Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'ლულა'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 15 results

  1. სანადირო თოფი-ტოზ-34 1965 წელს ლაიფციგის საერთაშორისო ბაზრობაზე ტულის საიარაღო ქარხანაში შექმნილმა სანადირო თოფმა-ტოზ-34-მა ოქროს მედალი დაიმსახურა. ამ მოდელის შექმნის იდეა და დამუშავება ნ. კირიაკოვს ეკუთვნის. თავიდან მხოლოდ ცალობით ეგზემპლარები მზადდებოდა, ხოლო 1969 წლიდან ის უკვე მსხვილი პარტიებით გამოდიოდა. მოდელმა დიდი როლი შეასრულა საბჭოთა იარაღის განვითარების საქმეში. ტოზ-34 სერიული წარმოების ვერტიკალურ ლულებიანი პირველი მსუბუქი თოფი იყო. ამასთან ტოზ-34 საბაზო მოდელად იქცა და საფუძველი დაუდო სხვადასხვა დანიშნულების და მოდიფიკაციის თოფების მთელ ოჯახს: სასტენდო ტოზ-57К-ს და ტოზ-57Т-ს: შტუცერ ტოზ-55 „ზუბრს", კომბინირებულ ტოზ-34-5.6/20-ს. თოფების ძირითადი ნაწილი 12, ხოლო შედარებით ნაკლები კი 28 ყალიბი გამოდიოდა, როგორც რიგითი, ისე ცალობითი და სუვენირული შესრულებით.შეზღუდული რაოდენობით მზადდებოდა 20 ყალიბის, ძალზე იშვიათად კი - 32 ყალიბსაც. თოფი ორ ნაწილად იშლება. ცევიო არ ეხსნება და ის ლულაზე ჭანჭიკებითაა და მაგრებული. აღჭურვილია ფეხზე შემდგარი ჩახმახების მაჩვენებლით. თოფების ნაწილზე ჩვეულებრივი სამიზნე თამასაა დაყენებული, ნაწილზე კი გამაგრილებელი. კაკლის, წიფლის ან არყის ხის კონდახი ძირითადად პისტოლეტურია, იშვიათად ინგლისური: სალოყით ან მის გარეშე. ეს მოდელი სხვადასხვა დროს სხვადასვხა მოდიფიკაციით გამოდიოდა ტოზ-34-ექსტრაქტორით, ტოზ-34ე-ეჟექტორით, ტოზ-34რ-რეზინის ამორტიზატორით, ტოზ-34ერ კი-ეჟექტორთა და რეზინის ამორტიზატორით. მცირე ყალიბიან თოფებზე იგივე კალაპოტია დაყენებული, რაც 12 ყალიბსაზე, ამიტომ ნებისმიერი ყალიბის თოფი ერთიწონისაა. ეს ცხადია მათი დიდი ნაკლია, თუმცა ერთიცაა 28 და 20 ყალიბის თოფების გაზრდილი მუხტითა და მასით დატენილი ვაზნების გამოყენებაა შესაძლებელი. 12 ყალიბიანის ლულების სიგრძე 700-720 მმ- ია, 20, 28 და 32 - ის კი 600-675 მმ-ია. სავაზნე ყველას 70 მმ-იანი აქვს. ლულების შევიწროება ასეთია: 12 ყალიბიანში ქვედა ლულა 0.8-1 მმ-ით, ზედა 1.1-1.3 მმ-ით; შესაბამისად 20-ის 0.5-1.0 მმ-ით, 28-ის 0.4 და 0.6 მმ-ით; ლულების არხის დიამეტრი კი 12 ყალიბიანს 18.5 (+0.2) მმ აქვს. 20-15.7 (0.2) მმ, 28 კი-14.0 (+0.2) მმ. თავის კონსტრუქციით ეს მოდელი სრულიად ორიგინალურია და სხვა თოფებისგან შესამჩნევად განსხვავდება. ლულები კალაპოტთან წრიული შარნირებითა და მუფტითაა შეერთებული. ლულების ჩაკეტვის სისტემა მხოლოდ ჩახმახების რბილი დაშვების საშუალებას იძლევა. შიგა ჩახმახიანი და ორ სასხლეტიანი დამცემ-დამშვები მექანიზმი კალაპოტში განცალკევებულ საფუძველზეა დამონტაჟებული. თოფის ფეხზე შეყენება და საბრძოლო ზამბარების მო მართვა ლულის გადახსნისას ხდება. ჩახმახები და ნემსები ცალ-ცალკე დეტალია. არაავტომატური დამცველი კეტავს შეპტალას: აქვს ჩახმახების დამჭერი ინტერსეფტორებიც. ტოზ-34 სხვა თოფებისგან სპეციფიკური, შედარებით რთული დაშლა-აწყობის სისემითაც განსხვავდება. ამიტომ ქარხანას უამრავი მწყობრიდან გამოყვანილი თოფი უბრუნდება, რისი ძირითადი მიზეზიც ლულების კალაპოტიდან განცალკევებისას დაშვებული შეცდომები იყო. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს თოფი კომბინირებულ ვარიანტადაც მზადდებოდა. მისი ქვედა ღარიანი ლულა 9X53 ვაზნისათვის არის გათვალისწინებული, ხოლო ზედა 12 ყალიბის 0.5 მმ-იანი ნახევარჩოკია; ოღონდ ასეთ ზუბრს ლულა უკვე 675 მმ-იანი აქვს. ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი ორივე ეს მოდიფიკაცია მხოლოდ ცალბით ეგზემპლარად მზადდებოდა. მცირე სერიებით გამოდიოდა სარეწაო დანიშნულების კომბინერებული მცირე ყალიბიანი თოფები - ტოზ-34-5.6/20, ამ შემთხვევაში ღარიანი სედა ლულაა და ის 5.6 ყალიბის ცენტრალური აფეთქების ტიპის ვაზნებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ქვედა - 28 ან 20 ყალიბისაა. ლულების სიგრძე 500 მმ-ია, ქონა 2.5-2.6 კგ. 12 ყალიბის ტოზ-34 ტიპიური სამოყვარულო-სანადირო თოფია, რომელიც ნებისმიერი ნადირობის დროს გამოდგება საფანტის სასროლად, ხოლო რაც შეეხება ფინდიხს, მისი გამოყენება მხოლოდ პოლიეთილენის კონტეინერების ხმარებისას და ლულასთან მისი შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება. მსხვილ ნადირზე სანადიროდ კი ტყვია ერთი ზომით ნაკლები ყალიბის უნდა იყოს. 20 ყალიბის თოფები განსაკუთრებით მოხერხებულია მწყერზე სანადიროდ. უფრო მცირე ყალიბიანები და კომბინირებული ვარიანტები ტაიგაში სარეწაო ნადირობისათვის იყო გათვალისწინებული, თუმცა საკმაოდ ძვირი ღირდა და თავისი დანიშნულებით იშვიათად გამოიყენებოდა.
  2. მოდით განვიხილოთ ეს თემა იმიტომ რომ ბევრმა არ იცის თუ როგორ უნდა გაიწმინდოს ნადირობის შემდეგ იარაღი. დავწერ იმ საშუალებებზე რომლებიც ეფექტურია და ამავდროულად ხელმისაწვდომი ჩვენთვის. თოფის ეფექტური წმენდისათვის გვჭირდება 2 ტიპის ზეთი 1) მურის/ნამწვის/ტყვიის მოსაშორებლად მჟავატუტოვანი ე.წ სოლვენტი 2) ნეიტრალური ზეთი ხახუნის ადგილების შესაზეთად და ზოგადათ მეტალის ნაწილების კოროზიისაგან დასაცავად. ძალიან კარგი სოლვენტია ეს აშორებს მურს, ნამწვს, ჟანგს და გაგლესილ ტყვიას. შესაბამისად აღარ გვჭირდება ლატუნის ჯაგრისებით ხეხვა. ასევე საკმაოდ კარგია ბალისტოლის ეს ნაკრები, მასში შედის ტყვიის/ნამწვის/სპილენძის ამოსაყვანი სოლვენტი. ნახევრად ნეიტრალური ზეთი გარკვეული მინარევებით, რომელიც ასევე აშორებს ნამწვს, მაგრამ არა ტყვიას. ლულის გასაშავებელი სითხე და ცხიმის გასაშორებელი სითხე. რაც შეეხება ნეიტრალურ ზეთს. საკმაოდ ბლანტი და 100 %-ით ნეიტრალური. თუ გვინდა რომ თოფის ლულა მთელი ცხოვრება სარკესავით ბზინავდეს აუცილებელია, ვიმეორებ აუცილებელია რომელიმე სოლვენტის ან სპეც მინარევების მქონე ზეთის შეძენა, რომელიც მოაშორებს ლულას ყველაზე დიდ მტერს, მურს და ნამწვს ! ყველაზე მარტივი გამოსავალია ბალისტოლის უნივერსალი. იგი შეიცავს გარკვეულ მინარევებს და ამ საქმეს თავს ართმევს. ნეიტრალურ ყველასათვის ცნობილი ტრანსფორმატორის ზეთიც წავა. არც ერთი ნეიტრალური ზეთი და მათ შორის ტრანსფორმატორის არ აშორებს ბოლომდე მურს და ნამწვს, პირიქით აკონსერვებს მათ ზეთის ფენის ქვეშ რაც წლების შემდეგ კოროზიის გარანტიას იძლევა ! ძალიან მოკლედ შევეხები თავად წმენდის პროცედურას. იარაღი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურამდე გამთბარი და გამშრალი. გაყინული და ნესტიანი იარაღის წმენდა ზეთებით არაფექტურია! თუ გვაქვს სოლვენტი ხომ კარგი თუ არადა ბალისტოლს ვასხურებთ კონდახიდან განცალკევებულ ლულაში, იმდენს რომ წვეთებად არ წამოშხვიფინდეს ლულის ბოლოდან, ვატრიალებთ რამოდენიმეჯერ რომ ლულის გარსს კარგად მოედოს და 15-20 წუთით ვდებთ რომ თავის საქმე გააკეთოს. ამ ხნის განმავლობაში ვწმინდავთ ტიბჟირს (ცევიოს) იგივე ბალისტოლით რომელსაც მაინდამაინც დიდი დრო არ მიაქვს, ვამშრალებთ და რკინის რკინასთან შეხების დეტალებს პატარა ფუნჯით ვადებთ ნეიტრალური ზეთის თხელ ფენას. შემდეგ გადავდივართ კალაპოტზე, იგივე ბალისტოლით და ჯაგრისით კარგად ვწმენდთ სანემსეების ადგილებს რადგან მური მანდაცაა და მთლიანად კალაპოტს და ვამშრალებთ. ნეიტრალური ზეთის თხელ ფენას ფუნჯითვადებთ რკინის რკინაზე შეხების (ხახუნის) ადგილებში. დაუშვებელია სანემსეებში ზეთის ჩასხმა !, რადგან მტვერთან ერთად ზეთი ხმება და ხელს უწყობს მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლას. შიდა მექანიზმი ქარხნულად საიმედოთაა დაფარული სპეციალური ზეთით. ამის შემდეგ გადავდივართ ხის ნაწილებზე. ზეთები რომელიც გამოიყენება რკინის დეტალებისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიხმაროთ ხის ნაწილებზე ამით ხე ხდება მყიფე. არსებობს სპეციალური ბალზამები რმელიც ხისთვის გამოიყენება. ბალისტოლს აქვს მაგალითისათვის. თუმცა მე დიდი წარმატებით ვიყენებ სელის ზეთს. რომლის შეძენა სამხატვრო მაღაზიებში შეგიძლიათ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი. მაგრამ არა სინთეტიკური ზეთები, ისეთები რომელთაც რკინის დეტალებისათვის ვიყენებთ. მოკლედ მოვრჩით კონდახ კალაპოტ ტიბჟირის წმენდას, გადავდეთ ცალკე და ეხლა ვუბრუნდებით ლულას. ვიღებთ ხის ზუმბას (რკინის არ შეიძლება) და ნაჭერს და ვატარებთ ლულაში რომელშიც სოლვენტი ან ბალისტოლი შევაშხურეთ. ნაჭრი უნდა გადიოდეს დაახლოებით 1-2 კილოგრამი დაწოლის სიმჭიდროვით. გაჭედვა და მერე ზემოდან რტყმევით გამოდევნა დაუშვებელია. წმენდა წარმოებს ერთი მიმართულებით, პრინციპით გავატარეთ, ჭუჭყიანი ნაჭერი გადავაგდეთ. სოლვენტის შემთხვევაში თქვენ ვერ წარმოიდგენთ (თუმცა ალბათ ბევრს ნანახიც აქვს) რა დონის ჭუჭყი გამოდის. მურთან ერთად მას გამოაქვს ტყვიის ნაგლესიც რადგან ტყვიას შლის. ნეიტრალური ზეთის შემთხვევაში მსგავსი შედეგი წარმოუდგენელია, ვგულისხმობ მურს, ტყვიას ნეიტრალური რომ ვერ დაშლის ეს ბუნებრივია. წმენდას ვაწარმოებთ მანამ სანამ არ გამოვა აბსოლუტურად სუფთა ნაჭერი (ნაჭერი თეთრი უნდა იყოს, მარა არა ატლასის ) თუ ვწმენდთ სოლვენტით შეგიძლიათ ჩავთვალოთ რომ ლულიდან ყველაფერი ზედმეტი გამოდევნილია. კარგად ვამშრალებთ, ნეიტრალურ ზეთში დაშველებულ ნაჭერს ვატარებთ მჟავა რეაქციების გასანაიტრალებლად და ისევ ვამშრალებთ. თულულა ჩოკებიანია, ვხსნით ჩოკს, ვწმენდთ ბუდეს და თავად ჩოკს და ისევ ჩავახრახნით. ჩოკს მოხსნა აუცილებლად ჭირდება რადგან ნამწვი იქაც აღწევს და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად კოროზიას გამოიწვევს. ხო ლულაში ზეთს არ ვტოვებთ. და გადავდივართ უკვე ლულის გარე წმენდაზე, რომელიც ძალზე მარტივია. სოლვენტის გარედან ხმარება არ შეიძლება ეგრევე დაფარვას გააცლის ! ამისთვის ნეიტრალური ზეთია გამოიყენება. ეჯექტორებს კარგად ამოვწმინდავთ ძალიან მსუბუქად დავზეთავთ და ამით შეგვიძლია ვთქვათ რომ იარაღის წმენდა დავამათავრეთ. იმ შემთხვევაში თუ ლულის საწმენდათ ვხმარობთ ბალისტოლს დაგვჭირდება ლატუნის ჯაგრისები, რადგან ბალისტოლი მურს აშორებს მაგრამ ტყვიის ნაგლესს ვერა. მშრალ ლულაში ვატარებთ ერთი მიმართულებით ჯაგრისს მანამ სანამ ტყვიის ნაგლესის ლაქები არ გაქრება. შემდეგ ვატარებთ ნეიტრალურ ზეთიან მჩვარს და ვამშრალებთ. იდეაში ბალისტოლი აგრესიული სოლვენტი არაა და ნეიტრალური ზეთით დამუშავებას არც საჭიროებს. რაც შეეხება შენახვას. უმჯობესი თუ იარაღს არ შევინახავთ კაბურაში. რადგან იქ სინესტეა დაბუდებული. მე მივანახავ პლასტმასის კეისში ნაწილს და ნაწილს კარადაში რომელიც იკეტება . მესამე დღეს ლულაში სუფთა ნაჭერი რომ გავატაროთ ისევ ჭუჭყიანი გამოვა, ასე რომ მსუბუქი წმენდა ლულას შიგნიდან მესამე, მეოთხე დღესაც უნდა ჩავუტაროთ. ეს ის ჭუჭყია რომელიც მოლეკულების დონეზე ჩაჯდა შემდეგ ლითონმა გამოდევნა. თუ ზეთიან ლულას დავტოვებთ წმენდის შემდგომ და დამატებით წმენდას არ ჩავატარებთ, ჩათვალეთ ამ მურს ვაკონსერვებთ იმისთვის რომ დროთა განმავლობაში ლულაში ღრმულები გააჩინოს.
  3. ამ თემაში ვისაუბრო სანადირო იარაღის მოდელებზე.დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუზიაროთ ცოდნა ამა თუ იმ მოდელის იარაის დადებით და უარყოფით მხარეებზე და ა.შ.
  4. ვაზნის დასატენი საცობები (პიჟები) იმის გამო რომ ძალიან მომრავლდა დაზიანებული ლულები, რაც გამოწვევულია არასწორად დატენილი ვაზნის გამო, მინდა ჩემი საიტის სტუმრების და განსაკუთრებით დამწყები მონადირეების ყურადღება გავამახვილო და შევახსენო აუცილებელი ელემენტარული წესები ვაზნის დატენვის სისწორეზე და უსაფრთხოების წესებზე, რომლის უგულველყოფას ხშირად მივყავართ ფატალურ შედეგამდე, რაც გამოიხატება თოფის დაზიანებაში და ჩვენდა სამწუხაროდ ხშირია მონადირეების ტრამვებიც, რომ აღარაფერი ვთქვათ არასწორად დატენილ ვაზნაზე, რომელსაც ეწირება მონადირის სიცოცხლეც. ცუდია და უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე ისეთ სასიამოვნო ჰობს რასაც ნადირობა ქვია, შეიძლება გადაიქცეს ტრაგედიად არა სწორი მიდგომის გამო. ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს მთლიანად ვაზნის დატენვის სისწორეზე, რომელშიდაც მასრის დსატენად გამოყენებელი ყველა კომპონენტი შერჩეული და დოზირებული უნდა უნდა იყოს სწორად, რადგან ყველა ცალკეულს, ეს იქნება დენთი, „პიჟები“ საფანტი, შეუძლია არა სწორად გამოყენების შემთხვევაში უარყოფითი გავლენა იქონიოს ვაზნის ხარისხზე, მეტიც, შეიძლება საშიში გახდეს როგორც თოფისთვის ასევე თვით მონადირესთვისაც კი. ამიტომ ვაზნის დატენვას უნდა მივუდგეთ განსაკუთრებული ყურადღებით და პასუხის მგებლობით. ხშირად მქონია ჩემს პრაქტიკაში შემთხვევები როცა მოაქვთ გახეთქილი ლულა და კითხულობენ შესაძლებელია თუ არა ასეთი ლულის აღდგენა. ღმერთის წყალობით გადარჩა ტრამვა არ მიიღო და გათავისებულიც არ ააქვთ ის საფრთხე რაც შეიძლება მომხთარიყო, იამაზეც აღარ ფიქრობენ გახეთქილი ლულა აღდგენას რომ არ ექვემდებარება. პირიქით ამბობენ კიდეც რომ თურმე ასეთი ლულების აღდგენა შესაძლებელია. უბედურობა ისაა რომ ვიღაც „პროფესიონალი“ ხელოსანი თურმე აკეთებს ასეთ ლულებს და გარანტიასაც კი იძლევა. მე არ ვიცი რაუნდა ვთქვა ასეთ ხელოსანზე ან ასეთ მონადირეზე, რომელსაც ჯერავს გახეთქილი ლულის აღდგენის, კომენტარი თქვენთვის მომინდვია. პირველი და მთავარი რაზედაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ეს არის თექის, მუყაოს ან ქეჩის საცობები, (პიჟები) რომელებიც ძირითადი მიზეზია თოფის დაზიანების მისი ლულაში ჩარჩენის გამო. ვაზნის დატენვის დროს რაც არუნდა კარგი დენთი, ფისტონი, მასრა და საფანტი გამოვიყენოთ ვერ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ შედეგს თუ არ გექნა თოფის ლულის შიგა დიამეტრის შესაბამისი ხარისხიანი საცობები „პიჟები“. უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ გვექნეს მოვიყვან ორ მაგალითს.იჟევსკის თოფების ლულის შიგა დიამეტრი შეიძლება იყოს 18,2 მილიმეტრი ხოლო ტულის ქარხნის თოფების 18,7 მილიმეტრი. რუსული სტანდარტით მიღებული თექის ან მუყაოს საცობის დიამეტრი შეადგენს 18,65 მმ-ს სადაც დასაშვებია 0,25 მმ-ს ცდომილება. თუ გვაქვს ტულის თოფი ლულის შიგა 18,7 მმ-ნი დიამეტრით და გამოვიყენებთ თექის პიჟს 18,65 მმ-თ მივიღებთ იმას, რომ საშუალო დისტანციაზეც სროლის დროსაც კი გვექნება ეგრეთ წოდებულ „პადრანკები.“ ეს მოხდება იმ მიზეზის გამო რომ ამ დიამეტრის პიჟი ვერ უზრუნველოფს ლულაში წნევის ჰერმენტიზაციას ე.წ. „აბტურაციას”, რის შედეგადაც ლულაში წნევა და საფანტის საწყისი სიჩქარე საგრძნობლად ქვეითდება, რაც სბოლოოდ იწვევს უმრავლეს შემთხვევებში ფრინველის დაჭრას. ეს მაგალითი მიტო მოვიყვანე წარმოდგენა რომ იყოს ასე ელემენტალური საცობის ზომამ რა შეიძლება გამოიწვიოს. არც მეორე შემთხვევაში თუ იჟევსკის თოფისთვის, რომლის ლულის შიგა დიამეტრი შეადგენს 18,2 მმ-ს გამოვიყენებთ პიჟს 18,65 მმ-ს, ამ შემთხვევაშიც ნაკლებათ გვექნება სასიხარულოდ საქმე, რადგან შესაბამისი დენთის წონის დროსაც კი მივიღებთ დიდ უკუცემას და დაბალი საფანტის დაჯგუფებას, ხშირ შემთხვევაში საფანტის შუაგულში ჩნდება ფანჯარა რაც ასევე მიზეზია ფრინველის ხშირი დაჭრის. დიდი დიამეტრის პიჟი ხელს უწყობს ლულაში წნევისა და საფანტის სიჩქარის ნორმაზე მეტ ზრდას, რაც იწვევს საფანტის გაბნევას. საფანტის გაბნევა კი გამოწვეულია იმით, რომ ხდება საფანტის ზედმეტი დეფორმაცია გასაროლის დროს საფანტის საწყისი სიჩქარის გადაჭარბებული აჩქარებით. თუ დავაკვირდებით ორივე შემთხვევაში, თითქოსდა უმნიშვნელო შეუთავსებელი დიამეტრის საცობი შეიძლება ჩაითვალოს მთავარ მიზეზად თოფის საბრძოლო თვისებების დაქვეითების. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის არხის შესაბამისი დიამეტრის „პიჟის“ გამოყენებას, რასაც ბევრი მონადირე ვაზნების დატენვის დროს ყურადღებას არ აქცევს. პიჟის ვარგისიანობის შეფასება შეიძლება ელემენტარულად: პიჟი ცარიელი მასრაში უნდა ჩადიოდეს მჭიდროდ ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე, ასევე არ უნდა ვარდებოდეს თავისუფლად. ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰაერის ტემპერატურაზე და პიჟის სახეობაზე, რადგან ერთი და იგივე წონის დენთის დროს სხვადასხვა სახის პიჟი იძლევა ლულაში სახვადასხვა წნევას და საფანტის საწყის სიჩქარეს. ყოველი 10 გრადუსი ტემპერატურის მოკლებისას ან მომატებისას 20-30 მ/წ -ით იცვლება საფანტის საწყისი სიჩქარე. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ერთიდა იგივე ვაზნამ სახვადასხვა თოფში შეიძლება აჩვენოს სახვადასხვა შედეგი. ჩვეულებრივ „პიჟებთან“ განსხვავებით პოლიეთინიელის საცობებში (პიჟკონტეინერებში) მეტ ნაკლებად დაცულია დიამეტრი, მისი ფსკერის კონფიგურაცია უზრუნველყოფს წნევის მაქსიმალურ ჰერმენტიზაციას მიუხედავათ ლულის შიგა არხის დიამეტრისა. სასურველია ასეთი საცობებიც მჭიდროდ უნდა ჩადიოდეს და თავისუფლად არ უნდა ვარდებოდეს მასრაში. ყოველივე ამის შემდეგ რაღა თქმა უნდა დადებით შედეგს განაპირობებს საცობების ხარისხი. ხშირ შემთხვევაში უხარიესხო მასალისაგან დამზადებული საცობები მიუხედავათ ყველა ზომის დაცვისა მაინც ვერ იძლევა სასურველ შედეგს, რადგან გასროლისას იხევა და წნევის ზემოქმედების გამო სკდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მიექცეს ყურადღება საცობის ხარისხს და მის დიამეტრს კონფიგურაციას და სახეობას, თუ რომელი სახის “პიჟი“ იქნება უფრო მისაღები კონკრეტული ვაზნის დასატენად. საცობების მრავალი სახეობის არსებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ვაზნები დავტენოთ იმის მიხედვით, საფანტის დაჯგუფების რა პროცენტული ოდენობაა საჭირო კონკრეტულ მანძილზე სასროლად. მასრების დატენვის დროს სასურველია ნაბდის, თექის, მუყაოს ან სხვა სახეობის საცობები იყოს თანაბარი სიმაღლის რაც საჭიროა, როგორც ვაზნის საბრძოლო მაჩვენებლის სტაბილურურობისთვის ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგან თუ შეცდომით მოხდა ორმაგი დენთის დოზის ჩაყრა მაშინვე გახდება შესამჩნევი, რადგან საფანტის ჩაყრის შემდეგ შეცდომოთ დატენილი ვაზნა მეტად იქნება გავსებული სხვა ვაზნებთან შედარებით. მასრაში დენთის ჩაყრის შემდეგ აუცილებელია მასზე მოთავსდეს 2-3 მილიმეტრის სისქის მუყაოს საცობი, დენთზე დაწოლა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ის სიმძიმის ექვივალენტს, ეს იგივეა როცა მგიდაზე იდაყვის დაყრდნობის დროს ხელის მტევნით დავაწვეთ რამეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დენთის დაპრესვა, რადგან ეს იწვევს სავაზნეში წნევის მკვეთრ ზრდას და საფანტის გაბნევას. ხშირ შემთხვევაში ვაზნაში ჩაქუჩით ან სხვა გადამეტებული ფიზიკური ზემოქმედებით დაპრესილი დენთი მიზეზია ლულის გასკდომის ან გაბერვის. დენთზე მუყაოს საცობის დადების შემდეგ აუცილებელია 1 სანტიმეტრის სიმაღლის ქეჩის ან თექის საცობის დადება, რომელმაც უდა უზრუნველყოს აირების ჰერმენტიზაცია სავაზნიდან საფანტის ლულის არხში გადასვლის დროს, შემდგომშიც სანამდე არ დატოვებს საფანტი ლულას. შესაძლებელია მეორე დამატებითი საცობის დამატება რათა შეივსოს მასრა იმ დონემდე რაც საშუალება მოგვცემს საფანტის ჩაყრის და მასზე თხელი 1 მმ-ი ნი სისქის მუყაოს საცობის დადების შემდეგ მასრაში დარჩეს ადგილი ვაზნის თავის მოსახვევად. პოლიეთილინის მასრაში უნდა დარჩეს 5-6 მილიმეტრის სიმაღლე თავის მოსახვევად.ვარსკვლავური ჩაკეცისთვის კი 9 მმ-ი. აუცილებელია თექის ან ქეჩის საცობზე საფანტის ჩაყრამდე დაეფინოს თხელი მუყაოს საცობი, რადგან გასროლის დროს უკუცემის გამო საფანტის ძირა ფენა შედის საცობში ამძიმებს მას და ლულიდან გამოვარდნის შემდეგ უარყოფითად მოქმედებს საფანტზე, რაც საბოლოვოდ ასევე უარყოფითად ასისახება საფანტის დაჯგუფებაზე. ძველი, ნესტიანი ან უხარისხოდ დატენილი ვაზნის დროს ხშირია არა სრულფასოვანი გასროლა, ასეთ შემთხვევებში საცობი ხშირად რჩება ლულაში , ეს კი მიზეზია შემდეგი გასროლისას ლულის გაბერვის ან გახეთქვის. ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს აუცილებლად უნდა შემოწმდეს ჩარჩა თუ არა რამე ლულაში. უკვე დიდი ხანია რაც გამოიყენება პოლიეთინილის საცობები, ერთი პოლიეთილინის საცობი ასრულებს მთლიანად იგივე <a ფუნქციას რაც ზემოთ აღნიშნული დატენვის დროს გამოყენებული სხვადასხვა სახის საცობები. თექის ან მუყაის საცობით მასრის დატენვისას გამოყენებული დენთის წონა უნდა შემცირდეს 0,2 მეათედი გრამით პოლიეთილინის საცობების გამოყენების დროს, რადგან ისინი უფრო კარგად უზრუნველყოფენ აირების ჰერმენტიზაციას და იწვევს ზედმეტ წნევევს ზრდას სავაზნეში. თითბერის მასრების გამოყენებისას აუცილებელია შეირჩეს შესაბამისი დიამეტრის საცობები, რადგან მისი შიგა დიამეტრი დიდია მუყაოს და პოლიეთინელის მასრის შიგა დიამეტრზე, ამიტომ შესაბამისად თექის ან მუყაოს საცობიც უნდა იყოს მასრის შიგა დიამეტრის შესაბამისი. 12 კალიბრში იყენებენ 10 კალიბრის „პიჟს“ 12 კალიბრში კი 16 კალიბრისას. გაჩნდება კითხვა? პოლიეთილინის მასრაში ლულის არხის დიამეტრთან შედარებით დიდი დიამეტრის საცობების გამოყენება თუ იწვევს ლულაში წნევის გაზრდას, რაც უარყოფითად მოქმედებს საფანტის დაჯგუფებაზე, მაშინ რა ხდება თითბერის მასრის დატენვისას დიდი დიამეტრის საცობების გამოყენების დროს? პირველი ის არის, რომ ეს არის იძულებითი გამოყენება და რადგან დაბალი კაფსული „ცბ“ ვერ ახდენს უბოლო (თეთრი) დენთის ისე სწრაფ აალებას რასაც ამას აკეთებს „ჟეველო,“ ამიტომ ლულაში აირების წნევა ისე მაღლა არ იწევს როგორც ეს ხდება პოლიეთილინის მასრიდან გასროლისას. მიუხედავათ იმისა რა საცობებიც არ უნდა გამოვიყენოთ, თითბერის მასრიდან მაინც არ ხერხდება სრულფასოვანი გასროლის მიღწევა. თითბერის მასრაში დიდ პრობლემას წარმოადგენს საფანტის თავზე დადებული მუყაოს საცობის გამაგრებაც. სროლისას მეორე ლულაში მყოფი ვაზნიდან უკუცემის გამო ხშირად ხდება საფანტის გადმობნევა და საფანტზე დადებული საცობის ლულაში ჩარჩენა, რაც მიზეზი ხდება მეორე გასროლის დროს ლულის გაბერვის ან გახეთქვის. ამჟამად თითბერის მასრებისთვის არსებობს პოლიეთილინის კონუსური ფორმის საცობები რომელიც იდება საფანტზე და გასროლისას უზრუნველყოფს მეორე ლულაში გაუსროლელ ვაზნაში საფანტის მჭიდროდ დაჭერას. მონადირეები ხშირად მიმართავენ არასწორ და არა სრულფასოვანი ვაზნების დატენვას. მიზეზი ხშირად მაქსიმალურად ეკონომიურად ვაზნის დატენვაა. იყენებენ ტუალეტისა და სხვადასხვა სახის ქაღალდებს, ნახერხს, ტყავისაგან გამოჭრილ პიჟებს და მრავალ სახვა სახის არა სწორი დანიშნულების მასალებს. რის არჩევაშიც მონადირეებს საკმაო ფანტაზია გააჩნიათ. ადრე ჩვეულებრივი დენთის მაგიერ იყენებდნენ საარტილერიო ჭურვების დენთს, რომელსაც აქუცმაცებდნენ და ქფავდნენ სხვადასხვა საშუალებით. ასეთი სახით ეკონომიურად ვაზნების დატენვა კი ხშირად უფრო ძვირი უჯდებათ, რომ არაფერი ვთქვათ თოფის დაზიანებაზე, საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ ჯანმრთელობას. ამიტომ ყოველთვის მასრები უნდა დაიტენოს თანმიმდევრულად, შესაბამისად რეკომენდირებული საშუალებებით და რაც მთავარია დაცული უნდა იყოს პირველ რიგში უსაფრთხოების წესები.
  5. ფოლადის საფანტის ეფექტურობა სანამ ფოლადის საფანტის ღირსებებსა და ნაკლზე ვისაუბრებდეთ, მისი მასრაში ჩატევის საკითხი უნდა განვიხილოთ.ეს საფანტის სიმკვრივესთან არის დაკავშირებული,რაც ტყვიის სიმკვრივეზე 1,45 -ჯერ ნაკლებია.ამის გასარკვევად ბევრი გამოთვლა და ექსპერიმენტია ჩატარებული.4,5მმ დიამეტრის მოსპილენძებული ფოლადის საფანტის ზომა ტყვიის საფანტის № 00-ის ტოლია.ერტი ბურთულის მასა 0,36გრ უდრის.ტყვიის № 00 საფანტის მასა 0,53 გრამია. 12 ყალიბის 76მმ მასრის შიდა დიამეტრი 19მმ და სიღრმე 69მმ -ია.ასეთ მასრაში 2,3 გრ სოკოლი 13 მმ სიმაღლეზე დგება.ქეჩის საცობი - 16მმ, საფანტის პიჟზე თავის მოხვევას 8მმ სწირდება.აქედან გამომდინარე საფანტის სვეტი 32მმ სიმაღლეს იკავებს. № 00 ტყვიის საფანტის 108 ბურთულა ეტევა, რაც 39 გრამს შეადგენს. ამავე მოცულობის 4,5მმ ფოლადის ბურთულები 68 ცალი ჩაეტევა დამისი მასა 24,5 გრამს შეადგენს. რადგან ფოლადის საფანტის სროლისათვის აუცილებელია პიჟკონტეინერის გამოყენება, მასრის ვარსკვლავუსებური ჩახვევა კიდევ უფრო ამვირებს ფოლადის საფანტის რაოდენობას. როგორც ვხედავთ ფოლადის საფანტის სრულწონიანი მუხტი 76მმ მასრაშიც ვერ ეტევა.მხოლოდ 89მმ მასრაში ჩაეტევა ფოლადის საფანტის 96 ბურთულა ,რაც 35 გრ შეადგენს. ახლა გარე ბალისტიკაზე გადავიდეთ. ვთქვათ ,ჩვენს მიერ შერჩეული ფრინველისთვის ოპტიმალურია № 7 საფანტი. ერთი მარცვლის მასა 0,094 გრამია, 375 მ/წმ საწყისი სიჩქარის შემთხვევაში მასა 32 მეტრზე 200 მ/წმ სიჩქარე ექნება. ფოლაიდის №7 საფანტის ერთი მარცვალის მასა 0,065 გრამია. ამ ორი საფანტის კინეტიკური მონაცემები რომ გავათანაბროთ, ხსენებულ მანძილზე ფოლადის საფანტს 240 მ/წმ საიჩქარე ნდა ჰქონდეს.ტყვიის № 8 საფანტის მარცვლის მასა 0,067 გრამია, რომელიც 240 მ/წმ სიჩქარეს 20 მეტრზე ინარჩუნებს. რადგან № 7 საფანტის განივი კვეტა № 8 საფანტზე მეტია. ფოლადის საფანტი 240 მ/წმ სიჩქარეს 20 მეტრზე ნაკლებ მანძილზე აჩვენებს.აქედან გამომდინარე, ფოლადის სსაფანტის სროლის დროს ტყვიის საფანტთან შედარებით მანძილი 1,6-ჯერ მცირდება. იმ ნადირობებზე სადაც #5 ტყვიის საფანტს ვიყენებთ, № 3 ფოლადის საფანტს ვესვრით, რასაც ხშირად გვირჩევენ , ამ შემთხვევაში ეფექტური სროლის მანძილი 1,6-ჯერ მცირდება, რადგან ერთი და იგივე წონის მუხტში საფანტის მარცვლების რაოდენობა 1,45-ჯერ მცირდება , სროლის ეფექტურობა 1,6 x 1,45=2,32-ჯერ დაიკლებს! თუ სროლის მანძილის გაზრდის მიზნით კიდევ უფრო მსხვილ საფანტს გამოიყენებთ, მუხტში საფანტის მარცვლების რაოდენობა კიდევ შემცირდება და უარეს შედეგს მივიღებთ. როგორც ვხედავთ მოხვედრის სიმჭიდროვითა და გაჭრის ძალით ფოლადის საფანტი ტყვიისას ბევრად ჩამორჩება. რაც შეეხება ფოლადის საფანტის სიმკვრივეს, იგი მართლაც იძლევა ლულაში წნევისა დასაწყისი სიჩქარის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას, რაც საბოლოოდ ამ საფანტის კინეტიკურ ენერგიას ზრდის , მაგრამ თანამედროვე თოფში ამ უპირატესობის რეალიზება, სადაც წნევა ისედაც 1000 ბარ-ს უტოლდება, შეუძლებელია. ამიტომ ფოლადის საფანტით წარმატებული სროლა 20-25 მეტრზე შორს ნაკლებეფექტურია. ზოგიერთს ჰგონია, რომ ფოლადის საფანტის ყველა მარცვალს ერთნაირი სიჩქარე ექნება, საფანტის ონა სივრცეში არ გაიწელება და ეს დამიზნებას გაართულებს, მაგრამ ეს უკვე აშკარა გადაჭარბრბაა , რადგან მიზანი კი არ გადაკვეთს საფანტის კონას არამედ საფანტი გადაკვეთს სამიზნესთუ მხედევლობაშ მივიღებთ იმას რომ საფანტს მიზანთან შეჯახების დროს 10-ჯერ მეტი სიჩქარე აქვს, ამ შეჯახების შედეგი უძრავ სამიზნეზე დარტყმის მსგავსი იქნება.ტყვის საფანტიდან ფოლადის საფანტზე გადასვლა არც ტუ ისე ადვილი საქმეა. სტატია მოამზადა : დავით ურუშადძემ http://inadire.ge/ -ისათვის
