ჭანარი

chanari
ჭანარი მტკვრის აუზის თევზია. ბინადრობს აგრეთვე, თბილისის წყალსაცავსა და ჯანდარის ტბაში. სქესობრივად 4-5 წლის მწიფდება. ტოფობს მაისიდან აგვისტოს ბოლომდე, რამდენიმე ჯერად. სიგრძე 1 მეტრამდეა, წონა 6-7 კილოგრამამდე. არსებობს ჭანარის ზღვაში გამსვლელი სახეობაც და ისეთიც, რომელიც მხოლოდ მდინარეში ცხოვრობს. ეგუება ჩქარ და მდგარ წყალსაც. განსაკუთრებით მოსწონს ტბები და წყალ-საცავები. აქედან გამომდინარე, მისი ხასიათი-მოქმედება განსხვავებულია.

ეს თევზი უმეტესად იკვებება ცოცხალი ორგანიზმებით: ეფემერიდებით, მრგვალი ჭიებით, ბუღლუჯებით, პატარა ბაყაყებით, ხოჭოებით, კოღოს მატლებით, მჭერებით, ლიფსიტებით, აგრეთვე მცენარეებით (პურის, შვრიის, მარცვლებით და სხვა). მოსწონს დაჭაობებული წყალსატევებიც, სადაც არის რქაფოთოლა, წყლის ვაზი, წყლის ბაია
და ა.შ. სხვათა შორის, ეს მცენარეები წყლის კარგიგამფილტრავია. ჭანარი მდინარეში, სუფთა წყალში, ქვიშა-ხვინჭიან მეჩეჩებზე, ჩქარ დინებაში ჩერდება. სადაც იქჭერენ (ზევით ნახსენები სხკვების გარდა): პურით, ყველით, ხაჭოთი, გამოკვებილი ჭიით, ბუზის მატლით, მოსწონს ცხვრისა და ხბოს გამაგრებული სისხლი. კარგია, თუ თიხაში აურევთ სატყუარას, რათა ადვილად არ წაიღოს წყლის დინებამ. ზაფხულში მას იხელთებენ, აგრეთვე კალიითა და მბრუნავი ბრჭყვიალათი, შემოდგომაზე კი -ციმორითა და სხვა ცოცხალებით.

ჭანარზე სათევზაოდ საჭიროა ანკესი №7-10, ძუა 0,3-0,5 მმ სისქისა. ჭერა უმეტესად ვაზის ყვავილობისას იწყება და ტოფობის მიხედვით, ხან ხორბლის, ხან ჭავის აყვავებისას გრძელდება. ტოფობამდე, ადრე წყალში გუნდებად დაეხეტება, ჩაბნელებულ გოდორყურებს ირჩევს, ზანტად ემალება სინათლეს, მხოლოდ გვიან საღამოს და ღამე გამოცოცხლდება ხოლმე. ზამთარში გაშეშებაც სჩვევია და პაპანაქებაში -ზაფხულის გარინდებაც, შლამში. ზამთრობით გუნდებადაა მდინარის ღრმა ადგილებში, გაზაფხულამდე. წყალ-დიდობისას მდინარეს მაღლა აუყვება ხოლმე, სუფთა შესართავის მოსანახად. ის მოლუსკებს, მატლებს მცენარეებზე და წყლის ფსკერზე კრეფს. ამტანი, სი-ცოცხლისუნარიანი თევზია.

კარგია მასზე თევზაობა წყლის ვაზის “ფანჯრებში” (ხელოვნურადაც აკეთებენ) მისაჩვევით, რის დროსაც სრული სიჩუმე უნდა დაიცვათ. წყალსატევებში, როგორც ჩანს, იგი კობრის თვისებებს იძენს და შესაბამისად უნდა იანკესოთ, აქ უპრიანია მოკლე, წითელი ჭიაყელა. იგი ძალიან დიდხანს ეთამაშება და სინჯავს სატყუარას, ზოგჯერ, მდინარის ჭანარივით, უცებ ეტანება. სადავე მწვანე სჯობს ან ფსკერის ფერი, ჭიაყელიდან ანკესის წვერი არ უნდა ჩანდეს,კარგია, თუ სადავის ბოლოს ბალახის თხელი ღეროთი შენიღბავთ.

წყალში მისი მოძრაობა შეიძლება განვსაზღვროთ ამომავალი ჰაერის ბუშტულებით ან მცენარეების შერხევით. აქ ახლოს უნდა ჩავუშვათ ორანკესიანი, ერთმანეთისგან 10 სმ-ით დაშორებული, მოძრავ ჭიიანი სატყუარები. ანკესმოდებული ჭანარი არ გვიწევს ხანგრძლივ წინააღმდეგობას. თუ მის სატყუარას დავაკვირდებით, აშკარაა, რომ უმეტესად, თეთრი ფერის საკვები იზიდავს. თბილისში, მტკვარში, სწორედ დაჭრილი დიდი მატლებით (ბუღლუჯებით) იჭერენ მას, მძიმე, ფსკერული ანკესებით (ტყვიის წონა, განსაკუთრებით მძლავრ დინებაში, 200 გრ-მდეა, მისაშვები – 60-70 სმ).

ჭანარი ცხიმიანი, გემრიელი, სარეწაო თევზია. გაითვალისწინეთ, რომ მისი ქვირითი, წვერის მსგავსად, მომწამვლელია.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა