Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'იარაღი'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 7 results

  1. ИЖ-58 არის ორლულიანი შიდაჩახმახიანი იარაღი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით 12, 16, 20 და 28 ყალიბისა. მოდელი შემუშავებულია პუგაჩოვის ხელმძღვანელობით. გამოდიოდა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში დიდი პარტიებით 58 წლიდან დღემდე(რამდენიმე მოდიფიკაციით). უდიდესი უმრავლესობა გამოშვებულია 12 და 16 ყალიბისა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ნავარაუდევი იყო მისი სარეწაო მნიშვნელობით 20 და 28 ყალიბის გამოშვება. სერიულად 28 ყალიბის გამოშვება არ მომხდარა. 1987 წლიდან მოდელი შეცვლილია ИЖ-43-ით. ИЖ-58-20_ 20 ყალიბის იარაღი(თოფი). სერიულად იწარმოებოდა 1958 წლის ბოლოდან 1960 წლამდე. სახსნელი ლულებით(50À მარკის ფოლადი), სიგრძით 675მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულები შეერთებულია დასაწყისში(სახაზინო შეერთება) სარტყელით, ხოლო შემდეგ ორთავე მხრიდან შედუღებულია(ავტორი აღნიშნავს_,,სპაიანნი” მირჩილული). არხების დიამეტრი 15,5+-0.25მმ. ლულა და სავაზნე ქრომირებულია. ლულების პარაბოლური შევიწროებით, მარჯვენა ლულა ნახევრადჩოკი, მარცხენა ჩოკი. ნორმალური დოზირების ვაზნებით მისროლისას 35 მეტრში აჩვენა სიბურჯღლე 45 და 55% შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულამ. თოფის წონა 2,7-2,9 კგ. ИЖ 58-16_16 ყალიბის თოფი. იწარმოებოდა 1960 წლიდან 1970 წლამდე. ლულების სიგრძე 720მმ, წონა 3,2 კგ-მდე. არხების დიამეტრი 17,0+-0.25მმ. კონდახი პისტოლეტური ან ინგლისური. დამცველი არაავტომატური. ИЖ 58М-12_12 ყალიბის თოფი შემუშავებულია 1970 წელში 16 ყალიბის თოფის ბაზაზე და იწარმოებოდა სერიულად 1971-1976 წლებში. ლულის სიგრძე 720-730 მმ, არხების დიამეტრი 18,2+-0.2მმ. მაქსიმალური საექსპლოატაციო წნევა 750კგს/სმ2. ჩოკისა და ნახევარჩოკის შემთხვევაში სიბურჯღლე შეადგენს 50-55 და 60-65%-ს. ორთავე სახის კონდახით; წონა 3,2-3,3 კგ. დაყენებული აქვს ჩვეულებრივი ფორმის თამასა(პლანკა). ამ მოდელის 12 ყალიბის თოფებზე დამცველი არაავტომატურია. ИЖ-58МА და ИЖ-58МАЕ 12 და 16 ყალიბის თოფები შეიქმნა 1977 წელს ИЖ-58M-ის ბაზაზე. ИЖ-58M-ზე დაყენებულია ავტომატური მცველი, რომელიც ირთვება თოფის გადახსნისას; ИЖ-58M-ზე დამატებულია მცველთან ერთად ვაზნების ატომატური ამომგდები ე.წ. ეჟექტორი. დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები იდენტურია ИЖ-58M-ის. იწარმოებოდა ძირითადად 1976-1986 წლებში. ИЖ-58M-20М_ 20 ყალიბის თოფი განკუთვნილია ,,მაგნუმის” ვაზნისათვის(ვაზნის სიგრძე 76მმ). იწარმოებოდა 1979 წლიდან ძირითადად საექსპორტოდ, თუმცა ხან და ხან გამოჩნდებოდა გაყიდვაშიც(ადგილზე). ლულის სიგრძე_670-680მმ, წონა 3.3 კგ-მდე, სავაზნის სიგრძე 76,2მმ. ამ თოფში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტანდარტული ვაზნებიც 70მმ სიგრძის(ნაწილობრივ ეკარგება სიბურჯღლე). იჟ-58 ყველა მოდიფიკაცია და ყალიბი ერთად აღებული, გამოსულია 1,3 მილიონი ცალი...
  2. ყველა ადამიანს რომლებსაც მოპოვებული აქვთ იარაღის ტარების უფლება, კანონით "სანადირო იარაღი"-ს შესახების მიხედვით, ავტომატურად შეუწყდება ნადირობის უფლებამოსილება თუ 2019 წლის 1 მარტამდე არ გაივლიან მონადირეთა ტესტირებას და არ აიღებენ მონადირის მოწმობას. ვიდეო რომელშიც აღნიშნული ფრაზა ჟღერდება, გარემოს დაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე არის გამოქვეყნებული. ქვემოთ გთავაზობთ აღნიშნულ ვიდეო მასალას. მეათე წუთიდან იწყება აღნიშნულ თემაზე საუბარი. წყარო: გარემოს დაცვის სამინისტრო - სანახავად დააჭირეთ
  3. ამ თემაში ვისაუბრო სანადირო იარაღის მოდელებზე.დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუზიაროთ ცოდნა ამა თუ იმ მოდელის იარაის დადებით და უარყოფით მხარეებზე და ა.შ.
  4. იარაღის მოხმარების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგებადა გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად იარაღის შეძენის მსურველს 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იარაღი 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენის შემთხვევაში გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ უწევს. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ბილეთები სპორტული ცეცხლსასროლი იარღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ბილეთები თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ბილეთები იგივე ბილეთების რუსულ და ინგლისურ ენაზე სანახავად დააჭირეთ სტატიის წყაროს (მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდის) ბმულს –მომსახურების სააგენტო – www.sagency.ge თუ თვლით რომ უკვე მზად ხართ ტესტირებისთვის და ყველა ბილეთი ნასწავლი გაქვთ, დაიზღვიეთ თავი და გადაამოწმეთ თქვენი ცოდნა ჩვენ ტესტირების გვერდზე. ტესტირების დასაწყებად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს და შემდეგ აირჩიეთ კატეგორია
  5. პერაცი – Perazzi კომპანია Armi Perazzi კარგადაა ცნობილი იარაღის ბაზარზე. მისი სპორტული და სანადირო თოფების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. აღსანიშნავია პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და ორიგინალური კონსტრუქცია. კომპანია პერაცი ტიპიური იტალიური საწარმოა, სადაც მანქანურ წარმოებას კარგად ერწყმის ხელით შრომა.დანიელ პერაციმ 16 წლის ასაკში სამსახური დაიწყო იარაღის საწარმოში, სადაც ადგილი საწყობში მუშად მიუჩინეს. ამ პოსტიდან დანიელი საწარმოს წამყვან ოსტატად გაიზარდა. 20 წლის ასაკში ერთ-ერთ დიდ საიარაღო ქარხანაში გადადის სამუშაოდ. მთელ ამ პერიოდში პერაცი საკუთარ კომპანიაზე და იარღზე ოცნებობს. ამავე პერიოდში მას გაჩნია არა მარტო თავისი შემუშავებული სქემები, არამედ პატენტები და გამოგონებანი. თავის გამოგონებებს ახალგაზრდა პერაცი ქარხანას სთავაზობს, მაგრამ უარს ღებულობს. მაშინ პერაციმ თავისი გამოგონებები კონკურენტ ფირმებს მიჰყიდა, ამ ფულით კი საკუთარი კონსტრუქციის იარაღს აწყობს სახლის პირობებში. თავისი პატარა საამქრო პერაციმ 1957 წელს დააფუძნა 23 წლის ასაკში. აქ ყველა ოპერაციას ოსტატი თავად ასრულებდა. წარმატება მოულოდნელად მოვიდა. იმ დროში ცნობილმა სპორცმენმა მატერელიმ ახალგაზრდა პერაცის იარაღი შეუკვეთა, რომლის გაკეთებაშიც ოსტატმა მთელი სული და გული ჩააქსოვა. ამ თოფმა მატერელის 1964 წელს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონობა მოუტანა, ხოლო პერაცის მსოფლიო აღიარება. 1968 წლის მექსიკის ოლიმპიადისათვის პერაცი წარმოებაში უშვებს უფრო სრულყოფილ МХ8-ს(შემოკლებული სახელი MEXICO-68). ეს მოდელი დღემდე რჩება ამ ფირმის თოფების პროტოტიპად. მისი წონა მერყეობს 3,4კგ-დან 3,7 კგ-მდე, ლულის სიგრძე 660მმ-დან 760მმ-მდე, სახსნელი ტიბჟირითა და ინგლისური ან ნახევარპისტოლეტური კონდახით. ეს თოფები გამოდის სტანდარტული, ლუქსი, სუპერლუქსი და ექსტრა ლუქსის კლასით. კომპანია ასამდე სხვადასხვა მოდელს უშვებს, მართალია მცირე რაოდენობით ჰორიზონტალურებსაც აკეთებენ, თუმცა იარაღის ძირითადი რაოდენობის ტიპი უცვლელი რჩება, ესაა ლულათა ვერტიკალური განლაგება. გამოდის სანადირო და სპორტული ვარიანტები, თუმცა ძირითადი სპეციალიზაცია მაინც სპორტულია. ამ იტალიური ფირმის თოფებით ბევრ სპორცმენს უზეიმია ოლიმპიური ოქრო. ეს მართლაც დიდი რეკლამაა საწარმოსათვის. პერაცის საერთო პროდუქციის 80% ექსპორტზე გადის. საწარმოში დღეისათვის 100 ადამიანი მუშაობს, რომლებიც დღეში 12 ერთეულ თოფს უშვებენ. კომპანიას აქვს თავისი წარმომადგენლობა აშშ-ში. ადგილზე კი საკუთარი სასწავლო ცენტრი, სადაც ოსტატები მომზადებასა და გადამზადებას გადიან. კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული სერვისია ის, რომ შემკვეთს თავად შეუძლია შეამოწმოს ქარხნის სტენდზე თოფი საბოლოო დამუშავებამდე და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კორექტივები შეიტანოს. პერაცის თოფების მაღალ ხარისხზე დიდ ხანს შეიძლება საუბარი. სპორტული და სანადირო მოდიფიკაციების ლულათა სიგრძე 65სმ-დან 93სმ-მდე მერყეობს. ჩოკური შევიწროებანი შემკვეთის სურვილისამებრ კეთდება(ჩასახრახნი ჩოკების ჩათვლით); არხის დიამეტრი 12 ყალიბისათვის მერყეობს 18,3 დან 18,7-მდე. შემკვეთის გემოვნების მიხედვით ირჩევა ხის მასალის სტრუქტურა და ფერი; სასხლეტ-დამცემი მექანიზმი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან სახსნელი. პირველი ტიპის მექანიზმის შემთხვევაში მცველი(ავტომატური ან არა) კალაპოტის თავზეა განლაგებული, სახსნელის შემთხვევაში კი ფართან; საბრძოლო ზამბარა არის 2 ტიპის სპირალური ან ფირფიტოვანი, სასხლეტი კავები სელექტორულია და მისი მდებარეობა რეგულირდება; სამიზნე და შემაერთებელი თამასა შეიძლება იყოს შემდეგი ზომების: 11×11, 9×11, 7×11, 7×7 ,5×7. თოფების ბალანსი იმდენად სრულყოფილია, რომ ხელში აღებისას არსებულთან შედარებით ყოველთვის ნაკლები წონის გეჩვენებათ თოფი. პროდუქციაში ყველაზე მეტად გავრცელებულია 12 ყალიბი, თუმცა გამოდის 20 და 28 ყალიბის გლუვლულიანებიც და . 410 ყალიბი. კერძო შეკვეთებით შესაძლებელია ერთ კალაპოტზე აეწყოს წყვილი 20 და 10 ყალიბის გლუვლულიანები. პერაცის ცალსახად უკავია ერთ-ერთი მოწინავე მეიარაღე ფირმის ნიშა მსოფლიო მწარმოებელთა შორის MX 2005ყალიბი 12 ან 20, სხვახასხვა კომპლექტაციის შესაძლებლობის გამო საერთო და ლულის სიგრძე სხვადასხვაა; სავაზნის სიგრძე 70მმ, ლულათა შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე MX8საბაზო მოდელი, ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 70 ან 76მმ, ფიქსირებული და სახსნელი ჩოკებით(ზომა შემკვეთის სურვილისამებრ); TRAP მოდელისათვის ჩოკების ზომებია 1,0 ზედა- 0,7 ქვედა, SCEET მოდელისათვის ორთავე ცილინდრი, SPORTING მოდელისათვის სახსნელი ჩოკები, Double TRAP მოდელზე ზედა ლულა ფიქსირებულ ჩოკზეა, ხოლო ქვედა სახსნელი, ლულის არხის დიამეტრი 18,4მმ, კონდახი დანიშნულების შესაბამისად შეიძლება იყოს Trap, Double–Trap, Skeet ან Sporting, სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი, სამიზნე თამასის ზომებია 7/16 ან 7/16х9/32, ვენტილირებადი ან ნახევრადვენტილირებადი შემაერთებელი თამასა, წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე. MX 2000ჩაშვებულია წარმოებაში 1999 წლის ნოემბრიდან, МХ8-ის პროტოტიპი, ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 70მმ, საერთო და ლულის სიგრძე შემკვეთის სურვილისამებრ,ფიქსირებული ჩოკებით(ზომა შემკვეთის სურვილისამებრ), სამიზნე თამასის სიგანე 11მმ, მექანიზმი უფრო სწრაფი ვიდრე МХ8-ზე, წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე, კონდახი პირველი კლასის კაკლის. MX12 МХ8-ის მოდიფიკაცია, ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 70 ან 76მმ, TRAP მოდელისათვის ჩოკების ზომებია 1,0 ზედა- 0,7 ქვედა, SCEET მოდელისათვის ორთავე ცილინდრი, SPORTING მოდელისათვის სახსნელი ჩოკები, Double TRAP მოდელზე ზედა ლულა ფიქსირებულ ჩოკზეა, ხოლო ქვედა სახსნელი, მექანიზმი საცვლელი არაა, თამასის ზომებია 7/16 х 9/32, ნახევრად ვენტილირებადი შემაერთებელი თამასით, კონდახი დანიშნულების შესაბამისად შეიძლება იყოს Trap, Double–Trap, Skeet ან Sporting, წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე. MXSპირველ რიგში, რაც პერაცის ამ ახალ მოდელის მიმართ უნდა აღინიშნოს, არის ხელსაყრელი ფასი, რომელიც ამ ფირმის სხვა სპორტული მოდელისაგან განსხვავებით არის დაბალი(!!!). MXS ევროპაში ღირს 5500 გირვანქა სტერლინგი.მეორე რიგში აღსანიშნავია მაღალი ხარისხის მასალები(ხე-ლითონი); უმაღლესი ხარისხის დაყვანა.12 ყალიბი; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 73-76-81სმ; არხის დიამეტრი 18,5;
  6. უსაფრთხოება 1.ყოველთვის ჩათვალეთ რომ იარაღი დატენილია 2. იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მხარეს 3. თითი მოაცილეთ სასხლეტს 4. გადახსენით იარაღი და შეამოწმეთ სავაზნეები 5.იარაღი და ტყვია წამალი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, უცხოებისთვის და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომლად. 6.შენახვისას იარაღის სასხლეტი ბლოკირებული უნდა იყოს სპეციალური საკეტით. იარაღი უნდა ინახებოდეს საკეტის მქონე კარადაში ან ყუთში. 7.იარაღი დატენეთ მხოლოდ სანადირო სექტორში. 8.არ მიიღოთ და არც სხვას არ გადასცეთ დატენილი იარაღი. 9.არ მიაყრდნოთ იარაღი მანქანას, ხეს ან სხვა საგანს. 10.ბარიერზე გადასვლისას ჯერ გადახსნილი იარაღი გადადეთ(მიწაზე) და მერე თქვენ გადადით. 11.კარგად შეაფასეთ სამიზნე სროლამდე. არ ისროლოთ სილუეტის, ჩრდილის ან გაურკვეველი ხმის მიმართულებით. 12.იარაღის დატენვამდე შეამოწმეთ ლულები(განსაკუთრებით ზამთარში, როცა ლულაში თოვლის მოხვედრის შესაძლებლობაა). 13.თუ ვაზნამ გიმტყუნათ, არ გადახსნათ იარაღი 5 წამის განმავლობაში(შესაძლებელია ნაგვიანები გასროლა), თოფის გადახსნისას სავაზნეები მიმართეთ უსაფრთხო მიმართულებით და არა შენსკენ. 14.პრობლემის შემთხვევაში დაუშვებელია იარაღთან უხეში მანიპულაცია, მითუმეტეს დატენილი იარაღის ლულაში ჩახედვა 15.გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები(მონაცემები ნახეთ ლულაზე ან იარაღის პასპორტში). 16.არ ენდოთ ჩამკეტ ღილაკს. ისევე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, დამცველიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და უკონტროლო გასროლა მოხდეს. 17.კარგად დაათვალიერეთ სივრცე რომელიც სამიზნის უკანაა. 18.წყლის ზედაპირმა ან სხვა მყარმა საგანმა ტყვიის(საფანტის) ტრაექტორიას შეიძლება მიმართულება შეუცვალოს. 19.იარაღთან ურთიერთობის(უსაფრთხოების) საბაზისო წესები გააცანით ოჯახის წევრებს. 20,სასხლეტი ჩაკეტეთ შესაბამისი ბოქლომით 21,იარაღი შეინახეთ კარადაში ან სათავსოში, რომელიც იკეტება 22,ტყვია-წამალი შეინახეთ განცალკავებით 23,თვალყური ადევნეთ ბავშვებსა და მოზარდებს იარაღთან მათი უკონტროლო კონტაქტის თავიდან ასაცილებლად 24,ყოველთვის გააკონტროლეთ ლულების მიმართულება 25,არ დატენოთ იარაღი მანამ სანამ სროლისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არ მოხვდებით 26,წინაღობის გადალახვისას იარაღი გადახსნილი უნდა იყოს 27,თითი მოაცილეთ სასხლეტს 28,მუდმივად გამოიყენეთ ჩამკეტი ღილაკი 29,არ გამოიყენოთ დაზიანებული იარაღი 30,მუდმივად შეამოწმეთ იარაღის გამართულობა 31,პრობლემის შემთხვევაში დაუშვებელია იარაღთან უხეში მანიპულაცია, მითუმეტეს დატენილი იარაღის ლულაში ჩახედვა
  7. მრგვალი სტენდი მრგვალი სტენდის მოგონების მიზეზი იყო კიდევაც, ნადირობისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება, სამიზნე რომელიც მოძრაობს მრგვალ სტენდზე შეიძლება იყოს 3 ტიპის, 'ჩვენგან', გვერდითი და შემხვედრი. არის კიდევ VIII ნომერი პრაქტიკულად თავს ზევით, მაგალითისათვის ავიღოთ იხვზე ნადირობის საშემოდგოო გადაფრენა. როგორც ყველაზე გავრცელებული და სროლის თვალსაზრისით ძალიან ძნელი. გავიხსენოთ თუ როგორ იხვებზე გვიწევს სროლა, რათქმაუნდა იხვზე რომელიც მონადირისკენ მოფრინავს, ანუ შემხვედრი ტრაექტორიით. ამისათვის მრგვალ სტენდზე ვარჯიშისას ყურადღება უნდა მიექცეს შემხვედრ სამიზნეებს. შემხვედრი სამიზნეები პრაქტიკულად არის I,II,III,IV,V,VI,VII ნომრები. თუ ვისწავლით მათ დაზიანებას საკმაოდ დარწმუნებით, ჩათვალკეთ რომ 60-70 % თქვენსკენ მომფრენი იხვები თქვენი ნადავლი იქნება, აქვე ავღნიშნავ რომ ამ სტატიაში იგულისხმება სროლის იდეალური გარემო ნადირობისას. კარგი განათებისას, მყარი ნიადაგისას მოსახერხებელი ტანისამოსის პირობებში და ა.შ. რადგან უამრავი ფაქტორი არსებობს რომელიც განასსხვავევბს სროლას სტენდზე და ნადირობისას. მიეჩვიო შებინდებისას სროლას, ან სროლას ნავიდან, ან სროლას მუხლამდე წყალში შეიძლება მხოლოდ ნადირობისას. ვიმეორებ საუბარია ასეთი სროლის ბაზის შექმნაზე. რათმაუნდა ჩვენგან მფრენ სამიზნეებზე სროლა მრგვალ სტენდზე ასევე საჭიროა, მაგრამ მისი გავლა შეიძლება ზერელედ, ისე რომ უამრავი რაოდენობს ვაზნა გამოვიყენოთ უფრო აზრიან და საჭირო ტრაექტორიბზე სასროლად. სროლის შემდეგი ნაწილი მრგვალ სტენდზე არის დუპლეტები. ეს კი ჩემი ღრმა რწმენით სრულიად არაა საჭირო ნადირობისას. ვინმეს უნახავს იხვები შემხვედრი მუმართულებით რომ მოფრინავდნენ ? სადაც ჯერ უნდა ესროლო ჩვენგან მფრინავს შემდეგ ჩვენზე მოსულს ? ასე რომ სტენდზე ვარჯიშისას თამამად შეგვიძლია უარი ვთავქათ დუბლეტებზე. (ნადირობისას დუბპეტებზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბროთ. ) VIII ნომერზე სროლა. თითქოსდა ძალიან გავს საღამოს გადაფრენაზე იხვინჭების ფრენას, როდესაც პატარა სწრაფმა ფრინველმა ლამისაა ქუდი მოგხადოთ თავიდან. მაგრამ ამ პოზიციას აქვს ერთი ძალიან უარყოფითი მხარე, სამიზნე უნდა დაზიანდეს მანამდე ვიდრე თვქენ ზურგს უკან მოექცევა, ანუ უნდა დაზიანდეს მოედნის ცენტრამდე. მაშინ როდესაც ნადირობისას სასურველია ფრინველი გაუშვათ ზურგს უკან და შემდეგ მივაყოლოთ საფანტი. შეიძლება თხოვოთ კიდევაც ინსტრუქტორს, მოგცეთ უფლება ასეთი სროლისა, ეს არ არის აკრძალული ვარჯიშის დროს. მრგვალ სტენდზე სროლა ხდება პოზიციიდან როდესაც თოფი ქამარზე ოდნავ ზემოთ გაქვთ მომარჯვებული. ეს სრულიად უახლოვდება ნადირობის სიტუაციებს. ზოგიერთი დამწყები უგულველყოფს ამ წესს და ისვრის მიბჯენილი თოფით, რადგან ფრიქრობეს რომ დამწყებისთვის ასე უკეთესია ან ადვილია. ეს კი მცდარი მოსაზრებაა. ჯერ ერთი არავინ არ დადის ტყე ტყე მიბჯენილი თოფით ისევე როგორც არავინ ელოდება გადაფრენას მიბჯენილი თოფით. მეორეც ერთი, გვერდითი ხედვით თეფშის აღქმა მარტივად ხდება, როდესაც თოფის კონდახი ცოტათი დაშვებულია. მაგრამ ამ ყოველივეს უნტსრუქტორები თვითონ მოიგიყვებიან სტენდზე.

ვიზიტორთა მთვლელები