  6. მობილჩოკები და მინაფრენზე სროლა გაფრენილ სამიზნეზე სროლის შედეგიანობა პირველ რიგში მონადირის ოსტატობაზეა დამოკიდებული .ეს არის თოფის ხმარების ჩვევა, სროლის დისტანციის ზუსტი განსაზღვრის უნარი და სამიზნის სიჩქარისა და საჭირო წინსწრების სწორი შეფარდება. მოუხერხებელი თოფიდან ზუსტი სროლა ძალიან ძნელია , ხოლო მსროლელის აღნაგობაზე და მის სროლის მანერაზე მორგებული თოფიდან ____ გაცილებით ადვილი , არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება საჭირო ზომის ჩოკის შერჩევას, რაც მონადირის სროლის უნარის სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს. №1 ცხრილში (35მმ სამიზნის დიამეტრი 750მმ) მოყვანილია საფანტის სიმჭიდროვისა და გაშლის ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტის შეფარდებითი სიდიდეები , რაც ჩოკის ზომებზეა დამოკიდებული(12ყალიბი)(ცხრ.1) ლულის არხისა და გარეთა პროფილის შესრულების ხარისხის მიხედვით ერთნაირი ჩოკების მქონე თოფების მოხვედრა ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთიდაიგივე ზომის ჩოკებიანი ლულები ,რომლებსაც სხვადასხვა სიგრძე ,წონა, კედლების სისქე და ლულის არხის განსხვავებული პროფილი აქვთ, ერთნაირ მოხვედრას ვერ უზრუნველყოფენ. ამ მაჩვენებელზე ჩოკის ფორმა და სიგრძეც მოქმედებს. მოკლე ჩოკი ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტს ზრდის. ამავე შევიწროების ,მაგრამ გრძელი და მდორე გადასვლების ჩოკი ამ მონაცემს ამცირებს . ამ დროს მოხვედრის სიმჭიდროვის პროცენტული მაჩვენებელი იგივე დარჩება ,მაგრამ საფანტი სამიზნის ფართობზე უფრო თანაბრად განაწილდება. ერთ ჩოკში საფანტიც განსხვავებულ მიხვედრას მოგვცემს,0,75მმ ჩოკში საფანტის თანდათანობით გამსხვილება დაახლოებით 5-10%_ით მეტ სიმჭიდროვეს იძლევა. 1მმ და მეტი ჩოკი მსხვილი საფანტით საწინააღმდეგო შედეგს იძლევა ---სიმჭიდროვე და სხვა პარამეტრები მცირდება. მაგრამ თუ ლულის არხიდან ჩოკში გარდამავალი კონუსი საკმაოდ გრძელი და მდორეა , ხსენებული განსხვავება არც თუ ისე შესამჩნევია. შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ შედეგს მოგვცემს სისტემა „ თოფი-ვაზნა“ ჩოკური შევიწროების ცვალებადობისა და გამოყენებულ ტყვია -წამალთან მიმართებაში. ამას ზუსტად თოფის ტესტირების შემდეგ გავიგებთ.ამ შემთხვევაში №7 საფანტისათვის 750მმ დიამეტრის 100 უჯრედიანი სამიზნე უნდა ავიღოთ , ხოლო უფრო მსხვილი საფანტის შემთხვეაში, იგივე დიამეტრის 16 უჯრედიანი სამიზნე ჯობია. თუ საფანტით სროლის კლასიკური შეხედულებას დავეყრდნობით სროლის ზონა 4 ნაწილად იყოფა (ცხრ.2) 1- ზონა, სადაც საფანტის სიმჭიდროვე ძალიან დიდიადა სროლა არ შეიძლება. 2- სროლის სრული მონაკვეთი- 750მმ სამიზნეზე 100%-იანი მოხვედრა. 3- სროლის იდეალური მონაკვეთი, 4- დასაშვები სროლის მონაკვეთი , სადაც 750მმ წრეში დაახლოებით 50% საფანტი ხვდება (ცხრ.2) ეს ცხრილები სროლის რაციონალური ზონების გარდა , მოხვედრის სიმჭიდროვეზე დამოკიდებულ სროლის მანძილებს გვაჩვენებს. ეს ცხადია , უფრო თეორიულ ხასიათს ატარებს და მკაცრად განსაზღვრულ პრაქტიკულ რეკომენდაციას არ წარმოადგენს, რადგან გარკვეულ დისტანციაზე სროლის ეფექტურობა პირველ რიგში საფანტის ზომითა და მისი მიზანში მოხვედრის საბოლოო სიჩქარით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, საფანტის ყველაზე პოპულარული მანძილი იქნება : № 7 საფანტი-30-35მ. #5 საფანტი -40-45მ. № 1 საფანტი-45050მ. № 2 ცხრილის მიხედვით , წვრილი საფანტისათვის ეს იქნება ჩოკი 0,25მმ (გაუმჯობესებული ცილინდრი), ხოლო საშუალო და მსხვილი საფანტისათვის -- ჩოკი 0,5მმ (ნახევარჩოკი). აქ მთავარი ის არ არის ,რომ ხსენებული ჩოკები რაციონალური სროლის ზონებს აფართოებენ და მნიშვნელოვნად აადვილებენ გაფრენის სამიზნეზე სროლას . ჩოკური შევიწროება მოხვედრის სიმჭიდროვე % ცენტრში შეჯგუფების კოეფი იციენტი 0.00მმ 0,00მმ 30-35% 1,0 0,25მმ 0.25მმ 40-45 1,5 0.5მმ 0.5მმ 50=55 2,0 0,75მმ 0.75მმ 55=60 2,5 1,00მმ 1.00მმ 60-70 3,0 1,25მმ 1.25მ 75-85 3,5 ცხრილი № 1. ჩოკი მმ 1 ზონის სიგრძე 2 ზონის სიგრძე 3 ზონის სიგრძე 4 ზონის სიგრძე 0,25მმ 0-13მ 13-18მ 18-28მ 28-35მ 0,50 მმ 0-12მ 19-24მ 24-38მ 38-47მ 1,00 მმ 0-22მ 22-27მ 27-45მ 45-54მ ცხრილი № 2, გაფრენილ სამიზნეზე პრაქტიკული სროლის შემთხვევაში რას უნდა ვითხოვდეთ სისტემისაგან „თოფი-ვაზნა“ ? რადგან ჩვენი სტატიის თემა ჩასახრახნი ჩოკებია, სწორი იქნება, თუ ამ მასალაში, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე თოფებს ვიგულისხმებთ, რომლებსაც მობილჩოკების გარდა 76მმ სავაზნეები აქვთ. ეს არამარტო მოხმარებულ ტყვია -წამლის რიგის გაფართოების საშუალებას ,არამედ სისტემა „თოფი-ვაზნა“- საგან სწრაფად მოძრავ სამიზნეზე თითქმის აუცდენელი სროლის გარანტიას იძლევა. თუ ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტზე ვილაპარაკებთ, ეს არის 1,5-2,0 და 50% სიმჭიდროვე. № 7 საფანტისათვის და 100 უჯრიან სამიზნეზე განაწილების სითანაბრე 90%. არ შეიძლება ყურადღების გარეშე დარჩეს თოფის ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა მოხვედრის მუდმივი ერთგვაროვნება, როცა საფანტის მოხვედრის სიმჭიდროვე და გაჭრის ძალა , განაწილების სითანაბრე და ცენტრში შეჯგუფება ერთნაირ მეტეოპირობებში დაახლოებით თანაბარია, ყოველივე ეს ლულისა და მობილჩოკების მაღალი ხარისხის გარდა ,ვაზნების ხარისხზეც არის დამოკიდებული. ისეთ ფრინველზე, როგორიცაა ტყის ქათამი, მწყერი, ჭაობის ფრინველები, გნოლი, გაფრენილი იხვი, № 7 საფანტზე უფრო მსხვილი არახელსაყრელია. სტანდარტული ვაზნის „32გრ“ საფანტის რაოდენობა 50% -იანი მოხვედრის შემთხვევაში დაზიანების ზონის დასაფარად სრულიად საკმარისია და დამიზნებაში დაშვებულ მცირე შეცდომებსაც ასწორებს. მძიმე ვაზნების გამოყენების შემთხვევაში 40-50% სიმჭიდროვე სრულად საკმარისია. ასეთი გასროლა სამიზნეზე იმდენივე საფანტს მიიტანს, რასაც უფრო მჭიდრო მოხვედრის სტანდარტული (32გრ) ვაზნა.ამასთან ერთად გაშლის წრის პერიფერიული ზონაც უფრო მჭიდროდ დაიფარება, რასაც გაფრენილზე სროლის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის , თუ რამდენად ეთიკურია პატარა ფრინველზე თითქმის მისივე წონის საფანტის სროლა, ყველა მონადირემ თავდ უნდა გაარკვიოს. მსხვილ საფანტს როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მოკლე გადასვლებიანი ძლიერი ჩოკები არ „უყვარს“. გრძელი ნახევარჩოკიდან № 1 ან № 0 საფანტი მიზანს ისევე მჭიდროდ მოხვდება , როგორც № 7 ძლიერი ჩოკიდან -- 1-1,2მმ. ეს კი შორს , მაგალითად ბატზე სროლისას უპირატესობას იძლევა .მონადირემ უნდა იცოდეს , რომ საფანტის ზომის ზრდასთან ერთად მოხვედრის სიმჭიდროვე იზრდება. ოღონდ იმ შემთხვევაში , თუ ჩოკის ზომა 0,7-0,75 არ აღემატება. შევიწროების ზომისა და სიგრძის , აგრეთვე ლულის არხის დიამეტრის ცვალებადობის მიხედვით, ეს პარამეტრებიც იცვლება. „მეავტომატეებს“, რომელსაც ჩასახრახნი ჩოკების კრებული აქვთ ,თქვენი არჩევანი 0,4-0,5 მმ-ზე შეაჩერეთ . 76მმ სავაზნის მქონე თოფს თუ 36 გრ. საფანტს ისვრით, რომელიც უზრუნველყოფს უპრობლემო გადატენვას , ეს ჩოკი პრაქტიკულად უნივერსალს გახდის. ამ წერილს სარეკომენდაციო-სადისკუსიო ხასიათი აქვს. გაფრენილ სამიზნეზე სროლის თავისებურებებზე ყველა მონადირეს თავისი შეხედულება აქვს. მიუხედავად ამისა , მრავალწლიანი სტაჟის მქონე მონადირეებმაც კი ზოგჯერ თავისი ჩვევებისა და შეხედულებების „რევიზია“ უნდა მოახდინოს. სტატია მომზადა დ.ურუშაძემ http://inadire.ge/ -ისთვის ჟურნალი " ნადირობიდან"
  7. სასანაგრე სტენდი სასანგრე სტენდზე სამიზნეები მკაცრად ჩვენგან წასულებია. ძირითადი ტრაექტორიებია მარჯვენა მარცხენა და პირდაპირი. იქიდან გამომდინარე რომ სანგარში 15 მაქნაა, თეფშის ტრაექტორია და კუთხეები , ფრენის სიჩქარე , ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სასანგრე სტენდზე ვარჯიში დამახასიატებელია იმ მონადირეებისათვის ვინც მეძებრით ფრინველზე ნადირობითაა გატაცებული . ან ვთქვათ ნავით კამიშებში ნადირობისას.მართალია სანგარიდან ამოფრენილი თეფში სიჩქარე ზედმეტად მაღალია, არცერთი ფრინველი არ აიჭრება მიწიდან ასეთი სისწარფით, აქ კი ორი გზაა ნადირობისათვი მოსამზადებლად: ან უნდა ისწავლოთ დაამსხვრიოთ სწრაფი თეფშები (მაშინ კი გაგიადვილდებათ შედარებით ნელ სიჩქარით მფრინავ ფრინველებზე სროლა) ან უნდა სთხოვოთ სროლის ინსტრუქტორს თეფშის ფრენის სიჩქარე შეანელოს მე ვურჩევდი მაინც მეორე ვარიანტი აერჩიათ. რადგანაც სწრაფად მფრინავი სამიზნე ძალიან განსხვავდება ნელა მფრინავი სამიზნისგან თავისი სპეციპიკით(ნადირობისას სროლის გათვალისწინებით) . ასევე სასარგებლოა ე.წ. მისვლით სროლა, როგორც სპორტის სახეობა დიდი ხანია არ გამოიყენება,მაგრამ ნადირობისათვის მზადებაში ძალიან სასარგებლოა. ამ დროს სმროლელი არ დგას ერთ ადგილზე არამედ გადაადგილდება სანგრის კიდისკენ ანუ ცენტრისკენ თოფით ხელში. მსროლელისათვის უცნობ მომენტში ნებისმიერი ტრაექტორიით გამოჩნდება სამიზნე და სპორცმენი ვალდებულია დააზიანოს იგი. სანადირო სიტუაციის სრული იმიტაციაა.იქიდან გამ,ომდინარე რომ მეძებრით ნადირობისას ხშირად წყვილი ფრინველი უფრინდება მონადირეს, სასურველია სასანგრე სტენდზე დუბლეტ სამიზნეებს მიექცეს ყურადება. მაგრამ ამის გაკეთება მას შემდეგაა შესაძლებელია და სასურველი როდესაც კენტი სამიზნეების ანბანს შესიწავლით. სასანგრეზე მრგვალისაგან განსცხვავებით შესაძლებელია ორი გასროლის გაკეთება ერთ სამიზნეზე. თუ ვინმეს პრობლემა აქვს პირველ სროლასთან დაკავშირებით შეიძლება დახვეწოთ ეს მომენტი .
  8. MC დაზიანებული გარკვევით ჩანს მც-ს ლულაში ჩარჩენილი ან სროლამდე მოხვედრილი უცხო საგნის მიერ გამოწვევული დაზიანება. პირველ შემთხვევაში გაბერილია ჩოკი ხოლო მეორე შემთხვევაში გახეთქილია, რაც მეტყველებს იმაზე რომ მეორე შემთხვევაში უფრო მეტი წინააღმდეგობაა შექმნილი ლულაში, რამაც გამოიწვია ლულის გახეთქვა.
  9. უსაფრთხოება 1.ყოველთვის ჩათვალეთ რომ იარაღი დატენილია 2. იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მხარეს 3. თითი მოაცილეთ სასხლეტს 4. გადახსენით იარაღი და შეამოწმეთ სავაზნეები 5.იარაღი და ტყვია წამალი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, უცხოებისთვის და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომლად. 6.შენახვისას იარაღის სასხლეტი ბლოკირებული უნდა იყოს სპეციალური საკეტით. იარაღი უნდა ინახებოდეს საკეტის მქონე კარადაში ან ყუთში. 7.იარაღი დატენეთ მხოლოდ სანადირო სექტორში. 8.არ მიიღოთ და არც სხვას არ გადასცეთ დატენილი იარაღი. 9.არ მიაყრდნოთ იარაღი მანქანას, ხეს ან სხვა საგანს. 10.ბარიერზე გადასვლისას ჯერ გადახსნილი იარაღი გადადეთ(მიწაზე) და მერე თქვენ გადადით. 11.კარგად შეაფასეთ სამიზნე სროლამდე. არ ისროლოთ სილუეტის, ჩრდილის ან გაურკვეველი ხმის მიმართულებით. 12.იარაღის დატენვამდე შეამოწმეთ ლულები(განსაკუთრებით ზამთარში, როცა ლულაში თოვლის მოხვედრის შესაძლებლობაა). 13.თუ ვაზნამ გიმტყუნათ, არ გადახსნათ იარაღი 5 წამის განმავლობაში(შესაძლებელია ნაგვიანები გასროლა), თოფის გადახსნისას სავაზნეები მიმართეთ უსაფრთხო მიმართულებით და არა შენსკენ. 14.პრობლემის შემთხვევაში დაუშვებელია იარაღთან უხეში მანიპულაცია, მითუმეტეს დატენილი იარაღის ლულაში ჩახედვა 15.გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები(მონაცემები ნახეთ ლულაზე ან იარაღის პასპორტში). 16.არ ენდოთ ჩამკეტ ღილაკს. ისევე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, დამცველიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და უკონტროლო გასროლა მოხდეს. 17.კარგად დაათვალიერეთ სივრცე რომელიც სამიზნის უკანაა. 18.წყლის ზედაპირმა ან სხვა მყარმა საგანმა ტყვიის(საფანტის) ტრაექტორიას შეიძლება მიმართულება შეუცვალოს. 19.იარაღთან ურთიერთობის(უსაფრთხოების) საბაზისო წესები გააცანით ოჯახის წევრებს. 20,სასხლეტი ჩაკეტეთ შესაბამისი ბოქლომით 21,იარაღი შეინახეთ კარადაში ან სათავსოში, რომელიც იკეტება 22,ტყვია-წამალი შეინახეთ განცალკავებით 23,თვალყური ადევნეთ ბავშვებსა და მოზარდებს იარაღთან მათი უკონტროლო კონტაქტის თავიდან ასაცილებლად 24,ყოველთვის გააკონტროლეთ ლულების მიმართულება 25,არ დატენოთ იარაღი მანამ სანამ სროლისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არ მოხვდებით 26,წინაღობის გადალახვისას იარაღი გადახსნილი უნდა იყოს 27,თითი მოაცილეთ სასხლეტს 28,მუდმივად გამოიყენეთ ჩამკეტი ღილაკი 29,არ გამოიყენოთ დაზიანებული იარაღი 30,მუდმივად შეამოწმეთ იარაღის გამართულობა 31,პრობლემის შემთხვევაში დაუშვებელია იარაღთან უხეში მანიპულაცია, მითუმეტეს დატენილი იარაღის ლულაში ჩახედვა
  10. სანადირო თოფის ბალისტიკა ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ამ ეფექტის ანუ საფანტის დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად ქარხნულ ვაზნებში ხმარობენ ამორტიზატორს ანუ კონტეინერის ძირში ერთგვარი პლასმასის ზამბარასავით მოწყობილობა ალბათ ყველას შეგვინჩნევია., ხელით ნამზად ვაზნებში შეიძლება გამოყენებული იქნას რბილი მასალისაგან დამზადებული საცობები ( პიჟები) მაგალითად ქეჩა, რომელიც ერთგვარ ამორტიზაციას გააკეთებს და თავიდან ავიცილებთ საფანტების დეფმაციას, ნაკლებად დეფორმირებული საფანტი კი ბევრად თანაბრად იშლება და მეტი ჭრაც აქვს რაც წარმატებული ნადირობის ერთ ერთი პირობაა. აქ კარგად ჩანს თუ როგორ გადაეწყობა საფანტის კონა ლულის შევიწოებულ ნაწილში ,,ჩოკში,, გადასვლისას. ამ მომენტში ხდება ლულის ტუჩთან ჰაერის მიჭირხვნა (ლულიდან გამოტყორცნილი ცხელი აირები ეჯახება ატმოსფეროს შედარებით ცივ ჰაერს) რაც იწვევს აფეთქებას თოფის სროლისას, აფეთქებისას წარმოიქმნება ხმა! უკვამლო თეთრი დენთი (თოფის წამალი) ნიტრო ცელულოზაა (საარტილერიო ჭურვებში იხმარება ,,კარდიტი,,) რომელიც წვისას წარმოქმნის გაზებს ანუ წვისას ფართოვდება უცაბედად და პოტენციური ენერგია გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიაში, აწვება რა ვაზნაში მოთავსებულ ჭურვს (საფანტი, ტყვია , საარტილერიო ჭურვი. დ.ა.შ) იწვევს მის უკუშეუქცევად მოძრაობას ლულის არხის გასწვრივ, სანადირო თოფებში ნახმარი უბოლო დენთი (სოკოლი, ბარსი, რექსი, ...) გათვლილია სანადირო ვაზნებისათვის ,,ჟეველოს,, ტიპის ფისტონისათვის (კაფსულა)... (,,ცბ,, ე.წ კაფსოლ ცენტრალნავა ბოია) გათვლილია კვამლიანი შავი დენთისათვს, ასეთი ფისტონით აალებული თეთრი (უბოლო) დენთით დატენილი ვაზნა იძლევა არასრულფასოვან და არასტაბილურ გასროლებს. აუცილებელია საფანტის სიმსხოს შერჩევა თოფის ლულის შევიწროვებასთან ,,ჩოკთან,, მიმართებაში ანუ კარტეჩის და შედარებით მსხვილი საფანტის სასროლად აგრეთვე ცალი ტყვიის ,,იაკანი მაიერი გუალანდი პოლევა, იდეალი, ვიატკა, სპუტნიკი ბლონდო მირაჟი,, დ.ა.შ სასროლად უკეთესია და რეკომენდირებულია ნახევარჩოკის, ცილინდრის, ან შევიწროვებული ცილინდრული ლულის ხმარება, ჩოკით ნასროლი ზემოთ ხსენებული ჭურვები არასტაბილური შლის და მოხვედრის მაჩვენებლით გამოირჩევა და გარდა ამისა შეიძლება თოფიც დავაზიანოთ, სასტიკად აკრზალულია ძლიერი ჩოკური შევიწროვებული ლულებიდან (1,25. 1,35. 1,4) (ესეთი ხშირად აქვთ ტრანშეული სტენდისათვის დამზადებულ სპორტულ თოფებს),, მსხვილი (5 ნომერი ) საფანტზე მსხვილი საფანტის სროლა,ასევე ნებისმიერი ზემოთ ხსენებული ცალი ტყვიისა და კარტეჩის სროლა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დავაზიანებთ თოფს. ძლიერი 1,25 და ძალიან ძლიერი 1,35. 1,4 ჩოკიდან იდეალურშედეგს იძლევა 6, 7, 8, 9, ნომერი საფანტი, საშუალო და შორ მანძილზე სროლისას. მეოთხედ ჩოკი ანუ 0,75 ტიანი შევიწროვებით საუკეთესო შედეგს იძლევა 5, 4, 3 ,2 ,1 ,0, 00, 000. საფანტის სროლისას შორ მანძილძე. გარდა ამისა სანადორო თოფს რომლის ლულებიც გათვლილია ფოლადის საფანტით დატენილი ვაზნების სროლისათვის ჩოკური შევიწროება არასტანდარტული აქვთ ანუ უფრო ნაკლებ შევიწროვებულია თუმცა მარკირება იგივე აქვთ. ასეთი ლულიდან ნასროლი ჩვეულებრივი საფანტი შედარებით ახლო მანძილზე იშლება თანაბრად, თუ გვინდა ასეთი კონსტრუქციის ლულიდან შორ მანძილზე რბილი საფანტით ნადირობა აუცილებელია შევცვალოთ ფოლადის საფანტის სასროლად გათვლილი ჩოკური შევიწროვება რბილი საფანტის სასროლად გატვლილ ჩოკურ შევიწროვებაზე
  11. ბალისტიკის შესავალი და ცნობები შიდა ბალისტიკიდან 1.1. ბალისტიკა – არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ჭურვის მოძრაობას ცეცხლსასროლი იარაღის ლულაში (შიდა ბალისტიკა) და ლულიდან გამოსვლის შემდეგ (გარე ბალისტიკა). ამის მიხედვით, იგი იყოფა შიდა და გარე ბალისტიკად. შიდა ბალისტიკა შეისწავლის იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ლულის არხში ტყვიის (ჭურვის) მოძრაობისას. 1.2. გასროლა და მისი პერიოდები გასროლა არის ტყვიის გამოგდება ლულის არხიდან იმ აირების ენერგიის საშუალებით, რომლებიც წარმოიქმნება დენთის მუხტის წვის შედეგად. სასროლი იარაღით სროლისას ადგილი აქვს შემდეგ მოვლენებს: ლულის სავაზნეში შეგზავნილი საბრძოლო ვაზნის კაფსულზე საცემლის დარტყმის შედეგად ფეთქდება კაფსულის ამგზნები შემადგენლობა და წარმოიქმნება ალი, რომელიც მასრის ფსკერზე არსებული ხ**ელების გავლით აღწევს დენთის მუხტამდე და ააალებს მას. დენთის მუხტის წვისას დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ძლიერ გახურებული აირები, რომლებიც ლულის არხში ქმნიან მაღალ წნევას ტყვიის ძირზე, მასრის ფსკერსა და კედლებზე, აგრეთვე ლულის კედლებსა და საკეტზე. ტყვია, ფსკერზე აირების წნევის ზემოქმედების შედეგად, იძვრის ადგილიდან და შეიჭრება ნაჭდევებში, ტრიალებს მათი გაყოლებით, გადაადგილდება ლულის არხში და გაიტყორცნება გარეთ, ლულის არხის ღერძის მიმართულებით. გავარვარებული აირები, რომლებიც ლულის არხიდან ტყვიის კვალდაკვალ გაედინებიან, მყისიერად ფართოვდებიან და ჰაერთან შეხვედრისას წარმოქმნიან ალსა და დარტყმით ტალღას, რომელიც გასროლის დროს წარმოქმნის ხმაურს. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა (ქსმ) და ტანკების შეიარაღებით სროლის დროს. გასროლა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ხდება (0,001-0,06 წმ). ის ოთხი თანმიმდევრული პერიოდისაგან შედგება: საწყისი, პირველი (ძირითადი), მეორე და მესამე (აირების შემდგომი მოქმედების) (ნახ. 1.). საწყისი პერიოდი გრძელდება მუხტის წვის დაწყებიდან ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის დაწყებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ლულის არხში წარმოიქმნება აირების ისეთი წნევა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ დაძრას ტყვია (ჭურვი) ადგილიდან და გადალახოს მისი გარსის (ჭურვის სარტყელის) წინააღმდეგობა ლულის ნაჭდევებში შეჭრისას. ამ წნევას ფორსირების წნევა ეწოდება. იგი აღწევს 250-500 კგ/სმ2-ს ნაჭდევების სახეობის, ტყვიის (ჭურვის) წონისა და გარსის (ჭურვის სარტყელის) სიმაგრის მიხედვით. დენთის მუხტის წვა ამ პერიოდში მიმდინარეობს მუდმივ მოცულობაში, გარსის (ჭურვის სარტყელის) შეჭრა ნაჭდევებში ხდება მყისიერად, ხოლო ტყვიის (ჭურვის) მოძრაობა ფორსირების წნევის დონის მიღწევისთანავე იწყება. პირველი (ძირითადი) პერიოდი გრძელდება ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის დაწყებიდან დენთის მუხტის სრულ დაწვამდე. პერიოდის დასაწყისში ტყვიისგარეთა (ჭურვისგარეთა) მოცულობა ტყვიის (ჭურვის) მცირე სიჩქარის გამო იზრდება უფრო ნელა, ვიდრე ხდება აირების წარმოქმნა, ამიტომ წნევა სწრაფად იზრდება და აღწევს თავის უდიდეს მნიშვნელობას (მაგალითად სასროლ იარაღში იგი აღწევს 2800-2900 კგ/სმ2-ს). ამ წნევას მაქსიმალური წნევა ეწოდება. სასროლ იარაღში იგი წარმოიქმნება ტყვიის მიერ 4-6 სმ-ის გავლისას (ჭურვის მიერ 4-10 კალიბრის გავლისას). შემდგომში ტყვიის (ჭურვის) სიჩქარისა და ტყვიისგარეთა (ჭურვისგარეთა) მოცულობის სწრაფი ზრდის შედეგად წნევა ეცემა. დენთის სრული დაწვის მომენტისათვის აირების წნევა მაქსიმალური წნევის დაახლოებით 2/3-ს შეადგენს. ტყვიის (ჭურვის) სიჩქარე კი ამ მომენტისათვის საწყისი სიჩქარის დაახლოებით 3/4-ია. მეორე პერიოდი გრძელდება დენთის მუხტის სრული დაწვის მომენტიდან, ტყვიის (ჭურვის) ლულის არხიდან გამოფრენის მომენტამდე. შეკუმშული და გახურებული აირები, იმის მიუხედავად, რომ აირების კვლავწარმოქმნა შეჩერებულია, ფართოვდებიან და ახდენენ გავლენას ტყვიაზე (ჭურვზე) და ზრდიან მის სიჩქარეს. წნევის დაცემა ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე პირველი პერიოდის ბოლოსათვის. ლულის ტუჩის წნევა შეადგენს მაქსიმალური წნევის 1/3-ს ქვემეხებისათვის და 1/5-ს სასროლი იარაღისათვის. მოკლელულიანი იარაღისათვის (მაგალითად პისტოლეტებისათვის) მეორე პერიოდი პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან ტყვია უფრო ადრე ტოვებს ლულის არხს, ვიდრე დაიწვება მთელი დენთის მუხტი. მესამე (აირების შემდგომი მოქმედების) პერიოდში აირები, რომლებიც ლულის არხიდან 1200-2000 მ/წმ სიჩქარით გაედინებიან, აგრძელებენ ზემოქმედებას ტყვიაზე (ჭურვზე) მანამ, სანამ 37 მათი წნევის ძალა არ გაუთანაბრდება ტყვიაზე (ჭურვზე) მოქმედი ჰაერის წინააღმდეგობის ძალას. ამ პერიოდში დენთის აირების ზეგავლენით ტყვია რამდენიმე ათეული სანტიმეტრის, ხოლო ჭურვი 5-10 მეტრის მანძილზე აგრძელებს გაქანებას. დენთის მუხტის ტემპერატურის გაზრდა იწვევს დენთის წვის სიჩქარის გაზრდას, რის გამოც იზრდება მაქსიმალური წნევა და საწყისი სიჩქარე. P0 _ ფორსირების წნევა; Pმ _ უდიდესი (მაქსიმალური) წნევა; Pს და Vს _ აირების წნევა და ჭურვის სიჩქარე დენთის წვის დამთავრებისას; Pტ და Vტ _ აირების წნევა და ჭურვის სიჩქარე ლულის არხის დატოვების მომენტისათვის; Vმ _ ტყვიის უდიდესი (მაქსიმალური) სიჩქარე; Pატმ - ატმოსფერული წნევა. 1.3. ტყვიის (ჭურვის) საწყისი სიჩქარე საწყისი სიჩქარე – არის ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის სიჩქარე ლულის ტუჩის გადანაჭერთან. საწყის სიჩქარედ მიღებულია პირობითი სიჩქარე, რომელიც დგინდება გაანგარიშების გზით. იგი გაიზომება მეტრ/წამებში (მ/წმ). კალიბრული ტყვიებისა და ჭურვების საწყისი სიჩქარეები მერყეობს 700-1000 მ/წმ-ის ფარგლებში, ხოლო ქვეკალიბრული ჭურვებისა – 1400-1600 მ/წმ და ზემოთ. საწყისი სიჩქარის მნიშვნელობები მოცემულია სროლის ცხრილებსა და ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებში. საწყისი სიჩქარე არის იარაღის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს მის საბრძოლო თვისებებზე. საწყისი სიჩქარის გაზრდა იწვევს ტყვიის (ჭურვის) ფრენის მანძილის, ტრაექტორიის ფენილობის, დაზიანების სივრცის, დამრტყმელი მოქმედების ჭურვებისათვის ჯავშანგატანის, ტყვიების სასიკვდილო და შემღწევი მოქმედებების გაზრდას და აგრეთვე გარემო პირობების გავლენის შემცირებას ტყვიის (ჭურვის) ფრენაზე. ტყვიის (ჭურვის) საწყისი სიჩქარის მნიშვნელობა დამოკიდებულია ლულის სიგრძეზე, ტყვიის (ჭურვის) წონაზე, დენთის მუხტის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, დენთის მახასიათებლებზე. რაც უფრო გრძელია ლულა, მით უფრო მეტ ხანს ზემოქმედებენ დენთის აირები ტყვიაზე (ჭურვზე) და მით უფრო მეტია საწყისი სიჩქარე. ერთნაირი სიგრძის ლულისა და დენთის მუხტის წონის შემთხვევაში საწყისი სიჩქარე იქნება მით უფრო მეტი, რაც ნაკლებია ტყვიის (ჭურვის) წონა. დენთის მუხტის წონის შეცვლა იწვევს დენთის აირების რაოდენობის შეცვლას და შედეგად ლულის არხში მაქსიმალური წნევისა და საწყისი სიჩქარის შეცვლას. 1.4. იარაღის უკუცემა (უკუგორვა) და გამოფრენის კუთხე ტყვიაზე (ჭურვზე) მოქმედი დენთის აირები ანიჭებენ მას მიმართული მოძრაობისა და ბრუნვით სიჩქარეებს. წნევა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს, წარმოქმნის უკუცემის ძალას. უკუცემის ძალის ზეგავლენით იარაღის (ქვემეხში უკუმგორავი ნაწილების) უკან მოძრაობას უკუცემა (ქვემეხში _ უკუგორვა) ეწოდება. სასროლი იარაღით სროლისას უკუცემის ძალა შეიგრძნობა ხელით, მხრით, მოქმედებს დანადგარზე ან გრუნტზე. უკუცემის ენერგია მით უფრო მეტია, რაც უფრო მძლავრია იარაღი. ხელის სასროლ იარაღში უკუცემა, როგორც წესი, არ აღემატება 2 კგ/მ-ს და მსროლელის მიერ აღიქმება უმტკივნეულოდ. დენთის აირების წნევის (უკუცემის ძალა) და უკუცემისადმი წინააღმდეგობის ძალები, ქვემეხებში – უკუგორვისადმი წინააღმდეგობის ძალა (კონდახის საყრდენი, სახელურის საყრდენი, იარაღის სიმძიმის ცენტრი და ა.შ.) ერთ ხაზზე არ არიან განლაგებული, მათი მიმართულება ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამ დროს წარმოქმნილი დინამიკური წყვილძალა იწვევს იარაღის კუთხურ გადახრებს (ნახ. 2). გადახრები შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე სასროლი იარაღის ავტომატიკის მოქმედების გავლენით და ლულაში ტყვიის (ჭურვის) გადაადგილების დროს მისი გაღუნვით. ამ მიზეზების გამო წარმოიქმნება კუთხე ლულის არხის ღერძის მიმართულებებს შორის გასროლამდე და ლულის არხიდან ტყვიის (ჭურვის) გამოფრენის მომენტში. ამ კუთხეს გამოფრენის კუთხე ეწოდება (მათი სიდიდეები ვერტიკალურ სიბრტყეში მოცემულია სროლის ცხრილებში). გამოფრენის კუთხის გავლენის შემცირება სროლის შედეგებზე, იარაღის თითოეული ეგზემპლარისათვის ხდება გამიზნვით. მაგრამ იარაღის მორგების, საყრდენის გამოყენების, აგრეთვე იარაღის მოვლისა და შენახვის წესების დარღვევა იწვევს გამოფრენის კუთხის სიდიდისა და იარაღის მოხვედრების ცვალებადობას. სასროლ იარაღში გამოფრენის კუთხის შესამცირებლად შეიძლება სპეციალური მოწყობილობების – კომპენსატორების გამოყენება. ლულის არხიდან გამოდინებული აირები ეჯახებიან რა კომპენსატორის კედლებს, სწევენ ლულის ტუჩს ქვემოთ და მარცხნივ.
  12. სპორტინგი იქიდან გამომდინარე რომ ეს სახეობა შედარებით ახალია ორიოდე სიტყვით გავამახვილოთ ყურადრება იმაზე თუ რას წარმოადგეს სპორტინგი.სპორტინგის მოედანი (ამ შემთხვევაში კომპაკტ ) ესაა დაახლოებით 40/40 მეტრზე კვადრატი. ამ მოედანზე სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა სიმაღლით განთავსებულია მინიმუმ 5-7 სასროლი მანქანა. მაქსიმალური რაოდენობა არაა შეზღუდული. მაგალითისათვის "კუზმინების" სასროლეტზე შენდება 12 აგრეგატიანი მოედანი.პირობითი კვადრატის წინა ხაზზე განთავსებულია 5 სასროლი პოზიცია. სასროლი პოზიციები ზემოთხსენებული სტენდებისაგან გასნხვავებულია, აქაა დამზღვევი ბოძები.(საცეცხლე ჩარჩო) ეს ჩარჩო დამზადებულია უსაფრთხოებისთვის, რადგან ნასროლები შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი მიმართულებით.ყოველი სამიზნე რომელიც კონკრეტული ნომრიდან ამოიჭრება, განასახიერებს გარკვეულ სანადირო ფრინველს თუ ცხოველს. ერთ ერთი საეთი სტენდი მოედნია სურათზე# 3მანქანა Aმრგვალი სტენდის მაღალი ჯიხურის მსგავსია, სადაც თეფში მიფრინავს მარცხნიდან მარჯვნინ.მანქანა Bშემხვედრი სამიზნე იმიტირებს მონადირისაკენ მომფრენ იხვსმანქანა Cსამიზნე სანგრიდან ამოფრინდება თეფში და შორდება მსროლელს. ვარირებული სიჩქარით და ფრენის სიშორით. როგორც უკვე ვთქვით ეს სამიზნე ძალიან სასურველია მეძებრით მონადირეთათვის.მანქანა Dსამიზნე რომელიც მარჯვენა მხრიდან მაღლა ფრინდება, განასახიერებს ხოხობს.მანქანა Eგანტავსებულია ყველაზე მაღალ და შორ ჯიხურში მოედნის მარცხენა მხარეს. შეიძლება განასახიეროს შორი ბატი რომელიც მოდის დასაშვებად , ასევე ხოხობი მარეკის გამორეკილი ტყიდან.მანქანა Fესაა ე.წ. გაქცეული კურდღელი, ამ ჯიხურიდან გამოშვებული სამიზნე მიგორავს გრუნტზე შიგადაშიგ ხტება ხოლმე. კურდღლის სირბილის ტრაექტორია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგიერთ მოედანზე, შეიძლება იყოს სამივე ტრაექტორიის კურდღელი, აი იქ კი სროლის სწავლის მსურველს ეძლევა არჩევის საშუალება ისროლოს მისთვის სასურველი სამიზნეს. ხშირად ნადირობისას გაურკვეველია დაცილების მიზეზი, ნასროლის განმეორება კი , იმავე მანძილზე იმავე კუთხით და იმავე სისწრაფით როგორც ასეთი ამის შესაძლებლობა არასოდეს არა არის. ჩემი რეკომენდაციაა; მიახლოებით დავიმახსოვროთ ყველა მაჩვენებელი და შევარჩიოთ სასროლეთზე ანალოგიური სამიზნე და გავერკვიოთ დაცილების მიზეზებში. ძირითადად როცა მონადირე დაცილების მთელ სერიას აკეთებს , ვთქვათ მაღლა გადმოსულ ბატზე , იგი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას მან უბრალოდ არ იცის სწორი წინსწრება რამდენი სჭირდება, ამ შემთხვევაში დაგვეხმარება სამიზნე E , რამოდენიმე გასროლის შემდეგ დადგინდება წინსწრების სიშორე, რომელიც უნდა დაიმახსოვროს მონადირემ და გამოიყენოს პრაქტიკაში. იგივე ეხება კურდღელს და იხვს, ამოფრთხიალებულ ხოხობს და ა.შ.სხვათაშორის მე შევამჩნიე რომ, ბევრი დამწყები მსროლელი ვისაც უნდა სროლის სწავლა სასროლად მოდიან სპეციალური სპორტული თოფებით, ან ქირაობენ მათ სტენდზე. საკუთარ სანადირო თოფებს კი ტოვებნ სახლში. მე ამას არ ვიზამდი.. თოფის შეჩვევა მისი ბალანსს , მანევრულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.ასევე შესაძლებელია სტენდზე ისროდეთ შესანიშნავად სპორტული ბოკფლინტით , მაგრამ ნუ მოელოდებით იმავეს ნადირობისას ნახევრად ავტომატით.რაც შეეხება დუბლეტებს სპორტინგ მოედნებზე ; ჯერ ერთი ნებისმიერ მანქანას შეუძლია მიყოლებით გაისროლოს თეფშები 1-2 წამის ინტერვალით. საკმაოდ ხშირი მოვლენაა როდესაც ერთ ამოფრენილ ფრინველს მოყვება მეორეც. კიდევ და უფრო საინტერესო ვარიანტია როდესაც პირველი გასროლის შემდეგ თოფის ხმაზე აფრინდება მეორე ფრინველი. ბალახიდან ან კამიშებიდან. შესაძლებელია მაგ. კურდღლის გამოვარდნა იმ ადგილიდან სადაც ჩავარდა ჩამოგდებული ფრინველი. მე პირადად სიამოვნებით ვესროდი ორ კურდღელს რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გარბიან , ასეთი რამ ნადირობისას იშვიათია მაგრამ იქნება და რა ხდება....მესტენდურის ყველაზე დიდი შეცდომა ნადირობისას ისაა რომ, სროლის ტექნიკა მთ (და ხანდახან მეც) ერთგვარი აქვთ აი ფრინველზე სროლის ტექნიკა კი სულ სხვაა. მესტენდური მოიგდებს თოფს მხარზე გაუსწრებს სამიზნეს და გამოკრავს ჩახმახს ისე რომ არ ფიქრობს შესწორებებზე. ვინაიდან თეფში მტვრად იქცევა თუ მას ერთი პატარა ნაწილი მოტყდება ის დაზიანებულად ითვლება, აი ნადრიობისას კი საჭიროა ფრიველის სასიკვდილოდ დაზიანება ისე რომ ჩამოგდებული ფრინველი არ იყოს დაჭრილი. მონადირე როგორც ასეთი ცდილობს გაუშვას სამიზნე და მშვიდად აუჩქარებლად დაუმიზნოს , ამას როგორც ასეთი მოყვება თოფის გაჩერება. შედეგად კი დაცილება. ესაა მესტენდურის ხში აცილების მიზეზი.დაახლოებით 20 წლის წინ , მქონდა ბედნიერება მიმეღო მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო შეჯიბრში როგორიცაა სანადრიო ხუთჭიდი. ეს იყო ნამდვილი მზადება ნადირობისათვის. ხუთჭიდში შედიოდა შემდეგი ვარჯიშები, მრგვალი სტენდი 50 სამიზნე, სასანგრე სტენდი 50 სამიზნე, გარეული თხა 100 მეტრი , გაქცეული ტახი ნებისმიერი კალიბრის სანადირო შაშხანა და ბოლოს მფრინავი ხოხობი. ეს უკანასკნელი იყო ყველაზე საინტერესო; მსროლელი დგას 15 მეტრში ღობის წინ, ღობის უკან კი მაღალი ჯიხურია ორი კატაპულტით, ბრძანების შემდეგ ორივე მანქანა ერთდროულად უშვებს თეფშებს, სპორცმენი ვალდებულია წყვილი სროლით დააზიანოს სამიზნე ისე რომ არ გამოცდეს მას ზურგს უკან. მშვენიერი ვარჯიშია იხვის გადაფრენისათვის, მაგრამ ვიდრე აქამდე მივა მსროლეი ის ვალდებულია გაეცნოს მრგვალი სტენდის და კომპაქტ სპორტინგის საწყის ეტაპს.
  13. სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება, საფანტის და ფინდიხის ნომერაცია, ვაზნის დამზადება ხშირად მონადირე, რომელიც თავადაა დაკავებული საფანტის ჩამოსხმით, დგება კითხვის წინაშე: რა ნომერს შეესაბამება მის მიერ ჩამოსხმული პროდუქტი? ძირითადად გამოყოფენ 15 ნომრის საფანტს: 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 0, 00, 000, 0000. ყველაზე პატარა ზომის 11 ნომერი საფანტის დიამეტრია 1,5მმ და ამის მერე ყოველ შემდგომ ნომერს აქვს დიამეტრი +0,25მმ და აღწევს 5მმ-ს 0000-ის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ადვილია განისაზღვროს თითოეული ნომრის საფანტის დიამეტრი: №11_1,5მმ; №10_1,75მმ; №9_2,0მმ; №8_2,25მმ; №7_2,5მმ; №6_2,75მმ; №5_3,0მმ; №4_3,25მმ; №3_3,5მმ; №2_3,75მმ; №1_4,0მმ; №0_4,25მმ; №00_4,5მმ; №000_4,75მმ; №0000_5,0მმ. გამოყოფენ ფინდიხის 7 ზომას, ესენია: №1-9მმ; №2- 8,5მმ; №3-8მმ; №4-7,5მმ; №4ა-7მმ; №5- 6,5მმ და №5ა-6,2მმ. ამერიკული საფანტის ზომები ორით მეტია ჩვენებურთან შედარებით, კერძოდ, გარდა ჩვენთვის ცნობილი საფანტის ნომრებისა, ამერიკაში გამოდის საფანტი ნომრით 7,5 და 8,5. მათი ზომებიც შესაბამისად 2,375მმ და 2,125მმ-ია. რაში ჭირდებათ ასეთი აბსოლიტრური ზომები ვერ გეტყვით , თუმცა ფაქტია რომ ამზადებენ გარდა ამისა 5/0-ს აღნიშნავენ F-ით; 4/0-ს T-ით 3/0-ს BBB-ით 2/0-ს BB-ით 0-ს კი B-ით. განსხვავებულია ფინდიხის აღნიშვნებიც: 9მმ-იანი აღინიშნება N000-ით(ჩვენთან N1); 8,5მმ-იანი N00-ით(ჩვენთანაც N2); 8მმ-იანი N0-ით(ჩვენთან N3); 7,5მმ-იანი N1-ით(ჩვენთან N4); 7მმ-იანი N2-ით(ჩვენთან N4ა); 6,5მმ-იანი N3-ით(ჩვენთან N5) და 6,2მმ-იანი N4-ით(ჩვენთან N5ა) საფანტის დახარისხების ავკარგიანობის განსაზღვრის მარტივი წესი ამგვარია: 10 გრამს უნდა იწონიდეს კარგი(ზომიერი) სიმაგრის 26 ცალი პირველი ნომრის საფანტი, №3_38 ცალი, №6_ 80ცალი, №7_104ცალი. ამ მაჩვენებლიდან მკვეთრი გადახრა შეიძლება გამოწვეული იყოს საფანტის ზედმეტი სიმაგრით ან სირბილით, ანდა საფანტის ცუდად დახარისხებით(სხვადასხვა დიამეტრი). აქვე აღსანიშნავია, რომ გარედან სპილენძით ან ნიკელით დაფარული საფანტის ეს მაჩვენებელი სავსებით განსხვავებულია. რაც უფრო სწორი ბურთულის ფორმისა და თანაბარი დიამეტრისაა თითოეული საფანტი, რამდენადაც ნაკლებ დეფორმაციას განიცდის იგი თოფის ლულაში გავლისას, იმდენად სრულფასოვანი იქნება თოფის მიტანა. მაგალითად, თანაბარ პირობებში სუფთა ტყვიისაგან დამზადებული საფანტის მიტანის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგარი საფანტისა. თუმცა ზედმეტად მაგარი საფანტიც არასრულფასოვანია. ლულიდან გამოტყორცნის შემდეგ ყველა საფანტი (ისე, როგორც ლულაში) ფრონტალურ სიბრტყეში ერთდროულად კი არ მოძრაობს, არამედ ყოველ ცალკეულ მომენტში ისინი ჰაერში განლაგებული არიან გარკვეული სიგრძითა და სიგანით. საფანტის ამ განლაგების ფორმას `საფანტის კონა~ ეწოდება. თავიდან საფანტებს შორის მანძილი მცირეა, ხოლო შემდეგ იგი თანდათან იზრდება და `საფანტის კონის~ მოცულობაც ანალოგიურად იცვლება, ე.ი დასაწყისში მცირეა, შემდეგ კი ნელ-ნელა იზრდება. `საფანტის კონის~ თავის წინა ნაწილში, 1-1,5 მ-ის სიგრძეზე, მოქცეულია ყოველი ცალკეული მომენტისათვის ჰაერში მოძრავ საფანტთა 80%, ხოლო კუდის ნაწილში, 2-2,5 მ-ის სიგრძეზე _ 20%. საფანტის ჭურვის საწყის სიჩქარეზე (რომელიც ყველაზე მაღალია ლულის ტუჩის ჭრილიდან მცირე მანძილის გავლის შემდეგ) დამოკიდებულია თოფის მიტანის სიმკვეთრე და მუდმივობა. მიტანის სიმკვეთრის ცნებაში იგულისხმება საფანტის სამიზნის სიღრმეში შეჭრა, იმისგან დამოუკიდებლად, მიიღწევა იგი თითოეული საფანტის შედარებით დიდი მასით თუ მისი მოძრაობის მაღალი სიჩქარით. რაც უფრო მეტია საფანტის მასისა და განივი ჭრილის შეფარდების მაჩვენებელი, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს იგი ჰაერის წინააღმდეგობის დასაძლევად. ამის შედეგია ის, რომ მსხვილი საფანტი უფრო დიდ მანძილზე ინარჩუნებს შედარებით მაღალ სიჩქარეს, ვიდრე წვრილი საფანტი. სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება ლულის სიბურჯღლის განსაზღვრისთვის უნდა ავიღოთ 100X100სმ ზომის ქაღალდი და დავხაზოთ მასზე ორი წრე _ A 750მმ და B 250მმ დიამეტრისა (როგორც ნახაზზეა ნაჩვენები). შემდეგ ამ პირობით სამიზნეს ვაკრავთ მშრალი ფიჭვის ფიცარზე (რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ). სამიზნიდან 35 მეტრის მანძილიდან ვისვრით პირობით სამიზნეზე (გასათვალისწინებელია, რომ მართებული შედეგის მისაღწევად ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურაა +15 გრადუსი, უნდა შეირჩეს უქარო და უნალექო ამინდი). შემდეგ ვითვლით დიდ წრეში მოხვედრილი საფანტის რაოდენობას და ვყოფთ ვაზნაში არსებული საფანტის რაოდენობაზე, ვამრავლებთ 100-ზე, რაც შესაბამისად _ შეადგენს ამ ლულის სიბურჯღლის მაჩვენებელს. მაგალითად, გასროლამდე ვაზნაში იყო 550 ცალი საფანტი, გასროლის შემდეგ დიდ წრეში მოთავსდა 250 ცალი, ამ შემთხვევაში ლულის სიბურჯღლე შეადგენს 250/550X100=45%-ს. ასევე შეიძლება განისაზღვროს ლულის ჭრა, ანუ მოხვედრის სიმკვეთრე. იგი იზომება ჭრილობის სიღრმით (სწორედ აქ გამოდგება ზემონახსენები ფიცარი). თუ საფანტის მიერ ფიცარში გაკეთებულ ნახვრეტში (ჭრილობაში) თავსდება კიდევ ერთი იმავე ზომის საფანტი, მაშინ ჭრა დამაკმაყოფილებელია. თუ ორი მოთავსდა, მაშინ _ კარგი, ხოლო თუ ნახვრეტში თავსდება სამი ან მეტი საფანტის ბურთულა, მაშინ ჭრა საუკეთესოა. განისაზღვრება საფანტის დაჯგუფებაც, ანუ ცენტრში კონცენტრაცია (ცდა ტარდება 7 ნომერი საფანტით). აღნიშნული მაჩვენებელი განისაზღვრება ფორმულით d =bX2,5\a, სადაც d დაჯგუფების მაჩვენებელია, b- პატარა წრეში მოთავსებული საფანტის რაოდენობა a_ დიდ წრეში მოთავსებული საფანტის რაოდენობა ; ვაზნის დამზადება შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოზები გაანგარიშებულია სტანდარტული ორლულიანი თოფებისათვის და არა მაგნუმისათვის. ერთ-ერთი ძირითადი ორიენტირი საჭირო საფანტის წონისათვის არის თოფის წონა. აღსანიშნავია, რომ თოფი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წონა არაა ზუსტი. კონკრეტული თოფის ვაზნისათვის საფანტის დასაშვები წონის მაქსიმუმი 12 ყალიბში არის მისი წონის 1/ 96, 16 ყალიბში მისი წონის 1/100, 20 ყალიბში მისი წონის 1/112, 28 ყალიბში მისი წონის 1/136 და 32 ყალიბში მისი წონის 1/148. ამის შემდეგ ვირჩევთ ამ მეთოდით განსაზღვრული მასის ქვემოთ 4 პუნქტს. მაგ. 3 კგ-იანი 12 ყალიბის ორლულიანი თოფის ვაზნისათვის საფანტის ოპტიმალური წონა მოქცეულია 27-დან 31-მდე გრამში(3000გ/ 96= 31; შემდეგი 4 ქვედა წონაა 30, 29, 28 და 27). ამის შემდეგ შეფარდებითი კოეფიციენტის გამოყენებით ვირჩევთ დენთის დასაშვებ ზღვრებს. შეფარდებითი კოეფიციენტი წარმოადგენს საფანტის მასის შეფარდებას დენთის მასასთან. აღნიშნული კოეფიციენტი მოცემულია ნებისმიერი დენთის ტექნიკურ პარამეტრებში. მაგ ,,სოკოლის” შეფარდებითი კოეფიციენტი 12 ყალიბისათვის არის 15-დან 16-მდე, 16 ყალიბისათვის 15,5-დან 17-მდე და 20 ყალიბისათვის 17-დან 19-მდე. დენთი ,,რექსისათვის” შეფარდებითი კოეფიციენტი არის 12 ყალიბში 20-დან 20,7-მდე, 16 ყალიბში 20-დან 21,8-მდე და 20 ყალიბში 21-დან 24,2-მდე. დენთი ,,რექსი" აქ მოვიტან უკვე გაანგარიშებულ დოზებს: 12 ყალიბი -------------- თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,45გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,5გ-მდე. თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,55გ-მდე. თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 29გ-დან 33გ-მდე; ,,რექსი” 1,44გ-დან 1,6გ-მდე. თოფის წონა= 3,3 კგ_საფანტი 30გ-დან 34გ-მდე; ,,რექსი” 1,48გ-დან 1,65გ-მდე. თოფის წონა= 3,4 კგ_საფანტი 31გ-დან 35გ-მდე; ,,რექსი” 1,53გ-დან 1,7გ-მდე. თოფის წონა= 3,5 კგ_საფანტი 32გ-დან 36გ-მდე; ,,რექსი” 1,57გ-დან 1,75გ-მდე. თოფის წონა= 3,6 კგ_საფანტი 33გ-დან 37გ-მდე; ,,რექსი” 1,62გ-დან 1,8გ-მდე. 16 ყალიბი ------------ თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,რექსი” 1,15გ-დან 1,24გ-მდე. თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,რექსი” 1,2გ-დან 1,28გ-მდე. თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 25გ-დან 29გ-მდე; ,,რექსი” 1,25გ-დან 1,33გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,38გ-მდე. თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,42გ-მდე. თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,47გ-მდე. 20 ყალიბი --------------- თოფის წონა= 2,5 კგ_საფანტი 19გ-დან 23გ-მდე; ,,რექსი” 0,9გ-დან 0,95გ-მდე. თოფის წონა= 2,6 კგ_საფანტი 20გ-დან 24გ-მდე; ,,რექსი” 0,95გ-დან 1,0გ-მდე. თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 21გ-დან 25გ-მდე; ,,რექსი” 1,0გ-დან 1,05გ-მდე. თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 22გ-დან 26გ-მდე; ,,რექსი” 1,05გ-დან 1,1გ-მდე. თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,რექსი” 1,1გ-დან 1,15გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,რექსი” 1,15გ-დან 1,2გ-მდე. არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ წონის მიხედვით მოცემულ მაქსიმალურ დოზებს!!! ამის შემდეგ ვამზადებთ თოფის შესაბამისი წონის მიხედვით საკონტროლო ვაზნების 4 სერიას. სულ მზადდება 20 ცალი ვაზნა. მაგ 3,3 კგ წონის 12 ყალიბის თოფის მისროლა უნდა გაკეთდეს 1,48გ დენთიანი 30, 31, 32, 33 და 34 გ საფანტით. შემდეგ 1,53გ-იანი(საფანტი მეორდება რათქმაუნდა), შემდეგ 1,6გ-იანი და ბოლოს 1,65გ-იანი ვაზნებით. მისროლის შედეგების მიხედვით ვირჩევთ საუკეთესო დოზირებას. ბოლოს ცოტას განვმარტავ: თუ მისროლისას ორმა სერიამ აჩვენა დაახლოებით ერთნაირი სიბურჯღლე და დაჯგუფება. მაშინ უმჯობესია არჩეულ იქნას ვაზნების ის ჯგუფი, რომელსაც აქვს ნაკლები შეფარდებითი კოეფიციენტი, რადგან ასეთ ვაზნას აქვს უფრო დიდი ჭრა. დენთი ,,სოკოლი" შეგახსენებთ,რომ ეს წესი მოქმედებს სტანდარტულ(სერიულ) ორლულიან თობებზე დენთისთვის ს ო კ ო ლ ი 1.საფანტის წონა= ლულების წონა/48 2.დენთის წონა= ლულების წონა/48X0.06 მაგალითად:თუ ლულა იწონის 1600 გრამს, მისი ვაზნისთვის საფანტის ოპტიმალური წონა=1600/ 48=33გ. დენთის ოპტიმალური წონა=1600/48X0.06=2გ. კიდევ ერთი შენიშვნა: ჰაერის +10-ზე დაბალი ტემპერატურის დროს მსუბუქი თოფებისათვის(საერთო წონით 3 კგ-მდე) დენთის რაოდენობა უნდა გაიზარდოს 5%-ით,ხოლო უფრო მძიმე თოფებისათვის(საერთო წონით 3 კგ-ზე მეტი) 10%-ით. წყარო.monadire.g.გურულო
  14. ფიქსირებული და სახსნელი ჩოკები ფიქსირებული ჩოკების აღმომჩენებად ამერიკელი ფრედ კიმბლი და ბრიტანელი პეიპი ითვლებიან . ეს 1870 წელს მოხდა . არსებობს სხვადასხვა შევიწროების სახსნელი ჩოკები: XF – Extra Full – ძლიერი ჩოკი 1,25 F – Full – სრული ჩოკი 1,0 IM – Improved Modified – გაძლიერებული ნახევარჩოკი 0,75 M – Modified – ნახევარჩოკი 0,5 IC – Improved Cylinder – გაძლიერებული ცილინდრი 0,25 С- Cylinder ცილინდრი 0,00 -0,2 (მინუს 0,2 არის მილძაბრა) ცოტა რამ სახსნელი ჩოკების ისტორიიდან: თუ თოფის ლულათა შევიწროება დიდია, მაშინ ასეთი იარაღით შედარებით დიდ მანძილზეა შესაძლებელი წარმატებული სროლა, ხოლო ,,ახლოში” ან ვერ მოარტყამ ან ტუშს გააფუჭებ. ლულის მცირე შევიწროებისას კი დიდ მანძილზე სანადირო ობიექტს ვერაფერს დააკლებ. ოდითგანვე ევროპაში უპირატესობას ორლულიანებს ანიჭებდნენ, რომელშიც სხვადასხვა შევიროების ლულათა პრობლება მეტნაკლებად გადაწყვეტილი იყო. მარჯვენა(ან ქვედა) ლულა უფრო ნაკლები შევიწროების კეთდებოდა, ხოლო მარცხენა(ან ზედა) ლულა კი უფრო მეტი შევიწროების იყო. ამიტომ სხვადასხვა მანძილზე წარმატებული სროლა ორი(მეტ-ნაკლები შევიწროების) ლულის დროს არ ძნელდება. რაც შეეხება ამერიკას, აქ ნადირობაში უმეტესწილად ავტომატურებს იყენებდნენ. ერთი ლულის პირობებში კი სხვადასხვა შევიწროების(შესაბამისად დისტანციის) პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ორ ან მეტ იარაღს შეეძლო. არადა რამდენიმე თოფის სანადიროდ ტარება არც ისე ადვილია. ამიტომ სწორედ ამერიკაში, დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა სახსნელი ჩოკები, რომლებიც ადვილი სატარებელი იყო და მათი ცვლაც არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა ნადირობის დროს. ამ აღმოჩენამ სწრაფად ჰპოვა მოწონება და მალე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე სახსნელ ჩოკებზე კეთდება ნაჭდევები, რომელიც შესაბამისად აღნიშნავს მის ზომას. 1) სახსნელი ჩოკი ნაჭდევის გარეშე არის ცილინდრი ანუ 0 2) სახსნელი ჩოკი 4 ნაჭდევით არის გაუმჯობესებული ცილინდრი ანუ 0,25 3) სახსნელი ჩოკი 3 ნაჭდევით არის 1/2 ჩოკი ანუ 0,5 4) სახსნელი ჩოკი 2 ნაჭდევით არის 3/4 ჩოკი ანუ 0,75 5) სახსნელი ჩოკი 1 ნაჭდევით არის სრული ჩოკი ანუ 1,0 ნაჭდევების ნაცვლად შეიძლება აღნიშნული იყოს * ასეთი ვარსკვლავითაც(რაოდენობა იმდენივე, როგორც პატარა ნაჭდევების დროს). ცილინდრის შემთხვევაში აღინიშნება 5 ვარსკვლავით როგორც აღნიშნავენ, ნაჭდევების(ან ვარსკვლავების) რაოდენობა უმეტესწილად ემთხვევა ამ პოსტში მოყვანილ რაოდენობას, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც! მაგ. ერთ-ერთი თურქული თოფის პატრონი აღნიშნავს, რომ ნაჭდევების რაოდენობა არ დაემთხვა ზომას(დიამეტრს).
  15. 1.. 2.ამ ვიდეოში ახსნილია თუ როგორ უნდა გაკეთდეს ლულის გარეთა ზედაპირის დამცავი საფარველი..(ისეთი ზოლებით როგორიც დამასკუს ფოლადს ახასიტებს უბრალოდ იქნება მსგავსება)

ვიზიტორთა მთვლელები