დაჭრილი კაცი მონადირეებმა ტყეში იპოვეს

ხონის რაიონის, სოფელ ივანდიდის ტყეში მონადირეებმა დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ოპოვეს. “პირველს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“პირველს” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად განძრახ მძიმე და დაზიანებას გულისხმობს, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

pia.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა