ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

სიახლის წყაროა matsne.gov.ge – დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ

 

საქართველოს კანონი
 

 

 

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ცხოველთა სამყაროს რესურსებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს ობიექტების საქართველოში გავრცელებულ სახეობათა მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:  

ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჯგუფები

(ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სახეობების დასახელებათა ჩათვლით)

მოსაკრებლის ოდენობა (ძუძუმწოვრებისა და ფრინველებისათვის − სახეობის ერთ ინდივიდზე, თევზებისა და წყლის ცხოველებისათვის − ერთ ტონაზე) ლარებში

I ჯგუფი (დათვი) *

1700

II ჯგუფი (გარეული ღორი)

100

III ჯგუფი

ა) შველი

500

ბ) ირემი *

1700

IV ჯგუფი (მგელი)

100

V ჯგუფი

ა) ტურა

15

ბ) მელა

50

გ) მაჩვი

20

დ) კვერნა

20

ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია

1

ვ) ტყის კატა

10

VI ჯგუფი (კურდღელი)

2

VII ჯგუფი

ა) ჯიხვი *

1700

ბ) არჩვი *

1350

გ) შურთხი, კასპიური შურთხი *

220

დ) ნიამორი *

8350

VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები)

2

IX ჯგუფი (ხოხობი)

15

X ჯგუფი

ა) კაკაბი, გარეული ბატი

4

ბ) გარეული იხვი

1

გ) დურაჯი

1

დ) გნოლი

1

ე) როჭო, კავკასიური როჭო *

1

XI ჯგუფი (სხვა ფრინველები)

1

XII ჯგუფი (მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები)

ა) სალამურა, გოჭალა, გველანა, ტაფელა, ჯუჯა ქაშაპი, კვირჩხლა

5

ბ) ციმორი, თეთრულა, თაღლითა, ფრიტა, შავწარბა

10

გ) კარჩხანა, ღორჯოსებრნი, ფარფლწითელა (ფრთაწითელა)

15

დ) ქორჭილა, ნაფოტა (ჩვეულებრივი, მტკვრის, მორევის *), ქაშაპი (კავკასიური), კაპარჭინა, ვიმბა, თრისა (შამაია), ჭაფალა

25

ე) წერი (ქარიყლაპია), სქელშუბლა (თეთრი და ჭრელი), რიპუსი

65

ვ) სიგი, პელიადი, ამური, ჭერეხი, ტობი, წვერა, კობრი (გოჭა), გუწუ (ლოქორია), ჭანარი, მურწა, ხრამული

80

ზ) მდინარის კიბოები

150

თ) ღლავი (ლოქო), ფარგა, ცისარტყელა კალმახი, პალია

200

ი) კალმახი (მდინარის/ტბის) *

1500

კ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სხვა თევზები

250

ლ) სხვა მტკნარი წყლის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები

100

XIII ჯგუფი (ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები)

ა) ზღვის ნაწლავღრუიანები, სავარცხლურები

0,5

ბ) რაპანა

3

გ)  ზღვისფინიისებრთა ოჯახი, თაგვთევზისებრთა ოჯახი

10

დ) ქარსალა, ათერინა, ჭიჭყინა

15

ე) ქაფშია, ზღვის მელა, ზღვის კატა, სარდინა, სარდინელა, ღიპა ქაშაყი (პალიასტომის ტბის და აზოვის ზღვის), მწვანულა, ზღვის კარჩხანა, სმარისი, ზღვის ურჩხული, ვარსკვლავთმრიცხველი (ზღვის ძროხა), გველმსგავსა (ოფიდიონი), ზღვის ღლაბუტა, ღორჯოსებრნი, სკორპენა (ზღვის ჩიქვი), ზღვის ენა, ქვის ქორჭილა, მიდია და სხვა ორსაგდულიანი მოლუსკები

25

ვ) სტავრიდა, მერლანგი

45

ზ)  კეფალისებრნი (სინღილი, ლობანი, პილენგასი და სხვა), პელამიდა, შავი ზღვის ქაშაყი, სკუმბრია, ქიცვიანი ზვიგენი (კატრანი)

65

თ) ხონთქარა (ბარაბული), მუქი ნაგვერდალა (მუქი სციენა), კამბალა-გლოსა

80

ი) სარგანი (ნემსა), ლუფარი

100

კ) ცხენთევზა, ნემსთევზა, გარნელი (კრევეტი) და სხვა ათფეხა კიბოები, ზღვის მამალი

150

ლ) ღია ნაგვერდალა (ნათელუმბრინა), ლავრაკი

200

მ) კამბალა-კალკანი, გველთევზა

250

ნ) სხვა ზღვის თევზები და სხვა ჰიდრობიონტები

100

XIV ჯგუფი (გამსვლელი თევზები)

ა) შავი ზღვის ორაგული *

3000

ბ) ზუთხისებრნი *

5000

XV ჯგუფი (მცირე ვეშაპისებრნი)

ა)  აფალინა *

25000 (ერთეულის ფასი)

ბ) თეთრგვერდა დელფინი

2500 (ერთეულის ფასი)

გ) ზღვის ღორი *

1000 (ერთეულის ფასი)

შენიშვნა:  ცხრილში „*“  ნიშნით აღნიშნულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცალკეული სახეობები.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი   გიორგი მარგველაშვილი

 

სიახლის წყაროა matsne.gov.ge – დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა