტორთა მთვლელები