Armsan Phenoma

ARMSAN PHENOMA საკმაო პოპულარობით სარგებლობს მონადირეთა წრეებში.

ის გამორჩეული მოდელია, რადგანაც საკმაოდ ძლიერი და სახელოვანი „წინაპარი“ ჰყავს.

შექმნის ისტორია
თურქული ქარხანა „არმსანი“ იტალიურ ხარისხსა და ნორმებს ეფუძნება, ამიტომაც თამამად ვეძახით იტალიელების ქარხანას.

ARMSAN-ს ბევრი ვერსია აქვს გამოშვებული, რომლებმაც თავიანთი ადგილი დაიმკვიდრეს მსოფლიოს ბაზარზე, თუმცა მათგან განსაკუთრებული პოპულარობით PHENOMA სარგებლობს.
ეს კომპანია, ასევე, ამზადებდა ისეთ ცნობილ ბრენდს, როგორიცაა ფრანგული წარმოშობის „ვერნეი-კარონი“.
ARMSAN-ის ღირსება და მისი ხარისხის დასტურია ისიც, რომ ქარხანა 2005 წლიდან BERETA-ს ლიცენზიით მუშაობს.

ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი (მმ) – 12Х76
ლულის სიგრძე (სმ) – 61,66,71,76.
წონა (კგ) – 3,1
მჭიდი (ც) – 5 + 1

განსაკუთრებული მაჩვენებელი
ARMSAN PHENOMA-მ საკმაოდ კარგი სახელი დაიმკვიდრა იმ მონადირეებში, რომლებიც მას ენდნენ და შეიძინეს.
ერთლულიანია და აქვს მჭიდის დამკეტი (იარაღის 40%-ს მჭიდის დამკეტი არ აქვს).
საუკეთესოა, ასევე, იმიტომაც, რომ დამწყები მონადირეები თავისუფლად შეძლებენ მის დაუფლებასა და გამოყენებას.
სისტემურად საუკეთესო იარაღია, აქვს 5-ვაზნიანი მჭიდი და აირდამტენი სისტემა (ანალოგი „კალაშნიკოვის სისტემის).

ARMSAN PHENOMA არის უტყუარი ნახევრად ავტომატური იარაღი სროლაში და გაჭედვის მხრივ.
სურვილისამებრ, შეგვიძლია ლულის სიგრძის გაზრდაც, რაშიც თოფის შიდა კონფიგურაცია გვეხმარება.
მისი საბაზრო ფასი 1 240-დან 2 000 ლარამდეა და აქედან გამომდინარე, ხელმისაწვდომია ნახევრად ავტომატურ იარაღში.

რაზე შეგვიძლია ვინადიროთ
ARMSAN PHENOMA ნებისმიერ ნადირსა და ფრინველზე განადირებთ.
სწორი მოვლის პირობებში კლიმატის არ ეშინია.
ის მედეგია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, მთასა და ჭაობში.
საერთო სროლის ხარისხი 60 მეტრზეა გათვლილი.
ნადირზე შეგიძლიათ, 120 მეტრამდე დაშორებითაც ინადიროთ.
სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ 35 წლამდე ადამიანები ყოველთვის ნახევრად ავტომატურ თოფებს ირჩევენ. აქედან გამომდინარე, თუ ამ ახალ ტენდენციას დავეყრდნობით, ARMSAN PHENOMAS-ს შეგვიძლია, ახალი თაობის იარაღი ვუწოდოთ.


გიორგი ფოლადაშვილი
funtime.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა