ძაღლები სიტყვიერ ბრძანებაზე მეტად ჟესტებზე რეაგირებენ

სპეციალისტები: “ძაღლები სიტყვიერ ბრძანებაზე მეტად ჟესტებზე რეაგირებენ”
ნეაპოლის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა გამოიკვლიეს, რომ ძაღლები სიტყვიერ ბრძანებაზე მეტად ჟესტებზე რეაგირებენ. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ “Animal Cognition”-ი.

სპეციალისტების მიზანი იყო, გაეგოთ, თუ რომელი ბრძანებებით მუშაობა იყო უფრო ეფექტური-სიტყვიერით თუ მითითებით. კვლევაში 25 ძაღლი და მათი პატრონები მონაწილეობდნენ. ცხოველებს შორის 10 ოქროსფერი რეტრივერი და 15 ლაბრადორი იყო.

ცარიელ ოთახში პატრონებმა წარმოთქვეს ოთხი ბრძანება: “დაჯექი!”, “სდექ!!”, “დაწექი!”და “ჩემთან!”. ამის შემდეგ, ისინი იმავე მითითებებს ჟესტების დახმარებით გასცემდნენ, რასაც ძაღლები უკეთ ასრულებდნენ, ვიდრე სიტყვიერი ბრძანების დროს.

სპეციალისტებმა კვლევის მეორე ეტაპიც ჩაატარეს: პატრონები თავიანთ ძაღლებს სიტყვებითა და ჟესტებით ერთდროულად მიმართავდნენ, თუმცა, ხელის მოქმედება და სიტყვიერი ბრძანება ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. მაგალითად: პატრონი ამბობდა “სდექ”, ხოლო ჟესტით აჩვენებდა წოლას. ძაღლები ასრულებდნენ პატრონის ჟესტებს და არა სიტყვიერ ბრძანებას.

ახალ კვლევაში, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა, აღმოჩნდა, რომ ძაღლები ჟესტებით ბრძანებას უცხო ადამიანების მითითებითაც ასრულებენ, თუმცა, სიტყვიერი ბრძანებების შესრულება რთული აღმოჩნდა.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა