Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'კონდახი'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 5 results

  1. მოდით განვიხილოთ ეს თემა იმიტომ რომ ბევრმა არ იცის თუ როგორ უნდა გაიწმინდოს ნადირობის შემდეგ იარაღი. დავწერ იმ საშუალებებზე რომლებიც ეფექტურია და ამავდროულად ხელმისაწვდომი ჩვენთვის. თოფის ეფექტური წმენდისათვის გვჭირდება 2 ტიპის ზეთი 1) მურის/ნამწვის/ტყვიის მოსაშორებლად მჟავატუტოვანი ე.წ სოლვენტი 2) ნეიტრალური ზეთი ხახუნის ადგილების შესაზეთად და ზოგადათ მეტალის ნაწილების კოროზიისაგან დასაცავად. ძალიან კარგი სოლვენტია ეს აშორებს მურს, ნამწვს, ჟანგს და გაგლესილ ტყვიას. შესაბამისად აღარ გვჭირდება ლატუნის ჯაგრისებით ხეხვა. ასევე საკმაოდ კარგია ბალისტოლის ეს ნაკრები, მასში შედის ტყვიის/ნამწვის/სპილენძის ამოსაყვანი სოლვენტი. ნახევრად ნეიტრალური ზეთი გარკვეული მინარევებით, რომელიც ასევე აშორებს ნამწვს, მაგრამ არა ტყვიას. ლულის გასაშავებელი სითხე და ცხიმის გასაშორებელი სითხე. რაც შეეხება ნეიტრალურ ზეთს. საკმაოდ ბლანტი და 100 %-ით ნეიტრალური. თუ გვინდა რომ თოფის ლულა მთელი ცხოვრება სარკესავით ბზინავდეს აუცილებელია, ვიმეორებ აუცილებელია რომელიმე სოლვენტის ან სპეც მინარევების მქონე ზეთის შეძენა, რომელიც მოაშორებს ლულას ყველაზე დიდ მტერს, მურს და ნამწვს ! ყველაზე მარტივი გამოსავალია ბალისტოლის უნივერსალი. იგი შეიცავს გარკვეულ მინარევებს და ამ საქმეს თავს ართმევს. ნეიტრალურ ყველასათვის ცნობილი ტრანსფორმატორის ზეთიც წავა. არც ერთი ნეიტრალური ზეთი და მათ შორის ტრანსფორმატორის არ აშორებს ბოლომდე მურს და ნამწვს, პირიქით აკონსერვებს მათ ზეთის ფენის ქვეშ რაც წლების შემდეგ კოროზიის გარანტიას იძლევა ! ძალიან მოკლედ შევეხები თავად წმენდის პროცედურას. იარაღი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურამდე გამთბარი და გამშრალი. გაყინული და ნესტიანი იარაღის წმენდა ზეთებით არაფექტურია! თუ გვაქვს სოლვენტი ხომ კარგი თუ არადა ბალისტოლს ვასხურებთ კონდახიდან განცალკევებულ ლულაში, იმდენს რომ წვეთებად არ წამოშხვიფინდეს ლულის ბოლოდან, ვატრიალებთ რამოდენიმეჯერ რომ ლულის გარსს კარგად მოედოს და 15-20 წუთით ვდებთ რომ თავის საქმე გააკეთოს. ამ ხნის განმავლობაში ვწმინდავთ ტიბჟირს (ცევიოს) იგივე ბალისტოლით რომელსაც მაინდამაინც დიდი დრო არ მიაქვს, ვამშრალებთ და რკინის რკინასთან შეხების დეტალებს პატარა ფუნჯით ვადებთ ნეიტრალური ზეთის თხელ ფენას. შემდეგ გადავდივართ კალაპოტზე, იგივე ბალისტოლით და ჯაგრისით კარგად ვწმენდთ სანემსეების ადგილებს რადგან მური მანდაცაა და მთლიანად კალაპოტს და ვამშრალებთ. ნეიტრალური ზეთის თხელ ფენას ფუნჯითვადებთ რკინის რკინაზე შეხების (ხახუნის) ადგილებში. დაუშვებელია სანემსეებში ზეთის ჩასხმა !, რადგან მტვერთან ერთად ზეთი ხმება და ხელს უწყობს მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლას. შიდა მექანიზმი ქარხნულად საიმედოთაა დაფარული სპეციალური ზეთით. ამის შემდეგ გადავდივართ ხის ნაწილებზე. ზეთები რომელიც გამოიყენება რკინის დეტალებისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიხმაროთ ხის ნაწილებზე ამით ხე ხდება მყიფე. არსებობს სპეციალური ბალზამები რმელიც ხისთვის გამოიყენება. ბალისტოლს აქვს მაგალითისათვის. თუმცა მე დიდი წარმატებით ვიყენებ სელის ზეთს. რომლის შეძენა სამხატვრო მაღაზიებში შეგიძლიათ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი. მაგრამ არა სინთეტიკური ზეთები, ისეთები რომელთაც რკინის დეტალებისათვის ვიყენებთ. მოკლედ მოვრჩით კონდახ კალაპოტ ტიბჟირის წმენდას, გადავდეთ ცალკე და ეხლა ვუბრუნდებით ლულას. ვიღებთ ხის ზუმბას (რკინის არ შეიძლება) და ნაჭერს და ვატარებთ ლულაში რომელშიც სოლვენტი ან ბალისტოლი შევაშხურეთ. ნაჭრი უნდა გადიოდეს დაახლოებით 1-2 კილოგრამი დაწოლის სიმჭიდროვით. გაჭედვა და მერე ზემოდან რტყმევით გამოდევნა დაუშვებელია. წმენდა წარმოებს ერთი მიმართულებით, პრინციპით გავატარეთ, ჭუჭყიანი ნაჭერი გადავაგდეთ. სოლვენტის შემთხვევაში თქვენ ვერ წარმოიდგენთ (თუმცა ალბათ ბევრს ნანახიც აქვს) რა დონის ჭუჭყი გამოდის. მურთან ერთად მას გამოაქვს ტყვიის ნაგლესიც რადგან ტყვიას შლის. ნეიტრალური ზეთის შემთხვევაში მსგავსი შედეგი წარმოუდგენელია, ვგულისხმობ მურს, ტყვიას ნეიტრალური რომ ვერ დაშლის ეს ბუნებრივია. წმენდას ვაწარმოებთ მანამ სანამ არ გამოვა აბსოლუტურად სუფთა ნაჭერი (ნაჭერი თეთრი უნდა იყოს, მარა არა ატლასის ) თუ ვწმენდთ სოლვენტით შეგიძლიათ ჩავთვალოთ რომ ლულიდან ყველაფერი ზედმეტი გამოდევნილია. კარგად ვამშრალებთ, ნეიტრალურ ზეთში დაშველებულ ნაჭერს ვატარებთ მჟავა რეაქციების გასანაიტრალებლად და ისევ ვამშრალებთ. თულულა ჩოკებიანია, ვხსნით ჩოკს, ვწმენდთ ბუდეს და თავად ჩოკს და ისევ ჩავახრახნით. ჩოკს მოხსნა აუცილებლად ჭირდება რადგან ნამწვი იქაც აღწევს და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად კოროზიას გამოიწვევს. ხო ლულაში ზეთს არ ვტოვებთ. და გადავდივართ უკვე ლულის გარე წმენდაზე, რომელიც ძალზე მარტივია. სოლვენტის გარედან ხმარება არ შეიძლება ეგრევე დაფარვას გააცლის ! ამისთვის ნეიტრალური ზეთია გამოიყენება. ეჯექტორებს კარგად ამოვწმინდავთ ძალიან მსუბუქად დავზეთავთ და ამით შეგვიძლია ვთქვათ რომ იარაღის წმენდა დავამათავრეთ. იმ შემთხვევაში თუ ლულის საწმენდათ ვხმარობთ ბალისტოლს დაგვჭირდება ლატუნის ჯაგრისები, რადგან ბალისტოლი მურს აშორებს მაგრამ ტყვიის ნაგლესს ვერა. მშრალ ლულაში ვატარებთ ერთი მიმართულებით ჯაგრისს მანამ სანამ ტყვიის ნაგლესის ლაქები არ გაქრება. შემდეგ ვატარებთ ნეიტრალურ ზეთიან მჩვარს და ვამშრალებთ. იდეაში ბალისტოლი აგრესიული სოლვენტი არაა და ნეიტრალური ზეთით დამუშავებას არც საჭიროებს. რაც შეეხება შენახვას. უმჯობესი თუ იარაღს არ შევინახავთ კაბურაში. რადგან იქ სინესტეა დაბუდებული. მე მივანახავ პლასტმასის კეისში ნაწილს და ნაწილს კარადაში რომელიც იკეტება . მესამე დღეს ლულაში სუფთა ნაჭერი რომ გავატაროთ ისევ ჭუჭყიანი გამოვა, ასე რომ მსუბუქი წმენდა ლულას შიგნიდან მესამე, მეოთხე დღესაც უნდა ჩავუტაროთ. ეს ის ჭუჭყია რომელიც მოლეკულების დონეზე ჩაჯდა შემდეგ ლითონმა გამოდევნა. თუ ზეთიან ლულას დავტოვებთ წმენდის შემდგომ და დამატებით წმენდას არ ჩავატარებთ, ჩათვალეთ ამ მურს ვაკონსერვებთ იმისთვის რომ დროთა განმავლობაში ლულაში ღრმულები გააჩინოს.
  2. MP234 რუსებმა დაიწყეს მპ 27–ის ბაზაზე, იგივე იჟ 27–ის ბაზაზე მპ 234–ის წარმოება. ეს არის ვერტიკალურ ლულებიანი ორლულიანი თოფი 12 კალიბრი 76მმ სავაზნით, მაგნუმი. თოფმა გაიარა ყველა აუცილებელი შემოწმება და თუ ვიმსჯელებთ რუსეთში არსებული კანონმდებლობით და ბიუროკრატიული ბარიერებით, ალბთ სამ ოთხ წელიწადში ჩაუშვებენ სერიულ წარმოებაში, თუ კიდევ რაიმე გაუთვალიწინებელი რამე არ მოხდა. ამას ისიც მაფიქრებინებს რომ ჯერ კიდევ 2011 წელს იყო საუბარი ამ მოდელზე. ექსკლუზიური მოდელები უკვე 2014 წლიდან არის გაყიდვაში. რომ გადავალე თვალი შემქმნელების დასკვნებს ეს მოდელი ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რაც თვალნათლივ ჩანს კიდეც მათი ქების გარეშე. იოლად მიხვდება ადამიანი რომ ლულის ჩაკეტვა კალაპოტთთან გაძლიერებულია ლულის სახაზინო ნწილზე არსებული გვერდითი შვერილებით,რომლებიც ჩადის კალაპოტის ზედა გვერდების ჭრილებში. ეს იძლევა ჩაკეტვის დამატებით სიმტკიცეს, რომელიც ასევე დადებითად აისახება თოფის სროლის საბოლოვო რესურზე. ასეთი ჩაკეტვის სიტემა გამოიყენება ბერეტას მოდელებში, თურქულ ატა არმსში, რომელიც მთლანად კოპირებულია ბერეტადან და რუსულ ცნობილ მცეს მოდელებში, მც108, მც106, მც109 და სხვებში. ერთი სიტყვით ბევრი რომ არ ვისუბრიოთ ახალი ველოსიპედი ნამდვილად არ შეუქმნიათ, მიუხედავათ იმისა რომ იძახიან არ დაგვირღვევია საპატენტო კანონიო. რათქმა უნდა კოპირებულია ბერეტადან. ოღონდ ერთი განსხვავებით, უშუალოდ ჩაკეტვა ხდება, ოდნავი განსხვავებით. მხედველობაში მაქვს ძირა ლულის ქვეშ არსებული ჭრილი, რომელშიდაც შედის კალაპოტში მოძრავი ჩამკეტი ჩარჩო. ეჟექტორიც, გამომდინარე კალაპოტის ფორმის შეცვლიდან ასევე აღებულია ბერეტადან. დანარჩენი მექანიზმი იგივეა რაც 27–ში. არადა დანარჩენი მექანიზმიც რომ გაეუმჯობესენებინად უფრო კარგი იქნებოდა. რაც არ გააკეთეს რადგან მაშინ ნამდვილად ვერ აცდებოდნენ საპატენტო მოხოვნებს. ასე იწვალეს პატენტი რო არ გადაეხადად ვინმესთვის და შექმნეს გიბრიდი, ჯერ მპ 153 და შემდეგ მისი მოდერნიზებული ვარიანტი მპ 155–ი. ეს ცალკე თემაა და ამაზე სხვადროს... დღეს დღეობით გასაკვირი აღარ არი თოფის სიმძიმის შემცირება, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია ისეთი მეტალის მიღება, რომლითაც შესაძლებელი თოფის წონის შემცირება და არ მცირდება სიმტკიცე. ასევე საუბარია რათქმა უნდა ბალანსზე. შემაერთებელი და სავენტილაცილ თასმები დამზადებულია მსუბუქი მეტალისგან. თოფის ხედ გამოიყენება მხლოდ ნიგოზის, ხარისხზე არაფერს ამბობენ. ხარისხიც თუ კარგი იქნა მაში კიდევ უფრო გაუმართლებს მსურველებს. პრინციპში მეტი სიახლე არაფერია, დანარჩენი დამოკიდებულია თოფის მთლიანად შესრულების ხარისხზე როგორ შეასრულებენ. იჯ -27 დამუშავების ხარისხს თუ გავითვალისწინებთ ამის შემხედვარე გასაკვირი ნამდვილად ირ იქნება რომ ტრადიციას არ უღალატონ და ისევ უხარსხო თოფები აწარმოვონ. თვითონვე ამბობენ თურქულმა თოფებმა მიტო დაჩრდილა რუსული თოფები რომ მათ კარგი გარე დამუშავება აქვთო. აქცენტს აკეთებენ განსაკუთრებით ხის მორგების და დამუშავების ხარისხზე. ამათ ალბათ არ სმენიათ თვალი სვამს დათვალი ჭამსო? გარე შესახედაობა თუ არ ვარგა, ხის და რკინის მორგება უხარისხოა, მაშინ რა ხარისხზე შეიძლება იყოს საუბარი? 40 მოდელამდე თოფები შედოდა თურქეთიდან რუსეთში. ცნობილი მოვლენების გამო შეწყდა ექსპორტი, მაგრამ რუსები იმასაც ამბობენ რომ ამით თურქებს დიდი ზარალი არ განუცდიათ რადგან შუააზიას ევროპას, აფრიკას,ირანს და ამერიკასაც კი აწვდის თოფებს. რათქმა უნდა ეს ყველა თურქულა მწარმოებელს არ ეხება, რომლის ოდენობა თურქეთში 160–ზე მეტია, მაგრამ არის 5–6 ფირმა რომლებიც აკეთებენ მართლაც პრემიუმ კლასის თოფებს. სამაგიეროდ რუსები ამაყობენ იმით რომ მათი მეგობარი სირიის სახელმწიფოს მეთაურის გარემოცვა ამაყობს მათ ხელში არსებული ძალიან მაგარი და უტყუარი ტოზ 34–ით. ასადს ალბათ იჟ 27–ი ექნება და ის ხო მთლად გადარეული იქნება სიხარულით. რას იზამ მწარე რეალობაა და ფაქტებს ვერ გავექცევით. მიუხედავა ამისა უნდა ითქვას სიმართლე, რომ აღნიშნულ მოდელში შესამჩნევი გაუმჯობესება სახეზეა და დანამდვილებით შემიძლია თქმა რომ ნამდვილად ჯობია ყოფილ იჟ 27–ს. დაველოდოთ როდესაც მასიურად დაიწყებენ რუსები წარმოებას და საქართველოშიც რომ შემოვა მერე გავაკეთოდ საბოლოვო დასკვნები.
  3. სასანაგრე სტენდი სასანგრე სტენდზე სამიზნეები მკაცრად ჩვენგან წასულებია. ძირითადი ტრაექტორიებია მარჯვენა მარცხენა და პირდაპირი. იქიდან გამომდინარე რომ სანგარში 15 მაქნაა, თეფშის ტრაექტორია და კუთხეები , ფრენის სიჩქარე , ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სასანგრე სტენდზე ვარჯიში დამახასიატებელია იმ მონადირეებისათვის ვინც მეძებრით ფრინველზე ნადირობითაა გატაცებული . ან ვთქვათ ნავით კამიშებში ნადირობისას.მართალია სანგარიდან ამოფრენილი თეფში სიჩქარე ზედმეტად მაღალია, არცერთი ფრინველი არ აიჭრება მიწიდან ასეთი სისწარფით, აქ კი ორი გზაა ნადირობისათვი მოსამზადებლად: ან უნდა ისწავლოთ დაამსხვრიოთ სწრაფი თეფშები (მაშინ კი გაგიადვილდებათ შედარებით ნელ სიჩქარით მფრინავ ფრინველებზე სროლა) ან უნდა სთხოვოთ სროლის ინსტრუქტორს თეფშის ფრენის სიჩქარე შეანელოს მე ვურჩევდი მაინც მეორე ვარიანტი აერჩიათ. რადგანაც სწრაფად მფრინავი სამიზნე ძალიან განსხვავდება ნელა მფრინავი სამიზნისგან თავისი სპეციპიკით(ნადირობისას სროლის გათვალისწინებით) . ასევე სასარგებლოა ე.წ. მისვლით სროლა, როგორც სპორტის სახეობა დიდი ხანია არ გამოიყენება,მაგრამ ნადირობისათვის მზადებაში ძალიან სასარგებლოა. ამ დროს სმროლელი არ დგას ერთ ადგილზე არამედ გადაადგილდება სანგრის კიდისკენ ანუ ცენტრისკენ თოფით ხელში. მსროლელისათვის უცნობ მომენტში ნებისმიერი ტრაექტორიით გამოჩნდება სამიზნე და სპორცმენი ვალდებულია დააზიანოს იგი. სანადირო სიტუაციის სრული იმიტაციაა.იქიდან გამ,ომდინარე რომ მეძებრით ნადირობისას ხშირად წყვილი ფრინველი უფრინდება მონადირეს, სასურველია სასანგრე სტენდზე დუბლეტ სამიზნეებს მიექცეს ყურადება. მაგრამ ამის გაკეთება მას შემდეგაა შესაძლებელია და სასურველი როდესაც კენტი სამიზნეების ანბანს შესიწავლით. სასანგრეზე მრგვალისაგან განსცხვავებით შესაძლებელია ორი გასროლის გაკეთება ერთ სამიზნეზე. თუ ვინმეს პრობლემა აქვს პირველ სროლასთან დაკავშირებით შეიძლება დახვეწოთ ეს მომენტი .
  4. სპორტინგი იქიდან გამომდინარე რომ ეს სახეობა შედარებით ახალია ორიოდე სიტყვით გავამახვილოთ ყურადრება იმაზე თუ რას წარმოადგეს სპორტინგი.სპორტინგის მოედანი (ამ შემთხვევაში კომპაკტ ) ესაა დაახლოებით 40/40 მეტრზე კვადრატი. ამ მოედანზე სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა სიმაღლით განთავსებულია მინიმუმ 5-7 სასროლი მანქანა. მაქსიმალური რაოდენობა არაა შეზღუდული. მაგალითისათვის "კუზმინების" სასროლეტზე შენდება 12 აგრეგატიანი მოედანი.პირობითი კვადრატის წინა ხაზზე განთავსებულია 5 სასროლი პოზიცია. სასროლი პოზიციები ზემოთხსენებული სტენდებისაგან გასნხვავებულია, აქაა დამზღვევი ბოძები.(საცეცხლე ჩარჩო) ეს ჩარჩო დამზადებულია უსაფრთხოებისთვის, რადგან ნასროლები შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი მიმართულებით.ყოველი სამიზნე რომელიც კონკრეტული ნომრიდან ამოიჭრება, განასახიერებს გარკვეულ სანადირო ფრინველს თუ ცხოველს. ერთ ერთი საეთი სტენდი მოედნია სურათზე# 3მანქანა Aმრგვალი სტენდის მაღალი ჯიხურის მსგავსია, სადაც თეფში მიფრინავს მარცხნიდან მარჯვნინ.მანქანა Bშემხვედრი სამიზნე იმიტირებს მონადირისაკენ მომფრენ იხვსმანქანა Cსამიზნე სანგრიდან ამოფრინდება თეფში და შორდება მსროლელს. ვარირებული სიჩქარით და ფრენის სიშორით. როგორც უკვე ვთქვით ეს სამიზნე ძალიან სასურველია მეძებრით მონადირეთათვის.მანქანა Dსამიზნე რომელიც მარჯვენა მხრიდან მაღლა ფრინდება, განასახიერებს ხოხობს.მანქანა Eგანტავსებულია ყველაზე მაღალ და შორ ჯიხურში მოედნის მარცხენა მხარეს. შეიძლება განასახიეროს შორი ბატი რომელიც მოდის დასაშვებად , ასევე ხოხობი მარეკის გამორეკილი ტყიდან.მანქანა Fესაა ე.წ. გაქცეული კურდღელი, ამ ჯიხურიდან გამოშვებული სამიზნე მიგორავს გრუნტზე შიგადაშიგ ხტება ხოლმე. კურდღლის სირბილის ტრაექტორია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგიერთ მოედანზე, შეიძლება იყოს სამივე ტრაექტორიის კურდღელი, აი იქ კი სროლის სწავლის მსურველს ეძლევა არჩევის საშუალება ისროლოს მისთვის სასურველი სამიზნეს. ხშირად ნადირობისას გაურკვეველია დაცილების მიზეზი, ნასროლის განმეორება კი , იმავე მანძილზე იმავე კუთხით და იმავე სისწრაფით როგორც ასეთი ამის შესაძლებლობა არასოდეს არა არის. ჩემი რეკომენდაციაა; მიახლოებით დავიმახსოვროთ ყველა მაჩვენებელი და შევარჩიოთ სასროლეთზე ანალოგიური სამიზნე და გავერკვიოთ დაცილების მიზეზებში. ძირითადად როცა მონადირე დაცილების მთელ სერიას აკეთებს , ვთქვათ მაღლა გადმოსულ ბატზე , იგი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას მან უბრალოდ არ იცის სწორი წინსწრება რამდენი სჭირდება, ამ შემთხვევაში დაგვეხმარება სამიზნე E , რამოდენიმე გასროლის შემდეგ დადგინდება წინსწრების სიშორე, რომელიც უნდა დაიმახსოვროს მონადირემ და გამოიყენოს პრაქტიკაში. იგივე ეხება კურდღელს და იხვს, ამოფრთხიალებულ ხოხობს და ა.შ.სხვათაშორის მე შევამჩნიე რომ, ბევრი დამწყები მსროლელი ვისაც უნდა სროლის სწავლა სასროლად მოდიან სპეციალური სპორტული თოფებით, ან ქირაობენ მათ სტენდზე. საკუთარ სანადირო თოფებს კი ტოვებნ სახლში. მე ამას არ ვიზამდი.. თოფის შეჩვევა მისი ბალანსს , მანევრულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.ასევე შესაძლებელია სტენდზე ისროდეთ შესანიშნავად სპორტული ბოკფლინტით , მაგრამ ნუ მოელოდებით იმავეს ნადირობისას ნახევრად ავტომატით.რაც შეეხება დუბლეტებს სპორტინგ მოედნებზე ; ჯერ ერთი ნებისმიერ მანქანას შეუძლია მიყოლებით გაისროლოს თეფშები 1-2 წამის ინტერვალით. საკმაოდ ხშირი მოვლენაა როდესაც ერთ ამოფრენილ ფრინველს მოყვება მეორეც. კიდევ და უფრო საინტერესო ვარიანტია როდესაც პირველი გასროლის შემდეგ თოფის ხმაზე აფრინდება მეორე ფრინველი. ბალახიდან ან კამიშებიდან. შესაძლებელია მაგ. კურდღლის გამოვარდნა იმ ადგილიდან სადაც ჩავარდა ჩამოგდებული ფრინველი. მე პირადად სიამოვნებით ვესროდი ორ კურდღელს რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გარბიან , ასეთი რამ ნადირობისას იშვიათია მაგრამ იქნება და რა ხდება....მესტენდურის ყველაზე დიდი შეცდომა ნადირობისას ისაა რომ, სროლის ტექნიკა მთ (და ხანდახან მეც) ერთგვარი აქვთ აი ფრინველზე სროლის ტექნიკა კი სულ სხვაა. მესტენდური მოიგდებს თოფს მხარზე გაუსწრებს სამიზნეს და გამოკრავს ჩახმახს ისე რომ არ ფიქრობს შესწორებებზე. ვინაიდან თეფში მტვრად იქცევა თუ მას ერთი პატარა ნაწილი მოტყდება ის დაზიანებულად ითვლება, აი ნადრიობისას კი საჭიროა ფრიველის სასიკვდილოდ დაზიანება ისე რომ ჩამოგდებული ფრინველი არ იყოს დაჭრილი. მონადირე როგორც ასეთი ცდილობს გაუშვას სამიზნე და მშვიდად აუჩქარებლად დაუმიზნოს , ამას როგორც ასეთი მოყვება თოფის გაჩერება. შედეგად კი დაცილება. ესაა მესტენდურის ხში აცილების მიზეზი.დაახლოებით 20 წლის წინ , მქონდა ბედნიერება მიმეღო მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო შეჯიბრში როგორიცაა სანადრიო ხუთჭიდი. ეს იყო ნამდვილი მზადება ნადირობისათვის. ხუთჭიდში შედიოდა შემდეგი ვარჯიშები, მრგვალი სტენდი 50 სამიზნე, სასანგრე სტენდი 50 სამიზნე, გარეული თხა 100 მეტრი , გაქცეული ტახი ნებისმიერი კალიბრის სანადირო შაშხანა და ბოლოს მფრინავი ხოხობი. ეს უკანასკნელი იყო ყველაზე საინტერესო; მსროლელი დგას 15 მეტრში ღობის წინ, ღობის უკან კი მაღალი ჯიხურია ორი კატაპულტით, ბრძანების შემდეგ ორივე მანქანა ერთდროულად უშვებს თეფშებს, სპორცმენი ვალდებულია წყვილი სროლით დააზიანოს სამიზნე ისე რომ არ გამოცდეს მას ზურგს უკან. მშვენიერი ვარჯიშია იხვის გადაფრენისათვის, მაგრამ ვიდრე აქამდე მივა მსროლეი ის ვალდებულია გაეცნოს მრგვალი სტენდის და კომპაქტ სპორტინგის საწყის ეტაპს.
  5. 1.. 2.ამ ვიდეოში ახსნილია თუ როგორ უნდა გაკეთდეს ლულის გარეთა ზედაპირის დამცავი საფარველი..(ისეთი ზოლებით როგორიც დამასკუს ფოლადს ახასიტებს უბრალოდ იქნება მსგავსება)

ვიზიტორთა მთვლელები