ჭყიანპო

[huge_it_slider id=”12″]

ჭყიანპო – Lymnocryptes minimus – Гаршнеп


ჭყიანპო (ჭყინპო) გვხდება ევროპაში, აზიაში, აფრიკის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში.

საქართველოს ფარგლებში ჭყინპო გვხდება თითქმის ყველგან მიმოფრენისას. შესაძლებელია, რომ ეს ფრინველი, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი ინდივიდი მაინც, ზამთრობდეს საქართველოს ზოგ რაიონში.

მისი სხეულის სიგრძე 19-22 სმ, მასა 80 გ აღწევს. გრძელი, წვრილი ნისკარტი აქვს, ზურგი შავია და ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. თავის ზედა ნაწილი შავია, წინწკლები აყრია და გვერდებზე თეთრი ზოლები დასდევს. მუცელი მოთეთროა

ეს ფრინველი ბინადრობს ჭაობიან ადგილებში, ტბებისა და სხვ. სახის წყალსატევებთა დაჭაობებულ სანაპიროებში, რომლებიც დაფარულია ლერწმით ან ჩალით. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დებს 4 კვერცხს. ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიები, მწერები, განსაკუთრებით კი მათი მატლები, ლოკოკინები, გვერდულები.

მწერების მასობრივად განადგურებით ამ ფრინველს სახალხო მეურნეობისათვის სარგებლობა მოაქვს.

ჭყინპო სპორტული ნადირობის ობიექტია.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა