Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'მონადირე'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 11 results

  1. გარეულ ღორზე უძველესი დროიდან ნადირობენ. ზრდასრული ღორის სიგძე 2 მეტრამდეც შეიძლება იყოს ხოლო სიმაღლე 1.2 მეტრი. მისი წონა 300 კილოგრამს აღწევს. სხეული უხეში ჯაგრითაა დაფარული. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა, გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. ტახს აქვს ეშვები რომელსაც თავდაცვის მიზნით იყენებს. გარეული ღორი სანადირო-სარეწაო ობიექტია. გამოსადეგია მისი ხორცი, ტყავი, ჯაგარი; იგი შინაური ღორის ერთ-ერთი წინაპარია. საქართველოში ბევღ ადგილას ბინადრობს, საბინადრო ადგილად კი უღრან ტყეს არჩევს.გარეული ღორი დიდი ზიანის მომტანია ნათესებისათვის, თუმცა მხოლოდ ამან არ განაპირობა მათზე აქტიურად ნადირობის დაწყებამ, მას აქვს უგემრიელესი ხორცი. ღორზე ნადირობა ნამდვილად არ არის ადვილი მას იცავს სქელი კანი, უეში ჯაგარი და საკმაოდ ძვალმსხვილია. ნადირობისას საჭიროა დიდი სიფრთხილე, უსაფრთხოების წესების დაუცველობის შემთხვევაში შეიძლება თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.გასროლამდე საჭიროა უსაფრთხო ადგილი შეარჩიოთ და პირველივე სროლისას სასიკვდილო დარტყმა მივაყენოთ ცხოველს.გარეულ ტახზე ნადირობისას მონადირე ძაღლებს უძველესი დროიდანვე იყენებენ. მონადირე ძაღლები კი იყოფა ორ კატეგორიად: მყეფარი(მდევარი) და დამჭერი ძაღლები. მეფარი ძაღლები ავიწროვებან გარეულ ღორს და ცდილობენ ერთ კუთხეში მომწყვდევას ხმამაღალი ყეფით. დამჭერი მონადირე ძაღლები კუთხეში მომწყვდეულ ტახს კბილებით იჭერს ყურჩი ჩაჭიდებით.ძაღლი ცდილობს გარეული ღორის შეჩერებას, ამ დროს კი მონადირე უკნიდან უახლოვდება ტახს და კლავს თოფის ან სანადირო დანის მეშვეობით. რა თქმა უნდა ღორი ცდილობს თავის დაძვრენას და გააფთრებულ წინააღმდეგობას წევს მაგრამ მყეფარ ძაღლებს ის ისეთ ადგილას ყავთ მომწყვდეული რომ გასაქცევი ადგილი არ აქვს დატოვებული. თუ მონადირეს მიზანია სანადირო ობიექტის ხელში ცოცხლად ჩაგდება მაშინ უკანა ფეხით დაიჭერს ღორს დააწვენს და შეკრავს(ამას რამოდენიმე ღონიერი მონადირე ჭირდება რადგან ტახი საკმაოდ ღონიერია).დამჭერ ძაღლებად ტიპიური გამოყენებადია შემდეგი ჯიშები: ამერიკული ბულდოგი, ამერიკული პიტ ბულ ტერიერი, არგენტინული დოგი,ბულ ტერიერი და სხვა. ამერიკაში ამ მეთოდით ნადირობა უჩვეულო ნამდვილად არ არის. ღორზე მონადირე ძაღლები სპეციალურად გამოყავთ და წვრთნიან. ღორზე გამოყენებული ნადირობის ერთერთი ტექნიკაა ხაფანგით ნადირობა.ტახზე სანადიროდ გამოყენებული ხაფანგები სხვადასხვანაირია. მაგალითად ერთერთი სახეობაა “ფიგურა 6” , მარუჟით ნადირობა.ასევე იჭერენ რკინის ყუთით რომელიჩ დაფლულია და ზემოდან შენიღბული, ყუთში ღორი ზემოდან ხვდება მასზე გადასვისას და ჩავარდნის შემდეგ ამოსვლის საშუაელება არ აქვს. ღორზე უძველესი დროიდანვე ნადირობდნენ ბერძნები, რომაელები, გერმანელები და სხვა. გერმანიკული ტომები ბერძნებისა და რომაელებისგან განსხვავებით ირემზე ნადირობას უფრო ეტანებოდნენ.. შუასაუკუნეებში ევროპაში დიდებულთა უმეტესობა ღორზე ცხენით ნადირობას არჩევდა. ცხენით დაეევნებონენ ტახს და ერთ კუთხეში იმწყვდევდნენ ხოლო მომწყვდეულს ხანჯლიტ კლავდნენ. ეს მეთოდი ძალიან გავს ძაღლებით ნადირობას, ორივე ნადირობის მეთოდში გამოყენებულია ერთი და იგივე პრინციპი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ღორზე ნადირობა ძაზედ საფრთხილოა და დიდ გამბედაობას მოითხოვს. ცნობილია რომ საფრენგეთის მეფე ფილიპ IV გარდაიცვალა გარეულ ღორზე ცხენით ნადირობისას. გარეულ ღორზე ნადირობა დღესაც პოპულარულია იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში, არგენტინაში და რუსეთში. ტახზე ნადირობა ჩვენ დროში
  2. კურცხაარი - (გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი) ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი და ღო­ნი­ე­რი ძაღ­ლი თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად არ­თმევს ბევრ ამო­ცა­ნას – შე­უძ­ლია და­ე­დევ­ნოს დაჭ­რილ ნა­დირს, მი­აგ­ნოს და პატ­რონს მი­უ­ტა­ნოს . გერ­მა­ნუ­ლი მოკ­ლე­ბეწ­ვი­ა­ნი პო­ინ­ტე­რი მორ­ჩი­ლი და ალერ­სი­ა­ნი, ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლი­ა, ავ­ლენს ისეთ თვი­სე­ბებს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ მო­ნა­დი­რე­ე­ბი. ეს უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­დი­რე ძაღ­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ნა­დირ­ზე, ისე ფრინ­ველ­ზე სა­ნა­დი­როდ. ის წყალ­შიც და ხმე­ლეთ­ზეც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბებს. გერ­მა­ნუ­ლი პო­ინ­ტე­რე­ბი, მათ შო­რის უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი სახ­ლის პი­რო­ბებს კარ­გად ეგუ­ე­ბი­ან, მაგ­რამ უფ­რო ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რო­ცა გა­რეთ და­ნა­ვარ­დო­ბენ და ბევრს მუ­შა­ო­ბენ. ამ ძაღ­ლის ორი­ვე ტი­პი ჭკვი­ა­ნი, ად­ვი­ლად საწ­ვრთნე­ლი და სან­დოა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი შე­საძ­ლოა ოდ­ნავ აგ­რე­სი­უ­ლი იყოს, რაც ვლინ­დე­ბა მის ჩხუბ­ში სხვა ძაღ­ლებთან. დახვეწილი ბეწვის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, გერ­მა­ნული მოკ­ლე­ბეწ­ვი­ანი პო­ინტერის ბეწვი ხში­რად ვარ­ცხნეთ და გაწ­მინ­დეთ პირ­სა­ხო­ცის ნაჭ­რით ან ზამ­შით. მონაცემები წარმოშობა - ევროპა მთავარი დანიშნულება - ნადირობა ტემპერამენტი - სანდო, გამჭრიახი სიც. ხანგრძლივობა - 12-17 წელი მოვლა - მუდმივი ვარცხნა ვარჯიში - რეგულარული მოდარაჯე - კარგი ხვადი 62-66 სმ. 25-32 კგ ძუ 58-63 სმ 20-27 კგ კუ­დი აჭრიან და­ახ­ლო­ე­ბით სიგრძის ორ მე­ხუ­თე­დს. ბეწ­ვი მოკ­ლე, სქე­ლი და წყალ­გა­უმ­ტა­რი, შა­ვი ან ღვიძ­ლის­ფე­რი, რო­მელ­შიც შე­რე­უ­ლია თეთ­რი ლა­ქე­ბი, წინ­წკლე­ბი, ან­და დათრთვილულია. თათები კომ­პაქ­ტუ­რი და მრგვა­ლი, ძლი­ე­რი, დი­დი და სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით. ფე­ხე­ბი წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი, და­კუნ­თუ­ლი და ერთმანეთთან ახლოს გან­ლა­გე­ბუ­ლია. უკა­ნა ფე­ხე­ბი – ძლი­ე­რი და მაგ­რად და­კუნ­თუ­ლი. ცხვი­რი დი­დი, ყა­ვის­ფე­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით. ტა­ნი გამ­ხდა­რი და და­კუნ­თუ­ლი, ღონიერი წელით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მი­სი მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რეს რო­გორც ხმე­ლეთ­ზე, ისე წყალ­ში. თვა­ლე­ბი ნუ­ში­სებ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის და მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი. სა­ხე საკ­მა­ოდ გრძე­ლი დრუნჩით. შე­უძ­ლია მთლი­ა­ნი ნა­დავ­-ლის პირ­ში მოქ­ცე­ვა და დიდ მანძილზე ტარება. ვარ­ჯი­ში ამ ენერ­გი­უ­ლი ძაღ­ლის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია . ერ­თგულ­სა და საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად საწ­ვრთნელ გერ­მა­ნულ მოკ­ლე­ბეწ­ვი­ან პოინ­ტერს თავნება ხასიათი აქვს, მაგრამ სწორი წვრთნის შე­დე­გად ეს ძაღ­ლი ოჯა­ხის აქ­ტი­უ­რი წევ­რი ხდე­ბა. რჩევა: არა­საკ­მა­რი­სი მუ­შა­ო­ბით ძაღლი შე­იძ­ლე­ბა და­ით­რგუ­ნოს და ძნე­ლი სა­მარ­თა­ვი გახ­დეს. რო­გორც სხვა ყურ­პარტყუნა ძაღ­ლე­ბი, ისიც მიდ­რე­კი­ლია ყუ­რის ინ­ფექ­ცი­ე­ბის­კენ.
  3. მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით სამინისტრო გეგმავს "ნადირობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვების ჩატარებას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე, განხილულ იქნება საკითხი, გარეული ცხოველების მიერ მოსახლეობისა და მათი ქონებისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით. წარმოგიდგენთ შეხვედრების განრიგს, ადგილმდებარეობისა და თარიღების მითითებით; · 20 თებერვალი, 12:00 საათი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა; · 21 თებერვალი, 11:00 საათი - ბათუმის მერიის შენობა; · 21 თებერვალი, 15:00 საათი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა; · 22 თებერვალი, 11:00 საათი - ფოთის მერიის შენობა; · 22 თებერვალი, 15:00 საათი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა; · 23 თებერვალი, 12:00 საათი - ქუთაისის მერიის შენობა; · 24 თებერვალი, 11:00 საათი - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა; მონადირეებო ყველას შეგიძლიათ ( საჭიროა ძაან) დაესწროთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ რას ეთანხმებით და რას არა. „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი იხილეთ ქვემოთ წყარო: eiec.gov.ge წყარო: eiec.gov.ge
  4. ვაზნის დასატენი საცობები (პიჟები) იმის გამო რომ ძალიან მომრავლდა დაზიანებული ლულები, რაც გამოწვევულია არასწორად დატენილი ვაზნის გამო, მინდა ჩემი საიტის სტუმრების და განსაკუთრებით დამწყები მონადირეების ყურადღება გავამახვილო და შევახსენო აუცილებელი ელემენტარული წესები ვაზნის დატენვის სისწორეზე და უსაფრთხოების წესებზე, რომლის უგულველყოფას ხშირად მივყავართ ფატალურ შედეგამდე, რაც გამოიხატება თოფის დაზიანებაში და ჩვენდა სამწუხაროდ ხშირია მონადირეების ტრამვებიც, რომ აღარაფერი ვთქვათ არასწორად დატენილ ვაზნაზე, რომელსაც ეწირება მონადირის სიცოცხლეც. ცუდია და უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე ისეთ სასიამოვნო ჰობს რასაც ნადირობა ქვია, შეიძლება გადაიქცეს ტრაგედიად არა სწორი მიდგომის გამო. ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს მთლიანად ვაზნის დატენვის სისწორეზე, რომელშიდაც მასრის დსატენად გამოყენებელი ყველა კომპონენტი შერჩეული და დოზირებული უნდა უნდა იყოს სწორად, რადგან ყველა ცალკეულს, ეს იქნება დენთი, „პიჟები“ საფანტი, შეუძლია არა სწორად გამოყენების შემთხვევაში უარყოფითი გავლენა იქონიოს ვაზნის ხარისხზე, მეტიც, შეიძლება საშიში გახდეს როგორც თოფისთვის ასევე თვით მონადირესთვისაც კი. ამიტომ ვაზნის დატენვას უნდა მივუდგეთ განსაკუთრებული ყურადღებით და პასუხის მგებლობით. ხშირად მქონია ჩემს პრაქტიკაში შემთხვევები როცა მოაქვთ გახეთქილი ლულა და კითხულობენ შესაძლებელია თუ არა ასეთი ლულის აღდგენა. ღმერთის წყალობით გადარჩა ტრამვა არ მიიღო და გათავისებულიც არ ააქვთ ის საფრთხე რაც შეიძლება მომხთარიყო, იამაზეც აღარ ფიქრობენ გახეთქილი ლულა აღდგენას რომ არ ექვემდებარება. პირიქით ამბობენ კიდეც რომ თურმე ასეთი ლულების აღდგენა შესაძლებელია. უბედურობა ისაა რომ ვიღაც „პროფესიონალი“ ხელოსანი თურმე აკეთებს ასეთ ლულებს და გარანტიასაც კი იძლევა. მე არ ვიცი რაუნდა ვთქვა ასეთ ხელოსანზე ან ასეთ მონადირეზე, რომელსაც ჯერავს გახეთქილი ლულის აღდგენის, კომენტარი თქვენთვის მომინდვია. პირველი და მთავარი რაზედაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ეს არის თექის, მუყაოს ან ქეჩის საცობები, (პიჟები) რომელებიც ძირითადი მიზეზია თოფის დაზიანების მისი ლულაში ჩარჩენის გამო. ვაზნის დატენვის დროს რაც არუნდა კარგი დენთი, ფისტონი, მასრა და საფანტი გამოვიყენოთ ვერ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ შედეგს თუ არ გექნა თოფის ლულის შიგა დიამეტრის შესაბამისი ხარისხიანი საცობები „პიჟები“. უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ გვექნეს მოვიყვან ორ მაგალითს.იჟევსკის თოფების ლულის შიგა დიამეტრი შეიძლება იყოს 18,2 მილიმეტრი ხოლო ტულის ქარხნის თოფების 18,7 მილიმეტრი. რუსული სტანდარტით მიღებული თექის ან მუყაოს საცობის დიამეტრი შეადგენს 18,65 მმ-ს სადაც დასაშვებია 0,25 მმ-ს ცდომილება. თუ გვაქვს ტულის თოფი ლულის შიგა 18,7 მმ-ნი დიამეტრით და გამოვიყენებთ თექის პიჟს 18,65 მმ-თ მივიღებთ იმას, რომ საშუალო დისტანციაზეც სროლის დროსაც კი გვექნება ეგრეთ წოდებულ „პადრანკები.“ ეს მოხდება იმ მიზეზის გამო რომ ამ დიამეტრის პიჟი ვერ უზრუნველოფს ლულაში წნევის ჰერმენტიზაციას ე.წ. „აბტურაციას”, რის შედეგადაც ლულაში წნევა და საფანტის საწყისი სიჩქარე საგრძნობლად ქვეითდება, რაც სბოლოოდ იწვევს უმრავლეს შემთხვევებში ფრინველის დაჭრას. ეს მაგალითი მიტო მოვიყვანე წარმოდგენა რომ იყოს ასე ელემენტალური საცობის ზომამ რა შეიძლება გამოიწვიოს. არც მეორე შემთხვევაში თუ იჟევსკის თოფისთვის, რომლის ლულის შიგა დიამეტრი შეადგენს 18,2 მმ-ს გამოვიყენებთ პიჟს 18,65 მმ-ს, ამ შემთხვევაშიც ნაკლებათ გვექნება სასიხარულოდ საქმე, რადგან შესაბამისი დენთის წონის დროსაც კი მივიღებთ დიდ უკუცემას და დაბალი საფანტის დაჯგუფებას, ხშირ შემთხვევაში საფანტის შუაგულში ჩნდება ფანჯარა რაც ასევე მიზეზია ფრინველის ხშირი დაჭრის. დიდი დიამეტრის პიჟი ხელს უწყობს ლულაში წნევისა და საფანტის სიჩქარის ნორმაზე მეტ ზრდას, რაც იწვევს საფანტის გაბნევას. საფანტის გაბნევა კი გამოწვეულია იმით, რომ ხდება საფანტის ზედმეტი დეფორმაცია გასაროლის დროს საფანტის საწყისი სიჩქარის გადაჭარბებული აჩქარებით. თუ დავაკვირდებით ორივე შემთხვევაში, თითქოსდა უმნიშვნელო შეუთავსებელი დიამეტრის საცობი შეიძლება ჩაითვალოს მთავარ მიზეზად თოფის საბრძოლო თვისებების დაქვეითების. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის არხის შესაბამისი დიამეტრის „პიჟის“ გამოყენებას, რასაც ბევრი მონადირე ვაზნების დატენვის დროს ყურადღებას არ აქცევს. პიჟის ვარგისიანობის შეფასება შეიძლება ელემენტარულად: პიჟი ცარიელი მასრაში უნდა ჩადიოდეს მჭიდროდ ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე, ასევე არ უნდა ვარდებოდეს თავისუფლად. ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰაერის ტემპერატურაზე და პიჟის სახეობაზე, რადგან ერთი და იგივე წონის დენთის დროს სხვადასხვა სახის პიჟი იძლევა ლულაში სახვადასხვა წნევას და საფანტის საწყის სიჩქარეს. ყოველი 10 გრადუსი ტემპერატურის მოკლებისას ან მომატებისას 20-30 მ/წ -ით იცვლება საფანტის საწყისი სიჩქარე. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ერთიდა იგივე ვაზნამ სახვადასხვა თოფში შეიძლება აჩვენოს სახვადასხვა შედეგი. ჩვეულებრივ „პიჟებთან“ განსხვავებით პოლიეთინიელის საცობებში (პიჟკონტეინერებში) მეტ ნაკლებად დაცულია დიამეტრი, მისი ფსკერის კონფიგურაცია უზრუნველყოფს წნევის მაქსიმალურ ჰერმენტიზაციას მიუხედავათ ლულის შიგა არხის დიამეტრისა. სასურველია ასეთი საცობებიც მჭიდროდ უნდა ჩადიოდეს და თავისუფლად არ უნდა ვარდებოდეს მასრაში. ყოველივე ამის შემდეგ რაღა თქმა უნდა დადებით შედეგს განაპირობებს საცობების ხარისხი. ხშირ შემთხვევაში უხარიესხო მასალისაგან დამზადებული საცობები მიუხედავათ ყველა ზომის დაცვისა მაინც ვერ იძლევა სასურველ შედეგს, რადგან გასროლისას იხევა და წნევის ზემოქმედების გამო სკდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მიექცეს ყურადღება საცობის ხარისხს და მის დიამეტრს კონფიგურაციას და სახეობას, თუ რომელი სახის “პიჟი“ იქნება უფრო მისაღები კონკრეტული ვაზნის დასატენად. საცობების მრავალი სახეობის არსებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ვაზნები დავტენოთ იმის მიხედვით, საფანტის დაჯგუფების რა პროცენტული ოდენობაა საჭირო კონკრეტულ მანძილზე სასროლად. მასრების დატენვის დროს სასურველია ნაბდის, თექის, მუყაოს ან სხვა სახეობის საცობები იყოს თანაბარი სიმაღლის რაც საჭიროა, როგორც ვაზნის საბრძოლო მაჩვენებლის სტაბილურურობისთვის ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგან თუ შეცდომით მოხდა ორმაგი დენთის დოზის ჩაყრა მაშინვე გახდება შესამჩნევი, რადგან საფანტის ჩაყრის შემდეგ შეცდომოთ დატენილი ვაზნა მეტად იქნება გავსებული სხვა ვაზნებთან შედარებით. მასრაში დენთის ჩაყრის შემდეგ აუცილებელია მასზე მოთავსდეს 2-3 მილიმეტრის სისქის მუყაოს საცობი, დენთზე დაწოლა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ის სიმძიმის ექვივალენტს, ეს იგივეა როცა მგიდაზე იდაყვის დაყრდნობის დროს ხელის მტევნით დავაწვეთ რამეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დენთის დაპრესვა, რადგან ეს იწვევს სავაზნეში წნევის მკვეთრ ზრდას და საფანტის გაბნევას. ხშირ შემთხვევაში ვაზნაში ჩაქუჩით ან სხვა გადამეტებული ფიზიკური ზემოქმედებით დაპრესილი დენთი მიზეზია ლულის გასკდომის ან გაბერვის. დენთზე მუყაოს საცობის დადების შემდეგ აუცილებელია 1 სანტიმეტრის სიმაღლის ქეჩის ან თექის საცობის დადება, რომელმაც უდა უზრუნველყოს აირების ჰერმენტიზაცია სავაზნიდან საფანტის ლულის არხში გადასვლის დროს, შემდგომშიც სანამდე არ დატოვებს საფანტი ლულას. შესაძლებელია მეორე დამატებითი საცობის დამატება რათა შეივსოს მასრა იმ დონემდე რაც საშუალება მოგვცემს საფანტის ჩაყრის და მასზე თხელი 1 მმ-ი ნი სისქის მუყაოს საცობის დადების შემდეგ მასრაში დარჩეს ადგილი ვაზნის თავის მოსახვევად. პოლიეთილინის მასრაში უნდა დარჩეს 5-6 მილიმეტრის სიმაღლე თავის მოსახვევად.ვარსკვლავური ჩაკეცისთვის კი 9 მმ-ი. აუცილებელია თექის ან ქეჩის საცობზე საფანტის ჩაყრამდე დაეფინოს თხელი მუყაოს საცობი, რადგან გასროლის დროს უკუცემის გამო საფანტის ძირა ფენა შედის საცობში ამძიმებს მას და ლულიდან გამოვარდნის შემდეგ უარყოფითად მოქმედებს საფანტზე, რაც საბოლოვოდ ასევე უარყოფითად ასისახება საფანტის დაჯგუფებაზე. ძველი, ნესტიანი ან უხარისხოდ დატენილი ვაზნის დროს ხშირია არა სრულფასოვანი გასროლა, ასეთ შემთხვევებში საცობი ხშირად რჩება ლულაში , ეს კი მიზეზია შემდეგი გასროლისას ლულის გაბერვის ან გახეთქვის. ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს აუცილებლად უნდა შემოწმდეს ჩარჩა თუ არა რამე ლულაში. უკვე დიდი ხანია რაც გამოიყენება პოლიეთინილის საცობები, ერთი პოლიეთილინის საცობი ასრულებს მთლიანად იგივე <a ფუნქციას რაც ზემოთ აღნიშნული დატენვის დროს გამოყენებული სხვადასხვა სახის საცობები. თექის ან მუყაის საცობით მასრის დატენვისას გამოყენებული დენთის წონა უნდა შემცირდეს 0,2 მეათედი გრამით პოლიეთილინის საცობების გამოყენების დროს, რადგან ისინი უფრო კარგად უზრუნველყოფენ აირების ჰერმენტიზაციას და იწვევს ზედმეტ წნევევს ზრდას სავაზნეში. თითბერის მასრების გამოყენებისას აუცილებელია შეირჩეს შესაბამისი დიამეტრის საცობები, რადგან მისი შიგა დიამეტრი დიდია მუყაოს და პოლიეთინელის მასრის შიგა დიამეტრზე, ამიტომ შესაბამისად თექის ან მუყაოს საცობიც უნდა იყოს მასრის შიგა დიამეტრის შესაბამისი. 12 კალიბრში იყენებენ 10 კალიბრის „პიჟს“ 12 კალიბრში კი 16 კალიბრისას. გაჩნდება კითხვა? პოლიეთილინის მასრაში ლულის არხის დიამეტრთან შედარებით დიდი დიამეტრის საცობების გამოყენება თუ იწვევს ლულაში წნევის გაზრდას, რაც უარყოფითად მოქმედებს საფანტის დაჯგუფებაზე, მაშინ რა ხდება თითბერის მასრის დატენვისას დიდი დიამეტრის საცობების გამოყენების დროს? პირველი ის არის, რომ ეს არის იძულებითი გამოყენება და რადგან დაბალი კაფსული „ცბ“ ვერ ახდენს უბოლო (თეთრი) დენთის ისე სწრაფ აალებას რასაც ამას აკეთებს „ჟეველო,“ ამიტომ ლულაში აირების წნევა ისე მაღლა არ იწევს როგორც ეს ხდება პოლიეთილინის მასრიდან გასროლისას. მიუხედავათ იმისა რა საცობებიც არ უნდა გამოვიყენოთ, თითბერის მასრიდან მაინც არ ხერხდება სრულფასოვანი გასროლის მიღწევა. თითბერის მასრაში დიდ პრობლემას წარმოადგენს საფანტის თავზე დადებული მუყაოს საცობის გამაგრებაც. სროლისას მეორე ლულაში მყოფი ვაზნიდან უკუცემის გამო ხშირად ხდება საფანტის გადმობნევა და საფანტზე დადებული საცობის ლულაში ჩარჩენა, რაც მიზეზი ხდება მეორე გასროლის დროს ლულის გაბერვის ან გახეთქვის. ამჟამად თითბერის მასრებისთვის არსებობს პოლიეთილინის კონუსური ფორმის საცობები რომელიც იდება საფანტზე და გასროლისას უზრუნველყოფს მეორე ლულაში გაუსროლელ ვაზნაში საფანტის მჭიდროდ დაჭერას. მონადირეები ხშირად მიმართავენ არასწორ და არა სრულფასოვანი ვაზნების დატენვას. მიზეზი ხშირად მაქსიმალურად ეკონომიურად ვაზნის დატენვაა. იყენებენ ტუალეტისა და სხვადასხვა სახის ქაღალდებს, ნახერხს, ტყავისაგან გამოჭრილ პიჟებს და მრავალ სახვა სახის არა სწორი დანიშნულების მასალებს. რის არჩევაშიც მონადირეებს საკმაო ფანტაზია გააჩნიათ. ადრე ჩვეულებრივი დენთის მაგიერ იყენებდნენ საარტილერიო ჭურვების დენთს, რომელსაც აქუცმაცებდნენ და ქფავდნენ სხვადასხვა საშუალებით. ასეთი სახით ეკონომიურად ვაზნების დატენვა კი ხშირად უფრო ძვირი უჯდებათ, რომ არაფერი ვთქვათ თოფის დაზიანებაზე, საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ ჯანმრთელობას. ამიტომ ყოველთვის მასრები უნდა დაიტენოს თანმიმდევრულად, შესაბამისად რეკომენდირებული საშუალებებით და რაც მთავარია დაცული უნდა იყოს პირველ რიგში უსაფრთხოების წესები.
  5. მოგეხსენებათ სამცხე ჯავახეთში წყალმცურავებზე ნადირობის სეზონი იხსნება 10 სექტემბერს. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, საიტის წევრებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ახალქალაქში სანადიროდ. გეგმა იყო ასეთი: დილით უნდა გვენადირა იხვის გადაფრენაზე (პერელიოტზე) ხოლო გადაფრენის დასრულების შემდეგ გადავსულიყავით მწყერზე სანადირო სავარგულებში. ეკიპაჟი შედგებოდა 5 წევრისგან და 2 ჩვენი ოთხფეხა მეგობრისგან. მაშ ასე სანადიროდ გახლდით: სოსო წილოსანი - სოსო თქვენი მონამორჩილი მე, თაზო ჩხაიძე - თაზო გიორგი ჩიტაიშვილი - ჩიტო გიორგი ოქროპირიძე - მოჩვენება მინდია თედორაია - lebo-kurali ძაღლები: გერმანული იაგდტერიერი - დუჩე ინგლისური პოინტერი - ბუბუ მანქანა: Toyota 4runner მოკლედ, გათენებამდე მივედით იხვზე სანადირო ადგილებში. ადგილები ნაცნობი იყო რადგან წინა წლებში ხშირად ვსტუმრობდით ამ სავარგულებს. შესაბამისად დიდი დროც არ დაგვჭირვებია სანადირო პოზიციების შესარჩევად და გაფაციცებით და გულის ფანცქალით დაველოდეთ გათენებას. ტემპერატურა იყო -2 გრადუსი. ცა ნახევრად ღრუბლიანი, ნიავის გარეშე. ამიტომ ცოტა წინასწარი მოლოდინები გაგვინელდა მაგრამ გეგმა არ შეგვიცლია... გაისმა პირველი სროლა და დაიწყო გულმა ბაგაბუგი. დაიწყეს წყალმცურავებმაც მოძრაობა და დაახლოვებით 15 წუთიანი სროლების შემდეგ დაწყნარდა არემარე... როგორც ვვარაუდობდით მოლოდინი გამართლდა და ჩვენი საერთო მონაგარი იყო 3 ცალი პატარა იხვი და 1 ცალი მელოტა. როცა იხვის ადგილებიდან გამოსვლა დავაპირეთ ჭაობიან ადგილებში გავიარეთ და როგორც ველოდით დაიწყო ყველაზე აზარტული ნადირობა. ჭაობიდან ამოდიოდა: ჭოვილო, ჩიბუხა, ჭყიამპო და წყლის ღალღა. რამდენიმე წარმატებული სროლის შემდეგ გავეშურე მანქანისკენ და ჩემი პოინტერი ჩამოვიყვანე სასწრაფოდ და გავაგრძელეთ ერთ რიგად ნადირობა. იყო ბევრი სახალისო მომენტი, ბევრი ლამაზი სროლის სანახაობა და მიუხედავად სიცივისა, ძაღლის გულმოდგინედ მუშაობა. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ჩვენმა ნანადირევმა შეადგინა 15 ცალამდე ჭაობის ფრინველი ამოვედით მანქანასთან და ტრადიციულად გავშალეთ, ლამაზი სუფრა. 3-3 ჭიქით ერთმანეთს მოვეფერეთ. უფალი ვადიდეთ და გადავედით მწყერის სავარგულების მოსასინჯად. 90% ით ვვარაუდობდით რომ ყინვების გამო მწყერი არ იქნებოდა მაგრამ გულდასაწყვეტი რომ არ ყოფილიყო გადამოწმება ვარჩიეთ. სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინები გამართლდა და მწყერი საერთოდ არ შეგვხვდა. შემდეგ ვნახეთ სხვა მონადირეებიც და იმათთმაც იგივე გვითხრეს რომ ერთი ცალიც არ მოუკლავთ და საბოლოვოდ დავრწმუნდით რომ მწყერზე აზრი არ ჰქონდა სიარულს. დავიწყეთ იხვზე უკეთესი ადგილების ძებნა და გახსენება. ბევრი არც დაგგვიანია როცა მივადექით ერთ ერთ ჩვენს საყვარელ ტყეს სადაც სუფრას ვშლიდით ხოლმე. ხოდაა წავიდა აქაც სამზადისი... სანამ მე და გიო სუფრას ვშლიდით. მინდია და სოსო გართული იყო დილის ნადირობით გამოწვეული ემოციების გაზიარებებით. ცოტა დავლიეთ. დალი და ოჩოპინტრეც ვადღეგრძელეთ და დავისვენეთ სუფთა ჰაერზე შემდეგ გავემზადეთ და გავეშურეთ ახალი სანადირო ადგილებისკენ. ნადირობის დროს სურათების გადასაღებად ნამდვილად ვერ მოვიცალეთ მაგრამ შემდეგისთვის აუცილებლად ვეცდებით ამ პროცესის დროსაც დავტოვოთ სამახსოვრო კადრები... რამდენიმე საათში დავბრუნდით მანქანასთან ხელდამშვენებულები და ჩვენს ნანადირევს შევმატეთ: 12 ცალი მელოტა, 3 იხვი და 2 ჩიბუხა. ცოტა დავსველდი და გამოვიცვალე თუ არა ნანადირევზე ფოტოების გადაღება არ დაგგვიწყებია. ცოტა ვიპოზიორეთ ამასობაში მოსარამოვდა და გავეშურეთ საღამოს პერელიოტზე გასამაგრებელ ადგილებზე. შებინდდა თუ არა გაისმა პირველი სროლა მინდიას მხრიდან რასაც მოყვა 20 წუთიანი ზალპი. გაუთავებელი შეძახილები "მოვხსენი" და გახარებული გულები... სამწუხაროდ რამის პერელიოტის შემდეგ ფოტოები არ გადაგვიღია. ღამის ნადირობაზე შევმატეთ 2 ხაზარული (გარეული იხვი) და 2 იც ფართოცხვირა... სამწუხაროდ ყველა ვერ ვიპოვეთ და ისე მოგვიწია წამოსვლა... მადლობა ღმერთს ამ დღისთვის. რაც მთავარია მშვიდობით სახლებში დაბრუნებისთვის. ჩვენი საიტის წევრებს და მკითხველებს მინდა ვუთხრა... საიტის არსებობის პირველივე წუთიდან ვცდილობთ რაც შეიძლება სწორი ნადირობის კულტურა შევინარჩინოთ და ვებრძოლოთ ბრაკონიერობას. თავისუფლად შეიძლება "ფარის" და "მანოკის" გარეშე ლამაზი ნადირობის მოწყობა და სუფთა სინდისით (სხვა მონადირეებთან და ბუნებასთანც) სახლში დაბრუნება. იყო ბევრი სახალისო და კარგი მომენტი რაც მხოლოდ ბუნებაში ყოფნის დროს შეიძლება მიიღოს ადამიანმა. მოკლედ, არ დაგვირღვევია არცერთი კანონი, არ გადაგვიჭარბებია ლიცენზიით დაშვებულ რაოდენობას და გამოვეშურეთ სახლებისკენ. მინდა გისურვოთ პირველ რიგში მშვიდობით დაბრუნება სახლებში და მინიმუმ იგივე ემოციებით დატვირთული და ბედნიერი დღე რაც ჩვენ გადაგვხდა თავს. გთხოვთ გაითვალისწინოთ. წალკის და ახალქალაქ-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს გარდა ჯერჯერობით იხვზე ნადირობის სეზონი არ გახსნილა!!! პატივისცემით: თაზო ჩხაიძე
  6. მობილჩოკები და მინაფრენზე სროლა გაფრენილ სამიზნეზე სროლის შედეგიანობა პირველ რიგში მონადირის ოსტატობაზეა დამოკიდებული .ეს არის თოფის ხმარების ჩვევა, სროლის დისტანციის ზუსტი განსაზღვრის უნარი და სამიზნის სიჩქარისა და საჭირო წინსწრების სწორი შეფარდება. მოუხერხებელი თოფიდან ზუსტი სროლა ძალიან ძნელია , ხოლო მსროლელის აღნაგობაზე და მის სროლის მანერაზე მორგებული თოფიდან ____ გაცილებით ადვილი , არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება საჭირო ზომის ჩოკის შერჩევას, რაც მონადირის სროლის უნარის სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს. №1 ცხრილში (35მმ სამიზნის დიამეტრი 750მმ) მოყვანილია საფანტის სიმჭიდროვისა და გაშლის ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტის შეფარდებითი სიდიდეები , რაც ჩოკის ზომებზეა დამოკიდებული(12ყალიბი)(ცხრ.1) ლულის არხისა და გარეთა პროფილის შესრულების ხარისხის მიხედვით ერთნაირი ჩოკების მქონე თოფების მოხვედრა ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთიდაიგივე ზომის ჩოკებიანი ლულები ,რომლებსაც სხვადასხვა სიგრძე ,წონა, კედლების სისქე და ლულის არხის განსხვავებული პროფილი აქვთ, ერთნაირ მოხვედრას ვერ უზრუნველყოფენ. ამ მაჩვენებელზე ჩოკის ფორმა და სიგრძეც მოქმედებს. მოკლე ჩოკი ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტს ზრდის. ამავე შევიწროების ,მაგრამ გრძელი და მდორე გადასვლების ჩოკი ამ მონაცემს ამცირებს . ამ დროს მოხვედრის სიმჭიდროვის პროცენტული მაჩვენებელი იგივე დარჩება ,მაგრამ საფანტი სამიზნის ფართობზე უფრო თანაბრად განაწილდება. ერთ ჩოკში საფანტიც განსხვავებულ მიხვედრას მოგვცემს,0,75მმ ჩოკში საფანტის თანდათანობით გამსხვილება დაახლოებით 5-10%_ით მეტ სიმჭიდროვეს იძლევა. 1მმ და მეტი ჩოკი მსხვილი საფანტით საწინააღმდეგო შედეგს იძლევა ---სიმჭიდროვე და სხვა პარამეტრები მცირდება. მაგრამ თუ ლულის არხიდან ჩოკში გარდამავალი კონუსი საკმაოდ გრძელი და მდორეა , ხსენებული განსხვავება არც თუ ისე შესამჩნევია. შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ შედეგს მოგვცემს სისტემა „ თოფი-ვაზნა“ ჩოკური შევიწროების ცვალებადობისა და გამოყენებულ ტყვია -წამალთან მიმართებაში. ამას ზუსტად თოფის ტესტირების შემდეგ გავიგებთ.ამ შემთხვევაში №7 საფანტისათვის 750მმ დიამეტრის 100 უჯრედიანი სამიზნე უნდა ავიღოთ , ხოლო უფრო მსხვილი საფანტის შემთხვეაში, იგივე დიამეტრის 16 უჯრედიანი სამიზნე ჯობია. თუ საფანტით სროლის კლასიკური შეხედულებას დავეყრდნობით სროლის ზონა 4 ნაწილად იყოფა (ცხრ.2) 1- ზონა, სადაც საფანტის სიმჭიდროვე ძალიან დიდიადა სროლა არ შეიძლება. 2- სროლის სრული მონაკვეთი- 750მმ სამიზნეზე 100%-იანი მოხვედრა. 3- სროლის იდეალური მონაკვეთი, 4- დასაშვები სროლის მონაკვეთი , სადაც 750მმ წრეში დაახლოებით 50% საფანტი ხვდება (ცხრ.2) ეს ცხრილები სროლის რაციონალური ზონების გარდა , მოხვედრის სიმჭიდროვეზე დამოკიდებულ სროლის მანძილებს გვაჩვენებს. ეს ცხადია , უფრო თეორიულ ხასიათს ატარებს და მკაცრად განსაზღვრულ პრაქტიკულ რეკომენდაციას არ წარმოადგენს, რადგან გარკვეულ დისტანციაზე სროლის ეფექტურობა პირველ რიგში საფანტის ზომითა და მისი მიზანში მოხვედრის საბოლოო სიჩქარით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, საფანტის ყველაზე პოპულარული მანძილი იქნება : № 7 საფანტი-30-35მ. #5 საფანტი -40-45მ. № 1 საფანტი-45050მ. № 2 ცხრილის მიხედვით , წვრილი საფანტისათვის ეს იქნება ჩოკი 0,25მმ (გაუმჯობესებული ცილინდრი), ხოლო საშუალო და მსხვილი საფანტისათვის -- ჩოკი 0,5მმ (ნახევარჩოკი). აქ მთავარი ის არ არის ,რომ ხსენებული ჩოკები რაციონალური სროლის ზონებს აფართოებენ და მნიშვნელოვნად აადვილებენ გაფრენის სამიზნეზე სროლას . ჩოკური შევიწროება მოხვედრის სიმჭიდროვე % ცენტრში შეჯგუფების კოეფი იციენტი 0.00მმ 0,00მმ 30-35% 1,0 0,25მმ 0.25მმ 40-45 1,5 0.5მმ 0.5მმ 50=55 2,0 0,75მმ 0.75მმ 55=60 2,5 1,00მმ 1.00მმ 60-70 3,0 1,25მმ 1.25მ 75-85 3,5 ცხრილი № 1. ჩოკი მმ 1 ზონის სიგრძე 2 ზონის სიგრძე 3 ზონის სიგრძე 4 ზონის სიგრძე 0,25მმ 0-13მ 13-18მ 18-28მ 28-35მ 0,50 მმ 0-12მ 19-24მ 24-38მ 38-47მ 1,00 მმ 0-22მ 22-27მ 27-45მ 45-54მ ცხრილი № 2, გაფრენილ სამიზნეზე პრაქტიკული სროლის შემთხვევაში რას უნდა ვითხოვდეთ სისტემისაგან „თოფი-ვაზნა“ ? რადგან ჩვენი სტატიის თემა ჩასახრახნი ჩოკებია, სწორი იქნება, თუ ამ მასალაში, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე თოფებს ვიგულისხმებთ, რომლებსაც მობილჩოკების გარდა 76მმ სავაზნეები აქვთ. ეს არამარტო მოხმარებულ ტყვია -წამლის რიგის გაფართოების საშუალებას ,არამედ სისტემა „თოფი-ვაზნა“- საგან სწრაფად მოძრავ სამიზნეზე თითქმის აუცდენელი სროლის გარანტიას იძლევა. თუ ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტზე ვილაპარაკებთ, ეს არის 1,5-2,0 და 50% სიმჭიდროვე. № 7 საფანტისათვის და 100 უჯრიან სამიზნეზე განაწილების სითანაბრე 90%. არ შეიძლება ყურადღების გარეშე დარჩეს თოფის ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა მოხვედრის მუდმივი ერთგვაროვნება, როცა საფანტის მოხვედრის სიმჭიდროვე და გაჭრის ძალა , განაწილების სითანაბრე და ცენტრში შეჯგუფება ერთნაირ მეტეოპირობებში დაახლოებით თანაბარია, ყოველივე ეს ლულისა და მობილჩოკების მაღალი ხარისხის გარდა ,ვაზნების ხარისხზეც არის დამოკიდებული. ისეთ ფრინველზე, როგორიცაა ტყის ქათამი, მწყერი, ჭაობის ფრინველები, გნოლი, გაფრენილი იხვი, № 7 საფანტზე უფრო მსხვილი არახელსაყრელია. სტანდარტული ვაზნის „32გრ“ საფანტის რაოდენობა 50% -იანი მოხვედრის შემთხვევაში დაზიანების ზონის დასაფარად სრულიად საკმარისია და დამიზნებაში დაშვებულ მცირე შეცდომებსაც ასწორებს. მძიმე ვაზნების გამოყენების შემთხვევაში 40-50% სიმჭიდროვე სრულად საკმარისია. ასეთი გასროლა სამიზნეზე იმდენივე საფანტს მიიტანს, რასაც უფრო მჭიდრო მოხვედრის სტანდარტული (32გრ) ვაზნა.ამასთან ერთად გაშლის წრის პერიფერიული ზონაც უფრო მჭიდროდ დაიფარება, რასაც გაფრენილზე სროლის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის , თუ რამდენად ეთიკურია პატარა ფრინველზე თითქმის მისივე წონის საფანტის სროლა, ყველა მონადირემ თავდ უნდა გაარკვიოს. მსხვილ საფანტს როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მოკლე გადასვლებიანი ძლიერი ჩოკები არ „უყვარს“. გრძელი ნახევარჩოკიდან № 1 ან № 0 საფანტი მიზანს ისევე მჭიდროდ მოხვდება , როგორც № 7 ძლიერი ჩოკიდან -- 1-1,2მმ. ეს კი შორს , მაგალითად ბატზე სროლისას უპირატესობას იძლევა .მონადირემ უნდა იცოდეს , რომ საფანტის ზომის ზრდასთან ერთად მოხვედრის სიმჭიდროვე იზრდება. ოღონდ იმ შემთხვევაში , თუ ჩოკის ზომა 0,7-0,75 არ აღემატება. შევიწროების ზომისა და სიგრძის , აგრეთვე ლულის არხის დიამეტრის ცვალებადობის მიხედვით, ეს პარამეტრებიც იცვლება. „მეავტომატეებს“, რომელსაც ჩასახრახნი ჩოკების კრებული აქვთ ,თქვენი არჩევანი 0,4-0,5 მმ-ზე შეაჩერეთ . 76მმ სავაზნის მქონე თოფს თუ 36 გრ. საფანტს ისვრით, რომელიც უზრუნველყოფს უპრობლემო გადატენვას , ეს ჩოკი პრაქტიკულად უნივერსალს გახდის. ამ წერილს სარეკომენდაციო-სადისკუსიო ხასიათი აქვს. გაფრენილ სამიზნეზე სროლის თავისებურებებზე ყველა მონადირეს თავისი შეხედულება აქვს. მიუხედავად ამისა , მრავალწლიანი სტაჟის მქონე მონადირეებმაც კი ზოგჯერ თავისი ჩვევებისა და შეხედულებების „რევიზია“ უნდა მოახდინოს. სტატია მომზადა დ.ურუშაძემ http://inadire.ge/ -ისთვის ჟურნალი " ნადირობიდან"
  7. კურდღელი შესანიშნავი სანადირო ობიექტია. მასზე ნადირობის მრავალი წესი არსებობს, რომლიდანაც მე პირადად არცერთს არ გამოვყოფდი რადგან ყველა საოცრად აზარტულია. სამწუხაროდ დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია – სპეციალური ლიცენზიით დაშვებული. ამ სტატიის დაწერაც ძირითადად ამ ფაქტმა განაპირობა. ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გვახდევინებს სამონადირეო მეურნეობის მეპატრონე – მაღალჩინოსანი ან და ყოფილი მაღალჩინოსანი ფულს, როცა კურდღლის პოპულაციის გამრავლებაში ან და მის დაცვაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის, უფრო მეტიც თითო მოკლულ კურდღელზე გადახდილი 25-30 ლარიდან ქვეყნის ბიუჯეტში დარწმუნებული ვარ თეთრიც არ შედის. პარალელურად იკარგება კურდღელზე ნადირობის შესანიშნავი ტრადიციები. ყველამ კარგად ვიცით, რომ კურდღელზე არაკანონიერად დღესაც ნადირობენ, დარწმუნებული ვარ, რომ რაიონში ამ აკრძალვების შესახებ მონადირეებმა საერთოდ არაფერი იციან, რომ არაფერი ვთქვათ დაურეგისტრირებელი იარაღით აღჭურვილ და ულიცენზიო მონადირეებზე. პრობლემის გადასაწყვეტად კურდღელზე ნადირობის დაშვება და მასზე სპეციალური ლიცენზიების შემოღება მიმაჩნია. კერძოდ მონადირე სანადირო სეზონის გახნისთანავე, სურვილისამებრ გადამფრენ ფრინველებზე ლიცენზიისგან დამოუკიდებლად აიღებს ერთ თვიან სახელობით, სპეციალურ ლიცენზიას, რა თქმა უნდა შესაბამისი თანხის გადახდით. (ანუ კურდღელზე სახელობითი ლიცენზია 1 თვიანი იქნება. ვადის გასვლის შემთხვევაში თუ სურვილი ექნება ხელახლა აიღებს. ლიცენზიის აღემა კი მოგეხსენებათ დღეს-დღეობით პრობლემა არ არის რადგან უწინდელისგან განსხვავებით მის მაგივრობას ბანკიში გადახდის ქვითარი ასრულებს) მოდით თანხაზე წინსაწარ ნუ ვიკამათებთ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველა კეთილსინდისიერი მონადირე გადაიხდის თანხას იმისთვის, რომ თავისუფლად და დაუფარავად ინადიროს კურდღელზე იმ ტერიტორიებზე სადაც ნადირობა დაშვებულია. გადახდილი თანხა შევა ბიუჯეტში და არა სამონადირეო მეურნეობის მეპატრონის ჯიბეში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ მათ მიერ დაწესებული კურდღლის მოკვლის ტარიფები საოცრად არარეალურია და ამ ფასის გადმოტანა სახელობით ლიცენზიაში დიდი უაზრობა იქნება და შედეგსაც ვერ მოგვიტანს. ყველაფერი კურდღლის შესახებ: კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით თბილი ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბალნით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე ტოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე – თვენახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს, და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან. განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები – ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიაც იპარებიან. ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია. კურდღლის ძირითად მტრებს, მასზედ ძლიერი ცხოველები წარმოადგენენ – მელა, ტურა, მგელი მნიშვნელოვნად ანაგურებენ კურდღლის პოპულაციებს. მათ არ ჩამოეჩებიან მტაცებელი ფრინველებიც კი, მაგალითად ქორი და არწივი ადვილად იტაცებენ კურდღლის ბაჭიებს. კურდღლის გავრცელების არეალი: კურდღელი საქართველოში მეტნაკლები რაოდენობით ყველგან, მთაშიც და ბარშიც გვხვდება – მთაში მისი გავრცელების არეალი თითქმის 2500 – 2700 მეტრ სიმაღლემდე აღწევს, იგი ძირითადად ვრცელ გაშლილ ადგილებს, ბორცვებს, მთისწინებს და ნახევარუდაბნოებს ეტანება. მასთან შეხვედრა ტყის მასივებშიც შესაძლებელია. განსაკუთრებით უყვარს კულტურული ლანდშაფტი – ე.ი. მინდვრები სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები. საქართველოში კურდღლის პოპულაციის სიმრავლით პირველ ადგილზე კახეთი, მდინარეების ალაზნისა და ივრის მიმდებარე დაბლობები, შირაქის, ელდარის ნახევრადუდაბნოები იმყოფებიან. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ზემო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მთიანეთი გამოირჩევა. თუმცა როგორც ზემოდ ავღნიშნე იგი მეტნაკლები რაოდენობით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გვხვდება. კურდღელზე ნადირობა: სამწუხაროდ საქართველოში კურდღელზე ნადირობა პირველად, ოფიციალურად 1960 წლებში აიკრძალა და იგი დღემდე აკრძალულია. მიზეზი კურდღლის პოპულაციის მნიშვნელოვანი შემცირება გახლდათ. მე ბევრი ვეძიე და ვერსად მოვიპოვე ის მასალები თუ რა კვლევებზე დაყრდნობით გამოიტანეს ეს დასკვნა მაშინდელმა გარემოდამცველაბმა – ბუნების დაცვის კომიტეტმა ან და მონკავშირის მაღალჩინოსნება. საქმე იამაშია, რომ კურდღელზე ნადირობის აკრძალვა მხოლოდ ქაღალდზე მოხდა და პრაქტიკულად კი ამ ცხოველზე ნადირობას ყველა დაუფარავად აგრძელებდა და აგრძელებს დღესაც. უფრო მეტიც არც ტელეგადაცემებში ყოფილა დაფარული მასზე ნადირობის ამსახველი კარდები. მე შემიძლია ასეთი მრავალი გადაცემა გავიხსენო არა მარტო ადრე არამედ უკანასკნელ წლებშიც კი გაშვებული. გასული საუკუნის 70 წლებში კურდღელზე ნადირობა დაიშვა მხოლოდ სპეციალური ლიცენზიებით, რომლებსაც უბრალო მოკვდავნი ვერ ეკარებოდნენ, თუმცა ამის საჭიროება არც ყოფილა რადგან ვიმეორებ, რომ კურდღელზე ნადირობა მხოლოდ ქაღალდზე იყო აკრძალული და დღესაც კი დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნახევერზე მეტმა მონადირემ არაფერი იცის ამ აკრძალვის შესახებ განსაკუთრებით კი რაიონებში. დღეს კურდღელზე ნადირობა დაშვებულია მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებში – სადაც გაიცემა სპეციალური ნადირობის ლიცენზია. მისი ფასი 25 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს. კურდღელზე ნადირობის წესები: კურდღელზე ნადირობის უამრავი წესი არსებობს. მე მინდა ყურადღება გავამახვილო ყველზე მიღებულ და ჩემთვის ახლობელ წესებზე. ამ საკითხის განხილვისას თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი საკითხი. კურდღლის მოკვლა და მოპოვება ხშირად ყოველგვარი დაგეგმილი წესების გარეშეც ხდება ხოლმე, ანუ როდესაც მასზედ არ ვნადირობთ სპეციალურად. ეს ხშირად ხდება ფრინველებზე ნადირობის დროს, მაგალითად მწყერზე, კაკაბზე, და ასე შემდეგ. ამ დროს კურდღლის მოკვლას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, რადგან ყოფილა შემთხვევა, როცა მინდორში მწყერზე ნადირობისას ძაღლი ნაბულზე გაყინულა და მწყრის მაგიერ ყურცქვიტა წამომხტარა. ამგვარი ფაქტები დამეთანხმებით რომ განსაკუთრებით ხშირია კაკაბზე ნადირობის დროს, ამიტომ ამ დროს ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენს გვერძე ბუჩქიდან ისე გაიპარება, რომ თვალს ან ვერ მოვკრავთ ან და უკვე შორს არა სასროლმანძილზე დავლანდავთ ხოლმე. ამაგვარი ფაქტები ხშირად ხდება ჩვენს ნახევარუდაბნოებში ნადირობისას. მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს იღბლიანი ნადირობის საჩუქარია და მასზედ დიდი ყურადღება არ გავამახვილოთ. განვიხილოთ ჩვენთან მიღებული კურდღელზე ნადირობის რამოდენიმე ვარიანტი. მდევრებით (ძაღლებით) ნადირობა. ალბათ არ არის იმის აღნიშვნა საჭირო, რომ კურდღელზე მდევრებით ნადირობისას აუცილებელია კარგად დაგეშილი ძაღლები, თუ რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდაეს კურდღელზე კარგად დაგეშილი ძაღლები ამის ახსნას აქ არ შეუდგები, რადგან ამის განხილვა ცალკე ძაღლების თემაში მოვაწყოთ. ეხლა ჩავთვალოთ, რომ გვყავს კარგად დაგეშილი გონჩი და ვაპირებთ კურდღელზე ნადირობას. მდევრებით კურდღელზე სანადიროდ ყველაზე უპრიანი და მოსახერხებელი ადრიანი დილაა. მაღლა როგორც ავღნიშნეთ კურდღელი ღამის ცხოველია, მას სადაც წამოათენდება იქ მოეწყობა და გაინაბება. ცნობილია რომ განაბული კურდღელი ძალიან უმნიშვნელო სუნს გამოსცემს, კარგად დაგეშილ ძაღლებს განაბული კურდღლის სუნის ყნოსვა 5 – 10 მეტრ მანძილზე შეუძლიათ. თავად კურდღელი მოახლოვებულ საფრთხეს და მოწინააღმდეგის სუნს შორ მანძილზე გრძნობს, ამიტომ უკეთესია სისხამ დილით კურდღელზე ნადირობისას ქარის საპირისპირო მიმართულებით ვიმოძრაოთ და ისე მოვჩხრიკოთ წინასწარ შერჩეული ტერიტორია. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია და წარმატებული ნადირობის საწინდარია ნადირობის ადგილზე დილით ადრე მისვლა, ისე რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მისვლისას დაგვათენდეს. კურდღელზე მდევრებით ნადირობის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველ ვარიანტად შეიძლება ჩავთვალოდ, როდესაც მონადირეები მწკრივში დგებიან და ძაღლების დახმარებით საგულდაგულოდ ჩხრეკენ წინსწარ შერჩეულ ტერიტორიას. ამ დროს განსაკუთრებულად მომზადებულნი უნდა ვიყოთ, რადგან კურდღელი შეიძლება ახლო მანძილიდანაც წამოგვიხტეს. კარგად უნდა ვიცოდეთ მეგობარი მონადირის ადგილმდებარეობა, სწრაფად შევაფასოთ სიტუაცია ვისი ნასროლი უფრო წარმატებული იქნება. ჩემის აზარით მეორე ვარიანტი უფრო აზარტულია და უფრო დიდ გამოცდილებას მოითხოვს. ამ დროს მონადირეები წინასწარ კეტავენ ამორჩეულ ტერიტორიას და ერთ-ერთი მონადირე კი ანუ ამ შემთხვევაში მარეკი უშვებს ძაღლებს. მეორე ვარიანტით ნადირობისას ჩდება მონადირის ცოდნა ამა თუ იმ ცხოველის თვისებების და ზნეჩვეულებების შესახებ. ჩვენ უნდა ვეცადოთ ისე გადავკეტოთ ტერიტორია, რომ წამოხტარი კურდღელი არ გაგვეპაროს. ამ დროს მონადირის მიზანია რომ ნადირს გზა პირველივე წრეზე (მდევრების დევნის) მოუჭრას და მოკლას იგი, რადგან მეორე და მესამე წრე უკვე როგორცე წესი უფრო დიადია ხოლმე და ჩდება შანსი ნადირის დაკარგვის. ბევრს ჰგონია რომ ძაღლი აიძულებს კურდღელს იმ მიმართულებით ირბინოს საითაც მას სურს, მაგრამ ეს უსაფუძვლო მითია, სინამდვილეში მიმართულებას თვითონ ნადირი ირჩევს, ძაღლი კი მის დატოვებულ კვალს ყეფით მიყვება. მონადირეს ნიჭი ამ დროს სწორედ ნადირის გზის გადაკეტვის შერჩევაში და მის მოჭრაშია. წარმატებული ნადირობითვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ამინდსაც ენიჭება. კურდღელზე სანადიროდ სასურველი და საუკეთესოა წყნარი უქარო დილაა, თუ კი გამთენიისას ოდნავ წამოწვიმა ეს მისწრებაა, რადგან ამ დროს ნადირის სუნს მდევრები უფრო მძაფრად აღიქვამენ. ზამთარში საუკეთესოა ახალი გაუკვალავი თოვლი. კურდღელზე ნადირობისათვის არასაურველი ამინდია, როდესაც გვალვაა დ არ არის ნამი. ზამთარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია თოვლი და მიწა გაყინულია, ძლიერი წვიმის შემდეგაც ხშირად ნადირობა უშედეგოდ მთავრდება ხოლმე რადგან კვალი ირეცხება. საერთოდ რთულია და არახელსაყრელია ქარიან ამინდში ნადირობა. კურდღელზე წარმატებით ნადირობის კიდევ ერთ-ერთი საწინდარია სანადირო ადგილის კარგად ცოდნა ან და მისი ნადირობამდე შესწავლა. ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გამოცდილი მონადირე არჩევს ბილიკებს, რომლებითაც კურდღლები ხშირად სარგებლობენ. უფრო მეტიც ნებისმიერ ტერიტორიაზე შესაძლებელია იმისთანა ბილიკის პოვნაც, რომელსაც კურდღელის ვერანაირად ვერ ასცდება. ეს უკანასკნელი კი წარმატების გარანტიაა. ნომერში აუცილებელია იდგეთ ჩუმად. ამოირჩიეთ ისეთი ადგილი საიდანაც თვალთახედვის არეალი უმჯობესი გექნებათ. ნუ იმოძრავებთ რადგან, მოძრაობა შორიდანვე იპყრობს ნადირის ყურადღებას. გულდასმით ათვალიერეთ მიმდებარე ტერიტორია და ყურადღებით მოუსმინეთ ძაღლის ყეფას ამით თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რა მიმართულებით მოძრაობს ან და რამდენადაა დაშორებული ნადირი თქვენგან. და ბოლოს არასოდეს არ მიატოვოთ ნომერი საკუთარი გადაწყვეტილებით. კვალზე ნადირობა. უძაღლო მონადირისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტიც კვალზე ნადირობაა. თუმცა კვალზე ნადირობას თავისებური აზარტი აქვს და დიდი გამოცდილებაც სჭირდება, ამიტომ ხშირად კარგი ძაღლების მეპატრონე მონადირეებიც კვალზეც სიამუვნებით ნადირობენ. უფრო მეტიც ბევრი გამოცდილი მონადირისგან გამიგია, რომ ზამთარში თოვლზე კურდღელზე ნადირობისას ძაღლი რა საჭიროაო, ეს მონადირისგან დიდ ფიზიკურ გამძლეობას და გონებრივ გამჭრიახობას მოითხოვს. როგორც შევთანხმდით კურდღელი დასაწოლად მუდმივად ისეთ ადგილებს ირჩევს, საიდანაც საფრთხეს ადვილად დაახწევს თავს. იგი ძირითადად პირით ქარის მიმართულებით წვება, ამიტომ ამ შემთხვევაშიც სადაც ვეჭვობთ, რომ კურდღელი იქნება ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა ვიმოძრაოდ. კვალზე ნადირობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოდ ამინდის ფაქტორიც, მაგალითად ცნობილია, რომ ნესტიან ამინდში უკვე განაბული კურდღელი შედარებით ახლოს უშვებს მონადირეს, ყინვებში მასთან მიახლოვება ძალიან ძნელია, იგი მალევე იპარება. კვალზე ნადირობისას ყველაზე ხელსაყრელი და სანატრელი თოვლიანი ამინდია. ამ შემთხვევაშიც გარკვეული მნიშვნელობა თოვის შეწყვეტას ენიჭება. მაგალითისთვის თუ თოვა დაღამების შემდეგ მალევე შეწყდა – მაშინ კურდღლის მოძრაობის მთლიანი მარშუტი რჩება, ხოლო თუ თოვა გამთენიისას შეწყდება, მაშინ კურდღლის მოძრაობის მხოლოდ უკანასკნელი მონაკვეთი რჩება, რომელის პოვნის შემთხვევაში გამოცდილი მონადირეს ნადავლი გარანტირებული აქვს. ხშირად მონადირეები ჩვენს მიერ განხილულ პირველ ვარიანტს – როცა თოვა დაღამებისას წყდება – გრძელ კვალს ეძახიან და თუ გამთენიისას შეწყდება მოკლე კვალს. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით კურდღლის კვალი ადვილი გასარჩევია, მას სპეციფიური ხელწერა აქვს. მაგრამ მიმართულების დადგენა გამოუცდელ მონადირეებს უჭირთ ხოლმე. ეს გამოწვეული იმით რომ, კურდღელი როცა გარბის წინა ფეხებს უკანა ფეხებს შორის ატარებს. ეს კარგად ჩანს სურათზე იხ. სურათი 1. ამიტომ კურდღლის კვალზე უკანა თათის ანაბეჭდები უფრო წინააა ხოლმე ვიდრე წინასი. ანუ უნდა დავიმახსოვროთ, რომ თუ კი გვინდა კვალზე დავადგინოთ კურდღლის მოძრაობის მიმართულება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისე რომ კურდღელი მოძრაობს იმ მიმართულებით საითაც უკანა ფეხები არის წინ. ამას მოცემულ სურათზე ადვილად გაარკვევთ. იხ. სურათი 2. კვალზე ნადირობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურდღელი სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვანაირ კვალს ტოვებს. მაგალითად: როდესაც თათები შემჭიდროვებულია და კვალი ერთგვარ ბილიკს წააგავს ანუ წინა და უკანა ფეხების ანაბეჭდები ერთმანეთთან ახლოსაა ეს იმას ნიშნავს რომ იგი დამფრთხალი არ არის, ამ დროს კურდღელი ერთ ადგილზე ტრიალებს რადგან საჭმელს ეძებს. ამ კვალის გატანას აზრი არ აქვს უმჯობესია ტერიტორია კარგად მოვჩხრიკოთ და გამავალი კვალი ვიპოვოთ რომელიც მის საწოლ ადგილამდე მიგვიყვანს. დამფრთხალი კურდღლის კვალს ადვილად გასარჩევია, რადგან ნახტომებს შორის დაშორება შეიძლება ერთი მეტრიც იყოს. არის შემთხვევა როცა კვალი უეცრად წყდება! ამ შემთხვევაში ტერიტორია კარგად უნდა მოვჩხრიკოდ, რადგან არ არის გამორიცხული რომ კურდღელი გვერძე იყოს გადამხტარი. ხშირად კურდღელი ტერიტორიას წრეზე უვლის რომელიც თანდათან ვიწროვდება, აი ამ დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ეს იმის მაუწყებელია რომ კურღელი სადღაც ახლოს არის განაბული. უნდა დავიმახსოვროთ რომ კვალზე დგომისას გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე, უნდა ვიყოთ ჩუმად. ჩვენივე ნაფეხურებით არ უნდა დავაზიანოთ კვალი, რადგან მეორე წრემ შეიძლება კვლავ იმ ადგილზე მიგვიყვანოს. სროლისათვის მუდმივად უნდა ვიყოდ მზად. თუ კი კურდღელი გაგვექცევა ანუ სასროლ მანძილზე ვერ მივუახლოვდებით მის დევნას აზრია ფაქტიურად აღარ აქვს, რადგან ის ახლოს აღარ მიგვიშვებს. სურათი 1. კურდღლის მოძრაობა, ამ ფოტოზე კარგად ჩანს როგორ ატარებს წინა ფეხებს უკანა ფეხებს შორის კურდღელი მოძრაობისას სურათი 2. კურდღლის კვალი და მისი მოძრაობის მიმართულება მორეკვით ნადირობა. ამ ფორმით ნადირობის კულტურა ჩვენში პრაქტიკულად არ არის, რადგან საქართველოში არ გვხვდება დიდი რაოდენობით კურდღელი. ამ მეთოდიც არც მე მინადირია თუმცა მოსინჯვა შესაძლებელია. წინსაწარ არჩეულ ტერიტორიას სადაც გვეგულება კურდღელი, მონადირეთა ერთი ნაწილი ხმაურით მიუყვება, მათ არ უნდა დატოვონ არც ერთი ბუჩქი დანარჩენი კი გამოსასვლელ ბილიკებს კეტავენ და ნადირს ელოდებიან. ამ დროს საჭიროა დიდი ყურადღება რათა არ მოხდეს მარეკის დაზიანება ან და უბედური შემთხვევა ჩვენი გასროლის შემდეგ.გაქცეულ კურდღელზე დამიზნება. დაგვრჩა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. შეიძლება ბევრს გაგეცინოთ კიდეც, მაგრამ დამიჯერედ მე პირადად ძალიან ბევრჯერ მინახავს მონადირე, რომელსაც თავისკენ მიმავალი კურდღლისთვის აუცდენია, ძალიან ხშირად გაქცეული კურდღელი მხოლოდ ყურებ დახვრეტილი წასულა. ამის მიზეზი პირველ რიგში სიჩქარეა და მეორე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ რა მომენტში სად უნდა დავუმიზნოთ კურდღელს, რომ ჩვენი ნანადირევი გავხადოთ. აღნიშნულის შესახებ ბევრს აღარ გავაგრძელებ, რადგან მოცემულ სქემაზე იხ. სურათი 3. კარგად არის ნაჩვენები გაქცეულ კურდღელზე დამიზნების ადგილები სხვადასხვა პოზიციებიდან. (4 პოზიციიდან) გაქცეულ კურდღელზე დამიზნება 4 პოზიციიდან ხშირად დასმული კითხვები რა ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები ვიხმაროთ კურდღელზე ნადირობისას? კურდღელზე სანადიროდ 2 – 3 ნომერი საფანტით დატენილი ვაზნები საუკეთესოა, თუმცა ზოგი მონადირე უფრო წვრილ 4-5 ნომერს იყენებს, მაგრამ მე მაინც 2 – 3 ნომერს გირჩევდით. დაშვებულია თუ არა კურდღელზე ღამით ფარით ნადირობა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში კურდღელზე ნადირობა აკრძალულია, იგი დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიებით სამონადირეო მეურნეობებში. რაც შეეხება ფარით ნადირობას იგი ბრაკონიერობად ითვლება და ისჯება კანონით. სამონადირეო მეურნეობებში წლის რომელ პერიოდშია ნებადართული კურდღელზე ნადირობა? კურდღელზე ნადირობა დაშვებულია 1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე. მართალია თუ არა რომ ერთ ადგილას განაბულ კურდღელს თუ არ დავაფრთხობთ – მაგალითად თოფის სროლით მეორე დღესაც ვნახავთ მას იამავე ადგილზე? ეს მითია, როგორც მაღლა ავღნიშნე კურდღელს მუდმივი ადგილსამყოფელი არ გააჩნია და მისი კონკრეტულ ადგილზე მუდმივად გაჩერების ალბთობა ძალზედ ნაკლებია. თუმცა კურდღელმა იცის ერთ კონკრეტულ ტერიტორიის შეჩვევა და მისი ნახვა ამ ტერიტორიაზე ხშირად შეიძლება. ხაზს ვუსვავ არა კონკრეტულ ადგილზე არამედ კონკრეტულ ტერიტორიაზე. forum.guns.ge
  8. გერმანული იაგტერიერი იაგტერიერი ერთერთი ახალგაზრდა ჯიშია ტერიერებს შორის. მისი შექმნის ისტორია დაიწყო გასული საუკუნის ათიანი წლებში, ბავარიაში, მიუნჰენში ფოქტერიერების მოყვარულთა წრეში. საქმე ის არის რომ ამ დროს გერმანია მოიცვა ფოქსტერიერების ბუმმა, სადაც ამ ჯიშის პირველი წარმომადგნელები 1880-იან წლებში შეიყვანეს. ამ ძაღლების პოპულრაობა იმდენა დიდი იყო, რომ დროის მოკლე პერიოდში მათმა რაოდენობამ ძლიერ მოიმატა, ხოლო სელექციური მუშაობის მაღალმა დონემ ის განაპირობა, რომ მალე გერმანია გახდა მაღალხარისხოვანი ფოქსტერიერების ერთერთი უმსხვილესი ექპორტიორი. ამ ჯიშზე დიდი მოთხოვნილება იყო მონადირეთა სორის, რომლებიც მათ იყნებდნენ არა მარტო სოროში, არამედ ჩლიქოსნებზე, კურდღელზე და ფრინველზე სანადიროდაც. მეორე მხრივ ფოქსტერიერმა თავისი ეფექტური შეხედულებითა და ორიგინალური ფორმებით გამოფენები მოყვარულთა გულებიც მოიგო, განსაკუთრები პოპულარული გახდა მისი უხეშბეწვიანი ვარიანტი, აქედან გამომიდინარე თავი იჩინა ჯიშის გავითარების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ტენდენციამ - საგამოფენო ფოქსებია მოშენებისას ყურადღება ექცეოდა მხოლოდ დახვეწილ, უტრირებულ ექსტერიერს, საველე თვისებებს კი დიდად არ დაგიდევდნენ. ხოლო სანადირო ხაზების გამოყვანისას პირიქით. ბუნებრივია ამ ფოქსტერიერების მოყვარულების გაერთიანებებში ზემოხსენებულ ბანაკებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. მიუნჰენელი მონადირეები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი აშენებდნენ თავზე და ფეხებზე უფრო მოკლე ბეწვის მქონე უხეშბეწვიან ფოქსებს. ასეთი შემოსილობა უფრო პრაქტიკული იყო და არ საჭიროებდა ტრიმინგს. გარდა ამისა უპირატესობა ენიჭებოდათ მწარმოებლებს, რომელთა შეფერილობაშიც შავი ფერი სჭარბობდა, რადგან მიღებული აზრის თანახმად მუქი ფერი ნაკლებად გამაღჲზიანებელია ნადირ-ფრინველისათვის, ვიდრე კონტრასტული ჭრელი. ამის შედეგად პირველ მსოფლიო ომამდე, მიუნჰენში ჩამოყალიბდა მაღალი საველე თვისებების მქონე უჴეშბეწვიანი ფოქსტერიერების პოპულაცია, რომელიც დამახასიათებელი ექსტერერული თვისებურებებით გამოირჩეოდა - ძირითადად შავი ფერით და უფრო პრაქტიკული ბეწვის საფარით. ამ საქმის მოთავეები და ენთუზიასტები იყვნენ: ვალტერ ცანგერბერგი, კარლ ერის გრუნელვარდი, ფ. რისი. თავიდან მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საფუძველს ახალი ჯიშის გამოსაყვანად ამზადებდნენ. 1923 წელს ბერლინში, ჰანს გეკის ძაღლსაშენში წმინდა ჯიშის ფოქსტერიერებისაგან შავი შეფერილობის ჟღალ ფორაჯებიანი ლეკვები დაიბადნენ. არასტანდარტული ფერის გამო მათი ჯიშიანად აღიარების არავითარი შანში არ ჰქონდათ.. ეს ამბავი შემთხვევით შეიტყო ცანგენბერგმა და დაუყოვნებლივ შეიძინა მთელი ბუდობა: ორი ხვადი და ორი ძუ, სულ ოთხი ლეკვი. მან ჩათვალა რომ ეს სწორედ ის იყო რაც მას სჭირდებოდა. იგი ერთმანეთზე აჯვარებდა ამ და-ძმებს და რამდენიმე წელში ასეთივე შეფერილობის ფოქსტერიერების ძლიერ იმბრიდირებული ჯიში მიიღო. მომვალ ეტაპზე ამ ძაღლებს პირველ მსოფლიო ომამდე გამოყვანილი, მაღალი სანადირო თვისების მუქი ფოქსების სისხლი შეურიეს. შემდგომში მოშენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მწარმოებლების საველე ღირსებებს და შეფერილობას ენიჭებოდა, ხოლო ჭრელი და თეთრ ლაქებიანი ძაღლები მმკაცრად იცხრილებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა დაპირისპირება სტანდარტული ფოქსტერიერების მომხრეებთან, ამნ კი საბოლოოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ენთუზიასტთა ჯგუფში გაჩენილიყო იდეა, ზემოთხსენებული ტერიერები ახალი ჯიშის სტატუსით მოეშენებინათ. ამავე პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონცეფცია გერმანული სანადირო ტერიერის შესახებ: ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდდამხოლოდ სანადირო, მრავალმხრივი გამოყენების ჯიში, ამასთან მუქი შეფერილობით, არაორიგინალური, სადა ექსტერიერით, რათა თავიდან აეცილებინათ საგამოფენო მოდა და აქედან გამომდინარე ნეგატიური შედეგები. ამ იდეას თანდათან ბევრი მომხრე გამოუჩნდა და უკვე 1926 წელს ცანგერბერგის ინიციატივით გერმანული იაგდტერიერ კლუბი შეიქმნა, ხოლო მომდევნო წელს პირველი გამოფენა-დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 22 ექსპონატმა მიიღო. რადგან სანაშენე მასალის ძირითადი ბირთვი ძალიან ახლო იმბრიდინგის გამოყენებით შეიქმნა და საკმაოდ მწირი გენოფონდი განახლებას საჭიროებდა, ამიტომ 30-იანი წლების დასაწყისში არსებულ ძაღლებს მცირედით ძველინგლისური ჟღალპორაჯებიანი შავი (ბლექ ენდ თენ) ტერიერისა და ველშტერიერის სისხლი შეურიეს. ახალი ჯიში, როგორც ასეთი, 40-იანი წლებისათვის შეიქმნა. მას ახასიათებდა ყველა ის თვისება, რაც ჩაფიქრებული იყო მისი გამოყვანის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ცოტა იაგდტერიერი გადარჩა. ამან ენთუზიასტების ახალი ძალისხმევა მოითხოვა. მათი მომრავლება კვლავ ახლონათესაური დართვების ხარჯზე მოხდა. გერმანული შრომისმოყვარეობისა და მაღალი სელექციური კულტურის გამოისობით ჯიში არა მარტო აღსდგა, არამედ აღორძინდა კიდეც. მისმა პოპულარობამ გერმანიის საზღვრებს გარეთ გააღწია და გავრცელდა მთელს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. დღესდღეობით იაგდტერიერი გერმანული კინოლოგიის ამ საქვეყნოდ აღიარებული ფენომენის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა. ნადირობა იაგდტერიერი პრაქტიკულად ყველა ობიექტზე სანადიროდ გამოდგება, ოღონდ ისეთ პირობებში სადაც მცირე ზომა ხელს არ უშლის მის გამოყენებას, მაგალითად ღრმა თოვლში, სადაც პატარა ტერიერის მოძრაობა და მანევრირება ძლიერ შეზღუდულია. რაც შეეხება სოროში მუშაობას აქ იაგდი აღიარებული ლიდერია - ნადირის მიმართ სიავით იგი ერთი თავით მაღლა დგას სოროს ძაღლების ყველა ჯიშზე. ეს თვისება მას განსაკუთრებით ყოფილ გდრ-ში განუვითარეს, სადაც ბევრი მათგანი მელასთან ან მაჩვთან კონტაქტში შევლისას მომენტალურად გადადიოდა ყელში ან სხვა განსაზღვრულ ადგლიზე მყარ ჩავლებაზე. საერთოდ მელიის დახრჩობა ან დაჯაბნა კარგი იაგდტერიერისთვის სირთულეს არ წარმაადგენს. იაგდი უკომპრომისო და თავგანწირულ ბრძოლას უმართავს თავისზე მძიმე და ძლიერ მოწინააღმდეგეს მაჩვს. ბევრის თანდაყოლილი თვისებაა დამხრჩვალი ან ჯერ კიდევ ცოცხალი ნადავლის სოროდან გამოთრევა. იაგდტერიერს წარმატებით იყნებენ სხვადასხვა ნადირის მოსაპოვებლად-კურდღლით დაწყებული მსხვილი ჩლიქოსნით დამთავრებული, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდუალური ნადირობისას. გამოირჩევა კვალზე მუშაობისადმი მიდრეკილობით, ჯერ აზარტულად ეძებს მას რომელსაც შემდეგ ყეფით მისდევს. სხვათაშორის ეს თჳისება სხვა ტერიერებს არ ახასიათებთ. შესანიშნავი ყნოსვის პატრონი სისხლიან კვალზე მუშაობით ადვილად აგნებს რამდენიმე ასეული მეტრით გადაადგილებულ დაჭრილ ჩლიქოსანს. განსაკუთრებით ეფექტურია გარეულ ღოზე ნადირობისას, სადაც მთლიანად ავლენს მებრძოლ ხასიათს, სიმამაცეს, მოხერხებულობას და ელვისებურ რეაქციას. ამ შემთხვევაში რამდენიმე იაგდს ერთად იყენებენ. ამ ჯიშის ერთ-ერთი სპეციალიზაცია იხვზე მუშაობაცაა. საერთოდ იაგდტერიერს წყლის სიყვარული გენეტიკურადაც აქვს. ცურვით დაუღალავად იკვლევს ლელიანს, ნაპოვნ იხვს იოლად ეწევა და აიძულებს მას აფრინდეს სასროლ მანძილზე. ადვილად სწავლობს წყლიდან აპორტირებას. იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ფრინველის მოსაძებნად და შემდეგში ჩამოგდებულის მოსატანად. იაგდი შეუდარებელია ხშირ, ჯაგნარში სამუშაოდ, სადაც ადვილად არწევს მცირე ზომის გამო და შესანიშნავი უპირატესობა აქვს დიდი ზომის ძაღლებთან. საველე გამოცდები გემანიაში იაგდის სანადირო თვისებების საველე გამოცდებზე აფასებენ, რაც მათი ფართო სპექტრით გამოყენების სპეციფიკას ითვალისწინებს. ახალგაზრდა იაგდტერიერს ისეთი თანდაყოლილი თვისებების ქონა მო ეთხოვება, როგორიცაა ნადირობის მიმართ სიავე, კვალზე ყეფით მიყოლის უნარი და ქყლის სიყვარული, აგრეთვე ძლიერი, გაწონასწორებული ფსიქიკა, რაც შემდგომ მისი მრავალმხრივ ეფექტურად გამოყენების საფუძველს წარმოადგენს.საველე გამოცდებზე წარმატების შემთხვევაში, მფლობელს ძაღლის სანადიროდ გამოყენების უფლება ეძლევა, მათ შორის საუკეთესოებს კი სანაშენედ იყენებენ. გამოცდები ორ ეტაპად ტარდება. პირველი ითვალისწინებს ახალგაზრდა ძაღლების თანდაყოლილ ანუ მემკვიდრეობით მიღებული თვისებების ტესტირებას. ამ დრო მოწმდება: სოროში მ უშაობის ელემენტები, კურდღლის კვალზე მუშაობა, წყალთან დამოკიდებულება, თოფს ხმაზე რეაგირება, მორჩილებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება. ერთი წლის შემდეგ ტარდება მეორე ეტაპი, რაც ითვალისწინებს შემოწმების სრულ კომპლექსს შეფასების უფრო მკაცრი კრიტერიუმებით. ერთხელ უკვე შემოწმებულ დისციპლინებს აქ ემატება: ნადავლის სოროდან გამოთრევა, სისხლიან კვალზე მიყოლა, იხვზე მუშაობა, ღრმა წყლიდან აპორტირება, მოკლული ფრინველის ან ბოცვერის კვალით მოძებნა და აპორტირება. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გაწრთვნილობას და წამყვანთან კონტაქტს. ამ მხრივ იაგდს საკმაოდ სერიოზული პროგრამის ჩაბარება უწევს. არადამაკმაყოფილებელი მორჩილების ან გაწრთვნილობის შემთხვევაში სანადიროდ და საჯიშედ მისი გამოყენება იკრძალება. ხასიათი ათწლეულების მანძილზე სიავეზე ორიენტირებულმა მიზანმიმართულმა სელექციამ დაღი დაასვა იაგდტერიერის ხასიათს. ვის არ ადარებენ მას, ხან კამიკაძეს, ხანაც თავზე ხელაღებულ ვიკინგს. იაგდი გულადი, უშიშარი, თავის თავში დარწმუნებული ძაღლია, შინაგანი ღირსების მქონე, ამაყი და დამოუკიდებელი. ხასიათი მტკიცე აქვს და მკაცრი, ტემპერამენტი ფიცხი და ფეთქებადი, რეაქცია - ელვისებური. მისთვის უცხოა პატრონთან ლაქუცი, მიუხედავად იმისა რომ საოცრად ერთგულია. იაგდს პირდაპირი, თამამი გამოხედვა აქვს და ემოციებს არ მალავს. მუდამ კონცენტრირებული, ჯიშჲსთვის სპეციფიკური სუსხიანი მზერა მის ძლიერ გულში გახედებს და უნებლიე პატივისცემას იწვევს. დაუოკებელმა ტემპერამენტმა და უკომპრომისო, შარიანმა ხასიათმა თანამოძმეებში მას თავგადაკრული მოჩხუბარის რეპუტაცია შესძინა. ძლიერი ყბების წყალობით იგი წარმატებით უმკლავდება თავისზე გაცილებით დიდ ძაღლებს, გასაკვირი არცაა, რომ სხვა ჯიშის სოროს ძაღლებთან შედარებით, იაგდები უფრო ხშირად იღებენ ტრამვებს და იღუპებიან ნადირობის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაგდტერიერის ლეკვობიდან სწორად აღზრდას. იაგდს მკაცრი მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდება. საჭიროა მისი ტემპერამენტისა და ენერგიის მართვა, სასურველ კალაპოტში მიშვება. ამისათჳის კი მისი პიროვნების გაგება და პატივისცემაა აუცილებელი. სამაგიეროდ ამის შემდეგ ადამიანი შეიძენს უერტგულეს, თავდადებულ უანგარო მეგობარს, რომელიც მას ნებაყოფლობით აღიარებს ლიდერად. იაგდის მიმართ დაშვებულია ზერელე, უღიმღამო დამოკიდებულება, ან დასჯის სასტიკი მეთოდები. ამ შემთხვევაში ის შეიძლება უკონტროლო გახდეს, უაზროდ აგრესიული და საზოგადოებისთვის საშიში. თუმცა ასეთი შმეთხვევბი არამარტო არასწორი აღზრდის, ზოგჯერ სელექციონერების ბრალიცაა, რომლებიც არ ბლოკავენ გაუწონასწორებელი, დარღვეული ფსიქიკის მქონე ეგზემპალრების საჯიშედ გამოყენებას. ამიტომ გერმანიში იაგდებს მკაცრად ამოწმებენ ამ პარამეტრის მიხედვით. ექსტერიერი იაგდტერიერის ექსტერიერის ყველა დეტალი პრაქტიკული მიზანშეწონილობითაა ნაკარნახევი. მასში არაფერია დეკორატიული, ფუჭი,ესთეტიკური, რაც მისი გამოყვანისას დასახულ მიზანს სავსებით შეესატყვისება. მიუხედავად იმისა, რომ ჯიში პრაქტიკულად, მთლიანად მოქსტერიერისაგან მოდის, გარეგნულად მისგან აშკარად განსხვავდება, უფრო მეტიც ფოქსისათვის დამახასიათებელი ნიშნები ნაკლად ან ხინჯად ეთვლება. სწორედ ამიტომ იაგდტერიერის ექსტერიერის თავისებურებები განსაკუთრებით ნათლად იკვეთება. ამ უკანასკნელთან შედარების ფონზე, მისგან ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების აღწერით: იაგდს წინაპრისგან განსხვავებით სიმაღლესთან პროპორციაში თავი შედარებით მოკლე აქვს, ქალა უფრო განიერი, ყურებს შორის მეტი მანძილით, გამოხატული ყვრიმალებითა და საღეჭი კუნთებით, ქალაზე ოდნავ მოკლე, უფრო ძლიერი და შევსებული დრუნჩით, მასიური ნიკაპით. ყველაფერი ეს ფოქთან შედარები ყბებს დიდ ძალას და ჩავლების უფრო დიდ სიმტკიცეს განაპირობებს. იაგდს ყურები უფრო დიდი აქვს და დაბალ ხრტილზე უზის.. მცირე ზომის თვალები ბუდეში ღრმათ აქვს ჩასმული, რის გამოც კარგადაა დაცული დაზიანებებისაგან ან მასში მიწის მოხვედრისაგან. გამოირჩევა უფრო ძლიერი აღნაგობით - უკეთ განვითარებული ჩონჩხითა და რელიუფური კუნთებით, შედარებით ფართო მკერდით.. მკერდის გარშემოწერილობა ოპტიმალური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს როგორც დიდი ფიზიკური დატვირთვისათვის აუცილებელი ფილტვების საკმაო მოცულობა, ასევე სოროში თავიფულად გადაადგილება. ეს თავისებურებები იაგდის ფიზიკურ ძალაზე და დიდ ამტანობაზე მიუთითებს. იგი ფოქსისგან განსხვავდება აგრეთვე შედარებით მოგრძო ზურგით და აქედან გამომდინარე წაგრძელებული ფორმატით, მხრის სახსრის უკეტ გამოხატული კუთხითა და გრძელი გავით. ჯიში შედგება მოკლე ბალნიანი და უხეშბალნიანი ძაღლებისაგან, რომლებიც სხვა მხრივ იდენტურები არიან, ექსპერტიზას ერთ რინგზე გადიან და ერთმანეთზე ირთვებიან. ბეწწვის საფარი პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკულ დანიშნულებას, ხისტია, ხშირი გლუვად დაფენილი კარგად განვითარებული თივთიკით, არ საჭიროებს ტრიმინგს. მუცელი და ბარძაყების შიდა ნაწილი კარგად არის შემოსილი. მოკლებალნიანი იაგდის ბეწვი მოკლებეწვიან ფოქსზე უფრო გრძელია. კუდი ფოქსზე უფრო დაბლა აქვს დასმული, უჭირავს არა ვერტიკალურად, არამედ უკან გადახრილად. კუპირების შედეგად უტოვებენ მთლიანი სიგრძჲს ორ მესამედს. ასეთი სიგრძის კუდი უკეთ ასრულებს სახელურის ფუნქციას., რისი საშუალებიტაც მონადირე ძარღლს სოროდან ნადავლის გამოთრევაში ეხმარება. საერთაშორისო (ფცი) სტანდარტის მიხედვით იაგდის სიმაღლე 33-40- სმ-ია. შეფერილობა შავი, მუქი ყავისფერი, ან ნაცრისფერ-შავი, ჟღალი ან ყვითელი ფორაჯებით. მუქი, ნახევრად მუქი, ან ღია ფერის ნიღბით დასაშვებია მომცრო თეთრი ლაქები მკერდზე და თათებზე. საინტერესოა რომ ყოფილ გდრ-ში რომელიც არ იყო ფცი წევრი, საერთაშორისოზე უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებდა, რომლის მიხედვით შავის გარდა სხვა ძირითადი შეფერილობა აკრძალული იყო. იაგდტერიერი საქართველოში ჩვენში ამ ჯიშის პირველი წარმომადგენლები 1986 წელს თბილისში სანადირო ძაღლების გამოფენზა გამოჩნდნენ. რ. ალბუთაშვილმა რუსეთიდან და ბალტიისპირეთიდან შემოყვანილი ორი იაგდტერიერი წარმოადგინა. ჩვენში მონადირეებმმა მალე აუღეს ალღო პერსპექტიულ ჯიშს და სულ რამდენიმე წელში მათმა რაოდენობამ სწრაფად იმატა, როგორც პირველი წყვილის შთამომავლების ისე სხვა შემოყვანილი ეგზემპლარების ხარჯზე. იაგდების პოპულაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს იმ წლებში ცნობილმა ენთუზიასტებმა: მამუკა კაკაბაძემ და ტრაგიკულად დაღუპულმავაჟა ერაძემ. გამოფენებზე ექსპონირებული იაგდების მაქსიმალური რაოდენობა 1990-92 წწ-ში დაფიქსირდა თუმცა მათმა რიცხვმა შემდგომში თანდათან იკლო და ბოლოს თითო-ოროლამდე ჩამოვიდა. სამწუხაროდ იგივე ტენდენცია შიენიშნება საერთოდ სოროს ძაღლებში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამას ჯიშის პოპულარობის დაცემას ნამვილად ვერ დავაბრალებთ, მისი რეიტინგი კვლავ მაღალი რჩება. საქართველოში იაგდების რაოდენობის სიმცირის მიზეზი ის არის, რომ მათი დამკვიდრების საწყისი ეტაპი ქვეყნისათვის რთულ პერიოდს დაემთხვა. ამას დაემატა ახალი ძაღლების იმპორტის შეწყვეტა და გენოფონდის გაღარიბება. ბევრი იაგდი დაიღუპა ნადირობისას, მფლობელების მიერ მისი გამოყენების სპეციფიკის გაუთვალისწინებლობის ან ელემენტარული უსაფრთოების წესების დარღვევის გამო. სოროს ძაღლების გამრავლება - პოპულარიზაციას სერიოზულად აფერხებს აგრეთვე ხელოვნური სოროს არ არსებობა. ბოლო წლებში ისევ განახლდა იაგდების შემოყვანა საქართველოში, ჯერ ჯერობით მხოლოდ რუსეთიდან. მათ შორის არიან საინტერესო ეგზემპლარებიც. იმედი მაქვს რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ახლო მომავალში კვლავ ვიხილავთ მომრვალებულ ჯიშიან იაგდტერიერებს ჩვენში.
  9. მოგესალმებით ყველას. ჩვენი საიტის მომხმარებელთა დაჟინებული თხოვნა რომ საიტს უნდა ჰქონოდა საკუთარი ფორუმი, გავითვალისწინეთ და აქტიური მუშაობის შემდეგ ჩავრთეთ საქართველოში ნომერ პირველი მონადირეთა და მეთევზეთა ფორუმი (#1 რესურსით, ფუნქციებით და კომფორტულობით, თორე ისე ბლომად არის). ფორუმის ძირითადი აზრი არის ის რომ, ნებისმიერ ადამიანს ეძლევა საშუალება გახსნას თემა, დასვას შეკითხვა, გამართოს დისკუსია და დააფიქსიროს თავისი აზრი. დაიგეგმოს სხვადასხვა ღონისძიებები, მონადირეებმა გაიცნოს ერთმანეთი, ბრაკონიერობის ბრძოლისთვის ერთად შეკრება და ა.შემდეგ. ახლა შეგახსენებთ მიზეზს ზოგადად საიტის (Inadire.Ge) შექმნისა. საიტის შექმნის იდეა: სწორი ნადირობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, მონადირეთა დაახლოვება, სასარგებლო რჩევებისა და ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისათვის. შექმნის თარიღი: 2015წ. 7 დეკემბერი საიტის ძირითადი მიზნებია● მონადირეების გაცნობა და დაახლოება.● მონადირული ეთიკის და კულტურის დანერგვა ახალგაზრდა მონადირეებში.● მონადირული გამოცდილების გაზიარება.● ფლორის და ფაუნის უკეთ შესწავლა და დაცვა.● ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა.● ერთობლივი გასვლების მოწყობა სანადიროდ და სათევზაოდ.● ნადირობის და თევზაობის, აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების პოპულარიზაცია.

ვიზიტორთა მთვლელები