დაბა ბაკურიანში კიბორჩხალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში კიბორჩხალის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს უკანონოდ მოპოვებული კიბორჩხალით სავსე ყუთები ავტომანქანის უკან სავარძელზე და საბარგულში ჰქონდა განთავსებული.
შედგა შესაბამისი აქტი.