არწივები vs დრონები – ახალი ომი ბუნებასა და ტექნოლოგიას შორის


დრონები არათუ აღარავის უკვირს, ახალ ზელანდიაში პიცის ადგილზე მიტანაც კი ამ მოწყობილობის საშუალებით ხდება. იმავეს აკეთებს ამაზონიც, თქვენ მიერ ნაყიდ პროდუქტს სახლში დრონით, Air Prime სერვისით მოგართმევთ – ცხადია, საქართველოში არა.

თუმცა რამდენადაც ჩვენ, ადამიანები, აღფრთოვანებულები ვართ დრონებით, იმდენად გაბრაზებულნი და ფრუსტრირებულნი არიან ფრინველები, რომელთა სამფლობელოშიც კიდევ ერთხელ შევიჭერით.

ამ ვიდეოზე ჩანს გაბრაზებული არწივი, რომელიც დრონისგან თავის ტერიტორიას იცავს. გაბრაზებული არწივის ამ ვიდეოში დანახვა პირველად გაგიჭირდებათ, ის ელვის სისწრაფით ესხმის თავს დრონს და მიწაზე აგდებს.

ვიდეოს რამდენჯერმე ნახვის შემდეგ უკვე შეამჩნევთ და დაინახავთ თუ რა დისტანციიდან იწყებს არწივი დრონის მიმართულებით მოძრაობას. მან შორიდან შეამჩნია “მტერი” და მიზანშიც ამოიღო.

არწივი გამონაკლისი არ არის, საფრენი აპარატები სხვა ცხოველებსაც უშლის ნერვებს:

სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს, ამ ვიდეოში ყველაფერი დრონის ბრალია, აშკარაა, რომ პილოტები ცხოველების პირად სივრცეში იჭრებიან, ხოლო ძაღლები, როგორც ყოველთვის უბრალოდ თამაშობენ.

წყარო: On.Ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა