ძაღლების პიროპლაზმოზი

Sans titre 9
ძაღლების პიროპლაზმოზის გამომწვევი piroplasma canis ერთ-ერთი, ყველაზე დიდი ზომის ჰემოსპორიდიათაგანია შინაურ ცხოველებში. დაავადებების შემთხვევები ძირითადად ჭარბობს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ამიტომ პიროპლაზმოზის მიმართ მონადირეთა დამოკიდებულება ყოველთვის სერიოზული იყო და ასევე რჩება დღესაც. აღნიშნული, პარაზიტული დაავადების მოკლე მიმოხილვა მიზანშეწონილად მიგვაჩნია იმის გამო, რომ გაზაფხული უკვე ძალას იკრებს და საძოვრის პარაზიტი ტკიპები, რომელთა მიზეზითაც ხდება ძაღლების დაავადება, აპრილ-მაისის თვიდან იწყებენ გააქტიურებას. გაზაფხულზე, როცა უკვე ბალახი და ჯეჯილი ზრდას იწყებს და თბილი ქვეყნებიდან მწყრისა და ღალღის მოფრენა თითქმის დამთავრებულია, მონადირეები შეუდგებიან მინდვრებში როგორც დასაგეში, ასევე დაგეშილი ძაღლების ინტენსიურ ტარებას. ამ პერიოდში ძალიან იზრდება პიროპლაზმოზით დაავადების რისკი, რადგან ძაღლი სათანადოდ დაუმუშავებელ ტკიპების მსხვერპლი შეიძლება გახდეს, ამიტომ სასურველია, ყველა მონადირემ მეტნაკლებად მაინც იცოდეს ამ დაავადების შესახებ. პიროპლაზმოზი ინვაზიურ დაავადებათა ჯგუფს ეკუთვნის, ის სისხლის პარაზიტული სნეულებაა. აღმძვრელი ძირითადად ლოკალიზებს ერითროციტებში, იშვიათად სისხლის პლაზმაში, პარენქიმურ ორგანოებში და ნეიტროფილებშიც კი. პიროპლაზმების (აღმძვრელი) ფორმა არ არის ერთნაირი და იგი სხვადასხვანაირი ჩანართების სახით შეიძლება იყოს სისხლში.

ძაღლების სახეობები უფრო დიდიზომის არიან, ვიდრე სხვა შინაური ცხოველებისა. თითოეულ ერითროციტში შეიძლება იყოს ერთი, ორი ან მეტი პიროპლაზმა. ძაღლის სნეულების აღმძვრელი გადამტანია dermacentor-ის და rhipicehalus-ის გვარის სისხლმწოვი ტკიპები. როდესაც ეს მწერი მინდორში ააცოცდება ძაღლს, ის თავისი მახვილი ხორთუმით ფიქსირდება კანის თხელ ნაწილში და იწყებს ცხოველის სისხლის წოვას, რა დროსაც პიროპლაზმები ხვდებიან სისხლში ტკიპის ნერწყვთან ერთად და შეიჭრებიან ერითროციტებში. ინკუბაციური პერიოდი 6-დან 10 დღემდე გრძელდება, რაც დამოკიდებულია ძაღლის ორგანიზმის რეზისტენტობაზე და ჯიშზე. საქართველოში პაროპლაზმოზი მეტნაკლებად თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, მაგრამ ძირითადი დაინვაზირების კერად ქვეყნის დაბალი ადგილებია მიჩნეული, ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე. ძირითადად ჯიშიანი ძაღლები ავადდებიან, განსაკუთრებით კი მონადირე ოთხფეხები, რადგანაც მათ უფრო აქვთ შეხება ველ-მინდვრებთან და ტყე-ბუჩქნარიან ადგილებთან. ძაღლებში ტკიპები ძირითადად მაინც თხელი კანის მქონე ადგილებში ემაგრებიან (ყურის ნიჟარა, კისრის, მკერდისა და თათებ შუა არე). ორგანიზმში მოხვედრილი პიროპლაზმები გამოიმუშავებენ ტოქსინს, რომლებიც არღვევენ სისხლმბადი ორგანოების სასიცოცხლო ფუნქციას და იწვევენ ერითროციტების დაშლას. პიროპლაზმოზს მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. მწვავე ფორმის დროს ცხოველს აღენიშნება უმადობა, მოდუნებულია, ხილული ლორწოვანი გარსები (თვალის, პირის ღრუს) ანემიური, მოყვითალო შეფერილობისაა.

Babesiosis-medტემპერატურა 41 გრადუსიდან 42 გრადუსამდე ადის და შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს, მაგრამ შემდეგ მკვეთრად დაბლდება და ნორმის ფარგლებში დგება, არ არის გამორიცხული, უფრო ქვემოთაც დაიწიოს (33-35) გრადუსამდე. პულსისა და სუნთქვის სიხშირე მატულობს, ერითროციტები ინტენსიურად განიცდის დაშლას, რის გამოც შარდი წითელი ფერისაა. თუ ამ პერიოდში არ მოხდა დროულად ძაღლის მკურნალობა, იგი მე-3, მე-5 ზოგჯერ მე-10 დღეს კვდება. პიროპლაზმოზი განსაკუთრებით საშიშია ახალგაზრდა ძაღლებში და ლეკვებში, ამიტომ ყველა ახალბედა მონადირემ ეს მომენტი უნდა გაითვალისწინოს. ზემოაღწერეილი დაავადების შემთხვევაში აუცილებელია, ძაღლი დროულად მიიყვანოთ ვეტერინართან ეფექტური მკურნალობის დასაწყებად. დაავადების დადგენისთანავე აუცილებელია, ვეტერინარი ექიმის მიერ ძაღლს ჩაუტარდეს დროული მკურნალობა. ვეტერინარულ პრაქტიკაშიც ადრეც და ახლაც მოწოდებულია მრავალი, სამკურნალო საშვალება, რომლებიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევიან დროულად ჩარევის შემთხვევაში.

1. აზიდინის (ბერელინი) 7%-იანი წყალხსნარი კუნთში ინექციისათვის ერთი დღის ინტერვალით, ორჯერადად.
2. დიამედინის 10%-იანი წყალხსნარი კუნთში.
3. ფლავაკრიდინის (ტრიპაფლავანი) 1%-იანი წყალ ხსნარი კუნთში.
4. პიროპლაზმინის (აკაპრინი) 1%-იანი წყალხსნარი კანქვეშ.
5. ჰემოსპორიდინის 1%-იანი წყალ ხსნარი კუნთში.

აღნიშნული, სამკურნალო ღონისძიებების პარალელურად ზოგჯერ საჭიროა სიმპტომატური საშვალების დანიშნვაც (კოფეინი, გლუკოზა და სხვა). ცხოველს უნდა მიეცეს დიეტური საკვები და არ დაიტვირთოს 15-20 დღის განვმალობაში. პრაქტიკოსი გამოცდილი, მონადირეები ყოვლეთვის ითვალისწინებენ სპეციალისტების რჩევებს და პროფილაქტიკის მიზნით გაზაფხულის დადგომისას ამუშავებენ ცხოველებს სათანადო პრეპარატებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროა სიფრთხილე ქიმიური საშუალებების გამოყენების დროს, რადგანაც გადაჭარბებული დოზა შეიძლება ძაღლის მოწამვლის მიზეზიც გახდეს. აუცილებელია, ძაღლები მინდვრიდან ან ნადირობიდან დაბრუნების შემდეგ კარგად დავათვარიელოთ, მოვაცალოთ პარაზიტი ტკიპები და საჭიროების შემთხვევაში დავამუშავოთ სპეციალური საშვალებებით.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა