აზერბაიჯანში ლეოპარდის ხუთი ბოკვერი დაიბადა

აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს განცხადებით, ლეოპარდის ხუთი ბოკვერი დაიბადა. აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა იმედი, რომ ქვეყნის მასშტაბით ლეოპარდის პოპულაცია გაიზრდება.

სამინისტროს განცხადებით, ველური ბუნების დაცვისთვის მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო და ქვეყანაში ცხოველთა იშვიათი სახეობების მატება შეინიშნება.

„ჰირკანის პარკში დადგმულმა კამერამ ძუ ლეოპარდი, ორ ბოკვერთან ერთად დააფიქსირა”, – აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ეს ადასტურებს ჰირკანის პარკში ლეოპარდის პოპულაციის ბუნებრივ ზრდას.

ამავე დროს, ზანგეზურის ეროვნულ პარკში კამერამ დააფიქსირა ლეოპარდების ოჯახი სამ ბოკვერთან ერთად. დაცულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

აღსანიშნავია, რომ კავკასიური ლეოპარდის ბუნებაში აღდგენის სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება არამხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ საქართველოში, სომხეთსა და რუსეთშიც.

აღნიშნული ძუძუმწოვარი ათასი წლის წინ კავკასიის მასშტაბით დიდ ფართობზე ბინადრობდა, თუმცა მე-20 საუკუნეში მისი საცხოვრებელი არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

კავკასიური ლეოპარდი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ამ კატისებრი მტაცებლის 8 ქვესახეობას შორის.

წყარო: azernews.az

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა