მდინარე ალაზანზე მოქალაქე თევზაობდა დენის აპარატით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე მოქალაქე თევზაობდა ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით.
შედგა შესაბამისი აქტი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა