ა.შ.შ. დაუჯერებელი მოვლენა ბოსტონთან – ყინულის ტალღები
ცოტა ხნის წინ, მასაჩუსეტის უჩვეულოდ ცივმა ზამთარმა კუნძულ ნანტუკეტზე, ბოსტონიდან 100 მილით სამხრეთით დაუჯერებელი მოვლენა – გაყინული ტალღები ან, როგორც ზოგიერთი უწოდებს, ყინულის ლიმონათის ტალღები წარმოშვა.
ფოტოგრაფ ჯონათან ნიმერფროს ფოტოგადაღება ახალი დამთავრებული ჰქონდა, როდესაც მან სერფინგით გართობისთვის გადაწყვიტა სანაპიროზე გასულიყო.
“ჰორიზონტი ძალზე ბუნდოვნად მოჩანდა და უფრო ახლოს მისვლისას რაღაც ძალიან უჩვეულო აღმოვაჩინე. როდესაც ქვიშის გორაკის თავზე ავედი, ოკეანის ზოლიდან დაახლოებით 300 იარდიდან დავინახე რომ ოკეანე გაყინვას იწყებდა”, განუცხადა მან GrindTV–ს.
ტალღები ფხვიერ მასად იწყებდნენ გადაქცევას. ასე რომ ნიმერფრომ გაყინული ტალღების ფოტოების გადაღება დაიწყო. ფოტოები ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში.
მეორე დღეს, ნიმერფრო დაბრუნდა სანაპიროზე, რადგანაც აინტერესებდა დადნა თუ არა ტალღები და ამ დროს მან კიდევ ერთი უცნაურობა აღმოაჩინა: იგივე 300 იარდიანი მონაკვეთი ოკეანის ზედაპირზე გაყინულიყო. ტალღები დაახლოებით 10 დუიმიანი სისქის იყო.
“მე ყველა მეთევზეს და სერფინგის მოყვარულს ვკითე, თუ უნახავთ ოდესმე ასეთი რამ. ყველამ აღიარა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა”, განუცხადა მან Shutterbug.com–ს.
ნანტუკეტის გაყინული ტალღების ფოტოები გადაღებულია ჯონათან ნიმერფროს მიერ.