Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'თოფი'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 13 results

  1. სანადირო თოფი-ტოზ-34 1965 წელს ლაიფციგის საერთაშორისო ბაზრობაზე ტულის საიარაღო ქარხანაში შექმნილმა სანადირო თოფმა-ტოზ-34-მა ოქროს მედალი დაიმსახურა. ამ მოდელის შექმნის იდეა და დამუშავება ნ. კირიაკოვს ეკუთვნის. თავიდან მხოლოდ ცალობით ეგზემპლარები მზადდებოდა, ხოლო 1969 წლიდან ის უკვე მსხვილი პარტიებით გამოდიოდა. მოდელმა დიდი როლი შეასრულა საბჭოთა იარაღის განვითარების საქმეში. ტოზ-34 სერიული წარმოების ვერტიკალურ ლულებიანი პირველი მსუბუქი თოფი იყო. ამასთან ტოზ-34 საბაზო მოდელად იქცა და საფუძველი დაუდო სხვადასხვა დანიშნულების და მოდიფიკაციის თოფების მთელ ოჯახს: სასტენდო ტოზ-57К-ს და ტოზ-57Т-ს: შტუცერ ტოზ-55 „ზუბრს", კომბინირებულ ტოზ-34-5.6/20-ს. თოფების ძირითადი ნაწილი 12, ხოლო შედარებით ნაკლები კი 28 ყალიბი გამოდიოდა, როგორც რიგითი, ისე ცალობითი და სუვენირული შესრულებით.შეზღუდული რაოდენობით მზადდებოდა 20 ყალიბის, ძალზე იშვიათად კი - 32 ყალიბსაც. თოფი ორ ნაწილად იშლება. ცევიო არ ეხსნება და ის ლულაზე ჭანჭიკებითაა და მაგრებული. აღჭურვილია ფეხზე შემდგარი ჩახმახების მაჩვენებლით. თოფების ნაწილზე ჩვეულებრივი სამიზნე თამასაა დაყენებული, ნაწილზე კი გამაგრილებელი. კაკლის, წიფლის ან არყის ხის კონდახი ძირითადად პისტოლეტურია, იშვიათად ინგლისური: სალოყით ან მის გარეშე. ეს მოდელი სხვადასხვა დროს სხვადასვხა მოდიფიკაციით გამოდიოდა ტოზ-34-ექსტრაქტორით, ტოზ-34ე-ეჟექტორით, ტოზ-34რ-რეზინის ამორტიზატორით, ტოზ-34ერ კი-ეჟექტორთა და რეზინის ამორტიზატორით. მცირე ყალიბიან თოფებზე იგივე კალაპოტია დაყენებული, რაც 12 ყალიბსაზე, ამიტომ ნებისმიერი ყალიბის თოფი ერთიწონისაა. ეს ცხადია მათი დიდი ნაკლია, თუმცა ერთიცაა 28 და 20 ყალიბის თოფების გაზრდილი მუხტითა და მასით დატენილი ვაზნების გამოყენებაა შესაძლებელი. 12 ყალიბიანის ლულების სიგრძე 700-720 მმ- ია, 20, 28 და 32 - ის კი 600-675 მმ-ია. სავაზნე ყველას 70 მმ-იანი აქვს. ლულების შევიწროება ასეთია: 12 ყალიბიანში ქვედა ლულა 0.8-1 მმ-ით, ზედა 1.1-1.3 მმ-ით; შესაბამისად 20-ის 0.5-1.0 მმ-ით, 28-ის 0.4 და 0.6 მმ-ით; ლულების არხის დიამეტრი კი 12 ყალიბიანს 18.5 (+0.2) მმ აქვს. 20-15.7 (0.2) მმ, 28 კი-14.0 (+0.2) მმ. თავის კონსტრუქციით ეს მოდელი სრულიად ორიგინალურია და სხვა თოფებისგან შესამჩნევად განსხვავდება. ლულები კალაპოტთან წრიული შარნირებითა და მუფტითაა შეერთებული. ლულების ჩაკეტვის სისტემა მხოლოდ ჩახმახების რბილი დაშვების საშუალებას იძლევა. შიგა ჩახმახიანი და ორ სასხლეტიანი დამცემ-დამშვები მექანიზმი კალაპოტში განცალკევებულ საფუძველზეა დამონტაჟებული. თოფის ფეხზე შეყენება და საბრძოლო ზამბარების მო მართვა ლულის გადახსნისას ხდება. ჩახმახები და ნემსები ცალ-ცალკე დეტალია. არაავტომატური დამცველი კეტავს შეპტალას: აქვს ჩახმახების დამჭერი ინტერსეფტორებიც. ტოზ-34 სხვა თოფებისგან სპეციფიკური, შედარებით რთული დაშლა-აწყობის სისემითაც განსხვავდება. ამიტომ ქარხანას უამრავი მწყობრიდან გამოყვანილი თოფი უბრუნდება, რისი ძირითადი მიზეზიც ლულების კალაპოტიდან განცალკევებისას დაშვებული შეცდომები იყო. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს თოფი კომბინირებულ ვარიანტადაც მზადდებოდა. მისი ქვედა ღარიანი ლულა 9X53 ვაზნისათვის არის გათვალისწინებული, ხოლო ზედა 12 ყალიბის 0.5 მმ-იანი ნახევარჩოკია; ოღონდ ასეთ ზუბრს ლულა უკვე 675 მმ-იანი აქვს. ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი ორივე ეს მოდიფიკაცია მხოლოდ ცალბით ეგზემპლარად მზადდებოდა. მცირე სერიებით გამოდიოდა სარეწაო დანიშნულების კომბინერებული მცირე ყალიბიანი თოფები - ტოზ-34-5.6/20, ამ შემთხვევაში ღარიანი სედა ლულაა და ის 5.6 ყალიბის ცენტრალური აფეთქების ტიპის ვაზნებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ქვედა - 28 ან 20 ყალიბისაა. ლულების სიგრძე 500 მმ-ია, ქონა 2.5-2.6 კგ. 12 ყალიბის ტოზ-34 ტიპიური სამოყვარულო-სანადირო თოფია, რომელიც ნებისმიერი ნადირობის დროს გამოდგება საფანტის სასროლად, ხოლო რაც შეეხება ფინდიხს, მისი გამოყენება მხოლოდ პოლიეთილენის კონტეინერების ხმარებისას და ლულასთან მისი შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება. მსხვილ ნადირზე სანადიროდ კი ტყვია ერთი ზომით ნაკლები ყალიბის უნდა იყოს. 20 ყალიბის თოფები განსაკუთრებით მოხერხებულია მწყერზე სანადიროდ. უფრო მცირე ყალიბიანები და კომბინირებული ვარიანტები ტაიგაში სარეწაო ნადირობისათვის იყო გათვალისწინებული, თუმცა საკმაოდ ძვირი ღირდა და თავისი დანიშნულებით იშვიათად გამოიყენებოდა.
  2. იხვზე ნადირობა პლასმასის ფიტულებით და მისი სწორი განლაგება წყალზე და ადგილის შერჩევა წლის ამ პერიოდში ფრინველზე მონადირესათვის ძირითადად სანადირო ობიექტს იხვი წარმოადგენს რადგან ფრინველებს შორის მწყერის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით არის გავრცელებული. გარდა რაოდენობისა იხვი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება. მისი ნაწილი ადგილობრივია ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუდობს და მრავლდება ხოლო ნაწილი კი გადამფრენი. იხვზე ნადირობას საკმაოდ მიმზიდველს ხდის ის გარემოაბა რომ საჭიროა საკმაო გამძლეობა, სპორტული ჟინი, გამოცდილება და ცოდნა. წარმატების შემთხვევაში ნადავლიც სოლიდურია (დათვს და გერეულ ღორს ნუ შეადარებთ სოლიდურობით), ამიტომ ნადირობის ამ სახეობით საკმაოდ ბევრი და მათ შორის ბევრი დამწყები მონადირე არის დაინტერესებული. მიუხედავად იხვის, და ტბების სიმრავლისა იხვის მოპოვება მაინც საკმაოდ რთულ საქმედ ითვლება, რადგან ფრინველის ეს სახეობა გამოირჩევა სიფრთხილით, ძირითადად გვხვდება რთულად მისასვლელ (დაჭაობებულ) ადგილებში, რაც ართულებს იხვზე ნადირობას. ამის გამო საკმაოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს ცოდნაზე. იხვზე ნადირობის რამოდენიმე წესი არსებობს. მიპარვით ნადირობა დილის ან ღამის გადაფრენისას ჩასაფრება. დღის მანძილზე ჩასაფრებით სატყუარათი ნადირობა. ნავიდან ნადირობა ამ პოსტში განვიხილავთ იხვზე ნადირობის ერთ-ერთ ჩასაფრებით და სატყუარათი ნადირობის წესს, თავისებურებებს და ისეთ წვრილმან დეტალებს რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს ხოლო სინამდვილეში კი მთელი საიდუმლო ამ დეტალებშია. საკუთარი პრაქტიკიდან მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე წლის წინ ამ დეტალებიდან ზოგი რამ არ ვიცოდი, ზოგს ვუგულებელყოფდი და ზოგის რამის შესრულება უბრალოდ მეზარებოდა. შედეგი მაინც იყო და ნადირობიდან ხელცარიელი არ ვბრუნდებოდი მაგრამ თუ ყველაფერს ზედმიწევნით დაიცავთ აღმოაჩენთ რომ უკეთესი შედეგიც შეიძლება. სატყუარა ანუ პლასმასის ან ხის შეღებილი იხვების სწორი შერჩევა. არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი სახეობის იხვის სატყუარა, კარგია თუ 2 ან 3 სახეობის სხვადასხვა სატყუარა გექნებათ, ასევე სასურველია თუ იხვის გარდა გექნებათ ერთი ქედანის სატყუარაც რომელსაც იქვე შორიახლოს ხეზე განათავსებთ და 2 ცალი ყანჩის ან წეროს მაკეტი, რომელსაც იხვებისგან 15 ან 20 მეტრის მოშორებით განათავსებთ შედარებით გამოსაჩენ ადგილზე. ასეთ შემთხვევაში გადამფრენი იხვი შორიდანვე ხედავს ხეზე მოთავსებულ ფრინველს, შემდეგ ხედავს ყანჩებს და ბოლოს ხედავს ტბაში ჩამჯდარ იხვს, ეს ყველაფერი ერთად გაცილებით ადუნებს ფრინველის, ეს ყველაფერი ერთად ფრინველის აფიქრებინებს რომ იმ ტერიტორიაზე საფრთხე არ არსებობს, ადუნებს ყურადღებას და გუნდი მშვიდად ეშვება სხვა იხვების გვერდით დასაჯდომად. კამუფლირება შენიღბვა. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი რომელზეც პირადად მე ხშირად მეზარებოდა ბევრი დროის დახარჯვა (რამოდენიმე კამიშის რეროს ამოვიფარებდი და სულ ეგ იყო). სინამდვილეში ამ დროს ხდება საპირისპირო, კამიში ჩვენ გვიზღუდავს მხედველობის არეს ხოლო იხვისათვის არც ისე რთულად შესამჩნევი ვხდებით. ამიტომ მხოლოდ კამუფლირებული ჩასაცმელი საკმარისი არ არის, ტანსაცმელზე ზემოდან სასრველია მივამაგროდ წვრილი ხმელი ჭაობის ბალახი ან ამ ბალახებისაგან წინასწარ დამზადებული ბადე გადავიცვათ, გარეშემო კამიშის რეროებისაგან მოვაწყოთ რაც შეიძლება ხშირი ფარდა. აუცილებელია კამუფლირებული ნაჭრით დავიფაროთ სახე რადგან თეთრი სახე, სიცივისა და 100 გრამი არყისაგან ოდნავ აწითლებული ლოყები ძალიან იოლად შესამჩნევია ფრინველისათვის. სასურველია იარაღის, განსაკუთრებით ლულის შეფუთვა. რადგან ჩვენს მიერ ზეთით გაპოხილი და გაპრიალებული ლულები კარგად ჩანს შორიდან. უმოძრაობა. უმნიშვნელოვანესია, პირადად მე ბევრჯერ შევხვედრივარ და მინახავს როდესაც შორს იხვების გუნდ შენიშნავენ განსაკუთრებით ახალბედა მონადირეები იწყებენ მომზადებას სროლისათვის (დადგებიან მოხერხებულ პოზაში, მოიმარჯვებენ თოფს) ეს ერთ-ერთი გავრცელებული და ისეთი შეცდომაა რომელიც ფრინველს იშვიათად რომ გამორჩეს. ასეთი შემთხვევების უმეტესობა მთავრდება იმით რომ ფრინველი არც კი უახლოვდება მონადირეს სასროლ მანშილზე ხოლო მონადირე კი მოხერხებულ პოზაში მდგარი გააყოლებს ფრინველს თვალს და ვერც კი მიხვდება რატომ არ ისურვა იხვების გუნდმა მის ცხვირთან ჩამოჯდომა. ამიტომ როდესაც ფრინველის გუნდს შენიშნავთ თუნდაც კილომეტრის მანძილზე, ნუ ეცდებით ზედმეტი მოძრაობების გაკეთებას, განსაკუთრებით მერე ნუ დაიწყებთ დამალვას. უმჯობესია გაჩერდეთ უძრავად, გაყინული (ქუდის გასწორებაც კი ზედმეტი მოძრაობაა) ხოლო როდესაც გუნდი სასროლ მანძილზე მოგიახლოვდებათ მერე შეიცვალეთ მდგომარეობა და მომენტალურად გადადით სასროლ პოზიციაში. ასევე აუცილებელია გვქონდეს საყვირი, სასტვენი რომელსაც ჩაბერავ და იხვის ხმას გამოსცემს (მანოკი). სატყუარების სწორად განლაგება გარემოს და ამინდის მიხედვით სატყუარების სწორი განლაგება წყალზე საჭიროებს ცოდანს, მაგრამ კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა ეს ცოდნა წერილობით გადმომეცა და მომეყოლა პოსტში. ბევრი ფიქრის და ძიების შემდეგ ვიპოვე მარტივი გამოსავალი. ერთ-ერთ რუსულ საიტზე მივაგენი სურათებს რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ სამალავი, სამალავთან მიმართებაში განალაგოდ სატყუარები და იცოდეთ რომელი მხრიდან ელოდოთ ფრინველს. იხვი არასოდეს არ ჯდება პირდაპირ. ჯერ ფრინველი წრეს აკეთებს წინასწარ შერჩეულ ადგილზე ხოლო თუ სიტუაცია მოეწონა და ჩათვალა რომ საფრთხე არ ემუქრება ამის შემდეგ ჯდება წყალზე. იხვი დასაჯდომად ყოველთვის შემოდის ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, არასოდეს ფრინველი არ ჯდებაისე რომ ქარი გვერდიდან ან ზურგიდან უბერავდეს ფრინველს. მოფრენილი ფრინველი ჯდება სატყუარებიდან მოშორებით, შეათვალიერებს გარემოს და მერე მიცურდება სატყუარასთან ახლოს. დიდი ხნის ჩამჯდარ გუნდში რომელიც მიახლოებულია კამიშს და გართულია საკვების მოპოვებაში აუცილებლად შეიმჩნევა ერთი იხვი რომელიც ჩამჯდარია ძირითადი გუნდისაგან ოდნავ მოშორებით შედარებით ღია ადგილზე და აკვირდება ტერიტორიას. ეს ყარაული იხვია რომლის აფრენას აუცილებლად მოყვება მთელი გუნდის აფრენა. თუ ფრინველის გუნდი დიდია ის აუცილებლად რამოდენიმე ნაწილად გაიყოფა, ხშირ შემთხვევაში დაჯდება რამოდენიმე, დანარჩენი გუნდი კიდევ ერთ წრეს გააკეთებს და მერე დაეშვება დასაჯდომად. ნებისმიერ შემთხვევაში თუ საფარი კარგად გაქვთ მოწყობილი და გუნდის ნაწილი ჯდება სროლას ნუ იჩქარებთ, დაელოდეთ მთლიანი გუნდის ჩაჯდომას. ხოლო როდესაც საფარი არ გფარავთ ბოლომდე მაშინ იხვი არცერტ შემთხვევაში არ ჩაჯდება და თქვენ პირველივე სასრლი მომენტი უნდა გამოიყენოთ. საფარის შერჩევისას გაითვალისწინეთ თუ რომელი ხელით გეხერხებათ სროლა. თუ თქვენ მარჯვენა მხარიდან ისვრით მაშინ შეხედეთ ქარის მიმართულებას და საფარი ისე შეარჩიეთ რომ ფრინველი თქვენი მარცხენა მხრიდან შემოდიოდეს ხოლო თუ მარცხენა მხარიდან ისვრით პირიქით. ამის შემდეგ განალაგეთ სატყუარები. თუ რამოდენიმე სახის სატყუარა გაქვთ შეეცადეთ მათი ძირითადი ნაწილი სახეობების მიხედვით ცააწყოთ, თითოეული ჯიშის სატყუარები ერთ გუნდათ, ხოლო გუნდები ერთმანეთთან ახლოს განათავსეთ ან რამოდენიმე გუნდათ გაყავით. თუ ცოცხალი სატყუარა გყავთ ის მოათავსეთ ყარაული იხვის პოზიციაზე, ძირითადი გუნდიდან გამოყოფილათ. წეროს ან ყანჩის სატყუარა მოაათავსეთ იხვების გუნდისაგან მოშორებით ისეთ ადგილზე რომ კარგად ჩანდეს შორი მანძილიდან. ამ ყველაფერში ცოტას ეს ფოტოებიც დაგეხმარებათ. იხვის სატყუარების განლაგება.სურ.1 . . იხვის სატყუარების განლაგება.სურ.2 . . გისურვებთ წარმატებულ ნადირობას. .
  3. რამდენიმე ხნის წინ კახეთში წავედით სანადიროდ
  4. იარაღის მოხმარების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგებადა გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად იარაღის შეძენის მსურველს 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იარაღი 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. ამავდროულად, გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენის შემთხვევაში გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ უწევს. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ბილეთები სპორტული ცეცხლსასროლი იარღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ბილეთები თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ბილეთები იგივე ბილეთების რუსულ და ინგლისურ ენაზე სანახავად დააჭირეთ სტატიის წყაროს (მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდის) ბმულს –მომსახურების სააგენტო – www.sagency.ge თუ თვლით რომ უკვე მზად ხართ ტესტირებისთვის და ყველა ბილეთი ნასწავლი გაქვთ, დაიზღვიეთ თავი და გადაამოწმეთ თქვენი ცოდნა ჩვენ ტესტირების გვერდზე. ტესტირების დასაწყებად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს და შემდეგ აირჩიეთ კატეგორია
  5. ფოლადის საფანტის ეფექტურობა სანამ ფოლადის საფანტის ღირსებებსა და ნაკლზე ვისაუბრებდეთ, მისი მასრაში ჩატევის საკითხი უნდა განვიხილოთ.ეს საფანტის სიმკვრივესთან არის დაკავშირებული,რაც ტყვიის სიმკვრივეზე 1,45 -ჯერ ნაკლებია.ამის გასარკვევად ბევრი გამოთვლა და ექსპერიმენტია ჩატარებული.4,5მმ დიამეტრის მოსპილენძებული ფოლადის საფანტის ზომა ტყვიის საფანტის № 00-ის ტოლია.ერტი ბურთულის მასა 0,36გრ უდრის.ტყვიის № 00 საფანტის მასა 0,53 გრამია. 12 ყალიბის 76მმ მასრის შიდა დიამეტრი 19მმ და სიღრმე 69მმ -ია.ასეთ მასრაში 2,3 გრ სოკოლი 13 მმ სიმაღლეზე დგება.ქეჩის საცობი - 16მმ, საფანტის პიჟზე თავის მოხვევას 8მმ სწირდება.აქედან გამომდინარე საფანტის სვეტი 32მმ სიმაღლეს იკავებს. № 00 ტყვიის საფანტის 108 ბურთულა ეტევა, რაც 39 გრამს შეადგენს. ამავე მოცულობის 4,5მმ ფოლადის ბურთულები 68 ცალი ჩაეტევა დამისი მასა 24,5 გრამს შეადგენს. რადგან ფოლადის საფანტის სროლისათვის აუცილებელია პიჟკონტეინერის გამოყენება, მასრის ვარსკვლავუსებური ჩახვევა კიდევ უფრო ამვირებს ფოლადის საფანტის რაოდენობას. როგორც ვხედავთ ფოლადის საფანტის სრულწონიანი მუხტი 76მმ მასრაშიც ვერ ეტევა.მხოლოდ 89მმ მასრაში ჩაეტევა ფოლადის საფანტის 96 ბურთულა ,რაც 35 გრ შეადგენს. ახლა გარე ბალისტიკაზე გადავიდეთ. ვთქვათ ,ჩვენს მიერ შერჩეული ფრინველისთვის ოპტიმალურია № 7 საფანტი. ერთი მარცვლის მასა 0,094 გრამია, 375 მ/წმ საწყისი სიჩქარის შემთხვევაში მასა 32 მეტრზე 200 მ/წმ სიჩქარე ექნება. ფოლაიდის №7 საფანტის ერთი მარცვალის მასა 0,065 გრამია. ამ ორი საფანტის კინეტიკური მონაცემები რომ გავათანაბროთ, ხსენებულ მანძილზე ფოლადის საფანტს 240 მ/წმ საიჩქარე ნდა ჰქონდეს.ტყვიის № 8 საფანტის მარცვლის მასა 0,067 გრამია, რომელიც 240 მ/წმ სიჩქარეს 20 მეტრზე ინარჩუნებს. რადგან № 7 საფანტის განივი კვეტა № 8 საფანტზე მეტია. ფოლადის საფანტი 240 მ/წმ სიჩქარეს 20 მეტრზე ნაკლებ მანძილზე აჩვენებს.აქედან გამომდინარე, ფოლადის სსაფანტის სროლის დროს ტყვიის საფანტთან შედარებით მანძილი 1,6-ჯერ მცირდება. იმ ნადირობებზე სადაც #5 ტყვიის საფანტს ვიყენებთ, № 3 ფოლადის საფანტს ვესვრით, რასაც ხშირად გვირჩევენ , ამ შემთხვევაში ეფექტური სროლის მანძილი 1,6-ჯერ მცირდება, რადგან ერთი და იგივე წონის მუხტში საფანტის მარცვლების რაოდენობა 1,45-ჯერ მცირდება , სროლის ეფექტურობა 1,6 x 1,45=2,32-ჯერ დაიკლებს! თუ სროლის მანძილის გაზრდის მიზნით კიდევ უფრო მსხვილ საფანტს გამოიყენებთ, მუხტში საფანტის მარცვლების რაოდენობა კიდევ შემცირდება და უარეს შედეგს მივიღებთ. როგორც ვხედავთ მოხვედრის სიმჭიდროვითა და გაჭრის ძალით ფოლადის საფანტი ტყვიისას ბევრად ჩამორჩება. რაც შეეხება ფოლადის საფანტის სიმკვრივეს, იგი მართლაც იძლევა ლულაში წნევისა დასაწყისი სიჩქარის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას, რაც საბოლოოდ ამ საფანტის კინეტიკურ ენერგიას ზრდის , მაგრამ თანამედროვე თოფში ამ უპირატესობის რეალიზება, სადაც წნევა ისედაც 1000 ბარ-ს უტოლდება, შეუძლებელია. ამიტომ ფოლადის საფანტით წარმატებული სროლა 20-25 მეტრზე შორს ნაკლებეფექტურია. ზოგიერთს ჰგონია, რომ ფოლადის საფანტის ყველა მარცვალს ერთნაირი სიჩქარე ექნება, საფანტის ონა სივრცეში არ გაიწელება და ეს დამიზნებას გაართულებს, მაგრამ ეს უკვე აშკარა გადაჭარბრბაა , რადგან მიზანი კი არ გადაკვეთს საფანტის კონას არამედ საფანტი გადაკვეთს სამიზნესთუ მხედევლობაშ მივიღებთ იმას რომ საფანტს მიზანთან შეჯახების დროს 10-ჯერ მეტი სიჩქარე აქვს, ამ შეჯახების შედეგი უძრავ სამიზნეზე დარტყმის მსგავსი იქნება.ტყვის საფანტიდან ფოლადის საფანტზე გადასვლა არც ტუ ისე ადვილი საქმეა. სტატია მოამზადა : დავით ურუშადძემ http://inadire.ge/ -ისათვის
  6. MC დაზიანებული გარკვევით ჩანს მც-ს ლულაში ჩარჩენილი ან სროლამდე მოხვედრილი უცხო საგნის მიერ გამოწვევული დაზიანება. პირველ შემთხვევაში გაბერილია ჩოკი ხოლო მეორე შემთხვევაში გახეთქილია, რაც მეტყველებს იმაზე რომ მეორე შემთხვევაში უფრო მეტი წინააღმდეგობაა შექმნილი ლულაში, რამაც გამოიწვია ლულის გახეთქვა.
  7. სამწყერე ვაზნები ალბათ გქონით შემთხვევა,როცა მონადირე ნადირობისას თავის წარუმატებლობას ხან თოფსაბრალებს ხან ვაზნებს. გამორიცხული არაა,რომ ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელი შედეგი მართლაც თოფის ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყოს ,მაგრამ ასეთი შემთხვევა უიშვიათესი გამონაკლისია. ვაზნების შემთხვევაში საქმე იმაშია რომ.ქარხნული ვაზნები ყოველთვის საშუალო გათვლებით არის დამზადებული და, საშუალო თოფით საშუალო შედეგს იძლევა ,რომელიც ხშირ შემთხვევაში მონადირეს არ აკმაყოფილებს. რა არის ამისი მიზეზი? მაგ კითხვას რომ ვუპასუხოთ უნდა გავიხსენოთ ,რომ ერთნაირ ლულებიანი თოფები არ არსებობს. ამისი გამოსწერება კი ძალიან ადვილია როცა მონადირე თავად დატენის და რამდენიმე ცდის შემდეგ საკუთარ თოფზე "მორგებულ" ვაზნებს მიიღებს. ვაზნების გაწყობა ძნელი არ არის, თუმცა, გარკვეულ ცოდნასა და აკურატულობას მოითხოვს. პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ დენთი,თუმცა არჩევანი დიდი არ არის.სოკოლი ბაზარზე არ არის გაყიდვაში .დაგვრჩა ორი ვარიანტი უნგრული (REX-2) და ესპანური წარმოების.მათი ბალისტუკირი მახასიტებლები იდენტურია და შემდეგ მაქსიმალურ დოზებზეა გათვლილი: დენთი -1.6გრ, საფანტი-32გრ. რომელი ნომერი საფანტი ვიხმაროთ? მწყრის ჩამოგდება 12 და 11 ნომერითაც შეიძლება, 10 კარგია. მაგრამ ყველას მაინც 9 ნომერი საფანტი ჯობია, რადგან ფრინველს ნაკლები რაოდენობის მარცვალი ხვდება, სამაგიეროდ გამჭოლად გადის და ნაკლებად აზიანებს ნადავლს. თან, მოულოდნელად გადმოფრენილ მტრედზე გვიწევს გასროლა. და კიდევ ერთი, მწყრის სეზონზე შემორჩენილი ვაზნებიტ ტყის ქათამზე ინადიროდ შეგიძლიათ. განვიხილოთ ყველაზე მასობრივი 12 ყალიბის ვაზნების დენთით დატენვის რამოდენიმე ვარიანტი. ყველაზე ნაკლები წვალება ცილინდრულ ლულებიანი თოფებისთვის გამოსადეგი ვაზნების დატენვას სჭირდება. რადგან დენთისა და საფანტის მაქსიმალური დოზების თანაფარდობა ვიცით,ჩვენთვის საჭირო ე.წ. ნახევარმუხტიანი ვაზნების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის ამორჩევა მოგვიწევს: ა. დენთი-1.3გრ; საფანტი-26გრ შედარებით ახლო მანძილზე სასროლად; ბ. დენთი-1.4გრ; საფანტი-28გრ საშუალო მანძილზე სასროლად. ვისაც მხოლოდ ერთი,სასტენდო სრულჩოკებიანი თოფი აქვს,მისთვის ყველაზე მოსახერხებელი დისპერსიული ვაზნებია. შემოგთავაზებთ რამოდენიმე დატენვის ვარიანტს: ა. დენთი-1.4გრ; 30გრ საფანტი მუყაოს ორი საფენით გაყაბით სამ ტოლ (10გრ) ნაწილად,თავზე ც თხელი საფენი დააფარეთ და თავი მუუხვიეთ. ბ. ეს ვარიანტი პირველის (ა) ანალოგიურად მზადდება.განსხვავება მხოლოდ ინაშია ,რომ აქ საფანტი სამი საფენით ოთხ (7.5გრ) თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი. გ. ამ შემთხვევაში 1.4გრ - დენთი და 30გრ- საფანტია საჭირო.ჯერ ჩაყარეთ საფანტის 4/5 ანუ 24 გრსაფანტს დააფარეთ 4-5 მმ -ანი ქეჩის საცობი,და ბოლოს ჩაუმატეთ დარჩენილი 6 გრ საფანტი.დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ. დ. საფანტის ჭურვის 4 ნაწილად გაყოფა შეიძლება მუყაოს ორი თხელი ფირფიტითაც.ფირფიტების სიგანე ზუსტად მასრის შიდა დიამეტრის ტოლი უნდა იყოს,ხოლო მისი სიგრძე უნდა შეარჩიოთ საფანტის ჭურვის სვეტის სიმაღლის მიხედვით.ფირფიტები ცენტრში შუამდე ჩაჭერით და ერთმანეთში ჩასვით.მიიღებთ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ორ ფირფიტას,რომელიც მასრაში მოთავსებიშ შემდეგ ოთხ კამერიან ბუდეს ქმნის.ჩაყარეთ მასში საფანტი დაადეთ საფენი და ტავი მოუხვიეთ. ე. ეს ვარიანტი დ ვარიანტის მსგავსია ,ოღონდ ამ ასემთხვევაში 5 ნაწილად არის გაყოფილი .ჯვარედინ ფირფიტებში ჩაყარეთ საფანტის 2/3(20გრ) დააფარეთ საფენი,ზემოდან დააყარეთ დარჩენილი 10გრ -საფანტი დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ. ასეთი ვაზნების გაწყობა შეგიძლიათ თითბერის მასრებშიც. როცა შინ დამზადებული ვაზნები გაამართლებს და ნადირობას სასიამოვნო პროცესად აქცევს ,მომავალში ვაზნების დატენვა სასიამოვნო და სახალისო პროცესი იქნება თქვენთვის. გისურვებთ წარმატებულ ნადირობას!!! სტატია მოამზადა: დ.ურუშაძემ (სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით)
  8. პერაცი – Perazzi კომპანია Armi Perazzi კარგადაა ცნობილი იარაღის ბაზარზე. მისი სპორტული და სანადირო თოფების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. აღსანიშნავია პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და ორიგინალური კონსტრუქცია. კომპანია პერაცი ტიპიური იტალიური საწარმოა, სადაც მანქანურ წარმოებას კარგად ერწყმის ხელით შრომა.დანიელ პერაციმ 16 წლის ასაკში სამსახური დაიწყო იარაღის საწარმოში, სადაც ადგილი საწყობში მუშად მიუჩინეს. ამ პოსტიდან დანიელი საწარმოს წამყვან ოსტატად გაიზარდა. 20 წლის ასაკში ერთ-ერთ დიდ საიარაღო ქარხანაში გადადის სამუშაოდ. მთელ ამ პერიოდში პერაცი საკუთარ კომპანიაზე და იარღზე ოცნებობს. ამავე პერიოდში მას გაჩნია არა მარტო თავისი შემუშავებული სქემები, არამედ პატენტები და გამოგონებანი. თავის გამოგონებებს ახალგაზრდა პერაცი ქარხანას სთავაზობს, მაგრამ უარს ღებულობს. მაშინ პერაციმ თავისი გამოგონებები კონკურენტ ფირმებს მიჰყიდა, ამ ფულით კი საკუთარი კონსტრუქციის იარაღს აწყობს სახლის პირობებში. თავისი პატარა საამქრო პერაციმ 1957 წელს დააფუძნა 23 წლის ასაკში. აქ ყველა ოპერაციას ოსტატი თავად ასრულებდა. წარმატება მოულოდნელად მოვიდა. იმ დროში ცნობილმა სპორცმენმა მატერელიმ ახალგაზრდა პერაცის იარაღი შეუკვეთა, რომლის გაკეთებაშიც ოსტატმა მთელი სული და გული ჩააქსოვა. ამ თოფმა მატერელის 1964 წელს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონობა მოუტანა, ხოლო პერაცის მსოფლიო აღიარება. 1968 წლის მექსიკის ოლიმპიადისათვის პერაცი წარმოებაში უშვებს უფრო სრულყოფილ МХ8-ს(შემოკლებული სახელი MEXICO-68). ეს მოდელი დღემდე რჩება ამ ფირმის თოფების პროტოტიპად. მისი წონა მერყეობს 3,4კგ-დან 3,7 კგ-მდე, ლულის სიგრძე 660მმ-დან 760მმ-მდე, სახსნელი ტიბჟირითა და ინგლისური ან ნახევარპისტოლეტური კონდახით. ეს თოფები გამოდის სტანდარტული, ლუქსი, სუპერლუქსი და ექსტრა ლუქსის კლასით. კომპანია ასამდე სხვადასხვა მოდელს უშვებს, მართალია მცირე რაოდენობით ჰორიზონტალურებსაც აკეთებენ, თუმცა იარაღის ძირითადი რაოდენობის ტიპი უცვლელი რჩება, ესაა ლულათა ვერტიკალური განლაგება. გამოდის სანადირო და სპორტული ვარიანტები, თუმცა ძირითადი სპეციალიზაცია მაინც სპორტულია. ამ იტალიური ფირმის თოფებით ბევრ სპორცმენს უზეიმია ოლიმპიური ოქრო. ეს მართლაც დიდი რეკლამაა საწარმოსათვის. პერაცის საერთო პროდუქციის 80% ექსპორტზე გადის. საწარმოში დღეისათვის 100 ადამიანი მუშაობს, რომლებიც დღეში 12 ერთეულ თოფს უშვებენ. კომპანიას აქვს თავისი წარმომადგენლობა აშშ-ში. ადგილზე კი საკუთარი სასწავლო ცენტრი, სადაც ოსტატები მომზადებასა და გადამზადებას გადიან. კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული სერვისია ის, რომ შემკვეთს თავად შეუძლია შეამოწმოს ქარხნის სტენდზე თოფი საბოლოო დამუშავებამდე და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კორექტივები შეიტანოს. პერაცის თოფების მაღალ ხარისხზე დიდ ხანს შეიძლება საუბარი. სპორტული და სანადირო მოდიფიკაციების ლულათა სიგრძე 65სმ-დან 93სმ-მდე მერყეობს. ჩოკური შევიწროებანი შემკვეთის სურვილისამებრ კეთდება(ჩასახრახნი ჩოკების ჩათვლით); არხის დიამეტრი 12 ყალიბისათვის მერყეობს 18,3 დან 18,7-მდე. შემკვეთის გემოვნების მიხედვით ირჩევა ხის მასალის სტრუქტურა და ფერი; სასხლეტ-დამცემი მექანიზმი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან სახსნელი. პირველი ტიპის მექანიზმის შემთხვევაში მცველი(ავტომატური ან არა) კალაპოტის თავზეა განლაგებული, სახსნელის შემთხვევაში კი ფართან; საბრძოლო ზამბარა არის 2 ტიპის სპირალური ან ფირფიტოვანი, სასხლეტი კავები სელექტორულია და მისი მდებარეობა რეგულირდება; სამიზნე და შემაერთებელი თამასა შეიძლება იყოს შემდეგი ზომების: 11×11, 9×11, 7×11, 7×7 ,5×7. თოფების ბალანსი იმდენად სრულყოფილია, რომ ხელში აღებისას არსებულთან შედარებით ყოველთვის ნაკლები წონის გეჩვენებათ თოფი. პროდუქციაში ყველაზე მეტად გავრცელებულია 12 ყალიბი, თუმცა გამოდის 20 და 28 ყალიბის გლუვლულიანებიც და . 410 ყალიბი. კერძო შეკვეთებით შესაძლებელია ერთ კალაპოტზე აეწყოს წყვილი 20 და 10 ყალიბის გლუვლულიანები. პერაცის ცალსახად უკავია ერთ-ერთი მოწინავე მეიარაღე ფირმის ნიშა მსოფლიო მწარმოებელთა შორის MX 2005ყალიბი 12 ან 20, სხვახასხვა კომპლექტაციის შესაძლებლობის გამო საერთო და ლულის სიგრძე სხვადასხვაა; სავაზნის სიგრძე 70მმ, ლულათა შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე MX8საბაზო მოდელი, ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 70 ან 76მმ, ფიქსირებული და სახსნელი ჩოკებით(ზომა შემკვეთის სურვილისამებრ); TRAP მოდელისათვის ჩოკების ზომებია 1,0 ზედა- 0,7 ქვედა, SCEET მოდელისათვის ორთავე ცილინდრი, SPORTING მოდელისათვის სახსნელი ჩოკები, Double TRAP მოდელზე ზედა ლულა ფიქსირებულ ჩოკზეა, ხოლო ქვედა სახსნელი, ლულის არხის დიამეტრი 18,4მმ, კონდახი დანიშნულების შესაბამისად შეიძლება იყოს Trap, Double–Trap, Skeet ან Sporting, სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი, სამიზნე თამასის ზომებია 7/16 ან 7/16х9/32, ვენტილირებადი ან ნახევრადვენტილირებადი შემაერთებელი თამასა, წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე. MX 2000ჩაშვებულია წარმოებაში 1999 წლის ნოემბრიდან, МХ8-ის პროტოტიპი, ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 70მმ, საერთო და ლულის სიგრძე შემკვეთის სურვილისამებრ,ფიქსირებული ჩოკებით(ზომა შემკვეთის სურვილისამებრ), სამიზნე თამასის სიგანე 11მმ, მექანიზმი უფრო სწრაფი ვიდრე МХ8-ზე, წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე, კონდახი პირველი კლასის კაკლის. MX12 МХ8-ის მოდიფიკაცია, ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 70 ან 76მმ, TRAP მოდელისათვის ჩოკების ზომებია 1,0 ზედა- 0,7 ქვედა, SCEET მოდელისათვის ორთავე ცილინდრი, SPORTING მოდელისათვის სახსნელი ჩოკები, Double TRAP მოდელზე ზედა ლულა ფიქსირებულ ჩოკზეა, ხოლო ქვედა სახსნელი, მექანიზმი საცვლელი არაა, თამასის ზომებია 7/16 х 9/32, ნახევრად ვენტილირებადი შემაერთებელი თამასით, კონდახი დანიშნულების შესაბამისად შეიძლება იყოს Trap, Double–Trap, Skeet ან Sporting, წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე. MXSპირველ რიგში, რაც პერაცის ამ ახალ მოდელის მიმართ უნდა აღინიშნოს, არის ხელსაყრელი ფასი, რომელიც ამ ფირმის სხვა სპორტული მოდელისაგან განსხვავებით არის დაბალი(!!!). MXS ევროპაში ღირს 5500 გირვანქა სტერლინგი.მეორე რიგში აღსანიშნავია მაღალი ხარისხის მასალები(ხე-ლითონი); უმაღლესი ხარისხის დაყვანა.12 ყალიბი; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 73-76-81სმ; არხის დიამეტრი 18,5;
  9. მრგვალი სტენდი მრგვალი სტენდის მოგონების მიზეზი იყო კიდევაც, ნადირობისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება, სამიზნე რომელიც მოძრაობს მრგვალ სტენდზე შეიძლება იყოს 3 ტიპის, 'ჩვენგან', გვერდითი და შემხვედრი. არის კიდევ VIII ნომერი პრაქტიკულად თავს ზევით, მაგალითისათვის ავიღოთ იხვზე ნადირობის საშემოდგოო გადაფრენა. როგორც ყველაზე გავრცელებული და სროლის თვალსაზრისით ძალიან ძნელი. გავიხსენოთ თუ როგორ იხვებზე გვიწევს სროლა, რათქმაუნდა იხვზე რომელიც მონადირისკენ მოფრინავს, ანუ შემხვედრი ტრაექტორიით. ამისათვის მრგვალ სტენდზე ვარჯიშისას ყურადღება უნდა მიექცეს შემხვედრ სამიზნეებს. შემხვედრი სამიზნეები პრაქტიკულად არის I,II,III,IV,V,VI,VII ნომრები. თუ ვისწავლით მათ დაზიანებას საკმაოდ დარწმუნებით, ჩათვალკეთ რომ 60-70 % თქვენსკენ მომფრენი იხვები თქვენი ნადავლი იქნება, აქვე ავღნიშნავ რომ ამ სტატიაში იგულისხმება სროლის იდეალური გარემო ნადირობისას. კარგი განათებისას, მყარი ნიადაგისას მოსახერხებელი ტანისამოსის პირობებში და ა.შ. რადგან უამრავი ფაქტორი არსებობს რომელიც განასსხვავევბს სროლას სტენდზე და ნადირობისას. მიეჩვიო შებინდებისას სროლას, ან სროლას ნავიდან, ან სროლას მუხლამდე წყალში შეიძლება მხოლოდ ნადირობისას. ვიმეორებ საუბარია ასეთი სროლის ბაზის შექმნაზე. რათმაუნდა ჩვენგან მფრენ სამიზნეებზე სროლა მრგვალ სტენდზე ასევე საჭიროა, მაგრამ მისი გავლა შეიძლება ზერელედ, ისე რომ უამრავი რაოდენობს ვაზნა გამოვიყენოთ უფრო აზრიან და საჭირო ტრაექტორიბზე სასროლად. სროლის შემდეგი ნაწილი მრგვალ სტენდზე არის დუპლეტები. ეს კი ჩემი ღრმა რწმენით სრულიად არაა საჭირო ნადირობისას. ვინმეს უნახავს იხვები შემხვედრი მუმართულებით რომ მოფრინავდნენ ? სადაც ჯერ უნდა ესროლო ჩვენგან მფრინავს შემდეგ ჩვენზე მოსულს ? ასე რომ სტენდზე ვარჯიშისას თამამად შეგვიძლია უარი ვთავქათ დუბლეტებზე. (ნადირობისას დუბპეტებზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბროთ. ) VIII ნომერზე სროლა. თითქოსდა ძალიან გავს საღამოს გადაფრენაზე იხვინჭების ფრენას, როდესაც პატარა სწრაფმა ფრინველმა ლამისაა ქუდი მოგხადოთ თავიდან. მაგრამ ამ პოზიციას აქვს ერთი ძალიან უარყოფითი მხარე, სამიზნე უნდა დაზიანდეს მანამდე ვიდრე თვქენ ზურგს უკან მოექცევა, ანუ უნდა დაზიანდეს მოედნის ცენტრამდე. მაშინ როდესაც ნადირობისას სასურველია ფრინველი გაუშვათ ზურგს უკან და შემდეგ მივაყოლოთ საფანტი. შეიძლება თხოვოთ კიდევაც ინსტრუქტორს, მოგცეთ უფლება ასეთი სროლისა, ეს არ არის აკრძალული ვარჯიშის დროს. მრგვალ სტენდზე სროლა ხდება პოზიციიდან როდესაც თოფი ქამარზე ოდნავ ზემოთ გაქვთ მომარჯვებული. ეს სრულიად უახლოვდება ნადირობის სიტუაციებს. ზოგიერთი დამწყები უგულველყოფს ამ წესს და ისვრის მიბჯენილი თოფით, რადგან ფრიქრობეს რომ დამწყებისთვის ასე უკეთესია ან ადვილია. ეს კი მცდარი მოსაზრებაა. ჯერ ერთი არავინ არ დადის ტყე ტყე მიბჯენილი თოფით ისევე როგორც არავინ ელოდება გადაფრენას მიბჯენილი თოფით. მეორეც ერთი, გვერდითი ხედვით თეფშის აღქმა მარტივად ხდება, როდესაც თოფის კონდახი ცოტათი დაშვებულია. მაგრამ ამ ყოველივეს უნტსრუქტორები თვითონ მოიგიყვებიან სტენდზე.
  10. სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება, საფანტის და ფინდიხის ნომერაცია, ვაზნის დამზადება ხშირად მონადირე, რომელიც თავადაა დაკავებული საფანტის ჩამოსხმით, დგება კითხვის წინაშე: რა ნომერს შეესაბამება მის მიერ ჩამოსხმული პროდუქტი? ძირითადად გამოყოფენ 15 ნომრის საფანტს: 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 0, 00, 000, 0000. ყველაზე პატარა ზომის 11 ნომერი საფანტის დიამეტრია 1,5მმ და ამის მერე ყოველ შემდგომ ნომერს აქვს დიამეტრი +0,25მმ და აღწევს 5მმ-ს 0000-ის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ადვილია განისაზღვროს თითოეული ნომრის საფანტის დიამეტრი: №11_1,5მმ; №10_1,75მმ; №9_2,0მმ; №8_2,25მმ; №7_2,5მმ; №6_2,75მმ; №5_3,0მმ; №4_3,25მმ; №3_3,5მმ; №2_3,75მმ; №1_4,0მმ; №0_4,25მმ; №00_4,5მმ; №000_4,75მმ; №0000_5,0მმ. გამოყოფენ ფინდიხის 7 ზომას, ესენია: №1-9მმ; №2- 8,5მმ; №3-8მმ; №4-7,5მმ; №4ა-7მმ; №5- 6,5მმ და №5ა-6,2მმ. ამერიკული საფანტის ზომები ორით მეტია ჩვენებურთან შედარებით, კერძოდ, გარდა ჩვენთვის ცნობილი საფანტის ნომრებისა, ამერიკაში გამოდის საფანტი ნომრით 7,5 და 8,5. მათი ზომებიც შესაბამისად 2,375მმ და 2,125მმ-ია. რაში ჭირდებათ ასეთი აბსოლიტრური ზომები ვერ გეტყვით , თუმცა ფაქტია რომ ამზადებენ გარდა ამისა 5/0-ს აღნიშნავენ F-ით; 4/0-ს T-ით 3/0-ს BBB-ით 2/0-ს BB-ით 0-ს კი B-ით. განსხვავებულია ფინდიხის აღნიშვნებიც: 9მმ-იანი აღინიშნება N000-ით(ჩვენთან N1); 8,5მმ-იანი N00-ით(ჩვენთანაც N2); 8მმ-იანი N0-ით(ჩვენთან N3); 7,5მმ-იანი N1-ით(ჩვენთან N4); 7მმ-იანი N2-ით(ჩვენთან N4ა); 6,5მმ-იანი N3-ით(ჩვენთან N5) და 6,2მმ-იანი N4-ით(ჩვენთან N5ა) საფანტის დახარისხების ავკარგიანობის განსაზღვრის მარტივი წესი ამგვარია: 10 გრამს უნდა იწონიდეს კარგი(ზომიერი) სიმაგრის 26 ცალი პირველი ნომრის საფანტი, №3_38 ცალი, №6_ 80ცალი, №7_104ცალი. ამ მაჩვენებლიდან მკვეთრი გადახრა შეიძლება გამოწვეული იყოს საფანტის ზედმეტი სიმაგრით ან სირბილით, ანდა საფანტის ცუდად დახარისხებით(სხვადასხვა დიამეტრი). აქვე აღსანიშნავია, რომ გარედან სპილენძით ან ნიკელით დაფარული საფანტის ეს მაჩვენებელი სავსებით განსხვავებულია. რაც უფრო სწორი ბურთულის ფორმისა და თანაბარი დიამეტრისაა თითოეული საფანტი, რამდენადაც ნაკლებ დეფორმაციას განიცდის იგი თოფის ლულაში გავლისას, იმდენად სრულფასოვანი იქნება თოფის მიტანა. მაგალითად, თანაბარ პირობებში სუფთა ტყვიისაგან დამზადებული საფანტის მიტანის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაგარი საფანტისა. თუმცა ზედმეტად მაგარი საფანტიც არასრულფასოვანია. ლულიდან გამოტყორცნის შემდეგ ყველა საფანტი (ისე, როგორც ლულაში) ფრონტალურ სიბრტყეში ერთდროულად კი არ მოძრაობს, არამედ ყოველ ცალკეულ მომენტში ისინი ჰაერში განლაგებული არიან გარკვეული სიგრძითა და სიგანით. საფანტის ამ განლაგების ფორმას `საფანტის კონა~ ეწოდება. თავიდან საფანტებს შორის მანძილი მცირეა, ხოლო შემდეგ იგი თანდათან იზრდება და `საფანტის კონის~ მოცულობაც ანალოგიურად იცვლება, ე.ი დასაწყისში მცირეა, შემდეგ კი ნელ-ნელა იზრდება. `საფანტის კონის~ თავის წინა ნაწილში, 1-1,5 მ-ის სიგრძეზე, მოქცეულია ყოველი ცალკეული მომენტისათვის ჰაერში მოძრავ საფანტთა 80%, ხოლო კუდის ნაწილში, 2-2,5 მ-ის სიგრძეზე _ 20%. საფანტის ჭურვის საწყის სიჩქარეზე (რომელიც ყველაზე მაღალია ლულის ტუჩის ჭრილიდან მცირე მანძილის გავლის შემდეგ) დამოკიდებულია თოფის მიტანის სიმკვეთრე და მუდმივობა. მიტანის სიმკვეთრის ცნებაში იგულისხმება საფანტის სამიზნის სიღრმეში შეჭრა, იმისგან დამოუკიდებლად, მიიღწევა იგი თითოეული საფანტის შედარებით დიდი მასით თუ მისი მოძრაობის მაღალი სიჩქარით. რაც უფრო მეტია საფანტის მასისა და განივი ჭრილის შეფარდების მაჩვენებელი, მით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს იგი ჰაერის წინააღმდეგობის დასაძლევად. ამის შედეგია ის, რომ მსხვილი საფანტი უფრო დიდ მანძილზე ინარჩუნებს შედარებით მაღალ სიჩქარეს, ვიდრე წვრილი საფანტი. სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება ლულის სიბურჯღლის განსაზღვრისთვის უნდა ავიღოთ 100X100სმ ზომის ქაღალდი და დავხაზოთ მასზე ორი წრე _ A 750მმ და B 250მმ დიამეტრისა (როგორც ნახაზზეა ნაჩვენები). შემდეგ ამ პირობით სამიზნეს ვაკრავთ მშრალი ფიჭვის ფიცარზე (რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ). სამიზნიდან 35 მეტრის მანძილიდან ვისვრით პირობით სამიზნეზე (გასათვალისწინებელია, რომ მართებული შედეგის მისაღწევად ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურაა +15 გრადუსი, უნდა შეირჩეს უქარო და უნალექო ამინდი). შემდეგ ვითვლით დიდ წრეში მოხვედრილი საფანტის რაოდენობას და ვყოფთ ვაზნაში არსებული საფანტის რაოდენობაზე, ვამრავლებთ 100-ზე, რაც შესაბამისად _ შეადგენს ამ ლულის სიბურჯღლის მაჩვენებელს. მაგალითად, გასროლამდე ვაზნაში იყო 550 ცალი საფანტი, გასროლის შემდეგ დიდ წრეში მოთავსდა 250 ცალი, ამ შემთხვევაში ლულის სიბურჯღლე შეადგენს 250/550X100=45%-ს. ასევე შეიძლება განისაზღვროს ლულის ჭრა, ანუ მოხვედრის სიმკვეთრე. იგი იზომება ჭრილობის სიღრმით (სწორედ აქ გამოდგება ზემონახსენები ფიცარი). თუ საფანტის მიერ ფიცარში გაკეთებულ ნახვრეტში (ჭრილობაში) თავსდება კიდევ ერთი იმავე ზომის საფანტი, მაშინ ჭრა დამაკმაყოფილებელია. თუ ორი მოთავსდა, მაშინ _ კარგი, ხოლო თუ ნახვრეტში თავსდება სამი ან მეტი საფანტის ბურთულა, მაშინ ჭრა საუკეთესოა. განისაზღვრება საფანტის დაჯგუფებაც, ანუ ცენტრში კონცენტრაცია (ცდა ტარდება 7 ნომერი საფანტით). აღნიშნული მაჩვენებელი განისაზღვრება ფორმულით d =bX2,5\a, სადაც d დაჯგუფების მაჩვენებელია, b- პატარა წრეში მოთავსებული საფანტის რაოდენობა a_ დიდ წრეში მოთავსებული საფანტის რაოდენობა ; ვაზნის დამზადება შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოზები გაანგარიშებულია სტანდარტული ორლულიანი თოფებისათვის და არა მაგნუმისათვის. ერთ-ერთი ძირითადი ორიენტირი საჭირო საფანტის წონისათვის არის თოფის წონა. აღსანიშნავია, რომ თოფი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წონა არაა ზუსტი. კონკრეტული თოფის ვაზნისათვის საფანტის დასაშვები წონის მაქსიმუმი 12 ყალიბში არის მისი წონის 1/ 96, 16 ყალიბში მისი წონის 1/100, 20 ყალიბში მისი წონის 1/112, 28 ყალიბში მისი წონის 1/136 და 32 ყალიბში მისი წონის 1/148. ამის შემდეგ ვირჩევთ ამ მეთოდით განსაზღვრული მასის ქვემოთ 4 პუნქტს. მაგ. 3 კგ-იანი 12 ყალიბის ორლულიანი თოფის ვაზნისათვის საფანტის ოპტიმალური წონა მოქცეულია 27-დან 31-მდე გრამში(3000გ/ 96= 31; შემდეგი 4 ქვედა წონაა 30, 29, 28 და 27). ამის შემდეგ შეფარდებითი კოეფიციენტის გამოყენებით ვირჩევთ დენთის დასაშვებ ზღვრებს. შეფარდებითი კოეფიციენტი წარმოადგენს საფანტის მასის შეფარდებას დენთის მასასთან. აღნიშნული კოეფიციენტი მოცემულია ნებისმიერი დენთის ტექნიკურ პარამეტრებში. მაგ ,,სოკოლის” შეფარდებითი კოეფიციენტი 12 ყალიბისათვის არის 15-დან 16-მდე, 16 ყალიბისათვის 15,5-დან 17-მდე და 20 ყალიბისათვის 17-დან 19-მდე. დენთი ,,რექსისათვის” შეფარდებითი კოეფიციენტი არის 12 ყალიბში 20-დან 20,7-მდე, 16 ყალიბში 20-დან 21,8-მდე და 20 ყალიბში 21-დან 24,2-მდე. დენთი ,,რექსი" აქ მოვიტან უკვე გაანგარიშებულ დოზებს: 12 ყალიბი -------------- თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,45გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,5გ-მდე. თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,55გ-მდე. თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 29გ-დან 33გ-მდე; ,,რექსი” 1,44გ-დან 1,6გ-მდე. თოფის წონა= 3,3 კგ_საფანტი 30გ-დან 34გ-მდე; ,,რექსი” 1,48გ-დან 1,65გ-მდე. თოფის წონა= 3,4 კგ_საფანტი 31გ-დან 35გ-მდე; ,,რექსი” 1,53გ-დან 1,7გ-მდე. თოფის წონა= 3,5 კგ_საფანტი 32გ-დან 36გ-მდე; ,,რექსი” 1,57გ-დან 1,75გ-მდე. თოფის წონა= 3,6 კგ_საფანტი 33გ-დან 37გ-მდე; ,,რექსი” 1,62გ-დან 1,8გ-მდე. 16 ყალიბი ------------ თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,რექსი” 1,15გ-დან 1,24გ-მდე. თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,რექსი” 1,2გ-დან 1,28გ-მდე. თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 25გ-დან 29გ-მდე; ,,რექსი” 1,25გ-დან 1,33გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 26გ-დან 30გ-მდე; ,,რექსი” 1,3გ-დან 1,38გ-მდე. თოფის წონა= 3,1 კგ_საფანტი 27გ-დან 31გ-მდე; ,,რექსი” 1,35გ-დან 1,42გ-მდე. თოფის წონა= 3,2 კგ_საფანტი 28გ-დან 32გ-მდე; ,,რექსი” 1,4გ-დან 1,47გ-მდე. 20 ყალიბი --------------- თოფის წონა= 2,5 კგ_საფანტი 19გ-დან 23გ-მდე; ,,რექსი” 0,9გ-დან 0,95გ-მდე. თოფის წონა= 2,6 კგ_საფანტი 20გ-დან 24გ-მდე; ,,რექსი” 0,95გ-დან 1,0გ-მდე. თოფის წონა= 2,7 კგ_საფანტი 21გ-დან 25გ-მდე; ,,რექსი” 1,0გ-დან 1,05გ-მდე. თოფის წონა= 2,8 კგ_საფანტი 22გ-დან 26გ-მდე; ,,რექსი” 1,05გ-დან 1,1გ-მდე. თოფის წონა= 2,9 კგ_საფანტი 23გ-დან 27გ-მდე; ,,რექსი” 1,1გ-დან 1,15გ-მდე. თოფის წონა= 3,0 კგ_საფანტი 24გ-დან 28გ-მდე; ,,რექსი” 1,15გ-დან 1,2გ-მდე. არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ წონის მიხედვით მოცემულ მაქსიმალურ დოზებს!!! ამის შემდეგ ვამზადებთ თოფის შესაბამისი წონის მიხედვით საკონტროლო ვაზნების 4 სერიას. სულ მზადდება 20 ცალი ვაზნა. მაგ 3,3 კგ წონის 12 ყალიბის თოფის მისროლა უნდა გაკეთდეს 1,48გ დენთიანი 30, 31, 32, 33 და 34 გ საფანტით. შემდეგ 1,53გ-იანი(საფანტი მეორდება რათქმაუნდა), შემდეგ 1,6გ-იანი და ბოლოს 1,65გ-იანი ვაზნებით. მისროლის შედეგების მიხედვით ვირჩევთ საუკეთესო დოზირებას. ბოლოს ცოტას განვმარტავ: თუ მისროლისას ორმა სერიამ აჩვენა დაახლოებით ერთნაირი სიბურჯღლე და დაჯგუფება. მაშინ უმჯობესია არჩეულ იქნას ვაზნების ის ჯგუფი, რომელსაც აქვს ნაკლები შეფარდებითი კოეფიციენტი, რადგან ასეთ ვაზნას აქვს უფრო დიდი ჭრა. დენთი ,,სოკოლი" შეგახსენებთ,რომ ეს წესი მოქმედებს სტანდარტულ(სერიულ) ორლულიან თობებზე დენთისთვის ს ო კ ო ლ ი 1.საფანტის წონა= ლულების წონა/48 2.დენთის წონა= ლულების წონა/48X0.06 მაგალითად:თუ ლულა იწონის 1600 გრამს, მისი ვაზნისთვის საფანტის ოპტიმალური წონა=1600/ 48=33გ. დენთის ოპტიმალური წონა=1600/48X0.06=2გ. კიდევ ერთი შენიშვნა: ჰაერის +10-ზე დაბალი ტემპერატურის დროს მსუბუქი თოფებისათვის(საერთო წონით 3 კგ-მდე) დენთის რაოდენობა უნდა გაიზარდოს 5%-ით,ხოლო უფრო მძიმე თოფებისათვის(საერთო წონით 3 კგ-ზე მეტი) 10%-ით. წყარო.monadire.g.გურულო
  11. ფიქსირებული და სახსნელი ჩოკები ფიქსირებული ჩოკების აღმომჩენებად ამერიკელი ფრედ კიმბლი და ბრიტანელი პეიპი ითვლებიან . ეს 1870 წელს მოხდა . არსებობს სხვადასხვა შევიწროების სახსნელი ჩოკები: XF – Extra Full – ძლიერი ჩოკი 1,25 F – Full – სრული ჩოკი 1,0 IM – Improved Modified – გაძლიერებული ნახევარჩოკი 0,75 M – Modified – ნახევარჩოკი 0,5 IC – Improved Cylinder – გაძლიერებული ცილინდრი 0,25 С- Cylinder ცილინდრი 0,00 -0,2 (მინუს 0,2 არის მილძაბრა) ცოტა რამ სახსნელი ჩოკების ისტორიიდან: თუ თოფის ლულათა შევიწროება დიდია, მაშინ ასეთი იარაღით შედარებით დიდ მანძილზეა შესაძლებელი წარმატებული სროლა, ხოლო ,,ახლოში” ან ვერ მოარტყამ ან ტუშს გააფუჭებ. ლულის მცირე შევიწროებისას კი დიდ მანძილზე სანადირო ობიექტს ვერაფერს დააკლებ. ოდითგანვე ევროპაში უპირატესობას ორლულიანებს ანიჭებდნენ, რომელშიც სხვადასხვა შევიროების ლულათა პრობლება მეტნაკლებად გადაწყვეტილი იყო. მარჯვენა(ან ქვედა) ლულა უფრო ნაკლები შევიწროების კეთდებოდა, ხოლო მარცხენა(ან ზედა) ლულა კი უფრო მეტი შევიწროების იყო. ამიტომ სხვადასხვა მანძილზე წარმატებული სროლა ორი(მეტ-ნაკლები შევიწროების) ლულის დროს არ ძნელდება. რაც შეეხება ამერიკას, აქ ნადირობაში უმეტესწილად ავტომატურებს იყენებდნენ. ერთი ლულის პირობებში კი სხვადასხვა შევიწროების(შესაბამისად დისტანციის) პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ორ ან მეტ იარაღს შეეძლო. არადა რამდენიმე თოფის სანადიროდ ტარება არც ისე ადვილია. ამიტომ სწორედ ამერიკაში, დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა სახსნელი ჩოკები, რომლებიც ადვილი სატარებელი იყო და მათი ცვლაც არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა ნადირობის დროს. ამ აღმოჩენამ სწრაფად ჰპოვა მოწონება და მალე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე სახსნელ ჩოკებზე კეთდება ნაჭდევები, რომელიც შესაბამისად აღნიშნავს მის ზომას. 1) სახსნელი ჩოკი ნაჭდევის გარეშე არის ცილინდრი ანუ 0 2) სახსნელი ჩოკი 4 ნაჭდევით არის გაუმჯობესებული ცილინდრი ანუ 0,25 3) სახსნელი ჩოკი 3 ნაჭდევით არის 1/2 ჩოკი ანუ 0,5 4) სახსნელი ჩოკი 2 ნაჭდევით არის 3/4 ჩოკი ანუ 0,75 5) სახსნელი ჩოკი 1 ნაჭდევით არის სრული ჩოკი ანუ 1,0 ნაჭდევების ნაცვლად შეიძლება აღნიშნული იყოს * ასეთი ვარსკვლავითაც(რაოდენობა იმდენივე, როგორც პატარა ნაჭდევების დროს). ცილინდრის შემთხვევაში აღინიშნება 5 ვარსკვლავით როგორც აღნიშნავენ, ნაჭდევების(ან ვარსკვლავების) რაოდენობა უმეტესწილად ემთხვევა ამ პოსტში მოყვანილ რაოდენობას, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც! მაგ. ერთ-ერთი თურქული თოფის პატრონი აღნიშნავს, რომ ნაჭდევების რაოდენობა არ დაემთხვა ზომას(დიამეტრს).

ვიზიტორთა მთვლელები