ცხოველები გადაშენების სერიოზული საფრთხის წინაშე არიან

iqedna
დედამიწის ფაუნა შემაძრწუნებელი სიჩქარით აგრძელებს გაქრობას. ამ პროცესის შედეგი შესაძლოა, ახალი მასიური განადგურებაგახდეს.

ცხოველების ათასობით ჯიში ქრება, მიუხედავად გარემოს შენარჩუნებისა და მოფრთხილების პოლიტიკისა, რომელსაც მხარი ბევრმა ქვეყანამ აუბა.

მსოფლიოს გარემოს დაცვის მონიტორინგის ცენტრის თანამშრომელი დერეკ ტიტენსონი აცხადებს, წითელ წიგნში შესულია 46 000 სხვადასხვა ჯიშის არსება, რომელიც გადაშენების ზღვარზე იმყოფება.

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ყველაზე სახიფათო სიტუაციაში ხმელეთის მკვიდრნი არიან, რომელთა რიცხვი და ჯიშთა მრავალფეროვნება შესაძლოა, უახლოეს მომავალში 41%-თ შემცირდეს. მათ მოსდევს ძუძუმწოვრები – 26%, ასევე საფრთხე ფრინველების 13%-ს ემუქრება.

ცხოველების სიკვდილის მიზეზად ადამიანების საქმიანობა სახელდება, როგორიცაა ნადირობა და აგრეთვე გლობალური კლიმატური ცვლილებები. 3,5 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწაზე 95%-ზე მეტი ფაუნის სხვადასხვა წარმომადგენელი განადგურდა.

მომზადებულია themindunleashed.org-ს მიხედვით.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა