ბრეტონული ეპანიოლი

[R-slider id=”6″]

ბრეტონული ეპანიოლი – epagneul breton – Эпаньол Бретон
ბრეტონული ეპანიოლი – “ეპანიოლ ბრეტონი” – არის უნივერსალური სანადირო ძაღლი. იგი აკეთებს შესანიშნავ ნაბულს , ასევე იდეალურად მუშაობს წყალში, მოაქვს ნანადირევი, აქვს დახვეწილი ყნოსვა და ფართო ძებნის უნარი. ბრეტონულ სპანიელებს შეუძლიათ ინადირონ მთელი დღე და მზად არიან აკეთოს ეს საქმე ისევ და ისევ. ამ ჯიშის ძაღლები არიან ძალიან ამტანი, მორჩილი, ძალიან მშვიდი, და ძალიან ადვილი სამართავი. ეს არის იდეალური ძაღლი ოჯახისთვის,რადგან ძალიან მოსიყვარულე და ერთგულია. ბრეტონული ეპანიოლი არ იკავებს დიდ ადგილს არც ტრანპორტში და არც სახლში, მაგრამ მიუხედავად მისი კომპაქტური ზომისა, ამ ძაღლში არის სიცოცხლისუნარიანობა და არნახული ენერგია

ჯიშის სტანდარტი FCI № 95:

ჯიშის მახასიათებლები: აზარტული, დაუღალავი ძაღლი, რომ შეუძლია ინადიროს ნებისმიერ პირობებში.დასაჩუქრებულია შესანიშნავიყნოსვით , ის სწრაფად პოულობს ფრინველის და ზუსტად მიუთითებს ადგილს ნაბულით. ფლობს ძალიან კარგ აპორტირების უნარს როგორც ხმელეთზე ასევე წყალშიც. არის გაწონასწორებული, კეთილი, ჭკვიანი და მოსიყვარულე ძაღლი.
მოვლა: ძალიან ადვილი მოსავლელია,ტავისუფლად შეიძლება ოთახის პირობებში მისი შენახვა, მაგრამ საჭიროებს ხანგრძლივ გასეირნებას.აუცილებელია მისი გამოვარცხნა 1 – 2 ჯერ კვირაში

დანიშნულება: სანადირო ძაღლი, ძაღლი კომპანიონი

თავი: ფართო, სეხე წაგრძელებული, ქალა მომრგვალებული, გადასვლა შუბლიდან დინგისკენ არის არაკუთხოვანი, დინგი-სწორი, ტუჩები-თხელი.

თვალები: მუქი ან ღია ყავისფერი ფერის, ჰარმონიზებულია შეფერილობასთან

ყურები : უდნავ წამოწეული, შედარებით მოკლე, ოდნავ მომრგვალებული, დაფარული ტალღოვანი ბეწვით

ტანი: კვადრატული, კისერი- საშუალო სიგრძის. მკერდი- ღრმა, ნეკნები საკმაოდ კარგად მომრგვალებული, წელი-ძლიერი, გავა- მოკლე და ფართო. მენჯი ოდნავ დაქანებული, მუცლი-აწეული

კიდურები: სწორი, კუნთოვანი. მჭიდროდ შეკრული თითები.

კუდი: პირდაპირი ან დაშვებული, (გარდა უკუდო(კუპირებილი ან თანდაყოლილი)ეგზემპლიარებისა). ყოველთვის მოკლე, არა უმეტეს 10 სმ-ის,კუდის ბოლოს აღინიშნება გრძელი ბეწვი

ბეწვი: საშუალო სიგრძის, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი.

შეფერილობა: თეთრი წითურით, ყავისფერითაან შავით, სამფეროვანი (თეთრი, შავი და წითური).

სიმაღლე მინდაოში: ხვადები: 48 -50 სმ , ძუები: 47 -49 სმ

წონა: ხვადები: 15 – 18 კგ. ძუები: 14 – 15 კგ

ჩენში მონადირეებმა კარგად იციან ბრიტანული და გერმანული მეძებრების შესახებ. მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის ფრანგული წარმოშობის მეძებრებზე ბარკოსა და ეპანიოლის შესახებ. ერთ ერთი მათგანია ეპანიოლ ბრეტონი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში.
საფრანგეთში არსებობს ბრეტონების 4 ტიპია: ბრეტონული, ფრანგული, პიკარტული, პონტომერული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ბრეტონული.
ფრანგი კინოლოგები დღეს დღეობითაც კი კამათობენ ეპანიოლის წრმოშობის შსახებ. ზოგიერთები თვლიან რომ სახელი პირადაპირ მივითითებს მის ესპანურ წარმოშობაზე და იგი წამოსულია ესპანური გრძელ ბეწვიანი მეძებრიდან. სხვები კი თვლიან რო სახელი წამოსულია ფრანგული ზმნიდან მეძებრის ძებნის მანერაზე “s’espaignir” რაც ნიშნავს ჩაწოლილ-გაჭიმულს.
ეპანიოლის ტიპის ძაღლები ჯერ კიდევ XV საუკუნეში იყვნენ პოპულარულები საფრანგეთში. მათი იმდროინდელი არსებობას ადასტურებ XVII საუკუნეში შესრულებული ნახატები და გობელინები. კონსტიტუციურად ძაღლებს რომლებსაც ნამუშევრებზე ვხვდებით არიან შედარებით მაღალი ხმელი და გაჭიმული ფორმატის. თვალსაჩინო მაგალითია ორდის ნახატი სადაც თეთრი ძაღლი დგას ნაბულზე (გნოლზე).
XVII საუკუნის მიწურულს და XIX საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს სრულიად ახალი ტიპი მეძებრისა რომელთა გამოყენებაც მასიურად დაიწყეს ნადირობაში. სწორი წარმოებული სელექციის შედეგად ი მიიღეს ის რომ ეს ძაღლები შედარებიტ მომცრო ტანისები იყვნენ, იყვნენ უფრო სწრაფები, უკეთესი ყნოსვით, შედარებით ფართო ძებნის და მყარი ნაბულით.

ლუდოვიკო XV წლებში ეპანიოლით ნადირობის მოყვარულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. რის შედეგადაც ეპანიოლები გავრცელდნენ ცენტრალურ ევროპასა და ინგლისში. ამას დაემატა ისიც რო შეიქმნა ახალი თოფი რომელიც იყო შედარებით მსუბუქი და პრაქტიკული ფრინველზე ნადირობისას. ამ ფაქტმა კი გამოიწვია ის რომ გაიზარდა მოთხოვნა თოფით სანადირო ძაღლებზე რის გამოთაც საფრანგეთიან გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში და რუსეთშიც კი დიდი რაოდენობით გაყვაილი იქნა ეპანიოლები ბრაკოები და მდევრები.
საფრანგეთის რევოლუციისა და ომის შედეგად დაიკარგა ბევრი სუფთა სისხლის ეპანიოლი რომლებიც პატროებთან ერთად გაქრნენ. ფრანგმა არისტოკრატებმა რომლებიც არეულობის დროს ინგლისში გაიქცნენ და თან წაიყვანეს თავიანთი ძაღლები ნაწილობრივ უკან დააბრუნეს საფრანგეთში. ინგლისში ეპანიოლის სისხლებში შერეული იქნა ინგლისური გრძელ ბეწვიანი მეძებრის სისხლები, რთაც ინგლისელმა მწარმოებლებმა მიიღეს ის რომ ძაღლები იყვნენ დიდი გაშლილი ძებნის, უკეთესი დახვეწილი სტილით და შეეძლოთ მყარ ნაბულზე ხანგრძლივად გაჩერება. მათში ასეთ განვითარებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა რომ ინგლისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა საველე შეჯიბრებები.
საბოლოოდ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ დღეს დღეობით საფრანგეთში არ მოპოვება ეპანიოლი რომელსაც მცირო ნაწილით მაინც არ ურევია ინგლისური სისხლი.


დავით სამუშია

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა