ბაღდათის რაიონს მგლები შეესია

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებს მგლები შეესია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მტაცებელი ცხოველი ღამით მათ ეზოებში შედის და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს თავს ესხმის.

„შიშით ღამით ქუჩაში ვერ გამოვდივართ. ეზოებში გვაქვს საქონლის საბმელი. მგელი რომ ეზოში შემოვა და საქონელს შეჭამს, ის ადამიანს დაინდობს?! სიმწრით გაზრდილი პირუტყვი თუ მგელმა შეგვიჭამა, ჩვენ რა ვქნათ?! რა აზრი აქვს მაშინ სოფელში ჩვენს არსებობას. საქონელს შიშით ტყეში არ ვუშვებთ და ეზოებში ჩამოგვდის მგელი”, – აცხადებს ადგილობრივი სულიკო ბენდელიანი.

ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოგსაძე ამბობს, რომ კანონით მგლის მოკვლა აკრძალულია. თუმცა, მისივე თქმით, გამგეობამ გარემოს დაცვის სამინისტროს რამდენიმე ერთეული მტაცებელი ცხოველის მოკვლის ნებართვა სთხოვა. არჩილ გოგსაძე იმასაც ამბობს, რომ მგლების შემოსევა მხოლოდ ვარციხის მოსახლეობას არ აწუხებს და გამგეობა მოსახლეობის დასახმარებლად შესაბამის ზომებს იღებს.

qartuliazri.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა