Browning

j_m_browning_himselfცოტა რამ ამ დიდი მეიარაღის შესახებ: ჯონ ბრაუნინგი – John Moses Browning (1855-1926) დაიბადა იარაღის მოვაჭრის ოჯახში(Ogden, Utah, აშშ.). პირველი თანამშრომლობა უკავშირდება ”ვინჩესტერის” კომპანიას. მისი სტიქია იარაღის შექმნა იყო და არა წარმოება, ამიტომ უამრავი მისი მოდელის პატენტი მიჰყიდა ”ვინჩესტერს”(1885-1901 წლის მოდელები მისი შექმნილია). მან შექმნა ნახევრადავტომატური, პომპიანი და .22 კარაბინის მოდელები. ასევე ცნობილი BAR (Browning Automatic Rifle) და კოლტის 1911 წლის .45 კალიბრის სტილის ავტომატური პისტოლეტი. განსაკუთრებით წარმატებული იყო ავტომატური იარაღის შექმნის თვალსაზრისით(ცნობილი აუტო-5). მისი დიზაინითაა შექმნილი მრავალი საბრძოლო იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. მისი სახელობის კომპანია შეიქმნა 1927 წელს. მუდმივად თანამშრომლობდა Fabrique Nationale -თან (ბელგია), სადაც ლიეჟში, ავტომატურ პისტოლეტის მოდელზე მუშაობისას, მისი შვილის ოფისში გარდაიცვალა გულის შეტევით

SUPPLIER LOGOS

კომპანიის ემბლემა (ხარირემის თავი)

ჯონ ბრაუნინგი დაიბადა იარაღით მოვაჭრის ოჯახში(Ogden, Utah, აშშ.). ის იყო ერთ-ერთი შვილი ჯონათან ბრაუნინგისა(22 შვილი ყავდა). ჯონი ბავშვობიდანვე კარგად იცნობდა იარაღსა და მის კონსტრუქციებს.
23 წლის ასაკში მან მიიღო თავისი პირველი პატენტი ერთლულიანი თოფისა “J. M. Browning Single Shot Rifle”, რომელიც მოგვიანებით სრულყო და ცნობილია სახელით ,, მოდელი 1885”(ეს უკანასკნელი მზადდება დღემდე).
მამის სიკვდილიდან ძალიან მალე, 1880 წელს, ჯონი თავის ძმასთან ერთად მემკვიდრეობით ღებულობს მამის საამქროს და მის ბაზაზე ხსნის პატარა საიარაღო საამქრო-მაღაზიას “J.M. Browning & Bros” საშტატო განრიგით 7 კაცი და საბანკო ანგარიშზე 1000 დოლარით.

ამ საწარმოს საქმეები ცვალებადი წარმატებებით მიდიოდა, ვიდრე 1883 წელს ბრაუნინგის ერთლულიანი შემთხვევით არ იყიდა ,,Winchester”-ის წარმომადგენელმა, რომელმაც იარაღი წარადგინა ვინჩესტერის მმართველთან(ბენეტი). ამ თოფის წარმოების უფლებაში ვინჩესტერმა ბრაუნინგს 8000 დოლარი გადაუხადა. შედგა კონტრაქტი და ძმებმა ბრაუნინგებმა დაიწყეს ამ საწარმოზე მუშაობა.
ჯონის სტიქია იარაღის შექმნა იყო და არა წარმოება, ამიტომ უამრავი მისი მოდელის პატენტი მიჰყიდა ”ვინჩესტერს”(ზოგიერთი მოდელი მიეყიდა ,,რემინგტონს” და ,,კოლტს”, რომლების შემდეგ ამ ფირმათა სახელით გამოდიოდა). ,,ვინჩესტერში” ბრაუნინგმა დააპატენტა ბევრი თავისი გამოგონება_ ,,მჭიდიანი თოფი1886”, ,,მჭიდიანი იარაღი1887”, ,,მჭიდიანი თოფი1894”, ,,მჭიდიანი თოფი1895”, ,,მჭიდიანი იარაღი1897”(პომპა). მისი დიზაინითაა შექმნილი მრავალი საბრძოლო იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. აქ ოსტატმა გააკეთა ნახევარავტომატი მჭიდზე, რომელიც იწოდება auto-5-ად.
ეს იყო ნამდვილი გარღვევა! რეალობაა, რომ ყველა დღევანდელი ნახევარავტომატის მფლობელი ამ ამერიკელი კონსტრუქტორის მადლობელი უდა იყოს. 1902 წლის მოდელი დღესაც საბაზოა!


auto-5
auto-5
ყალიბი 12 ან 20; სავაზნის სიგრძე 70მმ ან 76 მმ; ტევადობა 2 ან 5 ვაზნა; წონა 2,9-4,0კგ; სიგრძე 105,5-130,2 სმ; ლულის სიგრძე 56-76 სმ; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი განლაგებულია სასხლეტის უკან; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის.
ამასთან ერთად ბრაუნინგი მუშაობდა და ცდიდა თოფებს უკუქცეულ გაზის მექანიზმზე, თუმცა კომპანა ვინჩესტერის ხელმძღვანელობამ არ წაახალისა ეს წამოწყება, რაც საბოლოო მიზეზი გახდა(1902წ) ჯონის წასვლისა ბელგიურ იარაღის კომპანია Fabrique National de Belgique-ში.
1907 წელს ბრაუნინგმა უფლება მისცა ბელგიურ კომპანიას მისი სახელი გამოეყენებინა საწარმოს მარკად და ამ პერიოდიდან იარაღს FN-Browning ეწოდა. ბელგიურ კომპანიაში მუშაობის პერიოდში ბრაუნინგმა საერთო ჯამში 80-ზე მეტი კონსტრუქცია და მოდელი შექმნა.


8a9456bb93fcბრაუნინგის პისტოლეტები იყო საშუალო სიმძლავრის, მაგრამ ძალიან კომპაქტური, მსუბუქი და ჩქარები. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ხალხშიც და პოლიციაშიც.

ბელგიელებთან თანამშრომლობა დაიწყო მისი ავტომატური პისტოლეტით ,, 7,65მმ ბრაუნინგის პისტოლეტი 1900”. პისტოლეტთან ერთად ბრაუნინგმა შეიმუშავა ახალი ყალიბი 7,56მმ. პისტოლეტის კონსტრუქცია(მჭიდის ჩასვლა სახელურში) მაშინ ახალი იყო და რევოლუციური. 1912 წელს ეს პისტოლეტი გამოუშვეს მილიონი ცალი!!!
1903 წელს გამოჩნდა ახალი პისტოლეტი ,,9მმ ბრაუნინგის პისტოლეტი 1903”, რომელიც გამოდიოდა 37 წლის განმავლობაში და გამოუშვეს რამდენიმე ათეული მილიონი ცალი(შემდგონი სახელი ,,მოდელი 07”).
1906 წელს 1903-ის მოდელის ბაზაზე გამოუშვა ე.წ. ,,ჯიბის” პისტოლეტი, რომელიც აწარმოეს 4 მილიონი ცალი.
1910 წელს გამოვიდა მორიგი პისტოლეტი ,,ბრაუნინგი 1910/12”(შემდეგი მოდიფიცირებით ,,ბრაუნინგი 1922”).
1911 წელს ბრაუნინგმა შეიმუშავა თვითდამტენი პისტოლეტი ვაზნაზე .45 АСР, რომლის წარმოების უფლება იყიდა ფირმა კოლტმა, რომელმაც დაარქვა კოლტ ,,М1911”.
ბრაუნინგის პისტოლეტების ბაზაზე შემუშავებულია რამდენიმე ათეული პისტოლეტის მოდელი

1917 წელს ბრაუნინგმა გააკეთა სადგარი ტყვიამფრქვევი(წარმოების უფლებაც იყიდა კოლტმა), რომლის ბაზაზეც 1919 წელს შექმნა ხელის ტყვიამფრქვევი.
1918 წელს ბრაუნინგმა გააკეთა თოფი უკუქცეულ გაზებზე.
1921 წელს შეიმუშავა მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევი ,,ბრაუნინგ მ2”, რომელიც შემდეგ 50 ქვეყნის შეიარაღებაში იყო(იწარმოება დღემდე).
1925 წელს ბრაუნინგმა გააკეთა კონსტრუქცია B-25 ლულათა ვერტიკალური წყობით, რომელიც რევოლუციური გამოგონება იყო იმ დროში. ამ თოფის წარმოება დაიწყო შემდეგ წლებში და იწარმოება დღემდე.
1926 წლის 26 ნოემბერს ლიეჟში, მისი შვილის ოფისში, ავტომატურ პისტოლეტის მოდელზე მუშაობისას, ბრაუნინგი გარდაიცვალა გულის შეტევით. მისი ცხედარი ბელგიიდან ამერიკაში გადაასვენეს.
ბრაუნინგის სიკვდილის შემდეგ 1927 წელს იუტას შტატში შეიქმნა Browning Arms Company-ის შვილობილი კომპანია J.M. & M.S. Browning Company.
თანამედროვე კონცერნი Browning შედის გიგანტურ კორპორაცია ,,ვინჩესტერში”. ბრაუნინგის სხვადასხვა მოდელს იაპონური ,,მიროკუ”აწარმოებს.
browning-b21992 წლიდან კომპანია ბრაუნინგი გლუვლულიანების ლულის არხის დიამეტრს ზრდის(ყალიბის შესაბამისად) 0,5-0,52 მმ-ით სტანდარტულ ზომებთან შედარებით, რაც წარმატებით აისახა თოფების ბალისტიკაზე.

browning b25 b1 sporter
ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 70მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 3,45 კგ; სიგრძე 120 სმ; ლულის სიგრძე 76 სმ; ეჟექტორზე; ლულათა შევიწროება არჩევით; 8მმ სიგანის ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე (იგივე სროლის რიგითობის გადამრთველი); კონდახი კაკლის (პისტოლეტური ტიპის).


Cynergy Sporting Composite
c58f604878e8
ყალიბი 12, საერთო სიგრძე 1195მმ, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 70მმ, საცვლელ Invector-Plustm Diana Gradetm სისტემის ჩოკებზე, წონა 3,5კგ, დიზაინი ეკუთვნის ფირმა DEM-ს, კალაპოტის დაბალი პროფილი(60მმ) აუმჯობესებს სამიზნის კონტროლსა და ნაკლებად საგრძნობი ხდება უკუცემა, სასხლეტის მოქმედების დრო შეადგენს 0,0019 წამს. კავი რეგულირდება (3 პოზიცია). შესაძლებელია სასხლეტის სწრაფი შეცვლა.
ამორტიზატორი(“Inflex”) ამცირებს უკუცემის ძალას 25%-ით, სიგრძე რეგულირდება.


Cynergy Sporting
7dbe11c3296f
ყალიბი 12, საერთო სიგრძე 1195მმ, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 70მმ, საცვლელ Diamond Titanium სისტემის ჩოკებზე, რომლებიც დამუშავებულია ტიტანით(ცვეთისა და კოროზიის საწინააღმდეგოდ); წონა 3,5კგ, დიზაინი ეკუთვნის ფირმა DEM-ს, კალაპოტის დაბალი პროფილი(60მმ) აუმჯობესებს სამიზნის კონტროლსა და ნაკლებად საგრძნობი ხდება უკუცემა, კავი რეგულირდება (3 პოზიცია). შესაძლებელია სასხლეტის სწრაფი შეცვლა.
ამორტიზატორი(“Inflex”) ამცირებს უკუცემის ძალას 25%-ით, სიგრძე რეგულირდება.


Fusion Evolve Ultimate
46ce15dd279e
მოდელ Browning Fusion-ის მოდიფიკაცია; ყალიბი 12, მონიკელებული კალაპოტით, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,05კგ, ტევადობა 4+1, კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი.


Fusion Evolve
fusion
მოდელ Browning Fusion-ის მორიგი მოდიფიკაცია(შეცვლილია კალაპოტის, ტიბჟირისა და კონდახის ფორმები); ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,175კგ, ტევადობა 4+1, კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი.


Phoenix
phoenix
ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,25კგ, ტევადობა 4+1.


Browning Fusion
bra-fusion
Browning Gold-ის შემცვლელი მოდელი(შეცვლილია კონდახისა და ტიბჟირის ფორმა, გაუმჯობესებულია ვენტილირებადი სამიზნე თამასა); ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,3კგ, ტევადობა 4+1, TruGlo-ს ფირმის სამიზნური(მუშკა), რომელიც ჩანს სრულ სიბნელეშიც.


Browning B725
725
ინოვაციური მოდელია; გამოვიდა 12 ყალიბში; გაუმჯობესებულია სასხლეტი; ცალკეულ კვანძებს საკუთარი, დამოუკიდებელი სახელები უწოდეს. ასე მაგალითად: დიზაინსა და ტექნიკურ მაჩვენებლებს_ “low profile”, ლულებს_ ,,Vector Pro”, საბჟენს_ ,,Inflew II” .
იარაღი პრემიუმ კლასისაა და შესაბამისად მდიდრადაა გრავირებული. მემარცხენეთათვის გათვალისწინებულია მოდიფიკაცია “Left Hand”. მწარმოებელი იძლევა 10 წლიან გარანტიას(!!!).
ასეთი კლასის თოფისათვის ფასი საკმაოდ მისაღებია_ ბრიტანეთში ღირს 1800 გირვანქა სტერლინგი.


Citori 725 Feather
citori
2013 წლიდან ბაზარზე გამოვა უფრო სმუბუქი მოდელი… იმავე მოდელში წონის შემცირების მიზნით კალაპოტი უკვე მსუბუქი ლითონისა გააკეთეს
Citori 725 Feather 12 ყალიბშია წარმოდგენილი და კალაპოტი ალუმინის შენადნობის აქვს. გრავირებისას გამოყენებულია ვერცხლის ნიტრიდი. ფასი 2650 დოლარი.


Сynergy Micro Midas 20
sans-titre-1
იუნიორი მონადირეებისა და ქალბატონებისათვის ბრაუნინგმა ახალი მოდელი გამოუშვა Сynergy Micro Midas .20, რომელიც მცირე წონით, კომპაქტური ზომებითა და უკუცემის დახშობის თანამედროვე სისტემით ხასიათდება. ლულათა სიგრძე შეიძლება იყოს 26 ან 28 დიუმი. რესივერი დამზადებულია ტექნოლოგიით Monolock Hinge, რაც საშუალებას იძლევა თოფის ეს ნაწილი იჯდეს მინიმალურ პარამეტრებში. დასხლეტის სისტემა Reverse Striker უფრო კომფორტულს ხდის გასროლის პროცესს. უკუცემის დახშობის სისტემა სახელდებულია Inflex Technology-ით.
აშშ-ში ამ მოდელის სავარაუდო ღირებულება დაიწყება 1870 დოლარიდან.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა