გლობალური დათბობის გამო პოლარული დათვები შიმშილით იხოცებიან – შემზარავი კადრები

49 წლის პოლ ნიკლენმა ბაფინის კუნძულზე სულისშემძვრელი კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ დათვი შიმშილის დაკმაყოფილებას ძველი თოვლმავალის ნაწილებს ჭამს. თოვლი დადნა, შესაბამისად, გაქრა ყველა ცხოველი თუ ფრინველი, რაზეც, შესაძლოა, პოლარულმა დათვმა ინადიროს.

პოლი და მისი გადამღები ჯგუფი იმედოვნებს, რომ კადრები მსოფლიოს გამოაფხიზლებს და დააფიქრებს იმ ტრაგიკულ მოსალოდნელ შედეგებზე, რაც კლიმატის ცვლილებას მოჰყვება.

“ეს ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, რაც კი გამიკეთებია. მთელი გადამღები ჯგუფი ვტიროდით… პირველი ინსტიქტი იყო – როგორმე დავხმარებოდით, თუმცა მისი ფეხის კუნთები უკვე ატროფირებული იყო და სიცოცხლის გადასარჩენად არაფრის გაკეთება შეგვეძლო…” – ამბობს ნიკლენი.

წყარო: ambebi.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა