დრათჰაარი

[huge_it_slider id=”31″]

დრათჰაარი – drahthaar – дратхаар
გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარი განეკუთვნება მეტად გავრცელებულ სანადირო ჯიშის ძაღლებს, არა მხოლოდ ჯიშის სამშობლოში (გერმანია), არამედ ბევრ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. ეს ძაღლი უთუოდ გულუხვადაა დაჯილდოვებული სამონადირეო თვისებებით და გამოსადეგია ყოველმხრივი ნადირობისთვის.

მის ფორმირებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჯიშის მეძებრები, განსაკუთრებით უხეშბეწვიანები, მანამდე სანამ მისი ექსტერიერი სტაბილურად არ ჩამოყალიბდა და შედეგად 1924 წელს გამოსცეს ოფიციალური სტანდარტი. მისი შემქმნელების ჩანაფიქრი იყო მაღალი საველე თვიისებების მქონე უხეშბეწვიანი მეძებრის გამოყვანა, რომლის ბეწვის საფარი საკმარისად დაიცავდა ძაღლს ამინდის არახელსაყრელი პირობების გავლენისაგან.

ამ თვისებების წყალობით მან სწრაფად მოიპოვა აღიარება და თითქმის სრულად ჩამოიცილა მისი ბევრად უფროსი ახლო ნათესავი, გერმანული ნემსაბეწვიანი მეძებარი – შტიხელჰაარი.

სტანდარტი
საერთო შეფასება. ძაღლი საშუალო სიმაღლისაა ლამაზი საჯიშე კონტურებით. არის ტემპერამენტული და ენერგიული, ჭკვიანი გამოხედვით. ტანზე კარგად დასმული უხეში ბეწვით. ტანის სიგრძე სიმაღლესთან შეფარდებით არის 10 : 9. სიმაღლე მინდაოში ხვადისთვის არის 60—65 სმ. ხოლო ძუსთვის – არანაკლებ 56 სმ.

კანი: ელასტიური, კარგად დაჭიმული, ნაკეცების გარეშე.

ბეწვის საფარი: ბეწვი მავთულის ფორმის, უხეში, საშუალო სიგრძის, გამოუკვეთავი შეფერილობის. ის არ უნდა ცვლიდეს სხეულის კონტურებს, მაგრამ საკმარისი სიგრძე უნდაჰქონდეს იმისთვის, რომ ძაღლი დაცული იყოს ტემპერატურული ცვლილებებისგან და შესაძლო ჭრილობებისგან. ბეწვი ტანზე მჭიდროდ უნდა იყოს დასმული, ფეხის ქვედა მხარეს ის შედარებით მოკლეა, ყურებზე ძალიან ხშირი, წარბები ხშირი, ძლიერი და ზომიერი სიგრძის წვერ-ულვაში.

ტანი: ფიზიკური პროპორციები, კუნთები (მუსკულატურა), მყესები და სახსრები უნდა იყოს ისეთი, რომ ძაღლმა შეძლოს დაუღალავად და სწაფად გადაადგილება.

თავი: ზომიერად გრძელი, განიერი და გრძელი დინგით. კბილები ძლიერი, თანკბილვა – მაკრატელა. ყურები საშუალო სიდიდის. თვალები კარგად დახუჭვადი მშრალი ქუთუთოებით.

კისერი: საშუალო სიგრძის და სისქის. მინდაო მაღალი, გრძელი და დაკუნთულია.

მკერდი: ზომიერი სიგანის, ღრმა, ნეკნები ამოზნექილია.

ზურგი: მოკლე და სწორია, ხოლო ხერხემალი დაკუნთულია. გავა გრძელი, ზომიერად დახრილი, განიერი და კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემით. მუცელი შეწეული, ფერდები მოკლე.

კიდურები: კიდურები სახსრების სწორად გამოკვეთლი კუთხეებით. ბეჭები მჭიდროდ მიკრული, ცერად დასმული. კიდურები სწორი.

თათები: მომრგვალებული ფორმის, თითები მუშტად შეკრული, მყარი ბალიშებით.

კუდი: სანადირო წესების და ტრადიციების თანახმად კუდის კუპირება ხდება.

დღეისთვის, გერმანული დრათჰაარი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და პოპულარული მონადირე ძაღლია გერმანიაში. ის ფიცხი და შრომისმოყვარეა; სპეციალისტები ამბობენ, რომ მას აქვს შეუდარებელი გამძლეობა, მონდომება და კონცენტრაცია. ნადავლის ძიების დროს იყენებს ცხვირს და მასზე განლაგებულ გრძელ ულვაშს; როდესაც ის მიაგნებს მოკლულ სამიზნეს, ბრუნდება პატრონთან და მითითებების საშუალებით მიჰყავს ის ნადავლთან. დრათჰაარს განუმეორებელი გამძლეობა და მოთმინება საუკეთესო მონადირედ აქცევს, მას ეხმარება სქელი ტყავი, რომელიც დრათჰაარს აძლევს შანს გაცუროს ცივ წყალში მოტივტივე ნადავლისკენ.

იმისდა მიუხედავად, რომ გერმანული დრათჰაარი შეუდარებელი მონადირეა, მას ასევე ხშირად გამოიყენებენ როგორც სახლის ძაღლს. ის გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით ბავშვებთან და სხვა ძაღლებთან; დრათჰაარი აგრეთვე ცნობილია იმით, რომ ის თავგამოდებით იცავს თავის სახლს და “ოჯახს”. მათი ინტელექტი და მშვიდი მანერები ეხმარება მას, ადვილად შეეჩვიოს ახალ სასიცოცხლო პირობებს.

როგორც ყველა მონადირე და სახლის ძაღლს, დრათჰაარსაც სპეციალური აღზრდა სჭირდება, მხოლოდ მაშინ დაგაკმაყოფილებთ ის თავისი სამსახურით.

გაწვრთნა
არსებობს ძაღლის გაწვრთნის რამდენიმე ხერხი, მაგალითად, ძალის გამოყენებით გაწვრთნა, მაგრამ ეს ცუდად მოქმედებს ძაღლისა და პატრონის ურთიერთობაზე და შეიძლება ძაღლის გაქცევამდეც კი მივიდეს. სანამ დაიწყებდეთ სერიოზულ მომზადებას, ძაღლს უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენ არა მის დასასჯელად ან ტკივილის მისაყენებლად ხართ მიმართული, არამედ მის გასაწვრთნელად. ამას შეიძლება მიაღწიოთ მასთან თამაშით, მოფერებით, გამასპინძლებით და საყვარელი სათამაშოს მიცემით. ეს დაგეხმარებათ, გერმანული დრათჰაარი გადააქციოთ სანადირო იარაღად, რომელიც დიდად არაფრით ჩამოუვარდება თქვენს თოფს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა