აკრძალულ პერიოდში ნადირობა 500-700 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს

28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1-ლი მარტიდან იკრძალება.

აკრძალულ პერიოდში ნადირობა 500-700 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციასა და მოპოვებული ობიექტის კონფისკაციას ითვალისწინებს. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით, გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა