Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'მდევარი'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 5 results

  1. ესტონური მდევარი XX საუკუნის დასაწყისში ესტონეტში დაეცა ჩლიქოსნების ირემისა და შველის რაოდენობა, ამიტომ აუცილებელი გახდა მკაცრი ღონისძიებების გატარება სეიზღუდა მორეკვით ნადირობა ხოლო დიდი ტანის მდევრებით ნადირობა საერთოდ აიკრძალა, სავარგულსი აღმოჩენილი მდევარი რომელიც არემატებოდა 45 სმ–ს ადგილზევე ნადგურდებოდა.დაბალი ტანის მდევარი იმ დროისტვის ესტონეტში არ ყავდათ. საჭირო გახდა სასურველი ჯიშების საზრვარგარეტ სერცევა და მათი ორგანოზებულად შემოყვანა. არცევანი გაკეთდა ბიგლებზე ერთ–ერთ უძველეს ინგლისურ ჯიშზე, ეს პატარა ტანის მდევრები რომლებიც გამოირცეოდნენ რბილი ხასიათით, ადვილად იგეშებოდნენ და განსაკუთრებიტ კარგად ნადირობდნენ კურდრელზე, მაგრამ ადგილობრივი მონადირეების უმეტესობას არ მოსწონდა მათი ჩახლეჩილი უხეში და არამკვეთრი ხმა, გადაწყდა რომ ბიგლები შეეჯვარებინათ ადგილობრივ მდევრებთან( ადგილობრივი მდევრები წარმოადგენდნენ კურლანდიურებისა დაფოქსჰაუნდების ნარევ ძაღლებს)სეურიეს საშუალო ტანის მდევრების სისხლი და მიიღეს კარგი სანადირო თვისებების პირველი თაობა_ადვილად საგეში და გადაკიდებული დევნის უნარით, მაგრამ მალე ტავი იცინა ზოგიერტმა ექსტერიერულმა ნაკლმა და რაც მთავარია, კვლავ აქილევსის ქუსლად რჩებოდა ხმები სუსტი და ორდინალური.ამ ნაკლის გამოსწორების მიზნით ისინი სეაჯვარეს სვეიცარიიდან ზემოყვანილ ლიუცერნულ ჯიშისი მდევრებთან _მოხდენილი, ელეგანტური აგებულების მქონე ძალიან ჭკვიან ძაღლებთან რომლებიც ყოველგვარ ნადირს დასდევდნენ, მართალია საშუალო ტემპში მაგრამ დიდი აზარტითა და ხანგრძლივობით და რაც მთავარია მათ ჰქონდათ მკვეთრი ძლიერი ხმები.მიღებული შთამომავლობიდან პირველ რიგში დაიტოვეს სასურველი ტიპის მწარმოებლები,ხოლო შემდგომში წყვილების შერჩევისა და მკაცრი აღრიცხვის პირობებში ძალაინ მალე სულ 40 წელიწადში მოხდა მდევრის ახალი ჯიშის გამოყვანა, რომელიც მთლიანად გადასცემს შთამომავლობას ექსტერიერს და სანადირო თვისებებს, პირველი ძაღლი რომელსაც ოფიციალურად ესტონური მდევარი ეწოდა დაიბადა1954 წელს მას ძლიერ კარგი შეფასება და I ხარისხის საველე დიპლომი ჰქონდა საინტერესოა რომ ის სხვადასხვა ჯიშის მდევრების სისხლს ატარებდა ასეთი პროპორციით 2 ბიგლი, 3 ადგილობრივი, 3 ლიუცერნული მდევარი. სიმაღლე ძუ 42-49 ხვადი 45-52 ინდექსი ძუ 108-110 ხვადი 110-112 მახასიათებლები თავის ქალა- ზომიერი , მომრგვალებული ფორმის. კარგად არის გამოხატული, მაგრამ არა მაღალი ქედით. გადასვლა შუბლის არა მკვეთრი. დინგი- არის გრძელი და სწორი. ტუჩები მშრალი, მჭიდროდ წებოვანი . ყბა -ძლიერი, კბილები თეთრი. თვალები- მუქი ყავისფერი, ირიბად მითითებული, მუქი სახურავები. ცხვირი- შავი, ფართო. შეიძლება იყოს მუქი ყავისფერი ნათელი ფერები. ყურები- დაშვებული, გრძელი, . არის მომრგვალებული. ბეწვი- მოკლე გარე ქურთუკი მძიმე, გამოუყენებელი. შეფერილობა - ყველაზე ხშირად შავი და დაწინწკლული წითელი ლაქებით. ზომები არ შემოიფარგლება წერტილებით. შავი და ყავისფერი ფერის, ისევე, როგორც ყავისფერი, წითელი, ყვითელი ტიპიური სიარული - მოკლე ცენტრალური ნახტომები,
  2. პოლონური მდევარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (უნგრეთი, პოლონეთში, სლოვაკეთში) გავრცელებული ადგილობრივი ჯიშის მდევრები, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ,ე,წ, გარდამავალ ფორმებს მიეკუთვნებიან, მათში კარგად სჩანს როგორც დასავლური ისე აღმოსავლური ანუ რუსული მდევრების სისხლის გავლენა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ამ ტიპის ძაღლები ჩვენშიც გვხვდებოდა, პირველ რიგში პოლონური მდევრების სახით, რომლებიც ძალიან კარგად ნადირობდნენ კურდღელზე, ჰქონდათ მჭექარე ,სასიამოვნო ტემბრის ხმა და ძველი თაობის მონადირეებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მე-19 საუკუნეში 4 ტიპის ადგილობრივ მდევარს გამოჰყოფდნენ: მძიმე ტიპს ,რომელიც გარეგნულად სან-ჰუბერტის ძაღლს ჰგავდა; საკმაოდ დიდი ტანის მდევარს-ოგარს, რომელსაც მაშინ გადაშენება ემუქრებოდა; შედარებით მსუბუქ, ხმელი აღნაგობის სწრაფ პოლონურ მდევარს და პატარა პოლონურ მდევარს. ამათგან პირველი ორი გამოიყენებოდა როგორც კურდღელსა და მელაზე ასევე მგელსა და ტახზე სანადიროდ, ხოლო ორ უკანასკნელს მხოლოდ მელასა და კურდღელზე სანადიროდ იყენებდნენ.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონური მდევრების რიცხოვნობა კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და მხოლოდ რამოდენიმე ენთუზიასტის დიდი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნდა. ერთმანეთში გაითქვიფა განსხვავებული ტიპების სისხლი და ამჟამათ საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში მხოლოდ ერთი ჯიში ოგარია რეგისტრირებული. ოგარი ნამდვილი მონადირე სპორცმენია , მათ ხროვის სახით არ ანადირებენ, მდევარს მოეთხოვება გაჰყვეს და თავი არ დაანებოს თავიდან ნაპოვნ ნადირს მანამდე სანამ მონადირე არ შეიხვედრებს. მიუხედავად იმისა რომ ოგარი საკმაოდ მსხვილი ძაღლია ,ნადირს სწრაფი ტემპით არ დასდევს, ალბად ამიტომაცაა რომ საიმედოდ მიჰყვება კვალს. თანამედროვე სტანდარტის ძირითადი შტრიხებია საერთო შესახედაობა- საშუალო სიმაღლის , მძლავრი აგებულების ძვალმსხვილი ძაღლია. თავი-მძიმე, მაგრამ კეთილშობილური იერით, წაგრძელებული დრუნჩით. წარბსზედა ორდიკალები,კეფის კეხი და შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრად გამოხატული. თვალები-დიდი,ოდნავ ოვალური, წყნარი და მშვიდი გამომეტყველებით, მუქი ყავისფერი. ყურები-საშუალო სიგრძის,ოდნავ დაბლა დაყენებული, თავისუფლად ჩამოკიდებული და ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული. წინა კიდურები-მძლავრი, მსხვილძლოვანი,დაკუნთული.კარგ ად შეკრული თათებით, მუქი ფერის ფრჩხილებით(თუ თითები თეთრია, დასაშვებია თეთრი ფერისაც) მკერდი-ღრმა, ფართო ოვალური ფორმის, მუხლის სახსრამდე დაშვებული. ზურგი-მძლავრი, სწორი, დაკუნთული. კუდი-სახტუნაო სახსრამდე სიგრძის, დაშვებული ,ხმლისებურად მოხრილი, ქვედა მხრიდან შედარებით გრძელი ბეწვით. სიმაღლე-ხვადები 560-650მმ, ძუები 550-600მმ. წყარო: ochopintre.ge
  3. “მურამ თათი მომხვია და ჩამიხუტა, მათბობდა… მერე ჩამეძინა” – როგორ გადაარჩინა მურამ 6 წლის ლუკა “ეს მართლაც ღვთის სასწაული იყო, ყველაზე დიდი სასწაული, რასაც ცხოვრებაში შევსწრებივარ” “ლუკას პოვნის იმედი ერთი წუთით არ დამიკარგავს, რადგან ვიცოდი, მურა ჰყავდა გვერდით და არაფრით მიატოვებდა. მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით დაგვიბრუნდა” საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ – ელგიზ ქიმაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” პირად გვერდზე სოფელ უზუნთის ტყეში 6 წლის ლუკა ომიაძისდაკარგვისა და პოვნის სულისშემძვრელი ამბავი გაავრცელა. ბავშვი შაბათს, 11 ივნისს, დაახლოებით, 11 საათზე გაუჩინარებულა და კვირას, 12 ივნისს, კვლავ 11 საათისთვის უპოვიათ. როდესაც ამბის დაწვრილებით მოსაყოლად ბატონ ელგიზს ტელეფონით დავუკავშირდით, აშკარად ჯერ არ განელებოდა ემოცია: სასწაული იყო ამ ბავშვის გადარჩენა, ნამდვილი სასწაული. თქვენ არ იცით, სად მდებარეობს ეს სოფელიო! უზუნთა საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი ყოფილა, რაჭა-იმერეთის საზღვარზე, შქმერთან ახლოს, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 1600 მეტრის სიმაღლეზე. იმ ღამეს ძალიან ძლიერად უწვიმია და სეტყვაც მოსულა, შესაბამისად, განსაკუთრებით აცივებულა სოფელში… – ბატონო ელგიზ, როგორ აღმოჩნდა 6 წლის ბიჭი ტყეში, რას ამბობდნენ? ელგიზ ქიმაძე: – ეს სოფელი მთლიანად ტყეშია და სახლიც, საიდანაც ბავშვი გავიდა, სოფლის განაპირას, ფაქტობრივად, ტყეში დგას. სულ 5 მოსახლეა იქვე. ლუკა თბილისელი ბავშვია და ბებიას სტუმრად, თავის ძმასთან წამოუყვანია, სოფელ უზუნთაში. ბებიას ბავშვი ოთახში ცოტა ხნით დაუტოვებია და რომ მობრუნებულა, იქ აღარ დახვედრია. სასწრაფოდ დაუწყიათ ძებნა, მეზობლებიც მიშველებიან. ოჯახში 4 ძაღლი ჰყავთ, აქედან ერთ-ერთი, სახელად მურა, გამორჩეულად მეგობრობდა ლუკასთან. ერთად ეძინათ, ერთად თამაშობდნენ და ა.შ. ბავშვის დაკარგვასთან ერთად შენიშნეს, რომ ეზოში არც მურა ჩანდა. ეს ძალიან აიმედებდა ოჯახს. კარგა ხნის შემდეგ, ლუკას და მურას ვერსად რომ ვერ მიაკვლიეს, 112-ზე დაურეკავთ და სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოუძახებიათ. შეტყობინება საჩხერეში საღამოს მოვიდა და ყველანი -სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია, გამგეობის თანამშრომლები ბავშვის საძებნელად წავედით. ამ პერიოდს დაემთხვა ძლიერი წვიმა და სეტყვა. ამასობაში დაღამდა კიდეც და სამძებრო სამუშაოებიც უშედეგო აღმოჩნდა. ერთადერთ იმედად კვლავ მურა გვრჩებოდა, მხოლოდ მას შეეძლო ბავშვამდე მივეყვანეთ, მაგრამ ჯერჯერობით არც ის ჩანდა. მეორე დილითაც იქ ვიყავით, როდესაც ვიღაცამ დაიძახა, ლუკას ძაღლი გამოჩნდაო და მართლაც დავინახეთ, როგორ მორბოდა ტყიდან “გახარებული” მურა კუდის ქიცინითა და ყეფით. ალბათ ხვდებოდა, რომ მისი მეგობარი სამშვიდობოს, უკვე საიმედო ხელში იყო. მალევე გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ხელში აყვანილი, უვნებელი ბავშვი მოჰყავდა. ამხელა კაცი ვარ და… ცრემლები ვერ შევიკავე. ყველანი ამ დღეში ჩავვარდით. – ეს კაცი შემთხვევით წააწყდა ბავშვს? – კაცი მათი თანასოფლელი ყოფილა, ძაღლის ყეფას გაჰყოლია და ასე უპოვია ერთმანეთს ჩახუტებული ლუკა და მურა. ფაქტობრივად, ბავშვი დასაღუპად იყო განწირული, უბრალოდ, სხვა თუ არაფერი, გაიყინებოდა. ბავშვს საჩქაროდ თბილად ჩააცვეს და დააპურეს. რამდენიმე ფოტო იქვე გადავიღე, ჩემი მობილურით, მერე ცალ-ცალკე გადავუღე ლუკასაც და მურასაც. ეს მართლაც ღვთის სასწაული იყო, ყველაზე დიდი სასწაული, რასაც ცხოვრებაში შევსწრებივარ. მოგვიანებით ბატონმა ელგიზმა ლუკას ბებიის ნომერიც გამიგო და სოფელშიც დავრეკე. მინდოდა, თავად ლუკას გავსაუბრებოდი, მაგრამ ბავშვმა დაიმორცხვა, ამიტომ ბებიას ვთხოვე, ლუკას მონათხრობი მოეყოლა. ქეთევან მაჩაიძე: – თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე ვცხოვრობთ. 4 წელიწადია, ზაფხულობით, ყოველ წელიწადს დამყავს ლუკა სოფელში. ძალიან უყვარს აქაურობა. იმ დილით, 10 საათზე ვაბანავე, ლოგინზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორში მულტფილმს უყურებდა. მებავშვისთვის მარწყვის მოსაკრეფად გავედი, რომ დავბრუნდი, ლოგინში აღარ დამხვდა. სახლშიც ვეძებე, შემდეგ იქვე, მდინარისკენაც გავედი, მეზობელთანაც მოვიკითხე, მაგრამ არსად აღმოჩნდა. ხმამაღლა რომ ვეძახდი, ბოლოს გამაგონა, მაგრამ დიდი ტყეა და ვერ მივხვდი, ზუსტად საიდან მოდიოდა ხმა. ლუკა ისეთ ადგილებში გასულა, სადაც არ გავდივართ ხოლმე. მურაც მას გაჰყოლია. იქით კლდეებიცაა და ლუკას ცალი ფეხსაცმელი კლდიდან გადავარდნია. ცალი ფეხსაცმლით გაუგრძელებია გზა. 5 საათს ვეძებდით და მერე საშინელი წვიმა და სეტყვა დაიწყო. როგორც ლუკამ მიამბო, ძაღლი პატარა ხის ქვეშ შემძვრალა, თვითონაც შეჰყოლია და მურა ზემოდან გადაფარებია. მერე მურა პატარა შვლის ნუკრს გაჰკიდებია და ლუკა მარტო დარჩენილა, თუმცა გაწუწული ძაღლი მალე დაბრუნებულა. ლუკას მოკლემკლავიანი მაისური ეცვა და მითხრა, ძალიან შემცივდა, მუცელი მტკიოდა, მშიოდა და ბევრი ვიტირე. ძაღლმა ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამე. შუქს ვხედავდი, თქვენი ხმებიც მესმოდა, მეც გეძახდით, მაგრამ ეტყობა, ვერ გაგონებდით. ვერც მე ვიგებდი, საიდან ისმოდა თქვენი ხმა. ფიჩხებით პატარა სახლი გავაკეთე, მე და მურა შევძვერით, მურამ თათი მომხვია და ჩამიხუტა, მათბობდა. მერე ჩამეძინაო. წინა ღამეს ვერსად მივაკვლიეთ, ჩემი 78 წლის ძმას, გურამსაც კი არ ჩაუმუხლავს. ვინც ლუკა იპოვა, ჩვენი სოფლიდანაა, ოღონდ მოშორებით, სხვა მხარეს ცხოვრობს. მისთვის ნათქვამი მქონდა, დაახლოებით, რომელი მხრიდან მესმოდა ლუკას ხმა და ისიც იქით წასულა. წყალს ამოჰყოლია, სადმე ხომ არ გადავარდაო. დილით ტყიდან ძაღლის ყეფა შემოსმია, მერე ლუკას ხმაც გაუგია, მურა, გაჩერდიო, რომ დაუძახა. ასე უპოვია ბავშვი. ლუკას პოვნის იმედი ერთი წუთით არ დამიკარგავს, რადგან ვიცოდი, მურა ჰყავდა გვერდით და არაფრით მიატოვებდა. მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით დაგვიბრუნდა. ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
  4. გერმანული იაგტერიერი იაგტერიერი ერთერთი ახალგაზრდა ჯიშია ტერიერებს შორის. მისი შექმნის ისტორია დაიწყო გასული საუკუნის ათიანი წლებში, ბავარიაში, მიუნჰენში ფოქტერიერების მოყვარულთა წრეში. საქმე ის არის რომ ამ დროს გერმანია მოიცვა ფოქსტერიერების ბუმმა, სადაც ამ ჯიშის პირველი წარმომადგნელები 1880-იან წლებში შეიყვანეს. ამ ძაღლების პოპულრაობა იმდენა დიდი იყო, რომ დროის მოკლე პერიოდში მათმა რაოდენობამ ძლიერ მოიმატა, ხოლო სელექციური მუშაობის მაღალმა დონემ ის განაპირობა, რომ მალე გერმანია გახდა მაღალხარისხოვანი ფოქსტერიერების ერთერთი უმსხვილესი ექპორტიორი. ამ ჯიშზე დიდი მოთხოვნილება იყო მონადირეთა სორის, რომლებიც მათ იყნებდნენ არა მარტო სოროში, არამედ ჩლიქოსნებზე, კურდღელზე და ფრინველზე სანადიროდაც. მეორე მხრივ ფოქსტერიერმა თავისი ეფექტური შეხედულებითა და ორიგინალური ფორმებით გამოფენები მოყვარულთა გულებიც მოიგო, განსაკუთრები პოპულარული გახდა მისი უხეშბეწვიანი ვარიანტი, აქედან გამომიდინარე თავი იჩინა ჯიშის გავითარების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ტენდენციამ - საგამოფენო ფოქსებია მოშენებისას ყურადღება ექცეოდა მხოლოდ დახვეწილ, უტრირებულ ექსტერიერს, საველე თვისებებს კი დიდად არ დაგიდევდნენ. ხოლო სანადირო ხაზების გამოყვანისას პირიქით. ბუნებრივია ამ ფოქსტერიერების მოყვარულების გაერთიანებებში ზემოხსენებულ ბანაკებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. მიუნჰენელი მონადირეები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი აშენებდნენ თავზე და ფეხებზე უფრო მოკლე ბეწვის მქონე უხეშბეწვიან ფოქსებს. ასეთი შემოსილობა უფრო პრაქტიკული იყო და არ საჭიროებდა ტრიმინგს. გარდა ამისა უპირატესობა ენიჭებოდათ მწარმოებლებს, რომელთა შეფერილობაშიც შავი ფერი სჭარბობდა, რადგან მიღებული აზრის თანახმად მუქი ფერი ნაკლებად გამაღჲზიანებელია ნადირ-ფრინველისათვის, ვიდრე კონტრასტული ჭრელი. ამის შედეგად პირველ მსოფლიო ომამდე, მიუნჰენში ჩამოყალიბდა მაღალი საველე თვისებების მქონე უჴეშბეწვიანი ფოქსტერიერების პოპულაცია, რომელიც დამახასიათებელი ექსტერერული თვისებურებებით გამოირჩეოდა - ძირითადად შავი ფერით და უფრო პრაქტიკული ბეწვის საფარით. ამ საქმის მოთავეები და ენთუზიასტები იყვნენ: ვალტერ ცანგერბერგი, კარლ ერის გრუნელვარდი, ფ. რისი. თავიდან მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საფუძველს ახალი ჯიშის გამოსაყვანად ამზადებდნენ. 1923 წელს ბერლინში, ჰანს გეკის ძაღლსაშენში წმინდა ჯიშის ფოქსტერიერებისაგან შავი შეფერილობის ჟღალ ფორაჯებიანი ლეკვები დაიბადნენ. არასტანდარტული ფერის გამო მათი ჯიშიანად აღიარების არავითარი შანში არ ჰქონდათ.. ეს ამბავი შემთხვევით შეიტყო ცანგენბერგმა და დაუყოვნებლივ შეიძინა მთელი ბუდობა: ორი ხვადი და ორი ძუ, სულ ოთხი ლეკვი. მან ჩათვალა რომ ეს სწორედ ის იყო რაც მას სჭირდებოდა. იგი ერთმანეთზე აჯვარებდა ამ და-ძმებს და რამდენიმე წელში ასეთივე შეფერილობის ფოქსტერიერების ძლიერ იმბრიდირებული ჯიში მიიღო. მომვალ ეტაპზე ამ ძაღლებს პირველ მსოფლიო ომამდე გამოყვანილი, მაღალი სანადირო თვისების მუქი ფოქსების სისხლი შეურიეს. შემდგომში მოშენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მწარმოებლების საველე ღირსებებს და შეფერილობას ენიჭებოდა, ხოლო ჭრელი და თეთრ ლაქებიანი ძაღლები მმკაცრად იცხრილებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა დაპირისპირება სტანდარტული ფოქსტერიერების მომხრეებთან, ამნ კი საბოლოოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ენთუზიასტთა ჯგუფში გაჩენილიყო იდეა, ზემოთხსენებული ტერიერები ახალი ჯიშის სტატუსით მოეშენებინათ. ამავე პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონცეფცია გერმანული სანადირო ტერიერის შესახებ: ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდდამხოლოდ სანადირო, მრავალმხრივი გამოყენების ჯიში, ამასთან მუქი შეფერილობით, არაორიგინალური, სადა ექსტერიერით, რათა თავიდან აეცილებინათ საგამოფენო მოდა და აქედან გამომდინარე ნეგატიური შედეგები. ამ იდეას თანდათან ბევრი მომხრე გამოუჩნდა და უკვე 1926 წელს ცანგერბერგის ინიციატივით გერმანული იაგდტერიერ კლუბი შეიქმნა, ხოლო მომდევნო წელს პირველი გამოფენა-დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 22 ექსპონატმა მიიღო. რადგან სანაშენე მასალის ძირითადი ბირთვი ძალიან ახლო იმბრიდინგის გამოყენებით შეიქმნა და საკმაოდ მწირი გენოფონდი განახლებას საჭიროებდა, ამიტომ 30-იანი წლების დასაწყისში არსებულ ძაღლებს მცირედით ძველინგლისური ჟღალპორაჯებიანი შავი (ბლექ ენდ თენ) ტერიერისა და ველშტერიერის სისხლი შეურიეს. ახალი ჯიში, როგორც ასეთი, 40-იანი წლებისათვის შეიქმნა. მას ახასიათებდა ყველა ის თვისება, რაც ჩაფიქრებული იყო მისი გამოყვანის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ცოტა იაგდტერიერი გადარჩა. ამან ენთუზიასტების ახალი ძალისხმევა მოითხოვა. მათი მომრავლება კვლავ ახლონათესაური დართვების ხარჯზე მოხდა. გერმანული შრომისმოყვარეობისა და მაღალი სელექციური კულტურის გამოისობით ჯიში არა მარტო აღსდგა, არამედ აღორძინდა კიდეც. მისმა პოპულარობამ გერმანიის საზღვრებს გარეთ გააღწია და გავრცელდა მთელს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. დღესდღეობით იაგდტერიერი გერმანული კინოლოგიის ამ საქვეყნოდ აღიარებული ფენომენის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა. ნადირობა იაგდტერიერი პრაქტიკულად ყველა ობიექტზე სანადიროდ გამოდგება, ოღონდ ისეთ პირობებში სადაც მცირე ზომა ხელს არ უშლის მის გამოყენებას, მაგალითად ღრმა თოვლში, სადაც პატარა ტერიერის მოძრაობა და მანევრირება ძლიერ შეზღუდულია. რაც შეეხება სოროში მუშაობას აქ იაგდი აღიარებული ლიდერია - ნადირის მიმართ სიავით იგი ერთი თავით მაღლა დგას სოროს ძაღლების ყველა ჯიშზე. ეს თვისება მას განსაკუთრებით ყოფილ გდრ-ში განუვითარეს, სადაც ბევრი მათგანი მელასთან ან მაჩვთან კონტაქტში შევლისას მომენტალურად გადადიოდა ყელში ან სხვა განსაზღვრულ ადგლიზე მყარ ჩავლებაზე. საერთოდ მელიის დახრჩობა ან დაჯაბნა კარგი იაგდტერიერისთვის სირთულეს არ წარმაადგენს. იაგდი უკომპრომისო და თავგანწირულ ბრძოლას უმართავს თავისზე მძიმე და ძლიერ მოწინააღმდეგეს მაჩვს. ბევრის თანდაყოლილი თვისებაა დამხრჩვალი ან ჯერ კიდევ ცოცხალი ნადავლის სოროდან გამოთრევა. იაგდტერიერს წარმატებით იყნებენ სხვადასხვა ნადირის მოსაპოვებლად-კურდღლით დაწყებული მსხვილი ჩლიქოსნით დამთავრებული, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდუალური ნადირობისას. გამოირჩევა კვალზე მუშაობისადმი მიდრეკილობით, ჯერ აზარტულად ეძებს მას რომელსაც შემდეგ ყეფით მისდევს. სხვათაშორის ეს თჳისება სხვა ტერიერებს არ ახასიათებთ. შესანიშნავი ყნოსვის პატრონი სისხლიან კვალზე მუშაობით ადვილად აგნებს რამდენიმე ასეული მეტრით გადაადგილებულ დაჭრილ ჩლიქოსანს. განსაკუთრებით ეფექტურია გარეულ ღოზე ნადირობისას, სადაც მთლიანად ავლენს მებრძოლ ხასიათს, სიმამაცეს, მოხერხებულობას და ელვისებურ რეაქციას. ამ შემთხვევაში რამდენიმე იაგდს ერთად იყენებენ. ამ ჯიშის ერთ-ერთი სპეციალიზაცია იხვზე მუშაობაცაა. საერთოდ იაგდტერიერს წყლის სიყვარული გენეტიკურადაც აქვს. ცურვით დაუღალავად იკვლევს ლელიანს, ნაპოვნ იხვს იოლად ეწევა და აიძულებს მას აფრინდეს სასროლ მანძილზე. ადვილად სწავლობს წყლიდან აპორტირებას. იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ფრინველის მოსაძებნად და შემდეგში ჩამოგდებულის მოსატანად. იაგდი შეუდარებელია ხშირ, ჯაგნარში სამუშაოდ, სადაც ადვილად არწევს მცირე ზომის გამო და შესანიშნავი უპირატესობა აქვს დიდი ზომის ძაღლებთან. საველე გამოცდები გემანიაში იაგდის სანადირო თვისებების საველე გამოცდებზე აფასებენ, რაც მათი ფართო სპექტრით გამოყენების სპეციფიკას ითვალისწინებს. ახალგაზრდა იაგდტერიერს ისეთი თანდაყოლილი თვისებების ქონა მო ეთხოვება, როგორიცაა ნადირობის მიმართ სიავე, კვალზე ყეფით მიყოლის უნარი და ქყლის სიყვარული, აგრეთვე ძლიერი, გაწონასწორებული ფსიქიკა, რაც შემდგომ მისი მრავალმხრივ ეფექტურად გამოყენების საფუძველს წარმოადგენს.საველე გამოცდებზე წარმატების შემთხვევაში, მფლობელს ძაღლის სანადიროდ გამოყენების უფლება ეძლევა, მათ შორის საუკეთესოებს კი სანაშენედ იყენებენ. გამოცდები ორ ეტაპად ტარდება. პირველი ითვალისწინებს ახალგაზრდა ძაღლების თანდაყოლილ ანუ მემკვიდრეობით მიღებული თვისებების ტესტირებას. ამ დრო მოწმდება: სოროში მ უშაობის ელემენტები, კურდღლის კვალზე მუშაობა, წყალთან დამოკიდებულება, თოფს ხმაზე რეაგირება, მორჩილებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება. ერთი წლის შემდეგ ტარდება მეორე ეტაპი, რაც ითვალისწინებს შემოწმების სრულ კომპლექსს შეფასების უფრო მკაცრი კრიტერიუმებით. ერთხელ უკვე შემოწმებულ დისციპლინებს აქ ემატება: ნადავლის სოროდან გამოთრევა, სისხლიან კვალზე მიყოლა, იხვზე მუშაობა, ღრმა წყლიდან აპორტირება, მოკლული ფრინველის ან ბოცვერის კვალით მოძებნა და აპორტირება. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გაწრთვნილობას და წამყვანთან კონტაქტს. ამ მხრივ იაგდს საკმაოდ სერიოზული პროგრამის ჩაბარება უწევს. არადამაკმაყოფილებელი მორჩილების ან გაწრთვნილობის შემთხვევაში სანადიროდ და საჯიშედ მისი გამოყენება იკრძალება. ხასიათი ათწლეულების მანძილზე სიავეზე ორიენტირებულმა მიზანმიმართულმა სელექციამ დაღი დაასვა იაგდტერიერის ხასიათს. ვის არ ადარებენ მას, ხან კამიკაძეს, ხანაც თავზე ხელაღებულ ვიკინგს. იაგდი გულადი, უშიშარი, თავის თავში დარწმუნებული ძაღლია, შინაგანი ღირსების მქონე, ამაყი და დამოუკიდებელი. ხასიათი მტკიცე აქვს და მკაცრი, ტემპერამენტი ფიცხი და ფეთქებადი, რეაქცია - ელვისებური. მისთვის უცხოა პატრონთან ლაქუცი, მიუხედავად იმისა რომ საოცრად ერთგულია. იაგდს პირდაპირი, თამამი გამოხედვა აქვს და ემოციებს არ მალავს. მუდამ კონცენტრირებული, ჯიშჲსთვის სპეციფიკური სუსხიანი მზერა მის ძლიერ გულში გახედებს და უნებლიე პატივისცემას იწვევს. დაუოკებელმა ტემპერამენტმა და უკომპრომისო, შარიანმა ხასიათმა თანამოძმეებში მას თავგადაკრული მოჩხუბარის რეპუტაცია შესძინა. ძლიერი ყბების წყალობით იგი წარმატებით უმკლავდება თავისზე გაცილებით დიდ ძაღლებს, გასაკვირი არცაა, რომ სხვა ჯიშის სოროს ძაღლებთან შედარებით, იაგდები უფრო ხშირად იღებენ ტრამვებს და იღუპებიან ნადირობის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაგდტერიერის ლეკვობიდან სწორად აღზრდას. იაგდს მკაცრი მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდება. საჭიროა მისი ტემპერამენტისა და ენერგიის მართვა, სასურველ კალაპოტში მიშვება. ამისათჳის კი მისი პიროვნების გაგება და პატივისცემაა აუცილებელი. სამაგიეროდ ამის შემდეგ ადამიანი შეიძენს უერტგულეს, თავდადებულ უანგარო მეგობარს, რომელიც მას ნებაყოფლობით აღიარებს ლიდერად. იაგდის მიმართ დაშვებულია ზერელე, უღიმღამო დამოკიდებულება, ან დასჯის სასტიკი მეთოდები. ამ შემთხვევაში ის შეიძლება უკონტროლო გახდეს, უაზროდ აგრესიული და საზოგადოებისთვის საშიში. თუმცა ასეთი შმეთხვევბი არამარტო არასწორი აღზრდის, ზოგჯერ სელექციონერების ბრალიცაა, რომლებიც არ ბლოკავენ გაუწონასწორებელი, დარღვეული ფსიქიკის მქონე ეგზემპალრების საჯიშედ გამოყენებას. ამიტომ გერმანიში იაგდებს მკაცრად ამოწმებენ ამ პარამეტრის მიხედვით. ექსტერიერი იაგდტერიერის ექსტერიერის ყველა დეტალი პრაქტიკული მიზანშეწონილობითაა ნაკარნახევი. მასში არაფერია დეკორატიული, ფუჭი,ესთეტიკური, რაც მისი გამოყვანისას დასახულ მიზანს სავსებით შეესატყვისება. მიუხედავად იმისა, რომ ჯიში პრაქტიკულად, მთლიანად მოქსტერიერისაგან მოდის, გარეგნულად მისგან აშკარად განსხვავდება, უფრო მეტიც ფოქსისათვის დამახასიათებელი ნიშნები ნაკლად ან ხინჯად ეთვლება. სწორედ ამიტომ იაგდტერიერის ექსტერიერის თავისებურებები განსაკუთრებით ნათლად იკვეთება. ამ უკანასკნელთან შედარების ფონზე, მისგან ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების აღწერით: იაგდს წინაპრისგან განსხვავებით სიმაღლესთან პროპორციაში თავი შედარებით მოკლე აქვს, ქალა უფრო განიერი, ყურებს შორის მეტი მანძილით, გამოხატული ყვრიმალებითა და საღეჭი კუნთებით, ქალაზე ოდნავ მოკლე, უფრო ძლიერი და შევსებული დრუნჩით, მასიური ნიკაპით. ყველაფერი ეს ფოქთან შედარები ყბებს დიდ ძალას და ჩავლების უფრო დიდ სიმტკიცეს განაპირობებს. იაგდს ყურები უფრო დიდი აქვს და დაბალ ხრტილზე უზის.. მცირე ზომის თვალები ბუდეში ღრმათ აქვს ჩასმული, რის გამოც კარგადაა დაცული დაზიანებებისაგან ან მასში მიწის მოხვედრისაგან. გამოირჩევა უფრო ძლიერი აღნაგობით - უკეთ განვითარებული ჩონჩხითა და რელიუფური კუნთებით, შედარებით ფართო მკერდით.. მკერდის გარშემოწერილობა ოპტიმალური უნდა იყოს, რათა უზრუნველყოს როგორც დიდი ფიზიკური დატვირთვისათვის აუცილებელი ფილტვების საკმაო მოცულობა, ასევე სოროში თავიფულად გადაადგილება. ეს თავისებურებები იაგდის ფიზიკურ ძალაზე და დიდ ამტანობაზე მიუთითებს. იგი ფოქსისგან განსხვავდება აგრეთვე შედარებით მოგრძო ზურგით და აქედან გამომდინარე წაგრძელებული ფორმატით, მხრის სახსრის უკეტ გამოხატული კუთხითა და გრძელი გავით. ჯიში შედგება მოკლე ბალნიანი და უხეშბალნიანი ძაღლებისაგან, რომლებიც სხვა მხრივ იდენტურები არიან, ექსპერტიზას ერთ რინგზე გადიან და ერთმანეთზე ირთვებიან. ბეწწვის საფარი პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკულ დანიშნულებას, ხისტია, ხშირი გლუვად დაფენილი კარგად განვითარებული თივთიკით, არ საჭიროებს ტრიმინგს. მუცელი და ბარძაყების შიდა ნაწილი კარგად არის შემოსილი. მოკლებალნიანი იაგდის ბეწვი მოკლებეწვიან ფოქსზე უფრო გრძელია. კუდი ფოქსზე უფრო დაბლა აქვს დასმული, უჭირავს არა ვერტიკალურად, არამედ უკან გადახრილად. კუპირების შედეგად უტოვებენ მთლიანი სიგრძჲს ორ მესამედს. ასეთი სიგრძის კუდი უკეთ ასრულებს სახელურის ფუნქციას., რისი საშუალებიტაც მონადირე ძარღლს სოროდან ნადავლის გამოთრევაში ეხმარება. საერთაშორისო (ფცი) სტანდარტის მიხედვით იაგდის სიმაღლე 33-40- სმ-ია. შეფერილობა შავი, მუქი ყავისფერი, ან ნაცრისფერ-შავი, ჟღალი ან ყვითელი ფორაჯებით. მუქი, ნახევრად მუქი, ან ღია ფერის ნიღბით დასაშვებია მომცრო თეთრი ლაქები მკერდზე და თათებზე. საინტერესოა რომ ყოფილ გდრ-ში რომელიც არ იყო ფცი წევრი, საერთაშორისოზე უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებდა, რომლის მიხედვით შავის გარდა სხვა ძირითადი შეფერილობა აკრძალული იყო. იაგდტერიერი საქართველოში ჩვენში ამ ჯიშის პირველი წარმომადგენლები 1986 წელს თბილისში სანადირო ძაღლების გამოფენზა გამოჩნდნენ. რ. ალბუთაშვილმა რუსეთიდან და ბალტიისპირეთიდან შემოყვანილი ორი იაგდტერიერი წარმოადგინა. ჩვენში მონადირეებმმა მალე აუღეს ალღო პერსპექტიულ ჯიშს და სულ რამდენიმე წელში მათმა რაოდენობამ სწრაფად იმატა, როგორც პირველი წყვილის შთამომავლების ისე სხვა შემოყვანილი ეგზემპლარების ხარჯზე. იაგდების პოპულაციაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს იმ წლებში ცნობილმა ენთუზიასტებმა: მამუკა კაკაბაძემ და ტრაგიკულად დაღუპულმავაჟა ერაძემ. გამოფენებზე ექსპონირებული იაგდების მაქსიმალური რაოდენობა 1990-92 წწ-ში დაფიქსირდა თუმცა მათმა რიცხვმა შემდგომში თანდათან იკლო და ბოლოს თითო-ოროლამდე ჩამოვიდა. სამწუხაროდ იგივე ტენდენცია შიენიშნება საერთოდ სოროს ძაღლებში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამას ჯიშის პოპულარობის დაცემას ნამვილად ვერ დავაბრალებთ, მისი რეიტინგი კვლავ მაღალი რჩება. საქართველოში იაგდების რაოდენობის სიმცირის მიზეზი ის არის, რომ მათი დამკვიდრების საწყისი ეტაპი ქვეყნისათვის რთულ პერიოდს დაემთხვა. ამას დაემატა ახალი ძაღლების იმპორტის შეწყვეტა და გენოფონდის გაღარიბება. ბევრი იაგდი დაიღუპა ნადირობისას, მფლობელების მიერ მისი გამოყენების სპეციფიკის გაუთვალისწინებლობის ან ელემენტარული უსაფრთოების წესების დარღვევის გამო. სოროს ძაღლების გამრავლება - პოპულარიზაციას სერიოზულად აფერხებს აგრეთვე ხელოვნური სოროს არ არსებობა. ბოლო წლებში ისევ განახლდა იაგდების შემოყვანა საქართველოში, ჯერ ჯერობით მხოლოდ რუსეთიდან. მათ შორის არიან საინტერესო ეგზემპლარებიც. იმედი მაქვს რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ახლო მომავალში კვლავ ვიხილავთ მომრვალებულ ჯიშიან იაგდტერიერებს ჩვენში.
  5. მდევარის დაგეშვა პირველ რიგში ძაღლი უნდა იყოს შესაბამისი ასაკის რომ დავუწყოთ გეშვა, ეს ასაკი არის 7-8 თვე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ჩვენ მდევარს გეშვას დავუწყებთ მანამდე უნდა იცოდეს საყვირზე მოსვლა ეს მდევარი ძაღლისთვის აუცილებელია. რადგან თუ მან არ იცის საყვირზე მოსვლა შეილება ნადირს ძალიან შორს გაყვეს და დაიკარგის ან სულაც ვინმემ მოიპაროს (ეს ფაქტი ძალიან მოხშირდა საქართველოში და დიდი სირცხვილია) დღესდღეისობით ძალიან ბევრი მონადირე ამას მდევარის ცუდ თვისებას მიაწერენ და ამბობენ რომ, მდევარი ძაღლი იმიტომ არ მოსწონთ რომ შეიძლება დაიკარგოს და გული დაგწყდება კაცსო, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. სწორად გაწვრთნილი და დაგეშილი ძაღლი არასოდეს არ დაგეკარგება. საყვირზე მოსვლა კი შემდეგნაირად უნდა ვასწავლოთ: ავიღოთ რამე სასუსნავი (ძეხვი, ყველი, სოსისი) და სანამ ძაღლს ვაჭმევთ მანამდე საყვირს უნდა ჩავბეროთ, შემდეგ კი უნდა მივცეთ. ასე გავიმეოროთ ყოველ ჭამაზე. 3-4 დღის მერე ძაღლი საყვირის ხმაზე მოვა, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებაშიც უნდა გამოვცადოთ. დილას ადრე მშიერი ძაღლი უნდა გავიყვანოთ ბუნებაში, სასურველია ორმა კაცმა, ძაღლი თქვენმა მეგობარმა უნდა წაიყვანოს თქვენგან 200-300 მეტრის დაშორებით როდესაც თქვენ საყვირს ჩაჰბერავთ თქვენმა მეგობარმა უნდა აუშვას, ძაღლი რომ მოვა უნდა დავასაჩუქროთ და სასუსნავი უნდა ვაჭამოთ. ეს გაკვეთილი უნდა ჩავუტაროთ ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც თქვენ მიხვდებით, რომ ძაღლმა უკვე კარგად შეისწავლა საყვირზე მოხმობა, შეგიძლიათ გეშვაც დაუწყოთ. პირველად სასურველია ჩვენი ძაღლი გავაყოლოთ გამოცდილ მდევარ ძაღლებს. ოღონდ უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი ლეკვი გამოცდილი ძაღლისგან კარგ თვისებებსაც გადაიღებს და ამასთანავე ცუდსაც, ამიტომ ეცადეთ, ისეთ ძაღლებთან ერთად არ ატაროთ რომლებიც ძველ კვალს უყეფენ ან კიდევ საერთოდ ტყუილად ყეფენ. ასევე ზოგი მდევარი სანამ ნადირს არ დაინახავს არ ყეფს. გამოცდილ ძაღლებს ლეკვი უნდა გავაყოლოთ 2-3-ჯერ მერე კი სასურველია მარტო დავუწყოთ გეშვა, თორემ შეილება მიეჩვიოს სხვა ძაღლების მიერ ნაპოვნი ნადირის დევნას, რაც კარგი არ არის. მდევარი ისეთ ადგილას უნდა გავიყვანოთ სადაც კურდღლის ნახვის ალბათობა დიდია. როდესაც მდევარი კურდღელს წამოაგდებს და დევნას დაუწყებს კვალზე უნდა მიაძახოთ და გაამხნეოთ "აი!" "აი!". როდესაც ძაღლის ყეფა მიწყნარდება ესე იგი მან კვალი დაკარგა და უნდა დავეხმაროთ კვალის აღდგენაში. სადაც კვალი დაკარგა იქ უნდა შემოვატაროთ ძაღლი 20 მეტრის რადიუსში, ის კვალს გაიახლებს და განაახლებს დევნას. დროთა განმავლობაში ძაღლი მიხვდება კურდღლის ეშმაკობებს, რომ ის კვალს რევს და ისწავლის კვალის გატანას. ასე დაგეშილი ძაღლი ძალიან კარგი მონადირე დადგება და არც დაიკარგება, როცა მიხვდებით რომ, ძაღლი უკვე ნადირს ძალიან შორს გაყვა ამ დროს უნდა მოიხმოთ საყვირით. ნადირის ძაღლის გეშვას დიდი ნერვები და შრომა სჭირდება, მაგრამ უკვე დაგეშილი ძაღლი ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ი.ჩხაიძე რაც მთავარია ლეკვი უნდა იყოს კარგად განვითარებული ფიზიკურად, 7-8 თვის ასაკიდან მივაჩვიოთ ლეკვი ტყეში სეირნობას, არავითარ შემთხვევაში არ დავემალოთ და არ გადავღალოთ თავიდან ნახევარი საათით ორ კვირაში ერთხელ მოვუმატოთ დროს, როდესაც ლეკვი მიაღწევს სასურველ კონდიციებს ანუ ფუზიკურად მოძლიერდება, ცხრა ათი თვის ასაკიდან დავიწყოთ თტყეში დილით ადრე გასვლები კვირაში სამჯერ თუ არა ორჯერ მაინც, სასურველია ისეთ ადგილებში ტარება სადაც არის კურდღლის საბინადრო ადგილები არავითარ შემთხვევაში არ ატაროთ გამოცდილ ძაღლებთან ერთად.

ვიზიტორთა მთვლელები