Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ძევნის ისტორია: Showing results for tags 'დენთი'.



More search options

  • Search By Tags

    მიუთითეთ ტეგები აუცილებლად. ტეგები გამოყავით მძიმეებით
  • Search By Author

Content Type


Forums

  • მთავარი
    • ფორუმის შესახებ
    • ტექნიკური დახმარება
    • ბრაკონიერობა და მასთან ბრძოლა, ასევე ეკოლოგიური პრობლემები
  • ნადირობა
    • ნადირობა
    • სანადიროდ გასვლები
    • აუცილებელია ვიცოდეთ
    • ბაზიერობა
  • სამონადირეო იარაღი
    • გლუვლულიანი იარაღი
    • სხვა სამონადირეო იარაღი
    • სამონადირეო აღჭურვილობა
    • სასტენდო და სპორტული სროლა
    • იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ბილეთები და ტესტირება
  • ძაღლები
    • მონადირე ძაღლები
    • მოვლა, გაწვრთნა და დაგეშვა
    • ვეტერინარის რჩევები
    • გამოფენები და საველე შეჯიბრებები
  • თევზაობა
    • თევზაობა
    • თევზები
    • მეთევზის აღჭურვილობა
  • დასვენება, ლაშქრობა, სპორტი
    • ლაშქრობა
    • მოლაშქრის აღჭურვილობა
    • სპორტი
    • უგზოობის ავტო
  • ფლორა და ფაუნა
    • ფლორა
    • ფაუნა
    • დაცული ტერიტორიები
    • წითელი წიგნი
  • სხვადასხვა
    • გურმანი
    • საქართველო
    • ისტორიის კუთხე
    • პირველადი დახმარება
    • არ ესროლოთ!!!
    • სხვადასხვა

კალენდარი

  • Community Calendar

Group


წარმოშობა


ტელეფონის ნომერი


ფეისბუქის მისამართი

Found 4 results

  1. მობილჩოკები და მინაფრენზე სროლა გაფრენილ სამიზნეზე სროლის შედეგიანობა პირველ რიგში მონადირის ოსტატობაზეა დამოკიდებული .ეს არის თოფის ხმარების ჩვევა, სროლის დისტანციის ზუსტი განსაზღვრის უნარი და სამიზნის სიჩქარისა და საჭირო წინსწრების სწორი შეფარდება. მოუხერხებელი თოფიდან ზუსტი სროლა ძალიან ძნელია , ხოლო მსროლელის აღნაგობაზე და მის სროლის მანერაზე მორგებული თოფიდან ____ გაცილებით ადვილი , არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება საჭირო ზომის ჩოკის შერჩევას, რაც მონადირის სროლის უნარის სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს. №1 ცხრილში (35მმ სამიზნის დიამეტრი 750მმ) მოყვანილია საფანტის სიმჭიდროვისა და გაშლის ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტის შეფარდებითი სიდიდეები , რაც ჩოკის ზომებზეა დამოკიდებული(12ყალიბი)(ცხრ.1) ლულის არხისა და გარეთა პროფილის შესრულების ხარისხის მიხედვით ერთნაირი ჩოკების მქონე თოფების მოხვედრა ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთიდაიგივე ზომის ჩოკებიანი ლულები ,რომლებსაც სხვადასხვა სიგრძე ,წონა, კედლების სისქე და ლულის არხის განსხვავებული პროფილი აქვთ, ერთნაირ მოხვედრას ვერ უზრუნველყოფენ. ამ მაჩვენებელზე ჩოკის ფორმა და სიგრძეც მოქმედებს. მოკლე ჩოკი ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტს ზრდის. ამავე შევიწროების ,მაგრამ გრძელი და მდორე გადასვლების ჩოკი ამ მონაცემს ამცირებს . ამ დროს მოხვედრის სიმჭიდროვის პროცენტული მაჩვენებელი იგივე დარჩება ,მაგრამ საფანტი სამიზნის ფართობზე უფრო თანაბრად განაწილდება. ერთ ჩოკში საფანტიც განსხვავებულ მიხვედრას მოგვცემს,0,75მმ ჩოკში საფანტის თანდათანობით გამსხვილება დაახლოებით 5-10%_ით მეტ სიმჭიდროვეს იძლევა. 1მმ და მეტი ჩოკი მსხვილი საფანტით საწინააღმდეგო შედეგს იძლევა ---სიმჭიდროვე და სხვა პარამეტრები მცირდება. მაგრამ თუ ლულის არხიდან ჩოკში გარდამავალი კონუსი საკმაოდ გრძელი და მდორეა , ხსენებული განსხვავება არც თუ ისე შესამჩნევია. შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ შედეგს მოგვცემს სისტემა „ თოფი-ვაზნა“ ჩოკური შევიწროების ცვალებადობისა და გამოყენებულ ტყვია -წამალთან მიმართებაში. ამას ზუსტად თოფის ტესტირების შემდეგ გავიგებთ.ამ შემთხვევაში №7 საფანტისათვის 750მმ დიამეტრის 100 უჯრედიანი სამიზნე უნდა ავიღოთ , ხოლო უფრო მსხვილი საფანტის შემთხვეაში, იგივე დიამეტრის 16 უჯრედიანი სამიზნე ჯობია. თუ საფანტით სროლის კლასიკური შეხედულებას დავეყრდნობით სროლის ზონა 4 ნაწილად იყოფა (ცხრ.2) 1- ზონა, სადაც საფანტის სიმჭიდროვე ძალიან დიდიადა სროლა არ შეიძლება. 2- სროლის სრული მონაკვეთი- 750მმ სამიზნეზე 100%-იანი მოხვედრა. 3- სროლის იდეალური მონაკვეთი, 4- დასაშვები სროლის მონაკვეთი , სადაც 750მმ წრეში დაახლოებით 50% საფანტი ხვდება (ცხრ.2) ეს ცხრილები სროლის რაციონალური ზონების გარდა , მოხვედრის სიმჭიდროვეზე დამოკიდებულ სროლის მანძილებს გვაჩვენებს. ეს ცხადია , უფრო თეორიულ ხასიათს ატარებს და მკაცრად განსაზღვრულ პრაქტიკულ რეკომენდაციას არ წარმოადგენს, რადგან გარკვეულ დისტანციაზე სროლის ეფექტურობა პირველ რიგში საფანტის ზომითა და მისი მიზანში მოხვედრის საბოლოო სიჩქარით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, საფანტის ყველაზე პოპულარული მანძილი იქნება : № 7 საფანტი-30-35მ. #5 საფანტი -40-45მ. № 1 საფანტი-45050მ. № 2 ცხრილის მიხედვით , წვრილი საფანტისათვის ეს იქნება ჩოკი 0,25მმ (გაუმჯობესებული ცილინდრი), ხოლო საშუალო და მსხვილი საფანტისათვის -- ჩოკი 0,5მმ (ნახევარჩოკი). აქ მთავარი ის არ არის ,რომ ხსენებული ჩოკები რაციონალური სროლის ზონებს აფართოებენ და მნიშვნელოვნად აადვილებენ გაფრენის სამიზნეზე სროლას . ჩოკური შევიწროება მოხვედრის სიმჭიდროვე % ცენტრში შეჯგუფების კოეფი იციენტი 0.00მმ 0,00მმ 30-35% 1,0 0,25მმ 0.25მმ 40-45 1,5 0.5მმ 0.5მმ 50=55 2,0 0,75მმ 0.75მმ 55=60 2,5 1,00მმ 1.00მმ 60-70 3,0 1,25მმ 1.25მ 75-85 3,5 ცხრილი № 1. ჩოკი მმ 1 ზონის სიგრძე 2 ზონის სიგრძე 3 ზონის სიგრძე 4 ზონის სიგრძე 0,25მმ 0-13მ 13-18მ 18-28მ 28-35მ 0,50 მმ 0-12მ 19-24მ 24-38მ 38-47მ 1,00 მმ 0-22მ 22-27მ 27-45მ 45-54მ ცხრილი № 2, გაფრენილ სამიზნეზე პრაქტიკული სროლის შემთხვევაში რას უნდა ვითხოვდეთ სისტემისაგან „თოფი-ვაზნა“ ? რადგან ჩვენი სტატიის თემა ჩასახრახნი ჩოკებია, სწორი იქნება, თუ ამ მასალაში, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე თოფებს ვიგულისხმებთ, რომლებსაც მობილჩოკების გარდა 76მმ სავაზნეები აქვთ. ეს არამარტო მოხმარებულ ტყვია -წამლის რიგის გაფართოების საშუალებას ,არამედ სისტემა „თოფი-ვაზნა“- საგან სწრაფად მოძრავ სამიზნეზე თითქმის აუცდენელი სროლის გარანტიას იძლევა. თუ ცენტრში შეჯგუფების კოეფიციენტზე ვილაპარაკებთ, ეს არის 1,5-2,0 და 50% სიმჭიდროვე. № 7 საფანტისათვის და 100 უჯრიან სამიზნეზე განაწილების სითანაბრე 90%. არ შეიძლება ყურადღების გარეშე დარჩეს თოფის ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა მოხვედრის მუდმივი ერთგვაროვნება, როცა საფანტის მოხვედრის სიმჭიდროვე და გაჭრის ძალა , განაწილების სითანაბრე და ცენტრში შეჯგუფება ერთნაირ მეტეოპირობებში დაახლოებით თანაბარია, ყოველივე ეს ლულისა და მობილჩოკების მაღალი ხარისხის გარდა ,ვაზნების ხარისხზეც არის დამოკიდებული. ისეთ ფრინველზე, როგორიცაა ტყის ქათამი, მწყერი, ჭაობის ფრინველები, გნოლი, გაფრენილი იხვი, № 7 საფანტზე უფრო მსხვილი არახელსაყრელია. სტანდარტული ვაზნის „32გრ“ საფანტის რაოდენობა 50% -იანი მოხვედრის შემთხვევაში დაზიანების ზონის დასაფარად სრულიად საკმარისია და დამიზნებაში დაშვებულ მცირე შეცდომებსაც ასწორებს. მძიმე ვაზნების გამოყენების შემთხვევაში 40-50% სიმჭიდროვე სრულად საკმარისია. ასეთი გასროლა სამიზნეზე იმდენივე საფანტს მიიტანს, რასაც უფრო მჭიდრო მოხვედრის სტანდარტული (32გრ) ვაზნა.ამასთან ერთად გაშლის წრის პერიფერიული ზონაც უფრო მჭიდროდ დაიფარება, რასაც გაფრენილზე სროლის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის , თუ რამდენად ეთიკურია პატარა ფრინველზე თითქმის მისივე წონის საფანტის სროლა, ყველა მონადირემ თავდ უნდა გაარკვიოს. მსხვილ საფანტს როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მოკლე გადასვლებიანი ძლიერი ჩოკები არ „უყვარს“. გრძელი ნახევარჩოკიდან № 1 ან № 0 საფანტი მიზანს ისევე მჭიდროდ მოხვდება , როგორც № 7 ძლიერი ჩოკიდან -- 1-1,2მმ. ეს კი შორს , მაგალითად ბატზე სროლისას უპირატესობას იძლევა .მონადირემ უნდა იცოდეს , რომ საფანტის ზომის ზრდასთან ერთად მოხვედრის სიმჭიდროვე იზრდება. ოღონდ იმ შემთხვევაში , თუ ჩოკის ზომა 0,7-0,75 არ აღემატება. შევიწროების ზომისა და სიგრძის , აგრეთვე ლულის არხის დიამეტრის ცვალებადობის მიხედვით, ეს პარამეტრებიც იცვლება. „მეავტომატეებს“, რომელსაც ჩასახრახნი ჩოკების კრებული აქვთ ,თქვენი არჩევანი 0,4-0,5 მმ-ზე შეაჩერეთ . 76მმ სავაზნის მქონე თოფს თუ 36 გრ. საფანტს ისვრით, რომელიც უზრუნველყოფს უპრობლემო გადატენვას , ეს ჩოკი პრაქტიკულად უნივერსალს გახდის. ამ წერილს სარეკომენდაციო-სადისკუსიო ხასიათი აქვს. გაფრენილ სამიზნეზე სროლის თავისებურებებზე ყველა მონადირეს თავისი შეხედულება აქვს. მიუხედავად ამისა , მრავალწლიანი სტაჟის მქონე მონადირეებმაც კი ზოგჯერ თავისი ჩვევებისა და შეხედულებების „რევიზია“ უნდა მოახდინოს. სტატია მომზადა დ.ურუშაძემ http://inadire.ge/ -ისთვის ჟურნალი " ნადირობიდან"
  2. სამწყერე ვაზნები ალბათ გქონით შემთხვევა,როცა მონადირე ნადირობისას თავის წარუმატებლობას ხან თოფსაბრალებს ხან ვაზნებს. გამორიცხული არაა,რომ ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელი შედეგი მართლაც თოფის ტექნიკური ხარვეზის ბრალი იყოს ,მაგრამ ასეთი შემთხვევა უიშვიათესი გამონაკლისია. ვაზნების შემთხვევაში საქმე იმაშია რომ.ქარხნული ვაზნები ყოველთვის საშუალო გათვლებით არის დამზადებული და, საშუალო თოფით საშუალო შედეგს იძლევა ,რომელიც ხშირ შემთხვევაში მონადირეს არ აკმაყოფილებს. რა არის ამისი მიზეზი? მაგ კითხვას რომ ვუპასუხოთ უნდა გავიხსენოთ ,რომ ერთნაირ ლულებიანი თოფები არ არსებობს. ამისი გამოსწერება კი ძალიან ადვილია როცა მონადირე თავად დატენის და რამდენიმე ცდის შემდეგ საკუთარ თოფზე "მორგებულ" ვაზნებს მიიღებს. ვაზნების გაწყობა ძნელი არ არის, თუმცა, გარკვეულ ცოდნასა და აკურატულობას მოითხოვს. პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ დენთი,თუმცა არჩევანი დიდი არ არის.სოკოლი ბაზარზე არ არის გაყიდვაში .დაგვრჩა ორი ვარიანტი უნგრული (REX-2) და ესპანური წარმოების.მათი ბალისტუკირი მახასიტებლები იდენტურია და შემდეგ მაქსიმალურ დოზებზეა გათვლილი: დენთი -1.6გრ, საფანტი-32გრ. რომელი ნომერი საფანტი ვიხმაროთ? მწყრის ჩამოგდება 12 და 11 ნომერითაც შეიძლება, 10 კარგია. მაგრამ ყველას მაინც 9 ნომერი საფანტი ჯობია, რადგან ფრინველს ნაკლები რაოდენობის მარცვალი ხვდება, სამაგიეროდ გამჭოლად გადის და ნაკლებად აზიანებს ნადავლს. თან, მოულოდნელად გადმოფრენილ მტრედზე გვიწევს გასროლა. და კიდევ ერთი, მწყრის სეზონზე შემორჩენილი ვაზნებიტ ტყის ქათამზე ინადიროდ შეგიძლიათ. განვიხილოთ ყველაზე მასობრივი 12 ყალიბის ვაზნების დენთით დატენვის რამოდენიმე ვარიანტი. ყველაზე ნაკლები წვალება ცილინდრულ ლულებიანი თოფებისთვის გამოსადეგი ვაზნების დატენვას სჭირდება. რადგან დენთისა და საფანტის მაქსიმალური დოზების თანაფარდობა ვიცით,ჩვენთვის საჭირო ე.წ. ნახევარმუხტიანი ვაზნების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის ამორჩევა მოგვიწევს: ა. დენთი-1.3გრ; საფანტი-26გრ შედარებით ახლო მანძილზე სასროლად; ბ. დენთი-1.4გრ; საფანტი-28გრ საშუალო მანძილზე სასროლად. ვისაც მხოლოდ ერთი,სასტენდო სრულჩოკებიანი თოფი აქვს,მისთვის ყველაზე მოსახერხებელი დისპერსიული ვაზნებია. შემოგთავაზებთ რამოდენიმე დატენვის ვარიანტს: ა. დენთი-1.4გრ; 30გრ საფანტი მუყაოს ორი საფენით გაყაბით სამ ტოლ (10გრ) ნაწილად,თავზე ც თხელი საფენი დააფარეთ და თავი მუუხვიეთ. ბ. ეს ვარიანტი პირველის (ა) ანალოგიურად მზადდება.განსხვავება მხოლოდ ინაშია ,რომ აქ საფანტი სამი საფენით ოთხ (7.5გრ) თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი. გ. ამ შემთხვევაში 1.4გრ - დენთი და 30გრ- საფანტია საჭირო.ჯერ ჩაყარეთ საფანტის 4/5 ანუ 24 გრსაფანტს დააფარეთ 4-5 მმ -ანი ქეჩის საცობი,და ბოლოს ჩაუმატეთ დარჩენილი 6 გრ საფანტი.დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ. დ. საფანტის ჭურვის 4 ნაწილად გაყოფა შეიძლება მუყაოს ორი თხელი ფირფიტითაც.ფირფიტების სიგანე ზუსტად მასრის შიდა დიამეტრის ტოლი უნდა იყოს,ხოლო მისი სიგრძე უნდა შეარჩიოთ საფანტის ჭურვის სვეტის სიმაღლის მიხედვით.ფირფიტები ცენტრში შუამდე ჩაჭერით და ერთმანეთში ჩასვით.მიიღებთ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ორ ფირფიტას,რომელიც მასრაში მოთავსებიშ შემდეგ ოთხ კამერიან ბუდეს ქმნის.ჩაყარეთ მასში საფანტი დაადეთ საფენი და ტავი მოუხვიეთ. ე. ეს ვარიანტი დ ვარიანტის მსგავსია ,ოღონდ ამ ასემთხვევაში 5 ნაწილად არის გაყოფილი .ჯვარედინ ფირფიტებში ჩაყარეთ საფანტის 2/3(20გრ) დააფარეთ საფენი,ზემოდან დააყარეთ დარჩენილი 10გრ -საფანტი დაადეთ საფენი და თავი მოუხვიეთ. ასეთი ვაზნების გაწყობა შეგიძლიათ თითბერის მასრებშიც. როცა შინ დამზადებული ვაზნები გაამართლებს და ნადირობას სასიამოვნო პროცესად აქცევს ,მომავალში ვაზნების დატენვა სასიამოვნო და სახალისო პროცესი იქნება თქვენთვის. გისურვებთ წარმატებულ ნადირობას!!! სტატია მოამზადა: დ.ურუშაძემ (სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით)
  3. ბალისტიკის შესავალი და ცნობები შიდა ბალისტიკიდან 1.1. ბალისტიკა – არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ჭურვის მოძრაობას ცეცხლსასროლი იარაღის ლულაში (შიდა ბალისტიკა) და ლულიდან გამოსვლის შემდეგ (გარე ბალისტიკა). ამის მიხედვით, იგი იყოფა შიდა და გარე ბალისტიკად. შიდა ბალისტიკა შეისწავლის იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ლულის არხში ტყვიის (ჭურვის) მოძრაობისას. 1.2. გასროლა და მისი პერიოდები გასროლა არის ტყვიის გამოგდება ლულის არხიდან იმ აირების ენერგიის საშუალებით, რომლებიც წარმოიქმნება დენთის მუხტის წვის შედეგად. სასროლი იარაღით სროლისას ადგილი აქვს შემდეგ მოვლენებს: ლულის სავაზნეში შეგზავნილი საბრძოლო ვაზნის კაფსულზე საცემლის დარტყმის შედეგად ფეთქდება კაფსულის ამგზნები შემადგენლობა და წარმოიქმნება ალი, რომელიც მასრის ფსკერზე არსებული ხ**ელების გავლით აღწევს დენთის მუხტამდე და ააალებს მას. დენთის მუხტის წვისას დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ძლიერ გახურებული აირები, რომლებიც ლულის არხში ქმნიან მაღალ წნევას ტყვიის ძირზე, მასრის ფსკერსა და კედლებზე, აგრეთვე ლულის კედლებსა და საკეტზე. ტყვია, ფსკერზე აირების წნევის ზემოქმედების შედეგად, იძვრის ადგილიდან და შეიჭრება ნაჭდევებში, ტრიალებს მათი გაყოლებით, გადაადგილდება ლულის არხში და გაიტყორცნება გარეთ, ლულის არხის ღერძის მიმართულებით. გავარვარებული აირები, რომლებიც ლულის არხიდან ტყვიის კვალდაკვალ გაედინებიან, მყისიერად ფართოვდებიან და ჰაერთან შეხვედრისას წარმოქმნიან ალსა და დარტყმით ტალღას, რომელიც გასროლის დროს წარმოქმნის ხმაურს. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა (ქსმ) და ტანკების შეიარაღებით სროლის დროს. გასროლა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ხდება (0,001-0,06 წმ). ის ოთხი თანმიმდევრული პერიოდისაგან შედგება: საწყისი, პირველი (ძირითადი), მეორე და მესამე (აირების შემდგომი მოქმედების) (ნახ. 1.). საწყისი პერიოდი გრძელდება მუხტის წვის დაწყებიდან ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის დაწყებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ლულის არხში წარმოიქმნება აირების ისეთი წნევა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ დაძრას ტყვია (ჭურვი) ადგილიდან და გადალახოს მისი გარსის (ჭურვის სარტყელის) წინააღმდეგობა ლულის ნაჭდევებში შეჭრისას. ამ წნევას ფორსირების წნევა ეწოდება. იგი აღწევს 250-500 კგ/სმ2-ს ნაჭდევების სახეობის, ტყვიის (ჭურვის) წონისა და გარსის (ჭურვის სარტყელის) სიმაგრის მიხედვით. დენთის მუხტის წვა ამ პერიოდში მიმდინარეობს მუდმივ მოცულობაში, გარსის (ჭურვის სარტყელის) შეჭრა ნაჭდევებში ხდება მყისიერად, ხოლო ტყვიის (ჭურვის) მოძრაობა ფორსირების წნევის დონის მიღწევისთანავე იწყება. პირველი (ძირითადი) პერიოდი გრძელდება ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის დაწყებიდან დენთის მუხტის სრულ დაწვამდე. პერიოდის დასაწყისში ტყვიისგარეთა (ჭურვისგარეთა) მოცულობა ტყვიის (ჭურვის) მცირე სიჩქარის გამო იზრდება უფრო ნელა, ვიდრე ხდება აირების წარმოქმნა, ამიტომ წნევა სწრაფად იზრდება და აღწევს თავის უდიდეს მნიშვნელობას (მაგალითად სასროლ იარაღში იგი აღწევს 2800-2900 კგ/სმ2-ს). ამ წნევას მაქსიმალური წნევა ეწოდება. სასროლ იარაღში იგი წარმოიქმნება ტყვიის მიერ 4-6 სმ-ის გავლისას (ჭურვის მიერ 4-10 კალიბრის გავლისას). შემდგომში ტყვიის (ჭურვის) სიჩქარისა და ტყვიისგარეთა (ჭურვისგარეთა) მოცულობის სწრაფი ზრდის შედეგად წნევა ეცემა. დენთის სრული დაწვის მომენტისათვის აირების წნევა მაქსიმალური წნევის დაახლოებით 2/3-ს შეადგენს. ტყვიის (ჭურვის) სიჩქარე კი ამ მომენტისათვის საწყისი სიჩქარის დაახლოებით 3/4-ია. მეორე პერიოდი გრძელდება დენთის მუხტის სრული დაწვის მომენტიდან, ტყვიის (ჭურვის) ლულის არხიდან გამოფრენის მომენტამდე. შეკუმშული და გახურებული აირები, იმის მიუხედავად, რომ აირების კვლავწარმოქმნა შეჩერებულია, ფართოვდებიან და ახდენენ გავლენას ტყვიაზე (ჭურვზე) და ზრდიან მის სიჩქარეს. წნევის დაცემა ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე პირველი პერიოდის ბოლოსათვის. ლულის ტუჩის წნევა შეადგენს მაქსიმალური წნევის 1/3-ს ქვემეხებისათვის და 1/5-ს სასროლი იარაღისათვის. მოკლელულიანი იარაღისათვის (მაგალითად პისტოლეტებისათვის) მეორე პერიოდი პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან ტყვია უფრო ადრე ტოვებს ლულის არხს, ვიდრე დაიწვება მთელი დენთის მუხტი. მესამე (აირების შემდგომი მოქმედების) პერიოდში აირები, რომლებიც ლულის არხიდან 1200-2000 მ/წმ სიჩქარით გაედინებიან, აგრძელებენ ზემოქმედებას ტყვიაზე (ჭურვზე) მანამ, სანამ 37 მათი წნევის ძალა არ გაუთანაბრდება ტყვიაზე (ჭურვზე) მოქმედი ჰაერის წინააღმდეგობის ძალას. ამ პერიოდში დენთის აირების ზეგავლენით ტყვია რამდენიმე ათეული სანტიმეტრის, ხოლო ჭურვი 5-10 მეტრის მანძილზე აგრძელებს გაქანებას. დენთის მუხტის ტემპერატურის გაზრდა იწვევს დენთის წვის სიჩქარის გაზრდას, რის გამოც იზრდება მაქსიმალური წნევა და საწყისი სიჩქარე. P0 _ ფორსირების წნევა; Pმ _ უდიდესი (მაქსიმალური) წნევა; Pს და Vს _ აირების წნევა და ჭურვის სიჩქარე დენთის წვის დამთავრებისას; Pტ და Vტ _ აირების წნევა და ჭურვის სიჩქარე ლულის არხის დატოვების მომენტისათვის; Vმ _ ტყვიის უდიდესი (მაქსიმალური) სიჩქარე; Pატმ - ატმოსფერული წნევა. 1.3. ტყვიის (ჭურვის) საწყისი სიჩქარე საწყისი სიჩქარე – არის ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის სიჩქარე ლულის ტუჩის გადანაჭერთან. საწყის სიჩქარედ მიღებულია პირობითი სიჩქარე, რომელიც დგინდება გაანგარიშების გზით. იგი გაიზომება მეტრ/წამებში (მ/წმ). კალიბრული ტყვიებისა და ჭურვების საწყისი სიჩქარეები მერყეობს 700-1000 მ/წმ-ის ფარგლებში, ხოლო ქვეკალიბრული ჭურვებისა – 1400-1600 მ/წმ და ზემოთ. საწყისი სიჩქარის მნიშვნელობები მოცემულია სროლის ცხრილებსა და ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებში. საწყისი სიჩქარე არის იარაღის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს მის საბრძოლო თვისებებზე. საწყისი სიჩქარის გაზრდა იწვევს ტყვიის (ჭურვის) ფრენის მანძილის, ტრაექტორიის ფენილობის, დაზიანების სივრცის, დამრტყმელი მოქმედების ჭურვებისათვის ჯავშანგატანის, ტყვიების სასიკვდილო და შემღწევი მოქმედებების გაზრდას და აგრეთვე გარემო პირობების გავლენის შემცირებას ტყვიის (ჭურვის) ფრენაზე. ტყვიის (ჭურვის) საწყისი სიჩქარის მნიშვნელობა დამოკიდებულია ლულის სიგრძეზე, ტყვიის (ჭურვის) წონაზე, დენთის მუხტის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, დენთის მახასიათებლებზე. რაც უფრო გრძელია ლულა, მით უფრო მეტ ხანს ზემოქმედებენ დენთის აირები ტყვიაზე (ჭურვზე) და მით უფრო მეტია საწყისი სიჩქარე. ერთნაირი სიგრძის ლულისა და დენთის მუხტის წონის შემთხვევაში საწყისი სიჩქარე იქნება მით უფრო მეტი, რაც ნაკლებია ტყვიის (ჭურვის) წონა. დენთის მუხტის წონის შეცვლა იწვევს დენთის აირების რაოდენობის შეცვლას და შედეგად ლულის არხში მაქსიმალური წნევისა და საწყისი სიჩქარის შეცვლას. 1.4. იარაღის უკუცემა (უკუგორვა) და გამოფრენის კუთხე ტყვიაზე (ჭურვზე) მოქმედი დენთის აირები ანიჭებენ მას მიმართული მოძრაობისა და ბრუნვით სიჩქარეებს. წნევა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს, წარმოქმნის უკუცემის ძალას. უკუცემის ძალის ზეგავლენით იარაღის (ქვემეხში უკუმგორავი ნაწილების) უკან მოძრაობას უკუცემა (ქვემეხში _ უკუგორვა) ეწოდება. სასროლი იარაღით სროლისას უკუცემის ძალა შეიგრძნობა ხელით, მხრით, მოქმედებს დანადგარზე ან გრუნტზე. უკუცემის ენერგია მით უფრო მეტია, რაც უფრო მძლავრია იარაღი. ხელის სასროლ იარაღში უკუცემა, როგორც წესი, არ აღემატება 2 კგ/მ-ს და მსროლელის მიერ აღიქმება უმტკივნეულოდ. დენთის აირების წნევის (უკუცემის ძალა) და უკუცემისადმი წინააღმდეგობის ძალები, ქვემეხებში – უკუგორვისადმი წინააღმდეგობის ძალა (კონდახის საყრდენი, სახელურის საყრდენი, იარაღის სიმძიმის ცენტრი და ა.შ.) ერთ ხაზზე არ არიან განლაგებული, მათი მიმართულება ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამ დროს წარმოქმნილი დინამიკური წყვილძალა იწვევს იარაღის კუთხურ გადახრებს (ნახ. 2). გადახრები შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე სასროლი იარაღის ავტომატიკის მოქმედების გავლენით და ლულაში ტყვიის (ჭურვის) გადაადგილების დროს მისი გაღუნვით. ამ მიზეზების გამო წარმოიქმნება კუთხე ლულის არხის ღერძის მიმართულებებს შორის გასროლამდე და ლულის არხიდან ტყვიის (ჭურვის) გამოფრენის მომენტში. ამ კუთხეს გამოფრენის კუთხე ეწოდება (მათი სიდიდეები ვერტიკალურ სიბრტყეში მოცემულია სროლის ცხრილებში). გამოფრენის კუთხის გავლენის შემცირება სროლის შედეგებზე, იარაღის თითოეული ეგზემპლარისათვის ხდება გამიზნვით. მაგრამ იარაღის მორგების, საყრდენის გამოყენების, აგრეთვე იარაღის მოვლისა და შენახვის წესების დარღვევა იწვევს გამოფრენის კუთხის სიდიდისა და იარაღის მოხვედრების ცვალებადობას. სასროლ იარაღში გამოფრენის კუთხის შესამცირებლად შეიძლება სპეციალური მოწყობილობების – კომპენსატორების გამოყენება. ლულის არხიდან გამოდინებული აირები ეჯახებიან რა კომპენსატორის კედლებს, სწევენ ლულის ტუჩს ქვემოთ და მარცხნივ.
  4. ფიქსირებული და სახსნელი ჩოკები ფიქსირებული ჩოკების აღმომჩენებად ამერიკელი ფრედ კიმბლი და ბრიტანელი პეიპი ითვლებიან . ეს 1870 წელს მოხდა . არსებობს სხვადასხვა შევიწროების სახსნელი ჩოკები: XF – Extra Full – ძლიერი ჩოკი 1,25 F – Full – სრული ჩოკი 1,0 IM – Improved Modified – გაძლიერებული ნახევარჩოკი 0,75 M – Modified – ნახევარჩოკი 0,5 IC – Improved Cylinder – გაძლიერებული ცილინდრი 0,25 С- Cylinder ცილინდრი 0,00 -0,2 (მინუს 0,2 არის მილძაბრა) ცოტა რამ სახსნელი ჩოკების ისტორიიდან: თუ თოფის ლულათა შევიწროება დიდია, მაშინ ასეთი იარაღით შედარებით დიდ მანძილზეა შესაძლებელი წარმატებული სროლა, ხოლო ,,ახლოში” ან ვერ მოარტყამ ან ტუშს გააფუჭებ. ლულის მცირე შევიწროებისას კი დიდ მანძილზე სანადირო ობიექტს ვერაფერს დააკლებ. ოდითგანვე ევროპაში უპირატესობას ორლულიანებს ანიჭებდნენ, რომელშიც სხვადასხვა შევიროების ლულათა პრობლება მეტნაკლებად გადაწყვეტილი იყო. მარჯვენა(ან ქვედა) ლულა უფრო ნაკლები შევიწროების კეთდებოდა, ხოლო მარცხენა(ან ზედა) ლულა კი უფრო მეტი შევიწროების იყო. ამიტომ სხვადასხვა მანძილზე წარმატებული სროლა ორი(მეტ-ნაკლები შევიწროების) ლულის დროს არ ძნელდება. რაც შეეხება ამერიკას, აქ ნადირობაში უმეტესწილად ავტომატურებს იყენებდნენ. ერთი ლულის პირობებში კი სხვადასხვა შევიწროების(შესაბამისად დისტანციის) პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ორ ან მეტ იარაღს შეეძლო. არადა რამდენიმე თოფის სანადიროდ ტარება არც ისე ადვილია. ამიტომ სწორედ ამერიკაში, დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა სახსნელი ჩოკები, რომლებიც ადვილი სატარებელი იყო და მათი ცვლაც არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა ნადირობის დროს. ამ აღმოჩენამ სწრაფად ჰპოვა მოწონება და მალე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე სახსნელ ჩოკებზე კეთდება ნაჭდევები, რომელიც შესაბამისად აღნიშნავს მის ზომას. 1) სახსნელი ჩოკი ნაჭდევის გარეშე არის ცილინდრი ანუ 0 2) სახსნელი ჩოკი 4 ნაჭდევით არის გაუმჯობესებული ცილინდრი ანუ 0,25 3) სახსნელი ჩოკი 3 ნაჭდევით არის 1/2 ჩოკი ანუ 0,5 4) სახსნელი ჩოკი 2 ნაჭდევით არის 3/4 ჩოკი ანუ 0,75 5) სახსნელი ჩოკი 1 ნაჭდევით არის სრული ჩოკი ანუ 1,0 ნაჭდევების ნაცვლად შეიძლება აღნიშნული იყოს * ასეთი ვარსკვლავითაც(რაოდენობა იმდენივე, როგორც პატარა ნაჭდევების დროს). ცილინდრის შემთხვევაში აღინიშნება 5 ვარსკვლავით როგორც აღნიშნავენ, ნაჭდევების(ან ვარსკვლავების) რაოდენობა უმეტესწილად ემთხვევა ამ პოსტში მოყვანილ რაოდენობას, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც! მაგ. ერთ-ერთი თურქული თოფის პატრონი აღნიშნავს, რომ ნაჭდევების რაოდენობა არ დაემთხვა ზომას(დიამეტრს).

ვიზიტორთა მთვლელები