ახმეტის მუნიციპალიტეტში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში, შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი.
მასალები შეიცავს სისხლი სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი