აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი

Untitled 18

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი – Capra cylindricornis – Дагестанский тур

კლასიფიკაცია: აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis) ღრურქიანების ოჯახის (Bovidae)და მთის თხების გვარის წარმომადგენელია.
გავრცელება: გავრცელების არეალი მოიცავს აღმოსავლეთი კავკასიის, რუსეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიიებს. სამწუხაროდ მეცხრამეტე საუკუნიდან აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა. რისი მთავარი მიზეზიც მათზე უკონტროლო ნადირობა გახდა. ამჟამად ამ სახეობის საერთო რაოდენობა დაახლოებით ათი ათასი ინდივიდიღაა და ის ”გადაშენების საფრთხის ზღვარზე” იმყოფება. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ცხოველების გავრცელების ზოგიერთ რეგიონებშიში გატარებულმა პოპულაციის დაცვის ღონისძიბებმა შედეგი გამოიღო და ამ რეგიონებში ჯიხვის ღნიშნული სახეობის რაოდენობა კვლავ გაიზარდა.

აგებულება: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის აგებულება მასიურია. მამრებს დიდი დიამეტრის მქონე სპირალურად დახვეული რქები აქვთ, რომელთა სიგრძეც ერთ მეტრს აღწევს (წვერი უფრო მოკლე აქვს, ვიდრე დასავლეთკავკასიურ ჯიხვს, რქები კი, უფრო გრძელი) ხოლო მდედრების რქების სიგრძე სულ რაღაც 30სმ-ს. მამრების სხეულის სიგრძე 130-150 სმ-ია, კიდურები შედარებით მოკლე. მხრებში სიმაღლე 79-98 სმ, წონა კი 55-100კგ-ია. მდედრები შედარებით უფრო პატარა ტანისები არიან და მათი წონა 45-55 კგ-ს აღწევს. სეზონების მიხედვით იცვლება მატყლის შეფერილობა. როგორც წესი, ზამთრის მატყლი მუქი ყავისფრიდან ღია ყავისფრამდე იცვლება. ზაფხულის მატყლი კი გაცილებით უფრო ღია და მოწითალო შეფერილობისაა.
Untitled 20
ჰაბიტატი, რაციონი და ქცევა: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ბინადრობს მთების კლდოვან ფერდობებე, ზღვის დონიდან 800-4200 მეტრის სიმაღლეზე. აქ ის გვხვდება როგორც მდელოებზე, ასევე ქვიან და ტყიან ადგილებშიც. ზაფხულის განმავლობაში ჯოგები მაღალ ადგილებში გადადიან, ხოლო შემოდგომით კი 1500-2000 მეტრით უფრო ქვემოთ ჩამოდიან. მათი რაციონი ბალახებისა და ფოთლებისგან შედგება (ფოთლებით ძირითადად ზამთარში იკვებებიან). საკვების მოპოვებისას ჯიხვი დღეში 15-20 კილომეტრს გადის. აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვები დროდადრო დიდ ჯოგებს ქმნის, რომლებშიც ხანდახან რამდენიმე ასეული ინდივიდი გროვდება. უფრო სტაბილურია მცირე ზომის ჯგუფები სადაც 10-12 ცხოველი ერთიანდება. დაწყვილების პერიოდი ნოემბერ-იანვარშია. ამ დროს ინდივიდუალურად მცხოვრები მამრები მდედრების მცირე ჯგუფებს უერთდებიან. მდედრის ყურადღების მოსაპყრობად მამრებს შორის გააფთრებული შეჯიბრი იმართება. მაის-ივნისში, მაკეობის 150 დღიანი პერიოდის შემდეგ, მდედრი შობს ერთ, იშვიათად ორ ნაშიერს. ნაშიერები საკმაოდ მოძრავნი არიან და დაბადებიდან ერთ დღეში კლდეებზე ძრომიალიც შეუძლიათ. ერთ თვეში კი ბალახით კვებას იწყებენ, მაგრამ ამავდოულად, კიდევ სამი თვის განმავლობაში რძითაც იკვებებიან.

საქართველოში კავკასიურ ჯიხვზე ნადირობა აკრძალულია

სხვა ვიდეოების სანახავად დააჭირეთ აქ

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა