არის თუ არა მემკვიდრეობით მიღებული იარაღის შენახვა დანაშაული?

Sans titre 9თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ იარაღი მემკვიდრეობით გადმოგეცათ. არის თუ არა ამ სახის სამკვიდროს მიღება კანონსაწინააღმდეგო ქმედება?

რა თქმა უნდა, ამგვარი სამკვიდროს მიღება არ შეგიქმნით არანაირ სამართლებრივ პრობლემას, თუ კანონით გათვალისწინებული წესით შეძლებთ საკუთრების გადაფორმებას. აღნიშნული ქმედებისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა; იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აქვე მოგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

იარაღის გადასაფორმებლად, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა საჭიროა მოსაკრებლის საფასურის გადახდა: თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე – 8 ლარი. თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი.

მომსახურებისთვის დადგენილი საფასური კი შეადგენს: იარაღის რეგისტრაციისთვის 20 ლარს N025 ბანკის კოდზე შეატნით; იარაღის რეგისტრაციის მოწმობისთვის 15 ლარს N026 ბანკის კოდზე შეტანით; იარაღის ბალისტიკური შემოწმებისთვის 20 ლარს N034 ბანკის კოდზე შეტანით და იარაღის დროებითი მოწმობისთვის 10 ლარს N027 ბანკის კოდზე შეტანით.

ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში. პირის მომართვისას მისი მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება მომსახურების გაწევის ვადა, რის შესაბამისად იგი იხდის შესაბამის საფასურს. თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში პირი იხდის ზემოთ მითითებილ მომსახურების საფასურს.

დაჩქარებული წესით ნებართვის გაცემისას, 5 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში მომსახურების საფასურის 50 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება NI 02 ბანკის კოდზე ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში იარაღის რეგისტრაციის შემთხვევაში პირი იხდის მომსახურების საფასურის 80 ლარიან ქვითარს, რომელიც შეიტანება NI 03 ბანკის კოდზე.

როგორც ხედავთ კანონი უზრუნველყოფს თქვენს დაცულობას, თუ თქვენ მის მოთხოვნებს შეასრულებთ. თუ ზემოთ მოთხოვნილი რომელიმე დოკუმენტის, ან რომელიმე ქმედების შესრულება არ შეგიძლიათ, მაშინ ნებაყოფლობით ჩააბარეთ იარაღი. ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
წყარო: myadvokat.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა