ბლაზერი – Blaser

[huge_it_slider id=”39″]
ერთერთი საუკთესო თანამედროვე სამონადირეო და სპორტული იარაღების მწარმოებელი ფირმა ბლაზერი სათავეს იღებს 1963 წლიდან როდესაც 31 წლის უკვე პროფესიონალმა მეიარაღემ „ხორსტ ბლაზერმა“, რომელმაც გაიარა მაღალი კლასის დაოსტაების პროფესიული კურსები ევროპაში პრესტიჟულ ცნობილ ავსტრიული ფირმის ფერალახის სკოლაში, გადაწყვიტა დაეარსებინა კომპანია მისივე სახელით BLASER JAGDWAFFEN GMBH. თოფების მწარმოებელი ფაბრიკა მდებარეობს ბიურტემბერგში სამხრეთ გრმანიაში. ბლაზერი ფირმის შექმნის მომენტში აღარ იყო ახალბედა თოფების წარმოებაში. მას უკვე შექმნილი ქონდა სამ ლულიანი კომბინირებული თოფი BLASER DIPLOMAT რომელშიდაც იგრძნობოდა ფერალახის სკოლის შესრულების სტილი. ბლაზერმა მის თოფში პირველმა შექმნა ისეთი მექანიზმი რომლის საშუალებითაც უშუალოდ სროლის წინ შესაძლებელი იყო თოფის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. თუ სროლის აუცილებლობა არ იქნებოდა ასევე შესაძლებელი იყო თოფის უხიფათო დაშვება. ბლაზერის ამ მოდელმა მალევე მიიქცია ყურადღება გერმანიაში უმსხვილესმა კომპანიამ VAFFEN-FRANKONIA რომელიც ეწეოდა სამონადირე იარაღების რეალიზაციას.

1960 წელს პირველი თოფის ბაზაზე შექმნა Blaser BBF60, რომელიც იყო პირველი გერმანული თოფი რომლის წარმოება თავიდან ბოლომდე შესრულებული იყო უმაღლესი სიზუსტის ჩარხ დანადგარებზე იმ დონეზე რომ აღარ საჭიროებდა ტრადიციული ხელით შრომას. მისი კომპანიის სრულფასოვანი ამოქმედების მერე ბლაზერი შეუდგა მის მიერ წაემოებული მოდელების დახვეწას. მის წინა მორბედის ბაზაზე შექმნა ES63 მოდელი. მიუხედავად იმისა თოფი იყო ორ ლულიანი შეუძლებელი იყო მისი თანმიმდევრობით გასროლა. პირველი გასროლის შემდეგ ისევ საჭირო იყო თოფის ხელმეორედ შეყენება მეორე ლულიდან სასროლად. ახალ მოდელს გააჩნდა უფრო მასიური კალაპოტი რაც ზრდიდა თოფის სიმტკიცეს. 1967 წელს გამოჩნდა ორლულიანი კომბინირებული ვერტიკალური ლულების წყობით ES67 მოდელი რომლის ლულის კალიბრი შესაძლებელი იყო გაეფართოვებინათ 9.3х74R-დე. 1970 წელს ფირმამ კიდევ წარმოადგინა ახალი კომბინირებული თოფი საცვლელი ლულებით რაც საშუალებას იძლეოდა საჭიროების შემთხვავაში შეცვლილიყო კალიბრი. ამ მოდელით ფირმამ უკვე გაითქვა სახელი გერმანიის საზღვრებს გარეთ. 1971 წელს ბლაზერმა წარმოადგინა გადასახსნელი ერთლულიანი შტუცერი ხელის შეყენების მექანიზმით რაც იძლეოდა საშუალებას თოფის ფეხზე შეყენებულ უხიფათო ტარებას და სწრაფ სროლას. ახალი ქარხნის აშენების შემდეგ ბლაზერმა წარმოადგინა მთაში სანადირო შტუცერი Blaser B75, რომელსაც გააჩნდა საცვლელი ლულები სხვადასხვა კალიბრის. ბლაზერმა წარმოადგინა კიდევ რამდენიმე მოდელი რომლშიდაც გამოყენებული იქნა ლულის კალაპოტთან ისეთი ჩაკეტვის პრინციპი რაც არ გამოუყენებია არავის.

1983 წელს კომპანიამ წარმოადგინა სამონადირეო სავაზნე კოლოფიანი შაშხანა Blaser SR830, რომელიც შექმნილი იყო ნოლიდან და არა ისე როგორც ხდებოდა უმეტეს შემთხვევაში, როცა საფუძვლად იღებდნენ სამხედრო სისტემის შაშხანებს და ოდნავი ცვლილებების მერე აწარმოებდნენ სამოქალაქო გაყიდვისთვის. ბლაზერის ეს მოდელი წარჩინებული აღმოჩნდა ამერიკული ბაზრისთვის, რომელსაც შეუცვალეს სახელწოდება და Blaser R84-ის სახელით ხდებოდა იმპორტი აშშ-ი. 1985 წლიდან ბლაზერმა მიყიდა თავისი წარმოება „ბერხარდ ბლენკეს“. ბლენკე იყო გამოცდილი სპეციალისტი და პროფესიონალი მონადირე. ბლენკე შეუდგა ქარხნის გადაიარაღებას თანამედროვე უზუსტესი ჩარხ დანადგარებით. მთავარი კონსტრუქტორის თანამდებობაზე მოიწვია „მაინარდა ცეია.“ მისი ხელმძღვანელობით ათი წლის მანძილზე შეიქმნა არაერთი ბლაზერის ახალი მოდელი. ბლასზერის თოფებმა უკვე ამ დროისთვის დაიმსახურა № 1-ლი თოფის სახელი. 1994 წელს ბლენკემ ტულის საიარაღო ქარხნიდან მიიწვია მეიარაღე კონსტრუქტორი სერგეი პოპიკოვი მთავარი კონსტრუქტორის მოადგილის თანამდებობაზე. ცეიამ და პოპკოვმა არაერთი მოდელი შექმნეს, რომლებმაც მოიპოვა საყოველთაო აღიარება. გაიზარდა კომპანიის მიერ იარაღების წარმოება, შესაბამისად გაიზარდა მოწვეული მაღალი კლასის ოსტატების რაოდენობა და ასევე მთლიანობაში კომპანიის თანამშრომლებიც. 1986 წელს ფირმამ გამოუშვა მსხვილ კალიბრიანი ერთლულიანი შტუცერი GB860 375 კალიბრი რომელიც იქცა ფირმის წარმოებული პოდუქციის ძირითად ნაწილად. ბლაზერმა გამოუშვა კიდევ რამდენიმე მოდელი Blaser BD880, D 99 Duo, რომლებმაც კიდევ უფრო გაუთქვა ფირმას სახელი. 1993 წელს კი გერმანიის სართაშირისო გამოფენაზე წარმოადგინეს Blaser R93. ასეთი მოდელი ჯერ კიდევ არ უნახავს მსოფლიო სამონადირეო გაერთიანებას. ახალ შაშხანას გააჩნდა ლულის კალაპოტში გასწვრი მცოცავი საკეტი, რომლის ხელით წინ და უკან მოძრაობით საკეტი გადაადგილდებოდა მარტივად. საკეტის ლულასთან პარალელური გადაბრუნებით ჩაკეტვა აღარ იყო საჭირო. Blaser R93-ს თავისი მექანიზმის სიმარტივით და საიმედოობით არ ყავს ბადალი. შაშხანის მეტალის გარე დაფარვა საშუალებას იძლევა მისი ყველა კლიმატურ პირობებში გამოყენების. კონდახის ხე აღებულია მაღალი ხარისხის ნიგვზიდან, რომელიც სპეციალური დამუშავების მერე ასევე გამძლეა ყველა ბუნებრივ პირობებში. ბლაზერმა კიდევ რამოდენიმე მოდიფიკაცია აწარმოვა, რომლებიც თავისი დახვეწილი დიზაინით და დამუშავების მაღალი ხარისხით შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო იარაღად მთელ მსოფლიოში. 1997 წელს კიდევ მოხდა კომპანიაში სტრუქტურული ცვლილებები, ბლაზერის მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა გააერთიანებინა მისი სამეწარმოვო ციკლი შვეიცარიულ იარაღების მწარმოებელ კონცერნ „ზიგ“-თან, რომელშიც უკვე შედიოდნენ Hammerli და Sauer. ასეთი შეერთება მისაღები იყო ბლაზერისთვის რაც გარანტიას აძლევდა ფირმას გაერთიანებაში შემავალი ფირმებისთვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის ლულები. ბერხარდ ბლენკი გახდა კომპანიის მმართველი და ერთადერთი მესაკუთრე.

ბლაზერმა 2003 წელს აწარმოა კიდევ ერთი მოდიფიცირებული შტუცერის მოდელი შემდეგი კალიბრის: Blaser S2 Safari, 375 Holland & Holland, .470 Nitro Express და 500 Nitro Express. 2010 წელს დაიწყო ახალი ერა ბლაზერის შაშხანების წარმოებაში. R 93 ბაზაზე წარმოადგინა ახალი მოდელი blazer R8 თანამედროვე ტექნოლოგიების და მასალების გამოყენებით შაშახანა გახდა უფრო კომფორტული, უსაფრთხო და საიმედო. ვერცერთი ფირმა ვერ აწარმოებს იმდენი სახეობის და კალიბრის იარაღს რამდენსაც ბლაზერი.კომპანია დღესდღეობით ითვლება ერთერთ მოწინავე ფირმად, რომელიც აწარმოებს 60-ი სახეობის ვაზნის შესაბამის შაშხანებს, შტუცერებს, კომბინირებულ თოფებს და მრავალ სახვა მოდელებს, რომლებიც წარმატებით იყიდება ევროპისა და ამერიკის ბაზარზე.


Blaser F3 Game

სულ რამდენიმე წლის წინ ამ ფირმამ გამოუშვა გლუვლულიანი ვერტიკალური Blaser F3 Game. რომელიც 12 ყალიბზეა და სავაზნე 76მმ-იანი აქვს.

გარდა იმისა, რომ თოფი ბრწყინვალე ბალისტიკური მაჩვენებლებით ხასიათდება, აქვს დიდი რესურსი, გამოიყენებს როგორც ტყვიის ასევე ფოლადის საფანტს, აქვს სახსნელი სამიზნე თამასა(ადვილად იცვლება ვენტილირებადი, მთლიანზე, ან პირიქით), კიდევ გააჩნია ერთი განსაკუთრებულობა, რაც გამოიხატება ბალანსის რეგულირებაში.
შეგახსენებთ, რომ 76მმ-იანი სავაზნით შესაძლებელია როგორც მაგნუმის(50გ) ისე სტანდარტული ვაზნის გასროლა. დაბალანსებული თოფის პირობებში 50 გრამიანი და 30 გრამიანი ვაზნის გამოყენებისას საბალანსო ცენტრი კალაპოტის სხვადასხვა ადგილზე მდებარეობს. ამდენად მაგნუმის ვაზნაზე დაბალანსებული თოფი არ იქნება ,,ზუსტი” 30 გრამიანი სტანდარტული ვაზნის გასროლისას და პირიქით.
ეს მცირე ,,უზუსტობა” Blaser-ის ოსტატებმა ბალანსის მარეგულირებელი ქანჩით გადაჭრეს(განლაგებულია კონდახში). იმის მიხედვით კონკრეტულ შემთხვევაში რა წონის ვაზნას გამოიყენებს, მონადირეს შეუძლია მარტივად შეცვალოს საბალანსო წონა სახრახნისის გამოყენებით.
Blaser F3 გამოდის 6 სხვადასხვა ტიპის ლულაზე, 3 ტიპის კონდახსა და 2 ტიპის ტიბჟირზე.
სპორტული Blaser F3 Competition: 12/76, ლულის სიგრძე 71 სმ, 76 სმ და 81 სმ; Skeet და Trap ტიპის კონდახით. წონა 3.65-3,8კგ.
სანადირო Blaser F3 Game:12/76, ლულის სიგრძე 68 სმ, 71 სმ და 74 სმ; Skeet და Trap ტიპის კონდახით. წონა 3.3კგ.


Blaser R93

Blaser R93 გამოჩნდა ბაზარზე 90-იანი წლების დასაწყისში და ნამდვილი სენსაცია მოახდინა. ეს კარაბინი მსუბუქი, მორგებული, აბსოლიტურად საიმედო და ელეგანტურია. ამ მახასიათებლებით კარაბინები ადერეც გამოსულა, მაგრამ ბლაზერში უნივერსალიზმი და მოხმარების სიმარტივე ისეა შერწყმული, რომ მონადირეებს ატყვევებს.
სიახლე იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ მწარმოებელი ძლივს აუდიოდა შეკვეთებს. დღესაც კი, 20 წლის შემდეგ Blaser R93 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. აშშ-ში ეს მოდელი ასწლეულის(გასულის) იარაღადაა აღიარებული.

ლულის სიგრძე სტანდარტულია 577მმ, თუმცა კომპაქტური საკეტი კარაბინის მთლიან სიგრძეს ანალოგიური სისტემის თოფებთან შედარებით 7სმ-ით უფრო მოკლეს ხდის.
კომპლექტაცია ,,სტანდარტი” არ შეიცავს მეტალისა და ხის გრავირებას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ბლაზერი თავის არისტოკრატიულ სახეს არ კარგავს. უმაღლესი ხარისხის ხის მასალა და მეტალის საუკეთესო დამუშავება თავისთავად საუკეთესო სამკაულია.

კომპლექტაცია Оffroad-ში კონდახი პლასტიკატისაა. ამ კონდახის შეფერილობა კაკლის აბსოლიტურ იმიტაციას ქმნის. ეს რომ პლასტიკატია მხოლოდ თოფის ხელში აღების შემდეგ ხდება ნათელი.
მსხვილ ნადირზე ნადირობისას ემოციური დატვირთვა დიდია, ამიტომ ზოგჯერ ხდება, რომ მონადირეს ავიწყდება მცველიდან მოხსნა. ბლაზერის კონსტრუქტორებმა ეს გაითვალისწინეს და მცველი განალაგეს საკეტის თავზე, სადაც საუკეთესოდ შესამჩნევია და სრულფასოვანი დამიზნებისთვის აუცილებელია მოიხსნას დაკეტილი პოზიციიდან. სწრაფი გადატენვა შესაძლებელია დამიზნების მოუხსნელადაც. ამ მიზნით საკეტი სუფთად და მკვეთრად მუშაობს.

დეტალების დამუშავების სიზუსტე უმაღლესია, რაც უზრუნველყოფს სამიზნე სისტემისა და ლულის შეცვლის პირობებში დამატებითი მისროლების გარეშე მათ სრულფასოვან მუშაობას. თვით ოპტიკაც კი არ ითხოვს მისროლებს, თუკი გამოყენებულია ბლაზერის პატენტირებული კრონშტეინი.
მსხვილი ყალიბების ლულებისათვის უკუცემის შესამცირებლად გამოიყენება ლულის მუხრუჭი Mag-na-Port, რომელიც უკუცემას 20%-ით ამცირებს. გარდა ამისა კონდახში ჩასმულია ვოლფრამის გრანულებიანი ცილინდრ-კომპენსატორი Blaser Kickstop. მართალია ეს დამატებით 600 გრამს მარტებს იარაღს, სამაგიეროდ გასროლას ხდის კომფორტულს.

შემკვეთის სურვილისამებრ კარაბინი რამდენიმე ყალიბის ლულით შეიძლება დაკომპლექტდეს, თუმცა ამ დროს არაერთფეროვანია დატვირთვა საკეტზე…
სპეციალურად საკეტის სიმყარის შესამოწმებლად ფირმაში შეიმუშავეს ,,სუპერვაზნა”, რომელიც საკეტზე დასაშვებზე 10-ჯერ მეტ დატვირთვას ქმნის. ასეთი უზარმაზარი დატვირთვების პირობებშიც კი, როცა სავაზნემაც კი ვერ გაუძლო და გასკდა, საკეტმა საუკეთესოდ ჩააბარა გამოცდა.


F3 Dragon

სულ ახლახანს ბლაზერმა ბაზარზე წარმოადგინა F3 Dragon, რომელმაც მდიდრული გრავირების ხარჯზე მიიღო ,,დრაკონის” სახელი(გამოსახულებაც სტილიზებული დრაკონისაა).
ტექნიკური მაჩვენებლები არ განსხვავდება საბაზო F3-ისაგან, თუმცა გრავირების ხარჯზე(კომპანია Chris Potter Country Sports-ის პროდუქტი) ამ მოდელმა საკმაოდ აკრიბა ფასში. სულ დამზადებულია რამდენიმე ეგზემპლიარი, მ.შ. მემარცხენეთათვის.
ლულების სიგრძე მერყეობს 30 და 32 დიუმის ფარგლებში, კონდახი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან.

თოფის ფასი დიდ ბრიტანეთში შეადგენს 12 250 გირვანქა სტერლინგს!


Blaser F3 Ladies

ბლაზერმა სპეციალურად ქალბატონებისათვის გამოუშვა Blaser F3 Ladies, რომლის ფასიც დაახლოებით 8000 დოლარს შეადგენს.
ეს მოდიფიკაცია საბაზო F3 Competition-ის იდენტურია, მხოლოდ სუსტი სქესისათვის უკუცემის დახშობის სისტემა იქნა გაუმჯობესებულ-ინტეგრირებული…
კომპანია დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში კალაპოტს ბრილიანტებით მოაპირკეთებს (ქალური ხასიათი მაინც გაითვალისწინეს)


Blaser F16

კომპანიამ სიახლით დაიწყო მიმდინარე წელი. მოდელი F16 წარმოადგენს პრემიუმ კლასის სეგმენტს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა და გარკვეულწილად განსხვავდება ლეგენდარული F3-ისაგან. კიდევ უფრო დაიხვეწა ბალანსი, მთლიანი ფორმები და უფრო დამრგვალდა. ლულები მზადდება ტექნოლოგიით “Triplex”, ხოლო ეჟექტორები უცვლელად გადმოიტანეს F3-ისაგან. უკუცემის დახშობის სისტემა წარმოდგენილია ტექნოლოგიით “Inertia Block System” (IBS).
რაც შეეხება ფასებს_ სპორტული მოდელი 12 ყალიბში და 20 ან 32 დიუმის სიგრძის ლულებით აშშ-ში ღირს 4195 მარადმწვანე, ხოლო სანადირო მოდელი 28 ან 32 დიუმის სიგრძის ლულებით კი 3795 დოლარი.

წყარო: gorda.ge; club-monadire.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა