Armi Perazzi

[huge_it_slider id=”21″]

პერაცი – Perazzi

კომპანია Armi Perazzi კარგადაა ცნობილი იარაღის ბაზარზე. მისი სპორტული და სანადირო თოფების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. აღსანიშნავია პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და ორიგინალური კონსტრუქცია. კომპანია პერაცი ტიპიური იტალიური საწარმოა, სადაც მანქანურ წარმოებას კარგად ერწყმის ხელით შრომა.
დანიელ პერაციმ 16 წლის ასაკში სამსახური დაიწყო იარაღის საწარმოში, სადაც ადგილი საწყობში მუშად მიუჩინეს. ამ პოსტიდან დანიელი საწარმოს წამყვან ოსტატად გაიზარდა. 20 წლის ასაკში ერთ-ერთ დიდ საიარაღო ქარხანაში გადადის სამუშაოდ. მთელ ამ პერიოდში პერაცი საკუთარ კომპანიაზე და იარღზე ოცნებობს. ამავე პერიოდში მას გაჩნია არა მარტო თავისი შემუშავებული სქემები, არამედ პატენტები და გამოგონებანი. თავის გამოგონებებს ახალგაზრდა პერაცი ქარხანას სთავაზობს, მაგრამ უარს ღებულობს. მაშინ პერაციმ თავისი გამოგონებები კონკურენტ ფირმებს მიჰყიდა, ამ ფულით კი საკუთარი კონსტრუქციის იარაღს აწყობს სახლის პირობებში.

66903ede90c1თავისი პატარა საამქრო პერაციმ 1957 წელს დააფუძნა 23 წლის ასაკში. აქ ყველა ოპერაციას ოსტატი თავად ასრულებდა. წარმატება მოულოდნელად მოვიდა. იმ დროში ცნობილმა სპორცმენმა მატერელიმ ახალგაზრდა პერაცის იარაღი შეუკვეთა, რომლის გაკეთებაშიც ოსტატმა მთელი სული და გული ჩააქსოვა. ამ თოფმა მატერელის 1964 წელს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონობა მოუტანა, ხოლო პერაცის მსოფლიო აღიარება. 1968 წლის მექსიკის ოლიმპიადისათვის პერაცი წარმოებაში უშვებს უფრო სრულყოფილ МХ8-ს(შემოკლებული სახელი MEXICO-68). ეს მოდელი დღემდე რჩება ამ ფირმის თოფების პროტოტიპად. მისი წონა მერყეობს 3,4კგ-დან 3,7 კგ-მდე, ლულის სიგრძე 660მმ-დან 760მმ-მდე, სახსნელი ტიბჟირითა და ინგლისური ან ნახევარპისტოლეტური კონდახით. ეს თოფები გამოდის სტანდარტული, ლუქსი, სუპერლუქსი და ექსტრა ლუქსის კლასით.

pag.4-5 (Large)_0კომპანია ასამდე სხვადასხვა მოდელს უშვებს, მართალია მცირე რაოდენობით ჰორიზონტალურებსაც აკეთებენ, თუმცა იარაღის ძირითადი რაოდენობის ტიპი უცვლელი რჩება, ესაა ლულათა ვერტიკალური განლაგება. გამოდის სანადირო და სპორტული ვარიანტები, თუმცა ძირითადი სპეციალიზაცია მაინც სპორტულია. ამ იტალიური ფირმის თოფებით ბევრ სპორცმენს უზეიმია ოლიმპიური ოქრო. ეს მართლაც დიდი რეკლამაა საწარმოსათვის. პერაცის საერთო პროდუქციის 80% ექსპორტზე გადის.

საწარმოში დღეისათვის 100 ადამიანი მუშაობს, რომლებიც დღეში 12 ერთეულ თოფს უშვებენ. კომპანიას აქვს თავისი წარმომადგენლობა აშშ-ში. ადგილზე კი საკუთარი სასწავლო ცენტრი, სადაც ოსტატები მომზადებასა და გადამზადებას გადიან.

835c1203eb64კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული სერვისია ის, რომ შემკვეთს თავად შეუძლია შეამოწმოს ქარხნის სტენდზე თოფი საბოლოო დამუშავებამდე და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კორექტივები შეიტანოს.
პერაცის თოფების მაღალ ხარისხზე დიდ ხანს შეიძლება საუბარი. სპორტული და სანადირო მოდიფიკაციების ლულათა სიგრძე 65სმ-დან 93სმ-მდე მერყეობს. ჩოკური შევიწროებანი შემკვეთის სურვილისამებრ კეთდება(ჩასახრახნი ჩოკების ჩათვლით); არხის დიამეტრი 12 ყალიბისათვის მერყეობს 18,3 დან 18,7-მდე. შემკვეთის გემოვნების მიხედვით ირჩევა ხის მასალის სტრუქტურა და ფერი; სასხლეტ-დამცემი მექანიზმი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან სახსნელი. პირველი ტიპის მექანიზმის შემთხვევაში მცველი(ავტომატური ან არა) კალაპოტის თავზეა განლაგებული, სახსნელის შემთხვევაში კი ფართან; საბრძოლო ზამბარა არის 2 ტიპის სპირალური ან ფირფიტოვანი, სასხლეტი კავები სელექტორულია და მისი მდებარეობა რეგულირდება; სამიზნე და შემაერთებელი თამასა შეიძლება იყოს შემდეგი ზომების: 11×11, 9×11, 7×11, 7×7 ,5×7.
თოფების ბალანსი იმდენად სრულყოფილია, რომ ხელში აღებისას არსებულთან შედარებით ყოველთვის ნაკლები წონის გეჩვენებათ თოფი.

Untitled 21პროდუქციაში ყველაზე მეტად გავრცელებულია 12 ყალიბი, თუმცა გამოდის 20 და 28 ყალიბის გლუვლულიანებიც და . 410 ყალიბი. კერძო შეკვეთებით შესაძლებელია ერთ კალაპოტზე აეწყოს წყვილი 20 და 10 ყალიბის გლუვლულიანები.

პერაცის ცალსახად უკავია ერთ-ერთი მოწინავე მეიარაღე ფირმის ნიშა მსოფლიო მწარმოებელთა შორის


MX 2005
0d1aa682ade4
ყალიბი 12 ან 20, სხვახასხვა კომპლექტაციის შესაძლებლობის გამო საერთო და ლულის სიგრძე სხვადასხვაა; სავაზნის სიგრძე 70მმ, ლულათა შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე


MX8
681d565892ba
საბაზო მოდელი, ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 70 ან 76მმ, ფიქსირებული და სახსნელი ჩოკებით(ზომა შემკვეთის სურვილისამებრ); TRAP მოდელისათვის ჩოკების ზომებია 1,0 ზედა- 0,7 ქვედა, SCEET მოდელისათვის ორთავე ცილინდრი, SPORTING მოდელისათვის სახსნელი ჩოკები, Double TRAP მოდელზე ზედა ლულა ფიქსირებულ ჩოკზეა, ხოლო ქვედა სახსნელი, ლულის არხის დიამეტრი 18,4მმ, კონდახი დანიშნულების შესაბამისად შეიძლება იყოს Trap, Double–Trap, Skeet ან Sporting, სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი, სამიზნე თამასის ზომებია 7/16 ან 7/16х9/32, ვენტილირებადი ან ნახევრადვენტილირებადი შემაერთებელი თამასა, წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე.


MX 2000
708ccc5d5188
ჩაშვებულია წარმოებაში 1999 წლის ნოემბრიდან, МХ8-ის პროტოტიპი, ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 70მმ, საერთო და ლულის სიგრძე შემკვეთის სურვილისამებრ,ფიქსირებული ჩოკებით(ზომა შემკვეთის სურვილისამებრ), სამიზნე თამასის სიგანე 11მმ, მექანიზმი უფრო სწრაფი ვიდრე МХ8-ზე, წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე, კონდახი პირველი კლასის კაკლის.


MX12
59312613aabe

МХ8-ის მოდიფიკაცია, ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 70 ან 76მმ, TRAP მოდელისათვის ჩოკების ზომებია 1,0 ზედა- 0,7 ქვედა, SCEET მოდელისათვის ორთავე ცილინდრი, SPORTING მოდელისათვის სახსნელი ჩოკები, Double TRAP მოდელზე ზედა ლულა ფიქსირებულ ჩოკზეა, ხოლო ქვედა სახსნელი, მექანიზმი საცვლელი არაა, თამასის ზომებია 7/16 х 9/32, ნახევრად ვენტილირებადი შემაერთებელი თამასით, კონდახი დანიშნულების შესაბამისად შეიძლება იყოს Trap, Double–Trap, Skeet ან Sporting, წონა 3,6-დან 3,9 კგ-მდე.


MXS
mxs
პირველ რიგში, რაც პერაცის ამ ახალ მოდელის მიმართ უნდა აღინიშნოს, არის ხელსაყრელი ფასი, რომელიც ამ ფირმის სხვა სპორტული მოდელისაგან განსხვავებით არის დაბალი(!!!). MXS ევროპაში ღირს 5500 გირვანქა სტერლინგი.
მეორე რიგში აღსანიშნავია მაღალი ხარისხის მასალები(ხე-ლითონი); უმაღლესი ხარისხის დაყვანა.
12 ყალიბი; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 73-76-81სმ; არხის დიამეტრი 18,5;

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა