ძაღლების მაკეობა და მშობიარობა

sans-titre-4
მაკეობა – ეს არის ძუს ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, განაყოფიერერბიდან მშობიარობამდე. ამ პერიოდში ძლიერდება გარკვეული ორგანოების, სისტემებისა და მთლიანად ორგანიზმის ცხოველმოქმედება. მაკეობა შეიძლება იყოს ერთი ან მრავალნაყოფიანი.

მაკეობა არსებობს: ფიზიოლოგიური(ნორმალური), პათოლოგიური (რომელსაც თან სდევს დედისა და ნაყოფის ფიზიოლოგური მდგომარეობის დარღვევა) და ცრუ მაკეობა – როდესაც დართვა არ მთავრდება განაყოფიერებით, თუმცა ამ პერიოდს თან სდევსორგანიზმის ყველა ის ცვლილება, რომელიც ახასიათებს მაკეობას. ამ დროს იზრდება სარძევე ჯირკვლების ზომა, ძუ იწყებს ბუდის მოწყობას მშობიარობისათვის, შესაძლებელია ლაქტაცია, მუცლის ზომის მომატება. მიუხედავად ამისა, მაკეობის პერიოდის დამთავრების შემდეგ, ყველა ფუნქცია მოდის ნორმაში.

მაკე ძაღლის რენტგენის ჩვენება

მაკე ძაღლის რენტგენის ჩვენება

აღსანიშნავია, რომ ამ პროცესებს შეიძლება თან ახლდეს მთელი რიგი გართულებები. ყველაზე გავრცელებული არის: სარძევე ჯირკვლების ანთება(მასტიტი) ან საშვილოსნოს სხვადასხვა ტიპის ანთება.

სამეანო პრაქტიკაში ანსხვავებენ მაკეობის 3 პერიოდს:

– პირველი პერიოდი– განაყოფიერებიდან მე–10–ე დღემდე,

– მეორე პერიოდი – მე–11–დან მე–40 ღემდე. ამ დროს ხდება ანასახის, ორგანოებისა და პლაცენტის ფორმირება.

– მესამე პერიოდი – დანარჩენი დრო მშობიარობამდე. მიმდინარეობს ნაყოფის რდა და მომწიფება.

მაკეობის პერიოდში ნაყოფი დაკავშირებულია დედის ორგანიზმთან და ღებულობს ყველა მისი ზრდისა და ანვთარებისათვის საჭირო ნივთიერებებს, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში დედის ორგანიზმი იყოს ზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის საკვებითა და ვიტამინური ნაკრებით.
sans-titre-5
45–50 დღიდან შესაძლებელია ნაყოფის პალპაცია( ვადმყოფის ორგანოების ხელით გასინჯვის მეთოდი). 50 დღიდან შესაძლებელია რენდგენოლოგიური დიაგნოსტიკა, ქოსკოპიური გამოკვლევა. 58–59 დღიდან მოსალოდნელია მშობიარობა. უფრო ხშირად ეს ხდება 62–63 დეს. ყველაზე ადრე 58–59 დღეს, ოლო ყველაზე გვიან 68–70 დღეს. მაკეობის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო კვებას, არამედ იმ პირობებსაც, რომელშიც ცხოვრობს ცხოველი, ასევე სეირნობის ხანგრძლივობა–სიხშირეს.
sans-titre-6
მშობიარობის შემდეგ ძაღლი თავის ლეკვვებს იცავს უცხო ადამიანებისგან, ამ პერიოდში სასურველია თუ ოჯახის წევრ ბავშვებსაც მოვარიდებთ ძაღლს, რათა მათ ძაღლის გაღიზიანება არ გამოიწვიონ. მშობიარობა დიდი სტრესია. ყოფილა შემთხვევები, როცა დედას თავისი ლეკვები დაუხოცავს, ან ძუძუსთან არ მიუკარებია. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. ორსულობის პერიოდში მნიშვნელოვანია ძაღლის კვებაც. კარგი იქნება, თუ ძაღლს ორსულობის პერიოდში ან ლეკვების საჭმელზე, ან სპეციალურ კვებაზე გადაიყვანთ. თუ ძაღლი თავიდანვე ერთი რომელიმე ბრენდის საკვებზე გყავთ, მაშინ მისი სხვა კვებაზე უცბად გადაყვანა სასურველი არაა. მაკეობის დროს კომპექსური ვიტამინების დამატებაც კარგია, ოღონდ არა ინექციის სახით. ძაღლის მშობიარობაზე აუცილებელია ვეტერინარის დასწრება. მშობიარობის დროს ხდება ხან ლეკვის გაჭედვა, ხან ჭიპლარის გადაჭრის პრობლემა წამოიჭრება, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის როგორც დედის ასევე ლეკვების სიცოცხლესაც. აქედან გამომდინარე აუცილებელაი პროფესიონალის დახმარება.
sans-titre-2

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა