ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ფოტოხაფანგმა ფოცხვერი დააფიქსირა

Sans titre 9
ფოტოხაფანგმა ფოცხვერი თოვლში სეირნობისას გადაიღო, – ამის ფოტოამსახველ მასალას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფოტოხაფანგმა რამდენიმე დღის წინ ფოცხვერი დააფიქსირა.

ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულის სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე – გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.

ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ თავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ფოცხვერი (Lynx lynx orientalis) და ჩვეულებრივი ფოცხვერი (Lynx lynx lynx).

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა