ბორჯომის ტყეში დაჭრილი შველი იპოვეს + ვიდეო

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაკრძალის უფროსმა დღეს დაჭრილი შველი იპოვნა. ბრაკონიერობის შემთხვევა, ჩითახევის ტერიტორიაზე ტყეში დაფიქსირდა. რევაზ ქიმაძის განცხადებით, შველი ფეხის არეში, სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია

“სამწუხაროდ ბრაკონიერები გაგვექცნენ, თუმცა ერთობლივი რეიდის შედეგად, რომელსაც ჩვენი ადმინისტრაცია სისტემატიურად ახორციელებს, მათ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. ყველას ვურჩევთ, რომ მსგავსი უკანონო ქმედებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის წინაშე მკაცრად აგებენ პასუხს”, – განაცხადა ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა ლევან თაბუნიძემ.

წყარო: borjomi.tv

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა