Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'მიზანი'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 3 results

  1. სამწყერე ვაზნები ალბათ გქონით შემთხვევა,როცა მონადირე ნადირობისას თავის წარუმატებლობას ხან თოფსაბრალებს ხან ვაზნებს. გამორიცხული არაა,რომ ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელი შედეგი მართლაც თოფის ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყოს ,მაგრამ ასეთი შემთხვევა უიშვიათესი გამონაკლისია. ვაზნების შემთხვევაში საქმე იმაშია რომ.ქარხნული ვაზნები ყოველთვის საშუალო გათვლებით არის დამზადებული და, საშუალო თოფით საშუალო შედეგს იძლევა ,რომელიც ხშირ შემთხვევაში მონადირეს არ აკმაყოფილებს. რა არის ამისი მიზეზი? მაგ კითხვას რომ ვუპასუხოთ უნდა გავიხსენოთ ,რომ ერთნაირ ლულებიანი თოფები არ არსებობს. ამისი გამოსწერება კი ძალიან ადვილია როცა მონადირე თავად დატენის და რამდენიმე ცდის შემდეგ საკუთარ თოფზე "მორგებულ" ვაზნებს მიიღებს. ვაზნების გაწყობა ძნელი არ არის, თუმცა, გარკვეულ ცოდნასა და აკურატულობას მოითხოვს. პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ დენთი,თუმცა არჩევანი დიდი არ არის.სოკოლი ბაზარზე არ არის გაყიდვაში .დაგვრჩა ორი ვარიანტი უნგრული (REX-2) და ესპანური წარმოების.მათი ბალისტუკირი მახასიტებლები იდენტურია და შემდეგ მაქსიმალურ დოზებზეა გათვლილი: დენთი -1.6გრ, საფანტი-32გრ. რომელი ნომერი საფანტი ვიხმაროთ? მწყრის ჩამოგდება 12 და 11 ნომერითაც შეიძლება, 10 კარგია. მაგრამ ყველას მაინც 9 ნომერი საფანტი ჯობია, რადგან ფრინველს ნაკლები რაოდენობის მარცვალი ხვდება, სამაგიეროდ გამჭოლად გადის და ნაკლებად აზიანებს ნადავლს. თან, მოულოდნელად გადმოფრენილ მტრედზე გვიწევს გასროლა. და კიდევ ერთი, მწყრის სეზონზე შემორჩენილი ვაზნებიტ ტყის ქათამზე ინადიროდ შეგიძლიათ. განვიხილოთ ყველაზე მასობრივი 12 ყალიბის ვაზნების დენთით დატენვის რამოდენიმე ვარიანტი. ყველაზე ნაკლები წვალება ცილინდრულ ლულებიანი თოფებისთვის გამოსადეგი ვაზნების დატენვას სჭირდება. რადგან დენთისა და საფანტის მაქსიმალური დოზების თანაფარდობა ვიცით,ჩვენთვის საჭირო ე.წ. ნახევარმუხტიანი ვაზნების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის ამორჩევა მოგვიწევს: ა. დენთი-1.3გრ; საფანტი-26გრ შედარებით ახლო მანძილზე სასროლად; ბ. დენთი-1.4გრ; საფანტი-28გრ საშუალო მანძილზე სასროლად. ვისაც მხოლოდ ერთი,სასტენდო სრულჩოკებიანი თოფი აქვს,მისთვის ყველაზე მოსახერხებელი დისპერსიული ვაზნებია. შემოგთავაზებთ რამოდენიმე დატენვის ვარიანტს: ა. დენთი-1.4გრ; 30გრ საფანტი მუყაოს ორი საფენით გაყაბით სამ ტოლ (10გრ) ნაწილად,თავზე ც თხელი საფენი დააფარეთ და თავი მუუხვიეთ. ბ. ეს ვარიანტი პირველის (ა) ანალოგიურად მზადდება.განსხვავება მხოლოდ ინაშია ,რომ აქ საფანტი სამი საფენით ოთხ (7.5გრ) თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი. გ. ამ შემთხვევაში 1.4გრ - დენთი და 30გრ- საფანტია საჭირო.ჯერ ჩაყარეთ საფანტის 4/5 ანუ 24 გრსაფანტს დააფარეთ 4-5 მმ -ანი ქეჩის საცობი,და ბოლოს ჩაუმატეთ დარჩენილი 6 გრ საფანტი.დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ. დ. საფანტის ჭურვის 4 ნაწილად გაყოფა შეიძლება მუყაოს ორი თხელი ფირფიტითაც.ფირფიტების სიგანე ზუსტად მასრის შიდა დიამეტრის ტოლი უნდა იყოს,ხოლო მისი სიგრძე უნდა შეარჩიოთ საფანტის ჭურვის სვეტის სიმაღლის მიხედვით.ფირფიტები ცენტრში შუამდე ჩაჭერით და ერთმანეთში ჩასვით.მიიღებთ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ორ ფირფიტას,რომელიც მასრაში მოთავსებიშ შემდეგ ოთხ კამერიან ბუდეს ქმნის.ჩაყარეთ მასში საფანტი დაადეთ საფენი და ტავი მოუხვიეთ. ე. ეს ვარიანტი დ ვარიანტის მსგავსია ,ოღონდ ამ ასემთხვევაში 5 ნაწილად არის გაყოფილი .ჯვარედინ ფირფიტებში ჩაყარეთ საფანტის 2/3(20გრ) დააფარეთ საფენი,ზემოდან დააყარეთ დარჩენილი 10გრ -საფანტი დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ. ასეთი ვაზნების გაწყობა შეგიძლიათ თითბერის მასრებშიც. როცა შინ დამზადებული ვაზნები გაამართლებს და ნადირობას სასიამოვნო პროცესად აქცევს ,მომავალში ვაზნების დატენვა სასიამოვნო და სახალისო პროცესი იქნება თქვენთვის. გისურვებთ წარმატებულ ნადირობას!!! სტატია მოამზადა: დ.ურუშაძემ (სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით)
  2. უსაფრთხოება 1.ყოველთვის ჩათვალეთ რომ იარაღი დატენილია 2. იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მხარეს 3. თითი მოაცილეთ სასხლეტს 4. გადახსენით იარაღი და შეამოწმეთ სავაზნეები 5.იარაღი და ტყვია წამალი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, უცხოებისთვის და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომლად. 6.შენახვისას იარაღის სასხლეტი ბლოკირებული უნდა იყოს სპეციალური საკეტით. იარაღი უნდა ინახებოდეს საკეტის მქონე კარადაში ან ყუთში. 7.იარაღი დატენეთ მხოლოდ სანადირო სექტორში. 8.არ მიიღოთ და არც სხვას არ გადასცეთ დატენილი იარაღი. 9.არ მიაყრდნოთ იარაღი მანქანას, ხეს ან სხვა საგანს. 10.ბარიერზე გადასვლისას ჯერ გადახსნილი იარაღი გადადეთ(მიწაზე) და მერე თქვენ გადადით. 11.კარგად შეაფასეთ სამიზნე სროლამდე. არ ისროლოთ სილუეტის, ჩრდილის ან გაურკვეველი ხმის მიმართულებით. 12.იარაღის დატენვამდე შეამოწმეთ ლულები(განსაკუთრებით ზამთარში, როცა ლულაში თოვლის მოხვედრის შესაძლებლობაა). 13.თუ ვაზნამ გიმტყუნათ, არ გადახსნათ იარაღი 5 წამის განმავლობაში(შესაძლებელია ნაგვიანები გასროლა), თოფის გადახსნისას სავაზნეები მიმართეთ უსაფრთხო მიმართულებით და არა შენსკენ. 14.პრობლემის შემთხვევაში დაუშვებელია იარაღთან უხეში მანიპულაცია, მითუმეტეს დატენილი იარაღის ლულაში ჩახედვა 15.გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები(მონაცემები ნახეთ ლულაზე ან იარაღის პასპორტში). 16.არ ენდოთ ჩამკეტ ღილაკს. ისევე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, დამცველიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და უკონტროლო გასროლა მოხდეს. 17.კარგად დაათვალიერეთ სივრცე რომელიც სამიზნის უკანაა. 18.წყლის ზედაპირმა ან სხვა მყარმა საგანმა ტყვიის(საფანტის) ტრაექტორიას შეიძლება მიმართულება შეუცვალოს. 19.იარაღთან ურთიერთობის(უსაფრთხოების) საბაზისო წესები გააცანით ოჯახის წევრებს. 20,სასხლეტი ჩაკეტეთ შესაბამისი ბოქლომით 21,იარაღი შეინახეთ კარადაში ან სათავსოში, რომელიც იკეტება 22,ტყვია-წამალი შეინახეთ განცალკავებით 23,თვალყური ადევნეთ ბავშვებსა და მოზარდებს იარაღთან მათი უკონტროლო კონტაქტის თავიდან ასაცილებლად 24,ყოველთვის გააკონტროლეთ ლულების მიმართულება 25,არ დატენოთ იარაღი მანამ სანამ სროლისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არ მოხვდებით 26,წინაღობის გადალახვისას იარაღი გადახსნილი უნდა იყოს 27,თითი მოაცილეთ სასხლეტს 28,მუდმივად გამოიყენეთ ჩამკეტი ღილაკი 29,არ გამოიყენოთ დაზიანებული იარაღი 30,მუდმივად შეამოწმეთ იარაღის გამართულობა 31,პრობლემის შემთხვევაში დაუშვებელია იარაღთან უხეში მანიპულაცია, მითუმეტეს დატენილი იარაღის ლულაში ჩახედვა

ვიზიტორთა მთვლელები