ესტონური მდევარი – ესტონკა
[soliloquy id=”5640″]
ცოტა რამ ისტორიიდან
XX საუკუნის დასაწყისში ესტონეტში დაეცა ჩლიქოსნების: ირემისა და შველის რაოდენობა, ამიტომ აუცილებელი გახდა მკაცრი ღონისძიებების გატარება შეიზღუდა მორეკვით ნადირობა ხოლო დიდი ტანის მდევრებით ნადირობა საერთოდ აიკრძალა. სავარგულში აღმოჩენილი მდევარი რომელიც აღემატებოდა 45 სმ–ს ადგილზევე ნადგურდებოდა. დაბალი ტანის მდევარი იმ დროისთვის ესტონეტში არ ყავდათ. საჭირო გახდა სასურველი ჯიშების საზღვარგარეთ შერჩევა და მათი ორგანიზებულად შემოყვანა. არჩევანი გაკეთდა ბიგლებზე ერთ–ერთ უძველეს ინგლისურ ჯიშზე.
ეს პატარა ტანის მდევრები რომლებიც გამოირჩეოდნენ რბილი ხასიათით, ადვილად იგეშებოდნენ და განსაკუთრებით კარგად ნადირობდნენ კურდრელზე, მაგრამ ადგილობრივი მონადირეების უმეტესობას არ მოსწონდა მათი ჩახლეჩილი, უხეში და არამკვეთრი ხმა. გადაწყდა რომ ბიგლები შეეჯვარებინათ ადგილობრივ მდევრებთან (ადგილობრივი მდევრები წარმოადგენდნენ კურლანდიურებისა და ფოქსჰაუნდების ნარევ ძაღლებს) შეურიეს საშუალო ტანის მდევრების სისხლი და მიიღეს კარგი სანადირო თვისებების პირველი თაობა_ადვილად საგეში და გადაკიდებული დევნის უნარით, მაგრამ მალე თავი იჩინა ზოგიერთმა ექსტერიერულმა ნაკლმა და რაც მთავარია, კვლავ აქილევსის ქუსლად რჩებოდა ხმები სუსტი და ორდინალური. ამ ნაკლის გამოსწორების მიზნით ისინი შეაჯვარეს შვეიცარიიდან შემოყვანილ ლიუცერნულ ჯიშის მდევრებთან – მოხდენილი, ელეგანტური აგებულების მქონე ძალიან ჭკვიან ძაღლებთან რომლებიც ყოველგვარ ნადირს დასდევდნენ, მართალია საშუალო ტემპში მაგრამ დიდი აზარტითა და ხანგრძლივობით, ასევე მათ ჰქონდათ მკვეთრი ძლიერი ხმა. მიღებული შთამომავლობიდან პირველ რიგში დაიტოვეს სასურველი ტიპის მწარმოებლები, ხოლო შემდგომში წყვილების შერჩევისა და მკაცრი აღრიცხვის პირობებში ძალაინ მალე სულ 40 წელიწადში მოხდა მდევრის ახალი ჯიშის გამოყვანა, რომელიც მთლიანად გადასცემს შთამომავლობას ექსტერიერს და სანადირო თვისებებს, პირველი ძაღლი რომელსაც ოფიციალურად ესტონური მდევარი ეწოდა დაიბადა 1954 წელს. მას ძლიერ კარგი შეფასება და I ხარისხის საველე დიპლომი ჰქონდა საინტერესოა რომ ის სხვადასხვა ჯიშის მდევრების სისხლს ატარებდა ასეთი პროპორციით 2 ბიგლი, 3 ადგილობრივი, 3 ლიუცერნული მდევარი.
სიმაღლე
ძუ 42-49; ხვადი 45-52
ინდექსი
ძუ 108-110; ხვადი 110-112
მახასიათებლები
თავის ქალა – ზომიერი, მომრგვალებული ფორმის. კარგად არის გამოხატული, მაგრამ არა მაღალი ქედით. გადასვლა შუბლის არა მკვეთრი.
დინგი – არის გრძელი და სწორი. ტუჩები მშრალი, მჭიდროდ წებოვანი .
ყბა – ძლიერი, კბილები თეთრი.
თვალები – მუქი ყავისფერი, ირიბად მითითებული, მუქი სახურავები.
ცხვირი – შავი, ფართო. შეიძლება იყოს მუქი ყავისფერი ნათელი ფერები.
ყურები – დაშვებული, გრძელი, . არის მომრგვალებული.
ბეწვი – მოკლე გარე ქურთუკი მძიმე, გამოუყენებელი.
შეფერილობა – ყველაზე ხშირად შავი და დაწინწკლული წითელი ლაქებით. ზომები არ შემოიფარგლება წერტილებით. შავი და ყავისფერი ფერის, ისევე, როგორც ყავისფერი, წითელი, ყვითელი.
ტიპიური სიარული – მოკლე ცენტრალური ნახტომები.