ბრაკონიერობა

_55184476_55184475მას შემდეგ, რაც პირველყოფილმა ადამიანებმა გამოიგონეს ცხოველებზე ნადირობის სხვადასხვა მეთოდი და იარაღი, დაიწყეს მათზე ნადირობა საკვების მოპოვების მიზნით. დროთა განმავლობაში იარაღიც და მეთოდებიც ვითარდებოდა, ადამიანების რიცხვი და დასახლების არეალი იზრდებოდა. ეს ყველაფერი იწვევდა ნადირობის მოთხოვნილების გაზრდას. დაიწყო მასიური ნადირობა ცხოველებზე საკვების, ტყავის(რომელსაც ტანისამოსისთვის იყენებდნენ) , თავდაცვის და უბრალოდ გართობის მიზნით. ეს დაუფიქრებელი ნადირობები, საუკუნეების მანძილზე იწვევდა სხვადასხვა სახეობების განადგურებას და გადაშენებას, ზოგიერთი სახეობის რაოდენობის შემცირებას.

ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ადამიანები დაფიქრდნენ იმ პრობლემებზე, რომელსაც გამოიწვევდა გამეფებული ”აღვირახსნილი” ნადირობა. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა იდეა გამოეცათ წიგნი, რომელიც ხალხს მიაწოდებდა ინფორმაციას გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფ ცხოველებსა და მცენარეებზე. ეს იყო ”წითელი წიგნი”. თუმცა ეს წიგნი არ წარმოადგენდა იურიდიულ დოკუმენტს. გამოიცემოდა სხვადასხვა კანონი, რომელიც კრძალავდა ცხოველებზე უნებართვო ნადირობას. მიუხედავად მკაცრი აკრძალვებისა მაინც გრძელდებოდა უკანონო ნადირობა. ასეთი ფაქტები დღესაც არსებობს, ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ემორჩილებიან კანონებს და ნებართვის გარეშე ახდენენ ცხოველთა განადგურებას ”ბრაკონიერებს” ვუწოდებთ.
ბრაკონიერობა, როგორც წინა აბზაციდან ჩანს წარმოადგენს უნებართვოდ და აკრძალული მეთოდებით ნადირობას და თევზაობას. დაგროვილი მონაცემების საფუძველზე შეიძლება გამოიყოს ბრაკონიერობის ყველაზე სახიფათო ფორმები:

ყველა სახის ხაფანგით ნადირობა
მომწმლავი ნივთიერებების გამოყენებით
ელექტროდენის საშუალებით
ჩასადგმელი სათევზაო ხელსაწყოების გამოყენება
ნადირობა ავტომობილებიდან
გამანათებელი ხელსაწყოების გამოყენებით ნადირობა(ფრინველები, განსაკუთრებით წყალმცურავები
ჭარბი რაოდენობით მოპოვება

a04605f3a8edყველა სახის ბრაკონიერული ქმედება უდიდეს ზიანს აყენებს დედამიწაზე ცხოველებისა და ადამიანების საარსებო გარემოს. შეიძლება ეს სიტყვები გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ მაგრამ თუ დავფიქრდებით მსოფლიოს მასშტაბით რამდენი ასეთი ფაქტი ხდება ყოველდღიურად, მივხვდებით, რომ ეს რეალურად შეესაბამება სინამდვილეს.

იმის დასასაბუთებლად, რომ ბრაკონიერები ვერ აცნობიერებენ მათი ქმედების არასწორ შედეგებს, შეგვიძლია მოვიყვანოთ ფაქტი, რომელიც დღესდღეობით ძალზედ გავრცელებულია. ეს არის ასაფეთქებელი ნივთიერებებით თევზის მოპოვება. ამ დროს ხდება თევზის საცურაო ბუშტის გახეთქვა, რაც იწვევს მის დაღუპვას. ამ დროს მოკლული თევზი მომენტალურად იძირება, ხოლო ბრაკონიერის ხელში მოკლული თევზის მხოლოდ 10% ხვდება.
იმ ფაქტების გათვალისწინებით რაც ბრაკონიერების შესახებ არსებობს და იმ პრობლემების გაანალიზებით, რასაც მათი ქმედება იწვევს ადვილია მივხვდეთ თუ, როგორი ცუდი და ზიანის მომტანია ბრაკონიერობა.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა