ბეღურასნაირნი – ფრინველთა ხმები


ბულბული – Luscinia luscinia
სახლის ბეღურა – Passer domesticus მინდვრის ბეღურა – Passer montanus ბოლოშავა – Turdus pilaris

მოლაღური – Oriolus oriolus
სოფლის მერცხალი – Hirundo rustica სკვინჩა – Fringilla coelebs შაშვი – Turdus merula

კულუმბური – Coccothraustes
ყორანი – Corvus corax ჩხიკვი – Garrulus glandarius რუხი ყვავი – Corvus cornix

ეს კატეგორია განახლების პროცესშია. ეტაპობრივად დაემატება სხვა ხმები…

უკან დაბრუნება, ფრინველთა ხმების კატეგორიაში


ბეღურასნაირნი (ლათ. Passeriformes) — ფრინველების რიგი. აერთიანებს 5000-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. საქართველოში გვხვდება 140 სახეობა. ბეღურასნაირნი მცირე და საშუალო ზომის ფრინველებია. სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან (ნარჩიტა) 65 სმ-მდეა (ყორანი). ზოგი პატარა მენექტრის წონა 3-4 გრამს აღწევს, ყოლო ყველაზე დიდი ზომის ბეღურასნაირნთა (ყორნის) წონა 1100-1600 გრამამდე. ბეღურასნაირნთა რიგი იყოფა 4 ქვერიგად: განიერნისკარტები (Eurylaimi) გავრცელებული არიან აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. აქვთ მოკლე და განიერი ნისკარტი, ძირითადად მწერებით იკვებებიან. ცნობილია 14 სახეობა, რომლებიც ერთიანდება რკანისკარტასებრთა ოჯახში; მყვირალა ანუ ერთხმიანი ბეღურები (Clamatores) უმთავრესად სამხრეთ ამერიკაში გვხვდება, არის ჩრდილო ამერიკაშიც. ცნობილია 100-მეტი სახეობა, რომლებიც ერთიანდება 12 ოჯახში; ნახევრადმგალობელი ბეღურები (Menurae) ავსტრალიაში ბინადრობენ, აერთიანებს 1 ოჯახის 4 სახეობას, მათგან ყველაზე მეტად ცნობილია კუდქნარა; მგალობელი ბეღურები (Oscines) გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მათ რთული აგებულების ქვედა ხორხის საბგერი აპარატი აქვსთ. ცნობილია 4000-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ერთიანდებიან 49 ოჯახში.

ბეღურასნაირნთა შორის არიან მობინადრე, მომთაბარე და მიმოფრენი სახეობები. უმრავლესობა ცხოვრობს ტყეებსა და ბუჩქნარებში, ზოგი ველებზე. ბეღურასნაირნი განეკუთვნებიან ბარტყოვან ფრინველებს. დებენ 1-16, უმეტესად კი 4-6 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 11-14 დღე, თუმცა ყორანი კრუხობს 20 დღეს, ხოლო კუდქნარა 45 დღეს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ დაახლოებით ერთი წლის ასაკში. ბეღურასნაირნთა უმრავლესობას მავნე მწერების მოსპობით სასოფლო მეურნეობისათვის სარგებლობა მოაქვს.