ბორჯომის ტყეში ხანძარი ჩამქვრალია

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ხანძარი ბორჯომის ტყეში 20 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრს ჩაქრობას ხელს უშლიდა ტერიტორიის რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. წინასწარი მონაცემებით, 100-ზე მეტი ჰექტარი ტყე დაიწვა.
„საღამოს, მინისტრებთან ერთად, პირადად შემოვიარე, ყველა კრიტიკული ლოკაცია. შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა მომდევნო დღეებში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ”, — განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საგანგებო შტაბი მუშაობას აგრძელებს, გარდა ამისა, ტექნიკა ისევ მობილიზებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ შაბათ ღამეს ბორჯომის ხეობაში ნანატრი წვიმა მოვიდა.
ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ 1500-მდე მეხანძრე, შსს-ს თანამშრომელი და სამხედრო მოსამსახურე. ხანძარს ექვსი ვერტმფრენი აქრობდა: ორი — საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ორი — თურქეთის, ერთი — აზერბაიჯანის და ერთი — ბელარუსის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოში სახანძრო ბრიგადები გამოგზავნეს.

skutnik-georgia.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა