Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'ნადირობა'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 33 results

  1. სანადირო თოფი-ტოზ-34 1965 წელს ლაიფციგის საერთაშორისო ბაზრობაზე ტულის საიარაღო ქარხანაში შექმნილმა სანადირო თოფმა-ტოზ-34-მა ოქროს მედალი დაიმსახურა. ამ მოდელის შექმნის იდეა და დამუშავება ნ. კირიაკოვს ეკუთვნის. თავიდან მხოლოდ ცალობით ეგზემპლარები მზადდებოდა, ხოლო 1969 წლიდან ის უკვე მსხვილი პარტიებით გამოდიოდა. მოდელმა დიდი როლი შეასრულა საბჭოთა იარაღის განვითარების საქმეში. ტოზ-34 სერიული წარმოების ვერტიკალურ ლულებიანი პირველი მსუბუქი თოფი იყო. ამასთან ტოზ-34 საბაზო მოდელად იქცა და საფუძველი დაუდო სხვადასხვა დანიშნულების და მოდიფიკაციის თოფების მთელ ოჯახს: სასტენდო ტოზ-57К-ს და ტოზ-57Т-ს: შტუცერ ტოზ-55 „ზუბრს", კომბინირებულ ტოზ-34-5.6/20-ს. თოფების ძირითადი ნაწილი 12, ხოლო შედარებით ნაკლები კი 28 ყალიბი გამოდიოდა, როგორც რიგითი, ისე ცალობითი და სუვენირული შესრულებით.შეზღუდული რაოდენობით მზადდებოდა 20 ყალიბის, ძალზე იშვიათად კი - 32 ყალიბსაც. თოფი ორ ნაწილად იშლება. ცევიო არ ეხსნება და ის ლულაზე ჭანჭიკებითაა და მაგრებული. აღჭურვილია ფეხზე შემდგარი ჩახმახების მაჩვენებლით. თოფების ნაწილზე ჩვეულებრივი სამიზნე თამასაა დაყენებული, ნაწილზე კი გამაგრილებელი. კაკლის, წიფლის ან არყის ხის კონდახი ძირითადად პისტოლეტურია, იშვიათად ინგლისური: სალოყით ან მის გარეშე. ეს მოდელი სხვადასხვა დროს სხვადასვხა მოდიფიკაციით გამოდიოდა ტოზ-34-ექსტრაქტორით, ტოზ-34ე-ეჟექტორით, ტოზ-34რ-რეზინის ამორტიზატორით, ტოზ-34ერ კი-ეჟექტორთა და რეზინის ამორტიზატორით. მცირე ყალიბიან თოფებზე იგივე კალაპოტია დაყენებული, რაც 12 ყალიბსაზე, ამიტომ ნებისმიერი ყალიბის თოფი ერთიწონისაა. ეს ცხადია მათი დიდი ნაკლია, თუმცა ერთიცაა 28 და 20 ყალიბის თოფების გაზრდილი მუხტითა და მასით დატენილი ვაზნების გამოყენებაა შესაძლებელი. 12 ყალიბიანის ლულების სიგრძე 700-720 მმ- ია, 20, 28 და 32 - ის კი 600-675 მმ-ია. სავაზნე ყველას 70 მმ-იანი აქვს. ლულების შევიწროება ასეთია: 12 ყალიბიანში ქვედა ლულა 0.8-1 მმ-ით, ზედა 1.1-1.3 მმ-ით; შესაბამისად 20-ის 0.5-1.0 მმ-ით, 28-ის 0.4 და 0.6 მმ-ით; ლულების არხის დიამეტრი კი 12 ყალიბიანს 18.5 (+0.2) მმ აქვს. 20-15.7 (0.2) მმ, 28 კი-14.0 (+0.2) მმ. თავის კონსტრუქციით ეს მოდელი სრულიად ორიგინალურია და სხვა თოფებისგან შესამჩნევად განსხვავდება. ლულები კალაპოტთან წრიული შარნირებითა და მუფტითაა შეერთებული. ლულების ჩაკეტვის სისტემა მხოლოდ ჩახმახების რბილი დაშვების საშუალებას იძლევა. შიგა ჩახმახიანი და ორ სასხლეტიანი დამცემ-დამშვები მექანიზმი კალაპოტში განცალკევებულ საფუძველზეა დამონტაჟებული. თოფის ფეხზე შეყენება და საბრძოლო ზამბარების მო მართვა ლულის გადახსნისას ხდება. ჩახმახები და ნემსები ცალ-ცალკე დეტალია. არაავტომატური დამცველი კეტავს შეპტალას: აქვს ჩახმახების დამჭერი ინტერსეფტორებიც. ტოზ-34 სხვა თოფებისგან სპეციფიკური, შედარებით რთული დაშლა-აწყობის სისემითაც განსხვავდება. ამიტომ ქარხანას უამრავი მწყობრიდან გამოყვანილი თოფი უბრუნდება, რისი ძირითადი მიზეზიც ლულების კალაპოტიდან განცალკევებისას დაშვებული შეცდომები იყო. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს თოფი კომბინირებულ ვარიანტადაც მზადდებოდა. მისი ქვედა ღარიანი ლულა 9X53 ვაზნისათვის არის გათვალისწინებული, ხოლო ზედა 12 ყალიბის 0.5 მმ-იანი ნახევარჩოკია; ოღონდ ასეთ ზუბრს ლულა უკვე 675 მმ-იანი აქვს. ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი ორივე ეს მოდიფიკაცია მხოლოდ ცალბით ეგზემპლარად მზადდებოდა. მცირე სერიებით გამოდიოდა სარეწაო დანიშნულების კომბინერებული მცირე ყალიბიანი თოფები - ტოზ-34-5.6/20, ამ შემთხვევაში ღარიანი სედა ლულაა და ის 5.6 ყალიბის ცენტრალური აფეთქების ტიპის ვაზნებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ქვედა - 28 ან 20 ყალიბისაა. ლულების სიგრძე 500 მმ-ია, ქონა 2.5-2.6 კგ. 12 ყალიბის ტოზ-34 ტიპიური სამოყვარულო-სანადირო თოფია, რომელიც ნებისმიერი ნადირობის დროს გამოდგება საფანტის სასროლად, ხოლო რაც შეეხება ფინდიხს, მისი გამოყენება მხოლოდ პოლიეთილენის კონტეინერების ხმარებისას და ლულასთან მისი შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება. მსხვილ ნადირზე სანადიროდ კი ტყვია ერთი ზომით ნაკლები ყალიბის უნდა იყოს. 20 ყალიბის თოფები განსაკუთრებით მოხერხებულია მწყერზე სანადიროდ. უფრო მცირე ყალიბიანები და კომბინირებული ვარიანტები ტაიგაში სარეწაო ნადირობისათვის იყო გათვალისწინებული, თუმცა საკმაოდ ძვირი ღირდა და თავისი დანიშნულებით იშვიათად გამოიყენებოდა.
  2. ანგლო-რუსული ანუ რუსული ჭრელი მდევარი გამოყვანილია რუსეთში მე-19 საუკუნეში რუსული და ინგლისური (ფოქსჰაუნდი და სტეგჰაუნდი) მდევრების შეჯვარებით, ამ ჯიშის სტანდარტი 1925წ მიიღეს. იგი ერთ ერთი საუკეთესო მდევარია და ქართველ მონადირეთა შორის საკმაოდ პოპულარულია, ცხოველის მიმართ ძლიერი ტემპერამენტით და აგრესიით გამოირჩევა, აქვს წმინდა და მძლავრი ხმა, კარგი ყნოსვა და ადვილად იგეშება. გამოიყენება თითქმის ყველა ცხოველზე სანადიროდ (დათვი, მგელი, მელა, ირემი, შველი, კურდღელი და სხვ.). ანგლო-რუსული მდევარი მკვრივი აგებულებისაა, საშუალოზე დიდი ზომის ძაღლია (სიმაღლე მინდაოში ხვადები — 58-68სმ. ძუკნები — 55-65სმ.), ძვლოვანი სისტემა მასიურია, კუნთოვანი სისტემა კარგად განვითარებული, აქვს მოკლე და სწორი ბეწვი კარგად განვითარებული თივთიკით, შეფერილობა თეთრი, წითური და შავი ლაქებით, ლაქების ფორმა და ზომა ცვალებადია ოღონდ მუცელი და ფეხები აუცილებლად თეთრი უნდა იყოს (აღნიშნული მკვეთრი შეფერილობა მას მკაფიოდ გამოარჩევს სანადირო ობიექტისგან,რაც საკმაოდ ხელსაყრელია მონადირისთვის დამიზნების დროს), თავი საშუალო ზომისაა, კბილები თეთრია და ძლიერი, თანკბილვა მაკრატელისებრი. აქვს გაწონასწორებული ხასიათი, თვინიერი და ჭკვიანია, კარგად ეწყობა ბავშვებს, თუმცა გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება გამოავლინოს აგრესია პატრონის მიმართ და ამის გამო ის არ ითვლება იდეალურ კომპანიონად. მისთვის აუცილებელია დიდი ფიზიკური დატვირთვა და ხანგრძლივი სეირნობა.
  3. კურცხაარი - (გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი) ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი და ღო­ნი­ე­რი ძაღ­ლი თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად არ­თმევს ბევრ ამო­ცა­ნას – შე­უძ­ლია და­ე­დევ­ნოს დაჭ­რილ ნა­დირს, მი­აგ­ნოს და პატ­რონს მი­უ­ტა­ნოს . გერ­მა­ნუ­ლი მოკ­ლე­ბეწ­ვი­ა­ნი პო­ინ­ტე­რი მორ­ჩი­ლი და ალერ­სი­ა­ნი, ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლი­ა, ავ­ლენს ისეთ თვი­სე­ბებს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ მო­ნა­დი­რე­ე­ბი. ეს უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­დი­რე ძაღ­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ნა­დირ­ზე, ისე ფრინ­ველ­ზე სა­ნა­დი­როდ. ის წყალ­შიც და ხმე­ლეთ­ზეც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს. გერ­მა­ნუ­ლი პო­ინ­ტე­რე­ბი, მათ შო­რის უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი სახ­ლის პი­რო­ბებს კარ­გად ეგუ­ე­ბი­ან, მაგ­რამ უფ­რო ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რო­ცა გა­რეთ და­ნა­ვარ­დო­ბენ და ბევრს მუ­შა­ო­ბენ. ამ ძაღ­ლის ორი­ვე ტი­პი ჭკვი­ა­ნი, ად­ვი­ლად საწ­ვრთნე­ლი და სან­დოა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი შე­საძ­ლოა ოდ­ნავ აგ­რე­სი­უ­ლი იყოს, რაც ვლინ­დე­ბა მის ჩხუბ­ში სხვა ძაღ­ლებთან. დახვეწილი ბეწვის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, გერ­მა­ნული მოკ­ლე­ბეწ­ვი­ანი პო­ინტერის ბეწვი ხში­რად ვარ­ცხნეთ და გაწ­მინ­დეთ პირ­სა­ხო­ცის ნაჭ­რით ან ზამ­შით. მონაცემები წარმოშობა - ევროპა მთავარი დანიშნულება - ნადირობა ტემპერამენტი - სანდო, გამჭრიახი სიც. ხანგრძლივობა - 12-17 წელი მოვლა - მუდმივი ვარცხნა ვარჯიში - რეგულარული მოდარაჯე - კარგი ხვადი 62-66 სმ. 25-32 კგ ძუ 58-63 სმ 20-27 კგ კუ­დი აჭრიან და­ახ­ლო­ე­ბით სიგრძის ორ მე­ხუ­თე­დს. ბეწ­ვი მოკ­ლე, სქე­ლი და წყალ­გა­უმ­ტა­რი, შა­ვი ან ღვიძ­ლის­ფე­რი, რო­მელ­შიც შე­რე­უ­ლია თეთ­რი ლა­ქე­ბი, წინ­წკლე­ბი, ან­და დათრთვილულია. თათები კომ­პაქ­ტუ­რი და მრგვა­ლი, ძლი­ე­რი, დი­დი და სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით. ფე­ხე­ბი წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი, და­კუნ­თუ­ლი და ერთმანეთთან ახლოს გან­ლა­გე­ბუ­ლია. უკა­ნა ფე­ხე­ბი – ძლი­ე­რი და მაგ­რად და­კუნ­თუ­ლი. ცხვი­რი დი­დი, ყა­ვის­ფე­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით. ტა­ნი გამ­ხდა­რი და და­კუნ­თუ­ლი, ღონიერი წელით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მი­სი მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რეს რო­გორც ხმე­ლეთ­ზე, ისე წყალ­ში. თვა­ლე­ბი ნუ­ში­სებ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის და მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი. სა­ხე საკ­მა­ოდ გრძე­ლი დრუნჩით. შე­უძ­ლია მთლი­ა­ნი ნა­დავ­-ლის პირ­ში მოქ­ცე­ვა და დიდ მანძილზე ტარება. ვარ­ჯი­ში ამ ენერ­გი­უ­ლი ძაღ­ლის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია . ერ­თგულ­სა და საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად საწ­ვრთნელ გერ­მა­ნულ მოკ­ლე­ბეწ­ვი­ან პოინ­ტერს თავნება ხასიათი აქვს, მაგრამ სწორი წვრთნის შე­დე­გად ეს ძაღ­ლი ოჯა­ხის აქ­ტი­უ­რი წევ­რი ხდე­ბა. რჩევა: არა­საკ­მა­რი­სი მუ­შა­ო­ბით ძაღლი შე­იძ­ლე­ბა და­ით­რგუ­ნოს და ძნე­ლი სა­მარ­თა­ვი გახ­დეს. რო­გორც სხვა ყურ­პარტყუნა ძაღ­ლე­ბი, ისიც მიდ­რე­კი­ლია ყუ­რის ინ­ფექ­ცი­ე­ბის­კენ.
  4. ამ თემაში საიტის წევრებმა დავდო საკუთარი ფოტოები, წარმოდგენა მაინც რომ გვქონდეს ერთმანეთზე, შეიძლება სადმე შევხვდეთ, ფოტოებიდან ვიცნობთ ერთმანეთს და უკვე პირადათაც გავიცნობთ.
  5. გაუმარჯოს კაი ხალხს, იცოცხლეთ და გაიხარეთ.
  6. ესტონური მდევარი XX საუკუნის დასაწყისში ესტონეტში დაეცა ჩლიქოსნების ირემისა და შველის რაოდენობა, ამიტომ აუცილებელი გახდა მკაცრი ღონისძიებების გატარება სეიზღუდა მორეკვით ნადირობა ხოლო დიდი ტანის მდევრებით ნადირობა საერთოდ აიკრძალა, სავარგულსი აღმოჩენილი მდევარი რომელიც არემატებოდა 45 სმ–ს ადგილზევე ნადგურდებოდა.დაბალი ტანის მდევარი იმ დროისტვის ესტონეტში არ ყავდათ. საჭირო გახდა სასურველი ჯიშების საზრვარგარეტ სერცევა და მათი ორგანოზებულად შემოყვანა. არცევანი გაკეთდა ბიგლებზე ერთ–ერთ უძველეს ინგლისურ ჯიშზე, ეს პატარა ტანის მდევრები რომლებიც გამოირცეოდნენ რბილი ხასიათით, ადვილად იგეშებოდნენ და განსაკუთრებიტ კარგად ნადირობდნენ კურდრელზე, მაგრამ ადგილობრივი მონადირეების უმეტესობას არ მოსწონდა მათი ჩახლეჩილი უხეში და არამკვეთრი ხმა, გადაწყდა რომ ბიგლები შეეჯვარებინათ ადგილობრივ მდევრებთან( ადგილობრივი მდევრები წარმოადგენდნენ კურლანდიურებისა დაფოქსჰაუნდების ნარევ ძაღლებს)სეურიეს საშუალო ტანის მდევრების სისხლი და მიიღეს კარგი სანადირო თვისებების პირველი თაობა_ადვილად საგეში და გადაკიდებული დევნის უნარით, მაგრამ მალე ტავი იცინა ზოგიერტმა ექსტერიერულმა ნაკლმა და რაც მთავარია, კვლავ აქილევსის ქუსლად რჩებოდა ხმები სუსტი და ორდინალური.ამ ნაკლის გამოსწორების მიზნით ისინი სეაჯვარეს სვეიცარიიდან ზემოყვანილ ლიუცერნულ ჯიშისი მდევრებთან _მოხდენილი, ელეგანტური აგებულების მქონე ძალიან ჭკვიან ძაღლებთან რომლებიც ყოველგვარ ნადირს დასდევდნენ, მართალია საშუალო ტემპში მაგრამ დიდი აზარტითა და ხანგრძლივობით და რაც მთავარია მათ ჰქონდათ მკვეთრი ძლიერი ხმები.მიღებული შთამომავლობიდან პირველ რიგში დაიტოვეს სასურველი ტიპის მწარმოებლები,ხოლო შემდგომში წყვილების შერჩევისა და მკაცრი აღრიცხვის პირობებში ძალაინ მალე სულ 40 წელიწადში მოხდა მდევრის ახალი ჯიშის გამოყვანა, რომელიც მთლიანად გადასცემს შთამომავლობას ექსტერიერს და სანადირო თვისებებს, პირველი ძაღლი რომელსაც ოფიციალურად ესტონური მდევარი ეწოდა დაიბადა1954 წელს მას ძლიერ კარგი შეფასება და I ხარისხის საველე დიპლომი ჰქონდა საინტერესოა რომ ის სხვადასხვა ჯიშის მდევრების სისხლს ატარებდა ასეთი პროპორციით 2 ბიგლი, 3 ადგილობრივი, 3 ლიუცერნული მდევარი. სიმაღლე ძუ 42-49 ხვადი 45-52 ინდექსი ძუ 108-110 ხვადი 110-112 მახასიათებლები თავის ქალა- ზომიერი , მომრგვალებული ფორმის. კარგად არის გამოხატული, მაგრამ არა მაღალი ქედით. გადასვლა შუბლის არა მკვეთრი. დინგი- არის გრძელი და სწორი. ტუჩები მშრალი, მჭიდროდ წებოვანი . ყბა -ძლიერი, კბილები თეთრი. თვალები- მუქი ყავისფერი, ირიბად მითითებული, მუქი სახურავები. ცხვირი- შავი, ფართო. შეიძლება იყოს მუქი ყავისფერი ნათელი ფერები. ყურები- დაშვებული, გრძელი, . არის მომრგვალებული. ბეწვი- მოკლე გარე ქურთუკი მძიმე, გამოუყენებელი. შეფერილობა - ყველაზე ხშირად შავი და დაწინწკლული წითელი ლაქებით. ზომები არ შემოიფარგლება წერტილებით. შავი და ყავისფერი ფერის, ისევე, როგორც ყავისფერი, წითელი, ყვითელი ტიპიური სიარული - მოკლე ცენტრალური ნახტომები,
  7. მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით სამინისტრო გეგმავს "ნადირობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვების ჩატარებას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე, განხილულ იქნება საკითხი, გარეული ცხოველების მიერ მოსახლეობისა და მათი ქონებისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით. წარმოგიდგენთ შეხვედრების განრიგს, ადგილმდებარეობისა და თარიღების მითითებით; · 20 თებერვალი, 12:00 საათი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა; · 21 თებერვალი, 11:00 საათი - ბათუმის მერიის შენობა; · 21 თებერვალი, 15:00 საათი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა; · 22 თებერვალი, 11:00 საათი - ფოთის მერიის შენობა; · 22 თებერვალი, 15:00 საათი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა; · 23 თებერვალი, 12:00 საათი - ქუთაისის მერიის შენობა; · 24 თებერვალი, 11:00 საათი - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა; მონადირეებო ყველას შეგიძლიათ ( საჭიროა ძაან) დაესწროთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ რას ეთანხმებით და რას არა. „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი იხილეთ ქვემოთ წყარო: eiec.gov.ge წყარო: eiec.gov.ge
  8. პოლონური მდევარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (უნგრეთი, პოლონეთში, სლოვაკეთში) გავრცელებული ადგილობრივი ჯიშის მდევრები, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ,ე,წ, გარდამავალ ფორმებს მიეკუთვნებიან, მათში კარგად სჩანს როგორც დასავლური ისე აღმოსავლური ანუ რუსული მდევრების სისხლის გავლენა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ამ ტიპის ძაღლები ჩვენშიც გვხვდებოდა, პირველ რიგში პოლონური მდევრების სახით, რომლებიც ძალიან კარგად ნადირობდნენ კურდღელზე, ჰქონდათ მჭექარე ,სასიამოვნო ტემბრის ხმა და ძველი თაობის მონადირეებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მე-19 საუკუნეში 4 ტიპის ადგილობრივ მდევარს გამოჰყოფდნენ: მძიმე ტიპს ,რომელიც გარეგნულად სან-ჰუბერტის ძაღლს ჰგავდა; საკმაოდ დიდი ტანის მდევარს-ოგარს, რომელსაც მაშინ გადაშენება ემუქრებოდა; შედარებით მსუბუქ, ხმელი აღნაგობის სწრაფ პოლონურ მდევარს და პატარა პოლონურ მდევარს. ამათგან პირველი ორი გამოიყენებოდა როგორც კურდღელსა და მელაზე ასევე მგელსა და ტახზე სანადიროდ, ხოლო ორ უკანასკნელს მხოლოდ მელასა და კურდღელზე სანადიროდ იყენებდნენ.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონური მდევრების რიცხოვნობა კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და მხოლოდ რამოდენიმე ენთუზიასტის დიდი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნდა. ერთმანეთში გაითქვიფა განსხვავებული ტიპების სისხლი და ამჟამათ საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში მხოლოდ ერთი ჯიში ოგარია რეგისტრირებული. ოგარი ნამდვილი მონადირე სპორცმენია , მათ ხროვის სახით არ ანადირებენ, მდევარს მოეთხოვება გაჰყვეს და თავი არ დაანებოს თავიდან ნაპოვნ ნადირს მანამდე სანამ მონადირე არ შეიხვედრებს. მიუხედავად იმისა რომ ოგარი საკმაოდ მსხვილი ძაღლია ,ნადირს სწრაფი ტემპით არ დასდევს, ალბად ამიტომაცაა რომ საიმედოდ მიჰყვება კვალს. თანამედროვე სტანდარტის ძირითადი შტრიხებია საერთო შესახედაობა- საშუალო სიმაღლის , მძლავრი აგებულების ძვალმსხვილი ძაღლია. თავი-მძიმე, მაგრამ კეთილშობილური იერით, წაგრძელებული დრუნჩით. წარბსზედა ორდიკალები,კეფის კეხი და შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრად გამოხატული. თვალები-დიდი,ოდნავ ოვალური, წყნარი და მშვიდი გამომეტყველებით, მუქი ყავისფერი. ყურები-საშუალო სიგრძის,ოდნავ დაბლა დაყენებული, თავისუფლად ჩამოკიდებული და ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული. წინა კიდურები-მძლავრი, მსხვილძლოვანი,დაკუნთული.კარგ ად შეკრული თათებით, მუქი ფერის ფრჩხილებით(თუ თითები თეთრია, დასაშვებია თეთრი ფერისაც) მკერდი-ღრმა, ფართო ოვალური ფორმის, მუხლის სახსრამდე დაშვებული. ზურგი-მძლავრი, სწორი, დაკუნთული. კუდი-სახტუნაო სახსრამდე სიგრძის, დაშვებული ,ხმლისებურად მოხრილი, ქვედა მხრიდან შედარებით გრძელი ბეწვით. სიმაღლე-ხვადები 560-650მმ, ძუები 550-600მმ. წყარო: ochopintre.ge
  9. იხვზე ნადირობა პლასმასის ფიტულებით და მისი სწორი განლაგება წყალზე და ადგილის შერჩევა წლის ამ პერიოდში ფრინველზე მონადირესათვის ძირითადად სანადირო ობიექტს იხვი წარმოადგენს რადგან ფრინველებს შორის მწყერის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით არის გავრცელებული. გარდა რაოდენობისა იხვი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება. მისი ნაწილი ადგილობრივია ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუდობს და მრავლდება ხოლო ნაწილი კი გადამფრენი. იხვზე ნადირობას საკმაოდ მიმზიდველს ხდის ის გარემოაბა რომ საჭიროა საკმაო გამძლეობა, სპორტული ჟინი, გამოცდილება და ცოდნა. წარმატების შემთხვევაში ნადავლიც სოლიდურია (დათვს და გერეულ ღორს ნუ შეადარებთ სოლიდურობით), ამიტომ ნადირობის ამ სახეობით საკმაოდ ბევრი და მათ შორის ბევრი დამწყები მონადირე არის დაინტერესებული. მიუხედავად იხვის, და ტბების სიმრავლისა იხვის მოპოვება მაინც საკმაოდ რთულ საქმედ ითვლება, რადგან ფრინველის ეს სახეობა გამოირჩევა სიფრთხილით, ძირითადად გვხვდება რთულად მისასვლელ (დაჭაობებულ) ადგილებში, რაც ართულებს იხვზე ნადირობას. ამის გამო საკმაოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს ცოდნაზე. იხვზე ნადირობის რამოდენიმე წესი არსებობს. მიპარვით ნადირობა დილის ან ღამის გადაფრენისას ჩასაფრება. დღის მანძილზე ჩასაფრებით სატყუარათი ნადირობა. ნავიდან ნადირობა ამ პოსტში განვიხილავთ იხვზე ნადირობის ერთ-ერთ ჩასაფრებით და სატყუარათი ნადირობის წესს, თავისებურებებს და ისეთ წვრილმან დეტალებს რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს ხოლო სინამდვილეში კი მთელი საიდუმლო ამ დეტალებშია. საკუთარი პრაქტიკიდან მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე წლის წინ ამ დეტალებიდან ზოგი რამ არ ვიცოდი, ზოგს ვუგულებელყოფდი და ზოგის რამის შესრულება უბრალოდ მეზარებოდა. შედეგი მაინც იყო და ნადირობიდან ხელცარიელი არ ვბრუნდებოდი მაგრამ თუ ყველაფერს ზედმიწევნით დაიცავთ აღმოაჩენთ რომ უკეთესი შედეგიც შეიძლება. სატყუარა ანუ პლასმასის ან ხის შეღებილი იხვების სწორი შერჩევა. არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი სახეობის იხვის სატყუარა, კარგია თუ 2 ან 3 სახეობის სხვადასხვა სატყუარა გექნებათ, ასევე სასურველია თუ იხვის გარდა გექნებათ ერთი ქედანის სატყუარაც რომელსაც იქვე შორიახლოს ხეზე განათავსებთ და 2 ცალი ყანჩის ან წეროს მაკეტი, რომელსაც იხვებისგან 15 ან 20 მეტრის მოშორებით განათავსებთ შედარებით გამოსაჩენ ადგილზე. ასეთ შემთხვევაში გადამფრენი იხვი შორიდანვე ხედავს ხეზე მოთავსებულ ფრინველს, შემდეგ ხედავს ყანჩებს და ბოლოს ხედავს ტბაში ჩამჯდარ იხვს, ეს ყველაფერი ერთად გაცილებით ადუნებს ფრინველის, ეს ყველაფერი ერთად ფრინველის აფიქრებინებს რომ იმ ტერიტორიაზე საფრთხე არ არსებობს, ადუნებს ყურადღებას და გუნდი მშვიდად ეშვება სხვა იხვების გვერდით დასაჯდომად. კამუფლირება შენიღბვა. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი რომელზეც პირადად მე ხშირად მეზარებოდა ბევრი დროის დახარჯვა (რამოდენიმე კამიშის რეროს ამოვიფარებდი და სულ ეგ იყო). სინამდვილეში ამ დროს ხდება საპირისპირო, კამიში ჩვენ გვიზღუდავს მხედველობის არეს ხოლო იხვისათვის არც ისე რთულად შესამჩნევი ვხდებით. ამიტომ მხოლოდ კამუფლირებული ჩასაცმელი საკმარისი არ არის, ტანსაცმელზე ზემოდან სასრველია მივამაგროდ წვრილი ხმელი ჭაობის ბალახი ან ამ ბალახებისაგან წინასწარ დამზადებული ბადე გადავიცვათ, გარეშემო კამიშის რეროებისაგან მოვაწყოთ რაც შეიძლება ხშირი ფარდა. აუცილებელია კამუფლირებული ნაჭრით დავიფაროთ სახე რადგან თეთრი სახე, სიცივისა და 100 გრამი არყისაგან ოდნავ აწითლებული ლოყები ძალიან იოლად შესამჩნევია ფრინველისათვის. სასურველია იარაღის, განსაკუთრებით ლულის შეფუთვა. რადგან ჩვენს მიერ ზეთით გაპოხილი და გაპრიალებული ლულები კარგად ჩანს შორიდან. უმოძრაობა. უმნიშვნელოვანესია, პირადად მე ბევრჯერ შევხვედრივარ და მინახავს როდესაც შორს იხვების გუნდ შენიშნავენ განსაკუთრებით ახალბედა მონადირეები იწყებენ მომზადებას სროლისათვის (დადგებიან მოხერხებულ პოზაში, მოიმარჯვებენ თოფს) ეს ერთ-ერთი გავრცელებული და ისეთი შეცდომაა რომელიც ფრინველს იშვიათად რომ გამორჩეს. ასეთი შემთხვევების უმეტესობა მთავრდება იმით რომ ფრინველი არც კი უახლოვდება მონადირეს სასროლ მანშილზე ხოლო მონადირე კი მოხერხებულ პოზაში მდგარი გააყოლებს ფრინველს თვალს და ვერც კი მიხვდება რატომ არ ისურვა იხვების გუნდმა მის ცხვირთან ჩამოჯდომა. ამიტომ როდესაც ფრინველის გუნდს შენიშნავთ თუნდაც კილომეტრის მანძილზე, ნუ ეცდებით ზედმეტი მოძრაობების გაკეთებას, განსაკუთრებით მერე ნუ დაიწყებთ დამალვას. უმჯობესია გაჩერდეთ უძრავად, გაყინული (ქუდის გასწორებაც კი ზედმეტი მოძრაობაა) ხოლო როდესაც გუნდი სასროლ მანძილზე მოგიახლოვდებათ მერე შეიცვალეთ მდგომარეობა და მომენტალურად გადადით სასროლ პოზიციაში. ასევე აუცილებელია გვქონდეს საყვირი, სასტვენი რომელსაც ჩაბერავ და იხვის ხმას გამოსცემს (მანოკი). სატყუარების სწორად განლაგება გარემოს და ამინდის მიხედვით სატყუარების სწორი განლაგება წყალზე საჭიროებს ცოდანს, მაგრამ კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა ეს ცოდნა წერილობით გადმომეცა და მომეყოლა პოსტში. ბევრი ფიქრის და ძიების შემდეგ ვიპოვე მარტივი გამოსავალი. ერთ-ერთ რუსულ საიტზე მივაგენი სურათებს რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ სამალავი, სამალავთან მიმართებაში განალაგოდ სატყუარები და იცოდეთ რომელი მხრიდან ელოდოთ ფრინველს. იხვი არასოდეს არ ჯდება პირდაპირ. ჯერ ფრინველი წრეს აკეთებს წინასწარ შერჩეულ ადგილზე ხოლო თუ სიტუაცია მოეწონა და ჩათვალა რომ საფრთხე არ ემუქრება ამის შემდეგ ჯდება წყალზე. იხვი დასაჯდომად ყოველთვის შემოდის ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, არასოდეს ფრინველი არ ჯდებაისე რომ ქარი გვერდიდან ან ზურგიდან უბერავდეს ფრინველს. მოფრენილი ფრინველი ჯდება სატყუარებიდან მოშორებით, შეათვალიერებს გარემოს და მერე მიცურდება სატყუარასთან ახლოს. დიდი ხნის ჩამჯდარ გუნდში რომელიც მიახლოებულია კამიშს და გართულია საკვების მოპოვებაში აუცილებლად შეიმჩნევა ერთი იხვი რომელიც ჩამჯდარია ძირითადი გუნდისაგან ოდნავ მოშორებით შედარებით ღია ადგილზე და აკვირდება ტერიტორიას. ეს ყარაული იხვია რომლის აფრენას აუცილებლად მოყვება მთელი გუნდის აფრენა. თუ ფრინველის გუნდი დიდია ის აუცილებლად რამოდენიმე ნაწილად გაიყოფა, ხშირ შემთხვევაში დაჯდება რამოდენიმე, დანარჩენი გუნდი კიდევ ერთ წრეს გააკეთებს და მერე დაეშვება დასაჯდომად. ნებისმიერ შემთხვევაში თუ საფარი კარგად გაქვთ მოწყობილი და გუნდის ნაწილი ჯდება სროლას ნუ იჩქარებთ, დაელოდეთ მთლიანი გუნდის ჩაჯდომას. ხოლო როდესაც საფარი არ გფარავთ ბოლომდე მაშინ იხვი არცერტ შემთხვევაში არ ჩაჯდება და თქვენ პირველივე სასრლი მომენტი უნდა გამოიყენოთ. საფარის შერჩევისას გაითვალისწინეთ თუ რომელი ხელით გეხერხებათ სროლა. თუ თქვენ მარჯვენა მხარიდან ისვრით მაშინ შეხედეთ ქარის მიმართულებას და საფარი ისე შეარჩიეთ რომ ფრინველი თქვენი მარცხენა მხრიდან შემოდიოდეს ხოლო თუ მარცხენა მხარიდან ისვრით პირიქით. ამის შემდეგ განალაგეთ სატყუარები. თუ რამოდენიმე სახის სატყუარა გაქვთ შეეცადეთ მათი ძირითადი ნაწილი სახეობების მიხედვით ცააწყოთ, თითოეული ჯიშის სატყუარები ერთ გუნდათ, ხოლო გუნდები ერთმანეთთან ახლოს განათავსეთ ან რამოდენიმე გუნდათ გაყავით. თუ ცოცხალი სატყუარა გყავთ ის მოათავსეთ ყარაული იხვის პოზიციაზე, ძირითადი გუნდიდან გამოყოფილათ. წეროს ან ყანჩის სატყუარა მოაათავსეთ იხვების გუნდისაგან მოშორებით ისეთ ადგილზე რომ კარგად ჩანდეს შორი მანძილიდან. ამ ყველაფერში ცოტას ეს ფოტოებიც დაგეხმარებათ. იხვის სატყუარების განლაგება.სურ.1 . . იხვის სატყუარების განლაგება.სურ.2 . . გისურვებთ წარმატებულ ნადირობას. .
  10. ამ თემაში ვისაუბრო სანადირო იარაღის მოდელებზე.დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუზიაროთ ცოდნა ამა თუ იმ მოდელის იარაის დადებით და უარყოფით მხარეებზე და ა.შ.
  11. გურია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით. რც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. საერისთავოს ცენტრი იყო სოფელი გურიანთა. XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ჰქონდათ ალამბარში, შემდგომ ოზურგეთში, ასევე ლიხაურში. საუფლისწულო მამულს წამოადგენდა სოფელი ლესა. გურიის სამთავრო მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდა იმერეთის სამეფოსთან და ოსმალეთის იმპერიასთან. გურიის სამთავროს ძირითადი მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. ოსმალეთის იმპერიასთან მუდმივი ბრძოლების შედეგად გურიის სამთავრომ დაკარგა ქვემო გურია. 1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. თავის მხრივ, ოზურგეთის მაზრა 12 თემად იყოფოდა. რუსეთის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება დიდი იყო, განსაკუთრებით გლეხობაში, რაც 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, თუმცა უკმაყოფილება დარჩა და 1862 წელს კიდევ ერთი აჯანყება მოხდა ბატონყმობის წინააღმდეგ. 1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. თავდაპირველად გლეხებმა წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები, რაც ბახვის მანიფესტის სახელითაა ცნობილი, ხოლო შემდეგ დაიწყეს შეიარაღებულიუ ამბოხება და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკა. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო. 1921 წლიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებასთან ერთად გაუქმა ოზურგეთის მაზრა და მის ნაცვლად შეიქმნა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონები. გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა "ნადურსაც". ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური. მას ოთხი სიმი აქვს. სიმები აბრეშუმისაა ამიტომ საკრავი ნაზ ხმას გამოსცემს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სახუმარო, სატრფიალო, შრომის თუ საწესო სიმღერები ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ. გურიაში გავრცელებული საცხოვრისის ძირითადი სახეა ოდა, რსახურავი ოდა ფიცრული ომელიც მთელი დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ის 3-6 ოთახიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივნით. ოდის ოთხფერდა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული. ოდას ბუხრით ათბობდნენ.
  12. რამდენიმე ხნის წინ კახეთში წავედით სანადიროდ
  13. მოგეხსენებათ სამცხე ჯავახეთში წყალმცურავებზე ნადირობის სეზონი იხსნება 10 სექტემბერს. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, საიტის წევრებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ახალქალაქში სანადიროდ. გეგმა იყო ასეთი: დილით უნდა გვენადირა იხვის გადაფრენაზე (პერელიოტზე) ხოლო გადაფრენის დასრულების შემდეგ გადავსულიყავით მწყერზე სანადირო სავარგულებში. ეკიპაჟი შედგებოდა 5 წევრისგან და 2 ჩვენი ოთხფეხა მეგობრისგან. მაშ ასე სანადიროდ გახლდით: სოსო წილოსანი - სოსო თქვენი მონამორჩილი მე, თაზო ჩხაიძე - თაზო გიორგი ჩიტაიშვილი - ჩიტო გიორგი ოქროპირიძე - მოჩვენება მინდია თედორაია - lebo-kurali ძაღლები: გერმანული იაგდტერიერი - დუჩე ინგლისური პოინტერი - ბუბუ მანქანა: Toyota 4runner მოკლედ, გათენებამდე მივედით იხვზე სანადირო ადგილებში. ადგილები ნაცნობი იყო რადგან წინა წლებში ხშირად ვსტუმრობდით ამ სავარგულებს. შესაბამისად დიდი დროც არ დაგვჭირვებია სანადირო პოზიციების შესარჩევად და გაფაციცებით და გულის ფანცქალით დაველოდეთ გათენებას. ტემპერატურა იყო -2 გრადუსი. ცა ნახევრად ღრუბლიანი, ნიავის გარეშე. ამიტომ ცოტა წინასწარი მოლოდინები გაგვინელდა მაგრამ გეგმა არ შეგვიცლია... გაისმა პირველი სროლა და დაიწყო გულმა ბაგაბუგი. დაიწყეს წყალმცურავებმაც მოძრაობა და დაახლოვებით 15 წუთიანი სროლების შემდეგ დაწყნარდა არემარე... როგორც ვვარაუდობდით მოლოდინი გამართლდა და ჩვენი საერთო მონაგარი იყო 3 ცალი პატარა იხვი და 1 ცალი მელოტა. როცა იხვის ადგილებიდან გამოსვლა დავაპირეთ ჭაობიან ადგილებში გავიარეთ და როგორც ველოდით დაიწყო ყველაზე აზარტული ნადირობა. ჭაობიდან ამოდიოდა: ჭოვილო, ჩიბუხა, ჭყიამპო და წყლის ღალღა. რამდენიმე წარმატებული სროლის შემდეგ გავეშურე მანქანისკენ და ჩემი პოინტერი ჩამოვიყვანე სასწრაფოდ და გავაგრძელეთ ერთ რიგად ნადირობა. იყო ბევრი სახალისო მომენტი, ბევრი ლამაზი სროლის სანახაობა და მიუხედავად სიცივისა, ძაღლის გულმოდგინედ მუშაობა. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ჩვენმა ნანადირევმა შეადგინა 15 ცალამდე ჭაობის ფრინველი ამოვედით მანქანასთან და ტრადიციულად გავშალეთ, ლამაზი სუფრა. 3-3 ჭიქით ერთმანეთს მოვეფერეთ. უფალი ვადიდეთ და გადავედით მწყერის სავარგულების მოსასინჯად. 90% ით ვვარაუდობდით რომ ყინვების გამო მწყერი არ იქნებოდა მაგრამ გულდასაწყვეტი რომ არ ყოფილიყო გადამოწმება ვარჩიეთ. სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინები გამართლდა და მწყერი საერთოდ არ შეგვხვდა. შემდეგ ვნახეთ სხვა მონადირეებიც და იმათთმაც იგივე გვითხრეს რომ ერთი ცალიც არ მოუკლავთ და საბოლოვოდ დავრწმუნდით რომ მწყერზე აზრი არ ჰქონდა სიარულს. დავიწყეთ იხვზე უკეთესი ადგილების ძებნა და გახსენება. ბევრი არც დაგგვიანია როცა მივადექით ერთ ერთ ჩვენს საყვარელ ტყეს სადაც სუფრას ვშლიდით ხოლმე. ხოდაა წავიდა აქაც სამზადისი... სანამ მე და გიო სუფრას ვშლიდით. მინდია და სოსო გართული იყო დილის ნადირობით გამოწვეული ემოციების გაზიარებებით. ცოტა დავლიეთ. დალი და ოჩოპინტრეც ვადღეგრძელეთ და დავისვენეთ სუფთა ჰაერზე შემდეგ გავემზადეთ და გავეშურეთ ახალი სანადირო ადგილებისკენ. ნადირობის დროს სურათების გადასაღებად ნამდვილად ვერ მოვიცალეთ მაგრამ შემდეგისთვის აუცილებლად ვეცდებით ამ პროცესის დროსაც დავტოვოთ სამახსოვრო კადრები... რამდენიმე საათში დავბრუნდით მანქანასთან ხელდამშვენებულები და ჩვენს ნანადირევს შევმატეთ: 12 ცალი მელოტა, 3 იხვი და 2 ჩიბუხა. ცოტა დავსველდი და გამოვიცვალე თუ არა ნანადირევზე ფოტოების გადაღება არ დაგგვიწყებია. ცოტა ვიპოზიორეთ ამასობაში მოსარამოვდა და გავეშურეთ საღამოს პერელიოტზე გასამაგრებელ ადგილებზე. შებინდდა თუ არა გაისმა პირველი სროლა მინდიას მხრიდან რასაც მოყვა 20 წუთიანი ზალპი. გაუთავებელი შეძახილები "მოვხსენი" და გახარებული გულები... სამწუხაროდ რამის პერელიოტის შემდეგ ფოტოები არ გადაგვიღია. ღამის ნადირობაზე შევმატეთ 2 ხაზარული (გარეული იხვი) და 2 იც ფართოცხვირა... სამწუხაროდ ყველა ვერ ვიპოვეთ და ისე მოგვიწია წამოსვლა... მადლობა ღმერთს ამ დღისთვის. რაც მთავარია მშვიდობით სახლებში დაბრუნებისთვის. ჩვენი საიტის წევრებს და მკითხველებს მინდა ვუთხრა... საიტის არსებობის პირველივე წუთიდან ვცდილობთ რაც შეიძლება სწორი ნადირობის კულტურა შევინარჩინოთ და ვებრძოლოთ ბრაკონიერობას. თავისუფლად შეიძლება "ფარის" და "მანოკის" გარეშე ლამაზი ნადირობის მოწყობა და სუფთა სინდისით (სხვა მონადირეებთან და ბუნებასთანც) სახლში დაბრუნება. იყო ბევრი სახალისო და კარგი მომენტი რაც მხოლოდ ბუნებაში ყოფნის დროს შეიძლება მიიღოს ადამიანმა. მოკლედ, არ დაგვირღვევია არცერთი კანონი, არ გადაგვიჭარბებია ლიცენზიით დაშვებულ რაოდენობას და გამოვეშურეთ სახლებისკენ. მინდა გისურვოთ პირველ რიგში მშვიდობით დაბრუნება სახლებში და მინიმუმ იგივე ემოციებით დატვირთული და ბედნიერი დღე რაც ჩვენ გადაგვხდა თავს. გთხოვთ გაითვალისწინოთ. წალკის და ახალქალაქ-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გარდა ჯერჯერობით იხვზე ნადირობის სეზონი არ გახსნილა!!! პატივისცემით: თაზო ჩხაიძე
  14. მარჯანი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება თითქმის ყველგან, ვერტიკალურად აღწევს 3050 მ-მდე ზ.დ. მეტწილად გვხვდება მთის ტყეებში, უღრან ტყეს ერიდება. უმეტესად ბინადრობს ტყის სანაპირო ზონაში, საიდანაც სარჩოს საძებრად იჭრება ველებსა და მინდვრებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. ზოგჯერ კვერცხებს დებს ყვავის, კაჭკაჭის ან რომელიმე მტაცებელი ფრინველის მიტოვებულ ბუდეში. მაისის დამლევს დებს 3-4 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 28 დღემდე. კრუხად ხანგამოშვებით ჯდება მამალიც. საკვებს შეადგენენ ფრინველები, რომელთაც მეტწილად იჭერს ფრენის დროს. მარჯნის სახე აერთიანებს რამდენიმე ქვესახეს. რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მარჯანი - Falco subbuteo subbuteo
  15. უნგრული ვიჯლა \ წარმოშობა: უნგრეთი ვიჟლას გამოყენების სფერო: უნივერსალური თოფით სანდირო ძაღლი, მას მოეთხოვება ნადირობა მინდორში, ტყესა და ჭყალში. ამ ყველაფერს კი ახერხებს თავისი შესანიშნავი ცხვირის, სისწრაფის, მოხდენილი ძებნის უნარით, დაუზარებლად აპორტირებისა და შეუპოვრად ცურვით, რომელსაც იგი ხალისით აკეთებს. ამ ჯიშის ძაღლები დაუბრკოლებლად ეგუებიან ნებისმიერ ბუნებრივ პირობებს... ნადირობის საუკეთესო თვისებებთან ერთად, იქიდან გამომდინარე რომ ნებისმიერ პირობას ადვილად და კარგად ეგუება იგი არის შესანიშნავი კომპანიონი ბინაში. დადებული სურათი FI -ის კლასიფიკაცია: მეშვიდე ჯგუფი(მეძებარი ძაღლები) სექცია პირველი"კონტინენტალური მეძებარი ძაღლები" უნგრული მოკლე ბეწვიანი მეძებარი მომდინარეობს კარპატის მთების აუზში მცხოვრები ნორმანდიელების მონათესავე უნგრული ტომებიდან.ჩანაწერები და გრაფიკული გამოსახულებები ამ ძაღლზე ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეში იქნა აღმოჩენილი., ხოლო მეთვრამეტე საუკუნეში კი კვლავ მოხდა ამ ჯიშის პოპულარიზაცია. ძირითადი მოყვანილობა: საშვალო ზომის, ელეგანტური თოფით სანადირო ძაღლი, დაფარული მოკლე ოქროსფერი ქურქით. იგი არის მშრალი, მჭლე აღნაგობის, რაც მას ხელს უწყობს სილამაზესა და სიძლიერის ჰარმონიულად წარმოჩინებაში. დადებული სურათი ცხვირი: კარგად განვითარებული, ნესტოები დრუნჩთან პროპორციულად განიერი. ფერი ბეწვთან ჰარმონიზირებულად მუქი. დრუნჩი: მსხვილი, ძლიერი ყბებით და მუსკულატურით, ხიდი ცხვირზე პარალელურად სწორი. ტუჩები: თხელი, ლაშები არ უნდა ქონდეს ჩამოკიდებული. ყბა და კბილები: ძლიერი, შესანიშნავად შეკრული ყბები 42 ძლიერი ჯამრთელი კბილით, რომელთა თანყრა მაკრატისებურია. თვალი: საშვალო ზომის ოვალური. ყავისფერი შეფერილობის არმონიზირებული ბეწვთან. კისერი: საშვალო ზომის კარგი მუსკულატურით. ტანი: მინდაო:მკვეთრად გამოხატული მუსკულატურით. წელი: მოკლე, განიერი, კუნთოვანი,სწორი. გავა: განიერი და საკმაოდ გრძელი,მომრგვალებული დაბოლოებით. მკერდი: ღრმა და განიერი კარგი გამოკვეთილი მუსკულატურით. კუდი: კუდი ზის ოდნავ უმნიშვნელოდ დაბლა გავასთან, იმ ქვეყნებში სადაც კანონით არ იკრძალება კუდის ერთი მეორედი უნდა მოეჭრას. კიდურები: წინხედიდან კიდურები სწორი და ერთმანეთის პარალელურიავ ერტიკალურად მყოფი ტანიდან. ძლიერი ძვლით და კარგი მუსკულატურით. მხარი: გრძელი, დახრილი და ბრტყელი. საკმაოდ მშრალი მუსკულატურით. დადებული სურათი წინა კიდურები: გრძელი კარგი მუსკულატურით, ძლიერი ძვლით და არავითარ შემთხვევაში უხეში. თათი: ოდნავ ოვალური, კარგი შესახსრებით, ძლიერი თათის წვერები ძლიერი ყავისფერი ფრჩხილებით. უკანახედიდან კიდურები სწორი და პარალელურია, გვერდ ხედიდან ვერტიკალურად განლაგებული ტანს ქვემოთ, ძლიერი ძვლით და მშრალი მუსკულატურით. კანი: მტკიცე, ყოველგვარი ნაკეცების გარეშე, კარგი პუგმენტაციით. თმა მოკლე და ხშირი, შეხების დროს შესაძლებელია უხეშიც მოგვეჩვენოს. ოდნავ და არა შესამჩნევად გრძელი ბეწვი დასაშვებია კუდზე. შეფერილობა ოქროსფერი მუქი ოქროსფერი.... წითელი ყავისფერი და ღია ფერები დასაშვებია მარა არარეკომენდირებული. ოდ დაბლა გავასთან, იმ ქვეყნებში სადაც კანონით არ იკრძალება კუდის ერთი მეორედი უნდა მოეჭრას. სიმაღლე: ხვადი 58-64სმ ძუ: 54-60სმ. საშუალო წონა: 22-28 კგ.
  16. ფოლადის საფანტის ეფექტურობა სანამ ფოლადის საფანტის ღირსებებსა და ნაკლზე ვისაუბრებდეთ, მისი მასრაში ჩატევის საკითხი უნდა განვიხილოთ.ეს საფანტის სიმკვრივესთან არის დაკავშირებული,რაც ტყვიის სიმკვრივეზე 1,45 -ჯერ ნაკლებია.ამის გასარკვევად ბევრი გამოთვლა და ექსპერიმენტია ჩატარებული.4,5მმ დიამეტრის მოსპილენძებული ფოლადის საფანტის ზომა ტყვიის საფანტის № 00-ის ტოლია.ერტი ბურთულის მასა 0,36გრ უდრის.ტყვიის № 00 საფანტის მასა 0,53 გრამია. 12 ყალიბის 76მმ მასრის შიდა დიამეტრი 19მმ და სიღრმე 69მმ -ია.ასეთ მასრაში 2,3 გრ სოკოლი 13 მმ სიმაღლეზე დგება.ქეჩის საცობი - 16მმ, საფანტის პიჟზე თავის მოხვევას 8მმ სწირდება.აქედან გამომდინარე საფანტის სვეტი 32მმ სიმაღლეს იკავებს. № 00 ტყვიის საფანტის 108 ბურთულა ეტევა, რაც 39 გრამს შეადგენს. ამავე მოცულობის 4,5მმ ფოლადის ბურთულები 68 ცალი ჩაეტევა დამისი მასა 24,5 გრამს შეადგენს. რადგან ფოლადის საფანტის სროლისათვის აუცილებელია პიჟკონტეინერის გამოყენება, მასრის ვარსკვლავუსებური ჩახვევა კიდევ უფრო ამვირებს ფოლადის საფანტის რაოდენობას. როგორც ვხედავთ ფოლადის საფანტის სრულწონიანი მუხტი 76მმ მასრაშიც ვერ ეტევა.მხოლოდ 89მმ მასრაში ჩაეტევა ფოლადის საფანტის 96 ბურთულა ,რაც 35 გრ შეადგენს. ახლა გარე ბალისტიკაზე გადავიდეთ. ვთქვათ ,ჩვენს მიერ შერჩეული ფრინველისთვის ოპტიმალურია № 7 საფანტი. ერთი მარცვლის მასა 0,094 გრამია, 375 მ/წმ საწყისი სიჩქარის შემთხვევაში მასა 32 მეტრზე 200 მ/წმ სიჩქარე ექნება. ფოლაიდის №7 საფანტის ერთი მარცვალის მასა 0,065 გრამია. ამ ორი საფანტის კინეტიკური მონაცემები რომ გავათანაბროთ, ხსენებულ მანძილზე ფოლადის საფანტს 240 მ/წმ საიჩქარე ნდა ჰქონდეს.ტყვიის № 8 საფანტის მარცვლის მასა 0,067 გრამია, რომელიც 240 მ/წმ სიჩქარეს 20 მეტრზე ინარჩუნებს. რადგან № 7 საფანტის განივი კვეტა № 8 საფანტზე მეტია. ფოლადის საფანტი 240 მ/წმ სიჩქარეს 20 მეტრზე ნაკლებ მანძილზე აჩვენებს.აქედან გამომდინარე, ფოლადის სსაფანტის სროლის დროს ტყვიის საფანტთან შედარებით მანძილი 1,6-ჯერ მცირდება. იმ ნადირობებზე სადაც #5 ტყვიის საფანტს ვიყენებთ, № 3 ფოლადის საფანტს ვესვრით, რასაც ხშირად გვირჩევენ , ამ შემთხვევაში ეფექტური სროლის მანძილი 1,6-ჯერ მცირდება, რადგან ერთი და იგივე წონის მუხტში საფანტის მარცვლების რაოდენობა 1,45-ჯერ მცირდება , სროლის ეფექტურობა 1,6 x 1,45=2,32-ჯერ დაიკლებს! თუ სროლის მანძილის გაზრდის მიზნით კიდევ უფრო მსხვილ საფანტს გამოიყენებთ, მუხტში საფანტის მარცვლების რაოდენობა კიდევ შემცირდება და უარეს შედეგს მივიღებთ. როგორც ვხედავთ მოხვედრის სიმჭიდროვითა და გაჭრის ძალით ფოლადის საფანტი ტყვიისას ბევრად ჩამორჩება. რაც შეეხება ფოლადის საფანტის სიმკვრივეს, იგი მართლაც იძლევა ლულაში წნევისა დასაწყისი სიჩქარის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას, რაც საბოლოოდ ამ საფანტის კინეტიკურ ენერგიას ზრდის , მაგრამ თანამედროვე თოფში ამ უპირატესობის რეალიზება, სადაც წნევა ისედაც 1000 ბარ-ს უტოლდება, შეუძლებელია. ამიტომ ფოლადის საფანტით წარმატებული სროლა 20-25 მეტრზე შორს ნაკლებეფექტურია. ზოგიერთს ჰგონია, რომ ფოლადის საფანტის ყველა მარცვალს ერთნაირი სიჩქარე ექნება, საფანტის ონა სივრცეში არ გაიწელება და ეს დამიზნებას გაართულებს, მაგრამ ეს უკვე აშკარა გადაჭარბრბაა , რადგან მიზანი კი არ გადაკვეთს საფანტის კონას არამედ საფანტი გადაკვეთს სამიზნესთუ მხედევლობაშ მივიღებთ იმას რომ საფანტს მიზანთან შეჯახების დროს 10-ჯერ მეტი სიჩქარე აქვს, ამ შეჯახების შედეგი უძრავ სამიზნეზე დარტყმის მსგავსი იქნება.ტყვის საფანტიდან ფოლადის საფანტზე გადასვლა არც ტუ ისე ადვილი საქმეა. სტატია მოამზადა : დავით ურუშადძემ http://inadire.ge/ -ისათვის
  17. ეს თემა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს მიუძღვნათ, ფოტოებით და დახასიათებებით
  18. კურდღელი შესანიშნავი სანადირო ობიექტია. მასზე ნადირობის მრავალი წესი არსებობს, რომლიდანაც მე პირადად არცერთს არ გამოვყოფდი რადგან ყველა საოცრად აზარტულია. სამწუხაროდ დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია – სპეციალური ლიცენზიით დაშვებული. ამ სტატიის დაწერაც ძირითადად ამ ფაქტმა განაპირობა. ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გვახდევინებს სამონადირეო მეურნეობის მეპატრონე – მაღალჩინოსანი ან და ყოფილი მაღალჩინოსანი ფულს, როცა კურდღლის პოპულაციის გამრავლებაში ან და მის დაცვაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის, უფრო მეტიც თითო მოკლულ კურდღელზე გადახდილი 25-30 ლარიდან ქვეყნის ბიუჯეტში დარწმუნებული ვარ თეთრიც არ შედის. პარალელურად იკარგება კურდღელზე ნადირობის შესანიშნავი ტრადიციები. ყველამ კარგად ვიცით, რომ კურდღელზე არაკანონიერად დღესაც ნადირობენ, დარწმუნებული ვარ, რომ რაიონში ამ აკრძალვების შესახებ მონადირეებმა საერთოდ არაფერი იციან, რომ არაფერი ვთქვათ დაურეგისტრირებელი იარაღით აღჭურვილ და ულიცენზიო მონადირეებზე. პრობლემის გადასაწყვეტად კურდღელზე ნადირობის დაშვება და მასზე სპეციალური ლიცენზიების შემოღება მიმაჩნია. კერძოდ მონადირე სანადირო სეზონის გახნისთანავე, სურვილისამებრ გადამფრენ ფრინველებზე ლიცენზიისგან დამოუკიდებლად აიღებს ერთ თვიან სახელობით, სპეციალურ ლიცენზიას, რა თქმა უნდა შესაბამისი თანხის გადახდით. (ანუ კურდღელზე სახელობითი ლიცენზია 1 თვიანი იქნება. ვადის გასვლის შემთხვევაში თუ სურვილი ექნება ხელახლა აიღებს. ლიცენზიის აღემა კი მოგეხსენებათ დღეს-დღეობით პრობლემა არ არის რადგან უწინდელისგან განსხვავებით მის მაგივრობას ბანკიში გადახდის ქვითარი ასრულებს) მოდით თანხაზე წინსაწარ ნუ ვიკამათებთ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველა კეთილსინდისიერი მონადირე გადაიხდის თანხას იმისთვის, რომ თავისუფლად და დაუფარავად ინადიროს კურდღელზე იმ ტერიტორიებზე სადაც ნადირობა დაშვებულია. გადახდილი თანხა შევა ბიუჯეტში და არა სამონადირეო მეურნეობის მეპატრონის ჯიბეში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ მათ მიერ დაწესებული კურდღლის მოკვლის ტარიფები საოცრად არარეალურია და ამ ფასის გადმოტანა სახელობით ლიცენზიაში დიდი უაზრობა იქნება და შედეგსაც ვერ მოგვიტანს. ყველაფერი კურდღლის შესახებ: კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით თბილი ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბალნით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე ტოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე – თვენახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს, და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან. განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები – ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიაც იპარებიან. ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია. კურდღლის ძირითად მტრებს, მასზედ ძლიერი ცხოველები წარმოადგენენ – მელა, ტურა, მგელი მნიშვნელოვნად ანაგურებენ კურდღლის პოპულაციებს. მათ არ ჩამოეჩებიან მტაცებელი ფრინველებიც კი, მაგალითად ქორი და არწივი ადვილად იტაცებენ კურდღლის ბაჭიებს. კურდღლის გავრცელების არეალი: კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება – მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 – 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს კულტურული ლანდშაფტი – ე.ი. მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები. საქართველოში კურდღლის პოპულაციის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა როგორც ზემოდ ავღნიშნე იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება. კურდღელზე ნადირობა: სამწუხაროდ საქართველოში კურდღელზე ნადირობა პირველად, ოფიციალურად 1960 წლებში აიკრძალა და იგი დღემდე აკრძალულია. მიზეზი კურდღლის პოპულაციის მნიშვნელოვანი შემცირება გახლდათ. მე ბევრი ვეძიე და ვერსად მოვიპოვე ის მასალები თუ რა კვლევებზე დაყრდნობით გამოიტანეს ეს დასკვნა მაშინდელმა გარემოდამცველაბმა – ბუნების დაცვის კომიტეტმა ან და მონკავშირის მაღალჩინოსნება. საქმე იამაშია, რომ კურდღელზე ნადირობის აკრძალვა მხოლოდ ქაღალდზე მოხდა და პრაქტიკულად კი ამ ცხოველზე ნადირობას ყველა დაუფარავად აგრძელებდა და აგრძელებს დღესაც. უფრო მეტიც არც ტელეგადაცემებში ყოფილა დაფარული მასზე ნადირობის ამსახველი კარდები. მე შემიძლია ასეთი მრავალი გადაცემა გავიხსენო არა მარტო ადრე არამედ უკანასკნელ წლებშიც კი გაშვებული. გასული საუკუნის 70 წლებში კურდღელზე ნადირობა დაიშვა მხოლოდ სპეციალური ლიცენზიებით, რომლებსაც უბრალო მოკვდავნი ვერ ეკარებოდნენ, თუმცა ამის საჭიროება არც ყოფილა რადგან ვიმეორებ, რომ კურდღელზე ნადირობა მხოლოდ ქაღალდზე იყო აკრძალული და დღესაც კი დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნახევერზე მეტმა მონადირემ არაფერი იცის ამ აკრძალვის შესახებ განსაკუთრებით კი რაიონებში. დღეს კურდღელზე ნადირობა დაშვებულია მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებში – სადაც გაიცემა სპეციალური ნადირობის ლიცენზია. მისი ფასი 25 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს. კურდღელზე ნადირობის წესები: კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს. მე მინდა ყურადღება გავამახვილო ყველზე მიღებულ და ჩემთვის ახლობელ წესებზე. ამ საკითხის განხილვისას თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი საკითხი. კურდღლის მოკვლა და მოპოვება ხშირად ყოველგვარი დაგეგმილი წესების გარეშეც ხდება ხოლმე, ანუ როდესაც მასზედ არ ვნადირობთ სპეციალურად. ეს ხშირად ხდება ფრინველებზე ნადირობის დროს, მაგალითად მწყერზე, კაკაბზე, და ასე შემდეგ. ამ დროს კურდღლის მოკვლას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, რადგან ყოფილა შემთხვევა, როცა მინდორში მწყერზე ნადირობისას ძაღლი ნაბულზე გაყინულა და მწყრის მაგიერ ყურცქვიტა წამომხტარა. ამგვარი ფაქტები დამეთანხმებით რომ განსაკუთრებით ხშირია კაკაბზე ნადირობის დროს, ამიტომ ამ დროს ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენს გვერძე ბუჩქიდან ისე გაიპარება, რომ თვალს ან ვერ მოვკრავთ ან და უკვე შორს არა სასროლმანძილზე დავლანდავთ ხოლმე. ამაგვარი ფაქტები ხშირად ხდება ჩვენს ნახევარუდაბნოებში ნადირობისას. მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს იღბლიანი ნადირობის საჩუქარია და მასზედ დიდი ყურადღება არ გავამახვილოთ. განვიხილოთ ჩვენთან მიღებული კურდღელზე ნადირობის რამოდენიმე ვარიანტი. მდევრებით (ძაღლებით) ნადირობა. ალბათ არ არის იმის აღნიშვნა საჭირო, რომ კურდღელზე მდევრებით ნადირობისას აუცილებელია კარგად დაგეშილი ძაღლები, თუ რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდაეს კურდღელზე კარგად დაგეშილი ძაღლები ამის ახსნას აქ არ შეუდგები, რადგან ამის განხილვა ცალკე ძაღლების თემაში მოვაწყოთ. ეხლა ჩავთვალოთ, რომ გვყავს კარგად დაგეშილი გონჩი და ვაპირებთ კურდღელზე ნადირობას. მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე უპრიანი და მოსახერხებელი ადრიანი დილაა. მაღლა როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს. კურდღელზე მდევრებით ნადირობის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველ ვარიანტად შეიძლება ჩავთვალოდ, როდესაც მონადირეები მწკრივში დგებიან და ძაღლების დახმარებით საგულდაგულოდ ჩხრეკენ წინსწარ შერჩეულ ტერიტორიას. ამ დროს განსაკუთრებულად მომზადებულნი უნდა ვიყოთ, რადგან კურდღელი შეიძლება ახლო მანძილიდანაც წამოგვიხტეს. კარგად უნდა ვიცოდეთ მეგობარი მონადირის ადგილმდებარეობა, სწრაფად შევაფასოთ სიტუაცია ვისი ნასროლი უფრო წარმატებული იქნება. ჩემის აზარით მეორე ვარიანტი უფრო აზარტულია და უფრო დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ამ დროს მონადირეები წინასწარ კეტავენ ამორჩეულ ტერიტორიას და ერთ-ერთი მონადირე კი ანუ ამ შემთხვევაში მარეკი უშვებს ძაღლებს. მეორე ვარიანტით ნადირობისას ჩდება მონადირის ცოდნა ამა თუ იმ ცხოველის თვისებების და ზნეჩვეულებების შესახებ. ჩვენ უნდა ვეცადოთ ისე გადავკეტოთ ტერიტორია, რომ წამოხტარი კურდღელი არ გაგვეპაროს. ამ დროს მონადირის მიზანია რომ ნადირს გზა პირველივე წრეზე (მდევრების დევნის) მოუჭრას და მოკლას იგი, რადგან მეორე და მესამე წრე უკვე როგორცე წესი უფრო დიადია ხოლმე და ჩდება შანსი ნადირის დაკარგვის. ბევრს ჰგონია რომ ძაღლი აიძულებს კურდღელს იმ მიმართულებით ირბინოს საითაც მას სურს, მაგრამ ეს უსაფუძვლო მითია, სინამდვილეში მიმართულებას თვითონ ნადირი ირჩევს, ძაღლი კი მის დატოვებულ კვალს ყეფით მიყვება. მონადირეს ნიჭი ამ დროს სწორედ ნადირის გზის გადაკეტვის შერჩევაში და მის მოჭრაშია. წარმატებული ნადირობითვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ამინდსაც ენიჭება. კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი. კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგან კვალი ირეცხება. საერთოდ რთულია და არახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა. კურდღელზე წარმატებით ნადირობის კიდევ ერთ-ერთი საწინდარია სანადირო ადგილის კარგად ცოდნა ან და მისი ნადირობამდე შესწავლა. ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გამოცდილი მონადირე არჩევს ბილიკებს, რომლებითაც კურდღლები ხშირად სარგებლობენ. უფრო მეტიც ნებისმიერ ტერიტორიაზე შესაძლებელია იმისთანა ბილიკის პოვნაც, რომელსაც კურდღელის ვერანაირად ვერ ასცდება. ეს უკანასკნელი კი წარმატების გარანტიაა. ნომერში აუცილებელია იდგეთ ჩუმად. ამოირჩიეთ ისეთი ადგილი საიდანაც თვალთახედვის არეალი უმჯობესი გექნებათ. ნუ იმოძრავებთ რადგან, მოძრაობა შორიდანვე იპყრობს ნადირის ყურადღებას. გულდასმით ათვალიერეთ მიმდებარე ტერიტორია და ყურადღებით მოუსმინეთ ძაღლის ყეფას ამით თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რა მიმართულებით მოძრაობს ან და რამდენადაა დაშორებული ნადირი თქვენგან. და ბოლოს არასოდეს არ მიატოვოთ ნომერი საკუთარი გადაწყვეტილებით. კვალზე ნადირობა. უძაღლო მონადირისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტიც კვალზე ნადირობაა. თუმცა კვალზე ნადირობას თავისებური აზარტი აქვს და დიდი გამოცდილებაც სჭირდება, ამიტომ ხშირად კარგი ძაღლების მეპატრონე მონადირეებიც კვალზეც სიამუვნებით ნადირობენ. უფრო მეტიც ბევრი გამოცდილი მონადირისგან გამიგია, რომ ზამთარში თოვლზე კურდღელზე ნადირობისას ძაღლი რა საჭიროაო, ეს მონადირისგან დიდ ფიზიკურ გამძლეობას და გონებრივ გამჭრიახობას მოითხოვს. როგორც შევთანხმდით კურდღელი დასაწოლად მუდმივად ისეთ ადგილებს ირჩევს, საიდანაც საფრთხეს ადვილად დაახწევს თავს. იგი ძირითადად პირით ქარის მიმართულებით წვება, ამიტომ ამ შემთხვევაშიც სადაც ვეჭვობთ, რომ კურდღელი იქნება ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა ვიმოძრაოდ. კვალზე ნადირობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოდ ამინდის ფაქტორიც, მაგალითად ცნობილია, რომ ნესტიან ამინდში უკვე განაბული კურდღელი შედარებით ახლოს უშვებს მონადირეს, ყინვებში მასთან მიახლოვება ძალიან ძნელია, იგი მალევე იპარება. კვალზე ნადირობისას ყველაზე ხელსაყრელი და სანატრელი თოვლიანი ამინდია. ამ შემთხვევაშიც გარკვეული მნიშვნელობა თოვის შეწყვეტას ენიჭება. მაგალითისთვის თუ თოვა დაღამების შემდეგ მალევე შეწყდა – მაშინ კურდღლის მოძრაობის მთლიანი მარშუტი რჩება, ხოლო თუ თოვა გამთენიისას შეწყდება, მაშინ კურდღლის მოძრაობის მხოლოდ უკანასკნელი მონაკვეთი რჩება, რომელის პოვნის შემთხვევაში გამოცდილი მონადირეს ნადავლი გარანტირებული აქვს. ხშირად მონადირეები ჩვენს მიერ განხილულ პირველ ვარიანტს – როცა თოვა დაღამებისას წყდება – გრძელ კვალს ეძახიან და თუ გამთენიისას შეწყდება მოკლე კვალს. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით კურდღლის კვალი ადვილი გასარჩევია, მას სპეციფიური ხელწერა აქვს. მაგრამ მიმართულების დადგენა გამოუცდელ მონადირეებს უჭირთ ხოლმე. ეს გამოწვეული იმით რომ, კურდღელი როცა გარბის წინა ფეხებს უკანა ფეხებს შორის ატარებს. ეს კარგად ჩანს სურათზე იხ. სურათი 1. ამიტომ კურდღლის კვალზე უკანა თათის ანაბეჭდები უფრო წინააა ხოლმე ვიდრე წინასი. ანუ უნდა დავიმახსოვროთ, რომ თუ კი გვინდა კვალზე დავადგინოთ კურდღლის მოძრაობის მიმართულება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისე რომ კურდღელი მოძრაობს იმ მიმართულებით საითაც უკანა ფეხები არის წინ. ამას მოცემულ სურათზე ადვილად გაარკვევთ. იხ. სურათი 2. კვალზე ნადირობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურდღელი სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვანაირ კვალს ტოვებს. მაგალითად: როდესაც თათები შემჭიდროვებულია და კვალი ერთგვარ ბილიკს წააგავს ანუ წინა და უკანა ფეხების ანაბეჭდები ერთმანეთთან ახლოსაა ეს იმას ნიშნავს რომ იგი დამფრთხალი არ არის, ამ დროს კურდღელი ერთ ადგილზე ტრიალებს რადგან საჭმელს ეძებს. ამ კვალის გატანას აზრი არ აქვს უმჯობესია ტერიტორია კარგად მოვჩხრიკოთ და გამავალი კვალი ვიპოვოთ რომელიც მის საწოლ ადგილამდე მიგვიყვანს. დამფრთხალი კურდღლის კვალს ადვილად გასარჩევია, რადგან ნახტომებს შორის დაშორება შეიძლება ერთი მეტრიც იყოს. არის შემთხვევა როცა კვალი უეცრად წყდება! ამ შემთხვევაში ტერიტორია კარგად უნდა მოვჩხრიკოდ, რადგან არ არის გამორიცხული რომ კურდღელი გვერძე იყოს გადამხტარი. ხშირად კურდღელი ტერიტორიას წრეზე უვლის რომელიც თანდათან ვიწროვდება, აი ამ დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ეს იმის მაუწყებელია რომ კურღელი სადღაც ახლოს არის განაბული. უნდა დავიმახსოვროთ რომ კვალზე დგომისას გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე, უნდა ვიყოთ ჩუმად. ჩვენივე ნაფეხურებით არ უნდა დავაზიანოთ კვალი, რადგან მეორე წრემ შეიძლება კვლავ იმ ადგილზე მიგვიყვანოს. სროლისათვის მუდმივად უნდა ვიყოდ მზად. თუ კი კურდღელი გაგვექცევა ანუ სასროლ მანძილზე ვერ მივუახლოვდებით მის დევნას აზრია ფაქტიურად აღარ აქვს, რადგან ის ახლოს აღარ მიგვიშვებს. სურათი 1. კურდღლის მოძრაობა, ამ ფოტოზე კარგად ჩანს როგორ ატარებს წინა ფეხებს უკანა ფეხებს შორის კურდღელი მოძრაობისას სურათი 2. კურდღლის კვალი და მისი მოძრაობის მიმართულება მორეკვით ნადირობა. ამ ფორმით ნადირობის კულტურა ჩვენში პრაქტიკულად არ არის, რადგან საქართველოში არ გვხვდება დიდი რაოდენობით კურდღელი. ამ მეთოდიც არც მე მინადირია თუმცა მოსინჯვა შესაძლებელია. წინსაწარ არჩეულ ტერიტორიას სადაც გვეგულება კურდღელი, მონადირეთა ერთი ნაწილი ხმაურით მიუყვება, მათ არ უნდა დატოვონ არც ერთი ბუჩქი დანარჩენი კი გამოსასვლელ ბილიკებს კეტავენ და ნადირს ელოდებიან. ამ დროს საჭიროა დიდი ყურადღება რათა არ მოხდეს მარეკის დაზიანება ან და უბედური შემთხვევა ჩვენი გასროლის შემდეგ.გაქცეულ კურდღელზე დამიზნება. დაგვრჩა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. შეიძლება ბევრს გაგეცინოთ კიდეც, მაგრამ დამიჯერედ მე პირადად ძალიან ბევრჯერ მინახავს მონადირე, რომელსაც თავისკენ მიმავალი კურდღლისთვის აუცდენია, ძალიან ხშირად გაქცეული კურდღელი მხოლოდ ყურებ დახვრეტილი წასულა. ამის მიზეზი პირველ რიგში სიჩქარეა და მეორე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ რა მომენტში სად უნდა დავუმიზნოთ კურდღელს, რომ ჩვენი ნანადირევი გავხადოთ. აღნიშნულის შესახებ ბევრს აღარ გავაგრძელებ, რადგან მოცემულ სქემაზე იხ. სურათი 3. კარგად არის ნაჩვენები გაქცეულ კურდღელზე დამიზნების ადგილები სხვადასხვა პოზიციებიდან. (4 პოზიციიდან) გაქცეულ კურდღელზე დამიზნება 4 პოზიციიდან ხშირად დასმული კითხვები რა ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები ვიხმაროთ კურდღელზე ნადირობისას? კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს, მაგრამ მე მაინც 2 – 3 ნომერს გირჩევდით. დაშვებულია თუ არა კურდღელზე ღამით ფარით ნადირობა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში კურდღელზე ნადირობა აკრძალულია, იგი დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიებით სამონადირეო მეურნეობებში. რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით. სამონადირეო მეურნეობებში წლის რომელ პერიოდშია ნებადართული კურდღელზე ნადირობა? კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე. მართალია თუ არა რომ ერთ ადგილას განაბულ კურდღელს თუ არ დავაფრთხობთ – მაგალითად თოფის სროლით მეორე დღესაც ვნახავთ მას იამავე ადგილზე? ეს მითია, როგორც მაღლა ავღნიშნე კურდღელს მუდმივი ადგილსამყოფელი არ გააჩნია და მისი კონკრეტულ ადგილზე მუდმივად გაჩერების ალბთობა ძალზედ ნაკლებია. თუმცა კურდღელმა იცის ერთ კონკრეტულ ტერიტორიის შეჩვევა და მისი ნახვა ამ ტერიტორიაზე ხშირად შეიძლება. ხაზს ვუსვავ არა კონკრეტულ ადგილზე არამედ კონკრეტულ ტერიტორიაზე. forum.guns.ge
  19. სამწყერე ვაზნები ალბათ გქონით შემთხვევა,როცა მონადირე ნადირობისას თავის წარუმატებლობას ხან თოფსაბრალებს ხან ვაზნებს. გამორიცხული არაა,რომ ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელი შედეგი მართლაც თოფის ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყოს ,მაგრამ ასეთი შემთხვევა უიშვიათესი გამონაკლისია. ვაზნების შემთხვევაში საქმე იმაშია რომ.ქარხნული ვაზნები ყოველთვის საშუალო გათვლებით არის დამზადებული და, საშუალო თოფით საშუალო შედეგს იძლევა ,რომელიც ხშირ შემთხვევაში მონადირეს არ აკმაყოფილებს. რა არის ამისი მიზეზი? მაგ კითხვას რომ ვუპასუხოთ უნდა გავიხსენოთ ,რომ ერთნაირ ლულებიანი თოფები არ არსებობს. ამისი გამოსწერება კი ძალიან ადვილია როცა მონადირე თავად დატენის და რამდენიმე ცდის შემდეგ საკუთარ თოფზე "მორგებულ" ვაზნებს მიიღებს. ვაზნების გაწყობა ძნელი არ არის, თუმცა, გარკვეულ ცოდნასა და აკურატულობას მოითხოვს. პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ დენთი,თუმცა არჩევანი დიდი არ არის.სოკოლი ბაზარზე არ არის გაყიდვაში .დაგვრჩა ორი ვარიანტი უნგრული (REX-2) და ესპანური წარმოების.მათი ბალისტუკირი მახასიტებლები იდენტურია და შემდეგ მაქსიმალურ დოზებზეა გათვლილი: დენთი -1.6გრ, საფანტი-32გრ. რომელი ნომერი საფანტი ვიხმაროთ? მწყრის ჩამოგდება 12 და 11 ნომერითაც შეიძლება, 10 კარგია. მაგრამ ყველას მაინც 9 ნომერი საფანტი ჯობია, რადგან ფრინველს ნაკლები რაოდენობის მარცვალი ხვდება, სამაგიეროდ გამჭოლად გადის და ნაკლებად აზიანებს ნადავლს. თან, მოულოდნელად გადმოფრენილ მტრედზე გვიწევს გასროლა. და კიდევ ერთი, მწყრის სეზონზე შემორჩენილი ვაზნებიტ ტყის ქათამზე ინადიროდ შეგიძლიათ. განვიხილოთ ყველაზე მასობრივი 12 ყალიბის ვაზნების დენთით დატენვის რამოდენიმე ვარიანტი. ყველაზე ნაკლები წვალება ცილინდრულ ლულებიანი თოფებისთვის გამოსადეგი ვაზნების დატენვას სჭირდება. რადგან დენთისა და საფანტის მაქსიმალური დოზების თანაფარდობა ვიცით,ჩვენთვის საჭირო ე.წ. ნახევარმუხტიანი ვაზნების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის ამორჩევა მოგვიწევს: ა. დენთი-1.3გრ; საფანტი-26გრ შედარებით ახლო მანძილზე სასროლად; ბ. დენთი-1.4გრ; საფანტი-28გრ საშუალო მანძილზე სასროლად. ვისაც მხოლოდ ერთი,სასტენდო სრულჩოკებიანი თოფი აქვს,მისთვის ყველაზე მოსახერხებელი დისპერსიული ვაზნებია. შემოგთავაზებთ რამოდენიმე დატენვის ვარიანტს: ა. დენთი-1.4გრ; 30გრ საფანტი მუყაოს ორი საფენით გაყაბით სამ ტოლ (10გრ) ნაწილად,თავზე ც თხელი საფენი დააფარეთ და თავი მუუხვიეთ. ბ. ეს ვარიანტი პირველის (ა) ანალოგიურად მზადდება.განსხვავება მხოლოდ ინაშია ,რომ აქ საფანტი სამი საფენით ოთხ (7.5გრ) თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი. გ. ამ შემთხვევაში 1.4გრ - დენთი და 30გრ- საფანტია საჭირო.ჯერ ჩაყარეთ საფანტის 4/5 ანუ 24 გრსაფანტს დააფარეთ 4-5 მმ -ანი ქეჩის საცობი,და ბოლოს ჩაუმატეთ დარჩენილი 6 გრ საფანტი.დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ. დ. საფანტის ჭურვის 4 ნაწილად გაყოფა შეიძლება მუყაოს ორი თხელი ფირფიტითაც.ფირფიტების სიგანე ზუსტად მასრის შიდა დიამეტრის ტოლი უნდა იყოს,ხოლო მისი სიგრძე უნდა შეარჩიოთ საფანტის ჭურვის სვეტის სიმაღლის მიხედვით.ფირფიტები ცენტრში შუამდე ჩაჭერით და ერთმანეთში ჩასვით.მიიღებთ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ორ ფირფიტას,რომელიც მასრაში მოთავსებიშ შემდეგ ოთხ კამერიან ბუდეს ქმნის.ჩაყარეთ მასში საფანტი დაადეთ საფენი და ტავი მოუხვიეთ. ე. ეს ვარიანტი დ ვარიანტის მსგავსია ,ოღონდ ამ ასემთხვევაში 5 ნაწილად არის გაყოფილი .ჯვარედინ ფირფიტებში ჩაყარეთ საფანტის 2/3(20გრ) დააფარეთ საფენი,ზემოდან დააყარეთ დარჩენილი 10გრ -საფანტი დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ. ასეთი ვაზნების გაწყობა შეგიძლიათ თითბერის მასრებშიც. როცა შინ დამზადებული ვაზნები გაამართლებს და ნადირობას სასიამოვნო პროცესად აქცევს ,მომავალში ვაზნების დატენვა სასიამოვნო და სახალისო პროცესი იქნება თქვენთვის. გისურვებთ წარმატებულ ნადირობას!!! სტატია მოამზადა: დ.ურუშაძემ (სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით)
  20. ბრაკო იტალიანო(იტალიური პოინტერი Bracco Italiano ) ბრაკო იტალიანო(იტალიური პოინტერი) არის სპორტული და ძლიერი აღნაგობის ძაღლი, გარეგნულად გავს პოინტერს და ბლოდჰაუნდს.მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ჯიშის გაკეთილშობილება ინგლისურ პოინტერებთან შეჯვარებით დაიწყეს და მიიღეს უფრო მსუბუქი, შდარებით ელეგანტური და სწრაფი მეძებარი. ზემოთ აღნიშნული ძაღლის ჯიში გამოირჩევა მაღალი ყნოსვით, ყველასგან განსხვავებული ძებნის მანერით (ეძებს ჩორთით). იგი უნივერსალური მონადირეა და გამოიყენება ყველა სახის ნადირობისთვის.მსხვილფეხა ნადირსაც დაზდევს... და ყველა უნივერსალებისგან განსხვავებით ფრინველს სტოიკას უკეთებს, იგეშება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე... იდეალური კომპანიონია... თავის მონაცემებიდან გამომდინარე საჭიროებს მუდმივ და რეგულარულ ვარჯიშებს რათა არ დაკარგოს სანადირო ფორმა. მას ხანდახან კუდს აჭრიან იმის გამო რომ დიდია ტრავმების რისკი.ბეწვი აქვს მოკლე,მკვრივი,უხეში და პრიალა,ნაგრამ თავზე, ყელზე, ყურებზე და ფეხებზე აქვს შედარებით რბილი და დაბალი ბეწვი.იგი წელიწადში რამოდენიმეჯერ იცვლის ბეწვს,ძირითადად გვხვდება თეთრი-ნარინჯისფერი,ყავისფერ-წაბლისფერი და ქარვისფერი ლაქებით სახეზე, ყურებზე სხეულზე და კუდზე.მასა 25-40კგ. ნადირობას იწყებს სწრაფი ტემპით, მაგრამ ტემპს აგდებს როდესაც კვალს იღებს.რაც უახლოვდება ობიექტს მით უფრო ანელებს მოძრაობას და ფეხის აწევით აკეთებს ნაბულს.ხასიათით არის წყნარი,იდეალური ოჯახის პირობებში, ძალიან უყვარს ბავშვები, კარგად ეგუება ოჯახში მყოფ სხვა ძაღლებს და შინაურ ცხოველებს,ნადირობის დროს იოლად უჯერებს პატრონს თუ შეამჩნია რომ პატრონის აზრი ჯობია მისას რაც ბევრს ითხოვენ მისგან უფრო მეტად ცდილობს და უკეთ ასრულებს ბრძანებებს.მიუხედავად იმისა რომ წყნარი ძაღლია როდესაც საჭიროა თავის ძალას და აგრესიას ავლენს.ამ ჯიშს უყვარს ნადირობა "ბრაკო რომელიც არ ნადირობს არაა ბედნიერი ბრაკო".
  21. რამოდენიმე თვის წინ შევიძინე ერთ ერთ მაღაზიაში ახალი მცირეკალიბრიანი შაშხანა, რომელიც გარეგნულად ძალიან მომეწონა და სიმართლე, რომ ვთქვა სწორედ მისი იერსახის გამო ავირჩიე პირველ რიგში. ლაპარაკია ბრაზილიაში მოსბერგის დაკვეთით წარმოებულ მცირეკლაიბრიან ნახევრად ავტომატურ შაშხანაზე Mossberg 702 Plinkster. ბრაზილიაში მოსბერგის დაკვეთით ამ შაშხანას უშვებს კომპანია CBC. თუ ვიმსჯელებთ წარწერებით ეს კომპანია ამ იარაღს უშვებს კიდე სხვა კომპანიების დაკვეთით, წარწერა დამზადებულია CBC-ს მიერ და წარწერა Mossberg International დაკვეთით სხვა და სხვა შრიფტებითაა შესრულებული. თავად იარაღს რაც ეხება ის არის ტიპიური "პლინკერი” ანუ იაფი იარაღი გასართობი სროლისთვის. მას გააჩნია მსუბუქი პლასტმასის კონდახი, Mossy Oak ტიპის კამუფლირებით , მსუბუქი შენადნობის რესივერი, მოკლე საკმაოდ სქელი ლულა და ერთი მოსახსნელი მჭიდი გათვლილი 10 ვაზნაზე. მჭიდის მცირე ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია მისი ზამბაის თითი შეკუმშვა იმისთვის, რომ გაადვილდეს მჭიდის ვაზნებით ავსება, ბოლო ორ ვაზნას უნდა ზალის დატანება მჭიდში მოსათავსებლად, ხოლო გამომდინარე იქიდან რომ ტყვია მასრაში საკმაოდ სუსტად არის გამაგრებული, შესაძლებელია რომ ვაზნა დაზიანდეს. პარალელურად ვადარებდი მას ანალოგიური კლასის მარლინის შაშხანას, რომელიც 200 ლარით მეტი ღირდა. 200 ლარიანი სხვაობა მე ვერ დავინახე ამიტომაც წყნარი გულით შევიძინე მოსბერგი. დავიწყოთ კონსტრქუციის მოკლე აღწერილობით. მარტივი და როგორც თითქმის ყოველთვის ძნელი დასაშლელი იარაღია. განსხვავებით მარლინისგან, რესივერი და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი გაერთიანებულია. იარაღს აქვს ერთი მოსახსნელი რკინის მჭიდი გათვლილი 10 ვაზნაზე. დასშლელად საკმარისია დაუშვა ორი ხრახნი – რესივერი და ლულა ეგრევე ცილდება კონდახს. მერე კი ყველაფერი ცოტათი რთულდება. ორი შტიფტი რესივერიდან უნდა ამოაგდოთ და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის ბლოკი გამოვა გარეთ. მერე კიდე ძალიან ნელა და იმპროვიზაციის გამოყენებით უნდა ამოიღოთ საკეტი, ისე რომ არ დააზიანოთ დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი. ვიმეორებ ძალიან ფრთხილად უნდა ამოიღოთ, იმიტომ, რომ თუ ძალა დაატანეთ ღერძი დაიღუნება ან გატყდება. ეს არის და ეს. ხშირად ამ პროცედურის გამეორება არ ღირს, ჩემი გამოცდილებით 200–300 ვაზნის გასროლის შემდეგ სასურველია, რომ იარაღი დაშალოთ და გაწმინდოთ. შუალედებში გარედან წმენდაც სკამრისია, თუმცა ცხადია გააჩნია ვაზნებს. სასიამოვნოა, რომ იარაღში კონდახის გარდა პლასტმასის ნაწილები პრაქტიკულად არ არის, რაც თეორიულად იარაღის საიმედოობას და რესურს ზრდის. სროლაში იარაღი ძალიან სასიამოვნოა. უპრობლემოდ მუშაობს სხვა და სხვა ტიპის ტყვიებთან. საკეტი საკამოდ მოსახერხებელია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადვილია მისი ღია მდგომარეობაში ჩაკეტვა, ამისთვის საკმარისია უკან ბოლომდე გამოწიოთ და საკეტის სახელურს დაწვეთ. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი ღია რჩება, მაგრამ სანამ მჭიდს ამოიღებთ, საკეტი კიევ უკან უნდა დაწიოთ და ხელით სახელურის საკეტის მეშვეობით მანდ დააფიქსიროთ. ასევე საკმაოდ კარგია მჭიდის ორ საფეხურიანი ღილაკი, პირველ დაჭერაზე მჭიდი მხოლოდ ნაწილობრივ გამოდის გარეთ, ხოლო მეორე დაჭერაზე მთლიანა შორდება იარაღს. ეს იდეაში ამცირებს მჭიდის დაკარგვის საშიშროებას. თუ ბოლომდე დააწერთ და გეჭირებათ, მჭიდი ეგრევე მოცილდება იარაღს. დამცველი განლაგებულია სასხლეტთან და დამაკმაყოფილებლად მუშაობს. სამიზნე მოწყობილობები შედგება რეგულირებადი ორივე სიბრტყესი ცელიკისგან და მუშკისგან, რომელიც დაფარული დამცავით. საკმაოდ მოსახრეხებელია სწრაფი სროლისთვის ახლო მანძილებზე, მაგრამ ზუსტი სროლისთვის თითქმის გამოუსადეგარია. ამისთვის, პრინციპში არსებობს ოპტიკის კრონშტეინისთვის განკუთვნილი დასაყენებელი ადგილი. იარაღს მოყვება კომპლექტში, კარტონის ყუთი, საკეტი გასაღებით, ინსტრქუცია ინგლისურ ენაზე და ბროშურა უსაფრთხოების წესებზე. ცუდია, რომ მოყვება მხოლოდ ერთი მჭიდი. თავდაპირველად იარაღზე დავაყენე ამერიკული (სინამდვილეში ჩინეთის გამოშვებული) True-Glo-ს ოპტიკური სამიზნე Х4 გადიდებით. ოპტიკა, პირდაპირ ვიტყვი იყო ნაგავი. უფროსწორედ ნაგავი ლინზები ქონდა. გვერდებზე ქონდა იმხელა დეფექტები გამოახულების, რომ ლილოში ყველაზე იაფი ჩინური ოპტიკაც უფრო უკეთეს გამოსახულებას იძლეოდა. ბადე დუპლექსისი ტიპის ოყო ადეკვატური და შესწორებების შეტანის მექანიზმი კარგად მუშაობდა, მაგრამ 100 გასროლის მერე სამაგრი რგოლები ისე დაიშვა, რომ ოპტიკა იარაღს მოძვრა….. ასე რომ True-Glo მალევე შეცვალა იაპონურმა Shirstone-მა, ე.წ. ბრინჯაოს სერიის, დუპლექსისი ტიპის ბადით და უნივერსალური 3–9 გადიდებით. ვინაიდან საველე პირობებში ძნელია იარაღის ნამდვილი სიზუსტის პოტენციალის ნახვა, ამ მიზნით ვეწვიე სკა–ს ტირს სადაც დახურული ტირის იდეალურ პირობებში მოხდა მოსბერგის სიზუსტეზე შემოწმება. უნდა ავღნიშნო, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოქმნიდა ზუსტი სროლის მხრივ: 1. სასხლეტი, რომელიც იყო ძალიან უხეში; 2. ოპტიკა, რომლის ოკულიარის ფოკუსის მანძილი იყო ძალიან მოკლე, რის გამოც ოპტიკა ძალიან ახლოს იმყოფება თვალისგან, ეს მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული სერიის ოპტიკური სამიზნეები მხოლოდ მცირეკალიბრიანი იარაღისთვის თუ გამოდგება. 3. იარაღი იმდენად მსუბუქია, რომ დაწყნარებული გულის ცემაც კი ადვილად ჩანს ოპტკაში (წონა 2კგ–ზე ოდნავ მეტია) . მიუხედავათ ამისა მოსბერგმა დაამტკიცა, რომ მიუხედავათ სახელისა (პლინკინგი ნიშნავს გასართობ სროლას) ის საკმაოდ ზუსტი იარაღია. სროლისას გამოიყენებოდა RWS-ის წარმოებული ტყვიები Club, 40გრანიანი, სტანდარტული სიჩქარის, განკუთვნილი შაშხანიდან სროლისათვის.
  22. მდევარის დაგეშვა პირველ რიგში ძაღლი უნდა იყოს შესაბამისი ასაკის რომ დავუწყოთ გეშვა, ეს ასაკი არის 7-8 თვე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ჩვენ მდევარს გეშვას დავუწყებთ მანამდე უნდა იცოდეს საყვირზე მოსვლა ეს მდევარი ძაღლისთვის აუცილებელია. რადგან თუ მან არ იცის საყვირზე მოსვლა შეილება ნადირს ძალიან შორს გაყვეს და დაიკარგის ან სულაც ვინმემ მოიპაროს (ეს ფაქტი ძალიან მოხშირდა საქართველოში და დიდი სირცხვილია) დღესდღეისობით ძალიან ბევრი მონადირე ამას მდევარის ცუდ თვისებას მიაწერენ და ამბობენ რომ, მდევარი ძაღლი იმიტომ არ მოსწონთ რომ შეიძლება დაიკარგოს და გული დაგწყდება კაცსო, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. სწორად გაწვრთნილი და დაგეშილი ძაღლი არასოდეს არ დაგეკარგება. საყვირზე მოსვლა კი შემდეგნაირად უნდა ვასწავლოთ: ავიღოთ რამე სასუსნავი (ძეხვი, ყველი, სოსისი) და სანამ ძაღლს ვაჭმევთ მანამდე საყვირს უნდა ჩავბეროთ, შემდეგ კი უნდა მივცეთ. ასე გავიმეოროთ ყოველ ჭამაზე. 3-4 დღის მერე ძაღლი საყვირის ხმაზე მოვა, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებაშიც უნდა გამოვცადოთ. დილას ადრე მშიერი ძაღლი უნდა გავიყვანოთ ბუნებაში, სასურველია ორმა კაცმა, ძაღლი თქვენმა მეგობარმა უნდა წაიყვანოს თქვენგან 200-300 მეტრის დაშორებით როდესაც თქვენ საყვირს ჩაჰბერავთ თქვენმა მეგობარმა უნდა აუშვას, ძაღლი რომ მოვა უნდა დავასაჩუქროთ და სასუსნავი უნდა ვაჭამოთ. ეს გაკვეთილი უნდა ჩავუტაროთ ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ ძაღლმა უკვე კარგად შეისწავლა საყვირზე მოხმობა, შეგიძლიათ გეშვაც დაუწყოთ. პირველად სასურველია ჩვენი ძაღლი გავაყოლოთ გამოცდილ მდევარ ძაღლებს. ოღონდ უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი ლეკვი გამოცდილი ძაღლისგან კარგ თვისებებსაც გადაიღებს და ამასთანავე ცუდსაც, ამიტომ ეცადეთ, ისეთ ძაღლებთან ერთად არ ატაროთ რომლებიც ძველ კვალს უყეფენ ან კიდევ საერთოდ ტყუილად ყეფენ. ასევე ზოგი მდევარი სანამ ნადირს არ დაინახავს არ ყეფს. გამოცდილ ძაღლებს ლეკვი უნდა გავაყოლოთ 2-3-ჯერ მერე კი სასურველია მარტო დავუწყოთ გეშვა, თორემ შეილება მიეჩვიოს სხვა ძაღლების მიერ ნაპოვნი ნადირის დევნას, რაც კარგი არ არის. მდევარი ისეთ ადგილას უნდა გავიყვანოთ სადაც კურდღლის ნახვის ალბათობა დიდია. როდესაც მდევარი კურდღელს წამოაგდებს და დევნას დაუწყებს კვალზე უნდა მიაძახოთ და გაამხნეოთ "აი!" "აი!". როდესაც ძაღლის ყეფა მიწყნარდება ესე იგი მან კვალი დაკარგა და უნდა დავეხმაროთ კვალის აღდგენაში. სადაც კვალი დაკარგა იქ უნდა შემოვატაროთ ძაღლი 20 მეტრის რადიუსში, ის კვალს გაიახლებს და განაახლებს დევნას. დროთა განმავლობაში ძაღლი მიხვდება კურდღლის ეშმაკობებს, რომ ის კვალს რევს და ისწავლის კვალის გატანას. ასე დაგეშილი ძაღლი ძალიან კარგი მონადირე დადგება და არც დაიკარგება, როცა მიხვდებით რომ, ძაღლი უკვე ნადირს ძალიან შორს გაყვა ამ დროს უნდა მოიხმოთ საყვირით. ნადირის ძაღლის გეშვას დიდი ნერვები და შრომა სჭირდება, მაგრამ უკვე დაგეშილი ძაღლი ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ი.ჩხაიძე რაც მთავარია ლეკვი უნდა იყოს კარგად განვითარებული ფიზიკურად, 7-8 თვის ასაკიდან მივაჩვიოთ ლეკვი ტყეში სეირნობას, არავითარ შემთხვევაში არ დავემალოთ და არ გადავღალოთ თავიდან ნახევარი საათით ორ კვირაში ერთხელ მოვუმატოთ დროს, როდესაც ლეკვი მიაღწევს სასურველ კონდიციებს ანუ ფუზიკურად მოძლიერდება, ცხრა ათი თვის ასაკიდან დავიწყოთ თტყეში დილით ადრე გასვლები კვირაში სამჯერ თუ არა ორჯერ მაინც, სასურველია ისეთ ადგილებში ტარება სადაც არის კურდღლის საბინადრო ადგილები არავითარ შემთხვევაში არ ატაროთ გამოცდილ ძაღლებთან ერთად.

ვიზიტორთა მთვლელები